ჩვენი ამბავი (თავი IX)
.-ნან,ჩემო სიცოცხლე ,რა გითხრა აბა .შენც ხომ ხვდები რო სულელურად მოიქეცი...ეხლა დამშვიდდი,დაისვენე ,ხვალ ვილაპარაკოთ და მერე მიღე გადაწტვეტილება.. -თამო აღარაფერი არ შეიცვლება ,ყველაფერი დამთვდა..-ამოვისულუკუნე ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით... -დაისვენე პატარავ ... -თამო ხვალე, როცა მათე დარეკავს შენ უპასუხე და მანქანის გასაღებიც შენ ჩაუტანე კარგი?შემპირდი რომ ასე იზამ .. -კარგი ნანა,ეხლა დაისვენე ... დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს,ეკრანს ვუყურებ და ვხვდები,როგორ იყინება ჩემს გარშემო ყელაფერი,როგორ ჩერდება დრო და როგორ მეკუმშება გული...მაშინვე თამოს ვეძახი და ვთხოვ რომ ტელეფონს უპახოს...საუბარს შეგნებულად არვუსმენ ,მეორე მხარეს ვბურნდები და თავზე საბანს ვიხურავ...ვიცოდი რაზეც ისაუბრებდნენ ...საუბრის დასრულების შემდეგ თამო მხოლოდ სამ სიტყვას მეუბნება:-სად არის გასაღები? -ჩემს სამეცადინო მაგიდაზე დევს.ვპასუხობ ისე,რომ მისკენ არ ვტრიალდები,ვხვდები,რომ ხმა მებზარება და ძლივს ვითმენ რომ არ ავტირდე...თამო გასაღებს იღებს და ოთახიდან უჩუმრად გადის...სწორედ ამ დროს საშინელი,კოკისპირული წვიმა იწყება და ვხვდები რომ ამინდის ხელს მიწყობს და ტირილის ათასგვარ მიზეზს მაძლევს ...დაახლოებით 10წუთში თამო სახლში ბრუნდება,სამზარეულოში შედის და იქიდან მეძახის:-ნან,მიდი ადექი,ყავა დავლიოთ ..მიდი მალე მეორედ აღარ მათქმევინო.. უპასუხოდ ვდგები,ტანსაცმელს ვიცვამ და სამზარეულოში გვდივარ..თამო ყავისთვის წყალს დგამს..მაგიდაზე შავი შოკოლადი,ჩიფსი და ერთი კოლოფი სიგარეტი დევს ,გამიკვირდა რადგან სახლში არასოდეს ვეწეოდით...-თამო ეს რა არის ?მიდიხარ სადმე?თითით სიგარეტზე ვუთითებ..-არა დეპრესია უნდა დაგაძლევინო..მაგიდასთან ვჯდები,არ ვიცოდი რა მეთქვა,ან არც არაფრის თქმა არ მინდოდა..უშაქრო,ძლიერ ყავას მიდგამს წინ,არაფერს მეუბნება,ჩემს წინ ჯდება და თვალებში მიყურებს..-მიდი დაგამშვიდებს!-თავით სიგარეტზე მანიშნებს,კოლოფს ვიღებ,ვხსნი და ერთ ღერს ვიტაცებ,შემდეგ თამოს ვაწვდი და ისიც იგივეს იმეორებს,ჯერ მე ვუკიდებ ,მერე თამოს ვეხმარები...წამში ყველაფერს სიგარეტის კვამლი ფარავს,სხვადასხვა ფორმებს იღრბს,ზევით მიიწევს და უჩინარდება.თამო ძლიერ ნაპას ურტყამს ,კვამლს უშვებს და სკამის საზურგეს ეყუდება,ვხვდები რაღაც აწუხებს და დუმილს ისევ მე ვარღვევ..-თამ რა ხდება ?არაფერს მეუბნება უფრალოდ ეწევა ,ყავას სვამს და სიამოვნებას იღებს,..-თამო ,მოდი ვილაპარაკოთ!-კიდე ერთხელ "ვითრევ " საუბარში.. -არაფერი ისეთი ნან,მე და უტამ ვიკამათეთ და ვერ ვარ ხასიათზე.. -რატო რა მოხდა ? -რამდენჯერ ვუთხარი ნასვამი არ დაჯდე საჭესთან მეთქი,მაგრამ იგივეს აკეთებს...ნერვები მეშლება ..გუშინ ვეღარ მოვითმიმე და უხეშად ველაპარაკე შენ წარმოიდგინე და არც თვითონ არ ქნა ნაკლები.. -დაწყნარდი თამო,ყველაფერი მოგვარდება,ხო იცი რო მთვრალ კაცს ვერაფერს გააგებინებ.დააცადე გამოფხიზლდეს და მერე დაელაპარაკე ,აუხსენი ყველაფერი... -კაი რა ნანა რა ,არაფრის ახსნას არ ვაპირებ,შემეშვას საერთოდ.. -კაი ეხლა,შენ ნუღარ მიშლი ნერვებს...დაწყნარდი და მერე გადაწყვიდე ყველაფერი,ხო იცი გაბრაზებულ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ინანებ.. -შენც ნანობ ? -რა ?რას ? -იცი რასაც ვგულისხმობ! -ეხლა ვერაფერს გამოვასწორებ!რამის გამოსწორება რომ შეიძლებოდეს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა .. -რას აპირებ ეხლა ? -ჩავალაგებ ბარგს და ორ დღეში გავფრინდები გერმანიაში.... -და მათე ? -მათე?! რა შუაშია აქ მათე ?-გაღიზიანრბა დამეტო ხმაზე -არც კი იცი რა დღეშია.. -მოვრჩეთ რა ..დამთავრდა ყველაფერი,ნუ პრინციპში არც არაფერი ყოფილა...-სკამიდან ვდგები და ოთახისკენ მივდივარ.. -სად მიდიხარ..? -ბარგის ჩალაგებას ვიწყებ.. -დახმარება არ გინდა ? -არა თამ,მადლობა მე თვითონ ვიზამ ცოტა გულს გადავაყოლებ... -კაი მაშინ მე სახლს დავალაგებ...-აღარფერს ვეუბნები და ოთახში შევდივარ...ჯერ ოთახს ვალაგებ ,შემდეგ კარადიდან თანსაცმელი ლოგინზე გადმომაქვს და ვარჩევ რისი წაღება მინდა....დრო ისე გადის ვერც კი ვამჩნევ, თამო ვახშამზე მეძახის ,ერთად ვვახშმობთ და ვხვდები რომ ხასიათი გამოუკეთდა..-რას მივაწეროთ შენი გამოდარება? -ვაჟბატონმა დარეკა(ცდილობს ღიმილი დალიოს),ჩემი ნახვა უნდა .. -მერე ,არ მითხრაბავშვივით მოიქეცი და ტელეფონი გაუთიშე?! -არა,კარგი მეთქი ვუთხარი და საღამოს გამოგივლიო და მზად იყავიო...სადმე ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთო.. -ძალიან კარგი..იცის რა ბიჭმა ..ოხ სიძე,სეიძე.. -სიძე კი არა ხეთქე ეგ საჭმელი...მის მოთხოვნას უხმოდ ვემორჩილები.ვახშმის დამთავრების შემდეგ მას მოსამზადებლად ვუშვებ და მე ვალაგებ სამზარეულოს...ჩემდა გასაკვირად მისი მზადება ძალიან დიდხანს არ გაგრძელებულა...ოთახიდან გამოვიდა დახეული ჯინსი,მწვანე მოკლე მაისური და თეთრი ბოტასები ეცვა...გამახსენდა რომ თამოს კარადაში სპორტულ ფეხსაცმელს ძალზედ იშვიათად შეხვდებოდით.. -ხო მართლა ნა შენი ფეხსაცმელი ვითხოვე.. -კი თამო შეგიძლია ჩაიცვა რად უნდა მაგას კითხვა ..სარკასტული მოხდება ხმა და მოჩვენებით სიბრაზესაც არ ვაკლებ... -მიდი ერთი რა..სანამ მოვა წამო ერთიც „გავუქიშინოთ“ ... -ამ ტერმინს ვერგადაეჩვიე რა ..აივანზე გავდივართ..ქალაქის თავზე დამძიმებული შავი ღრუბლები დაცურავს...თოთქოს ჰაერიც დამძიმებულა...სკამებზე ვსხდებით,სიგარეტს ცეცხლს ვუკიდებთ და სკამის საზურგეს ვეყუდებით...თავს კედელს ვადებ და პირველ ნავას ვურტყამ,ვგრძნობ სულიერად დაღლილი და დამძიმებული ვარ,არაფრრი არ მინდა,მინდა ვიყო მხოლოდ მე , ეს ცა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი,რომელიც უკუნით წყვდიადში ერთადერთი ნათელი წერტილია.ფიქებში წასულს თამოს ლაპარაკი მაფხიზლებს-გავიქეცი ,ჭკვიანად იყავი..-სიგარეტს საჩქაროდ აქრობს,სუნამოს ისხამს და სახლიდან გარბის..მე ადგილიდან არ ვიძვრი,აივნის მოაჯირზე ფეხებს ვალაგებ და სიგარეტის მოწევას ვაგრძელებ...თითქოს სამყაროს ვწყდები და სულ სხვაგან გადავდივარ,ფიქრებით ისევ მათესკენ მივდივარ,ვგრძნობ თავს ვეღარ ვერევი და ტირილს ვიწყებ ..ოხ ეს ტელეფონები ,ისევ ტელეფონის საზიზღარი ხმა მესმის და ვხვდები ვიღაც გამწარებული ცდილობს დამიკავშირდეს.,ეკრანს ვაშტერდები და გაკვირვებას ვერ ვმალავ,როდესაც ეკრანზე მათეს ნომერი ეწერება...წამით ვყოყმანობ ვუპასუხო თუ არა..ბოლოს სურვილმა მძლია და ზარს ვუპასუხე..:-გისმენ! -გეძინა?მეკითხება ყველაირი შესავლის გარეშე.. -არა!..ჩუმდება აღაფერს მეუბნება ,ტელეფონში მისი სუნთქვა ისმის,და ვხვდები რომ ცრემლების ნაკადმა იმატა..დუმილს ტრადიციულდ ის არღვევს. -როდის მიდიხარ? -ზეგ გამთენიისას..ვხვდები ხმაც შემეცვალა.. -შენ რა ტირი ? -არა უბრალოდ გავცივდი..შეძლებისდაგვარად მოვიტყუე.. -თავს გაუფრთხილდი! -... -მომენატრები! -...ვერაფერს ვეუბნები,მაგრამ ვერც ერთი ვერ ვთიშავთ.. -შენს სახლთან ვარ,..ამბობს და ვხვდები რომ გული მიჩერდება.. -აქ რა გინდა? -უნდა გნახო ისე ვერ წავალ... -მათე ხომ ვილპარაკეთ არა ყველაფერზე.. -სულ ორი წუთით გნახავ და წავალ..ჩამოდი,გთხოვ-ხვეწნას აყოლებს უკანასკნელ სიტყვებს.. -კარგი ჩამოვალ...ისე რომ არც ვემზადები სპორტული ტანსაცმლით და თავზე ე.წ კოსით ჩავდივარ თავსხმა წვიმაში...თითქოს ჩვენს ამინდად იქცა წვიმა...მანქანასთან დგას ,თხელი მაისური და დახეული ჯინსის შარავლი აცვია...ვუახლოვდები და მის წინ ვდგები..არაფერს ვამბობთ...დუმილს ამჯერად მე ვარღვევ..-ხელი როგორ გაქვს ? -კარგად ,უფრო სწორად უკეთესად... -კარგია...მაშინ წავალ მე,ღამემშვიდობის...ვბუნდები და სახლისკენ მოვდივარ,მოულოდნელად მისი ხელი მაჩერებს,მატრიალებს და მეუბნება:-ჩაგეხუტები და მერე წადი რა ...ვერაფერს ვამბობ,თითქოს ენა მივარდება ...მიახლოვდება,ხელებს წელზე მხვევს და თავს ჩემს კისერში რგავს,მეც ჩემდა უნებურად ხელები მისი ზურგისკენ მიმაქვს და ორივე ხელს მაგრად ვუჭერ....მის სურნელს ვიჭერ და ჩემს გონებაში ვინახავ...მისი სუნთქვა კისერზე მელამუნება და ყველა ის ადგილი მეწვის სადაც მისი სუნთქვა მისწვდა...ცოტახანს ასე ვართ,შემდეგ მცილდება,ჩემს სახეს ხელებში იქცევს ,მიახლოვდება და შუბლზე მკოცნის...დიდხანს არმაცილებს ტუჩებს და ვხვდები უჭირს წასვლა..მგონია ნაწილებად დავიშლები და გავქრები,გაქრება მათე,გაქრება ყოველივე ეს რაც ხდება...მცილდება და თვალრბში მიყურებს:-არ დაივიწყო ეს წამი...თავს უხმოდ ვუქნევ,ვბრუნდები და სადარბაზოში შევდივარ,მაგრამ უკან რაღაც მექაჩება....