შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო ჩემში (ნაწილი მეშვიდე)


5-02-2019, 19:22
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 816

_პალატაში ნიას გვერდით იჯდა და უყურებდა ფერდაკარგულ სხეულს, რომელიც ძალიან მშვიდად სუნთქავდა...მისი ხელი ეჭირა და ეფერებოდა...
-პატარა ბავშვივით სუსტი ხარ იცი?..მადლობა რომ არ მიმატოვე და გონს მოხვედი...ყველაფერს ერთად დავძლევთ მე მჯერა შენი...ვიცი რომ ყველაფრის გადატანა შეგიძლია...
-გიორგი გთხოვ წამიყვანე...
-სად ჩემო პრინცესა?
_თვალდახუჭული ელაპარაკებოდა და ხელზე მაგრად სჭიდებდა ხელს..
-ჩვენს სახლში..გთხოვ..წავიდეთ აქ ცუდად ვარ...
-ექიმი არ...
-არმაინტერესებს..ვერვიტან საავადმყოფოს...მეზიზღება საავადმყოფოს სუნი...ცუდად მხდის...მამიკოს მახსენებს.
-რამოუვიდა მამაშენს?
-წამიყვანე და ყველაფერს გიამბობ...გთხოვ წავიდეთ...
-კარგი..ექიმს დაველაპარაკები და წავიდეთ...
_ექიმები წინააღმდეგნი იყვნენ მაგრამ გიორგიმ მაინც შეძლო ნიას პირობის ასრულება და ვერტმფრენის დახმარებით საღამოს უკვე ომალოში იყვნენ...
-ჩემი სახლი...სუნი...ყველაფერი საშინლად მომნატრებია...
-ნია სუსტად ხარ..წამო დაწექი და საჭმელს ამოგიტან...
-არა მამაჩემი უნდა ვნახო ჯერ...საშინლად მომენატრა იცი?
-ნია სიცხემ აგიწია? ვნერვიულობ ძალიან ესე რომ ლაპარაკობ...
-გამომყევი გთხოვ...
_სუსტი და ავადმყოფობისგან დაუძლურებული სხეული ძლივს დალასლასებდა...მივიდა კართან რომელიც სულ მუდამ ჩაკეტილი იყო..ათსაფეხურიანი კიბე ჩაიარა და სარდაფში ჩავიდნენ...საშინლად ბნელოდა..შუქი აინთო და წარმოუდგენელი რამ დაინახა...დიდი ოთახი რომლის შუაგულში იდგა მაგიდა სულ გაზეთებით მიმოფანტული..კედლებში ოთხივე მხარეს წიგნები ეწყო...ვიღაც ბატონის სურათები ეკიდა..იარაღი..დიდ დაფაზე დახაზული გეგმა გაურკვეველი სახელით და გვარებით...ყველაფერს გულმოდგინეთ დაუწყო თვალიერება გიორგიმ...გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები რომ დაინახა მიხვდა ეს კაცი თედო იყო..ნიას მამა რომელიც მოკლეს...დაფას მიუახლოვდა და ბოლოში გაკეთებული მინიშნებით მისთვის ყველაზე ნაცნობი ადამიანის სახელი და გვარი ამოიკითხა... ზაზა ახვლედიანი...გაშრა..აღარ იცოდა რა ეთქვა..უცებ მისთვის ყველაფერი გაქრა..წამში განადგურდა ის ცხოვრება რომლითაც ცხოვრობდა...
-გთხოვ არ მითხრა რომ მამაჩემმა გააკეთა ეს...
-არაფრის თქმა არ მინდოდა საერთოდ..მაგრამ მომიწია...
-შეგიძლია მოყოლა?
-კი...შენ ალბათ არ იცი რომ მე ლონდოში სისხლის სამართალს ვსწავლობდი..ვისწავლე მამაჩემის გამო..არცერთი წვრთნა არ გამომიტოვებია როცა პოლიციის რაზმში ვიყავი...რაცარუნდა ცუდად ვყოფილიყავი ყველანაირად ვცდილობდი ყველა დეტალი ძირფესვიანად მესწავლა...გამოვიძიე საქმე რომლის გამოც მამა პოლიციიდან გამოაგდეს და შემდეგ კი მოკლეს...იცი როგორ მოკლეს? სასტიკი წამებით..ცემით, ელექტრო შოკის გამოყენებით, და რომელი ერთი ჩამოგითვალო? ბოლოს კი თოკზე ჩამოაბეს და სკამი ისე გამოაცალეს ვითომც ააქ არაფერი ..ყველაზე საშინელება კი ისაა რომ მედა დედაჩემიც უყურებდით ამ ყველაფერს...როცა მამა საბოლოოდ გაისტუმრეს დედას ჯერიც დადგა და ალბათ ისრომ არა მეც მკვდარი ვიქნებოდი..მოახერხა იმდენი რომ გამომაპარა...გავრბოდი მაგრამ უგზო-უკვლოდ..არვიცი სად მივდიოდი...ერთიკვირა ვმათხოვრობდი სანამ ერთმა კაცმა არ გამომკითხა ჩემი ამბავი...მაშინ 10 წლისაც არ ვიყავი..გამაფრთხილა დამევიწყებია და არავისთან არაფერი მეთქვა...მასწავლა საშუალო განათლება მომცა...ცოლშვილი არ ყავდა და შვილივით მზრდიდა...საზღვარგარეთ წასვლაშიც მომეხმარა დანარჩენს კი ჩემით მივაღწიე..მამაშენი იყო კაცი რომლისგამოც ამდენი რამ გადავიტანე...მინდოდა გამემწარებია და თქვენს კომპანიაშიც შემოვძვერი...
-ანუ მე არ გიყვარვარ? გამომიყენე? უბრალოდ გზა ვიღავი მამაჩემამდე მისასვლელი ჰო?
-ჩშშშ! შენდამი სიყვარული ერთადერთი სინამდვილეა ჩემს ცხოვრებაში...მიყვარხარ და მეყვარები მუდამ..მამაშენის ამბავს რაც შეეხება კი...
-მამაჩემის ამბავს რაც შეეხება კი ისაა რომ პასუხს მარტო შენ არ მოთხოვ...მე თვითონ ვაგებიებ მაგაზე პასუხს...
-არგაბედო..დაწყებულ საქმეს ბოლომდე ვერ მივიყვან..შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი...
-ნია იციი შენ ერთადერთი საუკეთესო ქმნილება ხარ ვინც კი მინახავს...
-ჩამეხუტე...ძალა არ მაქვს..ვეღარაფერს ვგრძნობ...ცუდადვარ...მარტო შენთან ყოფნა მინდა..
-ნია?
-ხო
_გულზე მიიკრა..შუბლზე ტუჩები მიაწება და მაგრად ჩაეხუტა...
-ცოლად გამომყვები?
-რაა?
-ხოო...შენთან მინდა მთელი ცხოვრება...ჩემი მხოლოდ ჩემი მინდა იყო...
-რომ გადაგიყვარდე?
-ნუ ბოდავ რა...ასეთივაზრები როგორ მოგდის?
-კარგი...თანახმა ვარ...
-მაშინ მე ყველაფერს მოვამზადებ ისე როგორც ჩავიფიქრე და შენ უბრალოდ მოემზადე...
-როგორი ქორწილი გინდა?
-არანაირი ქორწილი და ზედმეტი ბოდვა...ექვსკაციანი ცერემონია ზღვისპირზე..საუკეთესო ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი და შემდეგ საზღვარგარეთ გავიპაროთ რამდენ ხნითაც გინდა...
-აუუ რაკარგიაა... facebook-ზე რომ დავდებ ჩვენს ფოტოებს გაგიჟდებიან...მაშინ ხვალვე წავიდეთ ბათუმში..შენ შენს მეჯვარეებს უთხარი მე ჩემსას და ვსო რა...
-მარიანა და თათა...
-თათა არგამოვა...ნიკამ მოიტაცა და განმარტოებით არიან მთაში...
-მაშინ თეო..
-თეო იყოს..კარგი გოგოა...
-შენი მეჯვარეები?
-ჩემი დიმა და თოკა..
-ოოო მარიანა და დიმა ერთად არიან მგონი...
-არაუშავს ერთი მონათლავს ბავშვს თურამეა..
-ილიას არ ვუთხრათ?
-ნწუ..მარტო მეჯვარეებს..
_ოთახში ავიდნენ...მოკალათდენ კომფორტულად და დარეკეს მეჯვარეებთან...არუთხრეს რაც ხვდებოდა...უბრალოდ უთხრეს რომ ხვალ ბათუმში დახვედროდენ და არავის გაეგო ეს ამბავი...მთელიღამე კითხვებით ჭამდა გიორგის...არმოასვენა და არც თვითონ მოისვენა...
-შენი აზრით სწორია რასაც ვაკეთებთ?
-ბევრს ნუ ფიქრობ..სიყვარულისთვის ყველაფერი გამართლებულიაო არიცი?
-ხოდა გავაკეთოთ...მინდა..თანახმა ვარ სულ შენი ვიყო...
-რომელ ქვეყანაში გინდა წასვლა?
-მმმმ.,..ფილიპინების კუნძულზე მინდა ან ბალიზე..
-ოჰოო...ჩათვალე მოგვარებულია..რამდენიხნით?
-ერთიკვირით მანდ და ერთი კვირით შარმალ შეიხით მინდა ტკბობა...
-შესრულებულია პრინცესა...


_მეორე დღის შუადღისას უკვე ბათუმში იყვნენ...დადიოდნენ ათასგან და არჩევდნენ ტასაცმელს..ჩემოდნები გაავსეს და ახლა ყველაზე მთავარი...კაბა და დეკორაცია დარჩათ მოსაგვარებელი...გოგოებიც მოვიდნენ და კაბის რჩევა დაიწყეს...ორი კაბა იყიდა ნიამ...ერთი ზუსტად ისეთი როგორიც დედოფალს შეეფერება ქორწილში, მეორე კი ძალიან სადა და უბრალო...მარიანამ და თეომ ერთნაირი კაბები შეარჩიეს...ასევე ბიჭებმაც ერთნაირი ჩოხები იყიდეს...გიორგიმ კი ძალიან დახვეწილი შარვალ-კოსტუმი მოირგო...მეორე დღისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა და ქორწილიც გაიმართებოდა...



****
_ნიკას და თათას მთაში ყოფნა გაუგრძელდათ...არაფერი ადარდებდათ და არაფერი არ აინტერესებდათ...მხოლოდ ერთმანეთი ყავდათ და მეტი არავინ...
ღამე ყველგან მგლის, ტურის და სხვა ცხოველების ხმა ისმოდა...თათას კი ძალიან ეშინოდა და მარტო ვერ წვებოდა...
-ნიკაა მეშინია...შენთან დავწვები რაა..
-არშეიძლება..
-მეკაიფები? მეშინიათქო..
_ამდროს ტურების ხმა გაისმა ძალიან ახლოდან...ხმაზე თათა ახტა და უეცრად აღმოჩნდა ნიკას ხელებში თავჩამალული ..ნიკა კი დასცინოდა რაზეც თათა ბუზღუნებდა და ებუტებოდა...
-ნიკა მინდა რომ შენი გავხდე...
-მეც ძალიან მინდა..მაგრამ სჯობს ქორწილის მერე მოხდეს...
-არა მე აქ მინდა..ქორწილი არაფერს მიწყვეტს..მინდა და მორჩა...
-არა, არშემიძლია..
-რომშეგაცდინო რააზრის ხარ?...
_ნიკას ზემოდან მოექცა და ონავრულად უღიმოდა....



№1  offline მოდერი Natiiaa33

დარინა
ასეთ გიორგიზე ვგიჟდები ისეთი საყვარელიაა, იმედია დაქორწინებაში ხელს არაფერი შეუშლით.

მერვე თავში ქორწილია )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent