შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" შიში " ( 1 თავი )


10-02-2019, 02:19
ავტორი Tiiikii
ნანახია 7 381

( თიკა )
1 წლის შემდეგ ....
ჩვეულებრივი , არაფრით გამორჩეული დღე იყო , ქუჩებს მივუყვებოდი ჩემს ერთგულ პარტნიორნთან ( ნაოშნიკებთან ) ერთად . სიარულისგან დაღლილი ერთ - ერთ პარკში დავჯექი , სიგარეტს მოვუკიდე , ვეწეოდი და ყველაფერზე ვფიქრობდი , განსაკუთრებით კი ბედსა და ცხოვრებაზე , იმაზე თუ როგორი დაუნდობელია ცხოვრება და რამდენ განსაცდელს გვიგზავნის ... ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე , ისე როგორ დამიდგა წინ ნაცნობი სილუეტი , გაუბედავად შევხედე და ნაოშნიკები მოვიხსენი ... არ ვიცი რა ვიგრძენი მისი დანახვისას , საშინელი ბრაზი , თუ საშინელი ტკივილი , რომელიც 1 წლის წინ მომაყენა ... ჩემგან განსხვავებით მან ემოციები ვერ დამალა , პირი ღია დარჩა და სათქმელს თავი ძლივს მოაბა .
- თიკა ? თავზე რა დაგემართა ? - ააა ჰოომ , თავზე ბავშვობიდან პრობლემა მაქვს , თმების პრობლემა რომელსაც ვერანაირი წამალი და ვერანაირი დრო ვერ კურნავს . მხოლოდ დროებით შედეგებს იძლევიან , შემდეგ კი ისევ იგივე - საწყის წერტილში ვბრუნდები და ყველაფერი თავიდან იწყება ... ეს კი , იმდენად დამღლელი და მტკივნეულია , რომ სიტყვებით ამ გრძნობის გადმოცენა შეუძლებელია .
- ამაზე საუბარი არ მინდა
- კარგი , მაგრამ სერიოზულია ? ასეთ მდგომარეობაში პირველად გხედავ ( გიორგი )
- მართალია , პირველად და უკანასკნელად , ნახვამდის. - ჩანთა ავიღე და მოვდიოდი , მაგრამ გამაჩერა .
- ასე რატომ იქცევი , რატომ გამირბიხარ .
- რადგან , თუ დავრჩები ჩემი სიტყვებით გულს გატკენ .
- ვგრძნობ , რომ საუბარი გინდა , გთხოვ დაჯექი და მომიყევი .
- შენთან საუბარი არ მინდა გიორგი , გთხოვ ნუღარ დამიმატებ , ისედაც ცუდად ვარ .
- ვიცი , გაბრაზებული ხარ და ამის საფუძვლიანი მიზეზიც გაქვს .
- არა , სიმართლე გითხრა , არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი . ახლა შენზე სერიოზული პრობლემები მაქვს .
- მომიყევი , იქნებ დახმარება შევძლო .
- არ შეგიძლია .... მაგრამ , ასეც რომ იყოს , ახლა ყველაზე ბოლო ადამიანი ხარ , ვისთანაც საუბარი მინდა . - ზურგი ვაქციე და წამოვედი , ვერ ვფიქრობდი , უბრალოდ არ შემეძლო ახლა მასზე ფიქრი ....
( გიორგი )
თიკას ამ მდგომარეობაში დანახვამ გული მომიკლა , საშინელი ტკივილი ვიგრძენი , როდესაც თვალებში ჩავხედე , ის ძველი სხივი ვეღარ დავინახე , რომელიც მუდამ თან დაყვებოდა . ის შეიცვალა , მასში ყველაფერი შეიცვალა : ხმა , მოძრაობა და რაც ყველაზე მთავარია მზერა ... როდესაც თვალებში ჩავხედე , თითქოს ყინულიან წყალში ჩამაგდეს , მთელი სხეული გამეყინა , რადგან მისი მზერა არასდროს ყოფილა ასეთი ცივი და უსიცოცხლო . ყოველთვის , როდესაც ვუყურებდი , ვგრძნობდი რომ ის სხვას არ გავდა . მისი თვალების დანახვისას ყოველთვის ვფიქრობდი : როგორ შეიძლება ადამიანს , ასეთ თბილი თვალები ჰქონდეს ? როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი მზერით გიყუროს ? მასში ყველაზე მეტად ეს მომწონდა ... ახლა კი , მისი დანახვისას , მივხვდი რომ მისი მზერა შეიცვალა და გული მეტკინა ....
1 კვირა გავიდა , მეტს ვეღარ ვუძლებდი , მაინტერესებდა რა სჭირდა მას , რატომ ჰქონდა თავზე ის თავშალი მოხვეული , რატომ ჰქონდა თვალები დასიებული ... ვიცოდი , რომ მასთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა , ამიტომ მის დაქალს ( მარიას ) დავურეკე და სასწრაფოდ შეხვედრა ვთხოვე .
- რა ხდება ? ასეთი სასწრაფო რა არის .
- 1 კვირის წინ , თიკა ვნახე ... ცუდად გამოიყურებოდა , თავზე თავშალი ეკეთა , თვალები კი დასიებული ჰქონდა ... რა სჭირს ? - დავინახე მზერა როგორ შეეცვალა , მივხვდი რომ რაღაც იცოდა .
- მას რატომ არ კითხე , ჩემთან რატომ მოხვედი ?
- ვკითხე , მაგრამ არ მიპასუხა .
- გამოდის , არ უნდა რომ იცოდე .. ამიტომ მეც არ მაქვს რამის თქმის უფლება .
- გთხოვ მითხარი , მასშემდეგ მოსვენება დავკარგე , არ ვიცი რა ხდება , არ ვიცი რა სჭირს . რომ მახსენდება , როგორ გამოიყურებოდა სუნთქვა მიჭირს .
- დაივიწყე და თავისუფლად ისუნთქე , ისე როგორც 1 წლის განმავლობაში სუნთქავდი... თიკას ახლა რთული პერიოდი აქვს და , არ მინდა შენც დაემატო მის პრობლემებს .
- გთხოვ ... - სასოწარკვეთილებისგან ამოვილუღლუღე , ჩემი ხმა ისე საცოდავად ჩამესმა ყურში , რომ ვერ დავიჯერე ...
- მას თმების პრობლემა აქვს ... - მიყვებოდა და ყურებს ვერ ვუჯერებდი , თითქოს ვგრძნობდი რა გადაჰქონდა ამ წლების განმავლობაში , რის გაკეთება უწევდა და როგორ იყო . მე კი უფრო ვუმატებდი , ჩემი საქციელებით .. - ახლა იცი ... გთხოვ , ახლა მაინც მოიქეცი ისე როგორ საჭიროა და მისგან შორს იყავი , გულს ნუღარ ატკენ , ამჯერად ვეღარ გადაიტანს . - მუდარით მითხრა და დავინახე ცრემლი როგორ შეიმშრალა .
- მას გულს აღარ ვატკენ , პირიქით გვერდით დავუდგები და ამის გადატანაში დავეხმარები ...
- თიკა არ მოგცემს ამის უფლებას .
- არაუშავს ... 1 წლის განმავლობაში არც მე ვაძლევდი , ჩემზე ნერვიულობის უფლებას , მაგრამ მაინც იმავეს აგრძელებდა .
- ეს სხვადასხვააა ... მას უყვარდი , შენ კი არ გიყვარს . - ეს სიტყვები გულზე საშინლად მომხვდა .. მას ვუყვარდი .. ასეა ვუყვარდი , ყველაზე მეტად .... მაგრამ ჩემი გრძნობების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ , უფრო სწორად იცოდნენ , მაგრამ ყოველთვის საპირისპიროს ვაკეთებდი , რომ თიკა ჩამომეშორებინა .
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ ?
- რადგან , რომ გყვარებოდა ვერ შეძლებდი წასვლას . ამ დროის განმავლობაში დაურეკავდი , გაიგებდი როგორ იყო და რას აკეთებდა .. მაგრამ არ ჩანდი ... თიკამ ეს ძლივს გადაიტანა , შენს გარეშე ყოველ - დღე უჭირდა ... ახლა კი უფრო სერიოზული პრობლემა აქვს .
- მართალი ხარ , თუმცა მასზე ყოველთვის ვნერვიულობდი .
- ჩვენი თვალით ასე არ ჩანდა ! - რა თქმა უნდა , ისიც გაბრაზებული იყო და არც მას ვადანაშაულებდი .
- ყველაფერს გამოვასწორებ ... თიკას თვალებში ველ სხივს დავაბრუნებ !

( თიკა )
საღამოს სახლში ვიყავი , ყავას ვსვამდი და სიმღერებს ვუსმენდი , როდესაც კარზე კაკუნი გაისმა . გამიკვირდა რადგან არავის ველოდებოდი , ვიფიქრე რომელიმე მეზობელი იქნება - თქო , მაგრამ როდესაც კარი გავაღე , სულ სხვა შემრჩა ხელში , გიორგი ...
- აქ რა გინდა ? როგორ .. - დაუკითხავად შემოვიდა და დივანზე დაჯდა .
- უნდა ვისაუბროთ .
- მისმინე , ძალიან დაღლილი ვარ და ძილს ვაპირებ . თან მგონი გასაგებად გითხარი , რომ შენთან საუბარი არ მინდა .
- ვწუხვარ , რადგან მე მინდა და არსად წავალ ვიდრე არ დავილაპარაკებთ . - მტკიცედ მელაპარაკებოდა და ცოტა არ იყოს მიკვირდა კიდეც მისი მხრიდან ასეთი ქცევა .
- კარგი ... სწრაფად მითხარი და წადი .
- ვიცი რაც გჭირს და რატომაც ხარ მასე ... ვიცი რა გადაიტანე და ისიც ვიცი ახლა რაც გადაგაქვს . ვიცი როგორ გტკივა ..
- რას ამბობ , საიდან იცი , ვინ გითხრა ? - წამიერად დავფიქრდი . - მარია .... - გავბრაზდი , რადგან მას არაფერი უთქვია გიორგიზე , რომ მასთან იყო მისული .
- მას ნუ გაუბრაზდები , მე დავაძალე , არ მოვეშვი ვიდრე ყველაფერი არ მითხრა .
- კარგი და , რატომ გადაწყვიტე ამ ყველაფრის გაგება ? რატომ შეიწუხე თავი , ჩვენ ჰო ერთმანეთისთვის არავინ ვართ .
- ასე ნუ იქცევი ... მინდა გვერდით დაგიდგე , მინდა შენთან ერთად ვიყო , როდესაც ექიმებთან ივლი , მინდა შენზე ვიზრუნო . მინდა ამ ყველაფრის გადატანაში დაგეხმარო და ხელი ჩაგკიდო ... მომეცი ამის საშუალება . - მისი სიტყვების გაგებისას გავშრი ... „ შენთან ერთადო ?“
- შენი დახმარება არ მჭირდება და მითუმეტეს შენი სიბრალული ! საკმარისად ძლიერი ვარ , რომ ეს ყველაფერი გადავიტანო . ბავშვობიდან ეს მარტო გადამქონდა და ახლაც იმავეს გავაკეთებ , არავინ მჭირდება და მითუმეტეს შენ . ამიტომ დაბრუნდი და ისე გააგრძელე ცხოვრება , ვითომ ეს ყველაფერი არ გაგიგია , ვითომ არ შევხვედრილვართ. - ამის თქმისას ყელში ბურთი მიჭერდა , სინამდვილეში ძალიან მინდოდა საპირისპირო მეთქვა და ჩავხუტებოდი , რადგან ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც ახლა მინდოდა ყოფნა ... მაგრამ ამას არ ვაკეთებდი , იმის გამო რაც მან გააკეთა , იმის გამო რაც მის გამო გადავიტანე , გული საშინლად მქონდა ნატკენი , ჯერ კიდევ საშინლად ვიყავი გაბრაზებული ... მისი ნდობა დაკარგული მქონდა ...
- ვიცი ძლიერი ხარ , ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი , ვიცი რომ ამას ისევ გადაიტან ... მაგრამ მინდა ამჯერად შენთან ერთად მეც გადავიტანო .
- რატომ ? ახლა რატომ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა , რა მოხდა . - მომიახლოვდა და ნაზად ჩამკიდა ხელი .
- არ ვიცი ... მხოლოდ ის ვიცი , რომ ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ და ვერ წავალ .. ვიცი რომ გჭირდები და შენს გვერდით ვიქნები . რამდენჯერაც არ უნდა მკრა ხელი არ წავალ , გირჩევნია ამას შეეჩვიო .
- ძალიან ცუდი , რადგან მე არ მინდა , რომ აქ იყო . არ მინდა გხედავდე და მითუმეტეს არ მინდა , რომ შენთან ერთად სადმე ვიარო .
- ვიცი ახლა ყველაზე მეტად გჭირდები , გთხოვ დამთანხმდი ....
- უკვე გითხარი , რომ შენი დახმარება არ მჭირდება და არც შენი სიბრალული . შენგან აღარაფერი მჭირდება !
- შენ ჩემს გვერდით იყავი , მაშინაც როდესაც შენზე უარი ვთქვი , როდესაც წავედი .. ახლა კი მინდა იმავე მეც გავაკეთო ... - მის ხმასა და თვალებში ჩანდა , რომ სიმართლეს ამბობდა , ჩანდა , რომ გულწრფელი იყო . ვხედავდი , რომ ის ისევ ძველი გიორგი იყო ... გიორგი რომელიც უსაზღვროდ შემიყვარდა .
- შენი გადასაწყვეტია ! - ხელი გავუშვი და მოშორებით დავდექი მისგან .
- მაშინ დროებით და , თავს მიხედე . - კარი დავკეტე და დავწექი , ვერ ვიჯერებდი , რომ გიორგი აქ იყო მოსული , რომ ის ყველაფერი მითხრა . მაგრამ ბოლომდე არ მიხაროდა , რადგან ვიცოდი რომ მალე ისევ წავიდოდა . ამიტომ არ ვაპირებდი მასთან ურთიერთობის თავიდან დაწყებას , რადგან როდესაც ისევ წავიდოდა , კიდეც მეტკინებოდა მე კი , ახლა ზედმეტი ტკივილი აღარ მინდოდა , მის გარეშეც საშინლად ვგრძნობდი თავს ....



კაია, გააგრძელე, გელოდები, მომეეწონა

 


№2  offline წევრი Tiiikii

სიყვარული გულს გვტკენს
კაია, გააგრძელე, გელოდები, მომეეწონა

ძალიან მიხარია , გამოვაგზავნე შემდეგი თავი და ველოდები შენს შეფასებას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent