შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაშორეთ ეს ბავშვი (პირველი ნაწილი)


8-02-2019, 03:30
ავტორი გრაფინია
ნანახია 3 560

„განცხადება! ვეძებთ მომვლელს 1 თვით 8 წლის ბიჭუნასათვის. სასურველია, იყოს გოგონა და თან ახალგაზრდა. ანაზღაურება 800 ევრო, დამატების პერსპექტივით. საკონტაქტო ტელეფონი: XXXXXXXXX. დამატებითი პირობების გასაცნობად მოგვმართეთ პირადად”.
-მშვენიერია- ჩაილაპარაკა გოგონამ და წითელი ფანქრით შემოხაზა განცხადება დილით ნაყიდ გაზეთში.
-დედაააა, დეეე, დეე, - სამზარეულოში გაფრატუნდა და ჭურჭლის რეცხვაში „გართულ“ 40 წელს ოდნავ გადაცილებულ ქალს უკან დაუდგა. ქალი სწრაფად შემოტრიალდა და ქალიშვილს შეასკდა.
-ვაიმე დედა... რა გაღრიალებს გოგო, ყრუ კი არ ვარ.- უსაყვედურა გოგონას.
- დე, ნახე აბა.- თვალებზე ააფარა გაზეთი დედამისს.
- გაწი უკან ცოტათი, ვერაფერს ვხედავ.
ოდნავ მოშორებულ გაზეთში წითლად მონიშნულ განცხადებას თვალი გადაავლო.
-ჰმ, შენ რომ ბავშვები არ გიყვარს? თან 800 ევრო მხოლოდ ერთი თვით? უცნაურიაააა.... რა იყო ლუციფერი ხომ არაა ეს ბავშვი? დროებითი სამუშაოსთვის ამდენს რატო იხდის პატრონი?
- კაი რა დედა, თითიდან საფრთხის გამოწოვაში ოქროს მედალი გეკუთვნის,-გადაიხარხარა გოგონამ.- თან მე უზრდელი ბავშვები არ მიყვარს.
-იცინე, იცინე და ცხვირს რომ მიიმტვრევ, მე ნურაფერს დამაბრალებ.
-ცხვირს არა, კისერს. კისერი ჯობია.
-თათია ნუ ხარ სულელი.
- აბა რა ვქნა? მითხარი რა გავაკეთო? მაგისტრატურისთვის ფული როგორ შევაგროვო? არ მინდა, მეც, ჩვენი ქვეყნის 70%-ის მსგავსად, ბუხრის თავზე შემოსადებად ავიღო ის ოხერი დიპლომი. მინდა კარგი მაგისტრატურა გავიარო და მერე ჩემი პროფესიით ვიმუშავო. სად შევაგროვო ფული? 800 ევრო ქუჩაში არ ყრია. ღმერთმა ხელში მომცა შესაძლებლობა და მითხრა „ხელი გაანძრიე და გეშველებაო“ და არ გამოვიყენო ეს შანსი?- წარბები შეჭმუხნა და ტუჩები გამობუზა.
- შენთვის გეუბნები დე, თორე.... რა ვიცი, რა გითხრა. დარეკე აბა მაშინ.
-კაი დე, მაგარი ხარ. მიყვარხარ. არა არ მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე- გოგონა ხტუნვა-ხტუნვით გავარდა მისაღებში.
-შენი ტელეფონით დავრეკავ, ოქ?
-ხო დარეკე, მაგრამ ვალი გაქვს ჩემი იცოდე.
-კაი, დანარჩენ ვალს მიამატე.
თათიამ ნომერი აკრიფა. ზარი გავიდა და ყურმილის მეორე მხრიდან ქალის თბილმა ხმამ უპასუხა:
-გისმენთ!
-უკაცრავად ქალბატონო, მე განცხადების თაობაზე გირეკავთ...
-აა, დიახ, გასაგებია, მაგრამ მე ვერ დაგეხმარებით და ბატონი თემო სახლში არ ბრძანდება. ხვალ მობრძანდით საღამოს ექვსის შემდეგ და თავად დაგელაპარაკებათ.
-კარგი, გმადლობთ. აუცილებლად მოვალ,მისამართი ჩამაწერინეთ.
მეორე დღეს ნაშუადღევის 4 საათზე, თათია და დედამისი, ნატო, ერთად არჩევდნენ ჩასაცმელს. დიდი ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ თათიამ გაიმარჯვა და ჯინსით, კედებითა და მაისურით წავიდა შეხვედრაზე.
ჩაწერილ მისამართზე 18:20 მივიდა. სახლს, უკაცრავად სასახლეს, თვალი შეავლო და თუკი აქამდე გულუხვობას უქებდა მის მომავალ დამქირავებელს, ახლა სულ „წუპაკი, ჟმოტი და ძუნწი“ ეძახა.
-ასეთი ქონების პატრონმა 800-ს რომ ცოტა მოუმატოს დაიქცევა ქვეყანა? - ჩაიდუდღუნა და დაცვას უთხრა, რომ დღეს დაიბარეს და მათი უფროსისთვის ეცნობებინათ მისი მოსვლა.
მიდიოდა სახლისკენ მიმავალ მოკირწყლულ გზაზე და ყოველი დეკორატიული ბუჩქის დანახვისას სევდა აწვებოდა. „ რაც ამ ბაღის გაფორმებას ფული დასჭირდა, რამდენ გაჭირვებულს დააპურებდა იმით და თან სწავლის ფულსაც გადაიხდიდა! დამპალი, გაზულუქებული ღორი!“ - უკვე კარგად გამოლანძღა უცნობი „ფულის ტომარა“.
„ალბათ ღიპიანია, ღიღაბიც დაფენილი ექნება გულ-მკერდზე, ნაირ-ნაირებს ჭამს და სვამს... ნაგავი!“ - გამოუტანა განაჩენი „მდიდარ ღორს“, ისე, რომ თავის გამართლების საშუალება არ მისცა თავის აზროვნებაშიც კი. უკვე არ მოსწონდა თავისი უფროსი და მისი განებივრებული, გატუტუცებული ლაწირაკი. სახლის კართან შეყოვნდა და უკან მობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ კარი გაიღო და იქედან დაბალი, ტანსრული, კეთილსახიანი ქალი გამობაჯბაჯდა. გოგონა შეათვალიერა, გაუღიმა და სახლში შეიპატიჟა.
-თქვენ ალბათ ის გოგონა ხართ, გუშინ რომ დარეკეთ არა?
-დიახ, მე ვარ. გუშინ დაგირეკეთ და აი, მოვედი.- თათია ცდილობდა თავისი ნერვიულობისგან აფართხალებული გული როგორმე დაემშვიდებინა და მუცელში საიდანღაც შეფრენილი პეპლების კოლონის თავაწყვეტილი პარპაში დაეოკებინა. მოკლედ, ნერვიულობდა და ეშინოდა.
- დამელოდე შვილო და თემოს ვეტყვი, რომ მოხვედი.
-კარგი, დაგელოდებით, სხვა რა გზაა.
ქალმა გეზი კიბის ქვეშ განთავსებული ოთახისაკენ აიღო და შიგნით შეიკარგა. თათიამ კი ყურადღებით დაიწყო უზარმაზარი მისაღების თვალიერება.
„ამ ფართში 4 ჩემი ბინა დაეტევა. ავეჯზე არ მაქვს ლაპარაკი“- თავის თავს ელაპარაკებოდა გოგონა გულში.
-შედი, შვილო, გელოდება.- ქალის ხმამ გამოაფხიზლა.
-მე...მე... უკვე უნდა შევიდე?- ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და გაურკვეველი შიშის გრძნობით შეპყრობილი გაემართა „გაზულუქებული ღორის“ ,ალბათ, კაბინეტისკენ.
ფრთხილად, ხელის კანკალით დააკაკუნა კარზე.
-შემოდით, შემოდით.- კაცის ბოხმა და უხეშმა ხმამ ჰაერი გაკვეთა. თათიას შიშისგან მუხლები ეკვეთებოდა. საიდანღაც მოიკრიბა სხეულის კუნჭულებში შერჩენილი გამბედაობა და ოთახში, ვერც თუ ისე მტკიცედ, შევიდა.
-გამარჯობა, ბატონო...
-თემურ მელითაური. თემური მქვია. გაგიმარჯოს. შემობრძანდით, დაბრძანდით.
-გმადლობთ.-მორცხვად გაიღიმა, მაგრამ მიხვდა თავისი საქციელის აბსურდულობას. იმ სიბნელეში, რომელსაც მხოლოდ ერთი მაგიდის ლამფა ანათებდა და ისიც მქრქალად, ნამდვილად ვერ დაინახავდა თანამოსაუბრე მის „კდემამოსილ“ ღიმილს.
-ქალბატონო თათია,ხომ თათია გქვიათ არა?
-კი თათია მქვია.
- მინდა გითხრათ, რომ თქვენ პირველი ადამიანი ხართ, რომელიც გამოგვეხმაურა განცხადებაზე. ვიმედოვნებ, შევთანხმდებით და სხვასთან გასაუბრება არ დამჭირდება. თქვენ ჩემს შვილზე უნდა იზრუნოთ, მიხვდით, ალბათ, ერთი თვით და 800 დოლარს გადაგიხდით...-სულაც არ ჰგავდა მამაკაცი ღორს, პირიქით, მშვენიერი აღნაგობა ჰქონდა.
-ევროს...- ჩაუსწორა თათიამ თითქმის ჩურჩულით.
-ხო, ევროს- ჩაიცინა თემურმა და გოგონა ვერ მიხვდა, როგორ უნდა გაეგო ეს ჩაცინება.- კიდევ არის გარემოება, რომელიც ართულებს თქვენს სამუშაოს: მე ამ ერთი თვის განმავლობაში არ ვიქნები საქართველოში, ჩემი შვილი კი ცოტა რთული ბავშვია, უხეში, თავის თავში ჩაკეტილი, გესმით არა, რასაც ვამბობ?- თათიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-უცნობებს ვერ ეგუება,არ უყვარს - განაგრძობდა კაცი - ზოგჯერ უხეშ ძალასაც უკეთებს დემონსტრირებას. მას მხოლოდ ჩემი რიდი აქვს, მე მიჯერებს და მე თუ აქ არ ვიქნები, ათჯერ მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ მასთან , ასე ვთქვათ, გასამკლავებლად. თუ თქვენ ჩათვლით, რომ შემოთავაზებული გასამრჯელო არ შეესაბამება თქვენს დაღვრილ ოფლს, ნებისმიერ დასახელებულ თანხას გადაგიხდით.
- ანუ, შესაძლოა, მომკლას?- საცოდავად ამოიკნავლა გოგონამ.
-ნუ გეშინიათ, ასეთი მტარვალიც არ არის- გულწრფელად გადაიხარხარა მამაკაცმა,- კიდევ ხომ არ გაინტერესებთ რაიმე?
-აქამდე ძიძა გყავდათ? ან რაღა მაინცადამაინც ერთი თვით აგყავართ?
-კარგი კითხვაა? აი, ორივე კითხვაზე პასუხს ერთ თვეში თავად უპასუხებთ საკუთარ თავს-გაიღიმა თემურმა.
-სამსახური როდიდან დავიწყო?
-ხო რა უნდა მეთქვა, კარგია, რომ გამახსენდა,-საქმიანი კილოთი განაგრძო- იმის გამო, რომ მე აქ არ ვიქნები და საბუკას ერთადერთი ზედამხედველი თქვენ ხართ, აქ უნდა გადმოხვიდეთ და დარჩეთ. რა თქმა უნდა, თუ თანახმა ხართ.
-კი, კი, გადმოვალ, თუ აუცილებელია.
-მაშინ ლოლას ვეტყვი და ოთახს გაგიმზადებს საბას ოთახის გვერდით. ჩაალაგეთ ბარგი და ხვალ დილით ჩემი მძღოლი, ზურა, მოგაკითხავთ.
ხელი გაუწოდა თემურმა თათიას. თათიამ მის ტორში ჩადო თავისი პაწია ხელი. კაცმა ხელი მოუჭირა და იგრძნო, როგორ კურდღელივით კანკალებდა გოგონა. ჩაეღიმა და ხელი შეუშვა.
თათია კართან მამაკაცის ხმამ შეაყოვნა:
-ხო კიდევ, ნუ კანკალებთ ასე შესამჩნევად. ჩემმა შვილმა თუ შენიშნა, რომ ასე ძალიან გეშინიათ მისი, ნამდვილად არ ჩაგაგდებთ სახარბიელო მდგომარეობაში. ეცადეთ მტკიცედ დადგეთ და არ შეეპუოთ, თორემ უკვე წაგებულ ბრძოლას იწყებთ, ასე ჩათვალეთ.
-მე არ მეშინია თქვენი შვილის- წამოცდა თათიას. „ახლა რას იფიქრებს?! ხომ მიხვდება, რომ თავად არის საზარლად საშინელი და მისი უფრო შეეშინდა?!“
-აბა ვის შიში გიკანკალებთ მუხლებს?-ქვევიდან ალმაცერად ამოხედა კაცმა და ცალყბად ჩაიცინა.
-არავის არ მეშინია - ეცადა მტკიცედ გამოსვლოდა, მაგრამ მის ხმას ბევრი აკლდა ფოლადის სიმტკიცემდე.- მე საერთოდ არაფრის და არავის მეშინია.
-ხო... ხო... აბა რა... თქვენთვის მასე სჯობს...
თათიამ არ იცოდა დაუჯერა თუ არა თანამოსაუბრემ, მაგრამ ეს დიდად არც აღელვებდა. ახლა მთავარი იყო, ამ წყვდიადიდან გაეღწია და სახლში მშვიდობით მისულიყო. ასეც მოიქცა!
შინ დაბრუნებულმა ყველაფერი მოუყვა ნატოს. დიდხანს ეხვეწა დედამისი, გადაეფიქრებინა თავისი „სულელური“ გადაწყვეტილება, მაგრამ სწავლის გაგრძელების სურვილმა შიშსა და მომავალ, თემურის შეპირებულ, ჯოჯოხეთურ ერთ თვესაც სძლია.
დილით ზურას ჩაუსკუპდა მანქანაში და ერთ საათში თავის მომავალ სამყოფელში ამოყო თავი. მისთვის გამოყოფილ ოთახში დაბინავდა. მშვენიერი ოთახი იყო, დახვეწილი, მდიდრული. შავ-თეთრსა და იასამნისფერ ფერებში გადაწყვეტილი. ტანსაცმელი გარდერობში შეალაგა და მისაღებში ჩავიდა.
-მამა, მამააა!- სახლის სივრცე ბავშვის ტვინისწამღებმა ყვირილმა გაჟღინთა.
„ალბათ ესაა პატარა ლუციფერი“-გაიფიქრა თათიამ. როგორ ვერ იტანს უზრდელ ბავშვებს!
-მამა, მამიკოოო- ხმა არ წყდებოდა.
-სად ხარ მა?-„მთავარი ლუციფერიც“ გამოჩნდა.
ბავშვი კიბის თავზე გამოჩნდა.შავი სწორი, შუბლზე ჩამოყრილი თმები, ნაცრისფერი თვალები და „კურნოსა“ ცხვირი ჰქონდა.
„ოჰო, გარეგნულად არ გავს ეშმაკს“.
არც შემოსასვლელ კარში მდგარი თემური ჰგავდა გუშინდელ „შემზარავ ურჩხულს“ ბნელეთიდან . შვილის მსგავსად მასაც შავი თმები ჰქონდა, მაგრამ ცხვირი და თვალის ფერი არ მიუგავდათ ერთმანეთს.
„ალბათ დედისგან გამოყვა“- და პირველად ახლა დაფიქრდა იმაზე, თუ სად იყო „ამ ბავშვის“ დედა და „ამ კაცის“ ცოლი.
„ალბათ, გაშორებულია“- დაასკვნა მარტივად და გონებიდან განდევნა მისთვის ესოდენ უინტერესო ფიქრები.
სანამ თათია „ზოგადამსაოჯახო“ პრობლემებით ინტერესდებოდა, საბამ ჩამოირბინა საფეხურები და მამამისისკენ გაიქცა, გზად კი შუა ოთახში გაქვავებულ უცნობ გოგონას მუშტი უთავაზა მუცელში, გზა გააგრძელა და მამას კისერზე შემოახტა. თემურმაც ხელში აიყვანა შვილი და დააბზრიალა, კისერზე შემოისვა და მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა წელში ორად მოხრილი მომვლელი, რომელსაც სახე საცოდავად დამანჭვოდა და მუცელზე იკიდებდა ხელს. ბავშვი ჩამოსვა, შეშფოთებული მივარდა თათიასთან, დივანში ჩასვა და ეცადა, შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოეჩინა. ცოტა ხანში გაუარა გოგონას ტკივილმა და ფეხზე წამოდგომაც შეძლო, მაშინვე გაქრა „ბოსის“ სახიდან თანაგრძნობის ნატამალი, მოშორდა ძიძას. შვილს მიუბრუნდა და მსუბუქად დატუქსა. ამის შემდეგ სასადილო ოთახში მიიწვია თათია და ლოლას სუფრის გაშლა სთხოვა.
საბას დიდად არ მოსწონებია ვიღაც გადამთიელთან ერთად სადილობის აზრი, მაგრამ „დასჯილობის“ გამო მამისთვის ენის შებრუნება ვეღარ გაბედა.
-მე ხვალ დილით მივფრინავ შვედეთში ბიზნესის გამო.
თათია უცებ ვერ მიხვდა ვის ეუბნებოდა თემური ამას და შეხედა, რათა ამ ინფორმაციის ადრესატის ვინაობა კაცის სახეზე ამოეცნო. როდესაც თავისკენ მომართულ მზერას წააწყდა თავი ჩაღუნა და სათქმელის უქონლობის გამო, მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა.
-ვიფიქრე, რომ უნდა გცოდნოდათ.- ეს იყო სადილობისას ნათქვამი ბოლო წინადადება და ამ ოჯახური რიტუალის დასრულებამდე, მხოლოდ ჩანგლები, დანები და თეფშები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
