შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთლის ხუჭუჭა გოგო... (4)


10-02-2019, 01:01
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 2 772

პირველი რაც განვიცადე, მართლაც შოკი იყო მაგრამ აზრზე მოსვლისას როცა ყველაფერი გარკვევით წარმოვთქვი ჩემს გონებაში, რასაც ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ ხმამაღლა წამოვიძახე 
-არა ეს შეუძლებელია რატომ ვქორწინდები?მე მხოლოდ 17 წლის ვარ.. არ შეიძლება მთელი ცხოვრება წინ მაქვს.. დედა არაფერს იტყვი?-დედა არაფერს ამბობდა უბრალოდ ტიროდა-მითხარით რა ხდება და რატომ გადაწყვიტეთ ჩემი გათხოვება ან ვისზე?
-მია ამას როცა დრო მოვა მაშინ გაიგებ მაგრამ უნდა იცოდე რომ ყველაფერი შენი კეთილდღეობისთვის კეთდება.. შენი მომავალი ქმარი ჩვენი კომპანიის მეწილის დავით წერეთლის შვილი იქნება...
-მოიცა რა? ნიკა.. ნიკა წერეთელი?-შეცბუნებულმა წარმოვთქვი
-ხო მია..შენ რა მას იცნობ?
-კი
-მით უკეთესი ორი წელი მოგიწევთ ერთად ცხოვრება და კარგი იქნება თუ ერთმანეთს გაუგებთ.. 
-რა ორი წელი?
-დიახ მია ორი წელი..
-კი მაგრამ მა..-საუბარს მაწყვეტინებს მამა 

-გეყოს მია..ყველაფერი დამთავრებულია შენთვისვე აჯობებს ასე.. 
დანარჩენს აღარ ვისმენ მისაღებიდან გამოვრბივარ და საძინებელში ავდივარ..
მთელი ღამეა ფიქრები ერთმანეთში ირევა, მეც არ ვიცი ზუსტად რას ვგრძნობ.. 
ალბათ ისტერიკებს უნდა ვაწყობდე მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ვერ გავუწევ მშობლებს წინააღმდეგობას.. ნეტავ როგორ უნდა მოვიქცე?
ჩემ კითხვებზე პასუხების ძებნას თავს ვანებებ და ვიძინებ..
დილით კარზე გაბმული კაკუნი მაღვიძებს
-შემოდით-ვიძახი გაბეზრებული
-მია ადექი საყიდლებზე მივდივართ დღეს საქმროს ოჯახი მოვა და ერთმანეთს გაიცნობთ..
-რა? კარგი რა დედა.. რომელი საათია? მეძინება
-მია ადექი-მეუბნება და თავზე წარბებშეჭმუხნული დამყურებს..
-კარგი, კარგი...
ავდექი ჩავიცვი და ქვევით ჩავედი
-მოვედი დედაა.. არ გავდივართ?

-ნეტავ ვიცოდე მია არ დაიღალე ყოველთვის სპორტულები რომ გაცვია?
-არა დედა და ამაზე ჩხუბს ვაპირებთ?
-კარგი ჰო.. წავედით-მეუბნება და სახლიდან გამოვდივართ...
მოლში მისვლისას დედა ქარბპრვალასავოთ ტრიალებს მაღაზიებში.. არც ერთი მაღაზია არ დატოვა ისეთი სადაც არ შევიდა ამასობაში მე მაღაზიის ვიტრინებს ვათვალიერებდი და უეცრად მზერა ერთ მაღაზიაზე შემიჩერდა სადაც საქორწილო კაბები იყიდებოდა მეც შევედი და კაბების დათვალიერება დავიწყე..
ვათვალიერებდი და უეცრად ისეთ კაბას გადავაწყდი რომელიც ალბათ ყველა გოგოს ოცნება იქნებოდა.. 
-დედაა მოდიი-ვუძახი კარებთან მდგომ დედას-დედა შეიძლება საქორწილო კაბა ახლავე ვიყიდოთ?
-აამ კი მაგრამ ჯერ ადრე არაა? ქორწილი ხომ ორ კვირაშია..
-კი მაგრამ.. მოდი ახლავე ვიყიდოთ-ვეუბნები დედას და კატის თვალებით ვუყურებ
-კარგი-პერსონალს დაუძახე და მოისინჯე რომელიც გინდა
-მადლობა დეე...
პერსონალს ვუძახი და გასახდელისკენ მივდივარ..
კაბა ზუსტად მადგება ტანზე და ისეთი ლამაზი ვარ მეთვოთონ მიკვირს...
ბევრი არც მიფიქრია.. ამ კაბას ვყიდულობ...
დედას არ ვანახებ ჯერ-ჯერობით..
კაბა ზევით ტანზე მომდგარია ხოლო წელიდან იშლება.. ამ კაბაში იმაზე სუსტი ვჩანვარ ვიდრე ვარ... კაბას ვიხდი, ტანსაცმელს ვიცმევ და გასახდელიდან გამოვდივარ..
-მია კაბა არ მოისინჯე?
-კი დედა..ამას ვიღებთ-
მიუხედავად იმისა რომ ეს ფიქტიური ქორწინებაა მინდა ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდე...
სახლში დაბრუნებისას საძინებელში ავედი და "ქმარუკასთან" შესახვედრად მზადება დავიწყე.. 
თმები დავიბანე და დავივარცხნე თუ ამას დავარცხნა ჰქვია, უფრო ავიბურდე... 
გრძელი წელიდან გაშვებული სადა შავი კაბა ჩავიცვი და ქვევით ჩავედი..
დედა და მამა სამზარეულოში საუბრობდნენ, მართალია მიჩვეული არ ვიყავი მათი საუბრის მოსმენას მაგრამ ახლა კარს უკან დავიმალე და მათი მოსმენა დავიწყე
-ირაკლი დარწმუნებული ხარ რომ სწორად ვიქცევით და მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნება?
-დამიჯერე ჩემო ლამაზო რომ ასე აჯობებს...
-მამააა-ვყვირი სამზარეულოში შესვლამდე და დიდი ნაბიჯებით შევდივარ შიგნით.. 
მამამ ერთი გაოცებული მზერა შემავლო და მკითხა
-მია კარგად ხარ?-მის გაოცებულ სახეზე მეცინება და ორივეს ვეხუტები.. არ სემიძლია მათზე გაბრაზებული ვიყო რაცარუნდა მოხდეს 
-ჩემო გვრიტებო როდის მოვა ჩემი ქმარუკა და მისი ოჯახი?
-მია მალე მოვლენ და შვილო შენ მართლა კარგად ხარ?
-კი მამა მშვენივრად...
მშობლებთან საუბარს კარზე გაბმული ზარი მაწყვეტინებს 
-მოვიდნენ-ხელი-ხელს შემოვკარი და მშობლებთან ერთად კარებოსკენ წავედი..
კარებში სუსტი წყვილი შემოდის რომელთაც ხელკავი გაეკეთებინათ, ბედნიერ თვალებს ჩემკენ აპარებენ და იღიმიან
-გაიცანი მია ეს ბატონი ზურა და მარიამია ნიკას მშობლები-ახლა კარებში შემოსულ 15-16 წლის გოგოზე მანიშნებს მამა-ეს ნიკას დაა ანიტა-და ბოლოს კარებში ნიკა შემოდის რომელსაც ხელში ყვავილები უჭირავს და ირონიულად იღიმის..მამა რაღაცის თქმას აპირებს როდესაც ვაწყვეტინებ
-მამა ვიცი.. ეს ჩემი მომავალი ქმარია-ვამბობ და ჩემი ნათქვამით გაოცებულ ნიკას ვუღიმი..-მობრძანდით, სუფრა მზადაა..
ყველა სუფრასთან ვჯდები, ოთახიდან კი ინა გამორბის..უი ჰომ სულ გადამავიწყდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ინა ბებიასთან იყო.. 
-ჩემი პრინცესა მოდი ჩემ გვერდზე დაჯექი
-მია მშია-მეჩურჩულება ჩემ გვერდზე დასკუპებული ინა
-რა გადმოგიღო პატარა?
-სალათი მინდა-მეუბნება და იცინის 
-მოიცა გადმოგიღებ-მისი თეფში ავიღე და სალათის გადმოსაღებად კოვზსს მოვკიდე ხელი, რომელიც თურმე ნიკას ჩაებღუჯა თავის ტორებში...
მის ხელს შევეხე თუარა ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რომელიც არამგონია ნიკას გამოპარებოდა რადგან დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ გაეღიმა... 
-მია არ გავიცნოთ ერთმანეთი უკეთესად?-მეკითხება ბატონი ზურა
-ბატონო ზურა ჩემზე არაფერია ბევრი სათქმელი 17 წლის ვარ და ვსწავლობ.. 
-შვილო დღეიდან შენთვის ბატონი ზურა კიარა მამა ვარ და ეს დაიმახსოვრე კარგი?-მეუბნება და თბილად მიღიმის
-კარგით..
-ჩემი შვილი ნიკა 23 წლისაა, ის ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან.. იქ სასწავლებლად იყო მაგრამ არ დაგიმალავ და არვიცი რა ჩამოიტანა იქიდან, ცოდნა თუ სხვა რამ...ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ.. გადავწყვიტე ის გაუძღვეს ჩვენს ბიზნესს ჩემი ჯანმრგელობიდან გამომდინარე მაგრამ მე მთლიანად არ ჩამოვშორდები ოჯახურ ბიზნესს- ამბობს და იღიმის-ერთი სიტყვით მინდა გითხრა რომ ბევრს უნდა გაუძლო ნიკას სახით..
-მამა გეყოს-ამბობს ნიკა ღიმილნარევი სახით 
-არა გააგრძელოს..ძალიან მაინტერესებს რამდენ კარგს მეტყვის კიდევ თავის შვილზე-სიტყვა კარგს ხაზი გავუსვი.. ნიკას ჩემს საქციელზე გაეღიმა
-დარწმუნებული იყავი მია რომ ბევრ კარგს გაიგებ ჩემზე-იგივე გაიმეორა მან..
-კარგით მოდი მისაღებში გადავინაცვლოთ, მე კიდევ სუფრას ავალაგებ და შემოგიერთდებით..-ამბობს დედა 
-დედა თქვენ გადით, მე მივხედავ აქაურობას და შემოგიერთდებით..
-კარგი დედი ყველაფერს მიხედე და მალე მოდი..
-კაი დედაა
მაგიდიდან დგებიან თუარა სუფრის ალაგებას ვიწყებ.. საინების ასაღებად შებრუნებულს ნიკა შემრჩა ხელთ რომელიც ამღვრეული თვალებით მიყურებდა 
-მემგონი ზედმეტი სასმელი მოგივიდა ნიკა..
-ზედმეტი არა ზომიერად-მეუბნება და ყურებამდე იცინის
-კარგი გამატარე-ვეუბნები და გვერდით ავლას ვცდილობ, როცა ჩემკენ მოიწევს და და ხმადაბლა მეუბნება 
-ნეტავ იცოდე როგორ გიხდება ეგ კაბა მია.. 
კიდევ უფრო ახლოს მოდის, ხელები ჩემს უკან მიაქვს და მოშიშვლებულ ზურგზე მეხება 
-არ გახვიდე..დარჩი ჩემთან-ნელი მოძრაობით მიიწევს ქვევით და როდესაც მისი ხელი ჩემს კაბას ზევით წევს განზე ვხტები
-შენ რა სულ გაგიჟდი?რას აკეთებ?არანორმალურო-ვეუბნები და კარებისკენ გავრბივარ როდესაც მისი სიტყვები მაჩერებს
-აღიარე მია შენც ისევე გინდა ჩემთან როგორც მე შენთან...
-არა და არა..სისულელეა..გამოდი გველოდებიან ნიკა
-ერთ დროს მთხოვ რომ ის გავაკეთო, რაც ამ წუთების წინ სისულელედ მიგაჩნდა...-ჩამჩურჩულებს ყურში კარებში გასვლამდე და კისერზე ცხვირით მეხახუნება, მე კი კვლავ ჟრუანტელი მივლის-შენ თუარა შენი რეაქციები გაგცემენ პატარა ქალბატონო..
-თავმომწონე იდიოტი-ჩავიჩურჩულე ჩემთვის
-გავიგეე
მეცინება მას ვეწევი და ერთად სევდივართ მისაღებში..


პ.ს ესეც გაგრძელება.. რომ არ მოგეწონოთ გავგიჟდები????
მადლობა ვინც კითხულობთ და რჩევებს მაძლევთ❤
იმედია მოგეწონებათ❤



№1  offline წევრი Nano Goduadze

კარგია, “ დამწყების კვალობაზე” კარგად წერ <3 არის შეცდომებიც მაგრამ ნელ-ნელა დახვეწავ (იმედია) ^^ სიმართლე გითხრა თავიდან ძალიან უინტერესოდ დაიწყე ეს თავი და ვიფიქრე შევწყვიტავთქო, მაგრამ ჩამითრია და რაღაცნაირად მომეწონა ძალიან ^^ თავები გაზარდე ცოტა და არ დაიგვიანო ხოლმე.. <3 წარმატებები :*

 


სულ გააფრინე? ცოტა დიდი თავები დადე რა? თორე ვერ გავუძლებ და მოვკვდები

 


№3  offline წევრი Niniko11

უფფფ როგორ გამიხარდა რომ ის ბიჭი ვიზეც ათხოვებენ ნიკააა♡♡
ყველფერი მომრწონა ერთი რამის გარდააა ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა გთხოოვ♡♡

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Niniko11
უფფფ როგორ გამიხარდა რომ ის ბიჭი ვიზეც ათხოვებენ ნიკააა♡♡
ყველფერი მომრწონა ერთი რამის გარდააა ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე რაა გთხოოვ♡♡


შენ ხომ არ იცი როგორ მიხარია რომ მოგწონს... კიდევ უფრო დიდ თავებს დავდებ❤❤❤

სიყვარული გულს გვტკენს
სულ გააფრინე? ცოტა დიდი თავები დადე რა? თორე ვერ გავუძლებ და მოვკვდები


მადლობაარომ კითხულობ❤❤❤ გავზრდი აუცილებლად❤❤

Nano Goduadze
კარგია, “ დამწყების კვალობაზე” კარგად წერ <3 არის შეცდომებიც მაგრამ ნელ-ნელა დახვეწავ (იმედია) ^^ სიმართლე გითხრა თავიდან ძალიან უინტერესოდ დაიწყე ეს თავი და ვიფიქრე შევწყვიტავთქო, მაგრამ ჩამითრია და რაღაცნაირად მომეწონა ძალიან ^^ თავები გაზარდე ცოტა და არ დაიგვიანო ხოლმე.. <3 წარმატებები :*



მადლობა დიდიი❤❤❤არ დავაგვიანებ და ცოტა დიდ თავებს დავდებ❤❤

 


№5  offline წევრი imposible

მამა მია რა კარგი იყო მომეწონა ძალიან და იმედია თავებს გაზრდი დღეს დავიწყე კითხვა და მალე მოვრჩი ისე რა ადვილად შეეგუა ამ ამბავს მაგრამ მეც ეგრე მოვიქცეოდი შეიძლება ითქვას რომ მე და მია ერთნაირები ვართ ნუ ტუ შეყვარებულის ამბავს არ ჩავთვლით :დდ

 


№6  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

imposible
მამა მია რა კარგი იყო მომეწონა ძალიან და იმედია თავებს გაზრდი დღეს დავიწყე კითხვა და მალე მოვრჩი ისე რა ადვილად შეეგუა ამ ამბავს მაგრამ მეც ეგრე მოვიქცეოდი შეიძლება ითქვას რომ მე და მია ერთნაირები ვართ ნუ ტუ შეყვარებულის ამბავს არ ჩავთვლით :დდ


მადლობაა❤❤ ადვილად შეეგუა ნამდვილად მაგრამ სხვანაირად არც შეიძლებოდა უყვარს საკუთარი მშობლები????????❤

 


აუ როგორ მომეწონა სიმართლე რომ გითხრა...
ასეთს ვეძებდი მთელი ორი კვირა❤❤როგორ გამიხარდა რომ ვიპოვნეეეე

 


№8  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

გროსმაისტერი
აუ როგორ მომეწონა სიმართლე რომ გითხრა...
ასეთს ვეძებდი მთელი ორი კვირა❤❤როგორ გამიხარდა რომ ვიპოვნეეეე


შენ არ იცი როგორ გამახარე <3 მადლობა რომ კითხლობ და მოგწონს... <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent