წერეთლის ხუჭუჭა გოგო...
ფურცლებში თავჩარგულს მეღვიძება... თავს ვწევ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი, აღარც მიკვირს ეს სიტუაცია რადგან ამ ბოლო პერიოდში ყოველ ღამე ვხატავ და ისე მეძინება ვერც კი ვიგებ... აზრზე მოსვლას ვიწყებ თუ არა ეგრევე წინა ღამე მახსენდება, ჩემი და მშობლების საუბარი... ალბათ სხვა ქალაქში გადასვლის გამო მათზე გაბრაზებული უნდა ვიყო მაგრამ უკვე შევეჩვიე იმას, რომ მამას სამსახურის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს სხვა ქალაქში გადასვლა ამიტომ უკვე ამ ფაქტთან შეგუებული სწრაფად ვდგები სკამიდან და ნივთების ჩალაგებას ვიწყებ. კარებზე კაკუნია, ალბათ დედაა ვფიქრობ მე, მაგრამ კარები იღება და ოთახში მამა შემოდის -ჩემო ლამაზო უკვე გაიღვიძე? -ხო მაა -რას აკეთებ? -ბარგს ვალაგებ მამა -აჰამ ამასთან დაკავშირებით მინდოდა მამი საუბარი...-სიტყვებს შორის პაუზას აკეთებს-ვიცი შენთვის რთულია სხვადასხვა ქალაქში გადასვლა და სწავლის გაგრძელება..-ისევ პაუზა-მაპატიე ჩემო გოგო... მამას თვალებში ჩაბუდებულ სევდას ვხედავ და მის დამშვიდებას ვიწყებ -არ ინერვიულო მამიკო, მე არაფერი მიჭირს ყველაფერი კარგად იქნება...-ვამბობ ამას და ვუღიმი ვიცი რომ ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას მამა ჩემზე ძალიან დარდობს, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის მხარში ამოვუდგე მშობლებს და ორივე მშვიდად იყოს.. ჩემი საქციელით დამშვიდებული მამა გულზე მიხუტებს მადლობას მიხდის და ოთახიდან გადის... მამა ბიზნესმენია, დედა კიდევ დიზაინერი... იმის მიუხედავად რომ დედისერთა არ ვიყავი მშობლების ყურადღება არასდროს მომკლებია, ჩემი პატარა დაიკო ინა რომელიც 4 წლისაა ჩვენი ოჯახისთვის ასე ვთქვათ ახდენილი ოცნება იყო... მე სუსტი აღნაგობის ხუჭუჭა და თაფლისფერთვალება ვარ ისევე როგორც ინა და კიდევ ხო ჩემი სახელი მიაა. მამას ირაკლი ქვია ხოლო დედას თინა. ფიქრიდან კვლავ კარებზე კაკუნს გამოვყავარ -მობრძანდით-ვიძახი ოთახიდან ოთახში დედა შემოდის და ხელში მძინარე ინა უჭირავს, ისეთი საყვარელია მინდა ჩავეხუტო და აღარასდროს გავუშვა... -მივდივართ დედი-მეჩურჩულება დედა-მამაშენი ამოვა და ბარგს ქვევით ჩამოიტანს, ხომ ყველაფერი მზად გაქვს?-მეკითხება დედა -კი დე, ნახატებს ავიღებ და წავიდეთ-ნახატებს ხელში ერთად ვაქცევ, ბოლოჯერ ვავლებ თვალს ჩემს ოთახს და გამოვდივარ... მე და დედა ქვევით ჩავდივართ და მანქანაში ვჯდებით რამდენიმე წუთში მამაც მოდის, ბარგს მანქანაში ათავსებს, შემდეგ საჭესთან ჯდება და მანქანას ქოქავს... მე თავს საქარე მინას ვადებ და კვლავ ფიქრებში მივდივარ... [img]http://https://m.facebook.com/pg/%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-815071695227692/posts/#!/815071695227692/photos/a.815247718543423/1607840025950851/?type=3&source=48&_ft_=mf_story_key.1607840065950847%3Atop_level_post_id.1607840065950847%3Atl_objid.1607840065950847%3Acontent_owner_id_new.815071695227692%3Athrowback_story_fbid.1607840065950847%3Apage_id.815071695227692%3Aphoto_id.1607840025950851%3Astory_location.4%3Astory_attachment_st.photo%3Apage_insights.%7B%22815071695227692%22%3A%7B%22role%22%3A1%2C%22page_id%22%3A815071695227692%2C%22post_context%22%3A%7B%22story_fbid%22%3A1607840065950847%2C%22publish_time%22%3A1521215338%2C%22story_name%22%3A%22EntStatusCreationStory%22%2C%22object_fbtype%22%3A266%7D%2C%22actor_id%22%3A815071695227692%2C%22psn%22%3A%22EntStatusCreationStory%22%2C%22sl%22%3A4%2C%22dm%22%3A%7B%22isShare%22%3A0%2C%22originalPostOwnerID%22%3A0%7D%2C%22targets%22%3A%5B%7B%22page_id%22%3A815071695227692%2C%22actor_id%22%3A815071695227692%2C%22role%22%3A1%2C%22post_id%22%3A1607840065950847%2C%22share_id%22%3A0%7D%5D%7D%7D&__tn__=EH-R[/img] პ.ს იმედია მოგეწონებათ... პირველი ისტორიაა რომელსაც გვერდზე ვდებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.