შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილინებისა უჟმურო (სრულად)


4-02-2019, 12:16
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 13 089

-გამარჯობა უჟმურო-ღიმილით შემოდის ლიფტში ჩემი თანამშრომელი, დიდი ბელადი, ცოტნე გომეთიანი
-გამარჯობა ბელადო-მეც ვუბრუნებ პასუხს, ოღონდ ღიმილის გარეშე, მთლად უფროსი არა, მაგრამ ჩვენი დეპარტამენტის უფროსია და სულაც არ მევალება გავუღიმო.
-იქნებ ღიმილი მაჩუქო?-ღიმილს არ წყვეტს ის და თვალებში მიყურებს.
-ვერ მომთაფლავთ თქვენი ლურჯი თვალებით, წადით და სალომეს თხოვეთ გაგიღიმოთ-მისი მდივანი შევახსენე, რომელიც ასევე საყვარელი იყო მისი და გაღებული ლიფტის კარიდან ქუსლების კაკუნით გამოვედი.
-გლოველი, დადგება დღე და ჭკუას გასწავლი-მესმის უკნიდან მისი ძახილი და ვხვდები უკან მომყვება.
--
კარს ვაღებ თუარა მეღიმება, ჩემი ბარტყების ჭყიპინის ხმა აქამდეც კი აღწევს.
ფეხსაცმელებს ვიხდი, იქვეკარადაში ვაწყობ და მისაღებში შევდივარ.
-როგორ არიან პატარები?-ვიკას გვერდით ვუჯდები და მოთამაშე ბავშვებს ვაკვირდები
-ახლავე საჭმელს გაგიცხელებ-ფეხზე დგება ვიკა და სამზარეულოში შედის.
-არმინდა ვიკ, მეთვითონ მივხედავ თავს-ვეუბნები და იძულებით ვუშვებ სამზარეულოდან, მე მაცივარს ვაღებ და პირველი რაც ხელში მხვდება იმის ჭამას ვიწყებ ცივად.
ვიკა ჩემი პატარა დაა, 22 წლისაა და უკვე იმდენი ტკივილი გადაიტანა, ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ აგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ ყველაფერს ბავშვების გამო აკეთებს, ამას დაფიქრებაც არ ჭირდება.
20 წლის იყო რომ გათხოვდა, ვიკას და ნიკოლოზს ისე უყვარდათ ერთმანეთი, ყველაფრის დათმობაც კი შეეძლოთ ერთმანეთისთვის.
1 წელში პატარებიც დაიბადნენ, ტყუპები, ბიჭებს მათე და დაჩი დაარქვეს, ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველა, რომ არვიცი რა ჩაგვიშხამებდა ამ ყველაფერს.
მაგრამ ერთ დღესაც საავადმყოფოდან დაურეკეს ვიკას, ნიკოლოზს ვიღაც მთვრალი მამაკაცი დაჯახებია მანქანით და ადგილზე გარდაცვლილა, არ ვიცი რა გადავიტანეთ, და დღემდე განიცდის ვიკა.
დავკრძალეთ თუარა შემომთავაზა მასთან გადავსულიაყავი, არ უნდოდა მშობლებთან დაბრუნება და ვერც ორ ბავშვს აღზრდიდა მარტო.
არ სურდა ნიკოლოზის ბინის დატოვება, მეც რა თქმა უნდა, მეორე დღესვე გადავბარგდი.
ფინანსურად არ გვიჭირს, მე ვმუშაობ, მშობლები ცალკე გვეხმარებიან და ნიკოლოზის მშობლებიც არაფერს გვაკლებენ, უნდოდათ მათთან გადავსულიყავით, მაგრამ ვიუარეთ, ჩვენ მშობლებს ხომ ძალიან დაწყდებოდათ გული?
ნიკოლოზის მშობლები ჩვენი მეორე მშობლები იყვნენ, ვიკა კი არა, მეც დედას ვეძახდი ლელას.
--
ბავშვებმა ადრე დაიძინეს, მეც ჩაით ხელში დავჯექი ვიკას გვერდით და თავი მხარზე ჩამოვადე.
-რა ხდებოდა სამსახურში დღეს?-მკითხა და შუბლზე მაკოცა
-არაფერი, ისევ იდიოტმაბელადმამომიშალა ნერვები და თანამშრომლებს ხომ იცი დიდად არ ვეკონტაქტები, მხოლოდ თაკოს, ძალიან საყვარელი გოგოა.
-დაპატიჟე ერთ დღეს სახლში, მეც გავიცნობ, მაგ ბელადს კი მოვალ და თავს გავუტეხავ შენი გაბრაზებისთვის-მიცინის ის და ასე ჩახუტებულები მანამ ვზივართ სანამ ტელეფონზე მესიჯი არ მომდის
-ვინ უნდა იყოს ამ შუა ღამეს?-ინტერესდება ვიკა, მშობლები ყოველთვის რეკავენ, მესიჯის წერა კი იმდენად მეზიზღება, იციან რომ არ უნდა მომწერონ, თუ მომწერენ პასუხს არ უნდა ელოდონ.
ტელეფონს გაკვირვებულმა დავხედე, ბელადისგან იყო მესიჯი
"ძილინებისა უჟმურო"
წაკითხვისას ისე გავღიზიანდი, მაშინვე გადავრეკე მასთან, ვიცოდი რა მექალთანეც იყო, თუ ვინმეს ამოიჩემებდა, იქამდე არ ჩერდებოდა სანამ საწადელს არ მიაღწევდა
-ოჰ, როგორ გამაკვირვა შენმა ზარმა?-გაისმა მისი მხიარული ხმა ტელეფონში
-მისმინე გომეთიანო, შენ შენს სათამაშოებში არ აგერიო, მეორედ კიდევ მომწერ და განახებ ვინ გადაიმტერე-ვუთხარი მშვიდად და მის პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავთიშე.
-შენ ვერ გათხოვდები-მიღიმის ვიკა და ტელეფონზე მანიშნებს
-გათხოვება რა შუაშია, მექალთანეა და არავის სერიოზულად არ უყურებს, 25 წლის ასაკში კი ნამდვილად არ მინდა ვინმეს სათამაშო გავხდე
---
სამსახურში შესული ყველას მივესალმე და ჩემ მაგიდასთნა დავჯექი, მაშინვე საქმეს შევუდექი, რომ გადავიღალე სამზარეულოში შევედი, სადაც ჩვენი საყვარელი ბელადი იჯდა და ყავას მიირთმევდა
-გამარჯობა ჩემო უჟმურო-გამიღიმა მან და ლურჯი თვალები მომანათა, რაც არ უნდა იყოს სულ ვაღიარებ რომ ძალიან სიმპატიურია, თვალები კი მართლაც მომაჯადოვებელი აქვს.
-როდიდან დავდივართ სამზარეულოში? თქვენი მდივანი სად არის ამ დროს როცა აქ მიირთმევთ ყავას?-ვკითხე ირონიულად და ჩაის შეკვრა ადუღებულ წყალში ჩავდე, სამი შაქარიც დავუმატე და მორევა დავიწყე.
-შენ წარმოიდგინე და მე სამზარეულოში საჭმელსაც ხშირად ვამზადებ-არც მან დამაკლო და ფეხზე წამოდგა, ჩემ გვერდით ბარს დაეყრდნო და ისე განაგრძო ყავის სმა