მთელი დღე სახლში იყო თემური და შვილს ეთამაშებოდა. ერთხელ გავიდა თათია ეზოში და შვილის მტრული და მამის გოროზი მზერის დანახვისას სასწრაფოდ უკან შებრუნდა. სამზარეულოში გავიდა და იქ მოფუსფუსე ლოლიტას დახმარება შესთავაზა, როცა ლოლამაც ზრდილობიანად გამოაბუნძულა თავისი „სამფლობელოდან“, მობუზული თავის ოთახში შეიკეტა მთელი ნახევარი დღით. ძალიან არ უნდოდა, მოსალოდნელ „ჯოჯოხეთზე“ ეფიქრა, მაგრამ მისი გონება მხოლოდ ამას მოეცვა და ბაჭიასავით დამფრთხალი ტვინის სოროებში ეძებდა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს. ბოლოს საკუთარ თავს ომახიანად შემოუძახა, წელში გამართვისაკენ მოუწოდა, „ცოტნე დადიანი თაკარა მზეში დაწვა მოძმეთა გულისთვის და მე როგორ ვერ უნდა გავუძლო ორ დესპოტს, მითუმეტეს ხვალიდან ერთი იქნებაო“-გაიმაგრა გული და სავახშმოდ ჩავიდა.
მძინარეს უცნაური შგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც უყურებდა და მართლაც, როცა თვალები ძლივს გაახილა, საწოლის პირდაპირ სავარძელში ჩამჯდარი თემური დაინახა, რომელიც თათიას უყურებდა.
-ღმერთო ჩემო, რომელი საათია?- გოგონამ საბანი წაიფარა და შეშფოთებული თვალები მიაპყრო კაცს.
-ნუ ნერვიულობ, ადრეა, ახლახანს შესრულდა დილის 5 საათი. რაღაც მინდოდა მეთქვა და შენი ჯიქურ გაღვიძება არ მინდოდა. გამიგია, დიდხანს თუ უყურებ, მძინარეს, ის იგრძნობს და გაეღვიძებაო და მე ვიფიქრე, რომ ახლა სწორედ ამ ცდის ჩატარების დრო იყო. რამდენს ვლაპარაკობ.- ბოლო წინადადებაზე წარბები შეკრა.
- ააა - მრავალმნიშვნელოვნად თქვა, თუმცა კარგად ვერ აღიქვამდა კაცის ნათქვამს.
-აი მოაწერეთ ხელი- თემურმა რაღაც ფურცელი და კალამი გაუწოდა გოგონას.
-რა არის ეს?
-კონტრაქტია. შიგნით წერია, რომ თქვენ ერთი თვის განმავლობაში არ მიატოვებთ ჩემს შვილს. გამიგეთ სხვა სიტუაცია, რომ იყოს არ გაიძულებდით, მაგრამ მე მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს მიხედავს ამ დროის განმავლობაში ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს სახლს ჩემს დაბრუნებამდე.
-მაიძულებდით? თქვენ მე ვერაფერს მაიძულებთ, ვერც ახლა. მე აქ ჩემი ნებით ვარ და ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში-მამაკაცის ნათქვამმა გონზე მოიყვანა და გააზრებამ გააწიწმატა.
თემური სავარძლიდან წამოიმართა, თითები ერთმანეთში გადახლართა, იაყვებით მუხლის თავებს დაეყრდნო და თავი ხელებს ჩამოადო. მშვიდად უყურებდა თათიას, სახეზე ნერვიც არ გატოკებია.
-რა თქმა უნდა, არაფერს გაიძულებთ. პირიქით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ თქვენი ნებით იყოთ, მაგრამ ხომ აღგიწერეთ საბას ხასიათი და ქცევები? მგონია, რომ შეიძლება თქვენი ნდობა, მაგრამ ასე უფრო დავდებ გულს, თუ მეცოდინება, რომ ჩემს ბიჭს არ მიატოვებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ, როგორც თქვენ მითხარით, ის მოგკლავთ- ამის თქმაზე ჩაეცინა.- ფულს მოგიმატებთ და ორ ათას ევროს გადაგიხდით. დამეთანხმებით, რომ ორი ათასი ევრო ქუჩაში არ ყრია და კიდევ, თითო ნაკაწრზე, რომელსაც ჩემი შვილი მოგაყენებთ ას ევროს დავამატებ, უფრო სერიოზულ დაზიანებას თუ მიიღებთ კომპენსაცია გაიზრდება. შევთანხმდით?
-ღმერთო ნუთუ ასეთი საშიშია?-მარჯვენა ხელი უნებლიედ მკერდზე მიიდო გოგონამ და იგრძნო საკუთარი გულისცემა. ორგანო გარბოდა და თათიასაც გაქცევა მოუნდა აქედან, მაგრამ სწავლა? მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი?
-არა, არ არის „ასეთი“ საშიში, იცით ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ყველაფრისთვის მზად იყოთ და გაფრთხილდეთ. ისიც კი შესაძლებელია, რომ ოთახიდან არ გამოვიდეს, მაგრამ ასეც არ მინდა, რომ იყოს, -კაცმა წიგნი გაუწოდა თათიას -აი, აიღეთ და წაიკითხეთ.
-ეს რა არის?-წიგნი შეათვალიერა და წარწერას დააკვირდა : „როგორ აღვზარდოთ ბავშვი“.-თქვენ რა, ამას კითხულობთ?-გადაიკისკისა.
-ხო, რა იყო მერე?- დაბნეული მზერა მიაპყრო თემურმა თათიას- არ შეიძლება?
-არა, როგორ არ შეიძლება. მე...მე... უბრალოდ გამიკვირდა.
- მოაწერეთ ხელი.
თათიამ ხელი მოაწერა ფურცლებს, კაცს გაუწოდა და დააყოლა:
-შეგიძლიათ მენდოთ. მე არ ვარ უპასუხისმგებლო.
-ეჭვი არ მეპარება. - გაუღიმა- მაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ. ეს ბარათი გამომართვით და დახარჯეთ საჭიროებისამებრ და თქვენი სიამოვნებისთვისაც. ყოველ კვირას შევავსებ ანგარიშს. ახლა კი დაგტოვებთ. განაგრძეთ ძილი.
თათიამ პლასტიკური ბარათი გამოართვა და საწოლთან მდებარე ტუმბოზე დადო.
-გმადლობთ ბატონო თემურ. კეთილი მგზავრობა.
კაცი ოთახიდან გავიდა. თათია გადაბრუნდა და ძილის გაგრძელება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ყველაფერზე ეფიქრებოდა: ამ კაცზე, ბავშვზე, კონტრაქტზე, მომავალ ერთ თვეზე, დედაზე, რომელიც ახლა სახლში მარტო იყო და ალბათ, არ ეძინა... “ალბათ” არა! ნამდვილად არ ეძინა. ის ვერასოდეს იძინებდა თათიას სხვაგან წასვლის პირველ ღამეს. გათენებამდე ასჯერ მაინც დახედა საათს. დრო საშინლად იწელებოდა. „რა უცნაურია, ხან რა სწრაფად გადის დრო, ხან კი საშველი არ ადგება მის მილევას, არადა ის ყოველთვის ერთი და იმავესიჩქარით მიიწევს წინ.“ მზის პირველი სხივის გამონათებისას ღმერთს მადლობა გადაუხადა კიდევ ერთი ახალი დღისათვის და თავი მძიმედ წამოწია ბალიშიდან.
დიდხანს უყურა თავის თავს სააბაზანოს სარკეში. „რა გამხდარი ვარ, ღმერთო ჩემო. არც დასაკვეხნი სილამაზე მაქვს. მე ვის უნდა მოვეწონო?!“ რიტორიკული კითხვით მოშორდა სარკეს და პირველ სართულზე ჩავიდა. ჯერ არავის ეღვიძა და გადაწყვიტა სახლი და ბაღი დაეთვალიერებინა. შემდეგ ბიბლიოთეკის მონახულებაც მოესურვა და მის ძებნაში მთელი სახლი დაიარა, მაგრამ მძინარე საბას ოთახში წააწყდა მხოლოდ რამდენიმე ზღაპრის წიგნსა და კომიქსს, სულ ეს იყო. ბოლოს გაახსენდა, რომ მაშინ თემურის კაბინეტში დალანდა წიგნების თაროები და გეზი სწორედ იქითკენ აიღო.
სახელური ფრთხილად ჩამოსწია, კარი ღია დაუხვდა. რატომღაც ეგონა, რომ ჩაკეტილი იქნებოდა და ამ სასიამოვნო სიურპრიზმა გული აუჩქროლა. შიგნით გაბედულად შეაბიჯა, შუქი აანთო და წიგნების თაროებს მიადგა. უზარმაზარ თაროებს სამი კედელი ჰქონდათ დაკავებული და უამრავი წიგნი თავმომწონედ დასცქეროდა თათიას. არც „წიგნის ჭიას“ დაუყოვნებია დიდხანს, კიბეზე აძვრა და მათ თვალიერებას შეუდგა. სასურველ წიგნებს იღებდა და საწერ მაგიდაზე ალაგებდა, თან საყვარელ სიმღერას ღიღინებდა.
„-რომ მოვიპარო ნეტა გაიგებს?“ გაიფიქრა და შეკითხვას თავად უპასუხა ხმამაღლა:
-რა თქმა უნდა, გაიგებს. მე რომ ასეთი წიგნები მომპარონ გავიგებდი კი არა ინტერპოლს ჩავრთავდი ძიების საქმეში.
ერთი კედლის დეგუსტირებას მორჩა და ის იყო მეორის დასათვალიერებლად უნდა ასულიყო კიბეზე, რომ ნაცნობმა და არც ისე კეთილგანწყობილმა ხმამ ადგილს მიაყინა.
-მამიკოს ვეტყვი მის კაბინეტში, რომ უკითხავად შემოიპარე და თან მისი საყვარელი წიგნების მოპარვას აპირებ-ბავშვს ზიზღისგან ყბა მოქცეოდა და სიძულვილით აღვსილ მზერას „ქურდს“ არ აშორებდა.
-ვააა საბუნა? გაიღვიძე უკვე? ასე ადრე რამ აგაყენა? - გოგომ კეთილი სახე მიიღო და სიტუაციის განსამუხტად თბილი კილოთ საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა.
- მე შენი საბუნა არ ვარ. საბა ვარ და საბუკას მხოლოდ მამა მეძახის- ისევ დაბღვერილი იყურებოდა. თათიას მის გამომეტყველებაზე გაეცინა.
-კარგი, ბატონო საბა, იყოს ნება შენი.
-ახლა მე აქ ჩაგკეტავ მამას ჩამოსვლამდე და მის ოთახში უკითხავად შესულს, რომ გნახავს მო-გკლავს!- ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, ქვევიდან ალმაცერად ამოხედა და ცალყბად ჩაიღიმა.
„ოჰოო, უმუშავია მამამისს შვილის მიმიკების „დახვეწაზე“. ვაიმე ისე როგორ გავს თემურს“-გაიფიქრა და ის დღე გაახსენდა, პირველი შეხვედრისას ასე რომ ამოხედა უფროსმა მელითაურმა. ხმამაღლა კი სხვა თქვა, თან სახეზე შეყინული ღიმილი ეხმარებოდა, ამ ბავშვის მიმართ არასოდეს არსებული, „კეთილგანწყობის“ შენარჩუნებაში:
-ორივემ ვიცით, რომ შენ მაგას არ გააკეთებ.
-რატომ?
-რა რატომ?
-რატომ გგონია, რომ არ გავაკეთებ?
-იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ.
ბიჭის სახეზე განწყობა ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა. ვერ ხვდებოდა, ისევ მამამისის გამოჭერაზე ორიენტირებული მორიგი „****“ ელაპარაკებოდა თვალთმაქცურად თუ ეს სანდომიანი სახის მქონე გოგო მართლაც ასე ფიქრობდა. ბოლოს პირველ ვერსიაზე შეჩერდა.
-მამიკოს ფულები გაინტერესებს მარტო ხო?
თათია გაშრა. ამ ლაწირაკს შეხედეთ! ასეთი შეურაცხყოფა მისთვის არავის მიუყენებია, ახლა კი მთელი თვე ასეთი შეურაცხმყოფელი სისულელეები უნდა აიტანოს?! მისმა არსებამ განგაშის ზარები შემოკრა, მაგრამ ეს არ შველოდა. როგორმე ეს ბავშვი უნდა დაერწმუნებინა, რომ ამ ერთი თვის გასვლის შემდეგ მათი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავიდოდა ისე, რომ არც მამამისს „წააფცქვნიდა“ ფულს და არც საბას წაართმევდა მამას, მაგრამ ეს ბავშვი მართალი იყო რაღაცაში. ის აქ მართლაც ფულის გამო მოვიდა. არც ეს ბავშვი უყვარდა და არც თემური ეხატებოდა გულზე, მას მხოლოდ გასამრჯელოს პატიოსნად აღება უნდოდა და მერე უბრალოდ „დაახვევდა“, გაქრებოდა, აორთქლდებოდა, ვერავინ გაიგებდა ამ სახლში მის სახელს კიდევ ერთხელ... როცა ეს გააცნობიერა, შერცხვა თავისი საქციელის. ეს საძაგელი, მაგრამ მაინც უდანაშაულო ბავშვიც ხომ იძულებული იყო ეს ერთი თვე ისეთ „დეიდასთან“ გაეტარებინა, რომელსაც დასანახად ვერ იტანდა და ეს გრძნობა, საბაც გრძნობდა, რომ ცალმხრივი არ იყო. თათიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვისთვის არაფერი დაემალა და ყველაფერი გაერკვია მასთან.
-მოდი, შემოდი და აქ დაჯექი- ხელით ანიშნა კარებში გაქვავებულ საბას შემოსვლა.
-არა, არ მინდა.-ვირივით გაჯიუტდა ბიჭი.
-შემო, უნდა გელაპარაკო სერიოზულად.
საბამ ჯიბეში ხელები ჩაიწყო და კაცური ნაბიჯით მიუახლოვდა სავარძელს, შიგნით კომფორტულად მოკალათდა და სმენად იქცა.
-საბუნა, მისმინე!
-შენთვის საბა!-წარბები შეყარა ბავშვმა.
-საბა ხარ თუ საბუნა, არ გამაწყვეტინო რა!- ცოტა უხეშად გამოუვიდა თათიას.- და რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე. ერთი და იმავეს ორჯერ გამეორება არ მიყვარს.
-ჰაჰ.- მთელი ცინიზმი ჩააქსოვა ბიჭმა ამ შორისდებულში.თათიამ ყურადღება არ მიაქცია და შეწყვეტილი საუბარი განაგრძო:
-მესმის, რომ არ მოგწონვარ. არც ხარ ვალდებული, მოგწონდე, მაგრამ ეს ერთი თვე ამიტანე როგორმე, კარგი? მერე მე ჩემი გზით წავალ, საერთოდ ვეღარ მნახავ და შენთან ერთად მეც ბედნიერი ვიქნები ამ ფაქტით.
-ახლა რატომ არ მიდიხარ შენი გზით?-გამჭოლი მზერით თვალებში შეაშტერდა ბავშვი.
-ამ გზაზე სიარულისთვის მე ფული მჭირდება, ფულს კი აქედან რომ წავალ, მაშინ მომცემენ.
-ანუ მამაჩემთან მაინც ფულის გამო ხარ. მეც ეგ არ ვთქვი?!
-მე მამაშენთან კი არა, შენთან ვარ, ჩურჩუტო.
-მე შენ არ მჭირდები!-იყვირა საბამ, ჩამოხტა სკამიდან და ოთახიდან ტყვიასავით გავარდა.
„ღმერთო რა ენაზე ველაპარაკო?“- ლამის სასოწარკვეთილებას მიეცა თათია და რომ არა მისი შეუდრეკელი ხასიათი, ჰაერივით საჭირო 800 ევრო და „ხელმოწერილბეჭედდასმული“ კონტრაქტი იმ წუთასვე მოკურცხლავდა იმ სახლიდან და პატარა ლუციფერიდან შორს. „არა უშავს, ამასაც გაუძლებ თათი!“-შემოუძახა თავს, წიგნები აიღო და თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.
კარი მიიხურა და წიგნები საწოლთან მდგარ ტუმბოზე დაალაგა. გადაწყვიტა, საღამოობით წაეკითხა, რომ მოვალეობის პირნათლად შესრულებაში ხელი არ შეეშალა კითხვას. ახლა კი რამე უნდა მოეფიქრებინა ამ უზრდელი და თავნება ბავშვის გონზე მოსაყვანად. „მთავარია, არ შევეპუო! დათმობებზე არ მივდივარ და არც მის სისულელეებს ავიტან!“ საკუთარი თავით გამხნევებული საბას ოთახის კართან მივიდა და წყნარად დააკაკუნა:
-საბააა! საბუნააა! - თბილად, ნაზად ეძახდა, მაგრამ პასუხი არსაიდან იყო. კარის სახელური ჩამოწია და თავი შეყო, მაგრამ ვაი, ასეთ შეყოფას! უეცრად თავში რაღაც მოხვდა, რაღაც დიდი და ძალიან მტკივნეული. გონების დაკარგვამდე რაც დაინახა, მისი თავის გასწვრივ იატაკზე დაგდებული ზღაპრების სქელყდიანი წიგნი იყო.
-ლოლაა! ლოლიტააა!- საბამ ყვირილით ჩამოირბინა კიბეები და სამზარეულოში შევარდა.
-რა იყო შვილო? რამე ხომ არ იტკინე?-შეშინებული მზარეული ბავშვს ეცა და თვალიერება დაუწყო.
-არა, არა ლოლა, კარგად ვარ. უბრალოდ გიგლა ბაბუ სადაა?
-გარეთ იქნება შვილო ბაღში. ხომ იცი რანაირიცაა? არაფერი ურჩევნია გარეთ ყოფნას და მცენარეების მოვლას.
-კარგი წავალ და ვნახავ.
-რა გინდოდა ისე?