ვიყურები და ვხედავ მათე ისევ იქ დგას ..სახლამდე როგორ ავედი არ მახსოვს...მხოლოდ ლოგინამდე მივაღწიე და ეს გაწუწული,უსულოდ დავეცი ,ძალა გამოცლილი და ემოციებისგან გადაღლილი ვიყავი...ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ეს მათე და მისი ჩახუტება იყო...მეგონა რაღაცა მნიშვნელოვანს ვკარგავდი (საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ასეც იყო..)ძალა მოვიკრიბე ავდექი,გამოვიცვალე,ცხელი წყალი დაგავივლე ,და დასაძინებლად დავწექი .... ვცდილობდი ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა და არავინ დამხმარებოდა,რადგან ნკლები დრო მქონოდა მათეზე საფირელად..მზდებაში ორი დღე ისე გავიდა ვერც კი მივხვდი.გამგზავრების საღამოს გოგოები აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით:-აბა ვის რა ჩამოგიტანოთ ? -აუუ მალე ჩამოდი და ბევრი შოკოლადები ჩამოგვიტანე მეტი არ გვინდა არაფერი .. -ჯერ ხო არ წავსულვა ხალხო რა იყოთ ... -გოგო დღეს შენებიც იქნებიან ხო აეროპორტში ?-ცნობისმოყვარედ მეკითხება თამო .. -ხო გოგო ,დედაჩემის ამბავი ხო იცი ამხელა გზაზე გიშვებ და ხო უნდა გაგაცილოო ... -ეე რა კარგია რამდენი ხანია არ გვინახია ....გოგო ბიჭებიც წამოვლენ ,უნდა გავაცილოთ ნანაო .. -ეე რა კარგია ,აუ წავალ წყალს გადავივლებ და დავწვები ,რო გამოვიძინო . -მიდი და უტა გამოგვივლის და წაგვიყვანს.ქეთო და ნიკა იქ მოვლენ ..გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა,რადგან ვიცოდი მათე იქ არ იქნებოდა.წყალი გადავივლე და დასაძინებლად დავწექი,ღამის პირველ საათზე მაღვიძარა მაღვიძებს ,ვდგები წინასწარ გამზადებულ თეთრ მაისურს,ტყავის ქურთუკს,დახეულ ჯინსს და თეთ ბოტასებს ვირგებ.თმას მაღლა კუდად ვიწევ და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ,სწორედ ამ დროს თამო შემოდის და მეუბნება რომ უტა მოვიდა და გველოდება.ზურგჩანთას,ტელეფონს და ყურსასმენებს ვიღებ და მისაღებ ოთქხში გავდივარ.სადაც წინასწარ გამზადებული ჩემოდანი დგას,გოგონები ნივთებს იღებენ და სახლიდან გავდივართ..ლიფტში ხმას არცერთი არ ვიღებთ და თითქოს მაინც რაღაცაზე ვლაპარაკობთ.უტა მანქანასთან გველოდება ,როცა ვუახლოვდებით სამივეს გვკოცნის და გვკითხულობს...თამო წინ ჯდება ,მე და ანი კი უკან.. -ნანა,რაღაცა სიხარულს ვერ გატყობა,-მეუბნება უტა და საქარე მინაზე მიმაგრებულ სარკეში მზერას მისწორებს.. -რას ამბობ რამდენ ხანს ვნატრობდი ამ დღეს ...-თვითონაც ვხვდები რომ მეტისმეტად არადამაჯერებელი ტყუილია ... -ეჰ ნეტა ვის ატყუებ -მეუბნება და მზერას მარიდებს..-არც ისა კარგ დღეში-ჩერდება და ისეც მიყურებს -უტა არ მინდა ამაზე ლაპარაკი,თავს მინას ვადებ და თვალება ვხუჭავ.. აეროპორტში მისვლისას ჩემი მშობლები და მეგობრები უკვე იქ იყვენენ..დაახლოებით ნახევარი საათი ე.წ გამოსათხოვარი საღამო იყო.დედაჩემი ჭკუას მარიგებდა ,რომ თბილად ჩამეცვა და არ გავციებულიყავი,რომ ჩავიდოდი და მოვეწყობოდი აუცილებლად დამერეკა ....როდესაც გამომცხადებლის ხმა გავიგეთ რომ ჩემს რეისზე ჩასხდომა დაიწყო ყველას გადავეხვიე და გამოვემშვიდობე.როდესაც უტას ვემშვიდობებოდი ეს სიტყვები მითხრა :"გახსოვდეს არის ადამიანი ვინც გელოდება და სულ ასე იქნება,გახსოვდეს ეს წამი"...ჩემოდანს ხელს ვკიდებ და სარეგისტრაციო მაგიდასთან მივდივარ ,უკან ვიხედები და ჩემს ახლობლებს ხელს ვუქნევ,მან სანამ არ გაუჩინარდებიან,ჩემოდანს ვაბარებ ,რეგისტრაციას გავდივარ და თვითმფრინავში საკუთარ ადგილს ვიკავებ..დაჯდომისთანავე ყურსასმენებს ვირგებ და სიმღერებს ბოლო ხმაზე ვრთავ ...აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონზე შეტყობინება მომდის..:"სასაცილოა არა მეც კი დამაწყებინე "მესიჯების" წერა ..ვახ ჩემი....რა გითხრა.მინდა გახსოვდე,მინდა გახსოვდეს რომ ვარსებობ და ისიც რომ სადღაც თბილისის შუაგულში ადამინი ცხოვრობს რომელიც შენი შეხვედრის სურვილით ცხოვრობს...რა სენტიმენტალური ვარ ხო ?!გიფიქრია იმაზე რომ შენთან შეხვედრის შემდეგ გავხდი ასე...ახლა იმ ადგილას ვარ სადაც ცხოვრების ყველაზე მაგარი დრო მაკავშირებს,იმ ადგილას სადაც პირველი კოცნა მოგპარე,კი ვიცოდი რომ პირველი იყო მაგრამ არაფერი გითხარი,მაბენიერებს იმაზე ფიქრი,რომ შენი პირველი კოცნა მე მეკუთვნის..სიგარეტს ვეწევი და მახსენდება როგორ ეწეოდი შენ ჩემს ხელში მოთავსებულ სიგარეტს...დავიფიცებ შენი თმის სუნს ახლაც კი ვგრძნობ...მინდა გახსოვდეს ეს წამი..." კითხვას ვასრულებ და ლოყა მლაშე სითხით მეცვარება..როცა ცნობიერება მიბრუნდება თვითმფრინავი უკვე ღრუბლებში მიცურავს ..თავს სკამის საზურგეს ვადებ და სულ ის ფაქტი რომ ხალხის თვალწინ ავტირდი.ჩაძინებულს სტიუარდესა მაღვიძებს და მამცნობს რომ უკვე ბერლინის აეროპორტში ვართ..ჩემს ნივთებს თავს ვუყრი და ჩასასვლელად ვემზადები..აეროპორტში ბარგს ვიღებ და გასასვლელისკენ მივდივარ სადაც ე.წ პლაკატებით ხელში უანრავი ადმიანი დგას.ერთ-ერთ ბანერზე საკუთარ სახელს ვარჩევ და ამ ადამიანისკენ მივდივარ.სადაც პროექტის რამდენიმე მონაწილესთან ერთან ორგაბიზატორიც მელოდება.ერთმანეთ ვეცნობით და ორგანიზატორი ს სასტუმროსკენ მიგვიძღვის ..ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გათენებული,ბერლინის თავზე შავი ღრუბლები დაცურავენ,რაც წვიმის ნიშანია.მანქანების მოძრაობა საკმაოდ ძლიერია მიუხედავად ადრიანი დილისა..ტაქსში ვზვარ და ბერლინის ხედით ვტკბები.მდიდრული სასტუმროს წინ ვჩრდებით ,მანქანებიდან გადმოვდივართ და პროექტის ორგანიზატორი საკუარი ოთახის გასაღებებს გვაძლევს ...სასტუმროს პერსონალს უკვე აუტანია ჩვენი ბარგი ნომრებში..