შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩაივლის


5-10-2016, 03:25
ავტორი kintsura
ნანახია 2 282

ერთმანეთს დავემშვიდობეთ, თვალებზე ცრემლები მეღვრებოდა, თანმიმდევრობით მისველებდა ტუჩებს, აი ტუჩები კი მიცახცახებდა, ალბათ ხალხს გიჟი ვეგონე,მაგრამ ამ აზრსაც ნაწილობრივ ვამართლებდი. მე ორმოც გრადუს სიცხეში ტუჩები მიცახცახებდა. ყოველ წამს ახალი შეგრძნება გამოიჩენდა ხოლმე თავს, თითქოს რომელიღაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი,ექსტაზი, ელ ეზ დე ,ან ემ დი. ყველაფერი დამიბუჟდა, ხელ-ფეხი, თავი, მუცელი, ნეტავ მხოლოდ ეს ყოფილიყო და მეტი არაფერი. აზრები ისე მეცვლებოდა როგორც ჩვეულებრივ პატარა ბავშვებს ეცვლებათ ხოლმე გემოვნება.
ალბათ გგონიათ რომ ამ ყველაფერს ვერ გავუძელი, ცრემლები მოვიწმინდე, ყველა არა ამქვეყნიური ფიქრი ერთ კონად შევკარი და გადავყარე, გგონიათ რომ დავბრუნდი და შერიგება ვთხოვე, თქვენ ფიქრობთ რომ სიყვარულმა თავისი გაიტანა, ხელი ჩამჭიდა და საბოლოოდ გამომამწყვდია. მგონია რომ ყველა რომანტიკოსს ძირფესვიანად ამოგეცლებათ გული .

საერთოდ არ გამჭირვებია. ძალიან მარტივად გავუმკლავდი ადამიანის დაკარგვის განცდას და უბრალოდ წავედი.
ამ განცდის გამკლავება მაშინ უფრო მარტივია როდესაც ადამიანი მართლაც რომ წასასვლელია შენი ცხოვრებიდან.

იცით, რამოდენიმე წუთიც კი არ ყოფილა გასული როცა უკვე მცირეოდენი ისტორია შევქმენი. უდავოდ ჭეშმარიტ კავალერად ვიქეცი მაშინ როდესაც ორი ლამაზმანი გოგონა დავინახე, გაუთავებლივ ვისაუბრე მათთან, ვიცანცარე, ვიხუმრე,ვიკაიფე,ერთი სიტყვით გავერთე.

იცით, ერთ-ერთი მათგანი ძალიან მომეწონა, ალბათ შემდეგ კალამს მაშინ ავიღებ , როცა მასაც დავშორდები.
ავტორი:გიორგი კინწურაშვილი



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent