შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთლის ხუჭუჭა გოგო... (2)


8-02-2019, 17:55
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 3 245

მანქანის ხმა მაღვიძებს, რამდენი მიძინია უკვე ქალაქში ვართ...
მანქანა დიდი ორსართულიანი სახლის წინ დგას..
დედა და მამა უკვე შესულან ეზოში. მეც გადავდივარ მანქანიდან და სახლისაკენ მივდივარ.
ეზოში შესვლისას გაოცებული ვრჩები, ეზო ისეთი მშვენიერია..
სახლისკენ საცალფეხო ბილიკი მიდის, ბილიკის გარშემო ფერადი ყვავილებია ხოლო ყვავილების იქით კი ულამაზესი ბუჩქები..
სახლი? სახლიც უმშვენიერესია..
შედიხარ თუ არა დიდ ჰოლში ხვდები საიდანაც მეორე სართულზე პატარა დახვეული კიბე ადის.. სახლი ნათელ ფერებშია მოწყობილი, როგორც მე მიყვარს ზუსტად ისე..
პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და სტუმრების ოთახია.მეორე სართულზე კი ორი ოთახია
მშობლების და ინასი..
ჩემი ოთახი სხვენში იქნება..
სხვენს მზის სხივები ანათებდა რომელიც დიდი სარკმლიდან შემოდიოდა...ჩემი ნივთები დავაბინავე თუარა ქვევით ჩავედი დედა ვახშამს ამზადებდა..
მისაღებში მამას და ინას გვერდით დავჯექი რომლებიც მულტფილმს უყურებდნენ...
მალევე დედაც მოვიდა და ყველანი სუფრასთან დავჯექით. ვახშმობისას მამამ მითხრა რომ სკოლის სანახავად წამიყვანდა.
ვახშმობა დავამთავრე თუარა ოთახში ავირბინე, გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი...
უკვე სკოლასთან ვიყავით როცა მამამ მითხრა რომ მაღაზიაში შევიდოდა.. მე ვუთხარი რომ სკოლასთან დაველოდებოდი,
სკოლასთან ბიჭები იდგნენ და იცინოდნენ..
მე სკოლის ეზოში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი.
ერთ-ერთი ბიჭი ჯგუფს გამოეყო და ჩემსკენ წამოვიდა, მოვიდა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
მისმა საქციელმა გამაკვირვა და ცოტა არიყოს შემრცხვა ამიტომ გავწითლდი..
-ჰეი ხუჭუჭა რატომ გაწითლდი?-როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია ბიჭმა-ჩემი ჩეგრცხვა?-დამცინავი გაუხდა ხმა
-არ გავწითლებულვარ და არც შენი მრცხვენია-გაბრაზებულმა ვუპასუხე და აწითლებულმა ზურგი ვაქციე
-იცი...- სიტყვის არ დაუსრულებია როცა მამამ დამიძახა..
-მია წავედით მეჩქარება...
-მოვდივარ მაა
სკამიდან წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მანქანისკენ..
სახლში მისული იმწამსვე ჩემ ოთახში ავედი და ხატვა დავიწყე..
რას ვხატავდი? იმ ბიჭს..
სუფთა ფურცელზე საათების წინ ნანახი ბიჭის სახე გამოჩნდა..
გამოკვეთილი ყვრილმანები, საშუალო ზომის სისხლისფერი ტუჩები, თაფლისფერი თვალები და მოკლედ შეჭრილი თმა..
მისი სახის დანახვისას გული გაასმაგებულად ძგერდა არვიცი ეს რასნიშნავდა მაგრამ პირველად დამემართა ასეთი რამ ბიჭის დანახვისას..
როდესაც გულის დამშვიდება მოვახერხე საწოლში დავწექი და დავიძინე..
ძილში მკლავზე შეხება ვიგრძენი გულში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა, მამა მეგონა და მივეხუტე მანაც გულზე მიმიკრო და მეც მშვიდად განვაგრძე ძილი...დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, საძინებელში სიცივე იყო, ფანჯარა დამრჩენია ღია...
საწოლიდან ვდგები, მოსაცმელს ვიცმევ და ოთახიდან გავდივარ.
ქვევით ჩასულს ყველა მძინარე მხვდება, ამიტომ მისაღებში ვჯდები და ტელევიზორის ყურებას ვიწყებ..
საათნახევარში ყველა იღვიძებს და საძინებლიდან გამოდიან..
ინა ოთახიდან გამოდის, დივნისკენ მორბის და კალთაში მიხტება..
-მია იცი გუშინ მამიკოს ჩემთან ეძინა
-ჰეი მართლა? კარგია-ვეუბნები და ვკოცნი..გულში კი გუშინდელი ღამე მახსენდება, ალბათ მძინარეს მომეჩვენა, დაღლილი ვიყავი...
საღამო ხანს ეზოში გავედი..ეზოს უკან სარწეველა საქანელაა, ვჯდები და წიგნის კითხვას ვიწყებ.
"საიდუმლო ბაღი" ამ წიგნს ვკითხულობ.. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მომბეზრდება.. მთლიანად წიგნში ვიყავი ჩაფლული როცა გვერდითა ეზოდან ვიღაცის ხმა ისმის...
-ჰეი ხუჭუჭა რას შვები?- მესმის ნაცნობი ხმა.
გვერდით ვიხედები და ნაცნობ სახეს ვაწყდები..
-ამმ ვკითხულობ შენ?-თვალებგაფართოებული ვუყურებ ბიჭს და წიგნს ვხურავ..
-არაფერს-იცინის..
ვდგები წასვლას ვაპირებ როცა მისი ხმა მაჩერებს
-მოიცადე ისე წახვალ არ გამეცნობი?მე ნიკა წერეთელი ვარ-მეუბნება და ისევ მიცინის..
-მე მია დადიანი ვარ. კარგი ნახვამდის შემცივდა..-მეც ვუღიმი, უკან ვბრუნდები და მოვდივარ.. ზურგს კი მისი სიტყვები მეწევა
-ნახვამდის ხუჭუჭა- მეღიმება და სახლში რაღაც ახალი ემოციით აღსავსე ვბრუნდები...

პ.ს იმედია მოგწონთ.. მადლობა შენიშვნებისთვის ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო



№1  offline წევრი Niniko11

უბრალოდ თავები გაზარდეე მე დანარჩენი ყველაფერი მომწონს♡

 


№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

გრაფინია
კარგია მაგრამ ზოგიერთი მომენტი ძალიან პატარა გამოგდის.შეგიძლია უფრო ვრცლად ისაუბრო,გრძნობები აღწერო რომ ნაწერი მშრალი არ იყოს. და თავებიც უფრო გაზარდე.ძალიან პატარაა და ინტერესი იკარგება


მადლობა❤ყველანაირად ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო❤❤

Niniko11
უბრალოდ თავები გაზარდეე მე დანარჩენი ყველაფერი მომწონს♡


მადლობა❤❤აუცილებლად გავზრდი თავების მოცულობას❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent