მოხეტიალე
სითბოს ძიებაში უსასრულოდ დავლიე დღენი, ვიხეტიალე, მოვიარე მთები და გზები. განვიძარცვე, აღარ დამრჩა სამოსი გრძნობის. გავიყინე, აღარ შემრჩა ძალა დათმობის. მე, ეგოისტი, ვეღარ ვთმობ ოცნებას, ვიხილო ნანატრი სითბოსი ზღვა პეშვით დავლიო ყოველი წვეთი თუნდ საუკუნე ამისთვის ვზღვა. მე, ქვად ქცეული, ისევ დავეძებ, მალამოს ჩემი ჩამქრალი გულის ჩემი სხეული, სულ გაყინული სითბოს ლოდინში სამყაროს უვლის. მთვარედ ვიქეცი, უკვე ქურდი ვარ, მზისგან სინათლის, სითბოს მპარავი თავად ცივი ვარ, მე, ეგოისტი, ემოციების უხვად მფლანგავი. დადგება დრო, როდესაც მთვარე- ყინული, მზისგან მოპარული სხივით, გაუნათებს გზას მოხეტიალეს, სითბოს მაძიებელს, სავსეს სიცივით. დადგება ერთხელაც ბნელი ღამე, ლამაზი, როგორც ნათელი დღე. შევიმოსები მკრთალი სინათლით, გულში ყინულს გამილღობს მზე ბოლოს ვიპოვი, რასაც ვეძებდი, რისთვისაც ბევრი ვიხეტიალე, ფიტულად ქცეული აღარ ვიგრძნობ ბოლოს ჩემს სულში სიცარიელეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.