ლიფტში შევდივარ და ღილაკს ნომრით 13ხელ ვაჭერ და საკუთარი ნომრისკენ მივდივარ....ოთახში შესული გაოცებული ვრჩები,არაჩვეულებრივი ნომერი იყო..ზურგჩანთას ვიხსნი და სავარძელეზე ვდებ,ერთადერთი რაც მინდა წყლის გადავლება და დაძინება.ორგანიზატორმა ქალბატონმა ლეამ გვითხრა რომ მომავალი დღის განრიგს ვახშანზე მოგვცემდა,ასე რომ ვახშმამდე წყალ გადავივლე,ნივთები ამოვალაგე და ცოტა წავუძინე კიდეც,გაღვიძებულ გამახსენდა რომ მეგობრები და ახლობლები მელოდებოდნენ ასე რომ ჯერ დედას დავურეკე სკაუპით და ავუხსენი რომ ფრენა კარგად დასრულდა ,რომ მშვენივრად მოვეწყვე და როცა შევძლებდი აუცილებდა დავურეკავდი..შემდეგ გოგოებს დავურეკე და მათთაანაც დაახლოებით გივე დიალოგი მქონდა .მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ერთადერთი ვისი ხმის გაგოელნებაც მინდოდა მათე იყო...ვახშმისთვის მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი ..ერთ-ერთ მაგიდას მივუჯექი და კოლეგები გავიცანი..ლეამ მომავალი ერთი თვის განრიგი დაგვირიგა,რომელიც უმეტესსწილად კონფერენციებს და საავამყოფოებში სტუმრობას მოიცავდა,მაგრამ დადებითი მხარე ის იყო რომ საღამო შვიდი საათიდან უკვე თავისუფლები ვიყავით და რასაც გვინდოდა იმას გავაკეთებდით...ვახშმიდან პირდაპირ ოთახში დავბურნდი,რათა კარგად გამომეძინა და პირველიდღისთვის ,,პირველი დღე საკმაოდ გადატვირთული გვქონდა შეხვედრებით და სესიებიყთ მდიდარი...სასტუმროში დაბრუნებული ჯერ ვახშამზე ჩავედი შემდეგ კი გადავწყვიტე ულამაზესი ღამის ბერლინი დამეთვალიერებინა...მოხიბლული ვიყავი რომ ქალაქის ყველა ქუჩაში სიცოცხლე ჩქეფდა,მოვიარე ძირითადი ღირსშესანიშნაობები,კაფეები ,ბარები..ისე შევეჩვიე ბერლინს რომ დარჩენაც კი მინდოდა ,ერთი თვე ძალიან სწრაფად გავიდა ,ძალუან ნაყოფიერი და შემეცნებითი გამოდგა ჩემთვის,წამოსვლის წინა დღეს ქალაქში გავიარე და მეგობრებს და ოჯახის წევრებს საჩუქრები ვუყიდე..ასევე წინა დღეს გოგოებს დავურეკე. -გოგოებო აბა რავა ხართ ? -აუუ ძაან კარგად და ველოდებით შენს ჩამოსვლას... -მომისმინეთ ეხლა რა ხდება .. -აუ არ მითხრა რომ რეისი გადაიდ ან რამე ეგეთი-წყენა ეპარება თამოს ხმაში -არა გოგო მაცადე დავამთავრო,მოკლედ ჩემებს არ ვეუბნები რო ჩამოვდივატ სიურპრიზი მინდა რომ გავუკეთე,ასე რომ თქვენ მოგიწევთ ჩემი დახვედრა... -კი ბატონო რომელზე იქნები აქ..? -ღამის პირველზე მანდ ვიქნები .. -ძაან კაი აბა შენ იცი -გავიქეცი ეხლა რაღაცეები დამრჩა ჩასალაგებელი... -მიდი და გნახავთ ხვალე -გკოცნით გოგოებო ... ბარგის ჩალაგებას ვასრულებ ,მაღვიძარას ვაყენებ და დასაძინებლად ვწვები,მაგრამ ფიქრებში არ მეძინება,ვფიქრობ იმაზე რომ ბავშვებთან ერთად თუ იქნება მათე,ან როცა შევხვდებით ერთმანეთს რა რეაცია ექნება ,ან შემთხვევთ ქუჩაში რომ შევხვდეთ როგორ მოვიქცევით ..ფიქრებში ვერც კი ვხვდები როდის მეძინება ..რამდენიმე საათში მაღვიძატის ტვინისწამღები ხმა მაღვიძებს და მამცნობს რომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების დროა ..ვდგები,წყალს ვივლებ და ტანსაცმელს ვიცვამ,რა თქმა უნდა სპორტულს სტილს ვირგებ რომ ფრენა უფრო კომფორტული გავხადო...ბარგს ხელს ვკიდებ,სასტუმროს მისაღებში ჩავდივატ,ყველას ვემშვუდობები და ტაქსით აეროპორტისკენ მივდივარ..გზაში ისევ მათესთან შეხვედრაზე ვფიქრობ,მხლოდ მძღოლის გაღიზიანებულ ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან,რომელიცმეუბნება რომ მოვედით და ფული გაფავუხადო...როცა მივედი ჩასხდომა უკვე გამოცხადებული იყო ასე რომ პირდაპირ ჩემოდნები ჩავაბარე და რეგისსტრაციის მაგიდასთან რიგი დავიკავე..თვითმფირავში ასულმა მაშინვე ყურსასმენები მოვირგე და ისევ დაძინება გადავწყვიტე,რაც არაჩვეულებრივი აზრი იყო..ზუსტად მაშინ გამეღვიძა როდესაც თვითმფრინავი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეშვებოდა...ნელ-ნელა ნივთების მოგრობება დავიწყე და სულიერეად მოვემზადე ჩემს არანორმალურ მეგობრებთან შესახვედრად,მაგრამ მოსაცდელში ისინი არ დამხვდნენ.ცოტახანს ვიცადე და როდესაც ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე რომ რომელიმესთვის დამერეკა უკნიდან მომესმა ნაცნობი და უსაყვარლესი ხმა; -დაბრუნებას გილოცავ..-მოვტრიალდი და ცოტახანს ენაჩავარდნილი ვიდექი,ჩემს წინ მათე იდგა ,ვარდების თაიგულით ხელში და თავისი ზღვისფერი თვალებით ისე მოყურებდა თითქოს პირველად მხედავდა -მათე ?-გამოცება ვერ დავმალე..-აქ რას აკეთებ ? -შენს დასახვედრად მოვედი...სხვათაშორის მეც მიხარია შენი ნახვა..-მეუბნება და იღიმის,ლოყა ეჩხვლიტება და მგონია რომ ცოტახანიც და ალბათ გული წამივა..არაფერს ვეუბნები,ცტახანს მიყურებს ,შემდეგ მიახლვდება,ვარდების თაიგულს ჩემს გვერდით მდგან სკამზე დებს ,შემდეგ კი თავის დიდ და ძლიერ მკავებს მხვევს,თავიდან ვერ ვაცნობიერებ რა ხდება ,შემდეგ კი ყველას და ყველაფერს ვივიწყებ ხელებს ვხვევ და მონატრებულ სურნელს ხარბად ვისრუტავ ..ცოტახალს ასე ვდგავართ..თავს ოდნავ წევს და მეჩრჩულება..-მენატრებოდი.. ცოტახანს არაფერს ვეუბნები ,ცხოვრებაში პირველად თავს უფლებას ვაძლევ ვიყო ბედნიერი,ვაკეთო სისულელეები,ვიყო გოგო რომელიც იბრძოლებს ბედნიერებისთვის და ხო რაც მთავარია ამა მოუცნობი გრძნობის მეტასტაზებს უფლებას ვაძლევ გავრცელდნენ მთელს ორგანზმში,მოიცვან ყველაფერი:გული,ფილტვები,ტვინი...თვალებში ვუყურებ და ამ ხნის განმავლობასი პირველად ვამჩვენ რომ ლურჯ უფრო სწორად ზღვისფერ თვალებში მწვანე ხაზები აქვს,რომლებიც ზღვასი სეჭრილ და შორს წასულ გემებს მაგონებდა..იღიმის,ლოყა ეჩხვლიტება და დარწმუნებული ვარპასუხი ძალიან კარგად იცის...დუმილ ვარღვევ და ვპასუხობ: -მეც ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.