შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი XI)


27-02-2019, 13:14
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 208

მთელი დღე თითქმის გოგოებთან საუბარში გავატარე...ჩვენ ის დაქალები ვიყავით მთელი დღე რომ ერთად გაგვეტარებინა,სახლში მისულებს მაინც უამრავი სალაპარაკო თემა გვექნებოდა...საამოს ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩემოდნის ამოლაგრბა და ოთახში ხელახალი დამკვიდრება დავიწყე...საქმეს თითქმის ვასრულებდი როცა მათემ დამირეკა...
-როგორ ხარ?
-კაგად შენ?ვეკითხები და საწოლზე მოწყვეტით ვეცემი
-მეც კარგად..აბა როგორ ჩაიარა გოგოების საღამომ?მეკითხება და აზე ეტყობა რომ ეღიმება..
-ძაიანაც კარგად ,არააა ეს საღადაო ამბავი,ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას განვიხილავდით..
-ვიცი მე გოგოების ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვისადმი მიძღვნილი საღამოები..
-მოკეტე რა...მეღიმება და ვგრძნობ რომ რაღაცა არსაიდან წამოსული სითბო მიპყრობს,როგორც მორფის კაიფის დროს,სითბო ფეხის თითებიდან იწყება,თავბრუს გახვევს და რამდენიმე წუთში ვერც კი ხვდები ისე მთელი სხეული არსაიდან წამოსული სითბოს ბურუსშია გახვეული...
-კარგი ხო ნუ იბუტრბი რა...მოკლედ ხვალ ძაან დაკავებული ვარ და წინასწარ გირეკავ და გეუბენბი რომ შეიძლება ხვალ ვერ შეგეხმიანო და პანიკებში არ ჩავარდე...
-მაგაზე როდის ჩავვარდნილვარ პანიკაში.-ცოტა არ იყოს წყენა შემეპარა ხმაში..
-კაი ვიხუმრე რა გჭირს..
-ოხ მათე,მათე რა...
-კაი მიდი დაისვენე შენ და თუ მოვახერხე ხვალ საღამოს შეგეხმიანები..
-კაი მიდი...ძილინებისა მათე!
-ძილინებისა ნანა!მომენატრე!-მეუბნება და ტელეფონს თიშავს,მე კი გაღიმებული სახით გათეთრებულ ჭერს მივშტერებივარ...
მეორე დღეს დედაჩემი ჩამოვიდა...ჩამოგვიტანა ბევრი ტკბილეული და როგორც იტყვიან სოფლის ნობათი...ვისაუბრეთ ძალიან ბევრი..დაწვრიელებით მომაყოლა გერმანიაში გატარებული ყოველი წუთი...როცა მოსაღამოვდა მეტრომდე გავაცილე და სახლში დავბრუნდი...დაღლილი ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე საათით დამეძინა...ძაილში ძალიან შორიდან ტელეფონის ხმა მესმის და მგონია,რომ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ და თვალებს განზრახ არ ვახელ,თუმცა ტელეფონი გაჩერებას არ აპირებს,ამიტომ ისე რომ ეკრანს არც ვუყურებ ,ტრადიციულად,ძილისგან ჩახლეჩილი და დაბოხებული ხმით ვპასუხობ:
-გისმენთ
-აუ გეძინა?ბოდიში რა რო გაგაღვიძე...
-არაუშავს..ვეუბნები და თვალებს ვიფშვნეტ..
-მოკლედ ეხლა ერთი იდეა მაქვს ,რას ტყვი 20წუთში რომ გამოგიარო და სადმე წავიდეთ ჩაის ან ყავის დასალევად,რომელიც შენ გინდა..
-მათე,გაგიჟდი?საათს მაინც დახედე..
-კარგი რა,მიდი გაემზადე და გამოგივლი..
-ოო არა მეზარება სხვა დროს იყოს..
-იცოდე მოვალ და საწოლიანდ წაგიღებ და ისიც კარგად იცი რომ ამის გამკეთებელი ვარ...
-კარგი ხო ვიზამ რამეს..
-კაი,20წუთში მანდ ვარ...
-ტელეფონს ვთიშავ და მისაღებ თახში გავდივარ,-აუ გოგოებო მე უნდა გავიდე,მათემ დამირეკა..
-ამ შუაღამისას სად ჯანდაბაში მიდიხართ?მეკითხება ცტათი დაბნეული და გაკვირვებული თამო
-თამო,ცო გეუბნებოდი გიჟმა გიჟი იპოვა მთქი-ამბობს ანი და იღიმის..
-აუ კარგით რა ...არ დამელოდოთ,დაიძინეთ შეიძლება გვიან მოვიდე..
-კარგი ოღონდ გამოფხიზლდი ნორმალურად,მგონი ჯერ კიდევ გძინავს...
ოთახში ვბრუნდები კარადიდან ჯინსის შარვალს,შავ კაპიშუნიან ზედას ვიღებ და ვიცვამ..თმას უწესრიგოდ ე.წ კოსად ვიკრავ ..მსუფუქ მაკიაშ ვიკეთებ,ფეხზე სპორტულ ფეხსაცმელს ვირგებ..სწორედ ამ დროს შეტყობინება მომდის:"გელოდები" ტყავის ქურთუკს ვიცვამ,გასაღებს ვიღებ,გოოებს ვემშვიდობები და დაბლა ჩავდივარ...ეზოში ჩასვლისას,გაგეცინებათ ალბათ თუ გეტყვით რომ მათე ჩემთვის ძალიან საყვარელ და ამავდროულად ჩვეულ პოზაში დგას,მანქანას ეყუდება და სიგარეტს ეწევა.ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მეხუტება,მეც ჩახუტებით ვპასუხობ..-მომენატრე
-მეც.
-და ძალიან კარგად გამოიყურები,მომწონს შენი სტილი
-მადლობა...სიმორცხვისან თვალებს დაბლა ვხრი..
-აუ ძაან მევასება სიმორცხვის დროს ასე რომ აკეებ..
-ოოო კარგი რა ..მანქანის კარს მიღებს და თავით მანიშნებს ჩაჯექიო,თვითონ მძღოლის ადგილს იკავებს და სოგარეტის მოწევას მანქანაში აგრძელებს,მანქანას ძრავს და მთავარ გზაზე გავდივართ..
-აბა რას ვსვამთ ყავას თუ ჩაის?
-აუ ეხლა ისეთი დროა,მგონი ჯობია ჩაი დავლიოთხო?კითხვაზე კითხვით ვპასუხობ...
-როგორც შენ გინდა...-მპასუხობს და იღიმის...შუქნიშანან ვჩერდებით და უკვე მეორედ ვამჩნევ რომ მარცხენა ხელი უკანკალებს...
-ხელზე რა გჭირს ?ვეკითხები ყოველგვარი შესავლის გარეშე..
-რას გულისხმობ?-თითქოს იძაბება და სხეულიც ეჭიმება..
-უკვე მეორედ ვხეხავ რომ გიკანკალებს..
-აა არაფერი ისეთი,გადაღლილობის გამო მაქვს ასე..
-იქნებ მაინც მისულიყავი ექიმთან კაგი იქნებოდა..
-არაფერია მართლა,დიდი ხანია უკვე ასე ვარ...ბავშვობაში რთული მოტეხილობა მქონდა და მას შემდე როცა დავიღლები ასემაქვს ხოლმე ,შენ არ იდარდო..
მეღიმება და არაფერს ვამბობ.ჩაის სახლის წინ მანქანას აჩერებს,შევდვართ და კუთხეში თითქოსდა განმარტოვებულ მაგიდასთან ვსხდებით..ჩაის და ბლინებს ვუკვეთავთ.ამჯერად საუბარს მე ვიწყებ..
-ერთი ოდეა მაქვს,ალბათ დამეთანხმები რომ ერთმანეთზე ბევრი არაფერი ვიცით,მოდი მომიყევი შენზე,ისრასაც საჭიროდ ჩათვლი,ყველაფრის მოყოლას არ გაძალებ..-შეკვეთა მოაქვთ,ჩაის ერთ ყლუპს სვამს და მეუბნება..
-შენ რომ დაიწყო არ გინდა ?მეკითხება და თვალს მაცდურად მიკრავს..
-არა,პირველმა მე გთხოვე... ასევე მაცდურად ვუღიმი..
-ნუ მოკლედ იცი რა როგორ უნდა დამითანხმო..ხო საიდან დავიწყო,მყავს დედა და მამა,რომლებიც კოჯორში ცხოვრობენ,მე თბილისში ვცხოვრობ...კიდე რა გითხრა...-ეღიმება..
-არა ძალიან ბევრია ,ამდენი შეიძლება ვერ დავიმახსოვრო-ორივეს სიცილი გვიტყდება- და ან ძმა გყავს ?
-ძმა მყავდა ,ავარიაში დაიღუპა რამდენიმე წლის უკან..
-ძალიან ვწუხვარ,ბოდიში არ უნდა მეკითხა..
-არა,არა არფერია მართლა..
-სამსახურზე რას მეტყვი-ვცადე არსებული დაძაბულობის განმუხტვა..
-ძაან დაკავებული რომ ვარ შეამჩნიე ხო..?! ბიებს,სამეგობროს,მანქანების კომპანია გვაქვს,ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოგვყავს და აქ ვყიდით...კიდევ ოჯახურ ბიზნესში ვარ ჩართული..
-ოჯახურ ბიზნესში?
-ხო მამაჩემს აქვს რამდენიმე კაფე ბორჯომში და ბაკურიანში..
-ეე რა მაგარია,ესეიგი ჩემს წინ დიდი ბიზნესმენი ზის..
-კი ეგრე ამოდის...ორივეს გვეღიმება..
-და თუ უტაქტობაში არ ჩამომარმევ ოჯახთან ერთად რატომ არ ცხოვრობ...?!
-ჩემი ძმა რომ დაიღუპა,ცოტა არ იყოს მე და დედაჩემმა რაღაცეებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და თბილისში გადმოვედი,მართლია ახლა თითქოს დალაგდა ყველაფრი,მაგრამ იმ სახლში ვეღარ მივდივარ სადაც ჩემი ძმა მეგულება და ვიცი არ დამხვდება,მას შემდეგ დაახლოებით 8წელი გავიდა და მის ოთახში ყველაფერი ხელუხლებელია,ეს კიდევ უფრო მანადგურებს,დედაჩემს კი იმის გაგონებაც არ უნდა რომ ნივთები სხვაგან შეინახოს,მე კი 6წელია მის ოთახში არ შევსულვარ...
-ღმერთო საშინელება...ბოდიში რომ საერთოდ შევეხე ამ თემას...
-დამშვიდდი არაფერია,მართლა...-ხელზე ხელს მადებს და ვხვდები რომ ისიც ჩემნაირია..
-აბა კიდე რა გაინტერესებს?
-ეხლა ბლიც კითხვებისთვის მოემზადე..მეღიმება და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ რომ იქ ვარ სადაც უნდა ვიყო..-საყვარელი ფერი?
-აი როგორ აგიხსნა?შენი თვალების ფერი..არც თაფლისფერი ,არც მწვანე,გარდამავლია,ხან ორივე ერთად,ხანს ცულაც გამწვირვლე...ჩემთვის საყვარელ ფერს შენი თვალების ფერი ქვია...(მონუსხული ვუსმენ და ვხვდები რომ ამ ხულიგანზე ფიქრებ უფრო და უფრო ითრევს მთელს ორგანიზმს)
-საყვარელი სეზონი?
-გაზაფხული და იცი რატომ?ქუჩაში ყველა ხის სუნი რომ ერთმანეთს ერევა,მოულოდნელი წვიმის სეზონია,ბუნებასთან ერთად თითქოს ადამიანებიც იღვიძებენ,თითქოს ცხოვრების რიტმიც უფრო სწრაფი ხდება და თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება..
ვუსმენდი და მიკვირდა,რადგან სულ სხვანაირი ჩანდა და რეალურად სულ სხვანაირი იყო..
-ფეხბურთი თუ კლათბურთი?
-კალათბურთი,რა თქმა უნდა,თან ბავშვობაში ვთამაშობდი..
-მგონი ამეტაპზე კითხვები ამომეწურა,მზერას ვაშორებ და ჩაის ვუბრუნდები...
-თუ გგონია რომ იგივე "დაკითხვას" თავიდან აიცებ ძალიან შემცდარხარ..ახლა შენ გისმენ..
-ჩემები მცხეთაში ცხოვრობენ,ის იცი რომ სამედიცინოში ვსწავლობ და ისიც რომ მეგობრებთან ერთად ვცხვრობ..კიდე რა გითხრა აბა?
-ერთხელ,ზუსტად არ მახსოვს როდის შენმა მეგობრებმა თქვეს რომ შენი ძმა საქართველოში არ ცხოვრობსდა სად არის?
-აამ,ჩემი ძმა ესპანეტში ცხოვრობს,ძიუდოისტია და ახლა ესპანეთის სახელით ასპარეზობს..
-ესეიგი შიშის მიზეზი ნამდვილად მაქვს..
-უიმე კარგი რა ..ორივეს სიცილი ვიტყდება..
-შემდეი კითხვა:-საყვარელი ფერი?
-ნაცრისფერი
-ოო უფრო საინტერესო ხდება ეს ამოკითხვა
-საყვარელი სეზონი?
-ზამთარი
-და რაყომ?
-არ ვიცი,იცი მგონია,რომ ზამთარში ადამიანები ძალიან ბუნებრივები არიან ,გოგონები დიდ დროს არ ხარჯავენ მაკიაჯზე,ზოგიც საერთოდ მის გარეშე დადის და ვფიქრობ რომ ამ დროს ყველაზე ლამაზები აროან ..ზამთარში შეგიძლია დამალო ყველა ის კომპლექსი,რომელიც ზაფხულში ან სხვა სეზონზე გაწუხებს..თანაც თოვლიან ზამთარს მაინც სხვა ხიბლი აქვს..ყველაფერს თეთრი საბანი ახურავს...მალე ღამდება და ქუჩები მალე ცარიელდება,რაც განმარტოვებისთვის და ფიქრისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის...
-იცი რაც გაგიცანი მას შემდეგ არ წყვეტ ჩემს გაოცებას..ისევ მეხსიერება მღალატობს და ზუსტად არ მახსვს ვინ,მაგრამ რომელიღაცა შენმა დაქალმა თქვა რომ ძალიან შეიცვალე,ადრე სულ სხვანაირი იყავი თურმე,რამ განაპირობა შენი შეცვლა?
-ამ კითხვაზე პასუცი აუცილებელია?
-კი..მიყურებს და ცალ წარბს სწევს..მეღიმება და სურვილი მიჩნდება ეს კადრი სამუდამოდ დამამახსოვრდეს..
-მეგობარი მყავდა,რომელიც რამდენიმე წლის უკან გარდაიცვალა,მას შემდეგ კი მართლა ძალიან შევიცვალე..
-ძალიან ვწუხვარ,ნამდვილად ვიცი რასაც გრძნობ დამიჯერე..
გოგო იყო?
-არა ბიჭი..
-რამხენი ჭლის იყო?
-ცხრამეტის უნდა გამხდარიყო..
-რითი დაიღუპა..
-წამლის ზედოზირებით..მას შემდეგ მეზიზღება ყველა ნარკომანი და მეზიზღება როცა ამართლებენ ყველანაირი ნარკოტიკის ლეგალიზაციას,მეზიზღება ყველა ეს ადამიანი,რადგანმათ არც ერთი წამი არ აუტარებიათმეგობრის საწოლის გვერდით,რომელიც შესაძლო იყო "კაიფში გაპარულიყო"
-ბოდიში არვიცოდი თუ ასეთი რეაქცია გექნებოდა..გპირდები ამ თემას არასოდეს შევეხები..
-მოდი ცოტა გავიაროთ რა..
-როგორც შენ გინდა ..
მანქანაში ვსხდებით,არცერთი აღარფერს ვამბობთ,მინას დაბლა ვწევ და სახეს ფანჯრიდან შომომავალ ჰაერს ვაგებებ..ცოტახანს ქალაქის ცარიელ ქუჩებში სეირნობით ვტკბებით...
-დამშვიდდი?მეკითხება და არ მიყურებს...
-კი და შეგიძლია შემომხედო არ ვტირი..მიყურებს და მიღიმის.ისეთი ღიმილი ჰქონდა ყველაფერს,ყვველა დარდას მავიწყებდა..უეცრად ჩემს ხელს იღებს,მუჭაში იქცევს დახელისგულზე მკოცნის..
-მაშინ სახლში წაგიყვან და დასივენე..
-კარგი..სავარძლის საზურგეს ვეყრდნობი და ქუჩის გასწვრივ არსებულ ლამპიონებს ვაკვირდები,რომლებიც თითქოსდა ერთმანეთის გასწრებას ცდილობენ...მანქანას სადარბაზოსთან აჩერებს,მაგრამ გადასვლას არ ვჩქარობ..მათე ჩემსკენ იწევა,თავიდავ ვერ ვხვდები რას აკეთებზ,ერთ ხელს კისერზე მხვევს და მიახლოვდება,შუბლზე შუბლს მადებს და ჩახლეჩილი ხმით მეჩურჩულება,"ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,როცა დაგჭირდები"თვალებს ვხუჭავ და მგონია რომ სიზმარში ვარ,ამ დროს კი ის ჩემი ტიჩებისკენ იხრება და მკოცნის..ეს კოცნა არაფრით ჰგავდა ჩვენს პირველ კოცნას,ეს კოცნა მოიცავდა სინაზეს,სითბოს და კიდევ რაღაცა ამოუხსნელს,რომელიც დღემდე ვერ ამოვხსენი...ამას ისე აკეთებდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ერთი არასწორი მოძრაობით დავიმსხვრეოდი....მომშორდა ,თვალებში შემომხედა და შუბლზე მაკოცა...-ძილინებისა ნანა..
-ძილინებისა მათე...კარი გავაღე ,გადმოსვლას ვაპირებდი თუმცა მისკენ მივტრიალდი,პატარა ბავშვივით ლოყაზე ვაკოცე და უკანმოუხედავადგავემართე სახლისკენ,თუმცასანამ თვალს არ მოვეფარებოდი არ წავიდოდა,ასეთი ჩვევა ჰქონდა....



№1  offline წევრი Dr.writer

დარინა
იმედია მათზე ნარკომანი არ იქნება, ძალიან მომწონს ეს წყვილი და არ მინდა რომ მათ შორის ტყუილი ჩადგეს, მომწონს რომ ნაბიჯნაბიჯ მიიწევენ წინ.

დიდი მადლობა..<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent