ნოემბრის ნაყინი (ნაწილი Ill)
გადიოდა დღეები, კვირები თვეები და წლებიც კი. დამავიწყდა თუარა ნიკა? რათქმაუნდა არა! ყოველი დღე მასზე ფიქრში იწყება და მთავრდება. ამასობაში სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მე და თეკლამ დიზაინერობა ვარჩიეთ, მარიამი იურისტი გახდა. თეკლა და დათუჩა დაშორდნენ, მარიამი და ანდრია კი დღმდე ბედნიერად არიან. კომპანია გავხსენით მე და თეკლამ და საქართველოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად დიზაინრადაც ვიქეცი, თეკლა ძირითადად ტანსაცმლით იყო გატაცებული მე კი ინტერიერით. ცხოვრება დავალაგე, 25 წლის ვარ, 8 წელი გავიდა და მასზე არაფერი მსმენია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ცოცხალია და მან ყველაფერი იცის ჩემზე. გავცივდი, გავიზარდე და ქალად ვიქეცი, შეიძლება მიყვარდა მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არანაირი სურვილი არ მქონდა ისევ მენახა და მასთან ვყოფილიყავი. რატომ? მიზეზი ერთია! მან დამთმო, შეეძლო წამოსვლა მაგრამ არა, არ წამოვიდდა, ჩემზე იფიქრა ცოცხალი დამტოვა მაგრამ გული და გრძნოპბები წამართვა. თაყვანისმცემლები? უხვად მყავდა, ყველგან ნიკას მსგავსს ვეძებდი მაგრამ არა... ვერ ვიპოვე, მისი თვალები არცერთხელ გადამყრია არსად. ის იყო ადამიანი რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ორი უბედნიერესი დღ მაჩუქა მაგრამ ორივე მისი მიზეზით ჩამმწარდა. ვერ ვიტყვი რომ მისი ნახვა არ მინდა მაგრამ არ ვიცი რა რეაქცი მექნება იმ ადამიანის დანახვისას რომელიც 8 წელია ჩემში ცოცხლობს და ჩემგან აღარ სახლდება. 8 წელი იყო გასული როცა ბათუმში თეკლასთან, მარიამთან ანდრიასთან და სხვა მეგობრებთან ერთად ვისვენებდი როცა დათუჩა ვნახე. თეკლა ცუდ დღეში იყო. უყვარდა დათა და ვერ დაივიწყა 8 წელია. დარწმუნებული ვარ დათაც ასეა მითუმეტეს როცა დათას გამო დაშორდნენ. რატომ? როცა საქართველოში დავბრუნდით, დათამ გამოგვიცხადა რომ გერმანიაში მიდიოდა სასწავლებლად და თეკლას უთხრა რომ ვერ შეძლებდფა საქართველოში დაბრუნებას დიდიხნით. ამიტომ დაშორდა, ორივე ცუდათ იყო, მაგრამ თეკლამაც და დათამაც მიუხედავად იმისა რომ წარმატებული ცხოვრება აიწყვეს ერთმანეთის დავიწყება ვერ შეძლეს. ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. მე, თეკლა და მარიამი... 3 განუყრელი მეგობარი, 3 და რომლებმაც 25 წელი გაატარეს ერთად და კიდევ ბევრ 25 წელს გატარებენ. სანაპიროზე ვისხედით მხოლოდ ჩვენ სამნი და ზღვას გავყურებდით. --8 წლის შემდეგ რომ შეგხვდეს რასიზამ რადა? ვიცი რომ დღმდე ვერ დაივიწყე.-- თეკლამ სევდიანად გამიღიმა. --არვიცი. მე ისიც არვიცი ცოცხალია თუარა. ჩემში ბრაზი მონატრებაზე ბევრად მეტია.-ისე ვუპასუხე ზღვისთვის თვალი არ მომიშორებია. --ძლიერი გული გაქვს და მის ნახვასაც გადაიტან როცა დრო მოვა. დამიჯერე ცოცხალია და მასაც არ დავიწყებიხარ.-მანუგეშა მარიამმა. --მარიამ, 25 წელია მიცნობ მაგრამ მაინც ვერ მიხვდი ერთ რამეს. მოდი საიდუმლოს გაგანდობ, მე გული არ მაქვს. ან შეიძლება უბრალოდ უმოქმედოდ არის სადღაც სხეულში. ადრე მქონდა გული, 8 წლის წინ ამომაგლიჯეს და ახლა არც კი ვიცი სად არის.-თვალი ჩავუკარი და ზღვის ყურება გავაგრძელე. --ეს გოგო გიჟია. ისე ამ 8 წელში როგორი ძლიერები და უფრო ლამაზები გავხდით არაა?-სიცილით თქვა თეკლამ და ჩაფიქრდა. --დათუჩასთან რას აპირებ თეკლა? --არაფერს რასუნდა ვაპირებდე? დიდი ხანია ერთმანეთის ცხოვრებიდან გავქრით.-სევდიანად ჩაიღიმა და ახლა ქვებს მიაშტერდა. სასტურმოში რომ დავბრუნდით, რეგისტრატურასთან დათა შეგვხვდა. მენატრებოდა... ის ჩემი წარსული იყო, ერთი პატარა ქალაქიდან ვიყავით და ამდენს მივაღწიეთ, დავიფანტეთ და ახლა აღარც კი ვიცი ოდესმე ისევ თუ შევერთდებით. --დათუჩაააა, აქუნდა დარჩე?-ვთქვი და ჩავეხუტე. --გოგოებოო? თქვენც აქ რჩებით?-წამით შეჩერდა და თელას ცრემლიან თვალებს შეხედა.-გამარჯობა.-მიესალმა და სევდიანად ჩაიღიმა. --219 ნომერში რჩება, აბა შენ იცი გაახარეთ ერთმანეთის გულები.-ხმადაბლა ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. გამიღიმა და თითი დამიქნია სიცილით. მოდი შესწორებას შევიტან. დათუჩამ თეკლას ხელი სთხოვა, უნდოდა თან წაეყვანა და ერთად ეცხოვრათ მაგრამ თეკლამ სწავლის და ჩვენს გამო უარი უთხრა. ამიტომ გაბრაზებულმა დათუჩამ ხელი სხვას სთხოვა. ნუ რათქმაუნდა ქორწილი არიყო მაგრამ რაცმთავარია მისის ამ საქციელით თეკლა დაკარგა. --მარიამ შენ როგორ ხარ რას საქმიანობ? --იურისტი ვარ, შენ სად დაგვეკარგე? რაზე ჩააბარე? --ბიზნესზე ჩავაბარე. მამაჩემის ბიზნესი გადმოვიბარე... დავბრუნდი.-თქვა და თეკლას გადახედა, რომელსაც თვალებში ბედნიერების სხივები გაუკრთა.-შენ რასშვრები პრინცესა? --არ მოგბეზრდა პრინცესას ძახილი? ენსი ჯგუფი ჰოიცი დიზაინრები როარიან. --კი ვიცი, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან არიან განთქმულები. --ჩემი და თეკლას კომპანიაა.-გავიჯგიმე მე. --აი ეს არვიცოდი. ყოჩაღთ მიგიღწევიათ მიზნისთვის.-ირონიულად გადახედა თეკლას. --ანდრია და ბიჭებიც აქ არიან იცი?-ყურადღების გადატანა სცადა მარიამმა. --ვიცი ვნახე, ამ საღამოს უნდა გნახოთ კლუბში. ჩემს ძველ ნაცნობთან ერთად ჩამოვედი აქ, გერმანიაში უნივერსიტეტში შევხვდი. აქ არცისე კარგად ვიცნობდი მაგრამ იმდენად ჯიგარი ადამიანია ამ 8 წელში ძაან დავახლოვდით.სურპრიზად დავტოვებ არგეტყვით ვინაობას მაგრამ ძალიან კარგად იცნობთ. --ოჰოო დავინტრიგდი. მაშინ ჩვენ გავემზადებითდა ბიჭებთან ერთად კლუბშ გნახავთ. დათუჩას დავემშვიდობეთ და ჩვენს ნორმებში გადავნაწილდით. ბიჭები საქმეზე იყვნენ გასულები და ჩვენ ცოტა დავისვენეთ. გული ცუდს მიგრძნობდა, შიშმა შემიპყრო, მიზეზს ვერცმე ვხვდებოდი. 8 საათზე გამხადება დავიწყე, რუჯი კარგად მქონდა მთელს ტანზე ამიტომ მაკიაძი არ გამიკეთებია მხოლოდ წითელი პოადა მიმშვენებდა ტუჩებს, შავი კლასიკური შარვალი და შავი მჭიდრო ტოპი ჩავიცვი, ფეხზე თეთრი კეტები და გოგოებთან ერთდ სასტუმროს კლუბისკენ დავიძარი, გული მიფართხალებდა. კლუბში შესულს მაშინვე მეცა სიგარეტის და ალკოჰოლის უსიამოვნო სუნი, ამ სასტუმროში ელიტარული ბო*ები და მამიკოს ბიზნეს გადმობარებული სი*რბანჯოები იკრიბებოდნენ. მალევე მოვნახეთ ჩენები და მათკენ წავედი დათუს გვერდით მჯდომი ბიჭის სახეს ვერ ვარჩევდი, განათების გამო მაგრამ რაცუფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ვამსგავსებდი ნიკას. მათთან მივედით და ჩემი შოკიც ახლა დაიწყო. ჩემს წინ იჯდა ნიკა, ადამიანი რომელიც 8წელია მკვდარი მგონია და ისეთივე თბილი თვალებით მიყურებს როგორც მაშინ. აღარ იყოს ის პატარა ბიჭი, თმა გადაპარსული ჰქონდა, გრძელი წამწამები ახლა უფრო ნათლად უჩანდა, წარბთან და ლოყაზე შრამი ჰქონდა...გავშეშდი, გავშრი, ახლიდან დავიბადე, არ მიტირია, ფეხზე წამოდგა, გოგოებს გადავხედე შოკურ მდგომარეობაშ იყვნენ, ნიკა მომიახლოვდა, ადგილლიდან ვერ ვიძროდი, გაუსაძლისად მტკიოდა, ვკვდებოდი, ნელნელა ვგრძნობდი რომ ყურები დამიგუბდა დამხოლოდ ნიკას ვხედავდი. ჩემს პირდაპირ დადგა და ზემოდან გადმომხედა. --გამარჯობა რადა... --ნიკუშ გელოდებოდი...-ვთქვი და მთელი ძალა მოვიკრიბე, ლოყაზე ხელი მივადე, ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი და მეღიმებოდა, როგორ მომნატრებია მისი თვალები, ჩემს წინ ბავშვი აღარ იდგა, არც მე ვიყავი ბავშვი, ჩემს წინ კაცი იდგა. ძლიერი მამაკაცი, სევდიანი და ამავდროულად თვილი თვალებით რომლებიც მხოლოდ ჩემს დანახვაზე ციმციმებდნენ. გაიცინა და გულში მთელი ძალით ჩამიკრა. ვტიროდი, ცრემლებმა მაინც ვულკანივით იფეთქეს . 8 წელი ამ მოეტს ველოდებოდი, ამისთვის ვიცოცხლე. ვფიქრობდი რომ ვნახავდი ერთს კარგად ვუთავაზებდი სიფათში და კარგადაც გამოვლანძღავდი მაგრამ ზედმეტად მყვარებია. --ეე გვრიტებოო, ხელს ჰოარგიშლიიით.-გაკვირვებულმა შემოგვხედა მუდამ მხიარულმა თოკამ, ჩვენმა ბავშობის მეგობარმა. --სხვათაშორის კი.-თვალი ჩაუკრა სიცილით ნიკუშამ. --ჩემი ნიკა, როგორ მენატრებოდი, შე იდოტო, უკვე ვფიქრობდი რომ მკვდარი იყავი.-დაუცაცხანა მარიამმა და ჩაეხუტა. --მაგაზე მერე ვილაპარაკოთ რაა.-თქვა და თავზე მაკოცა. --რაღაც არვიცი ჰო?-ალაპარაკდა ანდრეა. --წამო მოგიყვაები.-წამოაგდო მარიამმა და განმარტოვდნენ. --აი ახლა გამოვდებილდები.-ჯერ ისევ შოკში მყოფმა ჩაილაპარაკა თეკლამ და დათუჩას მიუბრუნდა.-ეი შენ ისევ გიყვარვარ? --ვითომ არიცის რაა.-შუბღვირა დათამ. --ჰოდა მეცმიყვარხარ, მოგყვები ცოლად.-ტაში შემოჰკრა თეკლამ. --რაიო?-თვალები გაუფართოვდა დათუჩას. --აუ რა დონდლო ხარ .-ჩაიხითხითა ნიკამ.-ცოლად მომიყვანეო ცოლადოოოო. --წამო.-ადგა დათუჩა, თეკლას ხელი დაავლო- ვაბშე ტელეფონზეც კი არ დაგვირეკოთ, შეგვეშვით.-მოგვიბრუნდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, მერე კი მოეფარნენ თვალს. --ჩვენც დავტყდებით, აბა ჰე გვრიტებოო.-წამოდგნენ ლუკა და თოკა და ბრბოში გაერივნენ. --რადაა. --ჰო ნიკუშ. --მიყვარხარ რადა. ერთი წამით ვერ დაგივიწყე, 8 წელია ჩემში ცხოვრობ რადა. --ამდენი ხანია ამსიტყვებს ველოდი.-გავიღიმე.-მეც უსაზღვროდ მიყვარდი და მენატრებოდი ნიკუშ.-ამ სიტყვების თქმა და ნიკოლოზის დიდი თუჩების შეგრძნება ერთი იყო. პირველი კოცნა, პირველი ემოცია, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა. თითქოს ამას ველოდებოდი, მთლიანად გავცოცხლდი, ახლა ამწამს ვფიქრობდი რომ ნიკა ჩემი იყო, მე კი ნიკასი. ხალხოოო,თქვენი აზრი დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.