გასეირნება
ვზივარ ოთახში. სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური მირღვევს. ნიავი ფარდას არხევს... ფიქრებით ყველაფერს ვეხები. ამაფორიაქა უეცარმა ელვამ. იწვიმებს. გაწვიმდა. ვგრძნობ წვიმის სურნელი როგორ აღწევს ოთახში. წვიმის ხმა ჩამესმის. ამაფორიაქა. ვაცნობიერებ რომ, მარტო ვარ და მეშინია. მინდა გარეთ გავიდე. გავდივარ... სეირნობისას უცნობმა მამაკაცმა გამკრა მხარი, თითქოს ვერ შემამჩნია. შემომხედა და წავიდა. ალბათ იფიქრა, ვინ არის ეს მაწანწალა გოგონა - ო. შევეცოდებოდი ან იქნებ, არც უფიქრია ჩემზე. მე კიდევ მასზე მეფიქრება. რა იქნებოდა რომ ეთქვა: მეც შენთან ერთად ვისეირნებ და უბრალოდ წამომყოლოდა. რომელიმე დავარღვევდით სიჩუმეს, გავიხდიდით ფეხსაცმელებს და ფეხშიშველი ვისეირნებდით წვიმაში. მოვუსმენდით ჩვენი ფეხის ხმას. ჯერ ჩემი ფეხის ხმა, მერე იმ უცნობი მამაკაცის რომელსაც შევეჩვიე. მასთან არ მეშინია. დაგვასველა წვიმამ... ვგრძნობ მის მზერას. მაკვირდება, თითქოს მიმახსოვრებს. იმახსოვებს ჩემს სარაფანს, სველ თმებს, ღიმილს, თვალებს. ვაკვირდები მის ჩრდილს, როგორ მომყვება გვერდით. თვალებში ვერ ვუყურებ. მეშინია რომ გაქრება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.