-არაფერი ისეთი. ბაღში წავალ, მაგრამ შეიძლება, შენი დახმარება დამჭირდეს და როცა დაგიძახებ, მოდი, კარგი?
-კარგი, როგორც გინდა.-ქალმა მხრები აიჩეჩა და შეწყვეტილი საქმე განაგრძო.
საბა ბაღში, მებაღე გიგლასთან გავარდა.
-გიგლა ბაბუ, ბარი სად გვაქვს?
-გაგიმარჯოს ბაბუ,-მიესალმა 70 წელს გადაცილებული, წელში მოხრილი და სახედანაოჭებული ბერიკაცი.- რათ გინდა, შვილო, ბარი?
-ორმო უნდა ამოვთხარო. დიიდი ორმო- ხელები საპირისპირო მიმართულებით რკალებად შემოხაზა, რათა უფრო თვალნათელი წარმოსადგენი ყოფილიყო მოხუცი მებაღისათვის საბას „დიიდი“.
-ორმო რაღათ გინდა საბუ?
-მოდი, გეტყვი- ბიჭმა ყურთან მიუტანა ტუჩები და ყურში ჩასჩურჩულა:-ის ახალი გოგო, მგონი, მოვკალი და დავმარხოთ, ისე, რომ არავინ გაიგოს, თორემ ციხეში ჩამსვამენ. არავის უთხრა ბაბუ რაა.
-რა ქენი ბაბუ?- კაცს თვალები შუბლზე აუვიდა.-ვინ მოკალი?
-ის ახალი გოგო. მამიკომ რომ მომიყვანა. არ მომეწონა, ზღაპრების წიგნი ვესროლე თავში და მგონი მოკვდა.
-რა იცი, რომ მოკვდა?
-რავი აბა, ძირს დაეცა და გათეთრდა. მგონი მოკვდა.
-წამო აბა, მანახე.
წელში მოხრილი მებაღე და 8 წლის ბიჭი ერთად მიბაჯბაჯებდნენ სახლისკენ. საოცარი კონტრასტი იყო „მომავლისა“ და „მიმავლისა“.
-აი, ზუსტად ასე ეგდო მე რომ დავტოვე და არც განძრეულა. მკვდარია ხო?
-არა, ბაბუ შემოგევლოს, ღმერთმა დაგვიფაროს. ასეთი ანგელოზის მოკვლა საცოდაობა იქნებოდა. წადი აბა ლოლას დაუძახე და ცივი ტილო მომირბენინე.
საბა გაკუნტრუშდა და 2 წუთში ლოლასთან და ცივ ტილოსთან ერთად შემოკუნტრუშდა.
-ვაიმე შვილი,-თავში ხელი შემოიკრა დიასახლისმა და ბავშვს მიუბრუნდა- რა უქენი შე მაიმუნო? რას ერჩოდი? დედა ღმერთო შენ მიშველე. ისეთი გამხდარი იყო, ფეხზე ძლივს იდგა საცოდავი და ახლა ამ ველურმა კინაღამ მოკლა. ღმერთო შენ მიშველე, დედა, დედა რა ვუთხრა პატრონს?!
-დაადე, ქალო, ეგ ტილო თავზე, თორემ მართლა მოკვდა ბავშვი.-უსაყვედურა მებაღემ.
კიდევ დიდხანს იქოთქოთა, ირტყა თავში ხელი ლოლამ და თან ტილოს უსვამდა სახეზე გოგონას. თათიამ მალევე გაახილა თვალები, რამაც გიგლა და ლოლა ძალიან გაახარა. ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ქალიშვილს, მხოლოდ საბა იდგა მოშორებით კრიჭაშეკრული და დამწუხრებული არშემდგარი დაკრძალვის გამო.
თათია ოთახში შეიყვანეს და საწოლზე მიაწვინეს. არც ლოლას შემოთავაზებული საჭმელი ისურვა და არც წვენი, მხოლოდ მებაღეს სთხოვა მინდვრის ყვავილების, უფრო კი, გვირილების მოტანა და ლარნაკში ჩაწყობა.
-კი, შვილო, რა სალაპარაკოა. გვირილებს როგორ არ მოგიტან, მაგაზე დაგწყვეტ გულს?- თბილად გაუღიმა გოგონას, შუბლზე აკოცა და ოთახიდან გაბაჩუნდა.
-დეიდა ლოლა,-ახლა ქალს მიუბრუნდა- გთხოვთ საბა მოიყვანეთ რა.
-ვაი, ვაი ჩამოვა მამამისი და ვეტყვი ყველაფერს, აუცილებლად გაგზავნის ლონდონში სექტემბრიდან. დედა რა თავგასული ბავშვია.-ისევ აქოთქოთდა.
-არა უშავს, ლოლა დეიდა, უბრალოდ დაუძახეთ, რომ მოვიდეს.
-კარგი, კარგი.
ლოლა გავიდა და ცოტა ხანში საბა გამოჩნდა ღია კარში. იქ გაშეშდა, არც წინ დგამდა ნაბიჯს და არც უკან იხევდა.თათიამ ხელი დაუქნია და უხმოდ ანიშნა, მის საწოლთან მისულიყო. ბიჭიც დამორჩილდა.
-დიდი კოპი მაქვს?-თათიამ ტილო მოიცილა და შუბლი უჩვენა.
-არის რა... რა უჭირს. ცოტა რომ მომენდომებინა უკეთესადაც გამომივიდოდა.-გაიცინა საბამ.
თათია ნამდვილად არ ელოდა ასეთ პასუხს. მისი გათვლებით, ეს „ვანდალი“,“მტარვალი“, „დესპოტი“ ბოდიშს მოუხდიდა, ის კი მხოლოდ იმას ნანობდა, რომ ასე იოლად გადაურჩა მის კლანჭებს თავისი მომვლელი.
-კარგი,-თათიამ ღრმად ჩაისუნთქა- მე ვცდილობდი, ადამიანურად მოგქცეოდი და დაგლაპარაკებოდი, მაგრამ შენ ბინძური წესებით თამაში არჩიე და დაე, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. ახლა კი წადი, იქ დაჯექი და სანამ არ გეტყვი, არ გაინძრე, თორემ განახებ, როგორ ვიცი წიგნების სროლა.-თათიამ საწოლის პირდაპირ მდგარი სავარძლისაკენ მიუთითა ბიჭს და ძიძის გასაკვირად, საბა მის ბრძანებას ხმის ამოღების გარეშე დამორჩილდა.
დღის 12 საათიდან შუადღის სამ საათამდე გაუნძრევლად იჯდა ბავშვი სავარძელში. თათიას იმედი ჰქონდა, რომ რაიმეს მაინც დაადგენდა მის შესახებ ჯდომის, მოქცევის, ნასროლი რეპლიკების საშუალებით, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, საბა უბრალოდ იჯდა, სიტყვა არ დაუძრავს, პოზაც კი არ უცვლია, უტიფრად უყურებდა გოგოს, იშვიათად ახამხამებდა თვალებს, საოცრად ნელა სუნთქავდა, ის კი არა, თათიას ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა, სუნთქავდა თუ არა საერთოდ ეს პატარა „ენერგოვამპირი“, რომელზე დაკვირვებამაც საოცრად გამოფიტა და შედეგის გამოუღებლობამ გააღიზიანა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიჭს, ან „შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი, ისე უტუხად იყურება“, ან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს! - ყველა შემთხვევაში „მამამისია მოსაკლავი!!!“
თათიამ ვერაფერი გაარკვია ბავშვზე, მაგრამ საბამ უკვე იცოდა, რა წიგნი უყვარდა თათიას, რა ჟანრის მუსიკას უსმენდა, რომელი ყვავილი მოსწონდა ყველაზე მეტად და კიდევ ათასი წვრილმანი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ისევ და ისევ მომვლელის წინააღმდეგ გამოიყენებდა.
-ჩამოდით და ისადილეთ.-თავი შემოყო ლოლამ.- გოგრის „სუპი“ გავაკეთე. უჰ, რა გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ.
-გოგრის სუპი?-თათიას ტუჩები მოებრიცა ზიზღისგან.- ეგ რაღა უბედურებაა? ისე გოგრა უმია თუ მოხარშული?
-გოგრა უმია, შვილო, მოხარშული გოგრი სუპი ვის გაუგია?
-ფუუჰ, მე სავარაუდოდ, არ ჩამოვალ სადილობისათვის.
-და კიდევ მაჭკატები გვაქვს- უკმაყოფილო ხმით დააყოლა.
-მმმ, მაშინ მოვდივაარ- საწოლიდან წამოხტა, მაგრამ თავბრუ დაეხვა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძირს გაიშხლართა. საბას უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში პირველად შეეცვალა მიმიკა - სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა. თათიამ წელი ძლივს აითრია ლოლას დახმარებით და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. საბაც ადგა და უკან მორჩილი კრავივით გაჰყვა.
-რაღაც არ მახსოვს, რომ შენთვის ადგომის უფლება მომეცა- მკაცრად გამოხედა გოგონამ და მარჯვენა წარბი მაღლა აზიდა.
-და ვინ გითხრა, რომ „უფლება“ მჭირდება?! მშია და შევჭამ!- თავი მარცხნივ გადაწია და თვალები მოწკურა.
-არა!- იღრიალა თათიამ- მიდი და იქ დაჯექი, სადაც აქამდე იყავი და სანამ მე არ გეტყვი ცხვირი არ გამოყო ოთახიდან. კიდევ დამჭირდება გამეორება და დედას გიტირებ, შე პატარა ტარტაროზო.
მზარეულს სახე ეცვალა. ამ ბავშვს ასე არავინ დალაპარაკებია, ან ვინ გაბედავდა თემურის შიშით? თუმცა სადღაც გულის ღრმა კუნჭულში ესიამოვნა ვიღაცამ, რომ თავის ადგილას მოსვა ეს თავგასული. თან ვინ? ვიღაც გალეულმა გოგომ, რომელიც მხოლოდ ორი თავით თუ იქნებოდა ბავშვზე მაღალი და, რომელიც მეორე დღეა რაც აქაა. არც საბა დარჩენილა ძიძის ხმის ტონითა და მოსმენილი სიტყვებით კმაყოფილი. სიბრაზისგან ნესტოები დაბერა, სახეზე ისე აწითლდა, თითქოს, ცოტაც და გასკდებაო, მაგრამ მაინც უხმოდ დამორჩილდა გოგოს სიტყვებს, მივიდა თავის „სამეფო ტახტთან“ და შიგ ჩაესვენა.
თათიას, ერთი მხრივ, გაუხარდა, თავის ადგილზე რომ „მოსვა“ აღსაზრდელი, მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა აბსოლუტურ კმაყოფილებას. მიხვდა, რომ უხეშად გამოუვიდა ნათქვამი და ნერვიულობისგან ლუკმა არ გადასვლია ყელში. „ღმერთო, ეს რა გავუკეთე? დილით არ უსაუზმია, არც სადილი ვაჭამე... შიმშილით თუ მოვკალი, რა აზრი აქვს ასეთ „მოსმას“! რამეს მე თვითონ გავუკეთებ.“
-დეიდა ლოლა, რა საჭმელი უყვარს საბუნას?
-რავი შვილო აბა, მგონი არც არაფერი. უბრალოდ იმას ჭამდა, რასაც მამამისი.
-ერბო კვერცხი, რომ გავუკთო შეჭამს, თქვენი აზრით?
-როცა შია არაფერზე ამბობს უარს, შეჭამს ალბათ.
-ოუუქეიი... გავაკეთოთ ერბო კვერცხი.- თათიამ ორი კვერცხი გამოიღო მაცივრიდან, მთვარისა და ვარსკვლავის ფორმები - კარადიდან, თავისი ხელით დაწურა გრეიფრუტის წვენი და ვერცხლის სინზე ლამაზად დააწყო. ფურცელზე „ბოდიში“ დაწერა გაღიმებული სმაილით და ლოლას სთხოვა, საბასთვის აეტანა. ძალიან სცხვენოდა თავისი ნათქვამის გამო და ახლა ნამდვილად არ შეეძლო საბასთვის თვალებში შეეხედა, თვალებში, რომლებიც ,დიდი ფილოსოფიური სჯა-ბაასის გარშეც მიხვდებოდი, ამბობდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და დახმარებას პატრონის უნებართვოდ გულწრფელად ითხოვდნენ.
ლოლა კარგა ხანს არ გამოჩნდა და თათიამ გადაწყვიტა თავად აეკითხა მათთვის. კიბეები სწრაფად აირბინა და ...
-აქ რა ხდება? - გაოცებულმა გოგომ თვალი მოავლო ოთახს.- ეს შენ გააკეთე საბა? ვისი დამსახურებით იზრდები ასეთი მონსტრი? - ხმა აუკანკალდა, საცაა ტირილს დაიწყებდა.
მთელი ოთახი თავდაყირა იდგა: ავეჯი, რომელსაც საბა მოერია, ამოყირავებული იყო, სარკე ჩამსხვრეული, თათიას ტანსაცმელი დაჭრილი, დაწყვეტილი სამკაულების მძივები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული, ფეხსაცმელები აღარ ვარგოდა ჩასაცმელად, სააბაზანოში გავიდა და იქ საერთოდ „ცუნამგადავლილი“ დახვდა ყველაფერი, მთელი კოსმეტიკა, კრემები და პირადი ჰიგიენის ნივთები უნიტაზში ნახა ჩახვავებული, ლოლა მიმდგარიყო და ალაგებდა იქაურობას, ქაოსის შემოქმედი კი საწოლზე იდგა ფეხსაცმელებით და რაღაც არაამქვეყნიური, დემონური ღიმილით დასცქეროდა განადგურებულ გოგონას.
„ეშმაკი ღვთისმსახურების ჩაშლის მიზნით ეკლესიაში მივიდა და კარზე დააკაკუნა. კარი ბავშვმა გაუღო, ეშმაკს გაეცინა და ჩაილაპარაკა: - ჩემი საქმის გამკეთებელი აქ ყოფილაო,- და უკან გაბრუნდა.“ თათიას გაახსენდა დედის მოყოლილი ამბავი და გაეღიმა, ცოტა ხანში ღიმილი ისტერიკულ სიცილში გადაეზარდა . რა აცინებდა?! ყველაფერი იმდენად ცუდად იყო, რომ სიცილიღა დარჩენოდა. თავის სულელურ მდგომარეობაზე დაფიქრდა, დედის მოყოლილი კიდევ ერთი ამბავი ამოუტივტივდა გონებაში და მიხვდა, რომ ისტერიკული სიცილი მის მდგომარეობას ახლა ტირილზე მეტად შეეფერებოდა.
-მართალი ყოფილა შაჰ-აბასი,- თქვა ისე, რომ სიცილი არ შეუწყვიტავს.
-ვიინ?- თავი აწია ლოლამ მაღლა და გაკვირვებით შეხედა „გაგიჟებულ“ თათიას.
-შაჰ-აბასი. შაჰ-აბასი ყოფილა მართალი.
-უხ, სინსილა გაწყდა მაგის. რა თქვა ამნაირი?- თათიას ლოლას ნათქვამზეც გაეცინა, რითაც საგრძნობლად დააეჭვა ქალი თავის ფსიქიკურ მდგრადობაში.
-რაო, ლოლა დეიდა და ჯარი გამოუშვა და საქართველოს აოხრება დაავალა. შემოვიდა ჯარი, ბევრი ადამიანი დახოცა, გადაწვა ვენახები, გააჩანაგა მთელი მოსავალი და გაბრუნდა უკან. შაჰ-აბასი აწიოკებული ხალხის რეაქციით დაინტერესდა. ტიროდნენ და თავ-პირს იხოკავდნენო,-მოახსენეს. შაჰ-აბასმა თქვა:- მაგათ კიდევ დარჩენიათ რაღაც, წადით და ყველაფერი წაართვითო. წამოვიდა ისევ ჯარი და პირველ შემოსვლაზე რომ დღე აწია ხალხს, ის დღე სანატრელი გაუხადეს ქართველებს. გაბრუნდნენ უკან და შაჰს მიართვეს ალაფი. ისევ იკითხა შაჰ-აბასმა:-ახლა რას შვებოდნენო? -ახლაც ტიროდნენო- უთხრეს. შაჰმა ისევ გამოუშვა ჯარი და უკან დაბრუნებულებს ისევ გამოკითხა აწიოკებული ხალხის რეაქცია. გაკვირვებულებმა მოახსენეს:-წინა ლაშქრობებზე ცოტ-ცოტას ვუტოვებდით, რომ თავი გაეტანათ და ტიროდნენ, ახლა კი ყველაფერი წავართვით, ტყავი გავაძრეთ და ყველა იცინოდაო. -აი, ეგაა სასოწარკვეთილების მწვერვალი, მართლაც, არაფერი დაგიტოვებიათ მათთვისო. მეც, ლოლა დეიდა, სიცილის მეტი რაღა დამრჩენია? არა, არ იფიქრო, რომ თავს იმ ქართველებს ვადარებ, აკვანში რომ ჩაუკლეს ჩვილი შვილები და ცარიელ-ტარიელზე დატოვეს, მაგრამ რა ვქნა? ეს იყო მთელი ჩემი ავლა-დიდება და ახლა უკვე არაფერი მაქვს.-სახე მოეღუშა თათიას.
-არ ინერვიულო, შვილო, თემურს დავურეკავ, ვეტყვი რაც გააკეთა მისმა უზრდელმა შვილმა და გიყიდის ახალ ტანსაცმელს.- მერე ბავშვს მიუბრუნდა-შენ კიდე, ვაჟბატონო, „ვაი დედას“ გაძახებს.
საბას ყბა მოექცა ამის გაგონებაზე, თათიამ შენიშნა და მიხვდა, რომ ახლა საუკეთესო დრო იყო დიპლომატიური გზით ურთიერთობის დასათბობად.
-არა, იყოს, მან მე პლასტიკური ბარათი დამიტოვა და იმით ვიყიდი რამეს, რაც შეეხება თქმას, მოდი ნურაფერს ეტყვი, ეს ჩვენ სამის საიდუმლო იყოს, კარგი?
ლოლამ მხრები აიჩეჩა, რაც თათიამ თანხმობად ჩათვალა და ქალს მოეხვია. საბა კი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა თათიას დიდსულოვნებით.

დანარჩენი დღის განმავლობაში არაფერი გაუფუჭებია საბას. უბრალოდ, საღამოს 9 საათზე მამამისის საწოლ ოთახში შევიდა და ათს რომ ოცი წუთი დააკლდა მაშინ გამოვიდა. თათიამ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, თავის ოთახში შევიდა და მკვდარივით ჩაეძინა, ისე, რომ თავისი სამუშაოს პირველი დღეც არ შეუჯამებია.
-ადგააააააა! ჰეი, ვიღვიძებთ ყველააააა!- თათია, ჯერ კიდევ საღამურში გამოწყობილი, ტაფებით ხელში საბას ოთახში შევარდა და ტაფები ერთმანეთს მიაბრახუნა.-ადექი საბუნა, უნდა ვივარჯიშოთ. ადე, მიდი.
გოგო მთელი მონდომებით უბრახუნებდა ტაფებს ერთმანეთზე და თან ბოლო ხმით გაჰკიოდა. ამ დილითაც ადრე გაეღვიძა, ისეთ დროს, როცა ყველა ღრმა ძილში იყო, კიდევ ერთხელ შემოუარა სახლსა და ეზოს, შემდეგ წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ ესეც მობეზრდა და ვარჯიში გადაწყვიტა, მაგრამ მეწყვილე ხომ უნდა ყოლოდა? ლოლა ვერ ირბენდა მასთან ერთად, გიგლა ხომ საერთოდ, ზურა შეიძლებოდა, მაგრამ ის დილას 9 საათზე მოდიოდა სამსახურში, ახლა კი ჯერ მხოლოდ 8-ის ნახევარი იყო და ერთადერთი ვარიანტი საბა დარჩა, რომელიც ახალგაზრდაც იყო და ენერგიულიც, თან იმდენად, რომ არ იცოდა სად წაეღო ეს ენერგია.
საბა შეიშმუშნა და გვერდი იცვალა, არც თვალი გაუხელია და, მით უმეტეს, ლოგინიდანაც არ წამოფრენილა. სამაგიეროდ, თათიაც არ აპირებდა დანებებას და ყვირილსა და ხმაურს აგრძელებდა. როცა ასე ვერაფერს გახდა, სტაცა ბიჭს ფეხებში ხელი და საწოლიდან გადმოაპორწიალა. საბა ფუმფულა ნოხზე გულაღმა დაეცა, სწრაფად წამოხტა ფეხზე და გაცეცხლებულმა მუშტები მთელი ძალით დაუშინა გოგოს. თათიამ ხელები გაუკავა და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ ბავშვს თვალებში ჩახედა:
-საბა, საბუნა, დაწყნარდი რა.- ცდილობდა, რაც შეიძლება თბილად დალაპარაკებოდა, რომ ბავშვის გულში თანაგრძნობის, სხვისი სიყვარულის სიმები შეერხია. საბაც მალევე მოეგო გონს, მას ხომ ასეთი ხმით არავინ დალაპარაკებია. მებაღეც თბილად ელაპარაკებოდა, მაგრამ „ეს“ სულ სხვა იყო. თვალები მოიფშვნიტა და მუშტები გაშალა, თათიამ შენიშნა, რომ საბას ფრჩხილების კვალი ეტყობოდა ხელის მტევნების ბალიშებზე. ძალიან მოუნდა ის პატარა ხელები დაეკოცნა, მაგრამ შეეშინდა ბიჭის რეაქციის და ვერ გაბედა მისვლა. „ყველაფერს თავისი დრო აქვს!“-გაიფიქრა, ხმამაღლა კი სხვა თქვა:
-აბაზანაში შედი, მოემზადე, მე სავარჯიშოდ შორტებს და მაისურს გამოგიღებ კარადიდან და დაგახვედრებ. კბილების გამოხეხვა არ დაგავიწყდეს!- თათიას ის დრო გაახსენდა, პატარაობისას ყოველ დილას და დაწოლამდე დედამისი იმავეს რომ ეუბნებოდა და ძალიან მოუნდა „უკან“ დაბრუნება, იმ დროში, როცა მისი საყვარელი სათამაშო დათუნია მასზე დიდი იყო და ძლივს დაათრევდა ოთახიდან ოთახში. კარადა გამოაღო და გაოცებისგან ენა ჩაუვარდა. „ეს რა უბედურებაა? რატომ აქვს 8 წლის ბავშვს ამდენი მუქი ტანსაცმელი?“ შავი ფერი ჭარბობდა მის გარდერობში, იყო რამდენიმე მუქი ლურჯი, ყავისფერი და ნაცრისფერი შარვალი თუ პერანგი, არც ერთი შორტი და მაისური. სანამ შესაფერის ტანსაცმელს იპოვიდა, მანამ საბაც გამოვიდა. სველი თმები ზღარბივით ჰქონდა დაყენებული და დიდი და ჭკვიანი შუბლი უჩანდა. ეს ვარცხნილობა აშკარად უფრო უხდებოდა, ვიდრე „კომუნისტურად“ შეჭრილი თმები.
-შორტები არ გაქვს?
-არა.
-რატომ?
-მამიკომ მითხრა, შორტებს კაცები კი არა პიჟონები იცვამენო.
-ასე გითხრა?-თათიას თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან. ასეთი „მტკიცე საფუძვლიანი“ მოსაზრება შორტებზე პირველად გაიგო.
-ხო.
-რა სისულელეა. აქამდე შორტი არ გცმია?
-არა.
-ღმერთო შენ მიშველე, რას არ გაიგებ კაცი.- გოგომ თვალები ზეცას მიაპყრო.- გამოიღე რაც გინდა და ჩაიცვი! მივდივართ!
-სარბენად?
-არა, სარბენად არა, საქმეზე...
-სად?
-სწრაფად! კითხვების გარეშე!
საბამ ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი ჩაიცვა. თათიამ კი ერთ-ერთ ოთახში ძალიან ლამაზი კაბა იპოვა, მართალია, ცოტა დიდი ზომა იყო, მაგრამ ქუჩაში საცვლებით სიარულს ნამდვილად ჯობდა, თან თათიას მაყვალივით შავ თვალებსა და ბუნებრივად ხორბლისფერ კანს ძალიან მოუხდა ღია ვარდისფერი.
ზურამ მანქანა ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიასთან გააჩერა და თათია და საბა იქ დატოვა. თათიამ თვალი მოავლო მაღაზიას და შორტების განყოფილებასთან მივიდა. ხელი მოხვია რამდენიმე ჭრელ შორტს და საბას მიაწოდა. გამოიცვალე და გამოდი, უნდა შეგათვალიერო. საბა კაბინაში გაუჩინარდა და რიგრიგობით გამოვიდა ჯერ სპანჯბობის, შემდეგ, სპაიდრმენის და სხვადასხვა მულტფილმის გმირის ნახატიანი ფერადი შორტით.
-შენი ზომებია? წელზე ხომ არ გიჭერს?
-არა- თავი გააქნია საბამ.
-რა არა? არა, არაა შენი ზომები თუ არა, არ გიჭერს წელზე?
-არა, არ მიჭერს წელზე.
-კარგი. ყველას ვყიდულობთ. ახლა მაისურები!
მაისურების ყიდვის დროსაც „ხელის მოხვევის“ ტაქტიკას მიმართა თათიამ და ამ შემთხვევაშიც საბუნას ზომის ყველა ფერადი „მაიკა“ იყიდა, იგივე განმეორდა კეტების, სანდლებისა და ქუდების შემთხვევაშიც. ბოლოს, ორმა კმაყოფილმა კლიენტმა მაღაზია დატოვა.
-მოგვკლავს მამაჩემი.-ჩაილაპარაკა შეშინებულმა საბუნამ.
-ნუ გეშინია, მთეელი 28 დღე გვაქვს წინ.ახლა კი გუშინდელს გამოისყიდი და მე წამომყვები მაღაზიებში. თან ხო იცი, რანაირი შოპინგი ვიცით ჩვენ, გოგოებმა.-გოგონამ მხარი წაჰკრა ბავშვს და თვალი მხიარულად ჩაუკრა. საბამ გულწრფელად გაიღიმა, ყოველგვარი ნიშნისმოგების, ცინიზმისა და სარკაზმის გარეშე პირველად თათიასთან ურთიერთობისას და გოგონა ბედნიერი იყო ამ ფაქტით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თათიამ ძალიან მალე შეიძინა ყველაფერი და საბას ეს ფაქტი მართლა ძალიან გაუკვირდა, თათიამ მის თვალწინ დაამსხვრია ქალების მომაბეზრებელი შოპინგის სტერეოტიპი. ისე გამოვიდა, რომ საბას ტანსაცმელების ყიდვას მეტი დრო და ენერგია დასჭირდა, ვიდრე თათიას.
-ასე მალე როგორ მორჩი?- პირდაღებული საბა გაკვირვებული მიშტერებოდა სალაროსთან მცქმუტავ გოგონას.
-გასწავლი მერე.-თათიამ გაუღიმა და თმები აუბურდა.
როცა ზურამ მანქანა სახლისკენ გზაზე დააყენა, თათია ადგილზე აცანცარდა. ცოტა ხანს იხვანცალა შეწუხებულმა და ბოლოს იყვირა:
-ზურა, მოაბრუნე მანქანა.
-რატო, რა მოხდა?
-რაღაც დამავიწყდა.
-რა დაგავიწყდა?
-საბა.-თათიამ სავარძლებს შორის ჩამალა ბავშვი.
-საბა როგორ დაგავიწყდა?
-რავი დამავიწყდა, სწრაფად მიაბრუნე, თორემ შეეშინდება, პატარაა და ცოდოა.
ზურამ მანქანა მაღაზიასთან გააჩერა თათია გადახტა და საბაც გადაიყვანა.
-აბა დამავიწყდაო?-წარბები შეყარა ზურამ.
-მეტყობა რამე გონებაჩლუნგის? ბავშვი როგორ დამავიწყდებოდა?! მიდი შენ წადი, ესენიც წაიღე,-ნაყიდებზე მიუთითა- აღარ გვჭირდები და ჩვენ მალე მოვალთ, ოქ?
-ჯანდაბას თქვენი თავი. საღამოს ექვსზე სახლში იყავით, თორემ დავურეკავ თემურს.
-რვაზე!
-ექვსზე!
-შვიდზე!
-კარგი ხო. არ გადააცილოთ, იცოდე!
-არის ბოს!- თათიამ ხელი საფეთქელთან ჯარისკაცივით მიიტანა და წელში გაიმართა.
ზურამ მანქანა დაქოქა და წავიდა. თათია და საბა კი მაღაზიის წინ იდგნენ ერთ ხანს, მერე კი თათიას „გენიალური“ იდეა მოუვიდა თავში, ხელი ჩასჭიდა ბავშვს და სწრაფად წააპორწიალა.
-სად მივდივართ?-ბიჭმა სწრაფად „დაატორმუზა“.
-აი, იქ.-გოგონამ თითი სალონისკენ გაიშვირა.
-იქ რა გვინდა?
-რა დააა.... უნდა ვისადილოთ. რანაირ კითხვებს სვამ ამხელა ბიჭი? არადა მე ჭკვიანი მგონიხარ.
-არ შეიჭრა, ლამაზი თმები გაქვს,-საბუნამ თმებზე ხელი გადაუსვა მის წინ ჩამუხლულ მომვლელს და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბავშვი თათიას შეეხო და არფერი დაუშავა. დღეს „პირველების“ დღე იყო, ასე დაარქვა თათიამ. ეს დღე კალენდარზე აღნიშვნას სამართლიანად იმსახურებდა.
-კი, ნამდვილად ლამაზი და ხარისხიანი თმები მაქვს და არ ვაპირებ შეჭრას.
-აბა?
-რა აბა?
-აბა რა გვინდა სალონში თუ თმებს არ იჭრი?
-გადამრევ პირდაპირ. მე არ ვიჭრი თმებს, მაგრამ ...
-არ შევიჭრი! არ შევიჭრი!-საბამ ხელი გაუშვა გოგონას და უკან გაიქცა „არ შევიჭრის“ ყვირილით.
-მაგასაც ვნახავ!-მიაძახა თათიამ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაეკიდა.- შე ძალიან სიმპატიურო, გირჩევნია შენი ფეხით მიხვიდე და დაუჯდე სტილისტს, სანამ დაგიჭერ და ჩემი ხელით მიგაჭრი „ჩოლკას“. რანაირი ვარცხნილობა გაქვს?! ბებერო! ბაბუებს აღარ აქვთ მაგნაირი!
საბამ ქუჩა სწრაფად გადაჭრა გაცხოველებული მოძრაობის დროს, თათიას, ამის შემხედვარეს, გააკანკალა და როცა საბა მშვიდობით გადასული დაინახა მეორე მხარეს ღრმად ამოისუნთქა.
-უხ შენი... მიაფსი მამაშენს თავზე...- ჩუმად ჩაილაპარაკა.
წითელზე თვითონაც გადაჭრა ქუჩა და საბას ძებნა დაიწყო თვალებით.
-ამას ხომ არ ეძებთ?-თათიას უკნიდან ბიჭის ხმა მოესმა. შებრუნდა და დაინახა, რომ ვიღაც კატისთვალება ბიჭს ხელში აფართხალებული საბა ეჭირა.
-კი, ნამდვილად მაქვს პატივი მაგას ვეძებდე.- ირონიულად თქვა გოგონამ და ბიჭს ბავშვი გამოართვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ზიდა, ძირას დასვა და მაჯაში ჩააფრინდა, რომ ისევ სადმე არ გაქცეულიყო.
-თქვენი შვილია?- ბიჭმა კატის მწვანე თვალები მიანათა გოგონას.
-არა, არ არის შვილი.
-აბა ძმა?
-არა, არც ძმა.
-ბარემ გვირილებს ფურცლები დააცალე და იქნებ ისე მიხვდე რა არის თათია ჩემი.-უცხო ჭაბუკის გამოჩენამ ნამდვილად არ გაახარა საბუნა.
ბავშვის ნათქვამზე ორივეს გაეცინა. კატისთვალებამ კი შუბლზე ჩამოყრილ თმებში ოთხი თითი შეუყო და მოქაჩა, როგორც ჩანს, ცოტა მაგრად მოუვიდა, რადგან მის ჟესტს საბას „აუ“ და საპასუხო წიხლი მოყვა წვივში.
-ბიჭო! ცოტა „დასტოინად“!- მაგრად მოაქანჯალა უცხომ და შორს გაიქნია. საბა ძირს დაეცა და თათიას ამის დანახვაზე სისხლი მოაწვა თვალებში.
-ვის ბავშვს ეხები? ვინ მოგცა მაგის უფლება?-იყვირა ბოლო ხმაზე და მაშინვე მიიქცია უსაქმურ გამვლელთა ყურადღება.- მე არ შევხებივარ უხეშად და შენ ვინ გეკითხება ასე რომ აფრიალებ? რამე რომ დაშავებოდა, სად მიდიოდი? მე კი ვიცი სად ჯანდაბაშიც გაგიშვებდი!
-რას მიყვირი გოგო?!- იღრიალა ბიჭმაც. -შენი თავი ვინ გგონია, ან მე ვინ გგონივარ?! არ გაა*რაკა საქმე უზრდელმა ბავშვებმა და ტუტუცმა გოგოებმა?! დადგებით შუა ქუჩაში და კაცებს საქმეებს ურჩევთ! თავს ვცემ პატივს და არ გეუბნები, რის ღირსიც ხარ!
-კაცებს?!-გადაიხარხარა თათიამ- კაიფობ? ახლა შენს თავს კაცი უწოდე?! კაი რა, 8 წლის ბავშვზე ხელი აღმართე და თავი კაცი გგონია? მე, ქალს, მეკაჩავები და თავი კიდევ კაცი გგონია? ნუ მაცინებ რა...-გაბრაზებული თათია ბოლო ხმაზე ლანძღავდა ბიჭს, კატისთვალება ჩასისხლიანებული თვალებით დაჰყურებდა გაკაპასებულ გოგოს, კისერზე და ხელებზე ძარღვები დაბერვოდა, მჯიღები კი მაგრად მოემუშტა, ცდილობდა, ემოციები დაეოკებინა, რომ ეს ერთი ციდა გოგო გაბრაზებულ გულზე არ შემოლახვოდა. რას შვებოდა ამ დროს საბა? არც არაფერს. გაღიმებული ამაყი სახით იდგა, აშკარად ნასიამოვნები შექმნილი მდგომარეობით და ტკბებოდა სანახაობით. ბედნიერიც იყო ძიძის საქციელის გამო, ის ხომ საბუნას გულისთვის აშკარად მასზე ბევრად ძლიერ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს დაუპირისპირდა.
-გოგოოო! დაუკვირდი რას ლაპარაკობ. ნუ ატლიკინებ ენას. პროსტა გოგო ხარ და არ გეხები. მოტვინე ვის რა უნდა ელაპარა...
ტკლაც! გოგოს სილამ ბიჭს სიტყვა გააწყვეტინა. თათია მიხვდა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ აშკარად გვიან მიხვდა, რადგან კატისთვალებამ თითქმის წითელი თვალებითა და განრისხებული სახით შემოხედა.
-არც ერთ გოგოს არ გაუბედავს ეს ჩემთვის- ჩაისისინა.
-საბა,- ჩუმად ჩაილაპარაკა შეშინებულმა გოგონამ და სივრცეში უმისამართოდ, თუმცა შედეგიანად, მოაფათურა ხელი. საბას თავი იგრძნო მისმა ხელის გულმა, თვალს კი გაცეცხლებულ მოწინააღმდეგეს არ აშორებდა- საბუნა, ერთი, ორი, სამი, გავიქეცით!
თათიამ საბას წაავლო ხელი და უკანმოუხედავად მოკურცხლა. საკმაოდ დიდხანს ირბინეს, ყოველ შემთხვევაში თათიას ასე ეგონა, ჩიხისკენ შეუხვია და თავს უფლება მისცა შეესვენა.
-კაი გაჩერდი საბა, აღარ შემიძლია ამდენი სირბილი, თან მგონი გამოვას...
-დაიღალე პატარავ?- თათია გაოცებული, შეშინებული, ანერვიულებული უყურებდა ბიჭს, რომელსაც სახეზე ცინიზმი აეკრა, ნიშნისმოგებითა და აშკარა უპირატესობით გახარებული შესცქეროდა აკანკალებულ გოგონას.
თათიამ საბა ზურგს უკან დაიყენა და უკან დაიხია ნელ-ნელა.
-ჰოჰ, შეგვეშინდა?-ბიჭმა ჩაიცინა.-სახლში არ გვასწავლეს, რომ უცხო, უფროს და საშიშ „ძიებს“ ენა არ უნდა ვუტლიკინოთ?
თათიამ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი, კატისთვალებამ გააგრძელა:
-პრინციპში საშიში არც ვარ,სანამ უსამართლოდ არ გამომლანძღავენ, თან ხალხის თანდასწრებით.
თათიამ კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან და საბას თავზე გადაუსვა ხელი.
-ხელი რაღატომ გამარტყი? ხედავდი, თავს ძლივს ვიკავებდი და მგონი, წარმატებითაც გამომდიოდა.
ძიძამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და ზურგით კედელი იგრძნო.
-უუფ, გავიჭყლიტე.- აწუწუნდა საბა და მომვლელის უკნიდან გამოძვრა.
-უყურეთ, ესეც აქ ყოფილა, ბუნტისთავი-ბიჭმა საყელოში წაავლო ხელი ბავშვს და ჰაერში ასწია.-რომ არა ეს, ჩვენ „რაღაც“ გამოგვივიდოდა, მაგრამ რას ვიზამთ.
ბავშვი გაიქნია და შორს მოისროლა.
-საბუნა!- იკივლა თათიამ და კედელზე მიყრდნობილი ბიჭის ხელებიდან გამოძრომა დააპირა.-რა უქენი, შე ნაგავო? მოკალი? მიმიშვი, ვნახო რა დამართე.
-შენ წარმოიდგინე, სულ არ მაინტერესებს რა დაემართა იმ უზრდელს და არც იმ მდგომარეობაში ხარ, პრეტენზიები წამომიყენო.-ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და კოცნა დაუპირა. თათიამ ისევ სტკიცა სილა, რომელმაც ბიჭი „აიძულა“ სწრაფ მოქმედებებზე გადასულიყო. სასოწარკვეთილმა გოგონამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და კატისთვალებას ყელში ეცა. ვერაფერს ვეღარ აცნობიერებდა, ერთედერთი, რაზეც ფიქრობდა საბა იყო, სხეულის ყოველი კუნთი დაჭიმული ჰქონდა და მთელი ძალით უჭერდა ხელებს მოძალადეს კისერზე. მისი საქციელი სიკვდილის წინა გაბრძოლებას გავდა, იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა. არც ბიჭი იყო სიკვდილის ხასიათზე, ამიტომაც მაჯაში სტაცა გოგოს ხელი, იოლად მოიშორა, გადაუგრიხა, ცალი ხელით გააკავა, ხოლო მეორეთი სახეში მთელი ძალით გაარტყა. თათიას ეგონა, რომ თავი წააწყვიტეს, ვეღარაფერს გრძნობდა. მიხვდა, რომ გონებას კარგავდა, ისიც გაიაზრა, რომ ახლა გონების დაკარგვა სიკვდილს უდრიდა, არავინ იცოდა, სად იყვნენ ან სად ეძებნათ, ენ ეს ტიპი ვინ იყო და რის გაკეთება შეეძლო. თათიამ იგრძნო როგორ გაუშვა ხელი იმ არამზადამ. თვალები გაახილა და ვერავინ დაინახა. ფიქრის თავი არ ჰქონდა, მაგრამ საბა მაინც „შეძვრა“ მის ცნობიერებაში.
-საბუნა, საბა-წამოაბოდა და იქითკენ გახოხდა, საითაც ბიჭუნა ეგულებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წესიერად ვერაფერს ხედავდა.-საბა, როგორ ხარ, ჩემო ბიჭო?
თათიას ნელ-ნელა მხედველობა ეწმინდებოდა.
-საბა გაახილე რა თვალი, გაახილე რა- საბრალო ხმით ემუდარებოდა გოგონა ბავშვს, თან თავზე ეფერებოდა. საბამაც შეისმინა მომვლელის ვედრება და გონს მოვიდა.
-ვაიმე, ჩემო პატარა, ხომ ხარ კარგად? ჩემი ბრალია ყველაფერი. რა მატლიკინებდა? ენა მაქვს ამოსაგლეჯი. ვითომ დაგიცავი და უარესი კი დაგმართე. მაპატიე, ჩემო კარგო.- ძიძა გულში იხუტებდა პატარას და თავზე კოცნიდა. ცოტა ხანში ბარბაცით წამოდგა, საბუკასაც მიეხმარა ადგომაში და ორივე გამოლასლასდა ჩიხიდან. თათიამ ზურას დაურეკა და სთხოვა მათთვის მიეკითხა.
-ასეთ დღეში ვინ ჩაგაგდოთ?- გაბრაზებული ზურა თათიას გასიებულ და ჩალურჯებულ ლოყასა და საბას გატეხილ თავს შეშფოთებული ათვალიერებდა.-ჩაჯექით და საავადმყოფოში წაგიყვანთ.
ორივე უსიტყვოდ დამორჩილდა მძღოლს. საავადმყოფოდან მალევე გამოვიდნენ და სახლში საღამოს ცხრა საათისთვის მივიდნენ.
-და ასე იმ ნაგავმა დაგარტყა?-უკვე მეათასედ ეკითხებოდა თვალებგაფართოებული ლოლა სამზარეულოს მარმარილოს ცივ მაგიდაზე ლოყაჩამოდებულ თათიას ინციდენტის ამბავს.- ჩემს ბავშვს იმან გაუტეხა თავი? ვინ იყო თუ იცი? გყავდა აქამდე ნანახი? გახსოვს მისი სახე? უნდა უჩივლო? უნდა უჩივლო, აბა რა უნდა ქნა! დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ეგ ხულიგანი. მიდი დარეკე პოლიციაში!- ბრძანებასავით გაისმა მზარეულის ხმა და თათიას სახლის ტელეფონი გაუწოდა. გოგონამ ყურმილი უკანვე დადო და გაღიზიანებულმა უპასუხა:
-არ ვაპირებ ჩივილს. დაღლილი ვარ. ძილი მინდა. არ ვუჩივლებ.- წამოდგა, სამზარეულოდან გავიდა და კიბის საფეხურებს ნელ-ნელა აუყვა. ლოლიტაც უკან აედევნა ჩვეული ქოთქოთით:
-რა? რას ამბობ? თუ ხარ ნორმალური? სადმე, რომ შეგხვდეს და უარესი გააკეთოს? არა, შვილო ვერ ხარ კარგად!- ალბათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ქალი ლაპარაკს, თათიას ცხვირწინ რომ არ მიეჯახუნებინა კარი მისთვის.
-ბოდიში ლოლიტ, უნდა დავიძინო.-გამოსძახა შიგნიდან.
მეორე დილით ისვე ადრე გაიღვიძა, მაგრამ ადგომა ვერ მოახერხა. სახე საშინლად ეწვოდა, ცალ თვალს ვერ ახელდა და კიდურებშიც დაკარგული ჰქონდა მგრძნობელობა. ადგომის არც სურვილი გააჩნდა. საშინელი სიზმარი ნახა და ეიფორიიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. გუშინდელი ამბავი ესიზმრა, ოღონდ სიზმარში საბა მოკვდა და თათიას განადგურებულს გამოეღვიძა. როცა გაანილაზა, რომ ეს ყოველივე სიზმარი იყო, შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, რომ ნელ-ნელა ეს პატარა ტარტაროზი, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო ტარტაროზი, პირიქით, ძალიან თბილი და ალალი ბავშვი იყო, უყვარდებოდა. როგორ არ უნდოდა ეს! თავის თავს შენიშნა, რომ ყველაფერი ისე უნდოდა, გაეკეთებინა, როგორც საბას გაუხარდებოდა და იმასაც გრძნობდა, რომ საბუნას საკმაოდ მოკლე დროში მოაწონა თავი. საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში იმის გაფიქრებისას, რომ ის საბას მოსწონდა. ცდილობდა საბას რამდენიმე საქციელი გაეხსენებინა, რომლებშიც მის მიმართ გამოჩენილ გულწრფელად თბილ დამოკიდებულებას შენიშნავდა და... ნუთუ მთელი გუშინდელი დღე ამის დასტური არ იყო?! გოგონას გულში ბევრმა ჩიტმა ერთად შეიფრთხიალა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოარკვია. „ვინ ჯანდაბა უნდა იყოს ნეტა ამ დილაუთენია?!“- გულში გამოლანძღა უდროო დროს დამრეკავი.
-გისმენთ!- გაბრაზებულმა ჩააყვირა ტელეფონში.
-გამარჯობა, თათია, მე ვარ.-თათიამ შესანიშნავად იცნო ხმა, თუმცა დაბნეულმა აბსურდული კითხვა შეუბრუნა:
-ვინ შენ?
-მე ვარ თემური.
- ბოდიში, ბატონო თემურ, ვერ გიცანით უცებ.
-არა უშავს. მაინტერესებდა, როგორ იყავით და მაგის გასაგებად დაგირეკეთ.
„უხ, რაღა მაინცადამაინც ახლა დაინტერესდა? ნეტა ლოლას ხომ არ უთქვამს რამე?“-გააკანკალა გოგოს.
-კარგად ვართ, არაფერი გვიშავს. თქვენ როგორ ბრძანდებით? ბიზნესის საქმეები ხომ კარგადაა?-სწრაფად შეცვალა საუბრის თემა.
-კი, აქეთაც კარგადაა ყველაფერი. ლოლამ დამირეკა გუშინ ღამით, - „ვაი, ღმერთო შენ მიშველე!“- და მითხრა თათიას რაღაც სათქმელი აქვს შენთვისო. რის თქმა გინდოდა?
-მე... მე...-ენა აებლანდა თათიას- იმის თქმა მინდოდა... ის უნდა მეთქვა, რომ...
-ხო რა უნდა გეთქვა?- „მიეხმარა“ თემური.
-რა და... გუშინ მე და თქვენი შვილი მაღაზიებში ვიყავით. აი, ეს უნდა მეთქვა.- ღრმად ამოისუნთქა თათიამ.
-მერე?
-მერე ის, რომ ტანსაცმელები ვიყიდეთ...
-მერე?
-მერე მე საბუნას სალონში მიყვანა და თმების შეჭრა მინდოდა, მაგრამ არ წამომყვა. ასე მითხრა, მამაჩემი მოგვკლავსო და ბატონო თემურ შეიძლება თმები რომ შევჭრა?
-კი, როგორ არ შეიძლება. სხვა არაფერი მომხდარა, ხო?
თათიას ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ტყუილი, მაგრამ ახლა სხვა გზა მართლა არ ჰქონდა:
-არა, მეტი არაფერი.
-ლოლამ ყველაფერი მითხრა.
„ფუჰ, ენაჭარტალა!“- და პირველად გაუჩნდა ანტიპათია ამ ფაშფაშა ქალის მიმართ.
-რა გითხრათ?- ტყუილში გამოჭერილი თათიას გონება დატყვევებული ჩიტივით აწყდებოდა გალიის გისოსებს.
-ნუ ისულელებ თავს.-სიბრაზე შეეპარა თემურს ხმაში.-რას მეტყოდა?
-ალბათ, რომ „მიგვალამაზეს“ მე და თქვენი შვილი იმას.
-ხო მაგას. რაზე ფიქრობდი? რა გეგონა უცნობს რომ ეჭიმებოდი? ტვინი განათხოვრებული გქონდა?!-უკვე თითქმის ყვიროდა. თათია ხვდებოდა, რომ თემური თავის მოთოკვას ცდილობდა, მაგრამ ცუდად გამოდიოდა და ხმის კანკალიც ამის დამსახურება იყო.
-მე... ბატონო თემურ... მე უბრალოდ საბას დაცვა მინდოდა- ლუღლუღებდა მომვლელი.
-ოჰ! რა ქენი სუპერ-ვუმენო დაიცავი, ხო? რამე რომ დამართნოდა, რას შვებოდი? არ გაადგათ ფეხი გარეთ და უჩივლე იმ ნაბი*ვარს მანამ, სანამ შენი სახე და ჩემი შვილის თავი ნივთმტკიცებას წარმოადგენს!
-ეგ აუცილებელია? მე არ მინდა მისი კიდევ ნახვა.
-მოგიწევს სასამართლოში. და ეცადე, საბა ცოცხალი დამახვედრო. მეც კაი სულელი ვარ, თქვენ რომ განდეთ 8 წლის ბავშვი. როგორც კი ყველაფერს მოვრჩები, მაშინვე ჩამოვალ და თქვენ თქვენს გზაზე მიბრძანდებით. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ!
-კარგად ბრ...-თუმცა აზრი აღარ ჰქონდა სიტყვის დასრულებას, რადგან კაცმა ტელეფონი გამორთო. „ჰუჰ, კიდევ კარგად გადავრჩი!“- ამოისუნთქა თათიამ, მაგრამ თავადაც იცოდა, რომ უფრო სერიოზული საუბარი ჯერ კიდევ წინ იყო.“ასე მარტივად არ გადაუვლის, მაგრამ მე გადამივლის ალბათ“. თათია ფიქრებიდან კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა.
-შემოდიი! - გასძახა გარეთ მყოფს. ოთახში ბინტით თავშეხვეული საბა შემოვიდა და თათიას ლოგინზე ახტა.
-გადაწიე საბანი!- თათიაც დამორჩილდა. საბა შეგორდა საბნის ქვეშ და თათიას მიეკრო.
-ასე ნუ მეხუტები საბუნ, ყველაფერი მტკივა.- ამოიკვნესა გოგომ.
-აბა ასე?- ხელები ოდნავ შეუშვა ბავშვმა.
-ხო, მასე იყოს, მასე შეიძლება.- თათიამაც შემოხვია ბიჭს წელზე ხელები და გულზე მიიხუტა.
-სულ ასე რომ ვიყო შეიძლება?-საბამ თათიას ქვემოდან ამოხედა.
-თუ შენი „სულ“ ლოლას ყვირილამდე გაგრძელდება, მაშინ კი.-ძიძამ მზარეულის ხმას მიბაძა და ეს ისე კარგად გამოუვიდა, რომ ორივეს გაეცინა.
-არა, ლოლას ყვირილამდეც და მერეც. შეიძლება?-დასერიოზულებული საბუკა თათიას მიაშტერდა.
-კი შეიძლება, ლოლას ამოსვლამდე.
-მერე რატო არ შეიძლება?
-რატო დაა..? რას იფიქრებს ლოლა გოგოს და ბიჭს ერთად რომ დაინახავს საწოლში?-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა თათიამ.
-რაას დაა... იმას იფიქრებს, რომ ბიჭი პატარაა და გუშინდელი ამბების შემდეგ ეშინია.
-მართლა გეშინია?
-არა, არ მეშინია. რომ გავიზრდები, მოვძებნი იმას და ვუჩვენებ სეირს.
-ნამდვილი არტური ხარ.- გაიცინა მომვლელმა.
-ნწ, მე ლანსელოტი ვარ.
-რატომ ხარ ლანსელოტი?
-იმიტომ, რომ გვინივერას ის უყვარდა.
თათიამ გადაიკისკისა:
-შენ გყავს მერე გვინივერა?
-აბა არ მყავს?!- კითხვამ ფრიად გაანაწყენა მრგვალი მაგიდის „რაინდი“.
-ვინაა? არ გამაცნობ?
-კი, მერე სასეირნოდ რომ წავალთ, გაგაცნობ.
თავდაჯერებული მამაკაცივით თქვა საბუნამ და ხელები ისევ მაგრად მოხვია თათიას.
-ასე ნუ მიჭერ მტკივა-მეთქი, არ გესმის?- გაბრაზდა გოგო. გაბრაზებული საბა წამოხტა საწოლიდან და ოთახიდან გავარდა. თათიასაც დაავიწყდა წეღან განძრევის თავი რომ არ ჰქონდა, მხნედ წამოხტა და ბავშვს გაეკიდა, რომელმაც თავის ოთახში შეასწრო.
-საბა გამიღე კარი, გამიღე რა...-ეხვეწებოდა გოგონა.-არ მინდოდა შენი წყენინება.
კიდევ დიდხანს აკაკუნა კარზე და ეხვეწა გაღებას, მაგრამ ბატონმა მელითაურმა არ ისურვა კარის გაღება.
-ამ დილით მამაშენმა დამირეკა-შეცვალა ტაქტიკა მომვლელმა.
-...
-გაუგია ყველაფერი.-ყური კარზე ჰქონდა მიდებული, რომ გაეგო რას შვებოდა ბიჭი ოთახში.
-...
-და მითხრა დღესვე დატოვე სახლიო- შედეგმაც არ დააყოვნა. საბამ იმ წუთასვე გააღო ოთახის კარი.
-მერე ხომ არ წახვალ?- თქვა ხმააკანკალებულმა და აწყლიანებული თვალებით ახედა გოგონას.
-მოგატყუე-გაუცინა თათიამ, სწრაფად ხელი ჰკრა საბას, შეაგდო ოთახში, თვითონაც შევიდა და კარი ზურგსუკან მოიხურა.
-მატყუარა ხარ- ჩაიბურტყუნა საბუკამ.
თათიას უნდა ეთქვა, ვიციო, მაგრამ ლოლას ყვირილმა სათქმელი გაუწყვიტა:
-ჰე, მოდით ახლა, გამზადებულია საუზმე.
-მიდი ჩაიცვი საბუნა, მეც ჩავიცვამ და ჩავიდეთ საჭმელად. იმედია გოგრისგან ან ყაბაყისგან არ გააკეთებდა რამეს.
-რატომ უთხარი თემურს ყველაფერი?- ჰკითხა თათიამ ლოლას სუფრის ალაგებისას.
-ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.-შეტევაზე გადავიდა მზარეული.
-და რა მოხდებოდა, ეგ საკითხი მე რომ გადამეწყვიტა?
-შენ გადაწყვიტე, უბრალოდ ცოტას თემურიც მოგეხმარება და...
-თემური ისე, თემური ასე-იყვირა თათიამ-რა გამიჭირვე საქმე ამ თემურით. ეგეც არ მყავდეს ახლა ღმერთკაცი. მაგას ვინ ეკითხება ჩემი ცხოვრება?
-შენსას არც კითხულობს, თავისი შვილის აინტერესებს. შენ კმაყოფილი იქნებოდი, შენი შვილისთვის ვინმეს თავი რომ გაეტეხა? წადი პოლიციაში, თორემ დავურეკავ თემურს და არ მოგეწონება ....
-ისევ თემური ხო? აი, არ შევიტან საჩივარს და ფეხებსაც ვერ მომჭამს ეგ შენი თემური- ჯიბრში ჩაუდგა ლოლასა და თემურის დუეტს თათია, თეფშები ნიჟარაში ჩაყარა და სამზარეულოდან გაიქცა.
-თუ ვერ მოგჭამს მაგასაც ვნახავ.- მიაძახა ლოლამ გაქცეულს.
თათია ბაღში გავიდა, ჰამაკში ჩაწვა და წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ გასიებულმა ლოყამ მხედველობაში ხელი შეუშალა და წიგნი გვერდზე გადადო.
-საბა-გახედა მეორე ჰამაკში ნებივრად გაშხლართულ ბიჭს.-უნდა ვუჩივლოთ?
-რა უნდა ვქნათ?- გამოხედა ბავშვმა.
-თუ უნდა ვუჩივლოთ გუშინ რომ მიგვბეგვა იმას?
-არა, ვენდეტა ჩამიფლავდება.
-მამაშენმა თქვა უჩივლეთ, სანამ მასე დალილავებულები ყრიხართო.
-მამაჩემი მასე არ გეტყოდა.
-კი. ასე მითხრა.
-ნწ, მასე არ გეტყოდა. ის გეტყოდა, უჩივლეთ, სანამ თქვენი სახე ერთ-ერთი ნივთმტკიცებააო, ან რამე ამდაგვარს.
-ვახ შენ რა მაგარი ხარ, ხო ზუსტად მასე თქვა-ჩაეცინა თათიას.
-თათია, თათია შვილო!-თათიამ თავი იქეთ მიაბრუნა საიდანაც ლოლას ხმა ესმოდა და კარებში ტელეფონიანი მზარეული დაინახა. მაშინვე მიხვდა, რომ თემურს დაურეკა და ახლა "მისი უმაღლესობა" მას უხმობდა ტელეფონთან.
-უთხარი, არ უნდა თქვენთან ლაპარაკიო.-გასძახა ლოლას.
ცოტა ხანში ქალი თავისი ფეხით მიბაჯბაჯდა თათიას ჰამაკთან და ტელეფონი გაუწოდა:
-ვუთხარი და გაცეცხლდა, ახლა შენ ელაპარაკე. მეტის ღირსი კი ხარ ქალბატონო!- ნიშნისმოგებით უთხრა ლოლამ ურჩ ქალიშვვილს.
-გისმენთ!-ისევ ჩაყვირა ტელეფონში თათიამ.
-მისმენ კი არა, შენ გისმენ. რას ჰგავს შენი საქციელი? რატომ მეჯიუტები? რას მიმტკიცებ? მე თქვენ როცა აგიყვანეთ ვიფიქრე, ჭკვიანი, გონიერი, წინდახედული ქალი ამყავდა, რომელმაც იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში და ხელში ერთი ჯიუტი, უჭკუო და ამასთან, ტუტუცი, გაუზრდელი გოგო შემხვდა. შენ თუ ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო, ვინც იცის, იმას მაინც დაუჯერე.-ტელეფონში კაცის ქშინვა ავისმიმასწავლებლად ისმოდა. თათიამ იცოდა, რომ ახლა ძალიან გაუმართლა ის, რომ იქ, შვედეთში, იყო აუცილებელ საქმეზე და არა საქართველოში.
-თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ
-ყველაფერს დამსახურება უნდა.- ჩაიცინა თუმურმა.
-დამსახურება ხო?-გაბრაზდა გოგო.-კარგად ბრძანდებოდეთ!-სწრაფად გამორთო ტელეფონი და ის-ის იყო ლოლასთვის უნდა დაებრუნებინა, რომ ისევ დარეკა. თემური იყო.
-რას ნიშნავდა ეს საქციელი?- answer ღილაკზე თითის დაჭერისთანავე გაიგონა მამაკაცის ჩუმი საუბარი და თავი იმ კურდღლის ადგილას წარმოიდგინა, მხეცი ნელ-ნელა, ჩუმად რომ ეპარება და მას წარმოდგენა არ აქვს მომავალ საფრთხეზე, თუმცა თათიამ, კურდღლისგან განსხვავებით, იგრძნო.
-როცა ჩამოვალ ყველაფერზე ვილაპარაკებთ და მერწმუნეთ,კმაყოფილი არ დარჩებით,-გააგრძელა კაცმა.- მანამ კი პოლიციაში წადით შენც და ჩემი შვილიც, რამე არ დამართო ოღონდ, და განცხადება შეიტანეთ, თორემ დღესვე ჩამოვალ და თქვენთვის იქნება ცუდი. გასაგებია?
-კი -დაიჩურჩულა თათიამ.
-ვერ გავიგე!- იღრიალა თემურმა. თათია შიშისგან შეხტა და ტელეფონი გაუვარდა. სწრაფად აიღო ისევ ხელში და უფრო ხმამაღლა, მაგრამ ხმის კანკალით თქვა:
-გავიგე, ბატონო თემურ.-კაცმა ყურმილი დაკიდა და თათიამ შენიშნა, რომ მისი სიცოცხლის სამი წელი ამ სამ სიტყვას გააყოლა.
-ლოლა ზურას დაუძახე, საბა ჩვენ კი ავიდეთ და ტანსაცმელი გამოვიცვალოთ.
-რატო? რა ხდება?-იკითხა დაბნეულმა საბამ.
-განყოფილებაში მივდივართ.
-ჩემი ვენდეტა?
-დროზე! გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება!-იყვირა თათიამ. საბა შეფუცხუნდა და სახლისკენ გაიქცა, მას უკან თათიაც მიყვა, ლოლა კი გამარჯვებული სახით წავიდა გიგლასკენ ახალი ამბის მოსაყოლად.
-ესე იგი, როგორი იყო? აღგვიწერეთ კიდევ ერთხელ.-პოლიციელი, რომელთანაც თემურს წინასწარ დაერეკა, უკვე მესამედ ეკითხებოდა თათიას “ჯიბგირის“ გარეგნობას. ქანცგაცლილი თათია კი მესამედ იწყებდა არასასიამოვნოდ გასახსენებელი ტიპაჟის აღწერას.
-იყო მაღალი, ჩემზე ბევრად მეტად, ჰქონდა გრძელი ღია ყავისფერი თმები, მწვანე თვალები, აი, კატის თვალები ხო იცით არა? აი, ისეთი, ეცვა Rolling Stones-ის კაპუშონიანი მოსაცმელი, ღია ფერის გაქექილი ჯინსი და ადიდასის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი.
-ეგ წეღანაც გვითხარით, რაიმე ახალი დეტალი არ გაგხსენებიათ?
-აა,ხო, კი გამახსენდა.
-რა?-ანთებული თვალებით შეხედა პოლიციელმა.
-რა და შრამი ჰქონდა ნიკაპის შუაში.
-კონკრეტულად სად?
-ნიკაპის შუაში-მეთქი, ადამიანო,-გაღიზიანება დაეტყო თათიას ხმაში და კიდევ რომ არ ეთხოვათ ამ მონაცემის გამეორება, თითით საკუთარ ნიკაპზე აჩვენა პოლიციელს შრამის ადგილმდებარეობა.
-გასაგებიაა...- ბოლო ხმოვანი მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა და ჩაფიქრდა.
-რა არის გასაგები?-გაკვირვებულმა გოგონამ ჩაფიქრებული გამომძიებელი შეანჯღრია.
-ა, ხო,-გამოიფხიზლა კაცმაც-რა და შრამის ადგილმდებარეობა.
-მეკაიფებით?- ცალი თვალი ეჭვით მოჭუტა თათიამ. ცალი იმიტომ, რომ მეორეს ვერც კი ახელდა.
-არა, ქალბატონო, როგორ გეკადრებათ. ახლა ბავშვი უნდა დავკითხოთ.
-რა საჭიროა? ის ძირითადი დროის განმავლობაში გათიშული იყო.
-ეს აუცილებელი პროცედურაა. ასე რომ, ჩვენ ვერაფერს გავხდებით.
-კარგი, მაშინ ჩემი თანდასწრებით.-თათიამ შეატყო, რომ პოლიციელი შეწინააღმდეგებას აპირებდა და მაშინვე დააყოლა:-სხვა შემთხვევაში იძულებული ვიქნები თემურ მელითაურს დავურეკო.
-რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაესწროთ დაკითხვას, თქვენ ხომ ბავშვის დროებითი მეურვე ხართ.-კაცმა უცებ დაიხია უკან. თათიას კი კიდევ ერთი კითხვა გაუჩნდა: ვინ იყო თემურ მელითაური, რომლის შესახებაც მას ამ დრომდე არაფერი გაეგო, მაგრამ სამართალდამცავს მისი სახელის გაგონებისას მუხლები უკანკალებდა?! ის ამას და კიდევ ბევრ რამეს დაადგენდა დაკითხვის შემდეგ!
საბა დაკითხვის ოთახში შეიყვანეს. იგი თათიას გვერდით დაჯდა და სერიოზული სახით პასუხობდა კითხვებს.
-ზურა, როგორ ფიქრობ, დამიცხრა ცოტა სახე?-თათიამ შავი სათვალე მოიხსნა და ჰკითხა განყოფილებიდან გამოსვლისას მანქანაზე მიყრდნობილ მძღოლს.
ზურამ კარგად შეათვალიერა:
-რავი აბა, დილას რომ გქონდა იმაზე კარგად გაქვს. მოგიხდა პოლიცია ხომ იცი?-გაუღიმა თათიას და მანქანის კარი გაუღო.
-ოხ, რა ჯენტლმენობაა.-ბოლო სიტყვაში ცინიზმის ჩასაქსოვად ოსტატობა არ დაუშურებია გოგოს.
-მე მაგაში მიხდიან ფულს, ჩემო ლამაზო.-ბოლო სიტყვა ზურამაც ხაზგასმით წარმოთქვა.
მგზავრობისას არც ერთი იღებდა ხმას, ეს დუმილი თათიას ნერვებს უწვრილებდა და ამიტომაც თავად აიღო საკუთარ თავზე დუმილის დარღვევის „მძიმე“ პასუხისმგებლობა.
-ზურა.
-ხო.-ცალი თვალი ისე გამოაპარა მძღოლმა, რომ არც გზისთვის მოუშორებია მზერა.
-ცოლად შემირთავ?
ზურამ გაოცებისგან გაშტერებულმა გახედა თათიას და გზისკენ მიხედვა დაავიწყდა კიდეც.
-გზას შეხედე ბიჭო!-იწივლა თათიამ. ზურა გონს მოეგო და სწრაფად გაასწორა საჭე.-ახლა პირიც დამუწე.-კიდევ ერთი „რჩევა“ მისცა გოგომ შეთავაზებისგან ჯერ კიდევ გაშტერებულ ბიჭს.
-გამომყვები, რო?
-ანუ შემირთავ, თუკი მე გამოგყვები?
ზურამ კარგად აათვალიერა გოგო, მერე გასიებულ ლოყაზე გაუშტერა მზერა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-საღ-სალამათი რომ ვიყო და არაფერი მჭირდეს, არც მაშინ?
მძღოლი დაფიქრდა და ისევ თავი გააქნია.
-რატომ?
-მყავს მე ცოლი.
-მართლა?-გაოცდა თათია-რატომ არ მითხარი?
-არ გიკითხავს.
-შვილი?
-ჯერ არა, მაგრამ ორ თვეში მეყოლება.-გაიღიმა ზურამ.
-გოგო თუ ბიჭი?
-არ ვიცი, არ გაგვიგია წინასწარ.
-მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ჯანმრთელი იყოს.-გაუცნობიერებლად ისროლა ძიძამ შაბლონური ფრაზა.-რას არქმევთ?
-არ ვიცი, არ გაგვიგია სქესი-მეთქი.
-ისე შენ რა გინდა, რომ დაარქვა?
-გოგოს - გვანცა და ბიჭს - თორნიკე.-გაიღიმა ზურამ.
-კარგი სახელებია. მე ვნათლავ იცოდე.-ბოლო წინადადება იყვირა თათიამ და თან ნიშნისმოგებით დაეჭყანა ზურას.
-წეღან ცოლად მომყვებოდი და ახლა შვილს მინათლავ?-გაეცინა მძღოლს.
-განა მართლა მოგყვებოდი? ისე გკითხე, „პროსტა“. ჰა, მომანათვლინებ თუ არა?
-არა.-თავი შორს დაიჭირა ბიჭმა.
-რატომ?-იწყინა გოგომ.
-შეხედე შენს თავს და აღარ გაგიჩნდება ეგ კითხვა.-მანქანის სარკეში ჩაახედა თათია.
-ეს გამივლის ორ თვეში და მერე ჩიტივით ვიქნები.
-მე ჩემს შვილს ჩიტს არ მოვანათვლინებ.
-კარგი, როგორც გინდა.-გაბუტულმა გვერდზე გაიხედა.
-აუ არ გეწყინოს რა, ჩემს ძმაკაცს უნდა, რომ მონათლოს და თან მარტო და ახლა ვერ ვეტყვი მაგას, შარიანია და მაგის თავი არ მაქვს.-ბოდიშის ნიშნად თმები აუჩეჩა ზურამ გოგოს.
-არა უშავს. შენ ის მითხარი, ხელფასი რამდენი გაქვს?- მოვიდა ქალბატონი ხასიათზე.-უფრო სწორად ის მაინტერესებს, გყოფნით თუ არა? ან ბავშვი, რომ შეგეძინებათ მერე თუ გეყოფათ?
-კი. ჩემი ახლანდელი ხელფასი ბავშვის დაბადების მერეც გვეყოფა, მაგრამ ბატონმა თემურმა მითხრა, რომ მომიმატებს. ძალიან კეთილი კაცია.
-კი, ნამდვილად კეთილია, ამ დილით სულ „სიკეთეებით“ ამავსო.-ჩაიბუზღუნა თათიამ.
-არა, მართლა კეთილია, უბრალოდ შენ ხარ ჯიუტი და თავნება.-აუბა მხარი თემურს მძღოლმაც.
-არ ჭირდება იმას შენი დახმარება, ჩემს გალანძღვას მარტოც მშვენივრად ახერხებს.-გაწიწმატდა გოგო. თუმცა ახლა ამის დრო არ იყო. ახლა ის უნდა ეკითხა, რისთვისაც ეს უაზრო საუბარი წამოიწყო.
-ბევრი ფული აქვს ხო?- გულუბრყვილო კითხვა დასვა თათიამ.
-კი, ძალიან.
-როგორ იშოვა?-მომვლელმა თავი უკან მიაბრუნა, რათა დაენახა საბა რას აკეთებდა. ბავშვს ჩასძინებოდა. თათა მიხვდა, რომ საუკეთესო შანსი მიეცა ყველაფრის გასარკვევად.
- თავიდან როგორ იშოვა არ ვიცი, მაგრამ ესპანეთში ზეთისხილისა და ციტრუსის პლანტაცია აქვს და ძალიან ბევრ ფულს შოულობს. ახლაც შვედეთში თავისი საქონლის ექსპორტის თაობაზე მოსალაპარაკებლად არის წასული. ეს უფრო მეტ ფულს მოუტანს.
-ცოლიც ესპანეთში ჰყავს?
-არა, საერთოდ არ ჰყავს ცოლი, გარდაეცვალა ექვსი წლის წინ. უფრო სწორედ, მოუკლეს, როგორც ვიცი. მე მაშინ მასთან არ ვმუშაობდი. ლოლამ მითხრა, ძალიან შეიცვალა ამ ამბის შემდეგო, ადრე უფრო გულღია, მოსიყვარულე, მხიარული და კეთილი ყოფილაო, მაგ ამბის შემდეგ კი სულ გულჩათხრობილი და პირქუში გახდაო. ახლა როგორი კეთილია, ყოველ დილით ინტერესდება ჩემი ცოლის მდგომარეობით და საღამოობით მოკითხვას მაბარებს ხოლმე, და წარმოგიდგენია, ადრე რა კარგი ადამიანი იქნებოდა.
თათია თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა და გონებაში მომდევნო კითხვას ამზადებდა:
-რატო მოუკლეს?
-რა იყო მოგზავნილი ხომ არ ხარ?-გაეცინა ზურას.მაგრამ მაინც გააგრძელა.- ადრე, ბატონი თემური, უშიშროებაში მუშაობდა, ეს მანამ, სანამ შვილი შეეძინებოდა და მამამისი გარდაიცვლებოდა. იქ ვიღაც ძაან ბობოლა მთავრობის კაცისთვის გაუფუჭებია საქმე, კი არ გაუფუჭებია, გამოუქექა გაფუჭებული საქმეები და იმან შური იძია. საბუკას მოკვლაც უნდოდათ, მაგრამ ნინას დაუმალავს თავის ტანსაცმელებში და ვერ უპოვიათ.
-ნინა ვინაა?
-თემურის ცოლს ერქვა ნინა.
-მაგარი ქალი, ცოლი და დედაა, ქედს ვიხრი მის წინაშე.-სრულიად გულწრფელად თქვა ქალის გმირობითა და ვაჟკაცობით აღტაცებულმა თათიამ.
-ხო, გეთანხმები. უნდოდათ, რომ თემურის თვალწინ დაეხოცათ ცოლ-შვილი, მერე კი ისიც მოეკლათ,მაგრამ თემური არ დახვდათ სახლში, ცოლს ვერ ათქმევინეს ვერც ბავშვის და ვერც ქმრის ადგილსამყოფელი და წამებით მოკლეს.
-ტელევიზორში იყო ეს ამბები?
-არა, არ გახმაურებულა. როგორც ვიცი, თემური იმ კაცს დღემდე ეძებს, ის კი ვირთხასავით იმალება. საბა ჰგავს დედამისს და ძალიან უყვარს თემურს. ამიტომაც გაბრაზდა იმ ამბავზე.
თათია განადგურებული უსმენდა ზურას, თავადაც მთელი არსებით იტკივილა ამ ოჯახის ტრაგედია. ამასობაში სახლშიც მივიდნენ. თათიამ ჩაძინებული საბა თავის ოთახში შეაყვანინა მძღოლს. სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო და საბას გვერდით მიუწვა. მთელი ღამე ტიროდა თათია და თან თავზე ხელს უსვამდა ბიჭუნას, რომელიც, რომ არა დედის თავგანწირულობა, შეიძლება, ახლა მკვდარი ყოფილიყო. ამის გაფიქრებაზე ტირილს უმატა, უკვე ვეღარ წარმოედგინა ცხოვრება საბუნას გარეშე და საშინლად ესიკვდილებოდა ერთი თვის გასვლა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიილეოდა. ტირილისგან ღონეგამოცლილსა და გასავათებულს საკმაოდ გვიან ჩაეძინა და ძილში სიზმრად ჩაიყოლა ზურას მოყოლილი ამბავი.


_______
გამარჯობა,მეგობრებო!
ცუდად ვიქცევი და საავტორო უფლებებს ვარღვევ,მაგრამ იმდენად დიდია სურვილი რომ ეს უსაყვარლესი და უტკბილესი ისტორია გაგიზიაროთ,სინდისის ჩუმ ხმას კიდევ უფრო ვაჩუმებ და სიახლეს ვტვირთავ.
ეს ისტორია ძალიან ადრე მაქვს წაკითხული,დიდხანს ვეძებდი და ახლა როცა არ ველოდი,მაშინ ვიპოვე. ავტორი ვინაა არ ვიცი,ან ახლაა სადაა.თუ ამ სიახლეს როდისმე ნახავ,ბოდიში!
სხვებს კი დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ. აქვს ამ ისტორიას რაღაც საოცარი ხიბლი და ამაში თქვენც დარწმუნდებით



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ამ ისტორიამ ისე მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება სიმართლე გითხრათ
გააოცა და რაღაცა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა ბოლოს

 


№2  offline წევრი n.k.

gagrdzeleba rodis ikneba?ar daagviano

 


№3  offline წევრი Takk.22

აუ რა კარგიი,თან რამხელა ნაწილი იყო იმედია სულ ასე გაგვანებივრებ

 


ვაიმეე, ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ახალ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

საინტერსო ისტორია და თან ძალიან კარგი, ველოდები მეორე ნაწილს, მადლობა ავტორს და თქვენც მისი ხელახლა ატვირთვისათვის.

 


№6  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი ისტორიააააა მომეწონა ძააან იმედი მაქვს ალალთავს მალე დადებბბ ♡♡

 


№7  offline წევრი Rania

Cakitxuli maqvs da saocrad miyvarss. Tqven gagrzeleba unda naxottt. Sul moulodnelobebitaa savseee
--------------------
Q.qimucadze

 


№8  offline წევრი cicino

ძალიან მომეწონა და მალე დადე

 


№9  offline წევრი Na❣Da

ძალიან კარგია, ეტყობა რომ ნიჭიერი ავტორი ჰყავს. ❤️ მალე დადე თორემ ვეღარ ვითმენ

 


№10  offline წევრი Maia G.

ძალიან მომეწონა,გელით დიდი მოლოდინით❤❤❤

 


№11  offline წევრი cicino

სად დაიკარგე რატომ აღარ დადე მალე გამოჩნდი რა.

 


№12  offline წევრი DI ANA

ძალიან მაგარია❤ველოდები ახალ თავს

 


№13  offline წევრი გრაფინია

მეგობრებო,მიხარია რომ მოგეწონათ და ელოდებით გაგრძელებას.
ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ ვტვირთავ სიახლეს (სამჯერ ვცადე და როგორც ჩანს რაღაცებს ვერ ვაკეთებ სწორად)
კომპიუტერთან როგორც კი მოვხვდები ავტვირთავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent