შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთლის ხუჭუჭა გოგო... (5)


11-02-2019, 13:04
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 2 835

-ბავშვებო შემოდით-იძახის მამა-ნიშნობა დღეს იქნება..
-რა? კიმაგრამ ასე მალე?-ვოძახით მე და ნიკა ერთად
-დიახ დროს აღარ დავკარგავთ ქორწილი კი 1 კვირაში იქნება..
-ჯანდაბა-ჩავილაპარაკე ჩემთვის
-ჩემთან მოგიწევს ცხოვრება მიაა-მიჩურჩულა ნიკამ..
-შენ რა შენ მშობლებთან არ ცხოვრობ?
-არა-ეცინება-მარტო ვცხოვრობ მაგრამ ახლა უკვე მარტო აღარ..
-ვაი-ვიძახი ჩუმად, ნიკას კი იცინის
მასთან ერთად მომიწევს მარტო ცხოვრება..ღმერთო ჩემო, ახლა მართლა ვეღარ დავმალავ ჩემს გრძნობებს.. დაიც რა მითხრა სამზარეულოში?
-მთხოვ რომ ის გავაკეთო რაც ამ წამს სისულელედ მიგაჩნდაო...-რა თამაშით თამაშობ ნიკა.. ჩემი გონების არევას ცდილობ მაგრამ ეგ არ გამოგივა..მართლაც საღამოსვე დავინიშნეთ..
სტუმრების წასვლისას ნიკა გადამეხვია და ყურში მიჩურჩულა
-ჩემი შეხებისას ასე თუ შეკრთები მთელი ამ ორი წლის განმავლობაში გული გაგისკდება..-მეუბნება და ყელში მკოცნის-ისევ გაგაჟრჟოლა.. ერთით ნოლი ჩემს სასარგებლოდ პატარა ქალბატონო...
ღმერთო რას მიშვება ეს ბიჭი? მისი შეხებისას თვითკონტროლს ვკარგავ.. არ შემიძლია ჩემი გრძნობები ვაკონტროლო როდესაც მის ღიმილს ვხედავ როცა ის ახლოა გული გამალებით მიცემს და გარშემო ყველაფერი უფერულდება.. მისი სახე ყველაფერ სხვას ჩრდილში აქცევს...
კვლავ ვხატავ არა სხვადასხვა ნახატებს კიარა, ყოველთვის ნიკას.. მას შემდეგ რაც ნიკა გავიცანი დღიურის წერაც კი დავიწყე... აი კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ შეგიძლიათ ბავშვი მიწოდოთ..
ფიქრებში გართულს,როცა კარები იღება ლამისაა გული გამისკდეს... კარებში ინა შემოდის და საწოლისკენ ისე მორბის გეგონება მელას გამოქცეული კურდღელი იყოს..
-მია შენთან დავიძინებ რაა...-მეუბნება და ისე ძვრება ლოგინში და მეხუტება, პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ..
-კარგი-ვიცინი-მაგრამ თანხმობა მგონი არც გინდოდა ხომ?
ინა ჩუმად ფხუკუნებს მჭიდროდ მეხვევა, მის რბილ, ხუჭუჭა და სურნელოვან თმებში ჩაძირულს მეძინება...
დილით ლოგინზე ხტუნვა მაღვიძებს..
-რას შვები ინა?-ვცდილობ მკაცრი ხმა მქონდეს მაგრამ ამას ვერ ვასხერხებ სახეზე ღიმილი მაინც მეპარება..
-შენს გაღვიძებას ვცდილობ მია-ერთს კიდევ ხტება და შემდეგ საწოლზე ეხეთქება..-მია დღეს სკოლაში არ მიდიხარ?

ჯანდაბა სწრაფად ვდგები ლოგინიდან ა
სულ გადამავიწყდა დღეს ორშაბათია...
სწრაფად ვიცმევ და ოთახიდან ინასთან ერთად გამოვრბივარ
-15 წუთი დამრჩა-ვიძახი ჩუმად-დედაა-ვყვირი გასასვლელთან-წავედიიი მაგვიანდება...
სკოლაში სირბილით მივედი და კლასში ასვლისას სკამზე ისე დავეხეთქე ანის სიცილი აუტყდა
-რა დაგემართა?-მეუბნება როდესაც სიცილისგან სულს ითქვამს
-ვირბინე...-სუნთქვა დავირეგულირე თუარა ანისთან ლაპარაკი დავიწყე.
-რაღაც უნდა გითხრა, დღეს სკოლის შემდეგ ხომ გცალია?ჩემთან წავიდეთ..-სიტყვებს ერთმანეთს ვაყრი
-კი მცალია..წამოვალლ ხომ კარგად ხარ?
-კიი როგორ არა უბრალოდ რაღაც მოხდა და გეტყვი..
-კაი
გაკვეთილების შემდეგ ჩემთან მივდივართ და ეგრევე საძონებელში ამყავს ანა ისე რომ მშობლების გაცნობასაც არ ვაცლი..
-რა გჭირს მია?-გაოცებული მეკითხება ანა
-ვქორწინდები
-მოიცა რაა?
-ვქორწინდები ანა.. გახსოვს მაშინ სასეირნოდ რომ ვიყავით? სახლში დაბრუნებულს დედამ და მამამ მითხრეს რომ ვქორწინდები.. ეს ქორწინება ბიზნესს გადაარჩენს...თანაც იცი ვისზე მაქორწინებენ? ნიკა წერეთელზე..
-რაა?-ამდენი სიახლის მოსმენისგან გაოგნებული ანა ცოტახანს ჩუმად იყო მაგრამ შემდეგ ყვირილი დაიწყო
-არარსებობს შენ და ნიკა.. ღმერთოო რა მაგარიააა მიაა შენ ხომ ის გიყვარს იქნებ მასაც შეუყვარდე? საქორწილო კაბა აარჩიე უკვე? შენი მეჯვარე ვინ იქნება? მე ხომ-მეუბნება და იცინის
-საქორწილო კაბა ვიყიდე უკვე მეჯვარეც შენ იქნები ხომ მაგრამ არ ვიცი ნიკას შევუყვარდები თუ არა...-ვიძახი დაღონებული
-არ ინერვიულო შენნაირს ვინ არ შეიყვარებს-მეუბნება და მეხუტება
მე ამ ორ დღეში მომხდარი ამბები დაწვრილებით მოვუყევი
-ესეიგი თამაში უნდა? ასეც იქნება მია არ უნდა დანებდე მთელი შენი ძალები გამოიყენე და დაანახე ვინ გამარჯვებს ამ თამაშში..-ლაპარაკობს ანა შემართებით და მის სახეზე ვიცინი
-მეც მაგას ვფიქრობ-ვამბობ სიცილისას-არ დანებების და გაიმარჯვებ კიდეც..იცი მგონი ამ ორ წელში კარგად გავერთობით...
ანა პირველ ღამეს რა უნდა ვქნა?-ისე ამაზე არასდროს მიფიქრია.. ქორწილი, პირველი ღამე..
-ვაიმე მია..-მეუბნება ანა და ორივეს სიცილი გვიტყდება
-რა გაცინებს გოგო..-ვეუბნები სიცილისგან ოთხად მოკეცილ ანას
-არაფერი, უბრალოდ ეგ არც მახსოვდა... რა უნდა ქნა?-მეუბნება და უცბად სერიოზული სახით დგება..
-არ ვიცი..მოდი არ გვინდა ამაზე ფიქრი-ვიცინი-არ გინდა საქორწილო კაბა გაჩვენო?-ვეუბნები და წარბებს ვათამაშებ
-მიდი მოიტანე ჩქარა რა ძალიან მაინტერესებს..
კარადის თავიდან დიდ ყუთში შეფუთული კაბა ჩამომაქვს და ნე და ანა ერთად ვხსნით..
ანას კაბა ყუთიდან ფრთხილად ამოაქვს და განათებული სახით უყურებს..
-მია მშვენიერია და წარმოიდგენია შენ როგორ მოგიხდება..-მეუბნება და მიყურებს-ნეტავ მალე დაქორწინდე რაა-მის ნატვრაზე მეცინება და ვეხუტები
-ჩემო ლამაზო მიყვარხარ-მეუბნება და თვალებზე ცრემლები ადგება..
-კარგი გოგო რა მოგივიდა კიარ ვკვდები ვქორწინდები-მეცინება და ახლადშეძენილ დაქალს მჭიდროდ ვეხვევი..
-არაფერი უბრალოდ ნეტავ ცოტა ადრე გამეცანი ახლა შენი "ქმარუკა" არ დამაცვლის შენთან ყოფნას-უკვე მაიმუნების ხასიათზე მოვიდა ეს ჩერჩეტი ვფიქრობ და ფიქრებს ხმამაღლა ვამბობ რისთვისაც მუჯლუგუნს ვიღებ გვერდში
-კარგი გოგო ამ წინა საქორწილო პერიოდში უნდა დამალურჯო?
-ჩემი რა გითხრა მარა შენი ქმარი კი მართლა დაგალურჯებს პირველ ღამეს ჩემო ლამაზო-მეუბნება და იმხელა ხმაზე იცინის ლამისაა ყურები გამისკდეს..
-უზრდელო.. რა ფიქრები გაწუხებს..-ვეუბნები და მეც ვიცინი
ჩვენს სიცოლში დედა ისე შემოსულა ვერც გავიგე როცა უკვე შევამჩნიე ის თვალცრემლიანი გვიყურებდა..
-დედა მოდიი-ვუძახი-ეს ანა ქორწილზე ვლაპარაკობდით..
-ჰო შვილო მივხვდი..-მეუბნება და მიღიმის-გამარჯობა ანა თბილად ესალმება ანას-მე თინა ვარ მიას დედა.. ეს კი ირაკლია-ანიშნებს ოგახში ახლადშემოსულ მამაზე-მიას მამა..
-სასიამოვნოა ქალბატონო თინა და ბატონო ირაკლი-მორცხვად ამბობს ანა და მშობლებს უღიმის
-არავითარი ქალბატონო და ბატონო უბრალოდ ზურა და თინა-ამბობს მამა-თავს მოხუცებულებად ვგძნობთ-ამბობს მამა და დედას ეხვევა-ეს კი ასე არაა-თვალს გვიკრავს და დედას უღიმის..
-ქვევით ჩამოდით სუფრა გაშლილია
-კაი დე ჩამოვალთ ორ წუთში..
-კაი-დედა და მამა ოთახიდან გადიან
-მია რა საყვარელი მშობლები გყავს..-მეუბნება ანა და იცინის
-წამო წამო.. კაბა ჩამადებინე და ქვევით ჩავიდეთ..
ეს კვირა სწრაფად გადის.. ქორწილამდე სულ რაღაც ორი დღეა დარჩენილი...
დღეს ანამ კაბა უნდა იყიდოს ამიტომ მასთან ერთად მაღაზიებში დავდივარ და კაბის არჩევაში ვეხმარები.. ოცამდე მაღაზიაში ვიყავით და დაახლოებით 30 კაბა მოისინჯა მაგრამ არც ერთი არ მოეწონა..
-ანა დავიღალე ბოლოსდაბოლოს პატარძალი ვარ შემინდე... მალე მოძებნე რაა
-კაიი კაიი ვიპოვეეე ჩემი კაბა-ყვირის ანა მეორე სექციიდან და კაბით ხელში გასახდელში გარბის..
გასახდელიდან გამოდის და მიძახის
-მია ნახე..
-ვაუუ-მართლაც ძალიან ლამაზი იყო..ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა, გრძელი...
-მია კარგია?
-ძალიან..მემგონი შენზე ლამაზი მეჯვარე ალბათ არავის ყოლია..
-კარგი თორემ ვიტირებ-სიცილს ვიწყებთ
-კარგი ავიღოთ ეს კაბა..დილით დედაჩემის ხმა მაღვიძებს..
-მია სწრაფად ადექი სალონში მივდივართ... ანა ააყენე სწრაფად თორემ დაგვაგვიანდებაა
-ვდგები ვდგები თავზე ნუ დამყვირიხართ ოღონდ-სწრაფად ვდგები და ვემზადები სალონში წასასვლელად..
სალონში მისულს ყველა თავზე მეხვევა უკვე აღარ შემიძლია..
-თმა როგორ გავუკეთოთ ქალბატონო თინა?
-დედა რაც გინდა სხვა ის გააკეთე მაგრამ ჩემს თმებს ნუ შეეხები..უბრალოდ გავიშლი
-კარგი თმა უბრალოდ დაბანეთ.. მანიკური, პედიკური და მაკიაჟი გაუკეთეთ...
როგორც იქნა დაასრულეს და გვერდიდან მშორდებიან..
-აბა როგორია დედა?
-ძალიან ლამაზი ხარ მია-დედას თვალებზე ცრემლი ერევა...
შენ რას იტყვი ანა?
-მეც იგივეს-იღიმის და დედას ეხვევა
სარკის წინ ვდგავარ და ჩემს გამოსახულებას ვუყურებ ამ კაბაში მართლაც ძალიან ლამაზი ვარ...საშინლად მიხარია და ამავე დროს საშინლად მტკივა, მიხარია იმიტომ რომ რაღაც ახალს ვიწყებ საყვარელ ადამიანთან ერთად მაგრამ მეშინია იმიტომ რომ ვიცი ეს მალე დასრულდება..
მეშინია.. მეშინია იმ ადამიანის დაკარგვის რომელიც ჩემი არც არასდროს ყოფილა.. მაგრამ რას ვიზამთ გული არ შეგეკითხება ვინ შევიყვაროო..

ნიკა
ამერიკიდან დავბრუნდი..რამდენიმე თვეში მამამ "მახარა" რომ ვქორწინდები თანაც ვისზე 17 წლის ბავშვზე...ჩემს თავს დავცინოდი სანამ ის არ ვნახე.. ვერ ავხსნი რა ხდება ჩემში ყოველი უჯრედი მას ითხოვს..ის ჩემთვის ჰაერივითაა და დიახ ის ჩემი მომავალი მეუღლე მიაა...

მია
დედა და ანა ოთახში შემოდიან..
-შვილო მზად ხარ?
-კი დედა
-ჩემო მშვენიერო რა ლამაზი ხარ... -მეუბნება დედა და გულში მიკრავს-არასდროს დაივიწყო რომ ამას შენთვის ვაკეთებთ..
-კარგი დედა-ვეუბნები და ტირილი მინდება რადგან ვხვდები რომ რამდენიმე საათში მათ მოვშორდები..
-კარგი ნიკას ოჯახიც მოვიდაა-იძახის დედა და ფანჯარაზე მითითებს...
ფანჯარაში ვიხედები და ნიკას დანახვაზე ტანზე ბუსუსები მაყრის ის ისეთი სიმპატიურია..შავი შარვალი და კოსტიუმი აცვია..ღმერთო ჩემო ის უბრალოდ შეუდარებელია ვფიქრობ ჩემთვის
-რაო ჩამოგცხა მია?-ჩემს ყურთან ფხუკუნებს ანა
-გეყოს ჩერჩეტო...-ვეუბნები და მათთან ერთად ქვევით ჩავდივარ ქმრის ოჯახთან შესახვედრად..
ქვევით ჩასვლისას კიბეზე კაბას ხელებით ვწევ რადგან ზედ არ დამებიჯოს და ცალი ხელით თმას ვიჭერ რადგან უმისამართოდ ჩამოყრილი კულულები ხედვაში ხელს მიშლის...
ვამჩნევ რომ კიბეზე ჩასვლისას ყველა ქვევით მდგომის მზერა ჩემკენაა მომართული და ვიღიმი..
-შეხედე მარი რა ლამაზი რძალი გვყავს..-ეუბნება მარიამს..
-გეთანხმები ზურა და მეშინია არავინ მოგვტაცოს
-არავინ მოგტაცებთ დარწმუნებული იყავით, ის უკვე ჩემი ცოლია..-ხმამაღლა ამბობს ნიკა და მის ნათქვამზე ყველას ეღიმება
-კარგით წავიდეთ თორემ ხალხი ქორწილის გარეშე დარჩება-ყველამ გაოგნებულმა შემომხედა-კარგით რა ვერ მიხვდით? გვაგვიანდება-ახლა კი ყველას ეცინება..
-კარგით წავედიიით-იძახიან ერთხმად და ყველა ეკლესიისკენ მივდივართ..
ეკლესიიდან რესტორანში წავედით და იმდენი ხალხი იყო მეშინოდა არ დავკარგულიყავი ამიტომ უკვე ჩემი ქმრის მკლავს ჩავებღაუჭე
-მია არსად გავიქცევი დაწყნარდი
-ვიცი.. მაგრამ იმდენი ხალხია-ვეუბნები და ვუღიმი..მასაც ეღიმება და ხელს მკიდებს
-წამო სწრაფად დავჯდეთ მაგიდასთან თორემ ძალიან დავიღალე..
ჩვენს მაგიდასთან დავჯექით და ვისვენებდით როცა მიკროფონში ხმა გაისმა რომელიც ითხოვდა მეფე-პატარძლის ცეკვას..ხალხი ერთხმად აყვირდა და ჩვენც იძულებული გავხდით ავმდგარიყავით და ცეკვა დაგვეწყო
ნელი სიმღერა ჩაირთო ზუსტად არ ვიცი რომელი მაგრამ ძალიან კარგი იყო..მელოდიას ტანი ნაზად ავაყოლე ნიკამ ხელები წელზე მომხვია და ნიკაპი მხარზე დამადო
-დღეს შენთან საუბრის საშუალება არ მომეცა და მგონი არ მითქვია რომ ძალიან ლამაზი ხარ-მეუბნება და ჩემი თმის სურნელს ღრმად ისუნთქავს..
-ჰო არ გითქვია
-სამაგიეროდ ახლა გეუბნები..-ხელს ნაზად დაასრიალებდა ჩემს ზურგზე
-კოცნაა კოცნაა-ისმის კვლავ მიკროფონში
-მოიცა რა?
-კოცნა მია..ხალხს უნდა და ხომარ ვაწყენინებთ-მეუბნება და ჩემ ტუჩებზე აჩერებს მზერას
-იცოდე არც გაბედო ნიკა-ვეუბნები და ტანს უკან ვწევ..
ის კი ახლოს მიზიდავს და ტუჩებში მკოცნის..
ვერ აღგიწერთ რა დამემართა..ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან იმ ადამიანის ტუჩები მეხებოდა რომელიც მიყვარდა მაგრამ ასევე უბედურიც რადგან სულიან-ხორციანა ვგრძნობდი იმის საშიშროებას რომ შეიძლებოდა ის დამეკარგა...
მინდოდა ეს წამი არასდროს დასრულებულიყო მაგრამ ნიკამ ტუჩები მომაშორა მაგრამ ვხვდებოდი რომ მასაც უჭირდა ეს..
-მია წავიდეთ მალე რა დავიღალე..
-სირცხვილია ნიკა-ვეუბნები აწითლებული..
-კარგი რა არაფერი უჭირს წავიდეთ..
-კარგი წამო-ვეუბნები ის ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ სწრაფად მივდივართ.. უკვე მანქანაში მჯდომს ნიკა ამღვრეული თვალებით მიყურებს
-ნეტავ მალე მივიდეთ სახლში მხოლოდ კოცნა არ მეყო-და ჩემს გაფართოებულ თვალებს რომ ხედავს იცინის, ხელს მკიდებს და მანქანას ქოქავს...


პ.ს ესეც ახალი და დიდი თავი.
წინასწარ გაფრთხილებთ მომდევნო თავებში დაცხება
მადლობა ვინც კითხულობ



№1 სტუმარი Niniko15

წავიკითხავ და მოვააალ♡
Ps: ჩემს გვერძე ვერ შევდივარ და ჯგუფ სტუმარის სტატუსით დაგიკომეე♡

 


ხო იცი რო მოუთმენლად გელოდები?

სული მეხუთება,
გული მეკუმშება,
მაშინვე ვშრები,
როცა მათ ვხედავ

მოკლედ გელოდები და ხო კაი თავი იყოო

 


№3  offline წევრი ნორმი

უმაგრესი!
თავებ გაზარდე ოღონდ
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სიყვარული გულს გვტკენს
ხო იცი რო მოუთმენლად გელოდები?

სული მეხუთება,
გული მეკუმშება,
მაშინვე ვშრები,
როცა მათ ვხედავ

მოკლედ გელოდები და ხო კაი თავი იყოო


მადლობაა <3
დავდებ მალე <3

ნორმი
უმაგრესი!
თავებ გაზარდე ოღონდ


მადლობა <3
ვეცდები <3

Niniko15
წავიკითხავ და მოვააალ♡
Ps: ჩემს გვერძე ვერ შევდივარ და ჯგუფ სტუმარის სტატუსით დაგიკომეე♡


<3 <3 იმედია მოგეწონება
პ.ს მივხვდი)) <3

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

ანუ ჩავრთო უკვე კონდეციონერი მგონი ჯერ ადრეა მაგრამ თუ დაცხება სხვა გზა არ არის და თან მომდევნო თავებს უკვე პოპკორნით ჩავუჯდები და დავტკბები ამ საოცრებებით

 


№6  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

I love you baby
ანუ ჩავრთო უკვე კონდეციონერი მგონი ჯერ ადრეა მაგრამ თუ დაცხება სხვა გზა არ არის და თან მომდევნო თავებს უკვე პოპკორნით ჩავუჯდები და დავტკბები ამ საოცრებებით


<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent