შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი /1/


11-02-2019, 01:21
ავტორი Tamta.k
ნანახია 2 472

თხელ ტანიანი გოგონა, საქორწილო კაბის წინ დგას და თვალ მოუშორებლად უცქერს თეთრ მაქმანებს, კაბა იმდენად ლამაზია, თვალს ვერ წყვეტს. ცრემლები სახეს უსველებს თუმცა ეს ბედნიერების ცრემლები, ნამდვილად არ არის. მთელი ღამე არ სძინებია, ამოდენა ტკივილი კი არასდროს განუცდია.
- განა ამაზე ვოცნებობდი? - ჩაილაპარაკა მისთვის.
ყველა და ყველაფერი სძულდა, რაღაც პერიოდი ზეც კი ფიქრობდა, სანამ ერთი აზრი არ მოივიდა თავში
- მოვბეზრდევი, იმდენს გავაკეთებ რომ თვითონ მიმატოვოს!
მამა იმდენად მკაცრი ჰყავდა, მასთან შეწინააღმდეგების ყოველთვის ეშინოდა, თუმცა ეს მისი ცხოვრება იყო, გაბედა პირველად რომ შეწინააღმდეგებოდა თუმცა ამანაც კი არ გამოიღო შედეგი.
- არა მამა! გთხოვ ამას ნუ გამიკეთებ - იხსენებს იმ დღეს როდესაც ყველაფერი მოხდა.
- მე არც ფულისთვის და ჩემთვის არ გათხოვებ! ვინ არის ის ბიჭი, შენი შეყვარებული? უბრალო ბარმენი, მასთან გინდა ცხოვრების ბოლომდე ყოფნა?! - ბოლო ხმაზე ყვიროდა კაცი
- და ამის გამო მათხოვებ შენი ძმაკაცის შვილზე? ორჯერ ნანახ ბიჭზე მათხოვებ მამა? - ცრემლები და განცდები ლაპარაკის უნარს ართმევდნენ.
- დიახ! მია, დედაშენის ხსოვნას ეცი პატივი, ათ დღეში ქორწილია! თუ გაიქცევი ან შემეწინააღმდეგები, იმ ბიჭს, ავაორთქლებ და გეფიცები ამას გავაკეთებ!
იცოდა,მან იცოდა რომ ამას გააკეთებდა. ლუკა კი არ ემეტებოდა ამოდენა განსაცდელისვის, ეშინოდა რომ მას ოდნადაც რაიმე ეტკინებოდა,ამას საკუთრ თავს ვერასდროს აპატიებდა. ლუკა ორი წლის წინ გაიცნო, მეგობრის დაბადების დღეზე, ერთი ნახვით შეუყვარდა, იმდენად ლაღი და მხიარული იყო... მიას კი დედის გარდაცვალების შემდეგ, ბედნიერების ხსენებაც კი არ უნდოდა.
ლუკამ კი მისი ცხოვრება, აგრეგატულად შეცვალა, მია ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.
მამამ კი ისიც წაართვა, როგორ ცდილობდა ლუკას დამალვას მამამისის კლანჭებიდან. სამი დღის წინ ნახა საბოლოოდ ლუკა, უთხრა რომ მისთვის შესაფერისი არიყო და ამას ვერ ხვდებოდა, მამამ კი კარგი საქმრო უპოვნა, მდიდარი რომელიც პრინცესასავით აცხოვრებდა, ლუკას განადგურებულ სახეს თვალი მოაცილა, შემდეგ უკან მოუხედავად დატოვა... გული ისე ტკიოდა, ეგონა ფეთქვას შეწყვეტდა და სამუდამოდ დააღწევდა ამ უმოწყალო კლანწებიდან თავს, რომელიც ყოველ დღე ანადგურებდა.
- მია, სალონიდან მოვიდნენ. - მამის ხმის გაგონებაც კი ზიზღს გვრიდა, კარები გააღო და ორ ვიზაჟისტს მიესალმა.
- თვალები დასიებული გაქვთ, არ გიძინიათ? - უთხრა ახაკგაზრდა გოგონამ, რომელსაც თვალზე ჩრდილის უკეთებდა.
- ოჰ მარიამ, დღეს მისი ქორწილია... ალბათ ნერვიულობდა - ოცდაათ წლამდე ქალმა ღიმილით თქვა და თმის დავარცხნა განაგრძო.
ერთ საათში კაბა ჩაცმული, წასასვლელად იდგა სარკის წინ და წარმოიდგენდა რომ საკურთხეველთან სანდროს მაგივრად ლუკა იდგა...
- მიაკოო, რა ლამაზი ხარ!! - მისი მეჯვარე ნინი პირდაღებული უყურებდა
- ჰოო - ჩაილაპარაკა და ცრემლები ნაზად მოიწმინდა სახიდან
- ნუ ტირი, მაკიაჟი გაგიფუჭდება... ვიცი ძვირფასო როგორ ხარ ეხლა, მაგრამ ჩვენი გეგმა ხომ გახსოვს? ყველაფერი კარგად იქნება, თვითონ დაგშორდება და ლუკასაც არაფერი მოუვა - დაამშვიდა მია და გადაეხვია
- მეშინია ნინი, მეშინია რომ არ გამომივა. - მწარედ თქვა და აკანკალებულ სხეულს ყურადღება არ მოაქცია.
- მზად ხართ? რა ლამაზი ხარ შვილო - მამამის ყურადღება არ მოაქცია, საკითარ ანარეკლს კიდევ ერთხელ დააკვირდა, ბოლოს საძინებელს მოავლო თვალი, იცოდა აქაურობა როგორ მოენატრებოდა, შემდეგ შეტრიალდა და ყველაზე გრძელი დღეც დაიწყო.
საჭესთან ბატონი ჭელიძე იჯდა, უკან მია და ნინი, მამის გვერდით წინ კი მიას ბიძაშვილი. ნეტავ ყველამ იცის როგორ მათხოვებს მამაჩემი? გაიფიქრა, უკვე ეკლესიას უახლოვდებოდნენ.
მისი ქორწილის დღე არასდროს წარმოედგინა ასეთი, დედა პატარაობაში უყვებოდა პრინცესებზე ზღაპრებს და სიცილით ეუბნებოდა, რომ როდესაც გაიზრდებოდა ისიც ჩაიცმევდა თეთრ, გაშლილ, ბრჭყვიალა კაბას.
- მოვედით - გადმოხედა შვილს ბატონმა ჭელიძემ - ღიმილი, ძვირფასო.
მიას მხოლოდ ერთი რამ აბედნიერებდა, რომ მას ვეღარ დაინახავდა ცოტა ხნით მაინც... და დედამისი, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა.
ძველი ეკლესის წინ ბევრი ხალხი შეკრებილიყო, ყველა დედოფლის მოსვლას ელოდა, სიძეს კი ადგილი ეკლესიაში უკვე დაეკვებინა.
- მია რა ლამაზი ხარ ძვირფასო - მამამთილმა გახარებული შეხედა გოგონას, შემდეგ დედამთილი გადაეხვია. მია მათ ოჯახს არაფერს ერჩონა, რობაქიძეებს ორი წელია იცნობდა, რაც ბატონი ლადო რობაქიძებ მამისის კომპანიას გაუწია დაფინანსება. სანდრო კი, მხოლოდ ორჯერ ნახა, ვერ ხვდებოდა როგორ დაითანხმეს სანდრო მის ცოლად მოყვანაზე. მიას ახსოვდა რომ ბიჭს კარგი გარეგნობა და ლაპარაკის მანერა ჰქონდა, ვერ ხვდებოდა როგორ... როგორ აეწყო ყველაფერი ერთმანეთს?
- მზად ხარ? - ნინიმ ხელი მოკიდა და ანიშნა წინ წასულიყვნენ, რადგან ყველა დედოფლის შესვლას ელოდა.
- არა, არ ვარ.
- მე შენს გვერდით ვარ, უკან მოგყვები. ეხლა კი მხრებში გაიმართე, შენ ძალიან ძლიერი ხარ!
თითქოს ნინის სიტყვებმა იმოქმედაო, მია ეკლესის შესასვლელს მიუახლოვდა. ხალხი ორ მხარეს გამწკრივებულიყო, მიამ მოითხოვა მამაჩემი საკურთხევლამდე არ მიმყვებაო. ფეხის კანკალით უახლოვდებოდა მომღიმარ სანდროს, რა ეღიმება?! ნერვები ეშლებოდა, სტუმებისთვის არც კი შეუხედავს. მხოლოდ ნინის გრძნობდა, ერთადერთ ადამიანს რომელიც ცხოვრებას, უნათებდა.
სანდრო მაღალი და სუსტი იყო. მუქი ლურჯი ნაჭრის, კლასიკური შარვალი ეცვა კოჭამდე, თეთრი საროჩკა და შარვლის ფერი პიჯაკი. თმები კოხტად გადაევარცხნა მარცხენა მხარეს, ისეთი სიმპათიური იყო მოა ცოტათიც კი დაფრთხა, როდესაც ხელი გაუწოდა მის გვერდით, რომ დამდგარიყო. მთელი არსებით სძულდა, უნდოდა უკან მოუხედავად გაქცეულიყო, ყველაფერი მიეტოვებინა, ლუკასთან მისუყო და ეთქვა რომ ისევ ისე ძლიერ უყვარს, რომ აიძულეს გათხოვებულიყო, მაგრამ...
- თანახმა ვარ - მაგრამ, მხოლოდ ეს სიტყვები თქვა.
ეკლესიიდან გათხოვილი ქალის სტატუსით გამოვიდა, მის გვერდით ქმარი მიაბიჯებდა და მიასგან განსხავებით მოლოცვებს, ღიმილით პასუხობდა.
- კარგად ხარ? - კითხა ნინიმ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.
- მინდა გავიქცე, ან გამეღვიძოს და ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს.
- დამშვიდდი ძვირფასო - ხელი მაგრად მოუჭირა.
საქორწილო დარბაზი ხალხით გადაჭედილიყო, მიას არასდროს უნდოდა ესეთი ტრადიციული ქორწილი. ლუკასთან ერთად მხოლოდ მეგობრების წრეში აღნიშვნას გეგმავნდნენ, შემდეგ კი ვენეციაში გამგზავრებას, თუმცა ყველა ოცნება, ჩანაფიქრი ერთი ხელის მოსმით გაანადგურა.
- კარგად ხარ? - ეკითხება სანდრო, როდესაც თავის ადგილზე სხდებიან
- მშვენივრად. - ეუბნება ირონიით და ზედაც არ უყურებს.
- ვიცი რომ არ გინდოდა გათხოვება, ყველაფერი ვიცი - ეუბნება ჩუმად.
- ხოო? - წამიერად უყურებს - მადლობა რომ ეს ყველაფერი შეაჩერე.
- ვეცდები ბედნიერი იყო, არ გინდა ეგ ირონია რაა - აბობს და ძმაკაცებს ხელს იქნევს.
- უბრალოდ შემეშვი.
- მია, შენ ჩემი ცოლი ხარ და უნდა შეიგნო ეს...
- ფორმალირად ვარ შენი ცოლი. უნდა შეიგნო ეს. - უმეორეს და შამპანიურის ჭიქას ბოლომდე ცლის
- შეგიყვარდები, შემდეგ კი ეგრე აღარ ილაპარაკებ - მიას იროიული სიცილი ისმის
- სასაცილოა. ოცმებებიც გქონია რობაქიძე...
- ოცნებები არა, უფრო ჩანაფიქრი.
ბოლოს იძულებით იცეკვა მომღიმარ სანდროსთან, ირონიული სიცილით რომ გაპობოდა ბაგეები.
უკვე ხალხი იშლებოდა, მიამ შვება მოგვრილმა გაანალიზა რომ ეს დაწყევლილი დღეც დამთავრდა და სანდროს გვერდით მანქანაში ჩაჯდა.
- ჩემს ბინაში ვიცხოვრებთ, მარტო ვიქნებით და ვერავინ შეგვაწუხებს.
- არ მაინტერესებს, ეგ მხოლოდ ცოტა ხნით - ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა.
- აბა რა ერქვა შენს ბარმენ შეყვარებულს? - სახე ეფარკლება, იმის წარმოდგენაც არ უნდა, რომ ამ ადამიანთან ლუკაზე ილაპარაკებს.
- შენი საქმე არ არის. - ეუბნება მკაცრად - და შენ? არ გყავს შეყვარებული?
- ცოლი მყავს, შეყვარებული რაღად მინდა?
სანდროს ისე უყურებს როგორც ყველაზე საშინელ არსებას. ბინის კარებს უღებს და მიას გზას უთმობს...
- ვიბანავებ და გამოვალ.
- რაც გინდა, ის ქენი - ეუბნება მომღიმარ სანდროს.
ბინა ნათელი და დიდია, მისაღებში შავი დიდი ტყავის დივანი, პლაზმური ტელევიზორი და თეთრი მაგიდააა, სამზარეულოც დიდია, სისუფთავე ყველგანაა და უკვირს ბიჭმა როგორ შეძლო ამდენი...
მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა ეხლა, ქორწილს ყოველთვის მოსდევდა, პირველი ღამე. ის კი სანდროსთან სარეცელის გაყოფას არ აპირებდა, მხოლოდ ლუკას ნახვა უნდოდა ეხლა.
სააბაზანოდან გამოსულ სველ სანდროს დააკვირდა, თეთრი პირსახოცი მხრებზე შემოეგდო, მთლიანად შიშველი იყო... მიას გააჟრჟოლა, თვალებზე ხელი აიფარა, სანდროს სიცილმა კი ექოსავით გაიჟღერა.



№1 სტუმარი ნინი იი

ძალიან კარგია! მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა

 


№2  offline მოდერი Tamta.k

ნინი იი
ძალიან კარგია! მაინტერესებს მოვლენების განვითარებაა

მადლობა????????

 


№3  offline წევრი nina kupradze

უხხ ჩემი გოგოოო❤️რას მიკეთებ? დავიწვი მიას საცოდაობით...
თუმცა მაინტერესებს რა მოხდება მომავალში.
როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება....
შენ კი ჩემი ოქრო გოგო ხარ❤️

 


№4  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
უხხ ჩემი გოგოოო❤️რას მიკეთებ? დავიწვი მიას საცოდაობით...
თუმცა მაინტერესებს რა მოხდება მომავალში.
როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება....
შენ კი ჩემი ოქრო გოგო ხარ❤️

როგორ იცი ხოლმე❤️ :დდდ
მადლობაშენ! ესე რომ მაბედნიერებ ყოველთვის

 


№5  offline წევრი Elea_Nora

ააარააააა. თამთა რატო უქენი ჩემ გოგოს ეს ჰაა? რატო გაიმეტე ასე? ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ქორწინებას ეხებიას ის ჩემთვის წმინდა. აი მიას მამას კი მოვკლავ! ვისი ტრ**ის საქმეა მე ვის შევიკვარებ? "მე შენთვის კარგი მინდა." ხო აბა რა! ბანალური ფრაზაა. თუ კარგი გინდა გამაფრთხილე და თუ მაინც ვერ გავიგებ ძალდატანებით ვერაფერს ისწავლი შენ უნდა გამოსცადო შენს ტყავზე და მიხვდები და თუ მაშინაც ვერა ანუ რაღაც ვერ გისწავლებია შვილისთვის! ვაახ მაგიჟებენ ესენი. ნუ რამოხდება ვნახავ მაგრამ სიმართლე გითხრა არ მინდა ძაან ბანალურს დაემსგავსოს აი აწვალებენ ერთმანეთს მერე შეუყვარდა და ბლა ბლა ბლა... როგორია ისტორიას მაგასაც გააჩნია აი მე❤-ს ისტორიები აიღე ბანალურია თითქოსდა დიუჟეტური ხაზით მაგრამ ამავდროულად სასწაული აი ისეთი რო არ მოგბეზრდება კითხვა (უფ ყოველივე კარგი გაგახსენოს ღმერთმა უნდა გადავიკიათხო) ნუ მოკლე დ დაველოდები შემდეგ თავებს.❤❤
ნამდვილი ბაჯაღლო ხარ! ბაჯაღლო!❤❤

 


№6  offline მოდერი Tamta.k

[center][/center]
Elea_Nora
ააარააააა. თამთა რატო უქენი ჩემ გოგოს ეს ჰაა? რატო გაიმეტე ასე? ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ქორწინებას ეხებიას ის ჩემთვის წმინდა. აი მიას მამას კი მოვკლავ! ვისი ტრ**ის საქმეა მე ვის შევიკვარებ? "მე შენთვის კარგი მინდა." ხო აბა რა! ბანალური ფრაზაა. თუ კარგი გინდა გამაფრთხილე და თუ მაინც ვერ გავიგებ ძალდატანებით ვერაფერს ისწავლი შენ უნდა გამოსცადო შენს ტყავზე და მიხვდები და თუ მაშინაც ვერა ანუ რაღაც ვერ გისწავლებია შვილისთვის! ვაახ მაგიჟებენ ესენი. ნუ რამოხდება ვნახავ მაგრამ სიმართლე გითხრა არ მინდა ძაან ბანალურს დაემსგავსოს აი აწვალებენ ერთმანეთს მერე შეუყვარდა და ბლა ბლა ბლა... როგორია ისტორიას მაგასაც გააჩნია აი მე❤-ს ისტორიები აიღე ბანალურია თითქოსდა დიუჟეტური ხაზით მაგრამ ამავდროულად სასწაული აი ისეთი რო არ მოგბეზრდება კითხვა (უფ ყოველივე კარგი გაგახსენოს ღმერთმა უნდა გადავიკიათხო) ნუ მოკლე დ დაველოდები შემდეგ თავებს.❤❤
ნამდვილი ბაჯაღლო ხარ! ბაჯაღლო!❤❤

გელოდებოდი ჩემო❤️❤️ არა ეგ ბლა ბლა ბლა ნამდვილად არ იქნება:დდდ დამიჯერე, ვიცი რომ გჯერა ჩემი... როგორ მიყვარხარ, მე შენ ჩემო!❤️ ჩემი საოცარი ხრ შეენ

 


კაი იყო, მე მომეწონა

 


№8  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
კაი იყო, მე მომეწონა

მადლობა საყვარელო❤️❤️

 


№9  offline წევრი Niniko11

დაგვიბრუნდა და ცეცხლიც დაგვინთოო როგორ მიყვარს ეს გოგოოო თანაც მისი დაწერილი არცერთი ნაწარმოები არ ჰგავს ერთმანეეთსს...
მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდებააა გელი მოუთმენლად♡♡

 


№10  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
დაგვიბრუნდა და ცეცხლიც დაგვინთოო როგორ მიყვარს ეს გოგოოო თანაც მისი დაწერილი არცერთი ნაწარმოები არ ჰგავს ერთმანეეთსს...
მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდებააა გელი მოუთმენლად♡♡

ნინიკო როგორ დაიგვინე, გელოდებოდიიი
მადლობა ჩემო თბილო, დამიჯერე აქ ისეთები მოხდება მოგეწონება❤️

 


ეჰჰჰ, კქი იყო, ვგიჟდები შენზე რაა?

 


№12  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ეჰჰჰ, კქი იყო, ვგიჟდები შენზე რაა?

მე შენზე, ჩემო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent