შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სითამამე თუ მოქმედება? (თავი პირველი)


10-02-2019, 03:50
ავტორი My lucky star
ნანახია 1 591

-აუუ კარგით რაა, მაცადეთ ძილი!
ვწუწუნებ რადგან ჩამესმის ტელეფონის ზარი, დავხედე ტელეფონს და სალომე აქღმოჩნდა...
-კაი რა მეღადავები?! ამ დროს რატო მირეკავ?!?!
-მე კი არა შენ მეღადავები, დაგავიწყდა დღეს რას ვაკეთებთ?!?!-მკითხა არც ისე გაკვირვებულმა, იცის ცოტა-ძაან სკლეროზა რომ ვარ...
-აუუ ხო, კაი გეხუმრე, მაგას რა დამავიწყებდა-ცოტა წავითამაშე
-კი კი აბა რა, კაი ადექი დროზე ჩალაგდი, ნახევარ საათში მანდ ვართ და დავგაზოთ წყნეთში, სიყვარულოო
-აფერისტო, კაი კაი ორმოც წუთში მზად ვარ-ისევ ვმაიმუნობ
-რატო აფერისტო არ იცი როგორ მიყვარხარ?!-მითხრა დრამატულად-ორმოც წუთში არა ნახევარ საათში!!
-ხო გავიგე ორმოც წუთში ქვემოთ ვარ, ცილუიუ.-გავუთიშე და წამოვხტი...
ზურგჩანთაში ჩავალაგე საჭირო ნივთები და აბაზანაში შევედი, ხელ-პირი დავიბანე და ჩაცმას შევუდექი, მაღალწელიანი ჯინსის შორტი ამოვიცვი, მიყვარს შორტები ჩემ გრძელ ფეხებს ხატავს, უი ისე გავერთე დამავიწყდა ჩემი გაცნობა-მე ვარ ანა კეიდია, 16 წლის, გრძელი ყავისფერი თმით მაგრამ ხანდახან ოქროსფერი დაკრავს და ყველას მელირება გონია, ყავისფერი თვალებით ხშირად, მაგრამ ისე ქამელეონია, სწორი, პატარა ცხვირით, დიდი წითელი ტუჩებით, კარგი ტანი მაქვს და როგორც იტყვიან შხვართი ფეხებით, ამიტომ მიყვარს შორტები, დედა-ქალბატონი სოფიო, მამა-ბატონი ვაჟა, ასევე მყავს ძმა-ვატო 19 წლის და და-ლილე 20 წლის, ოჯახი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ყველას და ყველაფერს ეს ადამიანები მირჩევნია მაგრამ ჩემ დიდ ოჯახში ასევე შედიან ჩემი ბიძაშვილები რომლებსაც მალე გაიცნობთ, ასევე ჩემი მეგობრები სალომე რომელიც უკვე ვახსენე, ჩემი კლასელია და ამასთანავე დაქალი მერვე კლასში გადმოვიდა და იმის მერე ვდაქალობთ, ალექსანდრე(ნუ ყველა სანდროს ეძახის მაგრამ ჩემთვის ალექსია) აი ჩემი ჭირის,ლხინის და ნებისმიერის გამზიარებელია, ტყულია ბიჭის და გოგოს მეგობრობა არ არსებობსო, ბაღნობიდან ერთად მოვდივართ, მეზობლები ვართ და ბაღშიც, ბაღამდეც და სკოლაშიც სულერთად ვართ ,ისიც ჩემი კლასელია, კიდევ არიან ბევრნი მაგრამ ესენი განსაკუთრებულები, არა ისინიც ძაან მიყვარს მაგრამ ნუ ეს ორი სხვა თემაა და ყველას გაგაცნობთ მოგვიანებით.
ეხლა კი ყვითელი ზედაც გადავიცვი უკან გრძელი წინ მოკლე და უკან გრძელი, ჩემი vetements x reeboki ბოტასები ამოვიცვი (ხო მართლა ვგიჟდები და ვაბოდებ მოდურად ჩაცმაზე და ზოგადად მოდაზე ნებისმიერი მოდელი და ბრენდი დაასახელეთ და ინფორმაციას ზედმიწევნით ჩამოგიკარკლავთ)და ქვემოთ ჩავედი.
-ვააა დეე დილამშვიდობის, მიდიხარ უკვე?-ვკითხე დედაჩემს, რადგან დავინახე როგორ იპრანჭებიდა სარკესთან...
-კი დე გავდივარ უკვე რამე ხო არ გინდა? შენ სად მიდიხარ?-ეს მითხრა და შემომხედა
-არაფერი დე, დღეს ბავშვებთან ერთად მივდივარ წყნეთში-მეც ვუპასუხე
-უი ხო გამახსენდა. იქ დარჩები თუ მოგაკითხო?!?!
-არა იყოს დე დღეს იქ დავეჩებით და ხვალ ჩამოვალთ ჩვენით-ვუთხარი და გავუღიმე, როგორც ვიცი ხოლმე, შემომხედა, საფულე აიღო და ფული გამომიწოდა, მიმიხვდა ჩანაფიქრს...
-მადლობაა დეე
-კარგი კარგი ნუ აფერისტობ მივდივარ მე სამსახურში და ხვალ გნახავ- მაკოცა და მისაღები ოთახიდან გავიდა და სიტყვები ყვირილით დავაწიე...
-ბატონი ვატო და ქალბატონი ლილე სად არიან???
-სამზარეულოში, ნუნუმ ბლითები გააკეთა და დაესივნენ-გამიცინა და მეც გამეცინა
-უფფ, მეც მინდაა ნუნუს ბლითები-(ნუნუ ჩვენი მოახლეა მაგრამ ოჯახის წვერად უფრო მივიჩნევთ, რადგან დიდიხანია ჩვენთან მუშაობს და უსაყვარლესია) და სამხარეულოსკებ გავიქეცი, შევვარდი და მადის აღმძვრელი სუნი შევიყნოსე-უფ რა კაიაა-ამოვილაპარაკე და მაგიდასთან დავჯექი...
-დილამშვიდობისა ჩემო კარგებო-ვთქვი და ბლინი გავმუსრე
-დილამშვიდბობის-მითხრა სამივემ
-რა გეგმები გაქვთ დღეს?!?!-ისევ მე ვიკითხე
-მე გოგოენთან გავდივარ-მითხრა ლილემ
-მე სახლში ვარ და მერე შეიძლება სადმე გავიდე-მიპასუხა ვატომაც
-შენ?-მკითხა ორივემ
-მე ბავშვებთან ერთად წყნეთში მივდივარ,ხო არ წამოხვიდოდით?-წარბები შევათამაშე და ისე მივმართე-თან ყველა იქ იქნება და თვალი ვატოს ჩავუკარი რადგან ვიცოდი ნინაჩკა მოსწონდა (არადა ძაან ბაბნიკი იყო, ამიტომ ამას არ გამოხატავდა და მარტო ეჭვიანობდა)
-აუ მე ბავშვებთან ერთად მივდივარ თორე ხო იცი როგორ მიყვარს თქვენთან ერთად ყოფან-(არადა ის იმდენად წყნარია რომ ხანდახან ჩვენ სიგიჟეებს ვერ იგებს, მაგრამ მაინც საყვარელია) მითხრა ლილემ
-აუ მე წამოვალ მაინც არაფერი მაქვს საკეთებელი, მაგრამ მოგვიანებით ჩამოვალ...-ამ დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, მივხვდი სალომე იყო და უცებ ერთი ბლინი ავიღე, პირისკენ გავაქანე და გამოვარდი სამზარეულოდან
-კაი წავედიიიიი, მოვიდნენ დაა მომკლავენ მალე რომ არ მივიდე...-ვიყვირე და კარი გამოვიჯახუნე, სახლიდან გავვარდი, ჭიშკარი გავაღე და დამხვდა სამი ჩამწკრივებული მანქანა...
-პრივეტები-ხელები ავწიე და დავიქნიე-რა არის ამდენი ხანია გამზადებული ვზივარ და გელოდებით-ცოტა ვიაფერისტე და შეწუხებული სახე მივიღე
-ვაიმეე ეს რა მესმისსს?!?! კიდე ჩვენ გალოდინეთ?!?! ერთი საათია აქ ვდგავართ-იღრიალა ნიკუშამ
-კარგი რა ნიკუშ, რა გჭირს?! სულ რაღაც 15 წუთია მირეკავთ მეტი ხო არა?!?!-გავიბადრე და თვალები ავიციმციმე
-კაი დაანებე ჩვენ მოლბობას თავი და დაბრძანდი-მითხრა ალექსამ და თვალები ამიჟუჟუნა...
-აბა ვის აქვს წინ ადგილი?!?!-ვიყვირე და თვალები დავქჩე რადგან არ შემიძლია უკან ჯდომა...
-არავის!!!-მითხრა ყველამ ერთად
-კარგით რაა, ხო იცით უკან ვერ ვჯდებიი?!?!
-კაი მოდი ჩემი ბუზღუნა, მე გითმობ ადგილს-მითხრა სალომ მანქანიდან გადმოვიდა და გადამეხვია(აი რატომ მიყავრს ესე ძაან)
-მარტო შენ თუ იზამდი ამას თორეე ამათ ჭკუა არ მოეკითხება-ჩავიბუზღუნე და ხელები ბავშვებისკენ გავწიე
-სალომემ დამასწრო თორე ვაპირებდი-გამომხედა ნინაჩკამ
-ხო, მეც-მითხრა ლუკამ
-ხო კაი კაი მჯერა თქვენი რომ ჩემთვის ყველაფერს დათომბთ მაგრამ რას ვიზამთ დაგასწრეს-სინანულით გადავხედე მათ და მანქანაში ჩავჯექი, ალექსას მანქანაში ვიჯექით: მე, ალექსა,სალომე და დავითი, ნიკას მანქანაში ისხდნენ ნიკა, ნინაჩკა, მარიამი და დემეტრე, ხოლო სანდროს მანქანაში სანდრო, ლოლიტა, გიო და გივიკო. ეს სულ კლასელები ვართ და გაგულავება გადავწყვიატეთ.
-შეგვიძლია გავსქუროთ!-შემოვძახე
-უფროსმა ბრძანება გასცა-გაიცინა ალექსამ და მანქანა დაძრა
-აბა სად ვჩერდებით?!?!
-სმარტში და მერე იფიციალურად ვგაზავთ-მითხრა სალომ
-ოკ, აბა სმარტში რას ვყიდულობთ?!?!
-აი სია-მითხრა სალომემ და ფურცელი გამომიწოდა, გადავხედე და სალომეს ხელი გავუწიდე იმის ნიშნად რომ კალამი მოეწოდებინა,ისიც მიხვდა და თვალების ტრიალით მომაწოდა-შენ ხო არ არსებობს რამე არ დაიწუნო რაა-დაიწუწუნა ქალბატონმა
-მე არაფერს ვიწუნებ უბრალოდ ვამატებ-უცოდველი სახით შევხედე სალომეს
-დავით რატომ ხარ ესეთი მიყუჩებული?!?!-ვკითხე ვაჟბატონს
-აუ გუშინ გვაინ დავიძინე და დაძინენას ვცდილობ-მითხრა წუწუნით და თვალები მინაბა, მეც მოვტრიალდი და წერა დავიწყე დავამატე რაც მინდოდა და ამასობაში მარკეტამდეც მივედით მხოლოდ გოგოები გადავედით, მშვენივარად გავერთეთ, მე კალათაში ვიჯექი და ბრძანებებს გავცემდი და ყველა მეთანხმებობდა. ყველაფერი ვიყიდეთ და წყნეთის გზას დავადექით...




პირველიაა და ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მითხრათ❤️????



№1  offline წევრი Onlyyou

ცუდი არ იყო მაგრამ ცოტა რეალობაასთან დაახლოვე კაი? 16 წლოს ბავშვებს რომ მანწანები და მართვის მოწმობები არ აქვთ? :/ რავი წარმატებები შენ და ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი My lucky star

მადლობა♥️გავითვალისწინებ აუცილებლად❤️

 


მხიარულია ძალიან და პოზიტიურიც უბრალოდ ცოტაა ასაკთან უზუსტობააა მეტი არაფერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent