ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილს
ქვეყნის ღირსების დაცვისთვის ტატუნაშვილი მოკვდაო, მისი გმირობის ამბავი თვითონ, მტრის ჯარმა მოყვაო, სამშობლოს რად ეწირები, დაწვი ეგ ქართლის ჩოხაო, ფეხი დაადგი, გათელე, ეგ შენი ქვეყნის დროშაო. თითს რომ აჭრიდნენ ქართველ გმირს, არაკაცების ხროვაო, მის წასაღებად იცოდეთ, ქართველი ხალხი მოვაო, სული ღმერთს, გული - ქართველებს, ქართველი გაჰყვიროდაო, უიარაღოს კლავდნენ და არჩილი დასცინოდაო. გმირი გმირულად დაეცა, მტერთან არაფერს თმობდაო, არჩილს ვერაფრით აკადრეს თავისი ქვეყნის ცოდვაო, თქვენ აღარ გახსოვთ ეტყობა, ქართველი ერის ბრძოლაო, ძმის მკვლელზე შურისძიება, მათი დასჯა და ხოცვაო. მტრებმა ვერაფრით გატეხეს არჩილის გული, გონება, ძაღლებს ადვილი ეგონათ, ქართველი გმირის გოდება, სული ღმერთს, გული - ქართველებს, ქართველი გაჰყვიროდაო, უიარაღოს კლავდნენ და არჩილი დასცინოდაო. წლების წინ მამა ხარობდა, ვაჟკაცი დამებადაო, დღეს საქართველო ცრემლებს ღვრის, რა გმირი დამეკარგაო, არჩილის მამავ, ძლიერო და გმირის დედავ ქართლისა, ამ მუხლს მოვიყრი თქვენს წინ და მარად მწამს ამ სიმართლისა, თქვენი ვაჟკაცი არჩილი დღეს გმირად დაიბადაო, მისი სული და სიმტკიცე თვით ღმერთმა დაიფარაო. არჩილის ადგილას ყოფნას ბევრი ინატრებს გმირიო, ღმერთმა თქვა, გმირის მშობლებო, ჩემთან არს თქვენი შვილიო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.