ჩვენი ამბავი (თავი VIII)
ნანასთან: თამო პაემანზე გავუშვი,მიხაროდა მისი და უტას ასეთი ურთიერთობა...დავრჩი მარტო,სახსრების ტკივილით და სხეულის ტემპერატურით მივხვდი რომ სიცხემ ამიწია,საწოლიდან გაჭირვებით ავწიე სიცხისაგან დაჭიმული კუნთები და მაგიდამდე მივაღწიე რომ წამლები დამელია....ტელეფონს დავხედე თუმცა არანაირი შეტყობინება ...როგორ ვიფიქრე რომ დამირეკავდა და მომიკითხავდა,თუმცა გუშინ სულ სხვანაირი იყო ,ისეთი ჯერ რომ არ მინახავს...საუთარ თავზე გავბრაზდი რომ გუშინდელ დღეს საერთოდ მნიშვნელობა მივანიჭე...გაბრაზებული საწოლზე დავეშვი და ტელეფონი გვერდით მოვისროლე,თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა რომ მათე დარეკავდა...ლოდინით დაღლილმა დაძინება გადავწყვიტე,კარგად გამოძინება და დასვენება მინდოდა რადგან სულ რაღაც 5დღეში ოცნების ქვეყანაში მივდიოდი...თვალები დავხუჭე და მორფევსის სამეფოში გდავინაცვლე კარის ხმა მაღვიძებს და ვხვდები,რომ თამო დაბრუნდა... -თამოოო-ვეძახი ჩახლეჩილი ხმით,ისიც მაშინვე ოთახში ჩნდება -აუუ ბოდიში გაგაღვიძე -რა ბოდიში გოგო,აბა მოყევი ეხლა ყველაფერი-ისე,რომ არაფერს ამბობს მიყურებს,იღიმის და საწოლზე მოწყვეტით ეშვება,რაც იმის ნიშანი იყო,რომ იმ წუთას უსაზღვროდ ბედნიერი იყო...-კაი,გასაგებია ყველაფერი,-ჩემი სახის გამომეტყველებაზე სიცილი უტყდება... -ზუსტად ამიტომ მიყვარხარ,რომ უსიტყვოდ გესმის ჩემი....მიდი ეხლა გამოიძინე და ხვალიდან დავიწყოთ მზადება,აბა წინა საღამოს ხო არ ჩაალაგებ ბარგს ისედაც რაღა რჩება...-დედაშვილურად შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის.....ისევ ვფიქრბდი და იმედის უკანასკნელ წვეთს ვექაჩებოდი რომ მათე დარეკავდა,მაგრამ ტელეფონი ისევ დუმდა .ფიქრებში წასულს როდის ჩამეძინა არ მახსოვს .... დილით წვიმის სასიამოვნო ხმა მაღვიძებს,საწოლიდან ვდგები და ფანჯრიდან ვიყურები,ყოველთვის მიყვარდა წვიმა,მოულოდნელად თავში კადრებივით გაირბინა მათესთან წვიმაში სეირნობის სცენებმა,დავიფიცებ რომ მისი სიტყვები "წვიმდეს რა უჭირს" ისე ჩამესმა ყურში თუთქოს იმ წამს თქვა...ვხვდებოდი რომ მასზე ფიქრები მეტასტაზებივით მივრცელდებოდა ორგანიზმში და ყვრლაფერს ითრევდა..თავი გავაქნი და ფიქრებისგან გათავისუფლება ვცადე.აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე,ოთახში დაბრუნებულს თამო ჩემს საწოლზე მოკალათებული დამხვდა. -აბა ნან როგორ ხარ ?თავს როგორ გრძნობ ?კიდე გაქვს სიცხე ? -ცოტა შემაშინე ...-ორივეს გვეცინება ჩემს გამომეტყველებაზე-შედარებით უკეთ ვარ ,სიცხემ კი დამიწია მაგრამ მაინც მაქვს 37.9.. -აუუ ცუდია,მაგრამ მაინც ვიწყებთ დღეს ბარგის ჩალაგებას იცოდე ,მე გავაკეთებ ყველაფერ,შენ უბრალოდ უნდა მითხრა რა ჩავდო და რა არა .. -ჩემო მზრუნველო...-ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი,ეცინება რადგან ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ -ნანა,ხო იცი აფერისტი ხალხი როგორ არ "მევასევით" -მეც მიყვარხარ თამო ხო იცი -აფერისტი...ყავას ჩახეთქავ ? -კი სიცოცხლე ჩავხეთქავ...სამზარეულოსკენ მიმიძღვის და ყავას მიკეთებს,მაგიდასთან ვსხდებით და დალევას ვიწყებდით,როდესაც მისი ტელეფონი აწკრიალდა..-გისმენთ,კარგად უტა შენ როგორ ხარ?..რავიცი არაფერს სახლში ვართ მე და ნანა...მოვივლით აბა რას ვიზამთ.....კარგი დროებით ..-გაკვირვებული ვუყურებ და ნერვები მეშლება,რომ ჩემს გარეშე რაღაც გადაწყვიტა,ვეღარ ვითმენ და როგორც კი ტელეფონს თიშავს ვეკითხები-რა ხდება ? -გოგო უტა იყო,დღეს ბარში მივდივართ ბავშვებიო.... -თქვენ წადით მე ცუდად ვარ -კაი რა ნან ,რამდენი ხანია არ ვყოფილვართ ერთად ხო იცი გაუტყდებათ გოგოებს -აუუ მეზარება რა -შენ სულ გაგირეკია მგონი,რა გეზარება არ გადამრიო ,არ მაინტერესებს მოდიხარ.. -გასაჩივრებას არ ექვემდებარება ?-ვეკითხები და თვალებს ვუთამაშებ -არა!-მპასუხობს უხეშად და ვხვდები,რომ მართლა ტყუილად ვიბრძვი....ყავის დამთავრების შდეგ ისევ ჩემს ოთახში ვბურნდებით და სიას ვადგენთ რა უნდა წავიღო და რა არა ....სიმართლე რო ვთქვათ ამას თამო აკეთებდა მე უბრალოდ თავს ვუქნევდი ..-ძალიან კარგი,სპორტული ფეხაცმელი ჩავდო? -კი,თამო -კაბები? -კი -კლასიკური ტანსაცმელი ? -ეგეც -სარეცხის მანქანა? -ხოო ეგეც...-გოგო სად ჯანდაბაში დაფრინავ საეთოდ მისმენ ?-თამოს ყვირილი რეალობაში მაბრუნებს-კაი ნუ ჩხავი შემერყა აურა .. -შემეშვი რა ..მებუტება და პროტესტის ნიშნად ოთახიდან გადის ....ზუსტად ნახევარი საათი დამჭირდა,რომ შემომერიგებინა....ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც...ოთახში ვიჯექი სიცხეს ვიზომავდი,როცა თამო შემოვიდა..-მიდი გაემზადე და წავიდეთ უტა გამოგვივლის -კაი 15წუთში მზად ვარ. -რა ?კარგად ხარ?რატომ არ მეწინააღმდეგები ან რატო არ წუწუნებ?მგონი მაღალი სიცხე გაქვს .. -შენით გახვალ თუ დაგეხმარო-ვეუბენები იროიულო სახით . -კაი ჰო მივდივარ,უიმე რა ახალგაზრდობაა რა, არ შემიძლია-დემონსტრაციულად ხელს იდებს საფეთქელზე ,რასაც ჩემი სიცილი მოჰყვება...პირობა შევასრულე და 15წუთში მისაღებ ოთახში ვიყავი...თამო კი ისევ ტანსაცმელს არჩევდა,როგორც იქნა რაღაც მოირგო და ზუსტად ამ დროს უტამაც დარეკა,გულში ვლოცავდი რომ მოდების ჩვენებისგან მიხსნა .....ქვემოთ უხმოდ ჩავედი.უტამ ჯერ თამო გადაკოცნა და ცნობისმოყვარედ აათვალიერა მისი მუხლამდე ტანზე მომდგარი კაბა,შემდეგ მე გადამკოცნა ...თამოს მხარზე მოხვია ხელი ..-ნანა,როგორ ხარ ?სად დაიკარგე? -რავიცი კარგად შენ როგორ ხარ ? -შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები.. -კაი არ გინდა ეს კლიშეებით საუბარი ...-ეღიმება -კაი არ გინდა და ნუ გინდა ???? მანქანაში ვსხდებით და დააახლოებით 20 წუთში დანიშნულების ადგილას ვართ ..ბარის შესასვლელთან ბავშვები გელოდებოდნენ,მათეს მანქანა დავინახე და უცანური გრძნობა დამეუფლა,ვერ მივხვდი ეს სიხარული იყო თუ გაბრაზება ,ალბათ სადღაც შუაში...ბავშვები სათითაოდ გადავკოცნე ,როცა მათეს მივუახლოვდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა გადამეკოცნა თუ არა,ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და მოშორებით გავიდა სალაპარაკოდ...უხერხულ სიტუაციაში ავღმოჩნდი,მაგრამ საბედნიეროდ ეს მხოლოდ მე შევამჩნიე...ბარში შევედით და მაგიდას მივუახლოვდით...მიმტანი მოვიდა და შეკვეთა მიიღო ,რა თქმა უნდა უამრავი ალკოჰოლური სასმელი იყო ..გადავწყვიტე დამელია და ამით მომეკლა ის შინაგანი ბრაზი რასაც მათეს მიმართ ვგრძნობდი...ცოტახანში ისიც შემოგვიერთდა ,ისე იქცეოდა თითქოს ის დღე არც ყოფილა ,ამან კიდევ უფრო გამაბრაზა და სასმლით აღარ დავკმაყოფილდი..-უტა ერთი ღერი სიგარეტი მომეცი რა ... -აიღე მაგრამ დარბაზში მოწევა არ შეიძლება .. -ეგ არაფერი გარეთ გავალ, არ მოიწყინოთ მალე დავბრუნდები,თვალს ვუკრავ და მოსაწევად გავდივარ....ის აივანი მოწევის შესახებ კანონის მიუხედავად სულაც არ განიცდიდა ადამიანთა სიმცირეს .თავისუფალ ადგილას ვდგები და პირველ ნაპასს ვურტყამ ,ვგრძნობ სიგარეტის კვამლი როგორ ჩამდის ჯერ ხახში,შემდეგ ხორხში ,როგორ უახლოვდება ფილტვის ალვეოლებს და როგორ ახვევს მათ თავის ბურუსში,როგორ მახვევს თავბრუს,ბაგეს ოდნავ ვხსნი და კვამლს ვუშვებ,...ახაგაზრდა მამაკაცი მიახლოვდება...-ასეთ ადგილას ყოფნა ისეთი აღალგაზრდა ქალისთვის როგორიც შენ ხარ,მგონი უსაფრთხო არ უნდა იყოს... -დამშვიდდით ,ჩემს გამო ნუ ინერვიულებთ მარტო არ ვარ..ირონიას არ ვაკლებ ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს.. -ყოველთვის ასეთი ირონიული ხარ ?-ვხედავდი რომ თანდათან მიახლოვდრბოდა -კი,ყოველთვის ასეთი ირონიულია -ჩამესმის ნაცნობი ხმა...მამაკაცის მხარზე მათეს ხელს ვხედავ,რომლითაც მას გვერდზე სწევს და ჩემს წინდგება ..-გასაგებია-იძახის მამაკაცი და დარბაზში შესასვლელი კარისკენ იღებს გეზს...მათეს არ ვუყურებ ,ზურგს ვაქეც და სიგარეტის მოწევას ვაგრძელებ...ხელს მხარზე მიჭერს და თავისკენ მატრიალებს,თვალებში მიყურებს ,მეც დაჟინებით ვაცქერდები..-რას გავს შენი საქციელი?-მეკითხე და ხმაზე ვატყობ რომ გაბრაზებულია -რა არ მოგეწონა ვერ გავიგე ... -მეკაიფები ხო ?რა არ მომეწონა?სეროზულად ?! -კი სერიოზულად,რა არ მოგეწონა.. -სვამ,ახლა სიგარეტის მოსაწევად გამოხვედი და ვიღაცა ნაბიჭვარს ელაპარაკები.. -იცი რას გეტყვი,შენ ვერ გამიკონტროლებ რა გავაკეთო და რა არა ,მაგისი უფლება შენთვის არავის მოუცია ... -გავაკონტროლებ და ეს შენც ძალიან კარგად იცი .. -არა,არა რაღაცრები გეშლება .ვერ გააკონტროლებ,შენ საკუთარ სიტყვებს და ქცევებს ვერ აკონტროლებ და სხვა როგორ უნდა გააკონტროლო...-და მაგაში რას გულისხმობ ? -ეგ შენ უნდა იცოდე ....ზურგს ვაქცევ და ბოლო ნაპას ვურტყამ,ხელიდან მართმევს სიგარეტს და დაბლა აგდებს ..-რაღაც გკითხე და ზუგს ნუ მაქცევ როცა გელაპარაკები.. -ხო არა,ნეტა ზურგის შექცევაზე ვინმელაპარაკება ,სირცხვილია პროსტა.. -გინდა აგიხსნა რატო არ დაგირეკე ?მაგას ითხოვ ჩემგან?კარგი აგიხსნი არ მეზარება,მაგრამ შენთვისვე აჯობებს რომ არ იცოდე ..გაგრძელებას არ ვაცდი და სტყვას ვაწვეტინებ -იცი რა მათე ,მაგრად შენი დარეკვაც ,შენი მოკითხვაც,შენც და ყველაფერი შენზე ...უბრალოდ შემეშვი.... -სისულელეებს ნუ ბოდავ და დამაცადე ახსნა ,! - მეთქი ვერ გაგე თუ კიდევ გაგიმეორო...დარბაზში ვბრუნდები,მაგრამ წელზე მათეს ძლიერ მკლავს ვგრძნობ ,ვცდილო გავაშვებინო მაგრამ უფრო ძლიერად მიჭერ,ვხვდები თუ ასე გაგრძელებს მალე ძვალს დამიმსხვრევს,ტკივილისგან სახე მემანჭება.. -ბავშვებო ნანამ ცოტა მეტი დალია და მთხოვა,რომ სახლში წავიყვანო...ტკივილისგან ენა მივარდება და ვერაფერს ვბობ,მაგრამ იმასაც ვხვდები რომ სასმელზე მეტად მისი სურნელი მათრობს, ჰაერზე გამოვდივართ და ხელს მიშვებს ..- -მოძალადე ხარ ....ხეპრე..მტკივან ადგილს ვიზელ,ცოტახან მიყურებს და არაფერს ამბობს , -მანქანაში ჩაჯექი ,ვილაპარაკოთ, -მე ყველაფერი გარკვევით გითხარი და კიდევ გაგიმეორებ მკ.. -წამის მეასედში ფარავს ჩენს შორის მანძილს,მიახლოვდრბა და ყბაზე ხელს მიჭერს -ეგ აღარ გაიმეორო,გაფრთხილებ! -თორემ რა ?ისევ ჩემი დახრჩობით შემოიფარგლები თუ ახალი ისწავლე რამე.. -ნანა,ჩემს ნერვრბზე რატო თამაშობ,ჩაჯექი მანქანაში და მშვიდ ადგილას ვისაუბროთ ...მის მოთხოვნას ვასრულებ.გზაში არც ერთი ხმას არ ვიღებთ ,მისკენ განზრახ არ ვიხედები ,ის კი თვალს არ მაშორებს ..ქალაქს ვცდებით და წყნეთის გზაზე გვდივართ.მანქანას შემაღლებულ ადგილას აჩერებს ,იმ ადგილას სადიანაც ქალაქი ხელისგულივით მოჩანს.გადადის.კარს ვაღებ,გადავდივარ და იმავე კარს ზურგით ვეყუდები.მიახლოვდება .-რატო არ გინდა რო მომისმინო და აგიხსნა რაღაც.. -იმიტო რო .... -ნანა,მიახლვდრბა და სახეზე ხელ მადებს,ხელს რომელსაც უხეშად ვიშორებ-მომაშორე შენი ბინძური ხელები..ამაზე კიდევ უფრო ბრაზდება თუმცა ცდილობს თავი მოთოკოს..-ნანა მე არ დამვიწყებია ის დღე,ის დღე რომელიც ერთად გავატარეთ,არც შენ,მქონდა მიზეზი რის გამოც ვერდაგირეკე... -ნუ მიხსნი მეთქი , -მომისმინე!! -როგორ მთხოვ მოსმენას,როგორ?ერთ დღეს ისე ხარ თითქოს შენთვის მნიშვნელოვანი ვიყო,მეორე დღეს არმირეკავ არ მკითხულობ.მერე ერთ დროს ერთ ადგილას ვხვდებით და ისე იქცევი თითქოს არ მიცნობ-გაუჩერებლად ვლაპარაკობდი ყველაფერს ვამბობდი რაცენაზე მომადგებოდა-წამით შევჩერდი,დავფიქრდი-არა,რა სისულელეს ვაკეთებ ამას რატომ ვაკეთებ,ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ, ერთმანეთისთვის არავინ ვართ, უბრალოდ ერთ დღეს ერთად ვივახშმეთ მორჩა და გათავდა...კიდევ ვაპირებდი გაგრძლებას როცა მათე ჩემსკენ დაიხარა და მაკოცა,ვერ გავაცნობიერე როგორ მოხდა მაგრამ როცა მომშორდა სილა გავაწანი ,არანორმალური ბრაზი სუფევდა ჩემში...ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და მანქანის შუშას მუშტი დაარტყა...დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა მისი ხელიდან ...არც ერთს არაფერი გვითქვამს უბრალოდ თვალებში შემომხედა..მე ჩემი თხელი მოსაცმელი გავიხადე და ხელზე დავადე,მანქანას მოვუარე და მძღოლის ადგილი დავიკავე,ის გ ერდით მომიჯდა ,პირველივე შემხვედრ აფთიაქთან გავაჩერე,წყალბადის ზეჟნგი,ბამბა,დოლბანდი და იოდი ვიყიდე ..მანქამაში დავბრუნდი ,ჩემი მოსაცმელი მათეს სისხლით იყო გაჟღენთილი...მოვაშორე ,ხელი ჩემს მუხლზე დავადებინე და ჭრილობოს დათვალიერება დავიწყე..საბედნიეროდ ნაკერებ არ საჭირდებოდა ..ამიტომ დამუშავება დავიწყე..არაფერს ამბობდა არც ის არც მე,უბრალოდ მიყურებდა როგორ ვუმიშავებდი ჭრილობას..ბოლოს როცა დავამთავრე გადავუხვიე და მჭირდოდ შევუკარი..ცოტახანს კიდე ასე იჯდა მიყურებდა ,ხელი ისევ ჩემს მუხლზე ედო..დუმილი ისევ მან დაარღვია:-მანქანიის მართვას ვერ შევძლებ,მე სახლში დამტოვე და შენ წადი მანქანით,ხვალ წამოვიყვან.-არაფერი მითქვამს თავი დავუქნიე და ძრავა ჩავრთე,ხელზე დავხედე,რომელიც ისევ ჩემს მუხლზე ედო.გადაწია,როცა გაამოძავა სახეე შეეცვალა,მივხვდი სტკიოდა და შემეცოდა,გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა....-როდის მიდიხარ?მეკითხება ისე რომ თავას არ ატრიალებს ჩემსკენ. -ოთხ დღეში ... -მომენატრები...-არაფერს ვპასუხობ არც კი ვუყურებ...სახლამდე ხმას აღარ იღებს,მანქანას კორპუსთან ვაჩერებ..სანამ კარს გააღებს ვაჩერებ და ვეუბნები.. -მათე,ასე გაგრძელება არ შეიძლება,ყველაფერი უნდა დამთავრდეს-არანორმალურ ტკივილს მაყენებდა ეს სიტყვები,მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო,უბრალო ნაცნობები ვართ და მორჩა სხვა არაფერი... -იყოს ისე როგორც შენ გინდა ...ჩუმდება არაფერს ამბობს,-უბრალოდ ,გახსოვდეს რომ შენ დამპირდი,სხვა ბიჭს არასოდეს მისცემ უფლებას სიგარეტი მოგაწევინოს...ვერაფერს ვამბობ,ცოტახანს კიდევ მიყურებს და მანქანიდან გადადის....მისი გადასვლა და ჩემი ტირილი ერთი იყო...რაღაცა ამოუხსნელს ვგრძნობდი მის მიმართ ,რაღაცა სხვას...ვგრძნობდი საკუთარმა სიტყვებმა როგორ გამითხარა სამარე და შიგ სამუდამოდ როგორ დამასამარა,ვგრძნობდი რომ შიგნიდან ყველაფერი მტკიოდა და ამ ყველაფერს ახსნას ვერ ვუძებნიდი...იმასაც ვხვდებოდი რომ ასე ვეღარ ვიქნებოდი და ეს ვინმესთვის მაინც უნდა მომეყოლა...მანქანა დავძარი და სახლში წავედი...სახლში მისულს ანი უკვე დადაძინებული დამხვდა ,თამო სავარძელში იჯდა ტელეფონის ეკრანს უყურებდა,ჩანდა ბევრი არ დაელია,დამინახა და სახე მომენტალურად შეეცვალა,-ნანა,ღმერთო როგორ ვნერვიულობდი აქ რომ არ დამხვდი სად იყავი?რა გჭირს ?შენ რა იტირე? რამე მოხდა ?ნანა ხმა ამოიღე...ვერფერი ვუთხარი ,უბრალოდ ჩემი ოთახისკენ წავედი,თამოც უკან გამომყვა,მოვიდა საწოლზე ჩამომიჯდა და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო,თმაზე მეფერებოდა და არაფერს მეუბნებოდა....ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და მივხვდი დრო სჭირდებოდა ყველაფერი გაეანალიზებინა..-ნან,ჩემო სიცოცხლე ,რა გითხრა აბა .შენც ხომ ხვდები რო სულელურად მოიქეცი...ეხლა დამშვიდდი,დაისვენე ,ხვალ ვილაპარაკოთ და მერე მიღე გადაწტვეტილება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.