-სანამ ეგ ყავა თავზე დაგაცალეთ, მომაშორეთ ეგ მზერა-წარბები შევკარი და ისე მივაშტერდი.
-ეგეთი გაბედულიც არ ხარ გლოველი როგორიც ჩანხარ
-მართალი ხართ, ნამდვილად არ მინდა სამსახური იმიტომ დავკარგო რომ უტაქტო ბელადს ჭკუა ვასწავლე-ვუთხარი და სამზარეულო დავტოვე, კვლავ ჩემ სამუშაო მაგიდას დავუბრუნდი და ნერვებმოშლილმა გავაგრძელე მუშაობა.
შეიძლება სამსახურში მართლაც ცოტა უჟმური ვჩანვარ, მაგრამ ვერ გავიცინებ როდესაც არც კი მეღიმება
--
საღამოს რომ მსგავსი შინაარსის მესიჯი მომივიდა ბელადისგან როგორიც წინა საღამოს, სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი
-კარგი დამშვიდდი, იქნებ მართლა მოწონხარ? შენ არ მითხარი ძალიან ჭკვიანი და სიმპატიური ტიპიაო?-მამშვიდებდა ვიკა
-იქვე ხომ დავაყოლე მერე მექალთანე, გაიძვერა და თავშიავარდნილიაოთქო?
-კარგი, მე ვფიქრობ რომ მოწონხარ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები-მიღიმის ვიკა
--
-როგორ ხარ უჟმურო?-სადარბაზოდან გასულს ის რომ მხვდება ჯერ გაკვირვებული, მერე კი ირონიული ღიმილით ვუახლოვდები
-ბელადო, ხომ არ მოგწონვართ? სადარბაზოსთან რატომ მხვდებით?-ცინიკური მზერას არ ვაშორებ
-რატომ არ უნდა მომწონდე? უჟმური კი ხარ მაგრამ სამაგიეროდ ლამაზი ხარ-მათვალიერებს ის
-მერე სალომეს რას უშვებით? მას ხომ გული დაწყდება, ოცი საყვარლის მაგივრად ცხრამეტი ეყოლება-ქვედა ტუჩს სასაცილოდ ვიშვერ წინ და საწყალ გამომეტყველებას ვიღებ, რაზეც სიცილი უტყდება და ვერც ვიაზრებ ისე მეხება მისი ბაგეები, მაგრამ როდესაც გავიაზრე რომ მკოცნიდა მაშინვე მოვშორდი და ისეთი ლაზათიანი სილა გავაწანი, ალბათ ყველა გოგოს შეშურდებოდა
-მწარე იყო-სიცილით ამბობს და ხელს ისვავს აწითლებულ ლოყაზე
-მეორედ მომიახლოვდებით და უარესს დაგმართებთ-თითს გამაფრთხილებლად ვუქნევ და გაჩერებისკენ მივდივარ, რომ მისი ხელები კვლავ მეხება, ძალით მაჯენს მის მანქანაში და ჩემი ჯიუტობის მიუხედავად მაინც მას მივყავარ სამსახურში.
მთელი დღე საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი ვიჯექი, დავიწყებდი მუშაობას და უცებ თვალი გამიშტერდებოდა, გონება მისკენ გამირბოდა და წამდაუწუმ მისი ტუჩები მახსენდებოდა.
-ჯანდაბა, მაინც მიაღწიე შენსას ხომ ბელადო?-ვთქვი ჩუმად და ჩემ თავს ვუბრაზდებოდი რომ ასეთი უნებისყოფო ვიყავი. ხო ვიცოდი რომ მექალთანე იყო? რაღატომ ვიქრობდი მასზე?
--
უკვე წუთებს ვითვლიდი როდის წავიდოდი, თანამშრომლების ნახევარი უკვე წასული იყო, მინდოდა საქმე დამესრულებინა და ხვალისთვის არ გადამედო.
მოულოდნელად, უკნიდან შეხება რომ ვიგრძენი შიშისგან შევხტი
-აი ჩვენი ყველაზე ბეჯითი თანამშრომელი-ღიმილით გამოაცხადა ბელადმა და მხრებზე ხელი დამადო, სხვა თანამშრომლებმა გაკვირვებით გადმოხედეს.
-რა ჯანდაბას აკეთებ გომეთიანო?-ჩურჩულით ვკითხე და ჯერ თანამშრომლებს გავხედე მერე ზემოთ ავიხედე, ვიცოდი ჩვენზე ხვალ ახალი ჭორი გარანტირებული იყო.
-ქვემოთ გელოდები-მითხრა და მომშორდა, შემდეგ კი კიბეებს ჩაუყვა.
საქმე დავამთავრე თუარა,ჩემი ნივღები შევაგროვე და ჩანთაში ჩავუძახე. ფეხები მტკიოდა, ახალი ფეხსაცმელები მეცვა და ისე საშინლად მიჭერდა, ძლივს დავდიოდი.
კიბეების ჩავლას მგონი მთელი საათი შევალიე და გარეთ გასულს ის იდიოტი რომ დამხვდა თვალები ავატრიალე
-რაო უჟმურ?-გამიღიმა მან როცა კუსავით მოსიარულე დამინახა
-არმაქვს შენი ნერვები, მომშორდი-ხელი ავიქნიე და გაჩერებისკენ ავიღე გეზი, სამი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ მომვარდა, და როგორც პატარა ბავშვი ხელში ამიტაცა, უნებურად ვეღარ დავიკავე წონასწორობა და მის ბეჭებზე გადაკიდებული აღმოვთნდი
-ნორმალური ხარ?-უნებურად წამოვიკივლე და მალევე ვიგრძენი როგორ მოშორდა ფეხსაცმელები ჩემ ფეხებს
-რას აკეთებ?-კიდევ ერთხელ ჩავარტყი შეკრული მუშტი ზურში. მანქანაში დამჯდარს კარი გარედან ჩამიკეტა და შემდეგ თვითონაც საჭეს მიუჯდა
-ფეხსაცმელები სად წაიღე?-ვკითხე და ფეხები სკამზე ავიკეცე
-უკან ჩავყარე-მითხრა და მანქანა დაძრა
-ამიხსნი რა გინდა?-ვკითხე მშვიდად და ფანჯრიდან გავიხედე, მეც კი მიკვირდა ჩემი სიმშვიდის.
-თუ ყავაზე დამპატიჟებ კი-გამიცინა მან
-არ მცალია, სახლში მეჩქარება
-არაუშავს, შენ გაკეთებულსაც სიამოვნებით დავლევ-თვალს მიკრავს ის
-თუ შემპირდები რომ ამ საუბრის შემდეგ არ შემაწუხებ ჯანდაბას-გავხედე და მის თანხმობას დაველოდე
-გააჩნია საუბარი როგორ დასრულდება-გამიღიმა როგორც ყოველთვის მან და კორპუსთან გააჩერა მანქანა.
-აგიყვანო?-ისე მკითხა თითქოს მეკითხებოდა როგორ ხარო, თვალები დავუბრიალე და შუბლშეკრულმა ვუპასუხე
-შენ წყნარად რომ გესაუბრე იმას კიარ ნიშნავს რომ შენნაირ მექალთანეს ჩემს სხეულზე ხელების ცეცების საშუალებას მივცემ?
-რა უჟმური ხარ რაა-უკმაყოფილოდ გადმოიღო უკანა სავარძლიდან ჩემი ფეხსაცმელები და მომაჩეჩა, მეც ჩავიცვი და ისე ავედით მეოთხე სართულზე ხმა არ ამოგვიღია, სახლის კარი გავაღე თუარა თვალში მომხვდა უამრავი სათამაშო, როგორც ჩანს მათეს და დაჩის დღეს მხიარული დღე ქონდათ
-ამებით შენ თამაშობ?-ჩაიხითხითა ბელადმა და სათამაშო მანქანა ხელში აიღო
-კი, მთელი ღამე სათამაშოებით ვთამაშობ ხოლმე-თვალები ავატრიალე და მისაღებში გავედი.
-ვიკა, ეს ცოტნეა, ბელადი-გაკვირვებულ ვიკას ავუხსენი ვინც იყო ჩვენი სტუმარი
-ეს ჩემი დაა ვიკა, ჩემი დიშვილები მათე და დაჩი-გავაცანი ოჯახის წევრები გომეთიანს.
-ელელიკოო-როგორც კი ჩემი ხმა გაიღო დაჩი ჩემკენ გამოიქცა და ხელები მაღლა აწია, მეც ხელში ავიყვანე და ბავშვიანა გავედი სამზარეულოსკენ
-ბელადო, აქეთ მობრძანდი-ვუთხარი და ვანიშნე სამზარეულოს მაგიდასთან დამჯდარიყო.
-მეგონა მარტო ცხოვრობდი-გაკვირვებული იჯდა ის.
-და ოჯახთან ერთად ცხოვრება ტეხავს?-ირონიულად ვკითხე, ცალ ხელში დაჩი მეჭირა, ცალით კი ყავისთვის წყალი დავადგი და მაცივრიდან ნამცხვარი გამოვიღე, რაც არ უნდა აუტანელი იყოს მაინც სტუმარია და მაინც ქართველი ვარ.
-ელელიკო, სოკოლადი?-დიდი ცისფერი თვალებით გამომხედა პატარამ, ეს ულამაზესი თვალები ნიკუშადან გამოყვათ ტყუპებს.
-წადი, მათესაც დაუძახე და მოგცემთ-ლოყაზე ვაკოცე,ძირს დავსვი და ისიც სწრაფად გაიქცა ძმასთან.
-უბრალოდ, ოჯახურ გარემოში ვერ წარმოგიდგენდი-საფირმო ღიმილს არ ივიწყებდა.
-კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოიდგენ შენ, გისმენ, მიპასუხე რა გინდა ჩემგან-გავა ფინჯანში დავუსხი, ტორტიც წინ დავუდე და მეც ჩაის თანხლებით მივუჯექი წინ. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ბავშვები რომ შემოვიდნენ. ორივე შოკოლადით დავაჯიკდოვე, მათე კვლავ დედასთან გაიქცა, დაჩი კი დეიდას ბიჭი იყო და კვლავ მე ჩამისკუპტა კალთაში.
-ეს ვინ ალის?-გამომხედა ცნობისმოყვარედ და შემდეგ ბელადს გახედ
-სენ ლა გქვია?-პასუხისთვის არც დაუცდია ისე შეუტრიალდა გომეთიანს
-მე ელენიკოს შეყვარებული ვარ პატარავ-ეშმაკურად გამიღიმა და დაჩის ლოყაზე უჩქმიტა
-მიპასუხე კითხვაზე, რა გინდა?-არ შევიმჩნიე მისი პასუხი და წარბშეკრული მივაშტერდი
-ოდესმე იცინი?-მაინც გადაუხვია თემას მან
-კი როდესაც შენს სახეს არ ვხედავ, თემას ნუ უხვევ
-მართლა მომწონხარ ელ-რაღაცნაირად გამომხედა მან და ხელები მაგიდაზე დააწყო, გამიკვირდა მისგან სახელით მომართვა, სულ ზედმეტსახელებით მივმართავდით ერთმანეთს
-ორი წელია ერთად ვმუშაობთ ცოტნე-მეც ოფიციალურობაზე გადავედი-ეს ერთი კვირაა რაც აღმოაჩინე რომ უბრალო უჟმური სახის უკან ისეთი ადამიანია რომელიც მოგწონს?
-მე თავიდანვე მომწონდი, უბრალოდ ვერ ვეგუებოდი სულ რომ მეუხეშებოდი, მე სულ შენ სიახლოვეს ვიყავი, შენ ვერ ხვდებოდი ხოლმე-მხრებს იჩეჩს ის.
-კარგი რა, არ მჯერა-თვალებს ვატრიალებ მე
-რომ დაგიმტკიცო? უბრალოდ ერთი შანსი მომეცი?-საწყლად მიფახურებს ლურჯ თვალებს და მის შემხედვარე ღიმილი მეპარება, ხელში დაჩი ხვანცალებს და ბელადს ისე ათვალიერებს თითქოს მუზეუმის ექსპონანტი იყოს.
-შენ რა იღიმი?-ჩემკენ იწევა და მასაც ღიმილი ესახება სახეზე
-გომეთიანო, მომწყდი თავიდან-უკვე მეცინება მისი შემყურე, რას ვიფიქრებდი, მექალთანე, უტაქტო და ბელადი, ოდესმე თუ მეტყოდა რომ მოვწონვარ და ჩემთან ურთიერთობა უნდა?
-ხვალ დილას გამოგივლი-წამოხტა ფეხზე მაშინვე, ისე მოულოდნელად მაკოცა ვერც კი გავიაზრე და მისაღებში რომ გავედი უკვე ბელადის კვალიც კი არსად ჩანდა
-დედიკო, ელელიკოს ვიღაც ბიძიამ აქ აკოცა-ტუჩებზე მიიდო ხელი დაჩიმ და დედას უმალ აცნობა
-შე ჭორიკანა, ყველაფერი უნდა თქვა?-გამეცინა ბავშვზე და ძირს დავსვი, შემდეგ კი ვიკას მოვუყევი ყველაფერი.
"ძილინებისა უჟმურო, სიცილი ძალიან გიხდება" არც ამჯერად დაურღვევია ბელადს ტრადიცია და მომწერა.
-ძალიან საყვარელი ხარ ცოტნეს მესიჯს რომ ელოდები ხოლმე-დამცინის ვიკა, მე სიცილით ვესვრი ბალიშს.
--
ჩვენი საუბრის შემდეგ ყოველ დილით მას მივყავარ სამსახურში.
ყოველ საღამოს მხვდება მესიჯი "ძილინებისა უჟმურო"
და სამსახურში სულ მხვდება შესვენების დროს ჩაი გამზადებული.
ერთ დღესაც სასწაული მოხდა და მეც დავუბრუნე მესიჯი, თურმე არც ისე ცუდი ყოფილა მესიჯის წერა.
"ძილინებისა ბელადო"
--
ერთ დილას ქვემოთ ჩასულს მისი მანქანა არ დამხვდა, გამიკვირდა, მაგრამ უფრო ვინერვიულე, უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც სისტემატიურად ვხვდებოდით და დღე არ გასულა რომ მას სამსახურში არ წავეყვანე.
მაშივნე დავურეკე, თუმცა არ მიპასუხა.
სამსახურში ანერვიულებული მივედი და იქაც რომ არ დამხვდა, სასწრაფოდ, თაკოსთან გავედი.
-სასწრაფოდ მჭირდება ცოტნეს მისამართი-დავურექი წინ მას
-რა ხდება გვრიტო?-თვალი ჩამიკრა მან, რა თქმა უნდა, სამსახურში ყველა ხვდებოდა ჩვენ ურთიერთობას.
-სამსახურში რატომ არაა?-ვკითხე და ფურცელზე ამოწერილ მისამართს დავხედე
-არვიცი არ დაურეკავს-მხრები აიჩეჩა მან. რადგან ჩვენი უფროსი ბელადი გახლდათ და ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება და ეგეთები მაგას ეხებოდა, უთქმელად წამოვედი გომეთიანის სახლისკენ. არც გამკვირვებია კერძო სახლს რომ მივადექი, ძალიან ლამაზი, თუმცა ამავდროულად უბრალო იყო. ჭიშკარში არ შევსულვარ, გარედან დავრეკე ზარი და დაველოდე როდის გააღებდა კარს.
დიდხანს არ დააყოვნა, კარი სპორტულებში გამოწყობილმა გამიღო და ისე მესიმპატიურა, ლამის იქვე დავდნი.
-მოდი, გელოდებოდი-გამიცინა შორიდან
-მობრძანდი და გამიღე კარი-დავუძახე მეც და ხელები გადავიჯვარედინე
-ფეხშველი ვარ, ცივა, შემოდი რა-საწყალი სახე მიიღო, მეც ბუზღუნით შევაღე კარი, მართლაც ძალიან ციოდა გარეთ.
-მოდი გაგათბო-ხელები გაშალა როდესაც სახლში შევედი და ჩამეხუტა
-ტელეფონს რატომ არ უპასუხე?-წარბები შევკარი და ქურთუკი და ფეხსაცმელები გავიხადე, მის მიერ მოწოდებული დიდი სახლის ჩუსტები ჩავიცვი და ხელებგადაჯვარედინებული დავდექი მის წინ
-მინდოდა შენ თვითონ მოსულიყავი, რაღაც უნდა გითხრა-ხითხითებდა გახარებული ის, ჯერ გული იჯერა კოცნით, მერე ლოყაზე მიჩქმიტა და მანიშნა მისაღებში შევსულიყავი.
-რა უნდა მითხრა?-დივანზე დამჯდარს გვერდით მივუჯექი და მივაშტერდი
-ცოლი მომყავს-თვალი ჩამიკრა და გამიღიმა
-ხუმრობ ხო?-დავსერიოზულდი და ისე გავხედე
-უკვე 29 წლის ვარ რა გიკვირს?-სერიოზული სახე მიიღო მანაც
-ხუმრობ ხო?-კიდევ ერთხელ გავუმეორე მოსმენილით გაოცებულმა
-არა რატო? როდის დაველაპარაკოთ შენს მშობლებს?-ჩემი მშობლები ახსენა თუარა მივხვდი როგორ "გამაღადავა" და მუშტი პირდაპირ მუცელში ჩავარტყი
-იდიოტი ხარ, მე კიდევ ვიფიქრე...-წინადადება ვეღარ დავამთავრე, სახეზე ხელები ავიფარე და ჩემი ცრემლების დამალვა ვცადე.
-ჩემი სულელი ხარ, ტყუპებზე მეტი ჭკუა არც შენ გაქ-იცინოდა ბელადი და თავზე მკოცნიდა, პარალელურად კი ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა
-არ მოგყვები მე ცოლად-გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე მასზე მიყუდებულმა
-ვინ გეკითხება? აქ ტყუილად კიარ მოგიყვანე, აღარ გაგიშვებ არსად-გადაიარხარა და ამჯერად ტუჩებზე მაკოცა.
მესიჯი აღარ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის, დაძინების წინ ოთხ სიტყვას ვამბობდით. ტრადიციათ გვექცა თითქოს
-ძილინებისა უჟმურო
-ძილინებისა ბელადო



რავიცი :დდ რავიციი :დ:დ:დ



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომწონს შენი ასეთი პატარა, თბილი, ტკბილი და გემრიელი ისტორიები, ისე შევეჩვიე შენს გამოჩენას ასეთი საოცრებებით თვალი გიძებნის უკვე, ისე მათბობს, რომ რამოდენიმე წუთით ყველაფერს მავიწყებს, იმედია სულ გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
ძალიან მომწონს შენი ასეთი პატარა, თბილი, ტკბილი და გემრიელი ისტორიები, ისე შევეჩვიე შენს გამოჩენას ასეთი საოცრებებით თვალი გიძებნის უკვე, ისე მათბობს, რომ რამოდენიმე წუთით ყველაფერს მავიწყებს, იმედია სულ გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით.

ძალიან დიდი მადლობააა<3<3<3 არიცი როგორ გამახარეეე<3<3 ერთი კვირა დღე მაქვს თავისუფალი და წერაში გამყავს დღე და ვხვდები რომ ტყუილად არა<3 მიღირს ამ კომენტარის წასაკითხად❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოო♡♡

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Niniko11
ძალიან კარგი იყოო♡♡

დიდი მადლობააა❤️❤️

 


№5  offline წევრი გრაფინია

ისე კარგად წერ,ისეთი კარგი აზრები გაქვს მგონი უფრო მეტს უნდა წერდე და უფრო ვრცლად გადმოსცემდე ასეთ სასიყვარულო ამბებს❤️❤️
ძალიან კარგი იყო,მაგრამ რაღაც დამაკლდა. ცოტა მეტიც შეიძლებოდა
ისე კი გული გამითბო

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

გრაფინია
ისე კარგად წერ,ისეთი კარგი აზრები გაქვს მგონი უფრო მეტს უნდა წერდე და უფრო ვრცლად გადმოსცემდე ასეთ სასიყვარულო ამბებს❤️❤️
ძალიან კარგი იყო,მაგრამ რაღაც დამაკლდა. ცოტა მეტიც შეიძლებოდა
ისე კი გული გამითბო

დრო არმაქვს რომ თავებად ვწერო, სისტემატიურად ვერ ვწერ, ანუ კვირაში ერთი თავი შეიძლება ვერ ავაწყო, ასერომ მირჩევნია პატარა მოკუფსული:დდ მადლობა დიდიიიი<3<3<3<3

 


№7  offline წევრი Rania

Patarasayvareli da tevadii
--------------------
Q.qimucadze

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Patarasayvareli da tevadii

მადლობააა<3<3

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აღმოგაჩინე!!!

შენ აზრზეც კი არ ხარ როგორ მიყვარს ასეთი მოცუცქნული გემრიელი ტკბილი თვილი პატარა საყვაელი ისტორიები!

აი კითხვისას რომ გეღიმება და არადა არ გშორდება კარგი გამწყობა ♥️

ასეთი კარგი გადმოცემის უნარი რომ გაქვს და ასე კარგად რომ წერ აი ამიტომ უნდა იყო სულ აქ და ამიტომ უნდა ვხედავდე მუდამ შენს ისტორიებს საიტის პირველ გვერდზე ♥️

წარმატებები და გელოდები! ♥️

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ტკბილიწიწაკა
აღმოგაჩინე!!!

შენ აზრზეც კი არ ხარ როგორ მიყვარს ასეთი მოცუცქნული გემრიელი ტკბილი თვილი პატარა საყვაელი ისტორიები!

აი კითხვისას რომ გეღიმება და არადა არ გშორდება კარგი გამწყობა ♥️

ასეთი კარგი გადმოცემის უნარი რომ გაქვს და ასე კარგად რომ წერ აი ამიტომ უნდა იყო სულ აქ და ამიტომ უნდა ვხედავდე მუდამ შენს ისტორიებს საიტის პირველ გვერდზე ♥️

წარმატებები და გელოდები! ♥️

ვაიმეეე მადლობაააა❤️❤️❤️❤️❤️ ძალიაან გახარებული ვარ რომ ასეთი ტკბილი და თბილი კომენტარები მხვდება და მოტივაციას მაძლევთ რაღაც სასწაულსსს❤️❤️❤️❤️❤️❤️ ძალიან დიდი მადლობა

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

dakarguli
პატარა,საყვარელი "კნოპკა" ისტორია იყო ♥♥♥
ძალიან მომეწონა

დიდი დიდი მადლობააა <3<3<3

 


№12  offline წევრი ekaterine1986

კარგი იყო ძალიან ????

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიები გაქვს,მაგრამ ძალიან სწრაფად ამთავრებ.

 


№14 სტუმარი ნანამია

კარგი განწყობისთვის დილას უნდა წაიკითხოთ ასეთი სასიამოვნო და სახალისო ისტორიები... მადლობა ავტორო... ისევ გელოდები...

 


№15 სტუმარი ეკა 5

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ მიყვარს ორივეე❤️❤️ წარმატევებიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent