შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაშორეთ ეს ბავშვი (მეორე ნაწილი)


9-02-2019, 23:09
ავტორი გრაფინია
ნანახია 3 164

-ხო!-ნამძინარევი ხმით ჩასძახა თათიამ მობილურს.
-ხო კი არა, ხმა არ გამცე! შენ ხო ადამიანი არ ხარ! არავინ გიყვარს, არც გეცოდება. ფეხებზე გკიდივართ ყველა!-კაპასობდა ქალი ყურმილის მეორე მხარეს.
-დედა?- გაუკვირდა და თან გაუხარდა დედის ხმის გაგონება. იმ ალიაქოთში, რომელიც ამ 5 დღეში გადაიტანა თითქოს სულ დაავიწყდა ის ადამიანები, რომლებიც აზრს სძენდნენ აქამდე მის არსებობას. ახლა გაახსენდა მართა და იაკოც, მისი ბავშვობის მეგობრები. არასოდეს ეძახდა მათ „დაქალებს“, რადგან თათია თვლიდა, რომ სიტყვა „მეგობარი“ საკმარისზე მეტი იყო ადამიანის სიძვირფასის წარმოსაჩენად. „დაქალები“ მისთვის ჭორიკანა გოგონათა ჯგუფი იყო, რომელთა იმედი არ შეიძლებოდა გქონოდა და რომლებთანაც დროებით ინტერესთა სფერო გაკავშირებდა, ყოველ შემთხვევაში თათიას ასე ეგონა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან. აი, მეგობარი კი ... „მეგობარი“ იყო ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლებოდა გქონოდა და ფიქრობდა, რომ ძალიან ცოტა იმსახურებდა ამ სტატუსს, ან, უკეთ რომ ვთქვა, ცოტა იყო იმ ჯილდოსა და პასუხისმგებლობის ტარების ღირსი, რომელიც ნიშნავდა, გრქმეოდა „მეგობარი“. მართა და იაკო კი იყვნენ მეგობრები. თუ მაინცდამაინც სიტყვა „და“ უნდა ფიგურირებდეს ახლო მეგობრის აღსაწერ არსებით სახელში, მაშინ ყოფილიყო უბრალოდ „და“,რომელიც თათიას არასდროს ჰყოლია, და არა - „დაქალი“.ხო, იმას ვამბობდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ახლა გაახსენდა პირველად მეგობრები და, რაოდენ სამარცხვინოც უნდა იყოს, მშობელი დედაც. ძალიან შერცხვებოდა ძილბურანში რომ არ ყოფილიყო, თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი მიხვდა, რომ უნდა შერცხვენოდა.
-ხო, დედა ვარ, „დედა“!-ნატომ შვილის ხმას გამოაჯავრა.-რავა, მიცანი თუ?
-კაი რა დედა, რა საჭიროა სარკაზმი? -გაბურსალებული თათია ინსტინქტურად ლაპარაკობდა.-შენს თავს რა დამავიწყებს. ისე ამ დილაუთენია რამ დაგარეკინა?
-ჩვეულ ფორმაში ხარ ხო? ისევ შუადღის პირველ საათამდე გძინავს? არ ყავს პატრონი მაგ სახლს ან ბავშვს? ვინ გაგაჩერა ამდენ ხანს მაგ სამსახურში? რატომ არ გამოგაგდეს აქამდე?- ქალმა სწრაფად მიაყარა კითხვები თათიას.
-პატრონი ყავს, დედა, ამ სახლს, მაგრამ აქ არ არის და როცა ჩამოვა გამომაგდებს, ალბათ, და გაგიხარებს კიდეც გულს. ერთი უცხვირპირო, უჟმური კაცია.-თათამ ბოლო წინადადებაზე ხმას დაუწია და მძინარე საბას გადახედა.
-ისე, რატომ არ დამირეკე აქამდე?-კვლავ უსაყვედურა დედამ ქალიშვილს.
-აუ დეე, რომ იცოდე რამდენი რამე მოხდა ამ დღეებში, გა-გიჟ-დე-ბი,-უკვე ხასიათზე მოსულ გოგოს ლაპარაკის საღერღელი აეშალა.-დღეს გამოვალ და ყველაფერს მოგიყვები.
-ბავშვი?
-ბავშვი საყვარელია, ჭკვიანი, მოხერხებული, მოკლედ ძალიან შემიყვარდა.- თათიას ხმა გაუნაზდა.
-მაგას არ გეკითხებოდი, ბატო. ბავშვს ვის დაუტოვებ-მეთქი.
-უიჰ,-ახლა დაფიქრდა მომვლელი ამაზე, მაგრამ მალევე გადაჭრა პრობლემა.-წამოვიყვან და თან გაგაცნობ, კაი? შენ კიდე ნამცხვარი გამოაცხვე, მე რომ მიყვარს ის.
-კარგი აზრია. ერთი მაინტერესებს რა ბავშვია ასეთი, შენ რომ თავი შეგაყვარა,თან ასე სწრაფად. 5 საათზე მოდით და ნამცხვარსაც დაგახვედრებთ.
-დე, ბარემ მართას და იასაც დაურეკე და უთხარი ამოვიდნენ. ყველას ერთად გნახავთ და მოგიყვებით ჩემს ამბავს. სამჯერ ხომ არ მოვყვები ერთსა და იმავეს, არა? თან შეიძლება ჩემი გამოსამშვიდებელი შეხვედრაც გამოგივიდეთ. დამჭირდება, მე მგონი.
-რატომ, რა ხდება? ხომ მშვიდობაა?- შეშფოთდა ქალი.
-როცა მოვალ, გეტყვი ყველაფერს, და მართა და იაკო არ დაგავიწყდეს.
-კაი ხო, დავურეკავ.
უკვე დღის პირველი საათი სრულდებოდა. რამდენ ხანს სძინებია.
-საბა, გაიღვიძე,-ოდნავ შეანჯღრია ბავშვი,-ეი, ცუნცულ ადექი ახლა, მერე სტუმრად მივდივართ. - საბა სულაც არ აპირებდა არათუ ადგომას, არამედ გაღვიძებასაც კი.
-ჯარისკაცოოოო!- მთელი ხმით დააღრიალა თავზე თათიამ ბავშვს.- სწორდიიიით! სმენა!
საბა წამოხტა, თვალები დაბნეულად მიმოატარა ირგვლივ და გაუგებარი სიტყვები ამოილუღლუღა. მერე თვალები მოიფშვნიტა და ბუზღუნ-ბუზღუნით გაემართა თავისი ოთახისაკენ.
-რა ქენი, გაემზადე?-ჰკითხა თათიამ ახალ შორტებსა და მაისურში გამოპრანჭულ საბას.
-რა თქმა უნდა, გოგოებივით ნელა კი არ ვემზადები. მე კაცი ვარ!- წელში გაჯგიმულმა ბიჭმა ამაყად ჩაუარა გოგონას.
-აბა კი,-თათია საბას აყვა საუბარში.- მე შენზე ადრე გავემზადე და რამდენი ხანია გელოდები უკვე.
საბა დააფიქრა ამ არგუმენტმა, თუმცა დანებებას არ აპირებდა.
-ბიჭები უფრო სწრაფები ვართ.- იყვირა საბამ და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
-ჩვენ - უფრო მოხერხებულები.-თათია კიბის მოაჯირზე ჩასრიალდა.
მანქანამდე კისრისტეხით ირბინა ორივემ თავიანთი გენდერის უპირატესობის დასამტკიცებლად. თათია იმხელა ნაბიჯებით დარბოდა, რომ საბა დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან და ფინიშამდეც თავად მივიდა პირველი.
-დობრი ძენ!- მიესალმა ზურა თათიასა და საბას დასახიჩრებული რუსული უაქცენტო აქცენტით.
-უხ, შენი რუსული არ გაიშვა! - გადაიკისკისა თათიამ და მხარი წაჰკრა მძღოლს.
-სად მიბრძანდება ქალბატონი და ბატონი?
-სად და ჯერ მთაწმინდაზე და მერე დედაჩემთან.-ორივეს ნაცვლად უპასუხა გოგონამ.
-მთაწმინდაზე მივდივართ?- ბავშვს თვალები გაუბრწყინდა.-რა მაგარი ხარ თათი!- შესძახა და კისერზე ჩამოეკიდა.- სულ მინდოდა იქ წასვლა.
- მთაწმინდის პარკში არ ხარ ნამყოფი?-მომვლელს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. საბამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-წამოდი, წავიდეთ.- თათიამ ხელი ჩაკიდა ბავშვს და მანქანაში მის გვერდით დაჯდა.
-მოგეწონა?- ჰკითხა პარკიდან გამოსვლისას საბას თათიამ, მაგრამ თავადაც ხედავდა, რომ ბიჭი აღტაცებული იყო ყველაფრით. თითქმის ყველა ატრაქციონზე იჯდა და არც თათიას ტოვებდა გართობის გარეშე.
-კიი.-ბიჭის აციმციმებულ თვალებში ჭეშმარიტი ბედნიერება იკითხებოდა.
-ახლა ჩემს დედიკოს გაგაცნობ, ხო?
-კაი, გამაცანი.
მართალია, ცოტა დააგვიანდათ ნატოსთან მისვლა და ნამცხვარიც ნახევრად შეჭმული დახვდათ, მაგრამ თათიას ძალიან გაუხარდა დედისა და მეგობრების ნახვა, საბა მოხიბლული იყო ნატო დეიდათი და მისი ნახელავითაც და საბამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა თათიას დედასა და მეგობრებში. დანახვისთანავე შეიცხადა თათია დედამ და გოგოებმა და ყველაფრის გაგების შემდეგ ნატო მოსასულიერებელიც გახდა. ვერავინ იჯერებდა მოყოლილს. როცა საქმე თემურის დახასიათებამდე მივიდა საერთოდ გაგიჟდა ნატო. „მე ჩემს შვილს იმ ფსიქოპატს არ მოვაკვლევინებ!“, „ახლავე წამოდი მაგ სამსახურიდან, არც სწავლა მინდა შენი და არც მუშაობა, ოღონდ შენ მყავდე ცოცხალი და ჯანმრთელი.“- ქალი ქართველი დედის სტანდარტული ფრაზებით ცდილობდა შვილის დაყოლიებას. ვაი-ვიშით გამოისტუმრა ქალიშვილი უკან იმ პირობით, რომ ყოველ ღამე დაურეკავდა, ყველაფერს მოუყვებოდა და გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნისთანავე დატოვებდა სამსახურს. თათია დაპირდა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც საჭიროება მოითხოვდა, თუმცა იცოდა, რომ ბოლო პირობას ვერაფრით შეასრულებდა. მას არ შეეძლო საბას დროზე ადრე დატოვება და ამავე სურვილს ბავშვის თვალებშიც კითხულობდა.
დედასთან სტუმრობის შემდეგ რამდენიმე დღე აღარაფერი მომხდარა. თათია ყოველ ღამით ურეკავდა დედამისს და ყოველთვის ამშვიდებდა, თემური რეკავდა, მაგრამ მხოლოდ ლოლას ელაპარაკებოდა და თათია ესალმებოდა ამ ფაქტს, ნამდვილად არ კლავდა მასთან დალაპარაკების სურვილი, არც თემური იდებდა თავს თათიას მოკითხვებით. ძიება წარმატებით დასრულდა. კატისთვალება დაიჭირეს. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი აღმოჩნდა. წარსულით დაშინებულმა თემურმა კარგად გამოიკვლია ბიჭის ასავალ-დასავალი და რომ დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში, გამოაშვებინა ციხიდან. თათიას და საბას ურთიერთობა კი იდეალურს უახლოვდებოდა ნელ-ნელა. ერთად ჭამდნენ, სვამდნენ, ერთად იძინებდნენ, კითხულობდნენ, სეირნობდნენ, თამაშობდნენ, ჭყუმპალაობდნენ აუზში, თათიამ საბას ხატვის ნიჭი აღმოუჩინა და მთელი თავისი ენერგია ამ უნარის განვითარებისკენ მიმართა.
-შვიდი დღე დარჩა.-თათიამ ხელის კანკალით გადახაზა კალენდარზე კიდევ ერთი წარმატებით მიწურული დღე. იგი ასე ითვლიდა თემურის ჩამოსვლამდე დარჩენილ დღეებს. თავიდან იფიქრა, რომ თემურს საერთოდ თუ არა ოდნავ მაინც გადაუვლიდა სიბრაზე, მაგრამ ლოლას ნათქვამმა ამის რწმენაც გაუქრო: „დროის გასვლასთან ერთად ჩემს თემოს სიბრაზე უმძაფრდება!“- „დაამშვიდა“ მზარეულმა გოგონა.
-რა ცოტა დრო დარჩა, არა?- შემოაბოტა საბამ თათიას ოთახში.
-ხო.-სევდიანად დაეთანხმა მომვლელიც.
-თუ გინდა მამიკოს ვეტყვი, რომ დაგტოვოს.
-იყოს, მე ვეტყვი.
-გაბრაზებული იქნება.
-ხო, მითხრა ლოლამ.
-აუ, არ წახვიდე რა.- საბუნა მთელი ძალით იხუტებდა გოგოს გულში.
-„თუ ოდესმე დადგება დრო, როცა ერთად ყოფნა აღარ შეგვეძლება, შემინახე შენს გულში და მე იქ სამუდამოდ დავრჩები.“- თათიამ თავისი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟის, ვინი პუჰის, სიტყვები უთხრა საბას და ცხვირზე წკიპურტი წაჰკრა.
-დღესაც ერთად ხომ დავიძინებთ?
-კი საბუნ, აბა რას ვიზამთ.
-ხომ მიმღერებ რამეს?
-რა თქმა უნდა, გიმღერებ.
-რას?
-არ ვიცი, მოვიფიქრებ რამეს.
საბა შეწვა საწოლში და ცხვირს ქვემოთ საბანში ჩაიმალა. თათია მიუწვა და სიმღერა დაიწყო.
-ისევ წვიმს, ისევ თოვს, - ნაზად დაიწყო ღიღინი.-ისევ წლები მიაქვს დროს... ჩვენს გრძნობას არ ენდო, მიგვატოვა სადღაც შორს.... მე სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი, შენ ზღვას გავხარ დამშვიდებულს და მაინც შენს ტალღებში ვკვდები...
საბას ჩაეძინა.
დილით საბამ თათიაზე ადრე გაიღვიძა, ფრთხილად ადგა, სამზარეულოში ჩავიდა, ლოლას საუზმე გაამზადებინა, ვერცხლის სინზე დააწყო და თავად აიტანა მეორე სართულზე. ძიძის ოთახის კარი უნდა შეეღო და ეცადა, ეს ისე გააეკეთებინა, როგორც ფილმებში ჰქონდა ნანახი, ანუ სახელური ისე ჩამოეწია, რომ სინი არ დაედო იატაკზე. სამწუხაროდ, თავისი პატარა თითებით ვერ მოახერხა სინიც დაეკავებინა და კარიც გაეღო, უფრო სწორედ, კარი კი გააღო, მაგრამ ფოდნოსი ვეღარ დაიმაგრა და ხელიდან გაუვარდა. ხმაურზე თათიასაც გაეღვიძა.
-რა ქენი საბა? რა გააფუჭე?-ნამძინარევი თვალებით ამოხედა ბიჭს. ავარიის შემჩნევისას გაბრაზება დააპირა, მაგრამ საბუნას შეშინებული და შეწუხებული სახის დანახვისას უმალ გადაიფიქრა. ბავშვი კარებში იდგა, თვალები აწყლიანებოდა და ხელებს ნერვიულად ისრესდა. დამსხვრეულ ჭურჭელზე მეტად არ შემდგარ სურპრიზს დარდობდა. მართლაც, ბროლის ჭიქაზე მეტად, დაღვრილ ფორთოხლის წვენს, ფაიფურის თეფშზე უფრო, ძირს დაყრილ ერბოკვერცხს გლოვობდა.
-მე... მე მინდოდა, შენთვის სურპრიზი გამეკეთებინა.-ამოილუღლუღა დაღვრემილმა.
თათიამ იგრძნო, რამხელა გულწრფელობითა და სიყვარულით გააკეთა საუზმე საბამ და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. ეს ბოლო დღეებია საბა სულ ცდილობს, რომ ასიამოვნოს მომვლელს. თათიაც კი დახატა. მართალია, არ ჰგავდა გოგონას, უფრო მსხვილი ფეხები ჰქონდა ნახატზე, ვიდრე სინამდვილეში, ცხვირიც დიდი გამოუვიდა, მაგრამ, რაც მთავარია, მთელი თავისი სიყვარული ჩააქსოვა ნამუშევარში. თათია მეცხრე ცაზე იყო ამის გამო. გაიქცა, ჩარჩო იყიდა, სურათი შიგ ჩასვა და საბას ოთახში დაუკიდა. „თუ წავალ, ამ სურათს შეხედე და გაგახსენდები“-დაარიგა თათიამ საბა. „მე არასდროს დამავიწყდებიო“-უპასუხა ბავშვმა და მოეხვია გოგონას. თათიამ ცრემლები ძლივს შეიკავა.
-კარგი, არაუშავს, მოცუნცულდი ჩემთან.-თათიამ ორივე ხელი საბას მიმართულებით გაიწვდინა. ბიჭი მივარდა და ჩაეხუტა.
-დღეს არსად წავალთ?-საბა შეჩვეული იყო ყოველ დღე ქალაქში გასეირნებას. ხან სად დაყავდა ძიძას და ხან სად. უკვე ქალაქის „ჯურღმულებსაც“ კარგად იცნობდა.
-კი, როგორ არ წავალთ.
-სად?
-სად და...- თათია ცოტახნით ჩაფიქრდა- საად და იქ, სადაც შენი ადგილია.
-სად არის ჩემი ადგილი?-დაბნეული საბა თათიას გაკვირვებული შეჰყურებდა.
-სად დააა... სად დააა... სად და...-გოგო ნერვებს უშლიდა ბავშვს, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა.
-ეეე, ნუ მაწვალებ.- საბამ წარბები შეყარა და კითხვა გაუმეორა:-სად არის ჩემი ადგილი?
-სად და ზოოპარკში.-გადაიკისკისა გოგონამ და თმებზე მოქაჩა.
-უფ, ზოოპარკში შენი ადგილია თუ კაია.-ტუჩებგამობუზული საბა სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობდა.
-კარგი, მაშინ იქ წავალთ საადაც ჩემი და შენი ადგილია.-ენა გამოუყო და დაეჭყანა.
საბა თავის ოთახში გაიქცა ტანსაცმლის ჩასაცმელად. თათია სააბაზანოში შევიდა. გამოსვლისთანავე ლოლას გაბრაზებული ქოთქოთი მოესმა. როგორც ჩანს, საბას ეჩხუბებოდა ისევ. მას ძალიან არ მოსწონდა თათიასა და საბას ასე დაახლოვება და მისი როლის დაკნინება ამ სახლში, ამიტომაც ახლა ცდილობდა თემურთან ენატანიობით დაებრუნებინა ძველი „დიდება“, თან ყველაფერს აბუქებდა. საბას თუ თითში პატარა ნემსი შეერჭობოდა „ჩემი თემოსთვის“ მიტანილ ამბავში ნემსი თათიას ნასროლ მახათამდე იზრდებოდა,ბაღში თამაშისას შემთხვევით ამოთხრილი ყვავილი „შურიანი თათიას“ გაფუჭებულად, თათიას გატეხილი თეფში თემურზე გაბრაზებულ გულზე დამსხვრეულ ჯამ-ჭურჭელად იქცეოდა და კიდევ ბევრი „სიკეთე“ ახსოვდა თათიას მზარეულისგან. ნეტა ახლა რა ჯანდაბა უნდოდა ბავშვისგან? ახ, რა თქმა უნდა, საბამ ხომ ბროლის ჭიქა და ფაიფურის თეფში გატეხა. თათია სწრაფად გავარდა საბას დასაცავად.
-რასაც ხელს კიდებ ყველაფერს აფუჭებ, მამაშენი როცა გაიგებს, ძალიან გაბრაზდება, შე თავნება, ტუტუცო. იმ გოგომ ხო სულ გაგაუზრდელა, მის მოსვლამდე ადამიანს ჰგავდი.-გაყვიროდა ქალი.
-ჩემს ბავშვს ნუ უყვირი! რა ტვინი წაიღე! შენს ხუშტურებზე რომ რეაქცია არ მაქვს და ასაკის გამო პატივს გცემ, იმას არ ნიშნავს, თავზე დამაჯდე. ხომ არ გგონია, დაბალი ღობე მნახე? - გაკაპასდა თათიაც.
-როგორ მიბედავ?! - წელში გასწორდა, გაწითლდა, გამწვანდა, გალურჯდა, გაყვითლდა, ყურებიდან ბოლი გამოუშვა.-როგორ მიბედავ შე ლაწირაკო?! ჩამოვა ჩემი თემო და არა მგონია, მხოლოდ სახლიდან გაგდება გაკმაროს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ გაკმაროს. შენ უზრდელო, ჯურღმულიდან მოთრეულო. სულ გადაუგვარე შვილი თემურს. არ გაპატიებს ამას.
-აი, მაგ „შენს თემოს“ რაც გინდა ის უთხარი, მაგრამ ახლა მე ვარ აქ, მე ვუვლი საბუკას, მე ვარ ახლა მისი დედა, დაც, ძიძაც, მამაც და შენი აზრი , ბავშვთან ბოდიში, მაგრამ ფეხებზე ! თუმცა შენი გულისთვის ფეხებსაც არ შევაწუხებ.- თათიამ თავი მაღლა ასწია, საბას ხელი მოკიდა და თავის ოთახში შევიდა.
-ჰე დავალაგოთ ახლა, თორემ მეეჭვება, აწი, ან ოთახები დაგვილაგოს იმან, ან საჭმელი გაგვიკეთოს.
-რა მაგრად უთხარი ისე, - აღფრთოვანებული იყო საბა თათიათი.-მეტი ეკუთვნის. ზოოპარკში აღარ წავალთ?
-ეგღა მაკლია, ლოლას გამო ხასიათი გავიფუჭო და დღე ჩავიშხამო. მივდივართ მაშ!- თვალი ჩაუკრა ბავშვს.
თათია და საბა საღამომდე ქალაქში იყვნენ და არც ახსოვდათ დილანდელი წალაპარაკება, სამაგიეროდ ლოლას არ დავიწყებია არაფერი. მაშინვე თემურს დაურეკა და ტირილით, ხმის კანკალით, ცხვირის სრუტუნით მოუყვა ყველაფერი. კარგად დაგეშა თემური თათიაზე. არც ის დავიწყებია, ეთქვა, მარტო გაგდება არ აკმაროო. მებაღე გიგლა მთელი დღეების განმავლობაში დილიდან საღამომდე ბაღში დააბოტებდა, მცენარეებს ეფერებოდა და როგორც ცოცხლებს, ისე ელაპარაკებოდა. ზურა კი მოხიბლული იყო თათიას მრავალმხრივობით და მისი სახით ერთი კარგი მეგობარიც შეიძინა.
მართა და იაკო მთელ დღეებს თათიასა და საბას გვერდით ატარებდნენ. ბიჭის ყველა ხუშტურს ასრულებდნენ. ბავშვს რომ ეთქვა, ყირაზე დადექით და ისე იარეთ მთელი დღეო, მზად იყვნენ ასე მოსაქცევად.
კიდევ ერთი ბედნიერი დღე მიიწურა, იმ განსხვავებით, რომ თათიას დაავიწყდა კალენდარზე რიცხვის გადაშლა და თან ვახშამიც მისი მოსამზადებელი დარჩა, ჭურჭელი კი სკამზე შემდგარმა საბამ დარეცხა. ისევ ერთად დაიძინეს ბედნიერებმა.
მომდევნო დღეს თათიამ და საბამ აკვაპარკში წასვლა დააპირეს. მანამდე კი ჰამაკში ნებივრობდნენ.
-თათი, აკვაპარკში ხომ წავალთ?-იკითხა საბამ.
-რა თქმა უნდა, წავალთ.
-როდისთვის უნდა წავიდეთ?
- 4 საათის მერე.
-ხო უეჭველი წავალთ?
-რა გჭირს საბუ? როდესმე მომიტყუებიხარ?
-კი, ერთხელ.
-ეგ არ ითვლება. მაგის გარდა?
-არა.-უპასუხა საბამ დაფიქრების შემდეგ.
-ხოდა მაშინ წავალთ.-გაუღიმა გოგონამ.
-ჯერ მკითხეთ, იქნებ არ გიშვებთ.- ნაცნობი ხმის მოულოდნელი გაგონებისას თათია ჰამაკიდან გადმოვარდა და ბალახზე გაიშხლართა. სწრაფად წამოხტა და თემურის განრისხებული სახის დანახვისას თვალებგაფართოებულმა ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
- მამა! მამიკო!- იყვირა საბამ და კისერზე ჩამოეკიდა მამამისს.
- რაგორ ხარ მა? მოგენატრე? - ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. თემური ბავშვს როცა ელაპარაკებოდა თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა. ყველაფერი ეცვლებოდა:სახე, თვალები, კანის ფერიც კი. - მეც მომენატრე, ვაჟკაც. რას შვებოდი აბა? მომიყევი მიდი.
თათია ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. ძალიან უნდოდა, ჰამაკთან მისულიყო და ჩამჯდარიყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მიწას შეერწყა, გახევდა და ფეხს ვეღარ ადგამდა.
-აუუ, მა, რა მაგარი იყო იცი? ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.-ენას ატიკტიკებდა განვლილი დღეების შთაბეჭდილებებით აღვსილი საბა. ყველაფერს უყვებოდა მამამისს: სად დადიოდა, რას აკეთებდა, რას ჭამდა, რას სვამდა, სად და როგორ ეძინა. თათიამ როგორღაც მოახერხა ჰამაკამდე მისვლა და შიგ ჩაესვენა.
-ესე იგი კარგად გაერთე, ხო?- კაცი ფერწასულ თათიას უყურებდა.
-კი, მაგრად, ძაან მაგარი იყო, ახლა აკვაპარკში მივდივართ.-აღტაცებული ბავშვი ენას არ აჩერებდა.
-ხვალ რომ წავიდეთ აკვაპარკში, ძალიან ხომ არ გეწყინება? - თემურმა კითხვა შეაპარა საბას,-თან მეც წამოვალ. დღეს ცოტა უნდა დავისვენო. თუ გინდა, ზურას ვუთხრათ და სანაცვლოდ მთაწმინდაზე წაგიყვანს.
საბას სახე დაემანჭა უკმაყოფილებისგან.
-ჩვენ ვიყავით მთაწმინდაზეც.-სიმწრით ამოილუღლუღა მომვლელმა.
-არა უშავს, კიდევ ერთხელ წავა.-მტრული მზერა ესროლა კაცმა გოგოს.
-კარგი წავალ.-დაჰყაბულდა ბავშვი მამის ნება-სურვილს.- წამო თათი, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ.
-მოდი დღეს შენ და ზურა წადით მარტო, თათია, მგონი, ცუდადაა, ფერი არ ადევს. ცოტას დაისვენებს.-მამა-შვილმა ერთდროულად გადახედა გოგონას.
-ხო, ცოტა თავი მტკივა. დღეს შენ წადი და ხვალ წავიდეთ აკვაპარკში, კარგი?- თათია მიხვდა, რომ თემურს მასთან საუბარი უნდოდა.
-კარგი.-საბა მივიდა და ჩაეხუტა თათიას.-მალე გამოკეთდი, ხო?- კაცური ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ.
-კი, აბა რას ვიზამ.- ჩაილაპარაკა თათიამ და ცრემლები წამოუვიდა, იმის გაცნობიერებისას, რომ შეიძლებოდა დღეს წასულიყო საბუნასგან.
-არ გინდა ახლა დრამის გამართვა.- ბავშვის წასვლისთანავე ხმაც და სახეც გაუქვავდა თემურს. მარმარილოს ქანდაკებას დაემსგავსა.
-არც ვაპირებ.-ამოისისინა გოგომ.
-პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ „ხვალ“ აღარ იქნება...
-ასეც ვიფიქრე.-სიტყვა გააწყვეტინა თათიამ.
-ხელს ნუ მიშლი ლაპარაკში. არ მინდა, ისე წახვიდე, რომ არ აგიხსნა, რატომაც გიშვებ და ლაპარაკს თუ არ დამაცდი, ისღა დამრჩება, ახსნა-განმარტების გარეშე დაგატოვებინო სახლი. შევთანხმდით?-ძიძამ თავი ჩაღუნა. მამაკაცი, თათიას მოლოდინისგან განსხვავებით, მშვიდი იყო. ძიძას ეგონა, რომ იღრიალებდა, კედლებზე გავიდოდა, მაგიდაზე მუშტს დააბრახუნებდა, არც იმას გამორიცხავდა, მისთვის ხელი დაერტყა, ახლა კი თავად აბარებდა ანგარიშს, რათა თათიას, კითხვები არ გასჩენოდა სამსახურიდან ორი დღით ადრე გათავისუფლებისათვის.
-კარგია, რომ შევთანხმდით. გავაგრძელებ, შენის ნებართვით. თავდაპირველად გეტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ შენი მუშაობით. აშკარად გეტყობა, რომ პირველად ხარ ბავშვთან და ამას ფულის გამო აკეთებ. არც ჩემს ბრალეულობას უარვყოფ, მეც შევცდი, როცა დაგიქირავე. თავიდანვე მივხვდი, რა გამოუცდელიც ბრძანდებოდი, მაგრამ მაინც არ დავიხიე უკან, ეს ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ დიდი დრო არ მქონდა სხვა კანდიდატურებთან სასაუბროდ. ახლა კი გეტყვი, რატომ ვარ უკმაყოფილო: უკმაყოფილო ვარ, იმით რომ საფრთხეში ჩააგდეთ ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე. რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი პირიდან, მე იგი მთელ ქვეყანას მირჩევნია. არც დედა მყავს ცოცხალი, არც მამა, არც ცოლი და არც სხვა ახლო ნათესავი, ერთადერთი ახლობელი ადამიანია ამ სამყაროში ჩემთვის, ჩემი ყველაფერია, ის ადამიანია, ვის გამოც მიღირს ცხოვრება, ვისთვისაც ვცხოვრობ და ვაკეთებ ყველაფერს. მას რომ რამე დამართნოდა მაშინ, იმ ბიჭს არ ვაპატიებდი, ვერც ჩემს თავს და თქვენ არ გაპატიებდით, უპირველეს ყოვლისა. მე თქვენ ჩაგაბარეთ ბავშვი, გენდეთ, თქვენ კი პირველივე შესაძლებლობისთანავე გამიცრუეთ იმედი. არც ახლა შემიძლია ამის დავიწყება, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბევრი კარგი გაუკეთეთ საბას, არც ამაზე ვაპირებ თვალის დახუჭვას. ახლა რომ თვით ღმერთი ჩამოვიდეს და მითხრას, მაინც ვერ გაპატიებთ იმას, რომ ჩემი შვილი ასე დაუფიქრებლად ჩააგდეთ საფრთხეში, თან რაღაც სისულელის გამო. ახლაც კი რომ წარმოვიდგენ, რომ რამე სერიოზული შიეძლებოდა დამართნოდა, ტანში მცრის შიშისგან. პირველად ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში ამ ექვსი წლის განმავლობაში. მოგიყვებოდათ ვინმე, არა?- თათია თავჩაღუნული ყურადღებით უსმენდა კაცს და ბოლო კითხვაზე თავი ისე დაუქნია, რომ არ შეუხედავს.
-მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო,-გააგრძელა თემურმა.- მე ვერ გპატიობთ, არ მინდა, აქ დარჩეთ, დღესვე თუ წახვალთ, დამავალებთ. ფულს იმაზე მეტს გადაგიხდით, ვიდრე შევთანხმდით. ან უკეთესი, გადაგიხდით სწავლის საფასურს იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ხელს დაადებთ. აარჩიეთ სასურველი ვარიანტი, არც ერთი არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას, ოღონდაც არ დაგინახოთ აქ, ჩემს სახლში ან საბასთან მიახლოებული. წამოდი კაბინეტში და გზაში მოიფიქრე, რომელი გირჩევნია.
თემური ადგა და სახლისაკენ გაემართა. თათია უკან მორჩილი კრავივით მიჰყვებოდა. მან იცოდა, რომ ამ კაცის შემოთავაზებულ არც ერთ ვარიანტს არ მიიღებდა. მას აქ უნდოდა დარჩენა, ამ სამსახურში, საბუნასთან ახლოს. ისე ძალიან უნდოდა, რომ მზად იყო თავმოყვარეობისთვისაც გადაებიჯებინა და ამ „ქვისთვის“ დაჩოქილს ეთხოვა აქ დარჩენა. ამასობაში თემური და თათია კაბინეტამდეც მივიდნენ. მამაკაცმა ჯერ თათია შეუშვა ოთახში და მერე თვითონ შევიდა.
-დაჯექი,-მიუთითა სავარძლისკენ.- და მითხარი რა გადაწყვიტე.
-არ ვიღებ.-ჩახრინწული ხმით ამოთქვა თათიამ.
-ბატონო? რა თქვი? რას არ იღებ?- გაკვირვება დაეტყო კაცს სახეზე და უფრო გაფაციცებით დააკვირდა გოგონას.
-თქვენს შემოთავაზებას არ ვიღებ.- ახლა უფრო მტკიცედ და დამაჯერებლად ისმოდა ძიძის ხმა.
-რომელს?
-არც ერთს.
-თქვენ ვერ გამიგეთ, ეტყობა...-წამოიწყო თემურმა.
-არა, მე კი არა ეს თქვენ ვერ გაიგეთ- შეაწყვეტინა თათიამ.-თქვენ არ გესმით არაფერი. მე გითხარით, რომ არ მივიღებ თქვენს წინადადებას. არ ავარჩევ ამ ორი შემოთავაზებიდან არც ერთს, არც სხვა რამეს დავთანხმდები. თქვენ არ შეგიძლიათ, მომცეთ საბასთან ამ წუთიდან ვერგატარებული წამების, წუთების, დღეების, წლების საფასური, იმიტომ, რომ არ გაგაჩნიათ ასეთი ღირებული არაფერი. მართალი ხართ, როცა ბრაზობთ ჩემზე იმ ადღევანდელი ამბის გამო, ალბათ, არ ვარ პატიების ღირსი თქვენი მხრიდან, მეც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ამ შეცდომას, მესმის თქვენი და გეთანხმებით,როცა ამბობთ, რომ საბას ფასი არ გყავთ არავინ, თამამად გეუბნებით, რომ არც გეყოლებათ. კი, ნამდვილად ღირსი ვარ სამსახურიდან გაშვების, თუმცა ეს სამსახური ჩემთვის ცხოვრებაზე მეტიც კია... მე მართლა მესმის თქვენი, არც გამტყუნებთ ჩემზე რომ ბრაზობთ, მაგრამ ჩემი წასვლა თქვენი შვილისთვის უკეთესი იქნება? დაფიქრებულხართ ამაზე? როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდით, გაითვალისწინეთ თქვენი შვილის აზრი? ან მოისმინეთ საერთოდ? გინდათ თუ არ გინდათ, მე მისი ცხოვრების ნაწილი გავხდი, გავუფერადე ცხოვრება, გავაბედნიერე, თქვენ მამა ხართ, მაგრამ მე ვასწავლე თითქმის ყველაფერი, მე მივეცი ბავშვობა, მე იმაზე მეტი სიხარული მივანიჭე ამ ერთი თვის განმავლობაში, თქვენ რომ რვა წლის განმავლობაში ვერ მოახერხეთ პირად ტრაგედიაში საიმედოდ თავშერგულმა. ახლა ფიქრობთ, ალბათ, რომ ვტრაბახობ. მართალია, ვტრაბახობ და ვამაყობ. როცა ვადარებ დღევანდელ საბას ერთი თვის წინანდელ საბას, ვხედავ, რომ სატრაბახოდ მაქვს საქმე. მე მეტი შემიძლია! შემიძლია, რომ მეტი ვასწავლო, მეტი სიხარული მივანიჭო, მეტი ბედნიერი დღეები ვაჩუქო, უბრალოდ შანსი უნდა მომცეთ. ნუ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე. იფიქრეთ თქვენს შვილზე. მას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები. ახლა გავუღვიძე სული და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ დაგვინგრევთ ყველაფერს. არ მინდა თქვენი ფული, არაფერი მინდა თქვენგან, უბრალოდ მომეცით შესაძლებლობა, ვიზრუნო საბუნაზე, მომეცით ერთი შანსი... - თათია ატყობდა, რომ ტირილს დაიწყებდა და ლაპარაკი შეწყვიტა. ოთახში ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა. თათიას იმედი ჰქონდა გარდატეხას მოახდენდა ამ კაცში. სიჩუმე ტაშის ხმამ დაარღვია.
-ბრავო, ბრავო, შემახსენე რაზე სწავლობ?- თემურს სახეზე ცინიზმი გამეფებოდა. თათია მიხვდა, რომ იგი ასე თავს იცავდა გოგონას შემოტევისაგან.- სამსახიობოზე? დიპლომატიურზე? თუ მომავალ პოლიტიკოსთან მაქვს საქმე? კარგი სიტყვა იყო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, ჩემს შვილს აღარ დასჭირდები. ის ათ დღეში ლონდონში მიდის და, დარწმუნებული იყავი, აღარც გაახსენდები. რაც შეეხება ჩემს პირად ტრაგედიაში თავშერგულობას, ეგ არაა შენი საქმე და ჩემს უსაზღვრო მოთმინების უნარს გადაუხადე მადლობა, საკადრის პასუხს რომ არ გცემ მაგ უტიფრობაზე.-გამოსცრა კბილებში. საწერი მაგიდის უჯრიდან ჩეკის წიგნაკი ამოიღო, ერთი ფურცელი ამოხია და თათიამ დაინახა, როგორ დაწერა ზედ „5000 ევრო“.
-აჰა, აიღე და გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან.- ფურცელი გოგონას ესროლა, რომელსაც ჩეკი კალთაში ჩაუვარდა.
თათია სავარძლიდან წამოდგა (ქაღალდი ძირს დავარდა, მაგრამ არ აუღია), წელში გაიმართა, თავი მაღლა ასწია და ზიზღით გადმოხედა:
-თქვენ ვერასდროს ვერაფერს მიხვდებით. თქვენ აზრზე არ ხართ ადამიანური ურთიერთობების და საერთოდაც, ადამიანობის აზრზეც არ ხართ. თქვენ ვერასდროს მიხვდებით, რა გვაკავშირებს მე და საბას, არც ის იცით, რომ ლონდონში კი არა სხვა პლანეტაზე, სხვა გალაქტიკაშიც რომ გაუშვათ, მაინც ვემახსოვრები. ძალიან ვწუხვარ თქვენი ცოლის გამო. კარგი ქალი იყო. ახლა ფეხებს დავუკოცნიდი საბას გადარჩენის გულისთვის, მაგრამ მას შვილი იმისთვის არ გადაურჩენია, რომ სიცოცხლეშივე მკვდარი ყოფილიყო. ნუ დაიმგავნებთ, ნუ აქცევთ მოსიარულე ლეშად! უბედურებამ ეგოისტად გაქციათ. თქვენ ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ საბას გარეშე, არ გინდათ დანაშაულის შეგრძნება უფრო გაგიმძაფრდეთ თუკი მას რამე შეემთხვევა. საკუთარ თავსა და განცდებზე ფიქრობთ, შვილი სულ არ გაღელვებთ...
-არ ხართ მართალი!- იღრიალა კაცმა. თათიას პირველად არ ჰქონდა რეაქცია ამ ხმის გაგონებისას.
-როგორ არ ვარ მართალი, მართალი რომ ვარ, იმიტომაც ბრაზობთ ახლა.- გოგონამ მშვენივრად იცოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო, ან თვალებს აუხელდა, გულს მოულბობდა და დარჩენის ნებას დართავდა, ან თავს მოაკვლევინებდა.- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მითხრათ და მე დავბრუნდები სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო და რა დროც არ უნდა იყოს გასული. სძლიეთ საკუთარ პატივმოყვარეობას და გაითვალისწინეთ თქვენი შვილიც. მთხოვეთ, ან თუ გინდათ, მიბრძანეთ დარჩენა, ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩები.
-ჩეკი გრჩებათ.-თემურმა ამ ორი სიტყვით მიანიშნა, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და, უფრო მეტიც, უკვე ამ წუთიდან ყოფილი ძიძის წასვლის დროც დამდგარიყო.
-არ მრჩება.-ამრეზით შეხედა გოგონამ უსისხლო ადამიანს და კაბინეტიდან გამოვიდა. თემურიც უკან გამოყვა:
-ახლავე წადით. თქვენ არ დაემშვიდობებით საბას! ასე გადვწყვიტე.-ზურგი აქცია გოგონას და თავისი ოთახის წყვდიადში შეიკარგა.
თათია თავის ოთახში შევიდა ბარგის ჩასალაგებლად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ აქ თავისი არაფერი იყო. მისი რაც იყო, ყველაფერი საბამ გაანადგურა. საბას გახსენებისას მიხვდა, რომ რაღაც სამახსოვრო უნდა დაეტოვებინა ბავშვისთვის, რათა ყოველთვის ხსომებოდა ეს ბედნიერი ერთი თვე. გადაწყვიტა, თავისი დღიური დაეტოვებინა, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში აწარმოებდა. ბოლო დღის ჩანაწერიც შეავსო. ბოლოში მიაწერა: „ოდესმე სადღაც ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს!“. მერე სამზარეულოში ჩავიდა და რძით ჩანაწერი გააკეთა სულ ბოლო ფურცელზე. უნდოდა საიდუმლო წერილის დაწერაც ესწავლებინა ბიჭისთვის, მაგრამ ვეღარ მოასწრო. არაუშავს, სხვა დროს ასწავლის „ოდესმე სადღაც“. დღიური საბას ბალიშის ქვეშ ამოდო, თვითონ საბას ნახატი ჩამოხსნა, აი, ის, ჩარჩოში რომ ჩაუსვა და რომელზეც „მახინჯი“ თათია ეხატა, გულზე მიიხუტა და სახლიდან გავიდა. გიგლას და ზურას დაემშვიდობა:
-გიგლა ბაბუ, უთხარით რა საბას, რომ ძალიან მიყვარს და ყოველთვის მემახსოვრება. ხომ ეტყვით?
-მე კი ვეტყვი, შვილო, მაგრამ ეგ თვითონაც კარგად ეცოდინება.-მებაღე გოგონას გადაეხვია.
-წამო, მე გაგიყვან სახლამდე.- ზურამ თავისი სამსახური შესთავაზა, მაგრამ თათიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და რა წააყვანინა ზურას თავი.
ჭიშკარი როცა მიიხურა მის ზურგს უკან, მაშინ ატირდა, მაშინ გამოიტირა ყოფილი „სამსახური“, საბა, საკუთარი თავიც. იჯდა „ბორდიურზე“, ნახატი გულზე მიეხუტებინა და ტიროდა... მაგრამ ტირილი როდის იყო, საქმეს შველოდა?! თათიაც ადგა და წავიდა...

***
შემოდგომის ბოლო დღე იყო, 30 ნოემბერი. ციოდა. წვიმის ცივი, წვრილი წვეთები უქოლგო გამვლელებს სახეს უკაწრავდა. ქარი ჰაერში ატრიალებდა ყვითელ, წითელ, სტაფილოსფერ, ყავისფერ ფოთლებს. შუადღის სამი საათის კვალობაზე საკმაოდ ბნელოდა. ბუნებამ დაიტყო ზამთრის მოახლოება. ამ დროისთვის ტროტუარზე მხოლოდ ერთი უქოლგო გამვლელი ჩანდა, 30 წელს გადაცილებული ქალი. იგი ნელა მისეირნობდა ქუჩაში, თავი უკან გადაეგდო და სახეს წვიმის წვეთებს უშვერდა. გრძელი იასამნისფერი ქურქი წინ გახსნილი ჰქონდა, მაღალყელიანი ჩექმები და ქურქისფერი კაბა ეცვა. დაკეცილი ქოლგა იღლიაში ამოეჩარა და მეორე ხელით ჩანთას მიათრევდა. არაფერი ესმოდა, არაფერი იცოდა, არაფერი აინტერესებდა, ვერავისა და ვერაფერს ხედავდა. იფიქრებდი, მოცლილია და ასე სიარული სიამოვნებსო. საინტერესოა, რაზე ფიქრობდა. საქმეც ისაა, რომ არც არაფერი ეფიქრებოდა. უბრალოდ ტროტუარზე მისეირნობდა. ყველა გვერდს უვლიდა და გაკვირვებული გამვლელები თვალს აყოლებდნენ. განა იმიტომ, რომ გიჟად თვლიდნენ, უბრალოდ, ლამაზი და მოვლილი ქალი თვალს უხარებდათ. ქალი კი არავის აქცევდა ყურადღებას, ალბათ, ამიტომაც გამოეკიდა ის ბიჭი უკან კარგა ხნის ძახილის შემდეგ. ამ ქლის დანახვისთანავე გააჩერა თავისი მანქანა, ახალგაზრდა გოგონა მანქანაში მიატოვა და უცნობ ნაცნობს დაედევნა. ჯერ სახელს ეძახდა შორიდან ვინაობის დასაზუსტებლად, მაგრამ როცა ვერაფრით მიიქცია თავის სტიქიაში გართული ქალის ყურადღება, უკან გაეკიდა. მხრებში წაავლო ხელი და თავისკენ მიაბრუნა. ქალი მომენტალურად მოეგო გონს და დაბნეული თვალები მიაპყრო მომხვდურს, რომელიც ბევრად მაღალი იყო, არც თუ ისე მაღალ ქალზე, ნავარჯიშები სხეული, მოკლედ შეჭრილი შავი თმები, ლამაზი ცხვირი, ნაცრისფერი თვალები და სქელი ტუჩები ჰქონდა.
-თათია... თა...თი... შენ ხარ?-ბიჭს ნერვიულობისგან ენა ებმოდა.
-კი, თათია ნამდვილად მქვია, მაგრამ შენ ვინ ხარ?-ქალი ცდილობდა, ტვინის კუნჭულებიდან წამოეყარა მოგონებები, მწკრივად დაეყენებინა, რომ ეს ბიჭი გაეხსენებინა, მაგრამ არაფრის თავი არ ჰქონდა. ახლა, ერთადერთი ბინაში მისვლა, ცხელი შხაპის მიღება და ძილი უნდოდა, ვერაფერზე ახერხებდა კონცენტრირებას. ბიჭის ნაკვთები ეცნობოდა, მაგრამ ვერ აღიდგინა გონებაში, საიდან.
-არ გახსოვარ?- უცნობმა ყურები ჩამოყარა. - შენ ხომ დამპირდი, რომ სულ გეყვარებოდი და არასდროს დამივიწყებდი?
-მე რამეს დაგპირდი? რას ბოდავ?- თათიამ ახლაღა შენიშნა, რომ ბიჭს ისევ მის მხრებზე ეწყო ხელები და სწრაფად და უხეშად მოიშორა.
-მაპატიეთ, როგორც ჩანს, ისევ შევცდი. არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ახლა მაინც ვიპოვე. ძალიან გავხართ მას, თუმცა, თქვენ უფრო დახვეწილი ხართ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ.- თვალებაწყლიანებული ბიჭი შებრუნდა და თავისი მანქანისკენ წავიდა ნელი, არეული ნაბიჯებით.
-უკაცრავად, ვის ეძებთ?- გული მოულბა ქალსაც.
-ჩემს თათიას, ჩემი ძიძა იყო.- თავი არ მოუბრუნებია ისე გამოსძახა თათიას და სიარული გააგრძელა.
„ღმერთო ჩემო, ნუთუ ისაა?! რამხელა გაზრდილა... როგორ დაკაცებულა...“-ფიქრობდა ქალი და ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში პირველად აუფართხალდა მუცელში ბედნიერების, ნერვიულობის პეპლები.
-რა გქვია?- მიაძახა თავისი ვარაუდის გადასამოწმებლად.
-საბა...- ბიჭი ახლა შემოტრიალდა და ქალს სახეზე დააშტერდა. საბამ იგრძნო, რომ თათიამ იცნო.
-ვაიმეჰ, არ მჯერა... - თათიამ ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა და რომ არ დაცემულიყო, კედელს მიეყრდნო.
-ხომ კარგად ხარ?- შეშფოთებული მივარდა ბიჭი. ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია. ბიჭმა უმალ მკლავები შემოხვია, ხელში უსუსური, პატარა ბავშვივით აიტატა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით გააქანა.
თათია ვერ მიხვდა რა დაემართა, რატომ გახდა ასე ცუდად. ალბათ, ზედმეტი ემოციის ბრალია! ის ხომ საერთოდ არ ელოდა ახლა ძველი ნაცნობის გამოჩენას... ახლა კი არა, საერთოდ დაკარგული ჰქონდა საბას კიდევ ერთხელ, თუნდაც თვალის მოკვრის იმედი... თუმცა კი, ხშირად ოცნებობდა, ფიქრობდა, წარმოიდგენდა საბასთან შეხვედრას. ყოველ წელს საბას დაბადების დღეს, 22 სექტემბერს, თავის გონებაში ერთი წლით ზრდიდა საბუნას, თითო წელს ამატებდა და ცდილობდა, წარმოედგინა, რა შეიცვლებოდა მის სახეზე, ხასიათში, აღნაგობაში. როგორი გახდებოდა... ძალიან აინტერესებდა, სანამდე ემახსოვრებოდა ბავშვს თავისი მომვლელი, ან დაავიწყდებოდა კი საერთოდ? ყველაფერი აინტერესებდა თათიას განვლილი თორმეტი წლის შესახებ, თავდაც ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი და ახლა, როცა აუსრულდა ამდენი ხნის ნატვრა, ნახა და შეეძლო ყველაფერი დაწვრილებით გამოეკითხა, ეს დაემართა! ჯერ ვერ იცნო, ალბათ, იმიტომ, რომ თავის წარმოსახვაში შექმნილი საბას გარეგნობა, საერთოდაც არ დაემთხვა არსებულს, და ამასთან, მგრძნობელობა დაკარგა მთელ სხეულში და ამ პატარა ბიჭის, რომელიც სულაც არ იყო პატარა, სათრევი გახდა.
საბამ მანქანის უკანა კარი გამოაღო და ფრთხილად მიაწვინა სავარძელზე ყოფილი ძიძა. ძალიან ნერვიულობდა. მისი თანდასწრებით პირველად გახდა ქალი ცუდად. ცუდად მყოფი ქალები როგორ არ უნახავს, მაგრამ მის ხელებში გული პირველად წაუვიდა ადამიანს, თან ვის? თათიას! ძლივს იპოვა, ამდენწლიანი ძებნის შემდეგ და კინაღამ ხელებში ჩააკვდა თავისი ბავშვობის ერთადერთი ფერადი მოგონება, საყვარელი მომვლელი. ნეტა რა დაემართა? თავადაც რომ არ იცის, როგორ მიხედოს... ისე, როგორ მონატრებია... ეგონა, რომ პირველი ნახვისას ერთმანეთს გადაეხვეოდნენ, მაგრამ, სრულიად დაუგეგმავად, თათია ცუდად გახდა. საბა სულ ფიქრობდა ამ მომენტზე. ათასი ვარიანტი წარმოედგინა. ყველა მათგანი - ამაღელვებელი, მაგრამ გონშიც არ გაუვლია, რომ თათია ვეღარ იცნობდა და თან გულიც წაუვიდოდა. იმას კი მიხვდა, რომ ეს ცუდად გახდომა დიდი ემოციის ბრალი იყო, მაგრამ ემოცია დადებითი იყო თუ უარყოფითი, მხოლოდ თათიამ იცოდა და ბიჭსაც ძალიან აინტერესებდა.
უკანა კარი ფრთხილად მიხურა, მანქანას უკნიდან შემოუარა და საჭეს მიუჯდა.


-სად იყავი? სად გაიქეცი? ასე შუა ქუჩაში როგორ დამტოვე? იცი? დაგვაჯარიმეს. აი...- წინ მჯდომმა 20-22 წლის გოგონამ ჯარიმის ფურცელი გაუწოდა საბას.
-100 ლარი არც დამაქცევს და არც ამაშენებს.-ჩაიდუდღუნა ბიჭმა.
-ხო, არ დაგაქცევს, მაგრამ რას გავდა შენი საქციელი? სად გაიქეცი ასე თავქუდმოგლეჯილი? ან ეს ქალი ვინაა? რა შვრება? ფეხები ხომ არ გაუფშეკია?-ამრეზით გადახედა უკანა სავარძელზე მიწოლილ ქალს, რომელიც აზრგამოცლილ თვალის გუგებს უმისამართოდ ატრიალებდა.
-აუ, ლიკა, შენი ჭირიმე,რაა...- შეწუხებული სახით გახედა თანამგზავრს მისგან თავმობეზრებულმა ბიჭმა.- ჯიგრულად, მოკეტე ცოტა ხნით. ხო ხედავ, რომ ვფიქრობა, არა? რა გაწიკვინებს, თუ ძმა ხარ...
გოგო არ იყო მიჩვეული საბასგან ასეთი ტონით ლაპარაკს. თითქოს ვიღაც სხვა ელაპარაკებოდა. ძალიან გაბრაზდა, სისხლი აუდუღდა და ძარღვები დაებერა ხელებზე.
-გააჩერე! გააჩერე-მეთქი!-იყვირა ლიკამ. საბას არც უფიქრია გაჩერება. ის კი არა, მგონი, საერთოდ არ ესმოდა გოგოს პანიკური „გააჩერე“.
- გააჩერე-მეთქი, მე შენ გეუბნები.-ისევ რომ ვერაფერი გააგებინა ბიჭს, მუშტი უთავაზა მხარზე და ცოტა მოაფხიზლა.
-ჰა? რა მოხდა? ახლა რაღა გინდა?- გამოერკვა საბა ფიქრებიდან.
-გააჩერე მანქანა, უნდა ჩავიდე.
საბამ უსიტყვოდ გაუჩერა მანქანა ტროტუართან. ლიკამ კარი გამოაღო და ელვის სისწრაფით გადახტა მანქანიდან. გაბრაზებული იყო გოგო, მაგრამ საბას სულაც არ ჰქონდა მისი მშვიდების და ბოდიშების მოხდის თავი. თავისი საფიქრალიც თავზე საყრელად ჰქონდა.
-საბა...- ამ კინკლაობაში თათიაც მომჯობინდა და ჩუმად წარმოთქვა აწ უკვე გაზრდილი ყოფილი აღსაზრდელის სახელი.
-ახლა რაღა გინდა?- იღრიალა ბიჭმა. მას საერთოდაც აღარ ახსოვდა, ლიკა, რომ მანქანაში აღარ ეჯდა და იფიქრა, რომ ისევ ის წიკვინა გოგო უღრღნიდა ტვინს. არც ის ახსოვდა, თათია რომ ჰყავდა მანქანაში და არც ის, სად მიდიოდა, უბრალოდ, იცოდა, რომ ამ გზით უნდა ევლო.
თათია შიშისგან შეხტა ამ ხმის გაგონებისას.
-თათია ვარ, საბა.-ხელი ნაზად დაადო მხარზე იმ ადგილას, სადაც წეღან ლიკამ მუშტი უთავაზა.
-აუ, მაპატიე რა, თათი. ვერაფერს ვერ ვხვდები... ფიქრის უნარი წამერთვა... აზრზე არ ვარ რა მოხდა... აუ, ბოდიში რა.-ჩაიჩურჩულა საბამ.
-არა უშავს.-გაიღიმა ქალმა და თმები ისე აუჩეჩა, ბავშვობაში რომ უჩეჩავდა ხოლმე გასაბრაზებლად.
საბას, რომელიც აღარ ჰგავდა საბუნას და საერთოდაც, რაიმე უფრო სერიოზული სახელი უფრო შეეფერებოდა, ვიდრე საბა, ძალიან ესიამოვნა თათიას შეხება და სიამოვნებისგან გაიტრუნა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა თბილად ქალს.
-კი, კი. ბევრად უკეთ.-კიდევ ერთხელ გაუღიმა თათიამ.
-ანუ საავადმყოფოში აღარ წაგიყვანო, ხო?
-არა, საავადმყოფოში არ მინდა.- თათიას ბედნიერებისგან პირი ვერ დაემუწა. სულ იღიმოდა და იღიმოდა. აი, საბას კი დანა პირს არ უხსნიდა.
-ერთი კარგი ადგილი ვიცი, პატარა კაფეა. თუ გინდა იქ წავიდეთ.
-არა.-კატეგორიულად უარყო ქალმა ეს იდეა.- ჩემთან წავიდეთ.
თათიას საბას გამოჩენამ სულ დაავიწყა იმდილანდელი ამბავი. გახალისდა და ამსუბუქდა. გულიდან კაეშანი გადაეყარა.
-კარგი. როგორც გინდა.- მხრები აიჩეჩა ბიჭმა. ძიძადყოფილი სერიოზულად დააფიქრა ბიჭის ინდეფერენტულობამ. განა თავად არ მონახა თათია? ასე უთხრა, დიდხანს გეძებდიო (ნუ, მთლად ასეც არა) და ახლა რა დაემართა?
-ისევ იქ ცხოვრობ?
-კი. ისევ იქ.
-დეიდა ნატო როგორაა?
-კარგად. ახლა სახლში არ უნდა იყოს წესით. ცოტას თუ დაელოდები, სამსახურიდან მოვა და ნახავ.
-მომენატრა...-თუმცა მის ხმაში დიდი მონატრება არ იგრძნობოდა.
სახლამდე აღარ ამოუღიათ ხმა. უთქმელად ავიდნენ ბინაშიც და უთქმელად შეიპატიჟა სახლში სასურველი სტუმარი თათიამ. ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა ხდებოდა ბიჭის თავს.
-ხომ კარგად ხარ, საბუ?- ჰკითხა შეშფოთებულმა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათების შემდეგ.
-ნწ.- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია შუბლშეჭმუხნულმა საბამ.
-რატომ? რა მოხდა?- გულწრფელად შეწუხდა თათია.
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა.
-უკვე წლებია გეძებ... მსოფლიოში შენი აღნაგობის,თმის ფერის, ასაკის ქალი თუ სადმე დადიოდა,მგონი, ყველა ნანახი მყავს... ხშირად წარმოვიდგენდი ჩვენს შეხვედრას, მაგრამ არ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც წარმომედგინა... ძალიან არეულად ვლაპარაკობ?- თათიამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.- ხო, იმას ვამბობდი... რას ვამბობდი? ა, ხო, მეგონა, როცა დამინახავდი, გაგიხარდებოდა, ჩამეხუტებოდი და მეტყოდი: „ჩემო საბუნა, როგორ მომენატრე...“ ან რაღაც ამდაგვარს... მაგრამ შენ ვერც კი მიცანი და ჩემს დანახვაზე გონება დაკარგე. რატომ? არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?- საბა სადაცაა ტირილს დაიწყებდა. თათია მიხვდა რაც ხდებოდა საბაში. ისევ ისეთი მიამიტი და ბუნჩულა ბავშვი იყო, ოღონდ ვიღაცას ის პატარა ბიჭი დიდ სხეულში გადაესვა.
-არ გრცხვენია?-გადაიკისკისა ქალმა.- ეს როგორ იფიქრე? მე შენ ახლა იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე 12 წლის წინ, ძალიან მენატრებოდი და ძალიანაც გამიხარდა შენი ნახვა. იმდენად გამიხარდა, რომ მუხლები მომეკვეთა, აქვე ავღნიშნავ, რომ გონება არ დამიკარგავს და მშვენივრად მესმოდა რაც უთხარი იმ გოგოს, ამაზეც ვილაპარაკებთ.- მოჩვენებითი მუქარით დაუქნია საჩვენებელი თითი.- რა ცუდი ძიძა ვყოფილვარ, ქალთან ლაპარაკი ვერ გასწავლე. ამასთან, შენი გარეგნობა, საერთოდ არ დაემთხვა ჩემ მიერ გონებაში შექმნილ შენს ფოტორობოტს... არა, შენ უდავოდ, უფრო სიმპატიური ხარ, თან თმებიც... სხვანაირი ვარცხნილობა გაქვს და ძალიანაც გიხდება. ეს შრამები?-თითები ნიკაპზე და წარბზე მოუსვა.- საიდან გაქვს ეს შრამები?
-მერე მოგიყვები. მერე ბევრ რამეს მოგიყვები. შეიძლება, ახლა რომ ჩაგეხუტო?
საბა უბედნიერესი იყო თათიას სიტყვების გაგონებისას. ძალიან გაუხარდა, მისი ეჭვები რომ არ გამართლდა.
-მაგას კითხვა უნდა, შე სულელო?- გაიცინა თათიამ და საბას გადაეხვია. ალბათ კარგა ხანს იქნებოდნენ ასე ჩაფსკვნილები, თათიას დედა რომ არ შემოსულიყო სამზარეულოში.
-თათო, დღეს ხელფასი ავი...-სიტყვა პირში გაუწყდა, ქალიშვილი უცხო კაცთან ჩახვეული რომ დაინახა.
-ვა, დედა? ასე ადრე მოხვედი? კაია. მოდი აბა დაჯექი და თუ იცნობ ამას.- აღტყინებული თათია სათქმელს თავს ვერ უყრიდა, უაზროდ ბუტბუტებდა და ხელებს სივრცეში უმისამართოდ იქნევდა.
ნატო დაჯდა და სტუმარს დააკვირდა. ნელ-ნელა თვალის გუგები გაუფართოვდა. იცნო!
-დედიკო,-გადახედა ქალიშვილს.-ეს ისაა? საბა?
-ხო, დე, საბაა.-თათია ახტა და ტაში შემოკრა.
-საღოლ, დეიდა ნატო. თათიამ კი ვერ მიცნო.- მთელი არსებით იღიმოდა ბიჭი.
-დედა, რამხელა გაზრდილხარ ბიჭო, მოდი გადაგეხვიო.-ნატომ გულში ჩაიკრა საბა.-სად იყავი აქამდე ან ახლა აქ საიდან გაჩნდი?
-მოგიყვები ნატო დეიდა, ჯერ სული მოვითქვა.ასე ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ, უფრო სწორედ, მას შემდეგ, რაც თათია წავიდა და ცოტა არ იყოს მიჭირს ამხელა ემოციებთან გამკლავება, უფრო სწორედ დადებითი ემოციებთან, თორემ უარყოფითი ჩვეულებრივობაა, თან ყოველდღიური-ბიჭი სევდიანად იღიმოდა.
ნატომ სახელდახელოდ გამოაცხო თათიასა და საბას საყვარელი ნამცხვარი, ყავა მოადუღა და უკვე ემოციებისგან „გადამწვარ“ საბას თავისი ამბების მოყოლა სთხოვა.
-ნატო დეიდა, ყველაფერი რომ მოვყვე, ხვალამდე აქ მომიწევს დარჩენა და ენის ტლიკინი.-გაეცინა საბას.-მოკლედ მოვყვები, თქვენ შემეკითხეთ რაც დაგაინტერესებთ და მე განვავრცობ.
-კარგი, მიდი დაიწყე.-შეაგულიანა თათიამ.
-ესე იგიი...-ხელები მოიფშვნიტა ბიჭმა.-სახლში რომ მივედი მთაწმინდის პარკიდან, ჯერ ჩემს ოთახში ავედი და მერე შენთან მინდოდა შემოსვლა, მაგრამ სურათი რომ ვერ დავინახე, მაშინვე გულში გამკრა რაღაცამ, რომ წახვედი. გადამოწმება ვარჩიე და შენს ოთახში შევედი. ტანსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები, რომ ხელუხლებლად იდო, აი, მაშინ დავიბადე ხელახლა. ვიფიქრე, რომ ჩემთან დარჩი, მაგრამ მერე თემურმა მითხრა, რომ წახვედი შენი ნებით და მე ასე უგულოდ დამტოვე. მაშინ საშინლად გავბრაზდი შენზე. აი, როგორ გავბრაზდი იცი? ხელმეორედ გავანადგურე შენი ნივთები და კიდევ კარგი, რომ ის დღიური ცოტა უფრო გვიან ვნახე და არ შემომენადგურა. ძალიან ვნანობ მაშინდელ საქციელს, მაგრამ 8 წლის ვიყავი და...-ბიჭმა შუბლი მოისრისა. ეტყობოდა, ძალიან განიცდიდა წლების წინანდელ ამბებს. - მერე შენი... ჩემი დღიური წავიკითხე და ყველაფერს მივხვდი. მერე აღარ შემეძლო იმ სახლში დარჩენა და ლონდონში წავედი. საშინელი სკოლა იყო, საშინელი ბავშვებით, საშინელი მასწავლებლებით, საშინელი წესებით და საშინელი ფორმებით, მაგრამ თემურთან ყოფნას იქ მერჩივნა...
-რას ერჩი მამაშენს?- გააწყვეტინა თათიამ.-კარგი კაცია. თავისებური კია, მაგრამ არ არის ცუდი ადამიანი.-მან ვერ დაივიწყა ის ტკივილი, რომელიც თემურმა მიაყენა, მაგრამ აღარ ბრაზობდა მასზე და, თითქოს, ესმოდა კიდეც მისი.
-შეიძლება არც არის ცუდი, მაგრამ არ მიყვარს აგერ უკვე 12 წელი 3 თვე და 3 დღეა, საათები აღარ გამომითვლია.
-რას ამბობ შვილო?! - აღშფოთდა ნატოც.-მამაზე ასე ლაპარაკი როგორ შეიძლება? სხვა თუ არაფერი მშობელია შენი.
-ერთი მაგისიც...-კბილები გააღრჭიალა ბიჭმა და ჰაერში უხილავ ბუზს აუქნია ხელი. -მაგარი მამაა. სულ ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავდა.- ყბა მოექცა. - ცუდის მეტი არ მახსოვს არაფერი.
-კაი, ნუ ამბობ მაგას.-დაიჩურჩულა ნატომ. - იფიქრე იმაზე, რომ მისი დამსახურებით გაიცანი თათია, მე... და გქონდა ბედნიერი დღეები.
-მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უფრო არ უნდა მიყვარდეს. თუ უნდა გაეგდო, რაღას მოჰყავდა თათია? ხომ ვიყავი ჩემთვის ჩემს შავ-თეთრ სამყაროში? მომიყვანა თათია, მომცა ყველაფერი და მერე უსულგულოდ წამართვა. ეს თორმეტი წელი უფრო უბედური ვიყავი, ვიდრე ის რვა. ლონდონში რაც წავედი მერე აღარ მინახავს, თორემ სიამოვნებით მივახრჩობდი ჩემი ხელით. არც მაქვს ნახვის სურვილი. მე მამა დედასთან ერთად მომიკვდა, ან, შეიძლება, არც არასდროს მყოლია.-სახე ხელებში ჩარგო და სიბრაზისგან მხრები აუცახცახდა.
თათია მაივიდა და ჩაეხუტა. თავზე ხელს იქამდე უსვამდა, სანამ საბოლოოდ არ დამშვიდდა ბიჭი.
-მოდი სხვა რამე მოყევი, კარგი? რამე უფრო მხიარული.- შესთავაზა ყოფილმა ძიძამ ღიმილით.
-კარგი მაშინ იქედან მოვყვები იმ საზიზღარი სკოლიდან რომ გავიქეცი, კარგი?-სახე გაუნათდა.-მანამდე არაფერია საინტერესო.
თათიამ და ნატომ შენიშნეს საბას ხასიათის ცვლილება და დაჰყაბულდნენ მისთვის სასურველი ამბის მოყოლაზე.
-სკოლიდან რომ გავიპარე 14 წლის ვიყავი. მე და ორი ბიჭი კიდევ, შონი და ალენი. ჩემი მეგობრები არიან, დღემდე ვმეგობრობთ. ჩვენს სკოლას ერთი კარგი ის ჰქონდა რომ სპორტს ასწავლიდნენ მაღალ დონეზე, აბა საიდან მაქვს ეს კუნთები?! ჰოდა, ერთ საღამოს გალავანზე გადავძვერით და ჰაიდა...
-კი მაგრამ სიგნალიზაცია, დაცვა, ძაღლი... არაფერი არ იყო იქ?- გაიოცა თათიამ.
-ძაღლი და დაცვა კი ყავდათ, მაგრამ სიგნალიზაცია არ ჰქონდათ. დენიკინის დროინდელი სკოლაა. მე-18 საუკუნეში დაარსდა, მგონი, და დღესაც იმ შენობაშია. ნუ გაქცევა არაა საინტერესო, საინტერესო მერე დაიწყო. ლონდონიდან გადავედით მანჩესტერში. იქ არალეგალურ ბრძოლებში ვიღებდით სამივე მონაწილეობას და ფულს ვშოულობდით. იქედან გამომყვა ეს ნაიარევები. დიდი კი არაფერი, მაგრამ მე მომწონს. ასე უფრო კაცური ვარ, ხო?- საბა ამაყად გასწორდა მხრებში.
-შენ რვა წლის ასაკშიც კაცური იყავი და რა გასაკვირია, ახლა რომ იყო.-მხიარულად გაჰკრა მხარი ბიჭს თათიამ.
-მერე, თვრამეტის რომ გავხდი აქ ჩამოვედი. შენ გეძებდი. აქ მოგაკითხეთ, მაგრამ ამ ბინის მოპირდაპირე ბინაში მცხოვრებმა ქალმა მითხრა, ეგენი კაი ხანია წავიდნენო. გავიკითხე, გამოვიკითხე და გავიგე, რომ სასწავლებლად წასულხარ შვეიცარიაში. იქაც ჩამოვედი. იმ უნივერსიტეტშიც ვიყავი შენ რომ მაგისტრატურა გაიარე და მითხრეს 4 წლის წინ დაამთავრა ჩვენთანო. იქ შენი იქაური მეგობარი გავიცანი, უნივერსიტეტში დარჩა სამუშაოდ... აი, ის... მოიცა გავიხსენო, რა ერქვა...-საბამ გონება დაძაბა იმ მეგობრის სახელის გასახსენებლად და უცებ წამოიყვირა:- მირანდა, ხო მირანდა ერქვა. ხომ ერქვა?
-არ ერქვა.- გაიღიმა თათიამ.-ჯერ ცოცხალია და მელინდა ქვია.
-ხო, რაც ქვია. რა მნიშვნელობა აქვს. იმან მითხრა ესპანეთში მიიწვიეს სამუშაოდო და მეც იქეთ წამოვედი. მოკლედ მთელი ევროპა შემომატარე.- გაიცინა საბამ.-იტალიაშიც ვიყავი, ავსტრიაში, გერმანიაში... მოკლედ თუ სადმე გავლით ყოფილხარ ყველგან მოვიარე ყველაფერი, თან გამვლელებს ვაკვირდებოდი ქუჩაში, რომ არ აგცდენოდი სადმე. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, ღმერთს არ უნდა რომ ვიპოვო-მეთქი და წამოვედი საქართველოში. უკვე ორი თვეა აქ ვარ და აი, სულ შემთხვევით გიპოვე. რომ მცოდნოდა, ფარ-ხმლის დაყრა შველოდა ამ საქმეს თავიდანვე მასე ვიზამდი. სულ არ მენანება არაფერი. მთავარია, გიპოვე.- საბას არაამქვეყნიური ნათელით გაცისკროვნებოდა სახე და სინათლესა და სითბოს მზესავით ასხივებდა.
თათიას ძალიან სიამოვნებდა იმის მოსმენა, რომ ვიღაცას ასე ძალიან უყვარდა, სჭირდებოდა, უმისობას ვერ ეგუებოდა და ქვეყანა შეძრა მის მოსაძებნად.
-უიჰ, რამდენი გიწვალია.-ნატომ თმებზე მოქაჩა ბიჭს.-ისე სკოლიდან არ უნდა გამოპარულიყავი.
- რომ არ გამოვპარულიყავი, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ალბათ, წიგნით ხელში და სათვალეებით ცხვირზე რომელიმე მიგდებული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ვიქნებოდი.-თქვა აგდებით. აშკარად დასცინოდა ბიბლიოთეკასა და სათვალეებიან ჭკუის კოლოფებს.
-ნუ მაიმუნობ და ნუ დასცინი ბიბლიოთეკას.-თათიამ თავში მსუბუქად წაუთაქა.
-ბოდიში.-დანებების ნიშნად ხელები ასწია ბიჭმა.-შენ არ მომიყვები შენზე?
-რა თქმა უნდა, კი.- თათია სკამზე შედგა და თეატრალურად გაშალა ხელები.- ყურადღება, ყურადღება, გაემზადეთ ყველა, ვიწყებ ჩემი თავგადასავლის მოყოლას. -სკამიდან ჩამოხტა და დააყოლა:
-მართალია, 33 წლის ქალს არ შემეფერება ასეთი საქციელი, მაგრამ ამ ერთხელაც ამიტანეთ.
-ეეეჰ, დაიწყე ახლა.-საბას გული შეუწუხა ყოფილი მომვლელის სასაცილო რევერანსებმა.
-კარგი,მხოლოდ შენი ხათრით... - ღრმად ამოისუნთქა.- მამაშენმა რომ დამითხოვა სამსახურიდან, განადგურებული ვიყავი. ლამის დავუჩოქე, მაგრამ არ დამტოვა. არაფერი წამომიღია თქვენი სახლიდან, რადგან არაფერი იყო ჩემი, მხოლოდ შენი დახატული ჩემი „პორტრეტი“ წამოვიღე. ჩავთვალე, რომ მე მეკუთვნოდა და მქონდა ამის უფლება. სანაცვლოდ ჩემი დღიური დაგიტოვე. წერა,როცა დავიწყე არ მეგონა, შენთვის თუ მომიწევდა იმის ჩუქება და ბოდიშს გიხდი პირველი გვერდებისთვის. ხომ მაპატიებ?- თათია წეღანდელივით სულ არ გავდა სკამზე მოხტუნავე კლოუნს. ძალიან სევდიანი და ჩაფიქრებული იყო. მასაც საოცრად სტკიოდა წარსული.
-რა გჭირს საპატიებელი? შენ ის დაწერე, რასაც ფიქრობდი და გრძნობდი. ნამდვილი „შენ“ იყავი და მე იმ დღიურის საშუალებით შენს სიახლოვეს ვგრძნობდი. მადლობელი ვარ ამისთვის. ისე, პირველი ხუთი დღის ფინალები კარგი იყო.-გაიცინა საბამ.- ცოტა რომ მოვიზარდე, მაგრად ვხალისობდი.
-რა ეწერა? არ მახსოვს.
-რა და „ღმერთო, რა გაუძლებს ამას, ვინმემ მომაშორეთ ეს ბავშვი!!!“
-უი, ეგ არ მახსოვდა.- შეიშმუშნა თათია.
-კაი რა განერვიულებს. კი არ მწყინს.-დაამშვიდა აღზრდილმა აღმზრდელი.-გააგრძელე, მიდი.
-კაი.- მადლიერი ღიმილით შეხედა ქალმა ბიჭს.- მერე მეორე დღეს აკვაპარკში წავედი. იმედი მქონდა, რომ მამაშენი პირობას შეასრულებდა და წამოგიყვანდა, მაგრამ შევცდი. რატომ არ წამოგიყვანა?
-მე თვითონ აღარ წამოვედი. მან მითხრა, რომ მიმატოვე და დეპრესია მქონდასავით.-სევდიანად ჩაიღიმა საბამ.
-მერე ორი წელი საქართველოში ვიყავი, ვსწავლობდი და ზურას ვეკითხებოდი შენს ამბებს. ჩემი და ზურას ურთიერთთანამშრომლობა რომ გაიგო მამაშენმა, ისიც დაითხოვა. მერე შვეიცარიაში უფასოდ გავაგრძელე მაგისტრატურაში სწავლა. დედაჩემი ჩვენს მშობლიურ სოფელში წავიდა და სხვათაშორის ახლა წამოვიდა იქედან, მე რაც ჩამოვედი მას შემდეგ და ერთი თვეა, სამსახური იშოვა. იმიტოა ასე გახარებული ხელფასის აღებით.-თათიამ გაიღიმა და გვერდით მჯდომ დედას მხრებზე მოეხვია.
საბა ბედნიერი იყო ამ წუთას ამ სახლში ამ ადამიანებთან ერთად ყოფნით. აქ ჰაერიც კი ოჯახური სითბოთი იყო გაჯერებული და იგი მიხვდა, რომ ამდენ ხანს სწორედ ოჯახი ენატრებოდა. ამ აღმოჩენამ ფრთები შეასხა და ამდენი წლის განმავლობაში პირველად გაუარა თავში აზრმა: „იქნებ, მართლა ვაპატიო მამაჩემს ყველაფერი?! იქნებ, იმდენადაც ვაპატიო, რომ ხელხლა შევქმნათ ოჯახი!“ ფიქრი თათიას საუბარმა შეაწყვეტინა.
-ხო, იმას ვამბობდი, რომ შვეიცარიაში წავედი... წვრილმანებს აღარ მოვყვები, არაა საინტერესო... იქ მელინდა გავიცანი და კიდევ დამიანი.-ამ სახელის ხსენებისას თვალები აუციმციმდა ქალს და საკმაოდ დიდხნიანი პაუზა გააკეთა. რაღაცაზე ფიქრობდა... რაღაც მტკივნეულად ბედნიერზე. თათიას თვალებში ორი წყლიანი ბურთი ჩაუდგა. იგი ხმას აღარ იღებდა, საბა კი ინტერესით კვდებოდა, რათა მალე გაეგო, თუ ვინ იყო ეს დამიანი.
-მელინდას მეც ვიცნობ და დამიანი ვინაა?- წარბები მაღლა აზიდა ბიჭმა ინტერესისა და გაკვირვების ნიშნად.
თათია ფიქრებიდან გამოერკვა. ხელები თვალებზე მოისვა, მიუხედავად იმისა, რომ არ ატირებულა. მან ხომ ზღვარზე შეაჩერა ცრემლები!
-დამიანი ჩემი ქმარია.- ჩაწყვეტილი, ჩახრინწული ხმით წარმოთქვა მან.
ბიჭის სახეზე გაკვირვება, სევდა, იმედგაცრუება, გაბრაზება ერთმანეთს ენაცვლებოდა. ყურში ექოსავით ესმოდა: „ჩემი ქმარია... ქმარია...“ და არა, თუნდაც „ჩემი ქმარი იყო“. რამხელა განსხვავებაა ერთ 3-ასოიან სიტყვაში... უზარმაზარი განსხვავება დროში... და საბას ეტკინა! სადღაც გულის გულის უღრმეს და უბნელეს კუნჭულში ეჭვიანობისგან საშინლად აეწვა ყველაფერი. საბამ არ იცოდა და ვერც მიხვდა, რამ გამოიწვია მის შინაგან სამყაროში ასეთი არაერთგვაროვანი გრძნობები, დამოკიდებულებები, ასოციაციები. მას მართლა არ უფიქრია, რომ თათია გათხოვდებოდა. ყველაზე საზარელ კოშმარშიც არ გაუვლია ეს აზრი. მაგრამ რატომ არ უფიქრია? საბას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მას ახლა ამაზე ფიქრი არ შეეძლო, მის სხეულში, გულში, სულში, აზროვნებაში რევოლუცია ხდებოდა და იგი ვერ ახერხებდა ამ რევოლუციის ჩახშობას. მან გადაწყვიტა, რომ გარეთ გასვლისთანავე კანს შემოიგლეჯდა. უკვე აღარ შეეძლო ამ სხეულში გაჩერება, კანში ვეღარ ეტეოდა. საყვარელი მომვლელი კი სევდიანი ჯალათივით აგრძელებდა:
-... გერმანიაში, სამი წლის წინ ავსტრიაში მიმიწვიეს სამუშაოდ, ახლა აქ ჩამოვედი ნახევარი წლის წინ და აქ ვმუშაობ დღემდე.- თათიამ თხრობა დაამთავრა, მაგრამ საბას არაფერი გაუგონია. ერთი წერტილი ამოეჩემებინა და იმას მიშტერებოდა.
-საბა. საბა... არ მისმენ?- თათიამ ბიჭი შეანჯღრია. ახლა კი გამოფხიზლდა საბა.
- რა... რა მითხარი? კი როგორ არ გისმენ.-ალუღლუღდა.
-თუ მისმენ, აბა რა გითხარი?-ეშმაკურად ჩააცქერდა ქალი ბიჭს სახეში.
საბამ ნამდვილად არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა, მაგრამ მხსნელად ნატო მოევლინა:
-დაანებე, თათო, ბავშვს თავი.- ბიჭმა მადლიერებით აღსავსე მზერა მიანათა გადამრჩენელს.
-კაი, ხო. მაშინ ის მითხრას ის გოგო ვინაა? რა ერქვა? ლიკა, ხო?
-ისეთი არავინ.-ნაძალადევად გაუღიმა საბამ.-ერთი გოგოა. საქართველოში რომ დავბრუნდი, პირველივე ღამეს გავიცანი ბარში და ზრდილობიანად ვერ მოვიშორე.
-აიტ, შე ცუღლუტო.-ცხვირზე მოუჭირა ხელი თათიამ.
-როგორ გაიცანი?-როგორც იქნა დასვა სასურველი კითხვა.
-ვინ?
-შენი ქმარი.
-დამიანი?
-რა, სხვაც გყავდა თუ?-დაბნეული მზერა მიაპყრო აღმზრდელს.
-არა, არ მყოლია სხვა. შვეიცარიაში სწავლასთან ერთად არც ისე სერიოზულ მაღაზიაში ვმუშაობდი კონსულტანტად. ერთ დღეს მამაკაცის ტანსაცმელების განყოფილების კონსულტანტი არ იყო და მე შემანაცვლეს და აი, მაშინ მოვიდა დამიანიც. -ქალის თვალებიც კი იღიმოდა. საბას ეს არ დარჩენია შეუმჩნეველი.- შარვალ-კოსტუმი იყიდა. მე შევურჩიე. მერე მოუხშირა მაღაზიაში სიარულს და თურმე მე მოვეწონე.-თათია პატარა ბავშვივით აღტაცებული ტიტინებდა და სკამზე ცმუკავდა.- მეც ძალიან მომწონდა და ისე მოხდა ყველაფერი, როგორც უნდა მომხდარიყო. პაემნები, კინო, თეატრი, მშობლების გაცნობა... დედიკოც მყავდა ჩემს ქორწილში წაყვანილი. დე, ხო მაგარი ქორწილი იყო?- ნატოს მიუბრუნდა.
-კი, მართლა ზღაპრული იყო ყველაფერი,- კვერი დაუკრა ნატომაც.- ისეთი, როგორიც ჰოლივუდურ ფილმებში არის ხოლმე.
საბა უსმენდა და უყურებდა ძიძის ბედნიერებას, მაგრამ ვერ გრძნობდა თანაზიარობას. პირიქით, სულ უფრო და უფრო იღუშებოდა, პატარავდებოდა, იბუზებოდა.
-ახლა? ახლა სად არის?- ამოთქვა ბოლოს.
-ის არ მითქვამს, რომ ჩვენ ჩემი წამოსვლის წინ ვიჩხუბეთ...სეროზულად ვიჩხუბეთ და ამ დილით დამირეკა, 3 დღეში ჩამოვდივარო. ისე ბერნშია თვითონ ახლა. ნუ, მე იქ დავტოვე, ყოველ შემთხვევაში, და არც სადმე წასვლას აპირებდა. დღეს დილით რომ დამირეკა, გავნერვიულდი, თან გამიხარდა... აზრზე ხარ, რაც წამოვედი არ შემხმიანებია?! დღეს დამირეკა და მითხრა, ჩემი ოცნების ქალი ხარ და სულელი ვარ, რომ მარტო გამოგიშვიო, ჰოდა, მე ავნერვიულდი აღტყინებისგან და უფროსს ვეჩხუბე. სულ არ იყო ჩემი ბრალი, უბრალოდ წყნარად ვერ ავიტანე მისი შენიშვნა და ცოტა ხმამაღლა მომივიდა თავის დაცვა... ალბათ, გამომაგდებს სამსახურიდან.-თათია სულელივით იცინოდა ყველაფერზე.
-რა კარგია.- საკუთარი თავის იძულებით გამოაჩენილი კბილები სულ არ ჰგავდა ღიმილს.-ბედნიერებას გისურვებ. მე წავალ ახლა. საქმეები მაქვს. აი, ჩემი მისამართი, -თათიას ფურცელზე მისამართი და ტელეფონის ნომერი დაუწერა და ბარბაცით გავიდა სახლიდან.
-ყველაფერი კი არ უნდა იტლიკინო, რაც ენაზე მოგადგება.- თავში მსუბუქად წამოარტყა ნატომ მოლაქლაქე ქალიშვილს.
-რას მირტყამ?! შენი გაზრდილი ვარ?- თათია უკვე იჭაჭებოდა.
-რამე ხომ არ მოგიწევია? რა დღეში ხარ? რატომ იცინი ყველაფერზე?
-ბედნიერებისგან ვიცინი, დე. განა ბევრი მაქვს ასეთი ბედნიერი დღეები?
ნატომ ხელი ჩაიქნია: „ეს ხომ არა და არ გაიზარდა!“
* * *
საბამ მუშტი კედელს ძლიერად მიარტყა, ბათქაში ჩამოცვივდა და კანი გადაეყვლიფა მტევნის ძვლების კვირისტავებზე. ხელი ტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც მთელი მისი არსება მოეცვა.მაშინ, ქუჩაში, თათიას დანახვისას იგრძნო, რომ ეს ქალი ძალიან უყვარდა. ქალი უყვარდა... თავის თავს არ გამოუტყდა, მაგრამ იმ ნაბი*ვარი დამიანის ხსენებისას ვეღარ მოატყუა გული, ვეღარც გონებამ ივაჟკაცა და წელში გატეხა საბა. კარგა ხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაასკვნა, რომ მასაც შეეყარა სიყვარულის ტკბილ-მწარე სენი. არ იცოდა, უნდა წყენოდა თუ გახარებოდა. თავად სიყვარული ფრიად მისაღები და, უფრო მეტიც, სასურველი გრძნობაც კი იყო მისთვის, მაგრამ ვისი? ყოფილი ძიძის, 12 წლით უფროსი, გათხოვილი ქალის? „ნეტა შვილები თუ ჰავს? ალბათ, არა“... მერე სიტყვა „ალბათ“ ჩაანაცვლა სიტყვით „იმედია“.
მერე რა, რომ თათია ყოფილი მომვლელია? მერე რა, რომ 12 წლით უფროსია და მერე რა, რომ გათხოვილია? მთავარია, რომ საბას უყვარდა და კიდევ მთავარი იყო, თათიასაც ისე დაენახა და შეეყვარებინა საბა, როგორც მამაკაცი! მთავარი იყო, დაენახა! გრძნობა მერე ყველა ბარიერს, დაბრკოლებას, კომპლექსს, საზოგადოების აზრის მნიშვნელოვნებას წაშლიდა და ვინ იცის? იქნებ „დიდხანს და ბედნიერადაც“ ეცხოვრათ. ეყოლებოდათ 6 ან 7 შვილი, ჯანდაბას, იყოს 5; ექნებოდათ დიდი სახლი ბაღით და ითამაშებდნენ შვილებთან ერთად... კარგია ოცნება...
-****... - საბამ სწრაფად ამოიცვა ჯინსი, ფაციფუცით შემოიცვა კუბოკრული პერანგი და სახლიდან გავარდა. კიბეები ელვის უსწრაფესად ჩაირბინა და ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ მხოლოდ მაშინ შენიშნა, ფეხზე ოთახის „ჩუსტები“ რომ ეცვა. კიდევ ერთხელ შეიკურთხა გულში და ბინაში აბრუნდა.
-მოჩქარეს მოუგვიანდესო. - ბუტბუტებდა და თან კედების თასმებს იკრავდა. თათიასთან აპირებდა მისვლას და ყველაფრის გამხელას. არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა ქალს, მაგრამ სულაც არ აპირებდა, გულხელდაკრეფილს ვიღაც გადამთიელი დამიანესთვის ხონჩით მიერთმია გამარჯვება და საყვარელი ქალი ალაფის სახით გაეტანებინა შვეიცარიაში, თან უბრძოლველად. „ომში და სიყვარულში წესები არ არსებობსო“, შემოუძახა თავს და გაგულადებული გაემართა თათიასკენ. მან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა გასამარჯვებლად, მაგრამ არა უშავს, რამეს მოიფიქრებდა. ხვალ ის ტიპი ჩამოვიდოდა და დღეს გადაწყვეტილებას თუ ვერ მიაღებინებდა, ეჭვი მაინც უნდა შეეტანინებინა ქალისთვის ქმრის სიყვარულში. არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდა და არც დანაშაულის. ის მართალი იყო საკუთარ თავთან, იბრძოდა პირადი ბედნიერებისთვის იმის რწმენით, რომ სხვასაც გააბედნიერებდა, ამ შემთხვევაში თათიას, და სულ არ აინტერესებდა ვინმეს თუ გააუბედურებდა. არა... სულ ვერ ჩაკლა სინდისის ხმა. ვიღაც თუ რაღაც ჩუმად გაჰკიოდა მის არსებაში, რომ არ იყო მართალი ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ ლტოლვა ბედნიერებისკენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა უკვე იცი მისი გემო, ყველაფერზე ძლიერია. „მიზანი (ბედნიერება) ამართლებს საშუალებებს (დამიანის გაუბედურება)“- ეს გარდაუვლობად მიიჩნია საბამ და იმ ჩუმად მომკივან სინდისსაც ხმა გააწყვეტინა.
-შემოდი, შვილო.- კარი ნატო დეიდამ გაუღო ბიჭს და სახლში შეიპატიჟა თმებაბურდული, თვალებდასიებული, ტანსაცმელამოჩაჩული საბა. -რა გჭირს? ხომ ხარ კარგად?
-თათია სახლშია? - იკითხა გამარჯობისა და მოკითხვის გარეშე.
-არა, სამსახურში წავიდა განცხადების დასაწერად და უნდა მოვიდეს წესით ახლა, მალე. შემოდი და დაელოდე. სალაპარაკო მაქვს შენთან.
-რაზე უნდა მელაპარაკო?- ქვევიდან ამოხედა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომმა საბამ თავზე წამომდგარ ქალს.
-გამომართვი და დაჭერი.-სერიოზული სახით გაუწოდა ხახვი ნატომ და ბიჭმა ვეღარ გაბედა შეპასუხება. მოუხერხებლად დაიჭირა დანა ხელში და ხახვის გაფცქვნას შეუდგა.
-მე ვიცი... გუშინვე მივხვდი ყველაფერს და აზრი არა აქვს უარყოფას.- მკაცრად წარმოთქვა ნატომ.
საბა ერთხანს შეშფოთებული და გაკვირვებული უყურებდა ქალს, რომელმაც ისეთი სახით ახადა ქვაბს თავი და ჩახედა, თითქოს ახლა საბასთვის არც არაფერი ეთქვას, მერე ბიჭი კმაყოფილიც კი დარჩა, თავად რომ არ მოუწია ბლუკუნი თათიას დედისთვის ყველაფრის ასახსნელად. ახლა ნატო დეიდას თუ გადმოიბირებდა, ნახევარი საქმე გაკეთებული ექნებოდა, რადგან თათოს ძალიან უყვარდა დედა და ყოველთვის სერიოზულ ყურადღებას აქცევდა მის აზრს, ახლაც თუ ნატო ეტყოდა, რომ დაფიქრებულიყო საბაზე, როგორც მამაკაცზე, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, საბას ოცნება ახდენილიყო.
-გასაგებია.-ბიჭმა თავი ჩაღუნა, რადგან ხახვმა აატირა და ნამდვილად არ სურდა, ვინმეს მისი ცრემლები დაენახა.
-არაფერს იტყვი?
-მე რა უნდა ვთქვა?! მთავარი სიტყვა თქვენზეა.
-აი.-სალფეთქი დაუდო მაგიდაზე ქალმა ჯერ კიდევ თავდახრილ საბას.
-ნამდვილი გულთმისანი ხართ.-სალფეთქით თვალები მოიწმინდა.
-შენ გგონია, თათიას ვეტყვი, დამიანს დაშორდი და საბას გაყევი-მეთქი?!-გამომცდელად გახედა თანამოსაუბრეს, რომელიც საცოდავად ეჯახირებოდა ხახვს, თითები უსრიალებდა პრიალა ბოსტნეულზე და ხელიდან უსხლტებოდა.
-არა, არ მგონია,-აწყლიანებული თვალებით ახედა და დაისრუტუნა.- მე დიდი სურვილი მაქვს, რომ დამეხმაროთ, მაგრამ ეგ თქვენი გადასაწყვეტია. მე მართლა მიყვარს თათია. არაა ეს ბავშვური ახირება.
-რამდენის ხარ?
-ოცდაერთის.
-თათია ოცდაცამეტის გახდა 16 დღის წინ.
-ასაკი არაა ჩემთვის დაბრკოლება.
-ჯერ არაა, მაგრამ მალე იქნება. დამიანი კი 37 წლისაა. ისინი ამ მხრივადაც შეეფერებიან ერთმანეთს და აქ გავჩერდები ჩემი სიძის დადებითი თვისებების ჩამოთვლისას, თუ არა და შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო იმაზე, თუ რამდენად კარგი ადამიანია იგი.-ნატო შესაშური სიმშვიდით ლაპარაკობდა და ახლა საბას სძულდა ეს ქალი, რადგან მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა თითქოს ბიჭის გულის მოსაკლავად იყო გამიზნული.
-არა იყოს, არ შეწუხდეთ.- უზარმაზარი ნერწყვი გადაყლაპა.-არაა საჭირო ბოლომდე დამანახოთ უშანსობა.
-ერთსაც ვიტყვი და მეტს აღარ. თათიას უყვარს დამიანი, როგორც მამაკაცი და შენ ისე, როგორც შვილი, რომელიც არასდროს ეყოლება და ნუ გაუნადგურებ ილუზიებს, თავის სამყაროს. ის შინაგანად ჯერ კიდევ 15 წლის გოგოა, უდარდელი, მხიარული, ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ მილიონჯერ დაუმსხვრია ვარდისფერი სათვალე, მაინც არ დანებდა და მილიონჯერ მოძებნა იმ სათვალის ნაწილები და მილიონჯერ შეაკოწიწა. არავინ შეძულებია, არავის ნდობა დაუკარგავს, ყველა უყვარს და ახლა შენ, ფაქტობრივად, მისი შვილი... მე ვიცი ის რასაც ფიქრობს შენზე და როგორ უყვარხარ. შენ, მისი შვილი თუ ქალ-ვაჟურ სიყვარულს აუხსნი დიდ ტკივილს მიაყენებ, შესაძლოა ისეთიც კი, რომ ვეღარასდროს წამოდგეს ფეხზე. ის შენ ვერასდროს შემოგხედავს სხვა თვალით. როცა შენზე ლაპარაკობს ყოველთვის თვალები უბრწყინავს, იმიტომ, რომ შენში ის 8 წლის ბავშვი უყვარს სიცოცხლეზე მეტად და არა გაზრდილი, დაკაცებული საბა.
საბა ერთხანს ჩუმად თავჩაქინდრული იჯდა. სადღაც გაქრა მისი დილანდელი გამბედაობა.
-რატომ არ ეყოლება შვილი?- ამოილუღლუღა ბოლოს სიმწრით.
ნატომ გაოცებული თვალებით გამოხედა:
-მარტო ეგ გაიგე ჩემი ნალაპარაკებიდან?
-ყველაფერი გავიგე. მართალი ხართ, მე არ უნდა შემყვარებოდა.-თავი ჩაღუნა და წასასვლელად წამოდგა.
-იყავი, დარჩი ცოტა ხნით. მალე გაკეთდება ბულიონი, თათიაც მოვა და ერთად ვისაუზმოთ. თუმცა ეს საუზმე აღარ გამოდის, სადილი უფროა.
-დამცინით? - აღშფოთდა საბა.-წეღან რას მეუბნებოდით და ახლა გინდათ თათიას დაველოდო, ქალს, რომელიც მიყვარს და მოსიყვარულე შვილობილის როლი შევასრულო?
-ცოტა ხნით გადაახტი სიამაყეს და ხვალ და ზეგ ითამაშე. ხვალ დამიანი ჩამოვა, შეიძლება ვერც კი ნახო თათია და ზეგ წავლენ უკან, შვეიცარიაში.
-რა შუაშია სიამაყე? სულ არ ვყოყლოჩინობ და არც თავს ვიდებ. თითის განძრევას არ ვაპირებ თქვენი ქალიშვილის შენარჩუნებისთვის თქვენი დამსახურებით და თან ისიც გინდათ, რომ ბულიონი შევჭამო მასთან ერთად ისე, ვითომც არაფერი. ეს უბრალოდ ცინიზმის ზენიტია და თან არ მიყვარს ბულიონი.
-ჩემთვის არაფერს გთხოვ. გააკეთე ეს თათიას გულისთვის, თუკი მართლა გიყვარს.
-ნამუსზე მაგდებთ?
-ხო.-ქალი ჯიუტად შესცქეროდა ძარღვებდაჭიმულ ბიჭს.
-კარგი, იყოს ნება თქვენი.- საბა მოეშვა და სკამზე დაჯდა.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ, მერე ისევ საბამ დაიწყო:
-თქვენი აზრით, საერთოდ არაფერი უნდა ვუთხრა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა ნატომ.
-ანუ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ვუთხრა?
-ახლა ვფიქრობ და, შენც ცოდო ხარ. ასე დაიტანჯები. ჩემი გოგო საკმარისად ძლიერია და მგონია, რომ ამ იმედგაცრუებასაც გაუძლებს. უთხარი. უნდა უთხრა, თორემ მთელი ცხოვრება ინანებ, მეც ვინანებ. შენ უთხარი და თუ თათია გადაწყვეტს, რომ შენთან დარჩენა მისი სურვილია, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, მაშინ პირობა მომეცი, რომ პატივს სცემ მის გადაწყვეტილებას და აღარ გაეკარები.
- კარგი, თანახმა ვარ.-საბა მიხვდა, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო, რომელიც კარგად უნდა გამოეყენებინა.-სადაა ამდენ ხანს?
-ალბათ, ყვავილების მაღაზიაში. გვირილები უნდა ეყიდა. მოვა მალე და მოემზადე.-ნატომ თვალი ჩაუკრა საბუნას.
-გმადლობთ.- ბიჭმა გულში ჩაიკრა ქალი.
-კარგი, სონიასთან გადავალ მე და თუ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს ჩემი გოგო, შემოვალ.- შემოსასვლელი კარი ღიმილით გაიკეტა.
მარტო დარჩენილი საბა თათიასთვის სათქმელ ტექსტს ალაგებდა, როცა გვირილების უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებულმა ყოფილმა მომვლელმა სამზარეულოს კარი შემოაღო.
-დე, ნახე რამხელა თაიგული ვნახე. ხომ ლამაზ... უი, საბა, შენც აქ ხარ? ნატალია სადაა?-თბილად მოიკითხა და გადაკოცნა საბა.
-მეზობელთან გადავიდა.
-შენ რას შვები? რა სუნია? ბულიონი გააკეთა? შეჭამ?-კითხვები სეტყვასავით დააყარა ბიჭს.
-არა, არ მინდა, შენ ჭამე თუ გინდა. ამოგიღო?
-ნწ, იყოს, ჩემით ამოვიღებ.- თათია სვავივით დააცხრა კერძს. შიმშილისგან ცოტა სული რომ მოითქვა, საბასაც შეხედა:
-რა გჭირს ბიჭო, რა სახე ჩამოგტირის?
-რაღაც უნდა გითხრა.
თათიამ შეშფოთებულმა გამოხედა:
-ხომ კარგად ხარ? მამაშენს ხომ არ დაემართა რამე?
-მე კარგად ვარ, მამაჩემი არ ვიცი...
-ისევ არ ურიგდები? რა იქნება, რომ აპატიო? ბოლოს და ბოლოს მამაა შენი.
-ვაპატიებ ოდესმე, მაგრამ ახლა სხვა რაღაც უნდა გითხრა.
-რაა?- ქალმა კარადიდან ლარნაკი გამოიღო ყვავილების ჩასაწყობად.
-მიყვარხარ.-ძლივს ამოიხრიალა ბიჭმა ეს ჯადოსნური სიტყვა
-ხო მეც. რამე დააშავე და მთაფლავ, რომ არ გავბრაზდე თუ რა ხდება?-თათიამ ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.-ხომ ლამაზია?
-კი, ძალიან. თათი მისმინე რა.
-გისმენ.-ნუკრის თვალებით შეხედა ბიჭს.
-ვიცი, რომ მისმენ, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად მისმინე.
-კარგი.-სკამზე ჩამოჯდა და ლოყა ხელისგულზე ჩამოდო.-უკვე სერიოზული ვარ.
-მიყვარხარ.-ისევ გაიმეორა საბამ.
- ხო, ეგ გავიგე, მაგრამ რა გინდა ის ვერ მივხვდი.
-ვერაფერიც ვერ გაიგე. მართლა 15 წლის თინეიჯერს გავხარ. - ჩაეცინა.-არაფერს არ ნიშნავს ასაკი, მართლაც უბრალო ციფრებია. მე შენ მიყვარხარ, როგორც კაცს უყვარს ქალი და არა როგორც შვილს დედა. იმედია, ახლა უფრო ნათლად აგიხსენი.
თათია გაშრა. ხელი სახეზე მიეყინა ან პირიქით. ამას ვერასდროს იფიქრებდა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ არც გაბრაზება, ყვირილი, კივილი, წივილი აღარ შეეძლო. ვეღარ აზროვნებდა, ვერ იაზრებდა ნათქვამის სიღრმესა და სიმძიმეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. თვალთ უბნელდებოდა, წრეები უტრიალებდნენ, ყველაფერი შავდებოდა და ამ სიშავეში ყოფილი აღსაზრდელის მოლოდინით აღსავსე სახეც იდღვიბებოდა. გონება არ დაუკარგავს, არც გული წასვლია. სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები ზედმეტი ტვირთივით ჩამოუცვივდა.
-კარგად ხარ თათი?
-ნუ მესმის შენი ხმა! წადი ახლავე აქედან!-ძლივს ამოიკნავლა.
-არსად წავალ სანამ არ მომჯობინდები და ისე არ დამელაპარაკები, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ. მე პასუხი მჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად. როდის უნდა მიხვდე, რომ ცუდად გახდომით პრობლემებს ვერ მოაგვარებ! ახლა, რომ თითქმის გულწასული ხარ, რაა მერე მაგით? მე გავქრები, ჩემი ნათქვამი სიტყვები ისე გაფრინდება, ვითომ არც არსებულა, თუ შენ გადახვალ პარალელურ სამყაროში და ყველა შენი პრობლემა ერთ წუთში მოგვარდება თავისით? საერთოდ არ გავხარ იმ ადამიანს ვიღაც ჯიბგირს ქუჩაში კინაღამ თავი რომ მოაკვლევინა ჩემს დასაცავად, არც ის, ლოლა რომ თავის ადგილას მოსვა და არც ის, მამაჩემს რომ არ შეეპუა. მე ყველაფერი ვიცი, რაც მაშინ თემურს უთხარი და საშინლად ვამაყობ შენით. ან იქნებ ვამაყობდი? მოდი გონს და მითხარი რამე!-საბამ თმებში შეუცურა ხელი და ოდნავ შეანჯღრია.
-დამანებე თავი სანამ ცუდად ვარ, თორემ როცა მოვმჯობინდები, დედას გიტირებ შე გატუტუცებულო ლაწირაკო.-მუქარასავით გაისმა თათიას ხმა.
-მიდი, გელოდები. ხომ არ გგონია რომ სადმე გავიქცევი?! მარა ვერაფერს ვერ მიზამ, ბაქია ხარ უბრალოდ.
-როგორ მიბედავ?!-წამოხტა თათია სკამიდან და წინ აესვეტა ბიჭს.-შენი თავი ვინ გგონია? ვინ მოგცა ამდენის უფლება. რა ნამუსით მეუბნები, მიყვარხარო...
-სიყვარულის ახსნა უნამუსობაა? კაი რა თათი, ნუ მაცინებ.
-სიტყვას ნუ მაწყვეტინებ, უზრდელო. სიყვარულის ახსნა არაა უნამუსობა, მაგრამ გააჩნია ვის უხსნი და როგორ. ისე როგორ იფიქრე, რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა? ტყუილ-უბრალოდ რატომ დაასამარე ყველაფერი, რაც გვაკავშირებდა?!- თათია ცოფებს ყრიდა, ისე იყო განრისხებული.- ნუთუ იმდენი ტვინი მაინც არ გაქვს თავში, რომ მიმხვდარიყავი, ჩვენ არაფერი გამოგვივა არასდროს! არასდროს-მეთქი!
-რატომ არ გამოგვივა?
-იმიტომ, რომ 12 წლით ვარ შენზე უფროსი...
-დიდი ამბავი, მე არ მაკომპლექსებს ეგ ფაქტი და შენ თუ გიქმნის დისკომფორტს, მზად ვარ მოგეხმარო დაძლევაში.
-მე გათხოვილი ვარ...
-გაეყარე. დაველოდები პროცესის დამთავრებას.
-არ გავეყრები, რადგან მე ჩემი ქმარი მიყვარს. აი, აქამდე.-თათიამ თავს ზემოთ ასწია ხელი და საბას აჩვენა, რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარდა დამიანი.
-სხვათაშორის მაგ პირობით უნდა დაგეწყო, მაგრამ რახან ეგ ბოლოს თქვი, ესე იგი, არც ისე ძალიან გყვარებია.
-არაფერიც. ძალიან მიყვარს.
-მარტო რომ გამოგიშვა აქეთ და მხოლოდ 6 თვის მერე გაახსენდი, მაინც გიყვარს? ბერდება ტიპი და მოენატრა ბიჭს თბილი კერა, ეტყობა.
-შენ ვერაფერს მიხვდები, იმიტომ, რომ არავინ გყვარებია.
-რას ვერ მივხვდები, ადამიანო?! ამ წუთში გეუბნები მიყვარხარ-მეთქი და შენ მეუბნები, არავინ გყვარებიაო. იმასაც ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ! იმდენადაც კი რომ, ახლა აქ ვდგავარ გიხსნი ამ ყველაფერს, ნაპირზე გამორიყული თევზივით უკანასკნელი ძალებით ვიბრძვი, იმის ფასად, რომ თუ გულს ვერ მოგიბრუნებ ჩემსკენ, სამუდამოდ დაგკარგავ და მგონი, კი უნდა ხვდებოდე, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. შენ რომ დაივიწყო დღევანდელი დღე და ყველაფერი მაპატიო, მე ვერ შევძლებ შენთან ისე მოსვლას, ვითომც არაფერი. მე მართლა ძალიან მიყვარხარ. შენ რომ დამიანი გიყვარს, იმაზე ბევრად მეტად და ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ, დაფიქრდი! დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, თამამი და გულახდილი იყავი შენს თავთან. მე არაფერს ვითხოვ შენგან, მინდა, რომ უბრალოდ დაფიქრდე.წავალ ახლა და ხვალ გამოგივლი.
საბა სახლში გვიან ღამით მივიდა. საწოლზე მიეგდო და გასავათებულს მეორე დღის მოლოდინში მკვდარივით ჩაეძინა.
-გამარჯობა, ნატო დეიდა, როგორ გიკითხოთ? - დილიდანვე სულთამხუთავი მტარვალივით თავზე დაადგა საბა თათიას ოჯახს, უფრო სწორედ, ნატოს, რადგან თათია შინ არ დახვდა, აეროპორტში იყო ქმრის დასახვედრად წასული.
-ასე ადრე უნდა ჩამოსულიყო?- საბამ მაჯის საათს დახედა. - ჯერ დილის 8-ც არ გამხდარა.
-არა, ჯერ არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ თათია უკვე წავიდა, თან რაღაცები უნდა მოაგვაროს. სიურპრიზს უკეთებს დამიანს და არის გაწამაწიაში.- უნდილად გაუღიმა ქალმა ბიჭს.
„ღმერთო როგორ უყვარს... შანსი არ მაქვს...“- ყურები ჩამოყარა უმცროსმა მელითაურმა.
-კარგი წავალ მე მაშინ.-ჩაიდუდღუნა მოწყენილმა.-ისე, როდისთვის აპირებენ უკან დაბრუნებას?
-ხვალ ან ზეგ.
-ასე მალე რატომ?
-სახლს ყიდულობენ ქალაქგარეთ და უნდა ჩავიდნენ, რომ ორივეზე გადააფორმონ. თათიას არ უნდოდა, მაგრამ დამიანმა დაიჟინა, გინდა თუ არა ორივეს სახელზე იყოსო. კარგი ბიჭია.
-ხო... კარგია...- საბა გაბრუნდა და ლასლასით ჩაუყვა საფეხურებს.
„ვერაფერი შევძელი... არ ვუყვარვარ... არც ვამტყუნებ... ნეტა ცოტა მეტი დრო მქონდეს... თავს დავანებებ“ - ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს და საკუთარ თავს, გრძნობას დასცინოდა, მასხრად იგდებდა:
„ რა გეგონა საბა?! გეგონა, ეტყოდი, მიყვარხარო და უკან გამოგეკიდებოდა?! როდის უნდა გაიზარდო ღლაპო?!“- ბავშვობიდან ვერ იტანდა სიტყვა „ღლაპს“ და ახლა თავად უთხრა საკუთარ თავს.-„მეტის ღირსი ხარ! ღლაპო! ღლაპო! ღლაპო!“
-უხ, შენი... - იღრიალა და ნაგვის ურნას მთელი ძალით დაარტყა ფეხი. საშინლად ეტკინა ფეხის თითები და ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა, თუმცა ტკივილისას თათიას დავიწყებამ მეორედ მირტყმის სურვილი გაუჩინა. ისევ მთელი ძალით დაარტყა ურნას, ამჯერად მეორე ფეხი. უჰ... რა მტკივნეული და ამავდროულად სასიამოვნო იყო... რომ შეძლებოდა, მთელ დარჩენილ ცხოვრებას ურნისთვის ფეხის რტყმაში გაატარებდა, ოღონდაც არ ეფიქრა ჯერ არ დაწყებულ და მაინც უკვე დასრულებულ სასიყვარულო ისტორიაზე... უმომავლობაზე... მისთვის უთათიობა უმომავლობას უდრიდა! დიახ, უმომავლობას!
-მე ჯერ ახალგაზრდა ვარ. ასე ვერ დავამთავრებ სიცოცხლეს!- ჩაილაპარაკა, ტაქსი გააჩერა და აეროპორტის ქუჩას გაუყვა.
-საბა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- გაოცება, გაბრაზება, შეშფოთება ერთად იკითხებოდა თათიას ხმასა და სახეზე.-ნატომ ივაჟკაცა?
-გამარჯობა. როგორ ხარ? ჩვენ, ნორმალური ადამიანები, ერთმანეთს ვესალმებით და მოვიკითხავთ ხოლმე.- სანდრო „გაიკრიჭა“ და მარჯვენა ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-შენ, ნორმალური ადამიანი, მთლად ნორმალურიც ვერ ხარ. გაგიმარჯოს. კარგად ვიყავი აქამდე.-გამოსცრა ქალმა და ბიჭის გამოწვდილი ხელი არ შეიმჩნია.
-მადლობ, მეც კარგად ვარ.-საბამ ღიმილით აიღო თათიას მარჯვენა და თავის ტორში მოიქცია.- ჩვენ, ნორმალური ადამიანები, რომლებიც მთლად ნორმალურებიც არ ვართ, გამოწვდილ ხელს უპასუხოდ არ ვტოვებთ... და არც გულს...-გამომცდელი ღიმილით ჩააშტერდა სახეში.
- კაი რა საბა, მოდი დავივიწყოთ ყველაფერი და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც ძიძამ და აღმზრდელმა, ან დედამ და შვილმა, ან მეგობრებმა, ანდაც უბრალო ნაცნობებმა, კარგი?
-ნწ.- საბამ შარვლის ჯიბეში ჩაიწყო ხელები და ადგილზე დაიწყო რწევა, წინ და უკან.-არ მაწყობს ეგ პონტი. მე მინდა შეყვარებულები ან ცოლი და ქმარი, შენ აარჩიე?
-დაჟე არჩევანის უფლებაც მაქვს?-დაყვლიპა თათიამ თვალები.-რას მეუბნები კაცო? დედა, დედა რა პატივია... ყელამდე ვარ შენი პატივისცემით...
-ნუ ლაპარაკობ მასე.-ხმა გაუმკაცრდა ბიჭს.
-როგორ, ასე?- ჯიბრი გაერია ძიძის ხმას.
- ნიშნის მოგებით. არ მომწონს მასე რომ მელაპარაკებიან.
-მეც ბევრი რამე არ მომწონს და წადი ახლა აქედან, დამიანი ჩამოვა მალე და...
-არ გინდა რომ დამინახოს.-დაასრულა საბამ თავისი ინტერპრეტაციით თათიას დაწყებული ფრაზა.- ნუ ბავშვობ, თუ ქალი ხარ.
-ბავშვობა რა შუაშია? მე კი არა შენ ვერ გაიზარდე. „მინდას“ ასაკიდან ვერ გამოსულხარ, ისევ ლაწირაკი ხარ.
-როდის ჩამოვა შენი ძვირფასი ქმარიკო?- „ლაწირაკი“ უკომენტაროდ გაატარა, მაგრამ „ქმარიკოსთვის“ ირონია არ დაუშურებია.
-ნახევარ საათში.
-ოჰ, ქვეყნის დრო გვქონია. წამო ბუფეტში დავსხდეთ, არაფერი მიჭამია დღეს დილით. მე გპატიჟებ.-ხელი მაჯაში წაავლო ქალს და უკითხავად წააპორწიალა თავისუფალი მაგიდისაკენ.
-არაფერი მინდა.- უპასუხა საბას მენიუს მიწოდებისას.
-კარგი, მაშინ მეც არაფერი მინდა.
-შენ ხო გშია? აიღე რამე და ჭამე.
-არ მითხრა, რომ ჩემზე ნერვიულობ.- ღიმილით ამოყო თავი მენიუდან ბიჭმა.
-არ ვნერვიულობ.-შორს დაიჭირა თათიამ თავი.-გული რომ წაგივიდეს, მე ვერ გზიდავ და ჭამე სანამ კარგად ხარ.
-შენ კი არ გგავარ, ყველაფერზე გული რომ მიგდის.- ცალყბად ჩაიცინა. ქალმა უპასუხოდ დატოვა საბას წაკბენა.
-ჰა, რა მოიფიქრე ჩემს ნათქვამზე? - ისევ „ლაწირაკმა“ დაარღვია სიჩუმე, თან მადიანად ილუკმებოდა.
-არა.
-რა არა? არ გიფიქრია თუ უარს მეუბნები?
-უარს გეუბნები.
-რატომ?
-გითხარი უკვე ერთხელ და აღარ ვაპირებ განმეორებას.
-ის იდიოტური არგუმენტები?
-შენი საქმეა, რამდენად იდიოტურად მიიჩნევ, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მყარია და მოგიწევს, შეეგუო.
-და თუ არ ვაპირებ, რომ შევეგუო?-თათიამ ამ დიალოგის განმავლობაში პირველად აწია თავი და შეხედა მოსაუბრეს:
-და მაშინ რას აპირებ? დაიტანჯები ტყუილუბრალოდ.
-არ დავიტანჯები.- ეშმაკურად გაიღიმა. -ახლა მოგიტაცებ და ისეთ ადგილას წაგიყვან, სადაც შენი დამიანი ასი წელი ვერ მოგაგნებს.
-მაშინ მე დავიტანჯები.-ისევ თავი დახარა. საბას სახე შეეცვალა, ღიმილი უმალ გაუქრა და მანაც თავი ჩაღუნა.
-კარგი.-ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ფული საფერფლის ქვეშ ამოდო.-ჩემი წასვლის დროა.
უყურებდა თათია მიმავალს და გრძნობდა, რომ რაღაც დიდი ჩაწყდა სხეულში. ალბათ, გული... ახლა უფრო ტკიოდა, ვიდრე მაშინ, 12 წლის წინ, კინწისკვრით რომ გამოაგდეს სამსახურიდან და იძულებით დაატოვებინეს ბავშვი.
-საბა!-მიაძახა ბიჭს.
-ჰო!-არ შემობრუნებულა, ისე უპასუხა.
-დღიური, ჩემი ნაჩუქარი... ბოლო გვერდი ცეცხლის ალზე გადაატარე.
-რატომ?-იკადრა მობრუნება.
-ასეა საჭირო.
-კარგი, გადავატარებ.- შებრუნდა და გზა გააგრძელა. თუმცა მალევე მობრუნდა, მაგიდასთან მივიდა და ისევ წინ ჩამოუსკუპდა ყოფილ მომვლელს.
-რა წერია ზედ?
-ნახავ.
-უფრო მეტკინება?
-კი. წესით უფრო უნდა გეტკინოს.-სევდიანი ტონალობა შეეპარა ქალის ხმას.
-მაშინ რატომ უნდა ვნახო?
-რომ ნახო, როგორ მიყვარხარ და რატომ ვერ გიპასუხებ შენს ამჟამინდელ გრძნობებზე.
-თათი,შვილები რატომ არ გეყოლება?- უბოდიშოდ აჯახა კითხვა თათიას.
ქალმა სახე ხელებში ჩარგო და ქვითინი დაიწყო.
-კარგი, ნუ მეტყვი თუ არ გინდა.
-არა იყოს,-აცრემლებული თვალები მიანათა ვაჟს და ახლა საბას მთელ სამყაროს ერჩივნა ეს ქალი, ახლა ყველა ქალზე ლამაზი იყო და ახლა საკუთარი თავი სძულდა, იგი რომ აატირა.-უნაყოფო ვარ. შვილი რომ არ გაგვიჩნდა ექიმთან მივედით მე და ჩემი ქმარი და... მე აღმოვჩნდი უშვილო... შენ ხომ იცი როგორ მინდოდა შვილი?-საბამ თავი დაუქნია.- დამიანმა არ მიმატოვა ქართველი კაცების მსგავსად, არც პანიკა აუტეხავს. ჩვეულებრივად მიიღო და გვერდით დამიდგა.
-მეც არ მოგატოვებდი.-ძალიან ჩუმად წარმოთქვა, მაგრამ თათიამ გაიგონა.
-ვიცი, რომ არ მიმატოვებდი. მადლობა. აი, დამიანი.-წამოიძახა აღტაცებულმა და საბამ მისი მზერის მიმართულებით გაიხედა. 40 წლამდე ასაკის მაღალი ქერა კაცი დაბნეული აცეცებდა თვალებს და აშკარად ვიღაცას ეძებდა.
-დამიან!-იყვირა თათიამ და მისკენ გაექანა.
-თათო, როგორ ხარ, ჩემო კარგო? ნეტა იცოდე როგორ მომენატრე?-წარმოთქვა კაცმა უცხო გერმანული დიალექტით.
-მეც მომენატრე.-თათიამაც იმავე ენაზე უპასუხა და ყელზე მოეხვია. საბა თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეღრიალა და იქაურობა არ დაელეწა.
„ოხ, ეს დამპალი ცნობისმოყვარეობა! წავთრეულიყავი წეღან ჩემი გზით! ჯერ თათია ავატირე და ახლა იმას ვუყურებ ვიღაც კაცს როგორ ეხუტება!“
-საბა!-დაუძახა თათიამ.ბიჭმა ნაძალადევი ზრდილობის ღიმილი აიკრა სახეზე.-მოდი ერთი წუთით.
საბა მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა.
-მოდი, მოდი, რის გეშინია?!
-დამცინი?-გამოსცრა კბილებში ქართულად უცხოტომელს რომ არ გაეგონა.
-არა, რა სისულელეა, უბრალოდ შენ გიკითხა, ვუთხარი, ვინც იყავი და პირადად გაცნობა მინდაო, აიტეხა.
-რავა, ირიბად მიცნობდა, თუ?-ისევ ამოისისინა საბამ.
-კი, სულ ვუყვებოდი ხოლმე შენზე.
-დედა, რა პატივია.- დაუბღვირა ბიჭმა.
-ამ ერთხელაც აგვიტანე და წავალთ ხვალ.-ცეცხლს აკვესებდა თათია თვალებიდან, ტუჩებით კი ღიმილის იმიტაციას აკეთებდა.
-სხვა გზა მაქვს?
-არა!-მოკლედ მოუჭრა.
-შემი ხათრით არ ვუერთიანებ ამ პიჟონს თავ-ყბას.
-შენ სულ ჩემი ხათრით აკეთებ ყველაფერს.-ცალყბად გაიცინა თათიამ. მერე გაოცებული სახით მომზირალ დამიანს კბილებმოღრჭიალე საბა გააცნო, რომელმაც ხელის ჩამორთმევის დროს კინაღამ თითების ძვლები ჩაუმსხვრია გადამთიელს. დამიანს ძალიან მოეწონა საბა, აი, საბას კი...
***
სახლში მისულმა მელითაურმა, თათიას დარიგებისამებრ და გაფრთხილების მიუხედავად, დღიურის ბოლო ფურცელი სანთებელას ალზე გადაატარა და წარწერა წაიკითხა: „დღეს შენით ყოფნა აუტანელია და ოდესმე უშენობას რა აიტანს?! 29/08“ გულის არეში ძლიერი წვა იგრძნო, თითქოს ასანთი ქაღალდს კი არა, მის გულს შეუნთეს, და ხელი წაივლო. მართლა ძალიან ეტკინა. ამ წინადადების წაკითხვისას იგრძნო, როგორ უყვარდა თათიას საბუნა, იმდენად, რომ სხვანაირად და უფრო ძლიერად ვერასდროს შეიყვარებდა. საბას შანსი თავიდანვე არ ჰქონდა... იგი 1 კვირით გვიან მიხვდა ამას მთელი ცხოვრების ფასად... 21 წლის ასაკში ხელახლა უნდა დაეწყო ცხოვრება, სუფთა ფურცლიდან... მერედა რარიგ რთულია...
***
მეორე დღეს მთელი დღე უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა. ხან სად გამოერკვეოდა ფიქრებიდან, ხან-სად. ბოლო გამოფხიზლებისას აღმოაჩინა, რომ ნაცნობ ნეკერჩხლების ხეივანს მიჰყვებოდა. ხეებს თითო-ოროლა ფოთოლიღა შერჩენოდათ და ქარი მათ წართმევასაც უქადდა. დღეს 7 დეკემბერია, ნინას დაბადების დღე, მაგრამ მას არ უნდოდა სასაფლაოზე ასვლა, ფეხებს კი თავისით მიჰყავდა ამ გზაზე.
საღამოს 7 საათამდე იჯდა დედის საფლავთან და მთელ ცხოვრებას დაწვრილებით უყვებოდა. თხრობა რომ დაამთავრა, მაშინღა შეამჩნია, რომ ბინდიც საკმაოდ ჩამოწოლილიყო და წამოვიდა...
12 წლის მერე პირველად გაიარა ნაცნობი გზა, ნაცნობი ბაღი, რომლის თითოეული ბუჩქის ადგილმდებარეობაც ზეპირად იცოდა თავის დროზე და აწ უკვე მისგან მივიწყებულ კარგად ნაცნობ კარზე ზარი დარეკა. კარი 40 წელს საკმაოდ გადაცილებულმა კაცმა გააღო და საბას დანახვისას სახე გაებადრა.
-გამარჯობა, მამა.-ბიჭს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები, თავი დაეხარა და ერთ ადგილზე წინ და უკან ირწეოდა.- შეიძლება, შემოვიდე?
კაცმა უკან დაიხია და შვილს გზა დაუთმო:
-რა თქმა უნდა, შეიძლება!
კაცის გაცისკროვნებულ თვალებში ცრემლი დალანდა საბამ... ალბათ, მოეჩვენა...
ალბათ.
FIN

—————
თავის დროზე ეს ისტორია რომ წავიკითხე გული ისე მეტკინა,ბოღმა და დარდი ისე მომაწვა,თავს ძლივს ვიმშვიდებდი უბრალო ისტორიაა არ ღირს დარდითქო.
ამდენი წლის მერეც იგივე ემოციებით წავიკითხე.
მიხარია,რომ თქვენც მოგეწონათ და ასე ელოდით გაგრძელებას



მაგარი ხარ, ყველაზე და ყველაფერზე, კი ვიციდი რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა მაგრამ......., მოკლედ თუ ეს ისტორია ცუდათ მთავრდება აუცილებლად გადააკეთე და დაწერე კარგი დასასრულით, მინდა რომ საბა დარჩეს თათიასთან, მაგრამ დანიელი? დანიელმა უთხრას დავშორდეთო, მოკლედ მე გელოდები და ჩემი რჩევა გაითვალისწინე გთხოვ, ამ ისტორიას ცუდი დასასრული არ უნდა ჰქონდეს, და ხო მიხარია რომ დიდ თავებს წერ, ძაან მაგარი ხარ

 


№2  offline წევრი გრაფინია

არ მინდა გული გატკინო,მაგრამ პირველივე თავში აღვნიშნე - ამ ისტორიის ავტორი მე არ ვარ. რამდენიმე წლის წინ იწერებოდა ეს ისტორია და ავტორმა ასეთი დასასრული შეურჩია. რას ვიზამთ... მე ჩემებურად გონებაში განვავრცე და ისე დავასრულე როგორც მინდოდა,შენც მასე ქენი ????
სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი ხარ, ყველაზე და ყველაფერზე, კი ვიციდი რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა მაგრამ......., მოკლედ თუ ეს ისტორია ცუდათ მთავრდება აუცილებლად გადააკეთე და დაწერე კარგი დასასრულით, მინდა რომ საბა დარჩეს თათიასთან, მაგრამ დანიელი? დანიელმა უთხრას დავშორდეთო, მოკლედ მე გელოდები და ჩემი რჩევა გაითვალისწინე გთხოვ, ამ ისტორიას ცუდი დასასრული არ უნდა ჰქონდეს, და ხო მიხარია რომ დიდ თავებს წერ, ძაან მაგარი ხარ

 


გრაფინია
არ მინდა გული გატკინო,მაგრამ პირველივე თავში აღვნიშნე - ამ ისტორიის ავტორი მე არ ვარ. რამდენიმე წლის წინ იწერებოდა ეს ისტორია და ავტორმა ასეთი დასასრული შეურჩია. რას ვიზამთ... მე ჩემებურად გონებაში განვავრცე და ისე დავასრულე როგორც მინდოდა,შენც მასე ქენი ????
სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი ხარ, ყველაზე და ყველაფერზე, კი ვიციდი რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა მაგრამ......., მოკლედ თუ ეს ისტორია ცუდათ მთავრდება აუცილებლად გადააკეთე და დაწერე კარგი დასასრულით, მინდა რომ საბა დარჩეს თათიასთან, მაგრამ დანიელი? დანიელმა უთხრას დავშორდეთო, მოკლედ მე გელოდები და ჩემი რჩევა გაითვალისწინე გთხოვ, ამ ისტორიას ცუდი დასასრული არ უნდა ჰქონდეს, და ხო მიხარია რომ დიდ თავებს წერ, ძაან მაგარი ხარ

ეჰჰჰ, რა გაეწყობა

 


№4  offline წევრი ტასიკო

am istorias aqvs meore nawilii da ertad rchebian tatia da saba wlebis win maqvs wakitxuli .

 


ტასიკო
am istorias aqvs meore nawilii da ertad rchebian tatia da saba wlebis win maqvs wakitxuli .

ვაიმეეე, დიდი, უდიდესი მადლობა

 


№6  offline მოდერი ენემი

სხვანაირი დასასრული მინდა რა. მეტკინა საბა♡

 


№7 სტუმარი სტუმარი თათუ

ვახ,ძალიან საკამათოა ამ ისტორიის მეორე ნაწილის არსებობა.
დიდი ხანია მკითხველი ვარ,ეს ისტორია როცა იწერებოდა მაშინ ვკითხულობდი და მეორე ნაწილი ნამდვილად არ ყოფილა.
ზუსტად გახსოვთ?

 


№8  offline წევრი ტასიკო

ki zustad maxsovs rom ar wayvebaa qmarss, saba temuristan miiyvansa da ar unda rom miigos rezlad temurim. 4 loveze ar wamikitxavss mairemis biblioteka iko adre dzaan da iq maqvss wanakitxi.

ty vipove getyvit .

 


№9  offline მოდერი ენემი

ტასიკო
ki zustad maxsovs rom ar wayvebaa qmarss, saba temuristan miiyvansa da ar unda rom miigos rezlad temurim. 4 loveze ar wamikitxavss mairemis biblioteka iko adre dzaan da iq maqvss wanakitxi.

ty vipove getyvit .

თუ იპოვი აუცილებლად გვითხარი♡♥

 


№10  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოო ახალი თავი მალე დადე რააა და ეს ნაწარმოები ცუდათ მთავრდებაა?

 


მეღადავები ხომ? ასე ვერ დამთავრდწბა, უნდა, გააგრძელო, საბა და თათია ერთად უნდა დარჩნენ , არ მომწონს ეს დასასრული

 


№12  offline წევრი DI ANA

გაგრძელებას მალე დადებ? მოვკვდი უკვე ლოდინით :დდ

 


№13  offline წევრი Niniko11

ამ ნაწარმოებს გაგრძელება ააააქვსსსვიციი
ბოლომდე არ დასრულებულაა

 


№14  offline წევრი გრაფინია

ხალხო,წაკითხულის გააზრებას ბევრი რამე უნდა?
პირველივე თავში მივუთითე რომ ავტორი არ ვარ.ეს ისტორია თავის დროზე ასე დასრულდა და გაგრძელებას მე ხომ არ მოვუფიქრებ?:დ
როგორც აქ იწერება ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონია.მე არ შემხვედრია არასდროს და თავს ვერ დავდებ.რაც მქონდა წაკითხული და მომწონდა ის შემთხვევით ვიპოვე და თქვემც გაგიზიარეთ.მეტი გასაგებად როგორ ავხსნა?

 


№15 სტუმარი asd

გრაფინია
ხალხო,წაკითხულის გააზრებას ბევრი რამე უნდა?
პირველივე თავში მივუთითე რომ ავტორი არ ვარ.ეს ისტორია თავის დროზე ასე დასრულდა და გაგრძელებას მე ხომ არ მოვუფიქრებ?:დ
როგორც აქ იწერება ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონია.მე არ შემხვედრია არასდროს და თავს ვერ დავდებ.რაც მქონდა წაკითხული და მომწონდა ის შემთხვევით ვიპოვე და თქვემც გაგიზიარეთ.მეტი გასაგებად როგორ ავხსნა?

და სად იპოვე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent