შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი სიყვარული არს ( V ნაწილი)


7-02-2019, 23:29
ავტორი ვინსენტ
ნანახია 1 063

მე თუ მკითხავთ ბედნიერების შესახებ,აუცილებლად ორ დღეს დაგისახელებთ.რაც პირველად გაგახსენდება,პირველად ამოგიტივტივდება გონებაში ესაა ყველაზე მართალი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.ბედნიერებაზე თუ მკითხავენ მე აუცილებლად 26 დეკემბერი და 13 ივლისი გამიელვებს გონებაში.26 დეკემბერზე ბევრი ვისაუბრე,ჩემი პირველი მერცხალი დაიბადა სამყაროში,სადაც მასზე წმინდა გულის ადამიანები არ არსებობენ.რაც შეეხება 13 ივლისს,ამ დღეს მე და ჩემი შვილის მამა შევუღლდით.

ვათოს მშობლებმა დაიჟინეს,გინდა თუ არა ბრეთში,ჩვენს ეზოში უნდა გადავიხადოთ ქორწილიო.ვათომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა,არ გვინდა მე და ბარბარეს ქორწილი,ჯვრისწერის შემდეგ საბერძნეთში გავფრინდებით და სანტორინში ვიქნებით რამოდენიმე დღეო.

-რას ჰქვია ეს,ა?ჭერი არ გაქვს თუ ეზო?უპატრონო ხომ არ ხარ შვილო?-ანერვიულებულა დედა.

ვათომ იცოდა,არც მე მხიბლავდა ქორწილის იდეა,ორივეს წასვლის და აქაურობას მოწყვეტის სურვილი გვქონდა,გვინდოდა სანტორინის მზის ჩასვლაცა და ამოსვლაც ხელჩაკიდებულებს გვენახა.ხელის თხოვნიდან მეორე დღეს,ამას თუ ხელის თხოვნა ერქვა,მირეკავს ვათო და შეწუხებული ტონით მეუბნება-მემგონი ახლავე უნდა გავიქცეთ!

-რაა?-ვიცინი,ვერაფერს ვხვდები.

-რა და ქორწილს გვიხდიან ძალით,თან მგონი სეფაში-მასაც გაეცინა და განაგრძო-მოგაკითხავ სამსახურის მერე და წავიდეთ ჩვენს ადგილას,ტელეფონით ხომ არ ვისაუბრებთ ამ თემაზე.

-კარგი-ვუთხარი ბედნიერი ხმით.

ჩვენი ადგილი...

ვათომ მალევე გამაცნო მეგობრები.მეც ჩემი ორიკინკილა გავუზიარე და მოკლედ ადვილად გავუგეთ ურთიერთს.ზამთარში ზაფხულის თავგადასავლებისთვის ვმუშაობდით,ზაფხულში ზამთრის სიცივისთვის მხიარულად გასაძლებად ვაგროვებდით ფულს .დავდიოდით ლაშქრობებზე,უგზო-უკვლოდ.ხშირად ისეც ყოფილა,გუდა-ნაბადი შეგვიკრავს,სახლებიდან გამოვსულვართ და არ გვცოდნია სად მივდიოდით.ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობიდან მომავალმა ორმა შეშლილმა ობლად მდგარ კედელს დავადგით თვალი და პულივიზატორებით ცხოვრება ვაჩუქეთ,მაშინ შეყვარებულები არ ვიყავით,საკუთარ თავს ვარწმუნებდით,რომ ვმეგობრობდით .

მოკლედ,ყველაფერი ასე დაიწყო.

სამსახურიდან მოსულს დივანზე ჩამძინებოდა.გაღვიძებისას საათის სანახავად ტელეფონს რომ დავხედე სამეგობროს წრიდან ერთი ადამიანიც კი არ დარჩენილა,ვისაც არ დაურეკავს.გადარეკვაც ვერ მოვასწარი კარზე კაკუნი რომ გაისმა.ურდულის ჩამოწევისთანავე ყველა ერთად შემოცვივდა,ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა-"სად ხარ ბარბარე,საად?!",თანაც ყველა ხელ-ფეხის ქნევით.ერთადერთი ვათო მიჰყუდებოდა კარებს მშვიდი იერით და გაღიმებული ამბობდა:-ხომ გითხარით სძინავს-მეთქი.

მე ჯერ ისევ თვალებს ვისრესდი ნინას ჩემთვის ყავა რომ მოჰქონდა.

-რა ხდება ხალხნო?მშვიდობაა?-ამოვღერღე მთქნარებით.

-არ გინდა მოვხიოთ?-თვალი ჩამიკრა ვათომ

-რა?სად?მე და შენ?-უცებ წამომცდა

ირგვლივ სიჩუმე ხარხარმა ჩაანაცვლა.

-ისედაც ყველა გასვლაზე თქვენ ცალკე არ ხართ?-უკმაყოფილო ტონით დასძიანა ნინამ.

-ეგ რას ნიშნავს ვითომ?-ვუპასუხე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა

-თქვენ ისედაც ცალკე ტვინით მოძრაობთ სულ და იმას-ამოიხარხარა გრძელიძემ.

-მოკლედ,სად მივდივართ?-უკმაყოფილოდ წარმოვთქვი

-აზრზე არ ვარ მაგრამ,სახლიდან გავიდეთ დილას და მერე რამეს მოვიფიქრებთ.-მიპასუხა ლიკამ

-კარგი,წავიდეთ.რომელზე გავიდეთ?-დაუფიქრებლად წამოვიყვირე.

-ცოტა დაფიქრებულიყავი,ზრდილობისთვის,მაინც რა ვიცი...-გამომხედა ვათომ

-რატო,ვათო?შენ ბევრი იფიქრე?

-ჰო,სულ მე რომ მბაძავ ამას ვამბობ-ისევ ჩამიკრა თვალი იმ სმაილივით პირველად რომ მომწერა.მერე მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და განაგრძო-კაი, დავაი,დავიშალეთ.დილის 8ზე ყველა რკინიგზაში.

-მოიცა,შენ რატო წყვეტ,იქნებ მარშუტკით მივდივართ-ნიშნის მოგებით ვუპასუხე თავშიავარდნილს.

-შენ იქნებ ავტოსტოპი გირჩევნია,მაგრამ ჩვენ მატარებლით დავდივართ სულ.

-ძალიან კარგად ვიცი რითიც "დადიხართ",თუ დაგავიწყდა შეგახსენებ,რომ მეც სულ თქვენთან ერთად დავდივარ.და მეტიც,ჩემი იდეა იყო თავიდან მატარებელი.

-აბა რა გინდა?-იცინის

-რა მინდა და მარტო მე და შენ არ მივდივართ,სხვასაც უნდა ვკითხოთ აზრი.აი ეს მინდა-ირონიულად გავუღიმე

-კაი ბატონო,ვკითხოთ-უკან მივიხედეთ,მაგრამ ყველა აორთქლებულიყო,სახლში მხოლოდ მე და ვათო დავრჩენილიყავით

-მალადეც,ბრავო-ტაშის კვრით ვუთხარი ვათოს.

მან ხელი ჩაიქნია,"5 ჩანთას ნუ წამოიღებ,მე აღარ გითრევო"მომაძახა და წავიდა.

დილას ბათუმის მატარებელში ჩავსხედით და გადაწყდა,რომ სადაც პირველად გააჩერებდა მატარებელი,იმ სადგურძე ჩამოვიდოდით.გამომდინარე აქედან,თავი ურეკში ამოვყავით.მატარებლის გაჩერებისთანავე დაიწყო თავგადასავლები.სასტუმრო ცოცხალი თავით არ გვინდოდა,ამიტომ,სადაც დაგვიღამდა იქვე ახლოს ჭიშკარს მივეშურეთ.ძალიან საყვარელმა ოჯახმა შეგვიფარა შვიდი "გზააბნეული ცხვარი".ასე ხშირად მოვქცეულვართ,თითქმის ყოველ მოგზაურობაში ამოგვიყვია თავი უცხო ოჯახში და ბევრ ხათაბალაშიც გავხვეულვართ,მაგრამ ეს საღამო განსაკუთრებულად შემორჩა ჩემს მეხსიერებას.თაფლის არაყი პირველად ოჯახის უფროსმა,ბატონმა შავლეგმა,გამასინჯა და სიყვარულის ბუშტიც გამისკდა.ოჯახის დიდი მოთხოვნით მეორე დღესაც ბატონი შავლეგის და ქალბატონი ლეილას კერას მივაშურეთ.მესამე დღეს კი სამსახურებიდან რომ აგვაწიოკეს,მერე უნივერსიტეტმაც რომ იჩინა თავი,იძულებულები გავხდით წამოვსულიყავით.გამომდინარე იქიდან,რომ მატარებლის ბილეთები არ იყო და მარშუტკის სახელის გაგონებაც არავის უნდოდა,მინივენი ვიქირავეთ.მცხეთისა და თბილისის გასაყარზე უზარმაზარი შენობა თვალს ამოჰფაროდა,ღამე იყო,მაგრამ ლამპიონების წყალობით საკმაოდ კარგად ჩანდა მიტოვებული ადგილი.ვათომ მძღოლს სთხოვა გადაეხვია და შენობამდე მიეყვანა.არ მჯეროდა,ეს ბიჭი ჩემს ფიქრებს კითხულობს-მეთქი,შოკში ვიყავი.ჩემს გვერდით ნინა იჯდა მის გვერდით კი ვათო.ვათომ ნინა საზურგეს მიაყრდნო და ჩემსკენ გადმოიხარა.

-რას მომშტერებიხარ,არ მითხრა რომ შენც შეამჩნიე ეს შენობა-ირონიულად იცინის,ჩემგან პასუხს არც კი ითხოვს,ისედაც ყველაფერი იცის.

ბავშვები თითქოს აბუნტდნენ,ყველა ვათოს მივარდა

-რა ხდება?სად მივდივართ?იქნებ აზრი ჩვენთვისაც გეკითხაო-პროტესტი გამოთქვა ლიკამ.

-ჩემი ბრალი არ არის,ბარბარეს უნდოდა ამ შენობის ნახვა-უცებ იპოვა გამოსავალი და თვალი ჩამიკრა.

-ოხ,ვათო თხელიძე,ერთი მაგრად მაცემინა შენი თავი-გაბრაზებული მზერით შევხედე და თითქოს მართლა გავიწიე საცემად.ვათო კი მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნებით შემოიფარგლა.

-ისევ ამათი ომობანა გაიჩითა-სიცილით თქვა გოგამ და ვათოს გახედა იმ იმედით,რომ რამე ჭკვიანურს იტყოდა.

-კაი რა იყოთ,მე აქ ჩამომსვით და თქვენ დავაი,გააგრძელეთ გზა ასე თუ გეჩქარებათ.-უკმაყოფილოდ შეხედა ვათომ ბიჭებს.

-ეგ რა შუაშია,უბრალოდ ხომ შეიძლება ჩვენც ვიცოდეთ სად მივდივართ?-დასძინა ლაშამ

-ნანგრებვები უნდა შევისწავლო,პანიატნა?-ირონიით მიუგო ვათომ

მოვედით.მძღოლმა გააჩერა,ვათო შუაშია მოქცეული,ერთ კარებთან მე ვზივარ ერთთან-გოგა.გოგა დაიძრა ჩასასვლელად,ვათო რომ გაეტარებინა.

-შენ დარჩი,ბარბარე ჩავა-თავდაჯერებული ტონით უთხრა ძმაკაცს

-მეტი საქმე არ მაქვს -ირონიულად გავუღიმე და კარს მივეყრდენი.შენობის დათვალიერება უკვე დამეწყო,როგორ მინდოდა მართლა ჩავსულიყავი,მაგრამ არა,ისე გამოვიდოდა თითქოს ვათოს ნათქვამის გამო ჩავდიოდი ამიტომ ფეხი არ მომიცვლია.ბოლო-ბოლო გოგას მხრიდან ჩავიდა და ჩემს კართან მოვიდა.მივხვდი გააღებდა და ჩავკეტე.სხვები ისე მოგვჩერებიან,მძღოლის ჩათვლით,თითქოს ფილმს უყურებენ და სიუჟეტის განვითარებას სულმოუთქმელად ელოდებიანო.ვათომ კარი რომ ვერ გააღო,ფანჯარაზე დაიწყო კაკუნი,მერე მძღოლის კარი გააღო.

-უბრალოდ ჩამოსწიე-საკმაოდ სერიოზული სახით შემომძახა.მეც ჩამოვწიე შუშა.

-ჩამოდი მანქანიდან

-რატო ვითომ?

-ხომ მოგაქვს პულივიზატორები,ამაზე უკეთეს ადგილს სად ნახავ მაგისთვის?

-რა?პულივიზატორი?-წამოიყვირა სიცილით ნინამ.

ჩავედი მანქანიდან,მაგრამ არა იმიტომ,რომ ნანგრევები მომეხატა,არამედ იმის გამო,რომ ვათოსთვის მეჩხუბა.

-ჩემს ჩანთაში იქექები?-დავუღრიალე

-ჰო,და შენი დღიურიც ზეპირად ვიცი-ასე ჯერ არასოდეს შემოუხედავს,ასე ღრმად და მრავლისმთქმელად.

-ეგ როგორ გაბედე,ვინ მოგცა ამის უფლება ჩემს ნივთებში რომ იქექები?-უაზროდ ვყვიროდი.მერე გამახსენდა ამ დღიურში ვათოზე არაფერი მეწერა.აქ უბრალოდ მოგზაურობის ამბებს ვყვებოდი და ცოტ-ცოტა რამ ჩემი ოცნებების შესახებაც გამენდო თეთრი ფურცლებისთვის.ერთი გაფიქრება გავიფიქრე-გადავრჩი,ის დღიური სახლში მაქვს-მეთქი,მაგრამ მაინც ვერაფრით ვიგებდი რატომ დასჭირდა ეს ყველაფერი.

-დიახაც,ჩამოვიტან პულივიზატორებს და მოვხატავ,ერთი წამით დამაცადე!-ხმამაღლა დავიღრიალე და მანქანის კარები გიჟივით გავაღე.

-ჩემი ჩანთა მომაწოდე-ნინას გაბრაზებული ტონით ვუთხარი

-რა ჩანთა,გაგიჟდი?აქ რჩებით?-მისმა ნათქვამმა სრულიად გამაფსიხა.

-ვრჩებით?ვინ?მე და ვათო?გაგიჟდი?რატო უნდა დავრჩე ამ უნამუსოსთან ერთად,მთლად ნუ გადამრევთ,ჩანთა მომაწოდე-მეთქი-ამდენი ადამიანის გაოგნებული მზერა რომ ვიგრძენი შემრცხვა,აზრზე მოვედი.სამი ცალი პულივიზატორი ამოვიღე ჩანთიდან.

-მართლა ჰქონია-ჩაიჩურჩულა ლიკამ და ნინას გაოცებულმა გახედა

კარი მაგრად მოვაჯახუნე,ვათო უკან მოვიტოვე და შენობისკენ გავქანდი.ახლოდან ბევრად უფრო მისტიკურად მომეჩვენა და სიმართლე რომ ვთქვა შემეშინდა კიდეც,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.მივვარდი კედელს და დიდი ასოებით დავაწერე



მერე მივხვდი,რომ ზედმეტად ბავშვურად ვიქცეოდი და მისტერ ირონიულობა ამაზე კი არ გაბრაზდებოდა,არამედ პირიქით ძალიან ბევრს დამცინებდა,როგორც ყოველთვის და შევწყვიტე.ვათო იდგა და ტაშს მიკრავდა.სახეზე რომ შევხედე სულაც არ მიგრძვნია ირონია,პირიქით შემეშინდა კიდეც.ერთი პულივიზატორი გამომგლიჯა ერთი ისარიც გაუკეთა საკუთარ სახელს და მიაწერა-შეყვარებული და გვერდით ის თვალის ჩაკვრის სმაილი მიახატა,ვათოს ვათოდ რომ აქცევს.

-ვაუ,შეყვარებულიც გყოლია,მეცოდება-მივაძახე და სანამ კიდევ უფრო მეტად მომეშლებოდა ნერვები,მანამ გავეცალე იქაურობას.ჯერ მე ჩავჯექი მანქანაში და 20 წუთის შემდეგ მოვიდა "სიყვარულით დამწვარი" აყლაყუდა.მანქანაში რომ ჩაჯდა ჩუმად ჩავილაპარაკე-"უყვარს ბიჭს და რა ქნას"-მეთქი,მერე მძღოლს ვუთხარი-თუ შეიძლება წავიდეთ,კინო დასრულებულია-თქო.ლიკა და ნინა მომცვივდნენ რას ნიშნავდა ეს სიტყვებიო,მეც ყველაფერი მოვუყევი ჩუმად,სანამ ვათო გოგას და ლაშას ესაუბრებოდა.ნინას და ლიკას სიცილი აუტყდათ

-მართლა ვერაფერს ხვდები თუ თავს იკატუნებ?-მკითხა ლიკამ,ისევ სიცილით.

-რას ვერ ვხვდები?-ვუთხარი და უკან მძინარე გრძელიშვილს გადავხედე.გრძელიშვილსაც ლაშა ჰქვია და ამიტომ მას გვარით მივმართავთ ხოლმე.

-ვათოს შენ უყვარხარ,შენზეა შეყვარებული-მითხრა თვალებაციმციმებულმა ნინამ.

მე თვალები დავჭყიტე-რა სისულელეა,ამას კიდევ იტყვი და გეფიცები,სახეს ჩაგილურჯებ-ვუთხარი მუქარის ტონით.

ჰოდა ასეა,ჩვენი შეყვარებულობის შემდეგ მაგ ადგილს ჩვენი ადგილი ჰქვია.ყოველი ჩხუბისას იმ ადგილას მივდიოდით,ისეც ხდებოდა მისულს ვათო დამხვედრია და გაბრაზებულებს უხმოდ დაგვიწყია კედელზე ხატვა,რა თქმა უნდა,იმავე ადგილას ვრიგდებოდით.ყოველ მნიშვნელოვან თარიღს დაღად დავასვამდით შენობას და ბედნიერები ვბრუნდებოდით.მახსოვს,ლიტას დაბადების თარიღიც დავიტანეთ ალაგ-ალაგ გაცრეცილ კედელზე,რომელიც მე და ვათომ მივისაკუთრეთ.

მოკლედ გამომიარა ვათომ სამსახურში და წავედით...

-XXIსაუკუნეში სეფაში ქორწილზე არც მე ვოცნებობ,მაგრამ ან ახლავე უნდა მოვხიოთ ან უნდა გავუსწოროთ ჩემებს,სხვა გზა არ არის-დაიწყო ვათომ

-სეფაა აქ მთავარი თუ ის,რომ გეგმები შეგვეცვალა და ვერსად ვეღარ მივდივართ?

-ქორწილი რატომ არ გინდოდა?

-ისე ნუ გამოგყავს,თითქოს მხოლოდ მე ვარ წინააღმდეგი,შენც არ გინდოდა ,როგორც მახსოვს-ვუპასუხე ნიშნისმოგებით.

-არ მინდოდა კი არა ახლაც არ მინდა-ნერვები ეშლება ნელ-ნელა.

-ხოდა მე ნუ მაწმენდ ხელს.-ჩავილაპარაკე

-რაზე ვჩხუბობთ საერთოდ?გადაწყვიტე,ან ახლავე გავიქცეთ აქედან,ან სეფაში გადავიხადოთ ქორწილი.

-ჯერ ერთი მე არ ვჩხუბობ,მეორეც,გაქცევას არ ვაპირებ!-ვამტკიცებდი,რომ არ ვჩხუბობდი,მაგრამ მალე ცრემლები წამსკდებოდა.ჩემთვის სეფაში ქორწილი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა,ერთადერთი რასაც ცრემლებამდე მივყავდი გეგმების ჩაშლა იყო.

-ბარბარე,არ ხარ ვალდებული-მითხრა ხმადაბლა

-რა ვალდებულებაზე საუბრობ ვათო?-გულმოსულმა ვკითხე

-სეფაში ქორწილი მაქვს მხედველობაში

-ვათო,სეფაში ქორწილი გეგრეხება?

-ფეხებზე -ეტყობოდა გულწრფელობა

-აბა რატო აიკვიატე სეფა,სეფა,სეფა...

-ვიცი არ იქნება ისეთი ქორწილი,როგორზეც ოცნებობდი

-ხო,არ იქნება.არ იქნება იმიტომ რომ ქორწილზე არასოდეს მიოცნებია და არა იმიტომ რომ სეფა მეთაკილება

-რატო არ გინდა ქორწილი?-გამიმეორა კითხვა და ვხვდებოდი ახლა თავს ვეღარ დავიძვრენდი.

-არც მე ვარ ფულიანი და არც შენ,ქორწილი და მოგზაურობა ერთად არ გამოგვივა-ვათოს თვალებში,ჩავხედე,არ მინდოდა გული სტკენოდა და თავი უხერხულად ეგრძნო,მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ გულწრფელი უნდა ვყოფილიყავი.განვაგრძე.-ქორწილი კარგია,გართობას რა სჯობს,მაგრამ ერთი დღის გამო ამდენი ფულის გადაყრას მირჩევნია ამ ფასად ნანატრ ადგილას წავიდეთ,წარმოგიდგენია?მე,შენ და სანტორინის მზის ჩასვლა.რამდენჯერ გვინატრია...მხოლოდ მე და შენ ვიქნებით,არცერთი ნაცნობი სახე,არცერთი..მე და შენ ცალკე სამყაროს შევქმნით უცხო ქვეყანაში,გესმის ახლა?

ხმას არ იღებდა.

-შენ რატომ არ გინდა ქორწილი?-შევიჭერი უხერხულ სიჩუმეში

-მე უბრალოდ უაზრო ღრიანცალს შენთან ერთად წყნარად ყოფნა მირჩევნია.-რამოდენიმე წამით გაჩერდა და განაგრძო-მეგონა რომ გულწრფელად არ გინდოდა ქორწილი.მე ვიშოვი ფულს ქორწილისთვისაც და მოგზაურობისთვისაც.მე შენ არჩევანის წინაშე არ დამიყენებიხარ და არასოდეს მითქვამს ქორწილი ან მოგზაურობა -მეთქი,მეგონა პროსტა არ გისწორდებოდა უთავბოლო ღრიანცალი.როგორც დაგპირდი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენს ფიქრებში ხატავდი ხოლმე.ბოდიში,რომ აქამდე არ დამისვამს შენთვის ეს კითხვა.

-ჩემო სიცოცხლე-ჩავეხუტე და განვაგრძე-ამის გამო არ მითქვამს! ჯანდაბაშიც წასულა ქორწილიც და მოგზაურობაც-თავი მის კისერში ჩავრგე და პატიება ვთხოვე.მერე უცებ წამოვხტი და წამოვიყვირე-წამო გავიქცეთ!

-რის ბოდიშს მიხდი ხომ არ გაგიჟდი?!-ჩემი თავი ხელებში მოიმწყვდია და განაგრძო-არსად არ გავიქცევით,ხვალ ჩემებს დაველაპარაკებით და სეფის ნაცვლად ჩვენს სახლში ძაან სვეცკი ფართის მოწყობაზე დავითანხმებთ,მეორე დღეს საბერძნეთში გავფრინდებით,გპირდები!

-ვალით მოწყობილ მოგზაურობაში წამოსვლა არ მინდა,სხვა დროს წავიდეთ-მუდარის ტონით ვთხოვე.

-გახსენდება შენთვის პირობა მომეცა და არ შემესრულებინა?ბევრს ნუ ფიქრობ მეთქი სულ ამას გეუბნები,ნუ ფიქრობ ბევრს!ყველაფერს მოვაგვარებ!-მითხრა და თავი მხარზე დამადო.

-მოიცა,მოიცაა-ტვინში სისხლი ჩამექცა-დაველაპარაკებითო?ჩვენო?ასე თქვი ხომ?-გაფითრებულმა თვალებში ჩავხედე ვათოს.

-ჰო,კიდევ ერთი ახალი ამბავი მქონდა შენთვის და სულ დამავიწყდა თქმა-არ დავასრულებინე,წამოვხტი,ვიცოდი რაც უნდა ეთქვა და ფსიქოლიგიურად მოვემზადე

-ხვალ უნდათ ჩამოსვლა და შენი გაცნობა.

-არაა!-ხმამაღლა დავიყვირე და ფრჩხილის კვნეტა დავიწყე ნერვიულად.

-დაწყნარდი გოგოოო-ლამის ჩაბჟირდა ვათო

-არ გამოვა,მართლა!-გადავუჭერი პირდაპირ

-რატო არ გამოვა ვითომ?-ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა

-არ მოვეწონები შენებს და ვეღარ ვიქორწინებთ-ავიქოქე-მერე არც სეფა იქნება და არც მოგზაურობა,არც მე და არც შენ,ვსიო-ამოვისუნთქე და შეშინებულმა შევხედე.

-ბარბარე,ჩემების გაცნობას ქორწილში აპირებდი?-იცინის

-ჰო-ჩუმად ჩავილუღლუღე და დავძინე-რა გაცინებს ვათო,რაა?!

-ქორწილში რომ არ მოსწონებოდით?

-მერე ვეღარ დაგვაშორებდნენ-დასრულება არ მაცალა,ჩამეჭრა.-ჰეე,კაი.წამო,წამო,წავიდეთ,ჩახტი-მიმანიშნა მანქანაზე

-სად მივდივართ?-გიჟივით მივვარდით მანქანას

-მაგრად მომშვდა-გამიღიმა და მანქანა დაქოქა.

-ოოო,რა დროს ესაა-ვუსაყვედურე და რამოდენიმე წამში განვაგრძე-შაურმა ვჭამოთ?-ორივეს ერთხმად გაგვეცინა.

-ვჭამოთ,ვჭამოთ-ცალი ხელი ჩამკიდა,ცალი მყარად მიაბჯინა საჭეს.

მეორე დღეს ვათოს ზარი მაღვიძებს:-დილა მშვიდობისა მომავალო ცოლო,გადმოვიდნენ შენი დედამთილ-მამამთილი და 2 საათისთვის მოგაკითხავ-ყველაფერი ერთად მომაყარა.თვალები დავჭყიტე,საწოლიდან წამოვხტი-მეღადავები?ხო გითხარი გამორიცხულია-მეთქი!

-ალო,ალო.фუ,фუ.ერთი,ერთი.არ ისმის-მომახალა და ყურმილი დამიკიდა,

მე მკაცრად გადავწყვიტე,რომ არსად არ მივდიოდი,გადავბრუნდი და ძილი განვაგრძე.პირველის ნახევრისთვის ისევ ვათო მაღვიძებს.

-ერთ საათში შენთან ვიქნები,რას შვები?

-არ მოვდივარ მეთქი არსად ,არ გესმის?

-კაი,კაი-ჩაილუღლუღა და ისევ დაკიდა ყურმილი

ნახევარ საათში კარზე ზარია.

-ქვედა მეზობელი ვარ,წყალი ჩამომდის-ყვირის ვათო დაწვრილებული ხმით.იცოდა,არ გავუღებდი ვინაობა რომ გაემხილა.ახლა კი გავები მის მახეში.

კლასიკურად ჩაცმულ ვათოს პიჟამოებში გამოწყობილი საცოლე ვუღებ კარს.

ვათო ვნახე თუ არა მეორე ოთახში შევვარდი,უცებ მოვიცვი ხალათი.იქიდან ვათო ჩხუბობს

-კიდე პიჟამოთი დატანტალებ გოგო?ჩაიცვი დავაგვიანებთ,ხომ იცი დილიდან საცობია.

-არაფერი არ მაქვს ჩასაცმელი,ჯინსებით ხომ არ წამოვალ?-რა მომემიზეზებინა აღარ ვიცოდი

-კაი წამო,ვიყიდოთ რამე.მალე ოღონდ!

-არა ახლა ვერ ვიყიდით,ვირუსი მაქვს,სახლიდან ვერ გავალ-განვაგრძე ბოდვა.

ვათო მიხვდა ასე ვერაფერს გახდებოდა,დივანზე ჩამომსვა და დაიწყო.

-ბარბარე,მომისმინე,დედაჩემი და მამაჩემი კაციჭამიები არ არიან.ისინი შენს დასათვალიერებლად კი არა ქორწილზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ.მათ ის უნდათ რძლად ვისაც თავისი შვილი უყვარს,სხვა კრიტერიუმი არ აქვთ.ახლა ადექი და ჩაიცვი მალე,სირცხვილია,რას იფიქრებენ ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ახლა იკიდებ?კაროჩე აღარ დაგაძალებ ან ახლა ადექი და ჩაიცვი ან დავურეკავ და ვეტყვი რომ არ აპირებ მათთან საუბარს-მკაცრი ტონით დაასრულა და წამოდგა.

-კარგი,ვდგები.

მივედით რესსტორანთან და ისევ დამეწყო პანიკები,მანქანიდან ვერ ჩამოვალ-მეთქი ვეუბნებოდი ვათოს.მერე როგორც იქნა ჩამომათრია და მივედით მაგიდასთან,სადაც ჩემი მომავალი დედამთილ-მამამთილი ისხდნენ.მივესალმე მათ და მოვუბოდიშე დაგვიანებისთვის.ვათოს არავისთვის არაფერი უკითხავს,თვითონ გადაწყვიტა,რომ ორი ყავა და ორი ჭიქა წითელი ღვინო მოუხდებოდა ჩვენს დიალოგს.ვათოს დედამ ჩათვალა,რომ ყავა ჩემთვის და მისთვის ,ხოლო ღვინო ვათოსა და მამამისისთვის იყო განკუთვნილი.

-ღვინო თუ არ დალიეთ ისე როგორ?-წამოიძახა და უკმაყოფილო ღიმილიც დასძინა ნათქვამს.

-ეჭვი მაქვს ღვინო ჩვენთვისაა-გავუღიმე სადედამთილოს

-ოოო,ზუსტად-თქვა ვათომ და კმაყოფილი სახით შემომხედა.

ქალბატონ დოდოს ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე,მივხვდი იეჭვიანა.იფიქრა,ჩემზე უკეთ იცნობსო ჩემს შვილს.-მოგეკეტა ბარბარე,შენ გკითხეს რამე?თავი რომ წამოყავი?ვსიო,ნეგატიურად განაწყვე ხალხი პირველსავე წუთებში-გავკიცხე საკუთარი თავი.

-როგორ მიხვდი,შვილო?-მკითხა უეცრად ვათოს მამამ.ჯერ დავიბენი,შვილოო?ესეიგი მთლად ცუდადაც არ მქონია საქმე-მეთქი,მერე დაბნეულმა დავიწყე.

-ვათოს წითელი ღვინო არ უყვარს,თან ორივე საჭესთან ხართ,გარდა ამისა,საფერავი შეუკვეთა-ჩემი ფავორიტი.-დავასრულე და კაცის სასიამოვნოდ გაოცებულ სახეს შევხედე.

-მემგონი ჩვენ პირდაპირ ქორწილის დღე უნდა დავნიშნოთ,არა დოდო?-გაიღიმა მამამ და განაგრძო-დაკვირვებული გოგო ჩანხარ და ვათოს ჩვენზე კარგადაც იცნობ,ყოჩაღ შენ-მითხრა და გამიღიმა.

-იქნებ ჩვენც ყავა გვინდოდა,ვათო-განაგრძო დედამ.

-შენ და ბარბარეს ბევრი სასაუბრო და საფიქრალი გაქვთ,ქორწილის დღეო,მისი ორგანიზებაო,ესაო ისაო,ფხიზელი თვალით ამ ყველაფერს ეხუმრები დე?-ღლაბუცობს ვათო-ჩვენ,კაცებს,რა გვენაღვლება დავლევთ ყავას და გიყურებთ შორიდან.-გაუცინა მამას.

-მასე გეგონოთ თქვენ-გაიღიმა დედამ ალმაცერად.

-ვათოს არ უნდა შვილო ეზოში ქორწილი მარა შენ რა აზრის ხარ ამაზე?

-ბარბარესაც არ უნდა-მოუჭრა ვათომ

-შენ გკითხე,ვათო?-გაუწრა შვილს

-ჩვენ საერთოდ ქორწილს არ ვაპირებდით და ამიტომ მოულოდნელი იყო ჩემთვის.ისე კი არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება.-ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე,რომ გულწრფელი ვყოფილიყავი.არ მინდოდა მლიქვნელურად პასუხი-„კი ძალიან მინდა“გამეცა მათთვის.ვიცოდი,შეიძლება ჩემი ნათქვამი არ მოსწონებოდათ,მაგრამ ვერ ვიფარისევლებდი.

-მაინც რრატომ არ გინდათ ერთი ეს ქორწილი?-დასძინა დედამ

-ჩვენ მოგზაურობა გვინდოდა და ორივეს საშუალება რადგან არ გვაქვს,ქორწილზე უარი ვთქვით-ვათომ გადაწყვიტა უხერხულ სიტუაციაში არ ჩავეგდე და ჩემი სათქმელი თავად წარმოთქვა.

-კარგი ბიჭო.მე გაგიშვებთ მაგ საბერძნეთში-თქვა მამამ ღიმილისმომგვრელად.-ჯერ კარგი ქორწილი გადავიხადოთ,ჩვენ რომ შეგვეფერება ისეთი და მერე ღამე გაფრინდებით საბერძნეთში,მე ვარ ამის ატვეჩაი-დაასრულა სიტყვა.

მე თვალები გამიფართოვდა.ვიცოდი,ვათოს ნასესხები ფულით არ გავყვებოდი და ძალიან გამახარა მამას სიტყვებმა.

-მაგას მე მოვაგვარებ,მამა-უთხრა ავთომ გაღიმებულ მამას.

-რას მოაგვარებ შენ?არ მაქვს უფლება ჩემს შვილს და რძალს საჩუქარი გავუკეთო?დაეტიე ერთი მანდ-უპასუხა და ყავა მოსვა ჭაღარამორეულმა კაცმა

-ბარბარე კი ამბობს არ აქვს მნიშვნელობაო,მაგრამ მე არ მინდა სეფაში ქორწილი.გავაკეთოთ ეზოში მაგრამ აუცილებელია სეფა?-წამოილუღლუღა ჩემმა საქმრომ.

-ჩვენთან იყოს,სახლში,ჩვენს სიმწვანეში და რაც გინდათ ის გააკეთეთ-წამოიძახა დედამ დაუფიქრებლად

-მაიც რას ფიქრობთ ერთი თქვენ,როგორი გინდათ ბატონო ვათო?-გაუღიმა მამამ ვათოს

-იყოს ეზოში,მაგრამ პატარ-პატარა მაგიდებით,ლამაზად,ქეიფის სტილში არა,სასიამოვნოდ-დაიწყო ვათომ-მთელი სოფელი არაა საჭირო უახლოესი ადამიანები და ჩვენს გემოზე,მოკრძალებულად,ხო გესმით რა.

-ჰო,მესმის,მესმის,რაც გინდათ ის ქენით ეგერ გაქვთ ეზო და ჩამოდით და მოიფიქრეთ რას როგორ გააკეთებთ-ჩაფიქრდა მამა

-ბარბარე,რას იტყვი შენ?-მომიბრუნდა დედა.

-მე გრანდიოზული არაფერი მინდა,რაც შეიძლება უბრალო.-დავიბენი,სიტყვებს თავს ვერ ვაბამდი.

-უბრალოო და კეტებით არ იქნებით საკუთარ ქორწილში იმედია-გაიღიმა დედამ

-ოღონდ შარვალ-კასტუმს ნუ ჩამაცმევ დე-ვათომ ხელი გადახვია დედას.

ვათოს მშობლებმა დაიჟინეს უნდა ჩამოხვიდეთ და მოიფიქროთ რა როგორ გინდათო.ორ დღეში ჩავედით მე და ვათო. ვნახე უზარმაზარი,აბიბინებული ეზო,სადაც გემოვნებიანად იყო ჩარგული ულამაზესი მინდვრის ყვავილები.სახლი ისე კოხტად იდგა,ისე იყურებოდა გეგონებათ ოჯახის აურა გადაედოო,ისიც იზიარებდა ჩვენს ბედნიერებას...სადედამთილომ ისეთი გემრიელი ხაჭაპურები გამოაცხო თავს ძლივს ვიკავებდი მთელი თეფში ჩემთვის რომ არ დამედო წინ.იმავე დღეს დავბრუნდით თბილისში.ვათომ სადარბაზოსთან მომიყვანა,ელოდებოდა როდს ავანთებდი შუქს სახლში და შემდეგ წავიდა.სახლში მისვლისთანავე ფანქარი მოვიძიე და თეთრ ფურცელს მივუჯექი,საქორწილო კაბის დასახატად.ზუსტად ისეთი კაბა გამოვიდა როგორზეც ვოცნებობდი,ატმისფერი უხეში ნაჭერი,წელზე მოყვანილი და ქვემოთ ოდნვ გაშვებული,ალაგ-ალაგ ნაჭრის ნაზი ყვავილებით გაწყობილი...ჯვრისწერისას ფეხზე მაღალქუსლიანები მეცვა...ტაძრიდან გამოსვლა და მათი გახდა ერთი იყო...ჩემს თავზე და ხელში ჭრელ ყვავილებს დაედოთ ბინა.ვათოს შავი კლასიკური შარვალი,ტილოს ზოლებიანი მაისური და კეტები ამშვენებდა.მეჯვარეებსაც შესაბამისად ძალიან სადად ემოსათ....ბრეთში მიმავლებმა ჩვენს ადგილასაც გავიარეთ და კიდევ ერთი თარიღი ამოვქარგეთ ხავსმოკიდებულ კედელზე.დედამ მითხრა სოფელში რომ ჩავალთ ისევ მაღლები ჩაიცვიო,ვათომ ჩამიცინა და როგორც გაგისწორდესო მითხრა,ისე ეს უფრო უხდება ჩვენს ნარიადს მარა რას ვიზამთო ჩამჩურჩულა და ჩვენს ტალახში ამოსვრილ ფეხებს დახედა ალმაცერად.ბრეთში მეზობლებიც გავიცანი და სანათესაოც.მე და ვათო მთელი ქორწილი ვცეკვავდით,თითქოს ჩვენს კი არა სხვის ქორწილში ვიყავით და უბრალოდ „ჩვენსას ვისწორებდით“.

-აი რატომ არ მინდოდა ქორწილი... -ჩამჩურჩულა ერთ-ერთი ცეკვისას და გამიღიმა

-ასე ცუდად ვცეკვავ?-ირონიულად შევხედე

პასუხად ლოყაზე მაკოცა და ძალიან ხმადაბლა ჩამჩურჩულა-წამო,გავიქცეთ.

-რა?-ვიცინოდი,მეგონა მომესმა

-გავიქცეთ მეთქი რა-თვითონაც გაეცინა

-საკუთარი ქორწილიდან გავიქცეთ?-ისევ ვიცინოდი

-ხო ხედავ ღრიანცალია და მეტი არაფერი დაგვლოცეს უკვე ვსო ეხა ჩვენ ჩვენი გავისწოროთ მოვხიოთ

-სად მოვხიოთ ჯერ არ მივფრინავთ ძალიან ადრეა,3ზე უნდა ვიყოთ აეროპორტში და ჯერ 8 არ არის ვათო-მივაყარე

-ოოოო-მითხრა უკმაყოფილოდ ხელი კარგად ჩამჭიდა და ნინასა და ლაშასკენ წავედით.

-შენს დაქალს ვიტაცებ მაინც რო იცოდე-მიახალა ნინას უცებ გამობრუნდა-ისე შენ რას გითანხმდები ჩემი ცოლია უკვე-ჩაილაპარაკა და გაღიმებულმა შემომხედა მერე სწრაფად გავირბინეთ ეზო ჭიშკრამდე,ჩავსხედით მანქანაში და წავედით,სად თვითონაც არ ვიცოდით

-მიახლოებით მაინც ვიცით სად მივდივართ?-გავუღიმე

-აზრზე არ ვარ-მითხრა და ხელზე მაგრად მაკოცა.

-ვათო,როგორ გგონია,ნათიას არ მოვეწონებოდი?-ჩუმად ვკითხე

-ანუ?-თქვა დაბნეულმა,მანქანა გზიდან გადააყენა და აცრემლებული თვალებით შემომხედა.

-ნათიასაც ენდომება მოლოცვა-ვუთხარი და ჩემი გაცხელებული ხელი მის გაკვირვებულ სახეს დავუხვედრე.

მან ჩემს ხელს თავისი დაადო,თვალებში ჩამხედა და ნაზად მითხრა-მიყვარხარ!

-მეც მიყვარხარ-ვუთხარი,ხელზე მაკოცა,მაქანა დაქოქა და ნათიას სასაფლაოზე წავედით.

ამასობაში სახლიდანაც გვირეკავენ,უკვე შეემჩნიათ ჩვენი არ ყოფნა.ნინას ესემესი-

„ბარბარე,გაგიჟდით?აქ პანიკებში არიან ვათოს მშობლები დაურეკეთ მაინც და უთხარით რომ უბრალოდ წახვედით და კარგად ხართ.“-ხმამაღლა წავიკითხე.

-ოოხ რა გაბუქება იცის ამ ნინამ-ჩაილაპარაკა ვათომ

-რა გაბუქება,ნერვიულობენ რა თქმა უნდა.

-მამაჩემმა ყველაფერი იცის,არავინ არ ნერვიულობს რელაქს-მითხრა და თვალი ჩამიკრა.

-მოიცა როგორ?-ალმაცერად შევხედე

-დაგვინახა რომ გამოვრბოდით და მანქანაში რომ ჯდებოდი თვალი ჩამიკრა,მოკლედ გამორთე რა ეგ ტელეფონი და გაფრენის წინ დავურეკოთ ი ვსიო-მითხრა და ცოტახანში დასძინა-აქედან ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო.

მართლა საოცარ ადგილას ამოვყავით თავი.მთელი სოფელი ხელის გულივით ჩანდა.ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიედგათ ხისა და აგურის სახლები,ეზოში ბავშები გამოსულიყვნენ და ტალახის პასკებს აცხობდნენ,ზოგიერთ მათგანს დედა ეძახდა:-შემოდი მოსაღამოვდა უკვეო-მე და ვათო კი ერთმანეთს ვუყურებდით და წარმოვიდგენდით ჩვენს დდ ოჯახს,ოთხ შვილსა და სათამაშოებით მოფანტულ ეზოს.წარმოვიდგენდით როგორ ჩამოეშლებოდა პატარა გოგოს თმა და გამოიქცეოდა დედაცთან თმის შესაკოწიწებლად,როგორ გაუგორებდა პატარა ბიჭუნა მამას ბურთს,როგორ აჭმევდა ბებო საჭმელს კიკინებიანს და როგორ უკითხავდა ბაბუ პატარას წიგნს...უკიდეგანოდ ვოცნებობდით...

-ვათო,რა ბედნიერი ხარ აქ მოსვლის საშუალება ყოველ დღე რომ გქონდა ბავშვობაში.

-მე მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული.ნათიას გარდაცვალებისას სახლში გაჩერება რომ არ შემეძლო,გამოვიქეცი და ხეტიალში მოვაგენი ამ ადგილს,მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ამოვდიოდი...ამ ადგილმა საერთოდ ყველაფერი იცის ჩემზე.-მითხრა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა

-დაგვაგვიანდება წავიდეთ აწი-მითხრა სევდიანი ხმით.

-არ მინდა წასვლა,ცოტახანიც ვიყოთ-ვუთხარი გულწრფელად

-აქ ნებისმიერ დროს შეგვიძ₾ია მოვიდეთ ჩემო სიცოცხლე-მითხრა,ხელი ჩამკიდა და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. 4დღე გავატარეთ სანტორინში,დაუვიწყარი 4 დღე,მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა ჩვენი ენა,თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით მთელი მსოფლიო...ის 4 დღე ენით აღუწერელ უამრავ მოგონებას ინახავს....ჩამოსხვლის დღეს ისევ ბრეთში წავედით,მშობლების სანახავად.მეორე დღეს კი თბილისშ,ჩვენს ბუდეში ჩამოვედით და ცოლ-ქმრული ცხოვრება დავიწყეთ...საკუთარი ხელებით გავაკეთეთ რემონტი,საკუთარი ხელებით გავაკარით ახალი შპაერი,შევღებეთ ჭერი,საძინებელში ერთი კედელი თეთრად დავტოვეთ პულივიზატორისთვის.შემდეგ წავედით ჭურჭლისა და სხვადასხვა ნივთების საყიდლად,საკუთარი ბუდის მოწყობას 2 კვირა მოვანდომეთ.ბოლო დღეებში კი საღებავის სუნზე გული მერეოდა,ვათოსგან მალულად გავიკეთე ანალიზი და შევიტყვე რომ ორსულად ვიყავი..დაწორედ მაშინ დაიწერა ჩვენი საძინებლის თეთრ კედელზე პირველი სიტყვები...

-ვათო,ნახე,აქ პატარა ადგილი დაგვრჩენია-ვუთხარი ქმარს რომელიც კედლისკენ სადაც“ჩვენი პატარა გზაშია“ეწერადა გვერდით პატარა ფეხი იყო მიხატული,ზურგით იდგა და კარადას აწყობდა.

-მანახე?რა დაგვრჩა?-მითხრა და უცებ მოიხედა.

-რაო?-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ნაწერს მაქსიმალურად მიუახლოვდა,ხან მე მიყურებდა ხან კედელს აშტერდებოდა ბოლოდ გამოერკვა და თვალებ აცრემლებულმა ხელშ ამიტაცა მაბზრიალებდა,მერე საწოლზე ჩამომსვა ცუდად არ გახდე რას ვაკეთებო,ხელები დამიკოცნა მუცელს ხელი დაადო და ცრემლიანი თვალებით ამომხედა-აქ არის ხო,აქ?...



№1  offline წევრი Rania

Zalian miyvars es istoria. Moutmenlad velodebi magram ase ratom agvianebbb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საოცრად აღწერ მოვლენებს. ცხოვრებისეული, რეალური განცდები გაქვს გადმოცემული. იმხელა სითბო იგრძნობა თითოეულ სიტყვაში და ამ ორის სიყვარულში. პოზიტიური და სასიამოვნოთავი იყო. მათ იმდენად ძლიერი სიყვარული აკავშირებთ, რომ ყველანაირ დარტმას უნდა გაუძლოს. ახალი თავი მაინტერესებს სასწაულად და იმედია შეძლებ მალე დადებას❤

 


№3  offline წევრი ვინსენტ

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას!!თქვენი გვერდით დგომა ზეციურ ემოციებს მანიჭებს!თქვენი თითოეული სიტყვა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა!ახლა რაც შეეხება რომანს,მიუხედავად იმისა რომ თითქმის დავასრულე,სამწუხაროდ,ვერ ავტვირთავ ვერსად...ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,მაგრამ გპირდებით როგორც კი შესაძლებლობა მექნება,აუცილებლად განვაგრძობ...ბოდიში აქამდე რომ ვერ გაგაგებინეთ,ბოდიში თუ იმედები გაგიცრუეთ...ძალიან დიდი მადლობა გუნდაც წაკითხული ერთი სიტყვისთვის,მადლობა ნებისმიერი ემოციისთვის რაც დაგეუფლათ...დროებით!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent