შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი ვერაზე ( სრულად )


26-02-2019, 17:29
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 5 528

თბილისში, ვერაზე, ყველამ იცის ეს სახლი, დიდმა თუ პატარამ.. უფრთხიან ამ ადგილებს, თითქოს მოჩვენებებს ხედავენო.. ან იქნებ, მართლაც ხედავენ? ვინ იცის ..
ადრე, ამ ადგილს ცარიელს ვერ ნახავდით, აქაურობა სავსე იყო ბავშვებით, თამაშობდნენ და მუდამ ჟრიამულებდნენ, სანამ, ერთ დღესაც უბედურებაარ დატრიალდა.. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა.. ამბობენ, რომ კაცმა მთელი თავის ოჯახი სასტიკად ამოხოცა და შემდეგ, თავი მოიკლა.. არავინ გადარჩენილა, ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.
ამის შემდეგ არავინ ეკარება დორეულების სახლს, მოსახლეობაში ჯერ კიდევ დადის ხმები, თითქოს ღამით მოჩვენებები გამოდიან, იმასაც ამბობენ, რომ ოჯახი დაწყევლილი იყო და მიტომ დაატყდა თავს ეს უბრდურებაო.. დანამდვილებით კი არავინ არაფერი იცის..


***

-მაშო, კარზე ზარია, იქნებ გააღო ? -მობეზრებულად დაიყვირა სათვალიანმა გოგონამ, რომელიც საბუთებში იყო თავჩარგული - მაშოო !! ..რათქმაუნდა მე მიწევს კარის გაღება.. -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და კარისკენ გასწია, კიდევ დააკაკუნეს- მოვდივარ! თქვა მან და კარი გააღო. ხელში ახალგაზრდა ბიჭი შერჩა, დაახლოებით ოცდაათი წლის თუ იქნებოდა, ერთ ხელში ჩანთა, ხოლო მეორეში ჩემოდანი ეჭირა.
-უკაცრავად, ანასტასია გიორგობიანი თქვენ ხართ ? -უთხრა მან, როცა გოგონას გაკვირვებული სახე დაინახა.
-დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ ? -გაკვირვებულმა მიუგო და ახალგზარდა შეათვალიერა, შავი, ტალღოვანი თმა მოკლედ შეეჭრა, წვერი მოეშვა, რაც კიდევ უფრო ინტერესს სძენდა მის იერს, მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მუქი ლურჯი თვალებით თავიდან ფეხებამდე აათვალიერად გოგო და ოდნავ შესამჩნევად ენის წვერი სქელ, ამბურცულ ტუჩზე გადაისვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა ანასტასია, რომ უცხო ადამიანის წინ, სანახევევროდ შიშველი- მოკლე პენუარით იდგა, ბიჭს მკაცრად შეხედა და კითხვა გაუმეორა - რა გნებავთ ?
- განცხადება, ოთახის გაქირავებაზე თქვენ გამოაქვეყნეთ არა ?
-განცხადება .. აჰა, დიახ, დიახ, მობრძანდით .. - დაბნეულმა წამოიძახა და ბინაში შეუშვა- იცით, განცხადებაში გარკვევით მიწერია, რომ ნომერს მხოლოდ გოგონებზე ვაქირავებ ..
-დიახ, წავიკითხე, თუმცა ბინა მჭირდება, და გარწმუნებთ, თვალში არ გაგეჩხირებით .. - ტუჩის კუთხე ჩატეხა და კვლავ შეათვალიერა გოგო
-თქვენი საბუთები მჭირდება - მკაცრად გამოუცხადა და დაამატა- უნდა დავრწმუნდე, იქნებ ვის ვუშვებ სახლში ?
ბიჭმა ოდნავი ღიმილით ქურთუკიდან საფულე ამოიღო და პირადობა გოგოს გაუწოდა
- დამიანე გავაშელი .. 30 წლის დაბადების ადგილი ვერონა - გაკვირვებულმა აწკიპა წარბები - ვერონა ?
- დიახ, ვერონა .. - უპასუხა ბიჭმა და განაგრძო- თუ დაკმაყოფილდით, შეგიძლიათ ოთახი მაჩვენოყ ?
- დიახ, რათქმაუნდა.. - უპასუხა და ჩვეული, საჯდომის რხევით გასწია კიბისკენ - აი ესაა - პირველივე ოთახის კარი გააღო, დიდი ნათელი ოთახი იყო, ხის საწოლითა და ოთახის სხვადასხვა აქსესუარით, კედლებზე წიგნებით სავსე თაროები იყო - გვერდით სააბაზანოა, სამზარეულო ქვემოთაა, სახლში არ ვეწევით.. და კიდევ, ჩემთან ერთად დროებით ჩემი და ცხოვრობს , მაშო.. სულ ესაა, მე ძირითადად ვმუშაობ და იშვიათად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა .
- გასაგებია, სად მუშაობთ ? - იკითხა ბიჭმა, თან წიგნებს აგვალიერებდა
- გამომძიებელი ვარ . - მკაცრად მიუგო და თითქოს აგრძნობინა ვერაფერს გამომაპარებო - თქვენ ?
- მგონი დღეისთვის საკმარისია გამოკითხვა .. მომწონს აქაურობა, ფასიც კარგია ვრჩები -თქვა მან და მაისური გაიხადა - იქნებ დამტოვოთ ? - ირონიულად გახედა გოგოს
- დიახ, რათქმაუნდა -თქვა მანდ და კარი გამოიხურა - ცხოველი, იმედია გადაწყვეტილებას არ ვინანებ ..


***
დილით, ჩვეულებრივ ექვს საათზე გაიღვიძა და სარბენად გავიდა. მალევე დაბრუნდა შხაპი მიიღო და საცვლების ამარა სამზარეულოში გავიდა
- დილას ყავა საუკეთესოა ..- ნეტარებით ჩაილაპარაკა და საყვარელი ფინჯნიდან ცხელი სითხე მოსვა
- დილამშვიდობის! - ბარიტონმა აზრზე მოიყვანა და დამფრთხალმა გახედა სპორტულებში გამოწყობილ ბიჭს, რომელიც ვითომც აქ არაფერი ყავის აპარატს მიუახლოვდა
- დილამშვიდობის.. - გაკვირვებულმა წამოიძახა და გულში საკუთარი თავი გალანძღა ასე სიარულისთვის - უნდა წავიდე, მეჩქარება თუ რამე დაგაინტერესებს მაშოს ჰკითხე .. - თქვა და ნელი, დინჯი ნაბიჯებიგ გასწია სახინებლისკენ, ბიჭმა კი თვალი გააყოლა მის სიფრიფანა სხეულს და ყავას შეექცა

განყოფილებაში სრული ქაოსი იყო, გაკვირვებულმა შეაღო შეფის კაბინეტი
- აქ რა ჯანდაბა ხდება ?
- ახალი საქმე ანა , საკმაოდ სერიოზული ..
- ნუ მაცინებთ ბატონო ნიკოლოზ, ყველა საქმე სერიოზულია რომელიც ჩვენ გვაქვს.. - ღიმილით უთხრა და საქაღალდე აიღო
- არა, ანა, ასეთი ჯერ არ გვქონია... ამდენი წელი გავიდა და ისევ მას უკავშირდება - ჩურჩულით თქვა კაცმა და მზერა კედელს გაუსწორ
- უკაცრავად, რამე მითხრაით ?
- არა, არაფერი .. დაკავებულის საქმეს გაეცანი თუ რამეს გაარკვევ დამატებით, შემატყობინე .
- არის უფროსსო ! - სიცილით უთხრა და ჩვეული სისწრაფით გავიდა კაბინეტიდან.
დაკავებულის საქმე წაიკითხა, მეტად მრავალფეროვანი იყო: ნარკოტიკები, არასრულწლოვანის გაუპატიურება, ქურდობა მკვლელობის მცდელობა ახლა კი სხვის საკუთრებაში შეჭრა .. საინტერესოა, რას ეძებდა იგი იმ სახლში, რომელსაც უკვე 20 წელია არცერთი სულიერი არ ეკარება .. - ამ ფიქრებში გართულმა დაკითხვის ოთახისკენ გასწია
კარი შეაღო და შავგვრემან მამაკაცს მზერა გაუსწორა. სკამზე არხეინად იჯდა, თითქოს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, სახეზე, მარჯვენა წარბიდან ნიკაპამდე ღრმა ნაიარევი გასდევდა, რაც მის იერს უფრო მეტ სიბნელეს სძენდა.
- გამარჯობა! დეტექტივი გიორგობიანი.. მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ მომხდართან დაკავშირებით - უთხრა და მის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა
- არაფრის თქმას არ ვაპირებ პატარავ.. ნუ აქ მაინც.. - ამაზრზენი ღიმილით უთხრა და ორი თითი მუხლიდან ზემოთ ააყოლა. ანასტასიამ ირონიული მზერა შეავლო, მის ხელს თავისი დაადო, მხრისკენ აჰყვა და როდესაც ვაჟბატონს ეგონა, ჩიტი მახეში გავაბიო, მანდ უმტყუვნა ბეედმა და ზურგზე ხელებ გადაგრეხილი ტკივილისგან აღმუვლდა
- აბა, ჩემო ,,პატარავ“ მე კითხვებს დავსვამ, შენ მიპასუხებ ! მოსულა ?
- წადი შენი !! - იღრიალა და განთავისუფლება სცადა, რამაც უფრო დიდი ტკივილი მოჰგვარა
- აქ ჩემი წესებით ვთამაშობთ! ახლა კი მიპასუხებ, თუ არადა ამოვარდნილი ხელებით მოგიწევს ციხეში ჯდომა.. დუმილი თანხმობის ნიშანია ! -გახარებულმა შემოჰკრა ტაში და კვლავ მაგიდაზე ჩამოჯდა - მაშ ასე, პირველი კითხვა .. რას აკეთებდით სახლში, რომელსაც 20 წელია არავინ მიჰკარებია ? - მამაკაცი დუმდა - კარგი, მოდი, ხელის ამოგდების ვარიანტს დავუბრუნდეთ - თქვა და მისკენ გაიწია, დამფრთხალმა კაცმა კი წამოიძახა
- მოიცადეთ.. მოიცადეთ ..
- აბა გისმენ ..
- ვეძებდი ..
- რას ?
- ვიღაცამ დამიქირავა, არვიცი ვინაობა.. მითხრა რომ იმ სახლში იყო ის რაც მას სჭირდებოდა
- კონკრეტულად ?
- 20 წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე .. იმ სახლში არის, ის რაც ყველაფრის გასაღებია .. არვიცი ეს რა იყო , არ უთქვამს, მითხრა რომ თითოეული კუთხე გამეხჩხრიკა და პანდორა მეპოვა ..
- პანდორა ?
- ჰო, თუ არ ვცდები პანდორას ყუთზეა საუბარი, ის ხომ ყოველმხრივი უბედურების მომტანია .. მან მითხრა რომ პანდორას ყუთი უნდა მეპოვა, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ..
- სულ ესაა ?
- მეტი არაფერი ვიცი..
- კარგია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობთ, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა - უთხრა თვალი ჩაუკრა და გამოვიდა. მაშინვე შეფისკენ აიღო გეზი …


***
დამიანე მთელი დღე სახლში იყო, მაშოს გაცნობაც მოასწრო.
- დიდი ხანია აქ ცხოვრობთ ?
- დიახ, დაახლოებით10 წელია , მას შემდეგ, რაც ჩემი და 18 წლის გახდა, ჩემი მეურვეობაც თავის თავზე აიღო და მშობლების სახლში გადმოვედით ბავშვთა სახლიდან .
- ბავშვთა სახლიდან? - გაკვირვებულმა თქვა ბიჭმა
- დიახ, ჩვენი მშობლები 20 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ, მე მაშინ 6 წლის ვიყავი ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი..
- ძალიან ვწუხვარ.. - თქვა მან და გოგონას თვალი აარიდა- უნდა გავიდე - წამოდგა ქურთუკი მოიცვა და სახლი დატოვა. მობილურზე ნაცნობი ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა .. რამდენიმე წამში მოისმა ნამძინარევი ხმა
- გისმენთ ..
- სულ როგორ უნდა გეძინოს ბიჭო? - სიცილით ჩასძახა ტელეფონში
- დამიანე შენ ხარ ?? - უცებ გამოფხიზლდა ადამიანი, ყურმილის მიღმა
- მე ვარ მე .. მიდი მოემზადე და კლუბში ვიქნები
- კაი - ტელეფონი გათიშა და მანქანში ჩაჯდა, ერთხანს გაჰყურებდა უკვე ძველ და ბზარებით მოსილ სახლს, რომელსაც მარჯვენა მხარეს სურო უფარავდა და მთელი ეზო სარეველა ბალახს გადაევლო. შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, ადგილს მოსწყდა . კლუბში შევიდა გაზავებული ვისკი შეუკვეთა და ბარის სკამზე ჩამოჯდა
- აბა აბაა.. რა პატივია, თვით დამიანე მესტუმრა კლუბში ! - სიცილით წამოვიდა მისკენ ახალგზარდა მამამაკაცი, შავი ტყავის ქურთუკით, ჯინსებში გამოწყობილს ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა, სუფთად გაპარსულ სახეზე გრძელი თმა ჩამოჰყროდა და შავ თვალებში ჭინკებუ უთამაშებდნენ
- ზურა.. - ბიჭს გადაეხვია დამიანე
- ასე უნდა დავიწყება? როდის ჩამოხვედი ?
- გუშინ დილით..
- მერე, სად ხარ ბინად ? ჩემთან წამო! - შესთავაზა ზურამ და მიმტანს ანიშნა დაწესებულების ხარჯზეო
- არა, უკვე დავიქირავე ოთახი.. გიორგობიანთან
- ვისთან ?? - გაკვირვებულმა წამოიძახა ბიჭმა
- ანასტასია გიორგობიანთან.. ოთახს აქირავეებდა, მეც მაწყობდა სულ ესაა
- ვერ გიცნო ხომ ?
- რას მიცნობდა .. მის მერე რამდენი ხანი გავიდა .. - ნელა მოსვა ვისკი
- დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ბინის თემა არაა ხო ? - ცალი წარბი ასწია ზურამ და მამაკაცს გამომცდელად შეხედა
- არ დაიწყო ახლა ისევ .. ბავშვები ვიყავით, ეს დიდი ხნის წინ იყო ..
- ანუ, მის მიმართ არაფერს არ გრძნობ ?
- არაფერს.. - თქვა და ჭიქა ხმაურით დადო მაგიდაზე
- კარგი, მაშინ მე ვიცი .. - თქვა და ბარში ახლახან შემოსული ორი გოგონასკენ გასწია - გამარჯობა, მშვენიერო ქალბატონებო, მე და ჩემს მეგობარს გვაინტერესებს სასმელზე ხომ არ დაგვწვევით ? - თქვა და ხელზე აკოცა თითიეულს, მათაც თუთქოს ამას ელოდნენო, ზურასთამ ერთად დამიანესკენ გამოსწიეს
- გოგონებო, ეს დამიანეა…
მალევე, გაივსო კლუბი, მუსიკა ჩაირთო, ზურა და ის გოგო გაუჩინარდნენ, ,,ნათკა“ კი დამიანეს ეხვეოდა, როგორც სურო ხეს, ყველანაირად ცდილობდა რო მამაკაცი დაეინტერესებინა.. დამიანე უყურებდა მას და უფროდაუფრო უჩნდებოდა ვნების ჩაცხრობის სურვილი, ირონიული მზერით აკვირდებიდა მას და არც გაჰკვირვებია რამდენიმე წუთში გოგომ თავისთან რომ დაჰპატიჟა. არ ახსოვს როგორ ავიდნენ მეხუთე სართულზე, კადრებად ახსოვს, როგორ გახადა შემოსასვლელში ტანსაცმელი და საძინებელში გადაინაცვლა ..
დილით თავის ტკივილმა გააღვიძა, საწოლში სრულიად შიშველი იწვა, გოგოსთან რომლის სახელიც არ ახსოვდა.. აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.. ნელა ურტყამდა ნაფაზს და გრძნობდა როგორ ჩადიოდა ფილტვებში კვამლი.. სიგარეტი ჩააგდო და ოთახში შებრუნდა. ქალს უკვე გაეღვიძა და ანთებული თვალებით ათვალიერებდა მამაკაცის სხეულს.
- არ მოხვალ ? - უთხრა და საკოცნელად გაიწია
- გუშინ გაკოცე ? - გაღიზიანებულმა ჰკითხა ბიჭმა. ქალი დაიბნა, ამ კითხვას არ ელოდა- არა, რამდენჯერაც ვცადე კოცნა არ მომეცი უფლება..
- ძალიან კარგი - კმაყოფილებით მიუგო და ჩაცმა დაიწყო
- ასე უბრალოდ წახვალ ? არ დამემშვიდობები ?
- კარგად ბრძანდებოდეთ! - ირონიული მზერით მიუგო და კიბეებს დაუყვა. მანქანა სახლთან გააჩერა და კარზე დააკაკუნა. მალევე გაუთო კარი აანამ
- დილამშვიდობის ! - უთხრა და კვლავ აათვალიერა გოგონა
- დილამშვიდობის, მეგონა სახლში იყავი .. - გაკვირვებულმა თქვა და შემდეგ დაიჭყანა, რადგან იგრძნო სურნელი, რომელიც ბიჭს მოჰყვა, სიგარეტის სასმელის, ქალისა და მამაკაცის სუნამოს ნარევი, დამიანეს ეს არ გამოჰოარვია და მაშინვე უთხრა
- წავალ ვიბანავებ.. მერე სამსახურში მივდივარ ..

სამსახურში ? ნეტავ სად მუშაობს .. თავისთვის ფიქრობდა როცა მაშო შემოვიდა სამზარეულოში
- ტასო, ხვალ ექსპედიციაში მივდივარ და 1 კვირა არ ვიქნები.. ტასოო!
- აა, ხო ხვალ მიდიხარ .. სად ?
- კახეთში, საველე გათხრებზე .. საინტერესო იქნება
- კი, ნამდვილად .. - ღიმილით მიუგო დას კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ტკეფონი აწკრიალდა
- გისმენთ..
- ანა, სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი..
- კარგი, ახლავე წამოვალ- მობილური გათიშა და მანქანის გასაღება დაავლო ხელი- მაშო მე მივდივარ - გასძახა დას, რომელიც უკვე ოთახში სესულიყო
გზეში ნიკოლოზმა დაურეკა, პირდაპირ მორგში მოდიო. ისიც იქეთ გაემართა, ხალათი და ხელთათმანები მოირგო და ამ ცივ სამარეში შეაბიჯა
- გამარჯობა დეტექტივო..
- გამარჯობა, რა მოხდა ?
- თქვენ რომ დაკითხეთ, ის კაცი დღეს დილით მკვდარი ვიპოვეთ .. საკანში
- სიკვდილის მიზეზი ?
- მოწამვლა .. მის საჭმელში დიდი რაოდენობით კალციუმის ციანიდი აღმოჩნდა
- ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა ? დავიჯერო განყოფილებაში ვირთხა გვყავს ?
- ეგეც შესაძლებელია, შესაძლოა, მკვლელმა ვინმე დაიქირავა ვინც მოწამლა..
- ყველა კამერა გადაამოწმეთ, ვინ შევიდა მასთან, ვის ჰქონდა შეხება საკვენთან ყველა დაკითხეთ ! - ბრძანება გასცა და იქაურობა დატოვა. შემდეგ შეფთან შევიდა და ჩხრეკოს ორდერი მოითხოვა
- ანა, ასე უბრალოდ ვერ მოგცემ ჩხრეკოს ორდერს, თანაც ეს სახლი სახელმწიფოს საკუთრებაშია..
- შეფ, ეს კაცი იმიტომ მოკლეს რომ ინფორმაცია გამანდო.. მითხრა იქ რასაც ეძებდა .
- არა ანა, მით უმეტეს ამ საქმეში ვერ გაგრევ, ამ საქმეს სხვა განყოფილებას გადავცემ და ისინი მიხედავენ… ამ თემაზე არაფერი მკითხო! - მკაცრად უთხრა და გაუშვა
საგონებელშჯ ჩავარდნილმა დატოვა განყოფილება. მანქანა სახლის წინ გააჩერა და სახლში გიჟივით შევარდა. მაშინვე სხვენში ავიდა.. აქ მისი პატარა საიდუმლო ოთახი იყო, ამ ოთახში 25 წლის წინ მომხდარის შესახებ ყველა ჟურნალ-გაზეთიდან თუ ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული მასალა ჰქონდა, კედელზე ჭიკარტებჯით მიკრული სურათები და სტატიები ერთმანეთს წითელი ძაფით უკავშირდებოდა.. მისი მზერა დიდმა კითხვის ნიშანმა მიიქცია, რომელიც გაზეთის ნაგლეჯზე იყო დასმული, სათაური ამოიკითხა ,, სად გაქრა, ცნობილი ბიზნესმენის, დავით დორეულის მცირე წლოვანი ვაჟი, ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი ამ ოჯახიდან ? „ ხელახლა გადმოქექა ყველაფერი, თავიდან დაიწყო დაკავშირება , დაფას 2 ახალი პიროვნება მიემატა - ქურდი, რომელიც უკვე მოკლეს და მისი დამკვეთი.
- პანდორას ყუთი.. - თავისთვის ჩაიბურტყუნა და მესამე ფურცელიც მიაკრა დაფას

დამიანე ოთახიდან გამოვიდა, სამზარეულოში უნდა ჩასულიყო, როცა ხმაური მოესმა, მისი მიმართულებით წავიდა და სხვენის კიბეს მიადგა, შიგნით შეიხედა და ანა დაინახა, რომელიც დაფას ჩაგკირკიტებდა .
- ეს რა არის ? - ნელა შევიდა ოთახში
- აქ რას აკეთებ ? - გაბრაზებულმა მიუგო გოგომ
- უბრალოდ ხმაური გავიგონე და.. ეს შენი გამოძიებაა ?
- ამ.. -დაფიქრდა და უპასუხა- დიახ..
როცა მამაკაცი მიხვდა, რა წარმოადგენდა გოგონას დაფას, შეშფოთდა, რადგან არ უნდაოდა იგი ამ საქმეში გაერია. თანაც საკმაოდ დაინტერესდა..
- ეს ბიჭი ვინაა ? - ჰკითხა პატარა ბიჭუნაზე
- ეს .. - გაიცინა მან - ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია.. ამ ამბის შემდეგ არ მინახავს .. არც მი ვიცი სადაა, როგორაა.. - ნაღვლიანად ჩაილპარაკა
- გენატრება ?
- ძალიან! სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარდა .. აქვე ცზოვრობდნენ.. აი, წინ რომ სახლი დგას - თქვა და ფანჯრიდან დაანახა, აწ უკვე კარგად ნაცნობი სახლი დაანახა.
- ახლა აქ აღარავინ აღარაა ხო ?
- არა ..საერთოდ არავინ.. ყველას ეშინია ამ სახლის, არადა როგორ მახსოვს, რამდენს ვთამაშობდით.. ოთახიდან ოთახში დავრბოდით, მერე ლილის ნამცხვარი მოჰქონდა ჩვენთვის მხოლოდ ამით გვაჩერებდა.. ეს საუკეთესო იყო .. - ცრემლიანი თვალები კვლავ სახლს მიაპყრო
- განყოფილებაში რა მოხდა ? - სხვა თემაზე გადავიდა უცებ
- სიამოვნებით მოგიყვებოდი, ეს ჩემს ბავშვობას რომ ეხებოდეს, მაგრამ საქმეზე ლაპარაკი სამოქალაქო პირებთან გვეკრძალება..
- და თუ გეტყვი, რომ დახმარება შემიძლია.. - გამომცდელად ჰკითხა და პასუხს დაელოდა
- რა სახის დახმარება ?
- ვიცი, რომ ეს საქმე სხვა განყოფილებას გადასცეს, შემიძლია საქმის კურსში გამყოფო და ყველა ახალი ამბავი შეგარყობინო - გოგომ ეჭვის თვალით შეხედა .. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, შემდეგ გაუშვა და ამოიხვმენეშა
- კარგი, მოგიყვები.. რამდენიმე დღის წინ ამ სახლში ქურდი შეიჭრა, რომელიც დავაკავეთ, დაკითხვისას თქვა, რომ უცნობმა პირმა დაიქირავა, რათა ე.წ პანდორას ყუთი ეპოვა.. ეს ყუთი ყველაფრის გასაღებია..შეიძლება ისიც კი გაარკვიოს სინამდვილეში ვინ მოკლა ეს ადამიანები .. და დღეს დილით ეს კაცი მკვდარი იპოვეს საკანში.. ვიღაცამ მოწამლა..
- შენ ფიქრობ, რომ ცოლი და შვილი მამამ არ მოკლა და შემდეგ თავი არ მოიკლა ?
- არვიცი რა გითხრა.. მათთან ვიყავი სულ, დემეტრე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ჩემი მშობლებიც მეგობრობდნენ ლილისა და გიორგისთან.. ვერავინ დამაჯერებს რომ გიორგიმ ასე უბრალოდ მოკლა ცოლ-შვილი და შემდეგ თავი მოიკლა.. აქ სულ სხვა, უფრო ბნელი რამაა .. - დაგიქრებით თქვა და სურათებს მიაპყრო მზერა - კარგი, ჯობია წავიდეთ ..
ოთახიდან გამოვიდნენ, ერთად ისადილეს, ხმა არცერთს არ ამოუღია. ანა შებინდებას ელოდა, რომ თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა. 6 საათი იყო, სახლიდან რომ გამოვიდა და დაიბარა მაღაზიაში მივდივარო, რამაც დამიანე დააეჭვა, ამიტომ უკან გაჰყვა.
ანა ფრთხილად მიაბიჯებდა, დიდი, რკინის, ჩუქურთმიანი ჭიშკარი გააღო და გავერანებულ ეზოში შევიდა. ყველაფერმა თვალწინ გაურბინა.. როგორ თამაშობდა ბავშვობაში აქ.. აი, ის საქანელა, ასე ძალიან რომ უყვარდა, დემეტრე კი სულ ცდილობდა, რომ გოგონასთბის დაესწრო. უნებურად გაეღიმა ამ მოგონებებზე. ფანრი აანთო და ნელ-ნელა აუყვა ქვითკირის კიბეს, რომელიც დაბზარულიყო და ბალახები ამოსჩროდა. კართამ გაჩერდა და გასაღები ამოიღო. ეს გასაღებიც დემეტრემ მისცა, ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებიო რომ განუცხადა. გასაღები კლიტეს მოარჰო და გადაატრიალა. უსიამოდ გაიჭრიალა დაჟანგულმა ანჯამებმა ფრთხილად გააღო და მარმარილოს დამტვერილ და ობობის ქსელით სავსე იატაკზე შეაბიჯა.. თითქოს არაფერი შეცვლილიყო, მხოლოდ ნივთები იყო არეული.. ბოლო ,,სტუმრის“ გამო. პირველი რაც მოაფიქრდა, ეს გიორგის კაბინეტი იყო, მეორე სართულზე. კიბეზე ფეხი დადგა თუ არა ხის საფეხურებმა ისეთი ხმა გამოსცა, ფაქტი იყო თავის დრო მოეჭამათ. უკვე მეექვსე საფეხურზე იყო, როცა კიბე ჩატყდა და შიგნით ფეხი ჩაუვარდა
- ჯანდაბა!! - წამოიყვირა და ფეხის ამოწევა სცადა მაგრამ უშედეგოდ, უცებ ქვედა საფეხურიც ჩატყდა და კიბეში ჩავარდა..
დამიანე ფრთხილად მიჰყვებოდა გოგონას, რომელიც ეოში შეჩერდა, თვითონაც შედგა, გაახსენდა ყველაფერი და ვერც კი გაიგო როგორ გაქრა ანასტასია. მერე უცებ მტვრევის ხმა გაიგო და სახლში რომ შევარდა პირველი რაც დაინახა, ეს ფანრის შუქი იყო, რომელიც კიბია სიღრმიდან მოდიოდა , მაშინვე იქეთ წავიდა და შიგნით ჩახტა
- ანა, ანა.. გამოფხიზლდი.. ანა - ფრთხილად ეხებოდა სახეზე და გოგონას მოსულიერებას ცდილობდა, რაც გამოუვიდა
- დამიანე.. აქ რა გინდა .. - ძლივს წარმოთქვა და წამოდგომას შეეცადა
- ფრთხილად, ვფიქრობ თავი დაარტყი..
- სად ვართ ? ეს კიბის ქვეშაა ? უცნაურია აქამდე არასდროს მინახავს ..
- არც მე .. -თქვა დამიანემ და დაამატა - ზოგადად, კიბის ქვეშ საკუჭნაოა ხოლმე, ეს კი საკუჭნაოს არ გგავს..
- აქედან უნდა ავიდეთ.. თქვა ტასომ და ფანარით იქაურობის შესწავლას შუდგა
- ირგვლივ სულ მიწაა, საინტერესოა.. თქვა და ძირს დაიხედა- ეს რა არის ? - იკითხა, როცა რაღაც მყარა ფეხი წაჰკრა
- არვიცი, ქვას ჰგავს.. - დამიანემ მობილურით გაანათა და ზედ წარწერა ამოიკითხა: ,, ეკატერინე დორეული. ალექსანდრეს ას. 1945-1970
- ეს რა ჯანდაბაა … ღმერთო ეს… საფლავი.. მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლის ქვეშ ადამიანი იყო დასაფლავებული .. ღმერთოო.. - შეძრწუნებულმა წამოიძახა- უნდა ამოვთხაროთ!
- რაა? - გაკვირვებულმა წამოიძახა დამიანემ
- ეს ერთადერთი გზაა სიმართლის გასაგებად, იქნებ სწორედ ესაა პანდორას ყუთი ?
- და იქნებ არაა ? მიცვალებულის ამოთხრის იდეა არ მომწონს!
- აქ არაკანონიერად ვართ, თუ გაიგებენ დაგვაპატიმრებენ, ამიტომ ნებისმიერი ნივთმტკიცება გვჭირდება .. - თვალებგაფართოებულმა წამოიძახა ანამ დამიანე იძულებული გახდა, რომ იარაღები მოეძებნა ამოსათხრელად. მალევე მიაგნო, ადგილი არც შეუცვლიათ, ისევ იქ იყო. ბარი და წერაქვი მოიტანა
- მაშ ასე დავიწყეთ.. -თქვა და ბარი მიწას დაჰკრა .. კარგა ხანს თხრიდნენ დაახლოებით ერთი მეტრის ამოთხრის შემდგომ ბარის წვერი რაღაც მაგარს მოხვდა - ორივემ ერთმანეთს გადახედა , სასახლის სახურავი ნიჩბით მოასუფთავეს და გვერდებიდან მიწა მოაშორეს, რათა მარტივად გაეღოთ. თავი ძლივს ააძვრეს და რაც შიგნით დახვდათ ეს საშინელება იყო: ჯერ საშინელი, თავისებური, ხრწნისა და მიწის სუნი ამოვარდა, შემდეგ კი ნათლად დაინახეს თუთქმის უკვე ძვლებად ქცეული, პირდაბჩენილი ქალის სხეული. შავი ატლასის კაბა ეცვა და ხელში შავი ყუთი ეჭირა. ერთხანს ამ სანახაობით გათიშულნი ვერ გამოერკვნენ, შემდეგ დამიანემ მიცვალებულს ხელიდან გამოაცალა ყუთი და ზემოთ ადო და ანას ასვლაში დაეხმარა.
- როგორ მინდა რომ ყველაფერი გაირკვეს.. ეს ქალი ვინ არია საერთოდ . ალექსანდრე.. მახსოვს ბატონი გიორგის ბაბუის სახელია.. ამუ გამოდია რომ ეს ქალი გიორგის მამიდაა ?? ვერაფერს ვხვდები..
- მოდი, ყუთი გავხსნათ.. იქნებ რამე აღმოვაჩინოთ.. - ყუთი ხელში აიღო დამიანემ და ფრთხილად გახსნა. შიგნით გაცრეცილი წერილები იდო, ძველი საფოსტო მარკითა და მისამართებით. ბოლოს კი ფოტოსურათი იდო - ახალგზარდა წყვილის, რომლებიც ბედნიერად უღიმოდნენ ფოტოაპარატს, ფოტოს უკან წარწერა ამოიკითხა - კატო და ილია, ლენინგრადი 1967 წელი .. - ერთმანეთს გადახედეს
- ეს რას უნდა ნიშნავდეს ? კატო გასაგებია, ილია ვინ არის ?
- იქნებ ქმარი ? - თქვა დამიანემ და ორივემ მიცვალებულს დახედა
- არამგონია გათხოვილი ქალი ასე .. ასე დაემარხათ სახლის ქვეშ.. ბოლოსდაბოლოს ქმარიც გვერდით უნდა ჰყოლოდა დაკრძალული, თანაც არა აქ, არამედ სასაფლაოზე!
- და როგორ უნდა გავარკვიოთ ყველაფერი, როცა ამ ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არაა?
- ოჯახი ჰო.. მაგრამ ერთმა ადამიანმა შესაძლოა რამე იცოდეს..
- ვინ ? - გაკვირვბით ჰკითხა დამიანემ
- ნაზიმ .. ბატონი გიორგის შემდეგ კი დამიანეს ძიძა იყო.. იქნებ, რამე იცის ამ ყველაფერზე. უნდა ვცადოთ - დარწმუნებით თქვა ანამ და ჩონჩხს გაუსწორა მზერა - და ამას ასე ვერ დავტოვებთ!
- რა უნდა ვუყოთ ?
- სასახლიდან უნდა გადმოვასვენოთ
- კარგი და მერე?
- მეგობართან წავიღებთ..

***
ალბათ, ამ ქუჩაზე გავლისას ყველას დაუნახავს ძველი კორპუსის სარდაფზე გაკრული აბრა, რომელზეც შავ ფონზე, დიდი, თეთრი ასოებით ეწერა: ,,ჰადესის სახლი“
ეს ერთი შეხედვით, ირონიული სახელი აბსოლუტურად შეესაბამებოდა ამ სარდაფის დანიშნულებას, ის ხომ მორგი გახლდათ. ეს ასე ვთქვათ, ოჯახური ბიზნესი იყო, უკვე დიდი ხანია. ახლა მთელი ეს ბიზნესი ოჯახის უმცროსს ქალიშვილს -ნიკეს ჰქონდა ჩაბარებული. მის უფროს დას სძაგდა ეს ადგილი და როგორც კი სრულწლოვანი გახდა მაშინვე მოშორდა თავის ოჯახს. ნიკეს ბავშვობიდანვე აინტერესებდა ადამიანის ანატომია და როგროც კი მამამ ამ იდუმალ სამყაროში შებიჯების უფლება მისცა, მაშინვე დაიწყო საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა- სურდა მამასავით გამოეკვლია ადამიანების დაღუპვის მიზეზები. ამის გამო ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო ანასტასია, რომელიც ერთადერთი ახლო ადამიანი იყო მის ცხოვრებაში. ის ის იყო, ახალგაზრდა მამაკაცის დამტვრეული სხეულის დათვალიერებას მორჩა, რომ მობილურმა დარეკა
- ჰადესის სახლი გისმენთ!
- საღამომშვიდობის, საყვარელო, როგორ ხარ ?
- ოჰ, გაგახსენდი ქალბატონო ?
- არც დამვიწყებიხარ.. წინა დღეს მიცვალებული ხომ გაჩუქე ? -ჩაიხითხითა ანამ
- უინტერესო მიცვალებული იყო .. - იმედგაცრუებულმა გადახედა ზეწარ გადაფარებულს
- და თუ გეტყვი, რომ ახლა ძალიან საინტერესო და ,,გემრიელი“ ლუკმა მაქვს??
- შეფს არ დაურეკავს ჯერ - საათს დახედა
- შეფმა არაფერი იცის, მინდა ეს ჩვენი საიდუმლო იყოს
- ოჰოო, დავვინტრიგდი! მოიტანე, გელოდები !
- კარგი, გზაში ვართ!
ნიკემ ტელეფონი გათიშა და კარზე აბრა შემოატრიალა - არ ვმუშაობთ. შემდეგ მაგიდა მოამზადა და ყველა საჭირო ნივთი მოიმარაგა. მალევე კარზე დააკაკუნეს, კარი გააღო და ოთახში ახლგაზრდა მამაკაცმა შემოაბიჯა რომელსაც სასახლის ერთი ბოლო ეჭირა, ხოლო მეორე ბოლო ანას მოჰქონდა.
- გამარჯობა -თქვა ბიჭმა და სასახლე მორგის ნესტიან იატაკზე დადო
- გამარჯობა , ანა.. ეს რა არის? ხელფასი ისე შეგიმცირეს საფლავების გაძარცვაზეც გადახვედი ? - ჩაიცინა და მაშინვე თავი ახადა კუბოს - ეს.. რა ჯანდაბაა? - ახსნა განმარტებას დაელოდა და ორივეს გადახედა
- პირველ რიგში, მინდა ეს ბიჭი გაგაცნო.. დამიანე გავაშელი , ნიკე ამაშუკელი ..
- სასიამოვნოა -ორივემ ერთხმად წარმოსთქვა
- რაც შეეხება ამას, -განაგრძო დამიანემ - პატარა გამოძიებას ვატარებთ და შესაძლოა, ეს ქალი ჩვენი საქმის გასაღები იყოს
- ჰო , თუ რამეს გავარკვევთ აუცილებლად დაგვეხმარება
- კარგით.. დამეხმარეთ რომ მაგიდაზე გადმოვიტანო
ჩონჩხი მაგიდაზე გადმოიტანეს და კაბა სანახევროდ დაჩრჩილული კაბა შემოაჭრეს. ნიკემ იარაღები მოიმარაგა და დაკვირვებას შეუდგა.
- შეგიძლია დაადგინო მისი გარდაცვალების მიზეზი? ან ნებისმიერი რამ..
- მართალია დიდი ხანი გავიდა და მხოლოდ ძვლოვანი ქსოვილია დარჩენილი, მაგრამ შემიძლია რაიმე ვიპოვო
- კარგი, ამას დავტოვებთ, ეცადე არავინ გაიგოს ჩვენ წავალთ..
- კარგი, მტრედებო - ხითხითთ ჩაუკრა ანას თვალი და მიცვალებულს მიუბრუნდა
- ჩვენ არ..
- მტრედები არა? - ჩაიცინა დამიანემ და საჭეს მიუჯდა
- უბრალოდ, ჩემს გვერდით პირველად დაინახა მამაკაცი.. სულ ესაა
- პირველად? გასაკვირია
- რატომ ?
- ეგ მე უნდა გკითხო, რატომ არავინ იყო შენს გვერდით?
- ალბათ, ბავშვობის სიყვარული ვერ დავივიწყე - სიცილით მიუგო ანამ და საქარე მინას მიადო თავი. დამიანეს გაეღიმა, მეტი არაფერი უთქვამს. სახლში რომ მივიდნენ ანას ჩასძინებოდა. ერთხანს უყურა მძინარეს, შემდეგ კი ფრთილად აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა.
- ძილიმებისა ცისფერთვალებავ.. - ბავშვობის მეტსახელი დაუძახა, შუბლზე აკოცა და მშვიდად დატოვა ოთახი
მთელი ღამე არ დაეძინა, გადაწყვიტა გაესეირნა. სახლიდან გამოვიდა, როცა შენიშნა, რომ დორეულების სახლიდან შუქი გამოკრთოდა. მაშინვე იქეთ გასწია, ეზოს რომ მიუახლოვდა შუქი ჩაქრა. სახლისკენ წავიდა, როცა უცებ ვიღაც მთელი ძალით დაეტაკა და ძირს დააგდო. არ დაიბნა თავი გაითავისუფლა და უცნობი ქვეშ მოიქცია.
- ვინ ხარ და აქ რა გინდა ?? - უღრიალა მაგრამ ხმა არ ამოიღო, ნიღბის მოხსნა სცადა, მაგრამ თავში რაღაც ბლაგვი საგანი მოხვდა და ძირს დავარდა. ბუნდოვნად დაინახა, როგორ იდგა მის წინ ორი ნიღბიანი მამაკაცი.
- გამარჯობა დორეულო! - საზარლად ჩაიცინა ერთ-ერთმა
- საიდან.. საიდან იცით? - ძლივს წარმოსთქვა და ფეხზე ადგომას შეეცადა
- გეგონა, იტალიიდან შეუმჩნევლად ჩამოხვიდოდი და გამოძიებას დაიწყებდი შენს გოგოსთან ერთად?
- ის არაფერ შუაშია, არაფერი იცის - მშვიდად თქვა და თვალი გაუსწორა მათ
- მისმინე, თუ გინდა, რომ ახლა, თავის ოთახში მშვიდად მძინარე გიორგობიანს, ან მის ექსპედიციაში მყოფ დაიკოს არაფერი დაემართოს ამ საქმეს შეეშვი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს ისინიც და შენც თავიდან მოგიშოროთ
- ვინ ხართ? დარწმუნებული ვარ, სწორედ მან დაგიქირავათ, ვინ ჩემი ოჯახი დახოცა
- არა დამიანე არა.. არ გაერიო ამ ყველაფერში.. - თქვა უცნობმა, ბიჭს მიუახლოვდა და უცებ, ისე, რომ დამიანემ გააზრებაც ვერ მოასწრო დანა გაუყარა - ეს კი, იმისთვის, რომ დარწმუნდე ჩვენს შესაძლებლობებში.. უკან არაფრის გამო არ დავიხევთ.. თქვა და საკუთარ სისხლში დასვრილ დამიანეს მოშორდა. კიბე ჩაიარეს და თვალს მიეფარნენ. ბიჭი გაჭირვებით წამოდგა და სახლისკენ წავიდა, ჭრილობა სტკიოდა და ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. კარზე ზარი დარეკა.. ერთხელ, ორჯერ.. პასუხი არ იყო. უკვე ითიშებოდა, როცა კარი გაიღო და ანას შეშინებული სახე დაინახა..

***
კარი გააღო და გათიშვის პირას მყოფი, საკუთარ სისხლში დასვრილი დამიანე დაინახა, თავიდან დაიბნა, შემდეგ კი ბიჭს ხელი შეაშველა და გაჭირვებით დივანზე დააწვინა
- ჯანდაბა, ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ!! - ტელეფონს ხელი დაავლო
- არა.. არა ... ვერ მივალ საავადმყოფოში.. ზურა.. ზურას დაურეკე - ამის თქმაღა მოახერხა და გონება დაკარგა
- დამიანე!! დამიანე!! .. კარგი.. კარგი .. ზურაა .. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა, დამიანეს ტელეფონი მოძებნა და ,,ზურას“ დაურეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ ბიჭმა უპასუხა
- ჰო დამი, რახდება?
- დამიანე დაჭრილია, მისამართს მოგწერ და სასწრაფოდ მოდი! -უცებ მიაყარა და გათიშა, მისამართი გაუგზავნა. ასე ვერ დატოვებდა მის მოსვლამდე რაღაც უნდა მოემოქმედა. სამედიცინო ყუთი მოიტანა, მაკრატლით ზედა შემოაჭრა და ჭრილობის გასუფთავება დაიწყო - შენ ამას შეძლებ! -საკუთარ თავს აგულიანებდა, თითქმის დაასრულა, როცა კარი გაიღო და ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა
- მე მივხედავ! - მკაცრად უთხრა და ჭრილობის დამუშავების შემდგომ მისი გაკერვა დაიწყო - რა მოხდა?
- არვიცი არაფერი, მეძინა, როცა კარზე ზარი რამდენჯერმე დარეკა .. რომ გავედი ასე იყო.. - მთლიანად კანკალებდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა
- გამომძიებელი ხარ და სისხლსა და ჭრილობებს პირველად ხედავ ? - ირონია შეპარული ხმით მიმართა გოგონაა და ჭრილობა გადაახვია
- კი, ათასჯერ მინახავს.. არვიცი ასეთი რეაქცია რატომ მაქვს - შედარებით დამშვიდებულმა მიუგო და დამიანეს გაუსწორა მზერა, რომელიც უგონოდ იწვა დივანზე.
- კარგი, დამეხმარე, რომ ცოტა კომფორტულად მოვაწყოთ - მაშინვე ოთახიდან ბალიში და საბანი ჩამოიტანა
- მე უნდა წავიდე, ვეცდები რამე გავარკვიო. მარტო არ დატოვებ ვიცი. ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთე და ჯერ არ გაიღვიძებს. თუ სიცხემ მისცა დამირეკე - თვალი ჩაუკრა და სახლი დატოვა. ანასტასია ხალიჩაზე დაჯდა და დამიანეს ხელი დაიჭირა
- შემაშინე, იდუმალო ბიჭო.. ძალიან შემაშინე.. - თქვა და თავი დივანზე ჩამოდო, მალევე ჩაეძინა.

***
დამძიმებული ქუთუთოები ძლივს ასწია და მზით განათებულ ოთახს თვალი მოავლო. შემდეგ გუშინდელი გაახსენდა და ჭრილობას შეხხედა, რომელიც შეხვეული იყო. ანას დახედა, რომელსაც მისი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და მოკუნტულს, საწყლად ეძინა ხალიჩაზე.
- ანა .. - გაჭირვებით შეახო მეორე ხელი თმაზე. გოგონა შეიშმუშნა და თავი ასწია
- დამიანე! როგორ ხარ ? -თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ბიჭს. წამით დამიანეს მთელი ბავშობა გაახსენდა, საათები გაუტარებიათ ერთად და მაშინაც კი აღფრთოვანებული იღო გოგონას ზღვისფერი თვალებით. მიუხედავად ყრუ ტკივილისა, ბაგე ღიმილმა გაუპო
- კარგად ვარ .. ცოტა მტკივა მაგრამ არაუშავს.. ზურა იყო ხო მოსული ?
- კი იყო და მალევე წავიდა, იქნებ რამე გავარკვიოო..
- მადლობა ტას .. - სიყვარულით შეხედა გოგონას, რომელსაც ლოყები შეეფაკლა
- ტას.. დემეტრე მეძახდა ასე.. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. დამიანე თითქოს სიზმრიდან გამოაფხიზლესო, ჩაახველა და ანას მიმართა
- უნდა ვილაპარაკოთ..
- დიახ, აუცილებლად.. მაინტერესებს გუშინ რა მოხდა. - სერიოზულად მიუგო და წამოჯდომაში დაეხმარა
- არა, ტას.. სანამ გუშინდელზე ვილაპარაკებთ.. მანამდე.. მანამდე, რაღაც უნდა მოგიყვე, უნდა იცოდე.. - გოგონა ანერვიულდა, იგრძნო როგორ აუჩქარდა პულსი, ჯერ ბავშვობსი დროინდელი სახელი ახლა კიდევ ეს ,,სერიოზული“ საქმე.. თიტქოს კავშირს გრძნობდა ამ ყველაფერს შორის, მაგრამ რეალურად ვერ ხედავდა, კონკრეტულად რა კავშირი იყო
- კარგი, გისმენ..
- ის ბიჭი, რომელიც შენ ასე გენატრება, რომელიც გადაურჩა ამ უბედურ შემთხვევას.. უგზო-უკვლოდ არ გამქრალა.. - სიტყვებს ეძებდა და ვერ პოულობდა , ამოიხვნეშა და განაგრძო - იმ შემთხვევის შემდეგ ბავშვი ბებიასთან, ვერონაში გაუშვეს.. და მთელი ამხნის განმავლობაში იქ იზრდებოდა. თავდაცვის მიზნით სახელი და გვარიც შეიცვალა, რათა ეჭვი არავის აეღო, როცა.. როცა საქართველოში დაბრუნდებოდა.. როცა საქართველოში დავბრუნდებოდი ტას.. - ნაღვლიანად შეხედა ანასტასია ცრემლებით სავსე თვალებს
- ანუ.. მთელი ამხნის განმავლობაში.. ღმერთო - სიხარულის ცრემლები წამოუვიდა და ბიჭს ნელ-ნელა მიუახლოვდა - ჩემი დემე .. რომ იცოდე, როგორ მენატრებოდი. წამი არ გავიდოდა რომ არ მეფიქრა ამ ყველაფერზე.. ეს პროფესიაც იიტომ ავირჩიე, რომ ყველაფერი გაომეძიებინა.. მინდოდა მომეძებნე.. მინდოდა გულში ჩაგეკარი, როგორც ბავშვობაში.. გახსოვს ? რამე მეწყიებოდა , თუ რამეზე გავბრაზდებოდი.. უცებ, არსაიდან გამოჩნდებოდი და მეხუტებოდი.. ღმერთო.. ოცი წელი.. ოცი წელი გავიდა. მტკიოდა უშენობა.. როცა ყველა შემომეძარცვა გარშემო აღარავინ დამრჩა ჩემს აუხდენელ ოცნებად იქეცი, მინდოდა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი.. ძალიან მინდოდა.. როგორ არ ვეცადე, რომ მეპოვე ყველა საქმე გადავქექე, მაგრამ შენი კვალი შემთხვევის დრეს ქრებოდა.. - ატირებული ჩაეხუტა დამიანეს
- ჩემო ცისფერთვალებავ, გირდები, რომ არ მიგატოვებ! არასდროს! - თმაზე ეფერებოდა ბავშვობის მეგობარსა და ალბათ ერთადერთ ქალს, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია
- გუშინ? გუშინ რა მოხდა?
- გუშინ, ვერ დავიძინე, გადავწყვიტე გამესეირნა, როცა დორეულების სახლს ჩავუარე, შუქი შევნიშნე, შიგნით შესვლისას კი თავს დამესხნენ.. არვიცი, ვინ იყვნენ, თუმცა მათ იცოდნენ ჩემი ვინაობა და ზუსტი ინფორმაცია აქვთ შენზე და მაშოზე. ვერ დავუშვებ, რომ საფრთხეში ჩაგაგდოთ, უნდა ჩამოშორდე ამ საქმეს ტას.
- რა? არავითარ შემთხვევაში! ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრებთ!
- ოხ, ჯიუტო გიორგობიანო! - ღიმილით დაუკოცნა გოგონას ქათქათა ხელები
- მაპატიეთ, რომ თქვენს ბედნიერ მომენტს გიფუჭებთ.. მაგრამ, იქნებთ ამიხსნათ აქ რა ხდება ? - გაკვირვებული მაშო ბარგით ხელში იდგა ოთახში და გაოცებული ხან დამიანეს კალთაში მოკალათებულ დას უყურებდა, ხან კი თავად დამიანეს, რომელიც სანახევროდ შიშველი იყო და მარჯვენა მხარე შეხვეული ჰქონდა
- მაშო! - გახარებულმა წამოიძახა ტასომ და შეცბუნებული წამოდგა, რაზეც დამიანეს ჩაეღიმა - სასიხარულო ამბავი გვაქვს!
- ორსულად ხარ ? -ეჭვისთალით გადახედა ორივეს, რაზეც დამიანეს სიცილი აუტყდა, მაგრამ მალევე გაჩერდა, რადგან ჭრილობამ თავი შეახსენა
- ვაიმე, მაშო!! საიდან მოიტანე ?? - აღშფოთებულმა წამოიძახა ანამ
- კიდევ მე მოვიტანე რამე? - ჩაიხითხითა მაშომ - თქვენ დამხვდით აქ ერთმანეთსზე გადაფსკვნილები..
- არა.. ღმერთო.. ჩვენ.. იმის თქმა მინდოდა, რომ გაიცანი.. დემეტრე დორეული .. ,,ის“ დემეტრე.
- რაა?? ღმერთო, ცოცხალი ხარ? მოიცა, ამდენი ხანი აქ ცხოვრობდი და არ გვითხარი?
- შესაბამის მომენტს ველოდი .. და ისიც დადგა - ღმილით თქვა დამიანემ. ანას ტელეფონმა დაიწკიარალა
- გისმენ ნიკე
- საინტერესო ამბები მაქვს თქვენც ,,ძვლებზე“ გელოდებით..
- კარგი, მოვალ.
- რა ხდება ?
- ნიკემ რაღაცები გაარკვია უნდა წავიდე, გთხოვ სახლში დარჩი, არა, კი არ გთხოვ, მოვითხოვ, რომ სახლში დარჩე!
- კარგი, კარგი .. ველოდები ახალ ინფორმაციას..
ანასტასია საძინებელში ავიდა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ჯერ კიდევ სისხლით დასვრილი ზედა ეცვა, მაშინვე გაიხადა და შხაპი მიიღო. დემეტრეს ეძინა, ამიტომ მაშოს ჩააბარა ყველაფერი და ჰადესის სახლისკენ გასწია.

ანა ახალი წასული იყო, როცა მაშო სახლის დალაგებას მორჩა, საძინებელში ავიდა, შხაპი მიიღო და როცა გამოვიდა სამზარეულოდან ხმაური მოესმა, ჯერ იფიქრა დემეტრეაო, მაგრამ მძინარე დატოვა და არც ეგონა, რომ დაჭრილი ადამიანი სამზარეულოში ბოდიალს დაიწყებდა. კარს უკან მიყუდებულ ბავშვობისდროინდელ ბიტას ჩაავლო ხელი და პირსახოცშემოხვეულმა ფრთხილად ჩაიარა კიბეები. როცა სამზარეულოში შევიდა, ტყავის ქურთუკში გამოწყობილი უცნობი დაინახა, რომელიც ყველა კარადას აღებდა და რაღაცას გამალებით ეძებდა
- სად არის..
- არვიცი, ვინ ხარ და აქ რა გინდა მაგრამ, სასწარფოდ დატოვე ჩემი სახლი, თორემ ჩემს ქმედებაზე პასუხს არ ვაგებ! - რაც შეეძლო მკაცრად უთხრა. ბიჭი შემოტრიალდა და ვნებიანი მზერით აათვალიერა გოგონა, რომელსაც სველი თმა მხრებზე ჩამოშლოდა, პირსახოცი საჯდომს ძლივს უფარავდა და ხელში ბიტა ეჭირა - ვერ გაიგე რა ვთქვი ? ახლავე მიბრძანდი აქედან, თორემ პოლიციაში დავრეკავ!
- ოჰო.. შემაშინე - ირონიულად ცაილაპარაკა და მაშოსკენ წავიდა
- არ მომიახლოვდე! - წამოიყვირა მან და უკუსვლით წავიდა
- თორემ რა ?
- თორემ.. ვიყვირებ! - უთხრა და საკუთარი თავი გალანძღა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრეო ?
- იყვირე.. - ვნებიანად დასცქეროდა მამაკაცი გოგოს ტუჩებს
- არ.. არ გაბედო - მაშინვე მიუხვდა მაშო ბიჭს განზრახვას
-გავბედავ! - თქვა მან და გოგოს ტუჩებზე დააცხრა, მოულოდნელობისგან ბიტა ხელიდან გაუვარდა და იატაკზე მჭახედ დაეცა. მამაკაცმა წელზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. მაშოს უნდოდა რომ წინააღმდეგობა გაეწია, ამის მიუხედავად მთლიანად მოეშვა - მე ზურა ვარ, დამიანეს მეგობარი, სასიამოვნოა.. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! - ტუჩებთან ჩაილაპარაკა და ლოყებაწითლებულ, გაურკვევლობაში მყოფ მაშოს მოშორდა.


***
მანქანა ჰადესის სახლის წინ გააჩერა და ღიმილით შეაღო კარი
- აბა, ჩემო მკვდრების დაქალო, რა აღმოაჩინე ? - ლოყაზე ხმაურით აკოცა ნიკეს
- ბევრი ვერაფერი, თუმცა რაც ვიპოვე, ვფიქრობ დაგაინტერესებს.. რამე მოხდა? - იჭვნეულად შეხედა ტასოს, რომელიც ძვლებს ეფერებოდა
- დემეტრე დაბრუნდა..
- რა? დემეტრე დორეული გამოჩნდა ? ოჰოო..ის ბიჭია არა?
- კი ისაა, უზომოდ ბედნიერი ვარ .. -ღიმილით ჩაილაპარაკა და განაგრძნო - კარგი, ეკატერინეს დავუბრუნდეთ. რაო, ჩვენმა მეგობარმა ?
- პირველი, რაც ყველაზე მარტივად საპოვნელი აღმოჩნდა, ეს მრავლობითი მოტეხილობებია, რომლებიც სიკვდილამდეა მიღებული. კერძოდ, მოტეხილობა მარჯვენა ლავიწზე, მენჯის ძვალზე, წვივზე და ყველაზე მნიშვნელოვანი, კისერი აქვს მოტეხილი, ანუ შესაძლებელია, რომ სიკვდილის გამომწვევი სწორედ ეს ყოფილიყო..შესაძლოა დაახრჩვეს, და წინააღმდეგობის გაწევისას დაიზიანა ეს ყველაფერი, ან კიბეზე დაგორდა, მაგრმა ირველი ვარიანტი უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია..
- საკმაოდ საინტერესოა..
- ასევე, გარდა ძვლებზე დაკვირვებისა, დროის გაყვანის მიზნით, ის შავი ყუთი გადავქექე, რომელიც მას მოყვა. საკმაოდ საინტერესო ფაქტები შევაგროვე - თქვა ნიკემ და იქვე დადგმულ, ძველ საწერ მაგიდას მიუახლოვდა - აქ მიცვალებულის პირადი და შეიძლება ითქვას, სასიყვარულო წერილებია, ვინმე ილია ივანოვთან მიწერილი, ფოტოსურათიცაა, საკმაოდ სიმპატიურია.
- რა ეწერა წერილებში? რამე ისეთია, რაც ,,ძაღლის თავს გვაპოვნინებს“ ?
- ერთ-ერთ წერილში ეკეტერინე ილიას სწერს, რომ ერთად ვერ იქნებიან, რადგან მამამისი ამის სასტიკი წინააღმდეგია, ამ წერილის შემდგომ, ფაქტია, წყვილი რამდენჯერმე კვლავ შეხვდა ერთმანეთს და როგორც ჩანს, ერთად გაპარვა დაგეგმეს , რადგან ბოლო წერილი ამ სიტყვებით მთავრდება : ,, გამთენიისას ყველაფერი მზად მექნება, აიღე რაც შენთვის ძვირფასია, თუ კი რაიმე მოგეპოვება მაგ დაწყევლილ სახლში ძვირფასი და ჩვენს ადგილას მოდი.“ ამის შემდეგ კი კვალი მთლიანად წყდება..თუმცა, შეგვიძლია ძველი მისამართით მოვძებნოთ, ვინმეს მაინც ვიპოვით.
- ვიცი, ამის შესახებ ვისაც ეცოდინება .. -თქვა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა, გასვლისას კი მოაძახა - საღამოს ჩემთან გელოდები - მანქანაში ჩაჯდა და ნაცნობი მისამართისკენ წავიდა.
ნაზი, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდა, მარტოდმარტო. კატებით გარშემორტყმული, რომელიღაც ზღაპრის ბოროტ ჯადოქარს გჰგავდა, არადა, საკმაოდ სანდომიანი და თბილი სახე ჰქონდა, საშუალო სიმაღლის, პუტკუნა ქალი იყო, ჭაღარა, ხშირი კულულებით, სახეზე უამრავი ნაოჭი ჰქონდა, თითქოს, თითოეული განცდა დრომ მის კანზე ასახაო. ყვავილები უყვარდა უზომოდ, მთელ სახლში ყვევილები იყო, ფეხს ვერ აუქცევდი, კატებსა და ყავვილებს.
მანქანა კორპუსის წინ გააჩერა და პირველ სართულზე, შუაკარზე ზარი დარეკა, მალევე კარი გაიღო და ზღურბლზე ნაზი გამოჩნდა
- ანასტასია! - სიხარულით წამოიძახა და გოგონას ჩაეხუტა. ანამ ის სურნელი შეისუნთქა, ასე ძალიან რომ უყვარდა, ყვევილებისა და ვანილის ტკბილი არომატი, სულ რომ ტან სდევდა ამ ქალს - ასე უნდა დაკარგვა? მოდი, მოდი, ამ წამს გამოვიღე აირღუმლიდან შენი საყვარელი ორცხობილები - ტასო ბინაში შევიდა, მართლაც საოცარი სურნელი ტრიალებდა. ბოლო ვიზიტის შემდეგ არაფერი შეცვლილიყო.
- არაფერი შეგიცვლია, მომენატრა აქ ყოფნა - ღიმილით თქვა და ახალგამომცხვარ ორცხობილას შეექცა
- აბა, აქ რა ქარმა გადმოგაგდო ? - როგორც ყოველთვის თმაზე ეფერებოდა ქალი
- ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.. და მინდა, რომ შენც გაიხსენო რაღაც-რაღაცები -სერიოზული ტონით უთხრა და მისკენ შებრუნდა
- ოჰო, ჩემი გოგო აღარ ხუმრობს, გისმენ !
ტასომ მოყოლა დაიწყო, სულ თავიდან, როგორ გამოჩნდა უცხო მამაკაცი მის კართან, გამოძიების რამდენიმე დეტალი, როგორ აღმოაჩინა დორეულების სახლში მიცვალებული. როცა ეკატერინე ახსენა, შენიშნა როგორ გაიელვა შიშმა და მწუხარებამ ნაზის თვალებში.და ბოლოს მოახსენა, როგორ ,,იპოვა“ დემეტრე. თხრობის ბოლოს, ქალს სიხარულის ცრემლები მოსდიოდა
- ჩემი დემეტრე, ახლა როგორაა? შეიცვალა ?
- საკმაოდ.. იმდენად, რომ ვერ ვიცანი.. ნაზი, - სიტყვებს არჩევდა ვიცი, რომ დორეულების სახლში საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდი.. თუ სწორად მახსოვს, ბატონი გიორგის მამის ძიძაც იყავით..
- არა, არა, საყვარელო, არასწორად გახსოვს. სინამდვილეში დორეულებთან 1951 წელს მივედი, როცა პირველი ქალიშვილი - ეკატერინე შეეძინათ. მაშინ მხოლოდ თვრამეტი წლის ვიყავი, ბავშვის მომვლელად ამიყვანეს და სახლის საქმეების ნაწილი მევალებოდა. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ულამაზესი, თუმცა ნანატრი შვილი გახლდათ და ამიტომ, ცოტათი თავნება და განებივრებული იყო. არაფერი აკლდა, არც ტანსაცმელი, არც წვეულებები და განათლება, ყველაფერი ჰქონდა.. - წამით გაჩერდა და ჩაფიქრდა
- ილია ივანოვზე რას მეტყვი ? - ინტერესით ჰკითხა და იგრძნო, როგორ დაიძაბა ქალი
- 1967 წლის ზაფხული იყო, როცა კატო მეგობართან ერთად წავიდა დასასვენებლად. მაშინ სულ რაღაც 16 წლის იყო. მალევე, ორ კვირაში დაბრუნდა სულ სხვანაირი, მოწყენილი და ჩაფიქრებული დადიოდა. ვერავინ იგებდა რამ შეცვალა გართობისა და სიცილის მოყვარული გოგო. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და მომიყვა, რომ დასასვენებლად ყოფნისას, ერთი ყმაწვილი გაიცნო, როგორც თვითონ ამბობდა, საუკეთესოდ აღზრდილი, არაჩვეულებრივი აღნაგობის და ბუნების ადამიანი იყო, ერთად გაუტარებიათ მთელი ორი კვირა, წამოსვლისას კი ბიჭი სიყვარულში გამოუტყდა, და თავადაც იგივეთი უპასუხა, თუმცა კარგად იცოდა, რომ მამამისი - ალექსანდრე, არ დაუშვებდა, რომ მისი სიტყვისთვის გადაებიჯებინათ ..
- რა სიტყვისთვის? - საუბარი გააწყვეტინა ანამ
- ბატონ ალექსანდრეს მეგობარი ჰყავდა, ვისთან ერთადაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ მეგობრობას, უფრო ძლიერი კავშირით- შვილების შეუღლებბით განამტკიცებდნენ. ამიტომ, კატო იძულებული იყო, წასულიყო, გაპარულიყო სახლიდან და იმისთვის ებრძოლა, რაც სურდა და მან, მართლაც მოახერხა ეს, 1967 წლის სექტემბერში, გამთენიისას სახლიდან გაიქცა. არავინ არაფერი ვიცოდით. ორი თვის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი, ლენინგრადში მიაკვლიეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, ან , ილიას რა დაემართა თუმცა, კატო სახლში დააბრუნეს, სუსხიანი ნოემბერი იდგა, თითქოს ცა ბრაზმორეული წალეკვას უქადდა დორეულებს, მოიყავნეს ეკატერინე, ვერც კი ვიცანი. მალე გაირკვა, რომ კატო ფეხმძიმედ იყო, ამან საერთოდ განარისხა ალექსანდრე, კატოს არც კი უყურებდა, გვერდს ისე ჩაუვლიდა, თითქოს, მის თვალწინ არარაობა იდგა. ივლისში.. ივლისში კი გიორგი დაიბადა.. კატოსა და ილიას ვაჟი..
- მოიცადეთ.. დემეტრეს მამა, ბატონი გიორგი, ეკატერინეს შვილია? - გაოცებულმა მიუგო
- ჰო, ეგრეა.. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ეს ამბავი დაემალათ, ბავშვი საკუთარ შვილად მიიღეს, გვარი მისცეს და აღზარდეს..
- და ეკატერინე?
- ოჰ, კატო.. ჩემი კატო.. ბავშვის დაბადებიდან ორ წელში, სწორედ იმ დღეს, 13 ნოემბერს, როცა ის სახლში დააბრუნეს, მან თავი მოიკლა, სხვენში.. ზუსტად ერთი კვირა ვეძებდით, ბოლოს, თოკმა, რომელიც სახურავის კოჭზე იყო მობმული, სხეულის სიმძიმეს ვერ გაუძლოდა გაწყდა.. მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინეთ მისი სხეული.. მერე კი ის დამარხეს, როგრც უკანასკნელი ადამიანი , როგორც ცოდვილი და მიუსაფარი.. და ფაქტობრივად, მის ცხედარზე ახალი სახლი ააშენეს.. -ხმის კანკალით თქვა და ცრემლები მოიწმინდა
- ღმერთო.. ეს საშინელებაა.. ღემრთის არ ეშინოდათ? ან საერთოდ საკუთარი შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო?
- იმ დროს უღმერთობა იყო შვილო... ალექსანდრეს კი თავად ,,ეშმაკი უთხრიდა გულს“ .. გთხოვთ, უბრალოდ მოსვენების საშუალება მიეცით, დაასაფლავეთ .. - ნაღვლიანად თქვა და მის ფეხთან მოსულ კატას მიეფერა.

ტასო გაოცებული და უამრავი ემოციით დატვირთული გამოვიდა სახლიდან.. ნებისმიერ რამეს ელოდა, მაგრამ არა ამას. არა ასეთ სისასტიკეს, სიბოროტეს და არაადამიანობას. კარგა ხანს, მანქანაში იჯდა და უბრალოდ ერთ წერტილს უყურებდა. ბოლოს, ძალა მოიკრიბა და სახლში წავიდა.


***
მაშო მტრულად უყურებდა დემეტრეს გვერიდთ მჯდომ ზურას, ეს უკანასკნელი კი მის გამოხედვა-გამომეტყველებაზე, ირონიულად იღიმოდა და ცეცხლს უნთებდა მისივე თვალებში მოთამაშე ჭინკებს.
- დიდი ხანი უნდა ჭამოთ მზერით ერთმანეთი ? - მობეზრებულად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ორივეს გადახედა
- ვინ, მე? ამას რატომ უნდა ვუყურო ? - ცხვირი აიბზუა მაშომ და კუსკუსით გასწია სამზარეულოსკენ. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ანასტასია შემოვიდა.
- რა კარგია, რომ მოხვედი! - ტაში შემოკრა მაშომ და დისკენ გასწია, მაგრამ, როცა მისი სახე დაინახა შეშინებული გაჩერდა - ანა, კარგად ხარ? - დემეტრე წვალებით ადგა და მისკენ წავიდა
- ტასო, რა მოხდა, ყველაფერი კარგადაა?
- ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.. - თქვა ტასომ და დემეს თვალებში შეხედა.
- კარგი, დიდი ყურადღებით გისმენ. - მისაღებ ოთახში შევიდნენ და ტასომ თავიდან დაიწყო ყველაფრის მოყოლა, ჯერ ჰადესის სახლი, შემდეგ, ვიზიტი ნაზისთან, ბოლოს კი, ყველაზე მთვარი - ,,დამარხული ძაღლის თავის ადგილსამყოფელი“ . როდესაც მოყოლა დაასრულა, ყველას გაკვირვება და აღშფოთება ეხატა სახეზე.
- მესმის, ეს ყველაფერი ძალიან რთული გასააზრებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ესაა შეუფუთავი სიმართლე და შენი ოჯახის ისტორია.
- ანუ, მამაჩემი ეკატერინეს შვილია..
- ჰო, ასეა.
- მაგრამ, ვერ ვხვდები ეს ყველაფერი სახლის ძარცვასთან და მკვლელობასთან რა კავშირშია? ვინ დახოცა ჩემი ოჯახი? - წარბებშეკრულმა, ბოხი ხმით თქვა დემეტრემ
- არვიცი, მაგრამ კავშირი რომ არსებობს, ეს ცხადზე ცხადია.
- მოიცადე, როგორც მძარცველმა გითხრა, ის ე.წ ,,პანდორას ყუთს“ ეძებდა, არა?
- ჰო, ასე თქვა
- შეიძლება ეს სწორედ ის ყუთია, რომელიც ეკატერინეს საფლავში იყო?
- შეიძლება, თუმცა იმ ყუთში არაფერი იყო, ისეთი , რაც შესაძლოა შენი ოჯახის მკვლელობის მოტივი გამხდარიყო.
- იქნებ, ილიასა და ეკატერინეს კავშირი იყო კვლელობის მოტივი? იქნებ, მკვლელს უნდოდა, რომ ამ კავშირის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაექრო?
- ანუ, ვვარაუდობთ, რომ მკვლელი თავად ილია, ან მისი რომელიმე ნათესავი ყოფილიყო?
- ეს სრულიად შესაძლებელია. ჩვენ არ ვიცით რა დაემართა ილიას, როდესაც ეკატერინე სახლში დააბრუნეს. იქნებ ალექსანდრემ მოკლა იგი, ან სიკვდილის პირას მიიყვანა და სწორედ ამიტომ, ჩემი ოჯახი შურისძიების გამო დახოცეს?
- ცოტა საეჭვოდ არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ მკვლელს შურისძიება რამდეიმე ათეული წლის შემდეგ მოსდის აზრად? როცა აქამდეც შეეძლო ეს გაეკტებინა? მით უმეტეს შენი ოჯახი არაფერ შუაში იყო, ილია და კატო ალექსანდრემ დააშორა ერთმანეთს, მთავარი სამიზნეც ის უნდა ყოფილიყო - საუბარში ჩაერია ზურა.
- მართალი ხარ, ამით ყველაფრი იცვლება. სავარაუდოა, რომ მვლელს აქამდე რაღაც ან ვიღაც აკავებდა, ხოლო, როცა ეს ბარიერი გაქრა, მან ის გააკეთა, რასაც დიდი ხანი გეგმავდა და ელოდა.
- დემე, ხვალვე განყოფილებაში უნდა მივიდე, საფლავზე და ზოგადად ამ ყველაფერზე უნდა მოვუყვეთ და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ რაიმე ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ.
- კარგი, დილით წავიდეთ - თავი დაუქნია ანამ - მაშო .. - გვერდით ჩაძინებულ დას გადახედა, რომელიც დივანზე ბალიშებში ჩაფლულიყო - ახლა ამას რა გააღვიძებს.. - ჩაილაპარაკა ანამ
- არ გააღვიძო, მისი ოთახი მაჩვენე და მე ავიყვან - ღიმილით უთხრა ზურამ, ტასომ ჯერ მაშოს დახედა მერე ზურას
- კიბეზე როგორც კი ახვალ, პირველი კარია, ხელმარჯვნივ.. - ზურა დაიხარა და სიფრიფანა სხეული აიტაცა, მაშინვე ეცა მარწყვის ტკბილი სურნელი, ნელ-ნელა მიდიოდა, რომ გოგო არ გაეღვიძებინა. კარი ფეხიტ გააღო და მაშო საწოლზე დააწვინა. საბანი გადააფარა და კიდევ ერთხელ დახედა მძინარეს. ტუჩები ამობურცვოდა და ცდუნება საკმაოდ დიდი იყო, ისიც, ფრთხილად შეეხო ტუჩებზე, შემდეგ, შუბლზე აკოცა და კარი ფრტილად გამოიხურა.
- ამათ შორის რამე მოხდა და მე არ ვიცი ?- ეჭვის თვალით გახედა მათკენ მიმავალ ზურას ტასომ და დემეს ჩასჩურჩულა - ყოჩაღ მაშო!
- კარგი, უკვე გვიანია და ჯობს წავიდე - ქურთუკი მოიცვა ზურამ
- მადლობა, დიდი - ღიმილით მიუგო დემეტრემ და გადაეხვია
- ნუ დაიწყე ახლა ისევ - მობეზრებულად ჩაილაპარაკა ბიჭმა, ტასოს ლოყაზე აკოცა და გასვლისას მიაძახა -არ იმაიმუნოთ, ბავშვს სძინავს მაღლა!
- ეს როდის უნდა დაჭკვიანდეს! - ჩაიცინა დემემ და ტასოს წელზე მოჰხვია ხელი
- შენი ყველა ძმაკაცი ასეთი სერიოზული და ამავდრულად, კომედიურია? - ვითომ დიდი ინტერესით კითხა ანამ, სხეულისგან წამოსული იმპულსები რომ დაეფარა
- აქ მარტო ზურა მყავს.. ლუკა მყავს, ორონდ იტალიაში - ღიმილით უთხრა და მის ყელში თავი ჩარგო - ღმერთო, ეს სურნელი! იცოდე, არასდროს გაგიშვებ!
- კარგი, არც მე ვაპირებ გაქცევას - ეშმაკური ღიმილით მიუგო ტასომ და ხელები კისერზე შემოაჭდო
- უყურე შენ, ეს პატარა ქალბატონი რა დღეშია - ერთი ხელის მოსმით სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა და ჭრილობამაც შეახსენა თავი
- ფრთხილად, შენთვის მძიმე არ შეიძლება! მოჩვენებითი სიბრაზით უტხრა ტასომ
- სამაგიეროდ, ეს შეიძლება.. - ღიმილით დაეწაფა ტასოს ტუჩებს. მანაც არ დააყოვნა, ხელი თმაში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა. დემე, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ნაზად ეხებოდა თითოეულ წერტილს
- დემე.. დემე..
- ჰო.. - მის ყელში ჩარგულმა უპასუხა
- უნდა გავჩერდეთ..
- რატომ ?
- ბავშვს სძინავს - ჩაიხითხითა ტასომ და მაგიდიდან ჩამოსკუპდა
- ამის გამო დაისჯები! - თითი დაუქნია დემეტრემ და მისკენ გაიწია
- მაგასაც ვნახავთ! - ნელ-ნელა მიუახლოვდა ბიჭს და ლოყაზე აკოცა - ძილინებისა! - ნელი, დინჯი ნაბიჯებით გასწია საძინებლისკენ, დემეტრემ კი თვალი გააყოლა მიმვალს.

მთვარიანი ღამე იყო. წელიწადის ამ დროის მიუხედავად, გრილოდა. თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ნიკემ წიგნი დახურა და ცხვირზე დაკოსებული სათვალე მოიხსნა. პარკში იჯდა, გარშემო მიმოიხედა სულ მარტო იყო. თუმცა გასაკვირიც არაა, ამ დროს იშვიათადაა ხალხი გარეთ, თანაც, მორგის წინ მდებარე პარკში. უცებ, კატა დაინახა, მთვარის შუქზე მისი ბეწვი ბზინავდა, თვალები კი მწვანედ უელავდა.
- ფისო.. - ჩუმად თქვა და მისკენ გაიწია, მისდა გასაკვირად კატა ადგილიდან არ დაძრულა , ფრთხილად მიუახლოვდა და ხელში აიყვანა - ნუთუ, უსახლკარო ხარ? - ეჭვით თქვა და ხელი გადაუსვა კატის ფუმფულა, სრიალა ბეწვს- წამოდი, სახლში წავიდეთ - წიგნი დაკეცა და სახლისკენ გასწია. კარი გააღო და ფისო ძირს დასვა, შემდეგ, რძე დაუსხა და თავად, კვლავ წიგნს უნდა დაბრუნებოდა, როდესაც მეორე სართულიდან ხმაური მოესმა. არ შეშინებულა, ბოლოს და ბოლოს, იგი მორგის ტავზე ცხოვრობდა - მკვდრებთან ერთად! ამის გამო რამდენი პრობლემა ჰქონია ბავშვობაში, თუმცა მაშინვე მოიშორა ეს ფიქრები და კიბეს აუყვა. ხმაური მისი საძინებლიდან მოდიოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ხელში იქვე დადებული და თითქმის გამოუყენებელი ყვავილების ლარნაკი აიღო და კარი შეაღო, საწოლზე კი ნაცნობი სილუეტი დალანდა
- შენ? კარგი რა ზურა!
- რა იყო? - გაკვირვებულმა მიუგო ბიჭმა და ბალიში ზურგსუკან დაიდო
- არ შეიძლება სახლში ასე უჩუმრად შემოპარვა! რამდენჯერ გითხარ, გადაეჩვიე! - მკაცრი ტონით მიუგო ბიძაშვილს, რომელიც ჭკუადარიგებებისგან მობეზრებული შეჰყურებდა
- კარგი რა ანდრონიკე! -სიცილით უთხრა და შემოტევისთვის მოემზადა
- რა დამიძახე?? - გაბრაზებული მოტრიალდა ნიკე და ხელში ლარნაკი შეთამაშა
- ახლა ეგ ლარნაკი არ მესროლო, წინაზე ხო გახსოვს, ქვაბი მესროლე და ტელევიზორის ეკრანი დაამსხვრიე - სიცილით მიუგო, გოგოს მივარდა და ღიტინი დაუწყო
- ზურაა.... ვაიმეე .. ზურა, გაჩერდი, ცუდად გავხვდები !!! - სიცილისგან ძლივს სუნთქავდა ნიკე
- ეგრე რაა! ხოიცი მიყვარს, ცხენივით რომ ჭიხვინებ ხოლმე - სიყვარულით ააფახულა წამწამები და დარტმაც მიიღო გოგოსგან - არა რაა, არ მიკვირს შეყვარებული აქამდე რომ არ გყოლია, საწყალი, ხმას ვერ ამოიღებს, ეგრევე დააგდებ და ხორცის ნაჭერივით დააბრტყელებ - ტკივილისგან დამანჭულმა თქვა და საწოლზე დაბრუნდა
- აბა, რას მივაწერო სამ თვიანი პაუზის შემდეგ გამოჩენა ?
- უჰ ! ხოიციროგორი დაკავებული ვარ!
- კი, როგორ არ ვიცი, კლუბები, ქალები, გართობა და კიდევ ათასი უაზრო რამ
- ეგ შენთვისაა უაზრო, თუმცა, მე სამსახური მაქვს, თანაც ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა, დემეტრე და ახლა, მასთან ერთად ვარ ხოლმე
- დემეტრე? დორეული ? -გაკვირვებულმა მიუგო
- მოიცა, შენ საიდან იცი?
- ჩემი ერთადერთი და საუკეთესო დაქალის ძველი მეგობარი და ვფიქრობ, ახლა თუ არა, მომავალში მაინც იქნება მისი შეყვარებული, საქმრო, ქმარი ან რამე მაგდაგვარი - ღიმილით უპასუხა
- მოიცა.. ანასტასია! როგორ არ გამახსენდა ! - დანანებით ჩაილაპარაკა
- იცნობ ?
- ახლა, სწორედ მისი სახლიდან მოვდივარ, მე დემეტრე, ტასო და მაშო ვიყავით - ბოლო სახელი ხაზგასმით წარმოსთქვა, მერე კი უცებ დაამატა - ის ქალი, ეკატერინე, აქ გყავს ?
- კი, ქვემოთაა, თუ გსურს გაგაცნობ - ჩაიხითხითა ნიკემ
- არაა, იყოს . მე უფრო, ცოცხალი ქალები მიზიდავენ
- რატომ მგონია, რომ ჩემი მექალთანე ბიძაშვილი, კონკრეტული ქალითაა დაინტერესებული? - გვერდიტ მიუჯდა ზურას და ინტერესით შეხედა
- შენ მაინც ვერაფერს გამოგაპარებ- ჩაიცინა - გიორგობიანის ქალმა დამატყვევა
- მოიცა, შენც ტასო მოგწონს? - გაკვირვებულმა ჰკითხა
- ჰო აბა, ჩემს ძმაკაცს შეყვარებულს ,,ვახევ“ ! რა ტასო გოგო, მაშოზე ვამბობ!
- ოჰოო.. ჩემო ძმაო, დიდ შარში ხარ! - დანანებით გადააქნია თავი ნიკემ
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ის ტაქტიკა, რომელსაც აქამდე იყენებდი ქალებთან, მაშოზე არ გაჭრის! - თვალი ჩაუკრა და განაგრძო - მაშო არაა ისეთი გოგო, როგორებთანაც შენ აქამდე გქონია ურთიერთობა და ძალიან გთხოვ, თუ რამე სერიოზულს არ ფიქრობ, ახლავე ჩამოშორდი და თავი დაანებე.
- ნუ ღელავ, ასე სერიოზული ჯერ არსდროს ვყოფილვარ. - ღიმილით ჩაილაპარაკა ზურამ და ფანჯრიდან მთვარეს გახედა.


***
დილით ისაუზმეს და პირდაპირ განყოფილებისკენ გასწიეს. ბატონ ნიკოლოზს ყველაფერი დაწვრილებით მოახსენეს. ცხადია, ტავიდან გაბრაზდა, როდესაც თვითნებური გამოძიების შესახებ გაიგო, თუმცა აღმოჩენილმა დეტალებმა გააოცა და დააინტერესა. მაშინვე გასცა განკარგულება, რომ მოეძებნათ ბოლო წლებში გვარი ველიკოვი სად დაფიქსირდა და კიდევ იყვენენ თუ არა საქრთველოს ტერიტორიაზე. რამდენიმე საათიანი უშედეგო ძიების შემდეგ, ხელჩასაჭიდი აღმოაჩინეს - სოფია ველიკოვი . მაშინვე, ძირფესვიანად გამოიკვლიეს მისი ადგილსამყოფელი და მისკენ გაემართნენ.
- როგორ ფიქრობ, მას რამე კავშირი ექნება ჩვენთან ? - საჭეზე თითები ააათამაშა დემემ
- არ ვიცი, მაგრამ, გავარკვევთ , აქ მარჯვნივ შეუხვიე - უპასუხა ტასომ. მაქნანა კერძო სახლის წინ გააჩერეს, დაბალი, თეთრი მესერი ჰყოფდა ქუჩასა და ეზოს. კარისკენ წავიდნენ, ეზოში 10-12 წლის ბავშვი თამაშობდა, როდესაც უცნობები დაინახა მათკენ წამოვიდა
- გამარჯობა პატარავ, უფროსები სახლში არიან ? -ბავშვის წინ ჩაიმუხლა დემე
- დიახ, დედაა სახლში - ამ დროს ქერა, საშუალო სიმაღლის ქალი გამოვიდა სახლიდან და უცხოების დანახვაზე ბავშვს თავისტან უხმო
- ილია, მოდი აქ! - ამ სახელის გაგონებაზე ორივემ ერთმანეთს გადახედა და ქალისკენ წავიდნენ
- შუადღემშვიდობის, ქალბატონი სოფია ველიკოვი ბრძანდებით? - ჰკითხა დემემ
- დიახ, რა გნებავთ?
- რამდენიმე კითხვა გვაქვს, მიმდინარე გამოძიებასტან დაკავშირებით - ორდერი აჩვენა ანამ
- კარგი, მობრძანდით.. - გაკვირვებული ქალი გაიწია და დაუპატიჟებელი ,,სტუმრები“ სალში შეიპატიჟა. დიდი და ნათელი სახლი იყო, სადა და კომფორტული, სოფია მათ სასტუმრო ოთახში შეუძღვა და ჩაი შესთავაზა.
- სოფია, სიმართლე გითხრათ, თქვენი ოჯახის ისტორიით ვართ დაინტერესებულნი - ფრთილად წამოიწყო დემეტრემ და ქალს დააკვირდა - დიდი ხანია რაც საქრთველოში ცხოვრობთ?
- საქართველოში მე და დედა და ბებია ვცხოვრობთ, უკვე კარგა ხანია- მშვიდად მიუგო მან - ადრე, პეტერბურგში ვცხოვრობდით, თუმცა ბებიამ აქ ჩამოიყვანა დედა, მე კი აქ დავიბადე და გავიზარდე
- შეიძლება, დედატქვენს გავესაუბროთ? - ჰკიტხა ტასომ
- სამწუხაროდ, დედა ერთი წლის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა
- ძალიან .. ძალიან ვწუხვართ. შეგიძლიათ, საოჯახო ალბომი გვაჩვენოთ? ძველი სურათებით - მშვიდად მიუგო დემეტრემ. ქალი თითქოს შეყოვნდა, მაგრამ მეორე ოტახში გავიდა და ძველი, ხავერდის ყდიანი ალბომი გამოიტანა. ტასომ მუხლებზე დაიდო და გადაშალა. პირველი რამდენიმე ფურცელი ვერაფერს წააწყდნენ, თუმცა ერთ-ერთ გვერდზე ნაცნობი სახე შენიშნეს, ორივემ ერთმანეთს გადახედა, შმდეგ კი ქალს მიუბრუნდნენ - ეს ვინ არის ?
- ეს ბაბუაჩემია, ბებიას ძმა - ეჭვიანად მიუგო ქალმა - კარგა ხნის წინ გარდაიცვალა, მაშინ ცამეტი წლის ვიყავი, კარგად მახსოვს ის პერიოდი..
- ანუ, ის ოცი წლის წინ გარდაიცვალა.. - დაფიქრებით თქვა დემეტრემ. ნელ-ნელა ყველაფერი ცხადი ხდებოდა.
- უკაცრავად, ბებიათქვენი.. ის, ცოცხალია?
- დიახ, აქვე, ცხოვრობს - მშვიდად მიუგო ქალმა . დემეტრემ მაშინვე დაამატა:
- თუ შეგიძლიათ, მისი ზუსტი მისამართი ჩაგვაწერინეთ .
- დიახ, ახლავე - ქალმა იქვე დადებულ ფურცელზე მისამართი დაწერა და მათ გაუწოდა
- დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, ნახვამდის! - დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ. ქალმა ეზოს კარამდე მიაცილა, შემდეგ კი სწრაფად შებრუნდა სახლში და ნაცნობ ნომერზე დარეკა
- საღამომშვიდობის, ირინკა, იცი დღეს ვინ მესტუმრა ? თავად დემეტრე დორეული! - გადაიხარხარა ქალმა - შენს კვალზე გამოვიდნენ, თუმცა , ,,ჩვენი“ არასწორი მისამართი მივეცი, დარწმუნებული ვარ, დიდ სიამოვნებას მიიღებენ იქ მისვლისას, პატარა ტასოს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ოჯახისა და დორეულების მკვლელი მის ქუჩაზე ცხოვრობს!!

მანქანაში სიჩუმე სუფევდა, არცერთი არ იღებდა ხმას, ბოლოს ისჩუმე მობილურის ზარმა დაარღვია:
- გისმენ მაშო.. სად? არა, არ წახვალ ! რა დროს კლუბია!!
- სად მიდის? - კითხა დემეტრემ
- დაქალებთან ერთად კლუბში მივივარო
- მომეცი ტელეფონი -მშვიდად უთხრა დემემ ტასომაც, მობილური გაუწოდა
- მაშო, კლუბი ოაზისი იცი ? ჰო ეგაა.. არ გინდა მანდ მიხვიდეთ ? არაა პრობლემა, ჩემი სახელი უთხარი დაცვას, დემეტრემ გამომიშვათქო.. კარგი.. რისი მადლობა.. ჭკვიანად! - საუბარი დაასრულა და მობილური პატრონს დაუბრუნა
- სად გაუშვი ? ან ასე ძლიან რატომ გაუხარდა?
- ოაზისი ყველაზე ცნობილი კლუბია მთელს ქალაქში, თუმცა ძირითადად ე.წ ,,ნაღები საზოგადოება“ მოძრაობს იქ, ამიტომ გაუხარდა, როცა იმ ადგილზე გავუშვი
- და შენ რა კავშირი გაქვს ამ კლუბთან ?
- ზურასია - სიცილით თქვა დემემ - ასე, რომ შენი დაიკო საიმედო ხელშია, დარწმუნებული ვარ, ზურას გაუხარდება მაშოს იქ დანახვა.


მაშომ კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი , გოგონებს ესემესი გაუგზავნა და მისამართი მიწერა, შემდეგ კი მოწესრიგება დაიწყო. შხაპი მიიღო, შემდეგ კი კარადაში შეძვრა და საჭირო ტანსაცმლის ძიება დაიწყო. მალევე იპოვა, მოტკეცილი შავი კავა, ზურგზე ოდნავ ამოღებული დეკოლტეთი ჩაიცვა და ფეხსაცმელიც შეუხამა, თმა და მაკიაჟიც გაიკეთა და მანქანაში ჩაჯდა. მალევე მივიდა კლუბთან
- გამარჯობა, მე აქ დემეტრემ გამომიშვა.. - ფრთხილად მიუგო დაცვას, მანაც გოგონას კარი გაუღო. მაშო კი გაოცებული შევიდა კლუბში, მაშინვე ეცა სასმლისა და სიგარეტის სუნი, თუმცა აქაც კი იპოვა მყუდრო ადგილი, კუთხეში შედარებიტ წყნარ ადგილზე დაჯდა და ოფიციანტს დაელოდა
- საღამომშვიდობის, რას ინებებთ ?
- სიმართლე გითხრათ, აქ პირველად ვარ, ამიტომ გამაოცეთ, დადმიმტკიცეთ, რომ ეს საუკეტესო კლუბია ! - გამომწვევად მიუგო ოფიციანტს, მანაც ღიმილით დატოვა მაგიდა და ბარისკენ გასწია.
როგორც ყოველთვის, ზურა გვიან მივიდა კლუბში. მაშინვე ბარისკენ გასწია.
- აბა, ბიწებო, რახდება ?
- აქ ერთი გოგოა, რომელსაც სურს, რომ დავუმტკიცოთ ოაზისის საუკეთესოება - ცაიცინა ბიჭმა
- მართლაა? საინტერესოა, მე რომ მიყვარს ის გამიკეთე, ოღონდ, ცოტა მეტი რომი ჩაასხი - თვალი ჩაუკრა ბიჭს. მანაც, მალევე შეასრულა ნათქვამი და ზურამაც ორი ჭიქით ხელში გასწია მაგიდისკენ - საღამომშვიდობის ქალბატონო.. - მაცდური ღიმილით გაუსწორდა ქალს და როდესაც მასში მაშო ამოიცნო გაკვირვებულმა წამოიძახა - შეენ ??
- ეს მე უნდა გითხრა! აქ რას აკეთებ ? უკან დამყვები? მითვალთვალებ არა??
- მე გითვალთვალებ ? საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს!
- აჰ.. როგორ ვერ მივხვდი დემეტრემ გიტხრა არა, აქ რომ ვიყავი ?
- დემეტრემ ?
- ჰო, სწორედ მან შემომთავაზა ეს კლუბი და დაცვასაც მისი სახელი ვუთხარი ..
- ოხ, დემეტრე.. - ახარხარდა ზურა
- რა გაცინებს ?
- პატარავ, მინდა გითხრა, რომ ახლა, შენს წინ ამ კლუბის მფლობელი დგას!
- ჰო, როგორ არა - ცინიკურად მიუგო და როდესაც ზურას სერიოზულ სახეს წააწყდა -მართლა?
- დიახ! - ღიმილით მიუგო ზურამ. ანერვიულებულმა მაშომ კი, მაგიდაზე დადებულ ერთ-ერთ ჭიქას ხელი დაავლო და სანამ ზურა გამორთმევას მოასწრებდა სულ დალია
- გადაირიე გოგო?? იცი ეს რა იყო ?
- რა იყო ? - გაკვირვებულმა მიუგო
- რაც დალიე მაგაში 90% რომია, თუ არა მეტი !!
- ანუ ?
- ანუ, სულ რამდენიმე წუთში, სარკეში საკუთარ ტავს ვერარ იცნობ !! ჩანტა აიღე, სახლში მივდივართ!
- შენ არავინ გეკითხება სად წავალ! - გაჯიუტდა მაშო
- არა ხო ?
- არა ! - ჯიუტად უპასუხა და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აიტაცა ზურამ ხელში
- ახლავე დამსვი!! თავი ვინ გგონია? - გაბრაზებული მაშო უკვე ყვიროდა . ზურა კი, ღიმილით მიიწევდა მანქანისკენ, მაშო შიგნით შესვა და საჭეს მიუჯდა.
- შენ გაიმარჯვე, ახლა სად მივდივართ ? - ეშმაკური მზერით შეხედა ბიჭს
- სადაც შენ გინდა .. - ღიმილით მიუგო და გოგოს ტუჩებს გაუსწორა მზერა
- კარგი.. მაშინ, უბრალოდ ქალქში ვიაროთ
- ქალაქში?
- ჰო.
- უკეთესი აზრი მაქვს .. - მაცდურად ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილიდან დაძრა. სულ მალე ქალაქგარეთ პაწია კოტეჯთან გაჩერდნენ.
- სად ვართ ?
- ეს ჩემი სამალავია, ხშირად მოვდივარ აქ, როცა უბრალოდ, ყველაფრისგან დასვენება მინდა - მშვიდად ჩაილაპარაკა და უკვე საკმაოდ გაბრუებულ მაშოს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა - სასმელმა იმოქმედა..
- მოიცა, მოიცა, შენ გგონია მთვრალი ვარ ?? - გაბრაზებულმა წამოიძახა მაშომ და ბიჭის ხელებისგან განთავისუფლდა - შემომხედე, ახლა მე იმ კიბესთან მივალ! კარგად დამაკვირდი!
- ვერ მიხვალ.. - სიცილით თქვა ზურამ
- ვითომ რატომ ?
- იმიტომ, რომ იქ კიბე საერთოდ არ არის! - ჩაიცინა და გოგოს ხელი მოკიდა - წამოდი სანამ ტბისკენ წახვალ და სახლი გეგონება - უთხრა და კარი გააღო. პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო კოტეჯი გახლდათ. ციცქნა სამზარეულოთი, ტუალეტითა და საძინებლით. მაშო დივანზე ჩამოჯდა ზურამ კი ტანსაცმელი მოუტანა
- აქ ბევრი ტანსაცმელი არ მააქვს .. - დაბნეულად ჩაილაპრაკა ბიჭმა და სპორტული შარვალი და პერანგი გაუწოდა - მაშო..მაშო!
- აა.. ჰოო.. რა ხდება ??- დივნიდან წამოვარდა უცებ
- არაფერი, იქნებ ეგენი გამოიცვალო, არ გაწუხებს ?
- აა.. კარგი, მადლობა - მიუგო, მხოლოდ პერანგი აიღო და საპირფარეშოში შეკუსკუსდა.

დემე და ტასო უკვე მისამართზე იყვნენ, ორივე მანქანიდან გადმოვიდა და ძველი, კორპუსისკენ გასწიეს. როგორც ფურცელზე ეწერა, მესამე სართულზე, შუაკარზე დარეკეს ზარი. რამდენიმე ზარის შემდეგ კარი გაიღო, თუმცა არავინ გამოჩენილა. ტასომ იარაღი მოიმარჯვა და კარი ფრთხილად შეაღო
- პოლიციიდან ვართ! - არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, საკმაოდ დიდი და ბნელი ბინა იყო. დემეტრე ერთ-ერთი ოთახისკენ წავიდა, ტასომ კი სვლა განაგრძო, უცებ, მოხუცი ქალი დაინახა, რომელიც ძირს ეგდო - ჯანდაბა, დემეტრე აქაა ! დაიძახა და ქალისკენ დაიხარა, რომ პულსი ეპოვნა. დემეტრეც მოვიდა და სანამ ტასომდე მივიდოდა ოთახში მკაცრმა ხმამ გაიჟღერა :
- იარაღი ძირს დადეთ, ახლავე! - უცებ იმ კუთხიდან, რომლიდანაც ხმა ისმოდა რაღაც გადმოვარდა
- ტასო ! - დემეტრემ დაიყვირა და ტასოს გადაეფარა, აფეთქების ხმა გაისმა და ორივენი ძირს დავარდნენ. ტასო ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ საშინელი ხმა ჩაესმოდა და მძიმე სხეულს გრძობდა ტანზე, სხეულს, რომელიც მას გადაეფარა..


***

როცა გონს მოვიდა, ოთახში მარტო იყო, აშკარად სხვა შენობა და სულ სხვა ადგილი გახლდათ. დამძიმებული ქუთუთოები რამდენჯერმე დაახამხამა, რომ გამოსახულება დაეწმინდა. სკამზე მჭიდროდ იყო დაბმული, თოკი საკმაოზე მეტად უჭერდა. მომხდარი აღიდგინა და რაღაც არარეალურმა ხმამ მის გონებაში განგაშის იმპულსები აამოქმედა - დემეტრე! სად არის ? ან.. ან საერთოდ ცოცხალია ? - ფიქრობდა და თან, არ უნდოდა იმის დაშვება, რომ შესაძლოა ის დაეკარგა, რაც ახლახანს აღმოაჩინა. უხიაგი აზრები მოიშორა და სცადა, რომ ხელები გაენთავისუფლებინა, მაგრამ აზრი არ ქონდა, ვერაფერი გააწყო, სულ მალე, კარი მძიმედ გაიღო და სილუეტი გამოიკვეთა, რომელიც გოგოსკენ მოიწევდა
- დილამშვიდობის პატარავ .. - უხეში, ხრინწიანი ხმით უთხრა და სკამთან ჩაიმუხლა. საკმაოდ მაღალი, ორმოც წლამდე მამაკაცი იყო, შავი თმითა და ასევე შავი, ცარიელი თვალებით - იმედია, ჩვენი მასპინძლობით კმაყოფილი ხარ.. თუ მოინდომებ, შემიძლია უკეთეს ადგილას წაგიყვანო - თითი ფეხზე ააყოლა. ტასოს სიბრაზის ტალღამ დაარტყა, მაგრამ ემოციები მოთოკა და საუბარი წამოიწყო:
- დემეტრე სად არის ?
- დორეული ? ნუ ღელავ პატარავ, მას მალე შეხვდები, - სამოთხეში - ახარხარდა, მაგრამ სიცილი შეაწყვეტინეს
- ქოფაკო! წამოიყვანე, ქალბატონს მათთან შეხვედრა უნდა! - კარში იდგა ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლამდე ბიჭი, რომელიც მკაცრად უყურებდა მამაკაცს და აშკარაა, ნამდვილად არ სიამოვნებდა მისი არსებობა. ერთადერთი სიტყვა, რომელიც ტასოს ყურთასმენას მისწვდა ეს იყო ,,მათთან“ , ესე იგი დემეტრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
- ახლა, თოკებს გავხსნი ჩიტო, მაგრამ იცოდე, სიურპრიზები არ მჭირდება! - მკაცრად უთხრა და თოკები გახსნა. ტასო წამოდგა და ნელ-ნელა წავიდა კარისკენ. გრძელი, ნესტიანი და ალაგ-ალაგ განათებული დერეფანი გაიარეს. ბოლოს, დიდი, რკინის კარი გააღეს და შიგნით შევიდნენ. შენობა უცნაური და შიშისმომგვრელი იყო. კარგად რომ დააკვირდა, ტასო მიხვდა, რომ ისინი ძველი მორგის შენობაში იმყოფებოდნენ. გაახსენდა, შენობის ავარიულობის გამო, მას დროებით ფუნქციონირება აეკრძალა, ამიტომ დაკეტილი იყო, სანამ სარემონტო სამუშაოები დასრულდებოდა. ოთახში რამდენიმე რკინის მაგიდა იყო, რომელზეც უმისამართოდ ეყარა სკალპელები ჭუჭყიანი ნაჭრები. კრგად რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ ერთ-ერთზე მიცვალებულის სხეული იყო დასვენებული. გააჟრჟოლა, წარმოიდგინა, რომ შესაძლოა იქ, შავ პარკში დემეტრე ყოფილიყო. უცებ, მეორე კარი გაიღო და ორ დაკუნთულ ტიპთან ერთად დემეტრე შემოვიდა. ოდნავ კოჭლობდა, წარბი გახეთქვოდა და სახეზე სისხლი ჰქონდა შემხამრი. ტასო მაშინვე მისკენ წავიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა, დემეტრემაც ხელები მოჰხვია
- მეგონა დაგკარგე, იმ აფეთქების შემდგომ.. მეგონა... რომ .. - სიტყვებს ვერ პოულობდა ანა
- დამშვიდდი, დამშვიდდი.. კარგად ვარ - ჩუმად უთხრა დემემ და გულში ჩაიკრა - მოულოდნელად ტაშის ხმა გაისმა და ოთახში მოხუცი ქალი შემოვიდა, რომელიც თავის ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურებოდა. ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით შემოაბიჯა, შავი, მთლიანი კაბა და ასევე შავი შლიაპა ეხურა ჭაღარა თმა კოსად შეეკრა, უსაშველოდ ცივი და არაფრისმთქმელი თვალები ქონდა. ნაოჭებიან სახეზე კი კმაყოფილება და სიძულვილი ერთდროულად ეხატა.
- გიორგობიანების და დორეულების საგა .. - მობეზრებულად და დამცინავად ჩაილაპარაკა - ოდესმე, ოდესმე მაინც ხომ უნდა მოგბეზრდეთ ერთმანეთი ?
- თქვენ .. - მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა დემეტრემ
- რაო პატარა დორეულო? რამდენი წელი გავიდა, 10? 20 ? სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ხარ, როგორც ბავშვობაში იყავი, ისეთივე ამაყი გამოხედვა გაქვს, როგორც მამაშენს..
- თქვენ არ გაქვთ უფლება მასზე ისაუბროთ! - დაიყვირა დემეტრემ
- დავიჯერო, საკუთარ, ძვირფასს, ძმის შვილზე საუბარი არ შემიძლია ? - დამცინავად წარმოსთქვა მან. ტასომ და დემემ ერთმანეთს გადახედეს
- თქვენ ილია ველიკოვის და ხართ.. ირინა ველიკოვი..
- ბრავო!! როგორი გამჭრიახი გონება გაქვთ - გადაიკისკისა მან - დიახ, მისი უფროსი და ვარ, ანუ შენი.. როგორ ეძახით.. ბაბუდა ? კიდევ კარგი, არანაირი სურვილი არ მაქვს ეს სტატუსი ვატარო .. - ზიზღით თქვა და იმ მაგიდისკენ წავიდა, რომელზეც სხეული ესვენა - აქეთ მოდით - ცინიკური ღიმილით დახედა მიცვალებულს და ელვა შესაკრავი გახსნა სანახაობამ ტასოს თავზარი დასცა. მაგიდაზე ნაზის სხეული იდო, თვალები ღიად ჰქონდა დარჩენილი
- ღმერთო... - ჩაჩურჩულა მან და ცრემლები წამოუვიდა - ნაზი.. - ყველაფერმა თვალწინ გაუელვა, მთელმა ბავშვობამ, როგორ ეთამაშებოდა ქალს, მათმა ბოლო შეხვედრამ, როგორ მიეფერა და უსაყვედურა დაკარგვის გამო. გაიხსენა, როგორ უყვარდა, როცა ქალი თმას უწნიდა, ერთბაშად მოწოლილმა ემოციამ იფეთქა, სკალპელს ხელი დაავლო და ქალისკენ გაიწია, ერთ-ერთმა დაცვამ კი ხელი სტაცა, თავი გაითავისუფლა და მთელი ძალით მოქნეული სკალპელი საფეთქელში ჩაარტყა, კაცმა წაიბორძიკა და უსულოდ დაეცა იატაკზე. ამ არეულობით დემეტრემ ისარგებლა და ტასოსკენ წასულ კაცს ხელი დაავლო, მანაც არ დააყოვნა და წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა დორეული ძლიერი აღმოჩნდა და კისერ მოტეხილი მცველი იატაკზე დააგდო, ხოლო, როცა მიბრუნდა, დაინახა, რომ ტასო დაეჭირათ, მის შუბლზე კი იარაღი ელვარებდა. ხელები ფრთხილად ასწია დანებების ნიშნად, მაშინვე მივარდა მცველი და მთელი ძალით მუცელში დაარტა, დაცემულს კი, რამდენჯერმე ძლიერად ამოარტყა მუხლი.
- გგონიათ, ჩემი მოკვლა ასეთი მარტივია ? - ირონიულად წარმოტქვა ქალმა და დემეტრეს სისხლიან სახეზე თითი ჩამოუსვა - შენთვის სიურპრიზი მაქვს, იგივე სიურპრიზი , რაც ტავის დროზე მამაშენს გავუკეთე - ახლა ნახავ, როგორ კლავენ შენს თვალწინ შენთვის ძვირფას ადამიანს, შენ კი უძლური ხარ! - დემეტრე მთელი სხეულით დაიძაბა, ირინამ კი განაგრძო - იგივეს გაგიკეტებ, რაც მე გამიკეთა შენმა ოჯახმა, მათ მე ძმა მომიკლეს..ერთადერთი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო! მთელი 30 წელი ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდა, როგორ ებრძოდა სიკვდილს და 30 წლის განმავლობაში, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მაკავებდა, რომ შური არ მეძია!! ძვირფასმა ბაბუაშენმა, ალექსანდრემ ჩემი ძმა ისე სცემა, რომ ფაქტობრივად, სახის აღდგენა ვერ მოხერხდა, ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა, რის გამოც 30 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული!! შემდეგ კი მოკვდა! ისე მოკვდა, რომ არაფერი ნორმალური არ ღირსებია ცხოვრებაში! ის რომ არ გაეცნო, ის კახპა ეკატერინე რომ არ გაეცნო.. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტავს უფლება მივეცი სამართალი აღმესრულებინა!
- სამართალი ?? რას ეძახით სამართალ ს ? სრულიად უდანაშაულო ოჯახის ამოხოცვას? ჩემი დები ? მათ რაღა დააშავეს?? მითხარით - ღრიალებდა დემეტრე
- მამაშენი !! მამაშენი იყო მთავარი დამნაშავე, უბედურების ნაყოფი!! და ისე ჩაძაღლდა, როგორც იმსახურებდა!! იცი რა გავაკეთე ? საკუთარი ხელით.. საკუთარი ხელით ჯერ შენი და მოვკალი.. ქერა თმა ჰქონდა, ლილე არა ?შენი მშობლების თვალწინ.. შემდეგ კი თამარი.. მეხვეწობა, არ მოკლაო.. დედაშენი, ფაქტობრივად მკვდარი იყო ამ ყველაფრის შემდეგ, თუმცა, მისი მკვლელობა განსაკუთრებით სასიამოვნო გახლდათ, რადგან ტკივილის ბოლო დაღი დავასვი მამაშენს!! ბოლოს კი .. მინდოდა მომეკლა მინდოდა მესროლა მისთვის, მაგრამ დამასწრო.. სამწუხაროდ, მამაშენმა თავი მოიკლა..
- ამის შემდეგ... ამის შემდეგ როგრო ცოცხლობთ.. საერთოდ როგორ გძინავთ ?? -ყვიროდა ტასო და ცდილობდა დემეტრემდე მისულიყო
- ოჰ.. ქალბატონო ანასტასია! ვწუხვარ თქვენი მშობლების გამო.. უბრალოდ, მათ იმაში ჩაყვეს ცხვირი, რაც მათი საქმე არ იყო.. უბრალოდ, ზედმეტად ბევრი გაიგეს.. - მოჩვენებითი მწუხარებით თქვა
- რა? .. - ხმის კანკალით იკითხა ტასომ - ჩემი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ..
- ჰო, კარგად დაგეგმილ ავარიაში.. - კმაყოფილი ღიმილით უპასუხა ქალმა, შემდეგ, კი მცველებს ანიშნა გაიყვანეთო. როდესაც კარში გადიოდნენ ტასო მოტრიალდა და მის წინ გაჩერდა
- მეცოდებით.. იმის მაგივრად, რომ თქვენი ძმისგან დანატოვარი ერთადერთი ძვირფასი საჩუქარი - მისი შვილი მიგეღოთ და როგორც ტქვენი ისე გყოლოდათ თქვენ ის მოკალით, ჯერ სულიერად გაანადგურეთ, შემდეგ კი ფიზიკურადაც.. ამის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, თქვენი ძმა რომ აქ იყოს, რას გეტყოდათ? თავზე ხელს გადაგისვმადათ და ტქვენს საქციელს მოიწონებდა? გეტყოდათ - მადლობა ირინა, რომ ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილები ამოხოცეო ? თქვენი ძმა რეალურად რომ გყვარებოდათ, მის შვილსაც შეიყვარებდით! არც კი იცით რას ნიშნავს სიყვარული! ჯოჯოხეთში ადგილი გარანტირებული გაქვთ! არ მძულხართ, სიძულვილის ღირსიც კი არ ხართ, ისიც გეყოფათ, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება საკუთარი ცოდვები უნდა ათრიოთ! მაგრამ ალბათ, რაც გიტხარით იმას ვერ გაიგებთ.. მთელი გულით მებრალებით.. - ირინა გაშეშდა, არ ელოდა სიტუაციის ასე შემობრუნებას. მაშინვე გააყვანინა ოთახიდან და სიბრაზისგან მაგიდას ხელი ჰკრა.




ზურამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ბოლოს, გამთენიისას ძლივს ჩაეძინა. კარგა ხანს ეძინა, თვალები რომ გაახილა, დილის ათი საათი იყო, ოტახში მიმოიხედა, მაშო არსად იყო. გაუკვირდა სად უნდა წასულიყოო. დივანზე წოლისგან გაშეშებული კისერი და სხეული ძლივს დაიმორჩილა და წამოდგა. სახლში აშკარად არ იყო, ბოლოს გარეთ გავიდა და მაშო დაინახა, რომელიც ტბაში ბანაობდა. ულამაზესი სანახავი იყო : თმა დასველებოდა და ქათქათა კანზე ჩამოყრილიყო, წყლის ზედაპირზე არაამქვეყნიურად დასრიალებდა. ზურა დაინახა და წყლიდან ამოვიდა, იქვე მიდებული მისი პერანგი ჩაიცვა და მისკენ წავიდა.
- დილამშვიდობის -ლოყებ აწითლებლმა მიუგო და წინ დაუდგა
- დილამშვიდობის, დიდი ხანია გღვიძავს? - ღიმილით უთხრა და თვალი გააყოლა წლის წვეთებს, რომლებიც თავნებად დათარეშობდნენ გოგონას კანზე
- არც ისე.. ტბამ ძალიან მომხიბლა და ცდუნებას ვერ გავუძელი.. აქაურობა ძალიან მომწონს, მაგრამ მგონი წასვლის დროა არა ? ტასო გაგიჟდებოდა.. ო ღმერთო ტასო! - შეიცხადა და ახლა გაახსენდა, რომ სახლში მისულ ანას გული გაუსკდებოდა და ალბათ მობილურზე ატასჯერ დაურეკა
- ნუ რელავ, ანა გუშინ დემეტრესტან ერთად იყო.. -ჩაიცინა ზურამ და გოგონას ტელეფონი გაუწოდა
- არცერთი ზარი არაა შემოსული - ანერვიულებულმა შეიცხადა მაშომ
- მერე რა ? ალბათ ვერ მოიცალა..
- არ გესმის ზურა.. რაღაც ისე ვერ არის, ზუსტად ვიცი, აქამდე დარეკავდა თანაც, არაერთხელ - სცადა ანასთან დარეკვა, მაგრამ ავტომოპასუხე ირთვებოდა ზურამ თავის მობილური აიღო
- ათი გამოტოვებული ზარიი ? რაამაბავია ნიკე - მაშინვე დაურეკა ბიძაშვილს - გოგო, რახდება უნდა ამიფეთქო ტელეფონი ? სად ხარ? მანდ რა გინდა ? ვინ ?? კარგი ხლავე წამოვალთ, კი ჩემთანაა
- რა მოხდა? - შეშინებულმა უპასუხა მაშომ
- სასწრაფოდ ჩაიცვი, განყოფილებაში უნდა მივიდეთ, შენი და და დემეტრე გაქრა.
- რას ნიშნავს გაქრა ?
- ბოლოს ერტად გავიდნენ, ვირაცის დასაკითხად.. ჩაიცვი და წავედით - მალევე მოემზადნენ და განყოფილებაში მივიდნენ, ნიკე მაშინვე შეხვდა
- ნიკე, რა ხდება ? სადაა ჩემი და დემე ?
- ბოლოს სდააც იყვნენ ეგ მისამართი ვიცით, იმავე მისამართზე გუშინ პოლიცია გამოიძახეს, აფეთქების ხმის გამო, ახლაც ჯგუფი წავიდა. აფეტქება იმ ბინაში, მოხდა, სადაც ისინი იყვნენ. იქ ტასოს მობილური ვიპოვეთ.
- ღმერთო.. - მაშომ იგრძნო როგორ მოეკვეთა მუხლები, ზურამ ძლივს მოასწრო მისი დაჭერა, მაშინვე სკამზე დასვა
- პატარავ, შემომხედე.. შემომხედე.. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, შენი და ძალიან ძლიერია, ტანაც, გვერდით დმე ჯყავს, აი, ნახავ, სულ მალე იპოვნიან.. დამშვიდდი.. - თმაზე მონოტონურად უსვამდა ხელს და გულში იკრავდა აცახცახებულ გოგოს.



ტასო და დემე ერთ ოთახში ისხდნენ, ცივ იატაკზე კედელზე მიყრდნობილები, ჯერ კიდევ იაზრებდნენ მონაყოლს. ხმას არცერთი არ იღებდა. ორივეს სტკიოდა, ორივე ფიქრობდა წარსულსა და მომავლაზე, მაგრამ ორივე დუმდა. ბოლოს, ტასომ ხელი მიწია და დემეს თითებს ჩაეჭიდა
- მე შენთან ვარ.. ყოველთვის - ჩუმად უთხრა ბიჭს
- მიყვარხარ.. - ხელი მოხვია ტასოს
- როგორ ფიქრობ, მოგვაგნებენ ?
- იმედი მაქვს.. ვფიქრობ, უკვე გვეძებენ - მზერა კედელს გაუსწორა და უცებ წამოიწია - ტასო, ეს საჰაეროა, არა? სავენტილაციო მილი..
- კი ეგაა.. მოიცა.. ამის მოხსნა შეგვიძლია და თუ გაგვიმართლებს, შენობის იმ ნაწილში გავალთ, რომელშიც ესენი არ დადიან
- რითი მოვხსნათ.. - დმეტრემ დიდი გადაუსვა ამობურცულ შურუფებს
- ამით.. - ჩუმად თქვა ტასომ და ჯიბიდან ოც თეტრიანი ამოიღო. დემემ გამოართვა და შურუფს მოარგო. ჭირდა დატრიალება, რადგან ხურდას თხელი პირი ჰქონდა და სრიალებდა. თუმცა წვალების შემდგომ მოხსნეს, ამ დროს დერეფნიდან ხმა გაისმა ერთმანეთს გადახედეს. კარი გაიღო და მცველმა მარტო ტასო დაინახა, რომელიც მის წინ იდგა.
- მეორე სად არის?
- შენ უკან .. -ღიმილით მიუგო ტასომ, უკან მიტრიალებულ მცველს კი დემემ ხუფი მოუქნია, იგი ძირს დავარდა. შიგნით შემოათრიეს, კარი დახურეს და იარაღი აიღეს, შემდეგ კი ხვერლში შეძვრნენ.


***
კარგა ხნის განმავლობაში მიცოცავდნენ, რაც თავისთავად, ფარდას ხდიდა მათ გაუჩინარებას, ალბათ უკვე ეძებდნენ და ზუსტად იქ დახვდებოდნენ სადაც ვინტილაცია გარე სამყაროს უერთდებოდა. ამიტომ, გზა განაგრძეს და შენობის მეორე მხარეს გადაინაცვლეს.
ირინამ, მაშინ შეიტყო მათი გაუჩინარების შესახებ, როცა მის ერთ-ერთ ქოფაკს დააგვიანდა მათი მოყვანა. მეორე გაუშვა, რათა სიტუაცია შეემოწმებინა, მან კი, არა სახარბიელო ამბავი მიუტანა :
- გაიქცნენ!
- შორს ვერ წავიდოდნენ, ჯერ კიდევ შენობაში არიან! ახლავე მოძებნე, თორემ იმას, რაც მათ მოელოდათ, შენ გაგიკეთებ - კბილებში გამოსცრა და შუშაბანდისკენ მიტრიალდა.
დემეტრე დ ანა დიდ ოთახში ჩამოხტნენ და ფრთხილად წავიდნენ კარისკენ. გრძელ და ბნელ დერეფანს გაუყვნენ, ჯერჯერობით, საფრთხე არსაიდან ჩანდა, კიბეს დაუყვნენ
- უნდა.. -სიტყვა არ დაასრულა, რადგან გაიგონა, კიბეზე როგორ ეშვებოდა რამდენიმე ადამიანი. მაშინვე იქვე მდგარ საწერ მაგიდას ამოეფარნენ
- ყველაფერი გაწმინდეთ?
- დიახ, არანაირი კვალი არ დარჩენილა..
- ცდებით, კვალი დარჩა.. - ირინას ხმამ საზარლად გაიჟღერა, რასაც ორჯერ გასროლის ხმა მოჰყვა - აი, ახლა კი, კვალი აღარაა, თანაც თქვენ პოლიციელის იარაღით მოგკლეს, რა სამწუხაროა.. - ერთმანეთს გადახედეს და თვალით ანიშნეს რა უნდა ექნათ
- არ გაინძრე! - იყვირა ანამ და ქალს იარაღი მიუშვირა
- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რის გამოც, უნდა გავშეშდე და არ უნდა გესროლო.. -მშვიდად უთხრა
- მგონი გასაგებად გითხრა - დემეტრეს უკვე მის უკან იდგა, იარაღ მომარჯვებული
- ერთს მაინც გაგიყოლებთ ჯოჯოხეთში..
ყველაფერი წამებში მოხდა: ირინას ვერაგული ღიმილი.. რამდენიმე გასროლა იარაღიდან.. დმეტრეს ყვირილი, გასროლა მისი იარაღიდან.. ირინას დაცემა.. და ანა..

***
რა ხდება მაშინ, როცა საყვარელ ადამიანს ვკარგავთ?
ეს ტვირთია..
ტვირთი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვზიდავთ..
ტვირთი, რომელიც გვამძიმებს.. ხელ-ფეხს გვიკრავს და გვაიძულებს მასზე ვიფიქროთ..
ტვირთი, რომელიც ჩვენია, რომლის ზიდვაშიც ვერავინ დაგეხმარება
ეს ტკივილია..
ტკივილი, რომელიც აუტანელია..
ტკივილი, რომელსაც არათუ აკლდება, არამედ ემატება სიმძიმე..
ეს სიგიჟეა..
სიგიჟე, რომელსაც ტკივილი ასაზრდოებს..
სიგიჟე, რომელიც მაშინ გვეუფლება, როცა ნაცნობ ადგილს ჩავუვლით, სადაც მასთან ერთად არაერთი დღე გაგიტარებია..
სიგიჟე, რომელსაც მისი ღიმილის, მისი სურნელის და მასზე მოგონებების გახსენება წარმოქმნის..
ეს ცრემლებია..
ცრემლები, რომლებიც თანდათან შრება..
როდის ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს ყველაზე მძაფრად?
მხოლოდ მაშინ, როცა უკვე დაკარგულია, როცა დროს უკან ვეღარ დააბრუნებ, როცა ყველაფერი ამაოა..
ეს ყველაფერი დემეტრეს ქარიშხალივით დაატყდა თავს.
არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა..
ვერ გაიგო, როგორ შემოვიდა შენობაში დანაყოფი.. ან ამის შემდეგ რა მოხდა
გონს მხოლოდ ექიმის სიტყვებმა მოიყვნა : ,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ.. დანარჩენი ანაზეა დამოკიდებული..“


***
ექვსი თვის შემდეგ

***


- არაფერი დაგრჩეს რა.. - მარწყვით პირგამოტენილმა მაშომ ზურას მიაძახა, რომელიც მანქანაში ბარგს აწყობდა
- ყველაფერი ჩავდე.. ამდენს ნუ ჭამ, გასუქდები და მერე იწუწუნებ - ღიმილით უთხრა გაბერილ ცოლს ზურამ და მუცელზე ხელები შემოხვია
- მსუქანი არ გეყვარები? - ტუჩი სატირლად ჩამოაგდო ქალბატონმა, ზურამ კი, მის გამომეტყველებაზე სიცილი ვერ შეიკავა
- როგორ არ მეყვარები, წარმოიდგინე, რომ დამრგვალდები, მერე რა საყვარელი იქნები, არა მა ?
- ბავშვს ნუ ატყუებ, დედა არ დამრგვალდება! - პატარა ბავშვივით ენა გამოუყო ქმარს და მანქანისკენ წავიდა - წავედით, წინ ხუთი საათის გზა გვაქვს, რაც უფრო ადრე გავალთ, მით უფრო კარგი..
- მართალი ხარ - უთხრა ზურამ, საჩქაროდ დაკეტა სახლის კარი და მანქანაში ცოლის გვერდით დაჯდა
- ყოველ ზაფხულს, ერთად მივდიოდით რაჭაში.. როგორ მინდა ახლა აქ იყოს.. - ცრემლიანი თვალებით დის ფოტოს დააცქერდა
- კარგი რა მაშო.. ყველაფერზე ნიანგის ცრემლების ღვარღვალი არ შეიძლება! - გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა - თაფლობის თვეში არიან, შეარგე იმ ხალხს..
- ამდენი ხანი ? - გაიბუსხა მაშო და ჩანთაში საგულდაგულოდ ჩაწყობილ შოკოლადებს ერთი მოაკლო
- ღმერთო, გაძლება მომეცი - სიცილით თქვა და გამსუნაგებულ მაშოს გადახედა.

***
რაჭა
***
- დემე, ყველაფერი შემოიტანე ?
- ჰო საყვარელო, ესეც შენი ჩანთა, მეტი არაფერია - სიყვარულით გადახედა დემეტრემ უკვე გავაშელის ქალს - შენსავით ლამაზია აქაურობა
- მათი ჩამოსვლისთვის მოვასწრებთ ყველაფრის გაკეთებას.. კიდევ კარგი შოვში გრილა, თბილისში იწვის ყველაფერი და კიდე კარგი, რომ ეს სახლი ვიყიდე - ღიმილით მოავლო თვალი ნაძვნარში ჩაფლულ აგურის სახლსა და მწვანე, გვირილებით სავსე ეზოს თვალი - ჯერ დავალაგოთ და მერე მოვრთოთ..
- ხომ იცი, შენთვის ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლება..
- ბუშტებს შენ გაბერავ და დანარჩენს მე მივხედავ
- კარგი, ქალბატონო..
მალევე დაალაგეს სახლი, დემეტრემ ეზოში, სახლიდან ჭიშკრამდე ბალახი მოთიბა. ამასობაში ტასომ სადილი მოამზადა და ბუშტების შეკვრა დაიწყო. თითქმის ხუთი იყო დაწყებული, როცა ზურას მანქანა გაჩერდა კართან.
- ეზო გაუთიბავთ, რა კარგია - სიხარულით წამოიძახა მაშომ და სახლისკენ გასწია - ჩემი გვირილები
- სახლში შემოდი, უკვე ვაზაში ჩავაწყვე - სიცილით გამოვიდა ტასო
- ტასოოო !! - გახარებულმა წამოიძახა და დისკენ გაიქცა
- ჩემი პატარა.. როგორ მომენატრე ..- გულში იკრავდა ატირებულ მაშოს
- კარგი, რა გატირებს, მოდი აქ - ახლა დემეტრე ჩაეხუტა და ზურასკენ გასწია
- როგორ ხარ ?
- კარგად, დაკარგულო, შენ როგორ ხარ? მოიყვანე ცოლი და დაგავიწყდა ხო ძმაკაცი ? - ვითომ წყენით ჩაილაპარაკა ზურამ
- შენ ვის რას ეუბნები ? ისე, გიმუშავიათ, უყურე ამათ - ჩაიხითხითა დემეტრემ - ტასო, შენმა დამ როგორ უნდა გვაჯობოს, ჰა ?
- ნუ მაიმუნობ! - სიცილით უჩქმიტა დემეს და მაშოს მიეფერა - დეიდას პაწაწუნა.. ზურა, ნიკე არ ჩამოვა ? ვერაფრით დავითანხმე.
- ჰო იცი, როგორი ჯიუტია, თანაც, როგორც თვითონ თქვა, ,,მრავალფეროვანი მკვდრები“ ჰყავს ამ კვირაში გასაფატრი - თვალები აატრიალა ზურამ, მაშომ კი ცხვირი შეჭმუხნა
- რა კარგი სუნია, რა მოამზადე? - სამზარელოსკენ გასწია
- მთელი დღე ჭამს ხო ? - გადაუჩურჩულა ზურას ტასომ, მანაც საწყალი სახე მიიღო
- სულ!
- გავიგონე!
მალე სუფრას მიუსხდნენ, ანამ ღვინო მოიტანა - ,,ქვე შენი ჭირიმე“, ხვანჭკარა. ბევრი იხუმრეს, ძველი დრო გაიხსენეს და რამდენიმე ადგილის მონახულება გადაწყვიტეს. მაშო დაღლილი იყო და საძინებელში ავიდა, ზურაც მას გაჰყვა ანა და დემე კი გარეთ გავიდნენ. მზე ჩადიოდა, იქაურობა ულამაზესი იყო. უზარმაზარ მთებს შორის მზე ნელ-ნელა, წითლად უჩინარდებოდა.
- დემე.. არ გინდა სახლი ვიყიდოთ.. პატარა, კოპწია, თავის ეზოთი.. დანაზოგი საკმაოდ გვაქვს ცვენი სახლების გაყიდვიდან
- მშვენიერი აზრია, თბილისში როგორც კი ჩავალთ, გავარკვიოთ..
- და სად ვიყიდოთ? სახლი ვერაზე?
- არა, ვერა აღარ გვინდა, რომელიმე სხვა უბანი ვცადოთ.. ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ - ცოლის ტუჩებს ნაზად შეეხო
- ჰო, თანაც არასდროს მომწონდა მანდ საბავშვო ბაღი.. - ჩაიხითხითა ანამ
- რა თქმა უნდა, ბავშვი მშვიდ გარემოში უნდა გაიზარდოს.. - თქვა დემემ და როცა ტასოს ნათქვამის აზრს სრულად ჩასწვდა ფეხზე წამოვარდა - ტასო, არ მითხრა რომ..
- უნდა გითხრა!! - სიცილით წამოიძახა მან
- მამა გავხდები.. ღმერთო.. - გახარებულმა დემემ ცოლი ხელში აიტაცა - ახლავე ვუთხრათ იმათ..
- მოიცა.. - გაქცეულ დემეტრეს გაეკიდა ტასო
- ზურაა!! - ლამის შეანგრია ოთახის კარი - ორსულად ვართ!! - იყვირა და ძმაკაცს ჩაეხუტა, ის კი გაკვირვებული იდგა და მაშოს უყურებდა, რომელიც ანასთან ერთად იდგა და სიცილით იგუდებოდა - მე კი არა, ტასო - სიცილით გამოასწორა უცებ
- მოიცა, მოიცა.. - დემე მოიშორა ზურამ - აუ რამაგარია, მერამდენე თვეში ხარ? - მუცელზე მიეფერა ძმაკაცს
- როდის უნდა დაჭკვიანდე ? - სიცილით უთხრა დემემ
- გილოცავთ, მაგრამ ჩვენ პირველები ვართ! - მაშოს ჩაეხუტა ზურა
- არაუშავს, გამოვასწორებთ.. - ეშმაკური ღიმილით ხელი მოჰხვია ტასოს და ოთხივემ სიცილ-კისკით გადაინაცვლა ეზოში.





ცოტა სხვაგვარი დასასრული მქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ასეთი გამოვიდა საბოლოოდ <3
იმედია მოგეწონებათ <3
ველი შეფასებას <3



№1 სტუმარი მარუსაა

კარგი იყო მომეწონა ძალიან ????????

 


№2  offline წევრი Rania

Madloba rom ar miatovee. Kargi iyoo. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი ანუშირვანი

Rania
Madloba rom ar miatovee. Kargi iyoo. Yochagg


დიდი ხანი ვიფიქრე დასასრულზე ..
დავაგვიანე, იმიტომ, რომ არ ვიყავი წერის განწყობაზე, თუმცა შევძლეი და მაინც დავასრულე <3 მადლობა, რომ კიტხულობდით <3

მარუსაა
კარგი იყო მომეწონა ძალიან ????????

მადლობა დიდი <3

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 


№5 სტუმარი თამუსია

თითქოს საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მაგარი აბდაუბდაა, თუ მოფიქრებული არ ქონდა მერე ნუ მიაფუჩეჩებ ხოლმე, აზრს კარგავს მომდევნო რამის წაკითხვა.პანდორას ყუთი რა შუაშია ან ვერ მივხვდი,ბანალური დასასრული და ესე უაზროდ გაბოროტებული ადამიანი...
მოკლედ დებილობაა

 


№6  offline წევრი ანუშირვანი

თამუსია
თითქოს საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მაგარი აბდაუბდაა, თუ მოფიქრებული არ ქონდა მერე ნუ მიაფუჩეჩებ ხოლმე, აზრს კარგავს მომდევნო რამის წაკითხვა.პანდორას ყუთი რა შუაშია ან ვერ მივხვდი,ბანალური დასასრული და ესე უაზროდ გაბოროტებული ადამიანი...
მოკლედ დებილობაა


გმადლობთ, რომ წაიკითხეთ <3

მარტო სახლში
vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent