შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანონ გარეშე


28-02-2019, 00:17
ავტორი ninininiko
ნანახია 976

კინოშედევრები ლიტერატურა ყველაფერი რაც დეტექტივს და გამოძიებას შეეხება ჩემთვის ყოველთვის იყო ცხოვრების ნაწილი, დანაშაული და დამნაშავის განცდა ყველა ის შეგრძნება რასაც დანაშაულის ჩადენის დროს განიცდის, ეს არის ადრენალინი რომელსაც ვერცერთი გრძნობა შეედრება, ყველაზე ძლიერი ნარკოტიკის გაორმაგებული შეგრძნება. ხშირად დანმაშავის კვალზე გასასვლელად საჭიროა იფიქრო როგორც დამნაშავემ თუ რას გააკეთებდი მის ადგილზე და როგორ ან რა მიმართულებით დატოვებდი დანაშაულის ადგილს, რადგან ხშირია შემთხვევა როცა დამნაშავე არის კარგად მომზადებული და ის ტოვებს ძალიან უმნიშვნელო კვალს რის შემდეგაც პიროვნების დადგენა ძალიან ძნელი ხდება.

მე მქვია ემილი ბავშობიდან ვიყავი დაინტერესებული ყველაფრით რაც გამოძიებას შეეხებოდა, ოცნება რომ გავხდებოდი ის ადამიანი ვინც შეძლებდა კრიმინალის შემცირებას ჩემ ქალაქში და ვიქნებოდი საუკეთესო ჩემ საქმეში, ოცნება მარტივია როცა ბავშვი ხარ და ყველაფრის მიღწევაც მარტივი გეჩვენება, გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა ჩემი ოცნების ასახდენად და როგორც იქნა მოვიდა დღე როცა ჩემი პირველი ნაბიჯები უნდა გადამედგა ჩემ საყვარელ სფეროში, ჩავაბრე იურიდიოლზე იმისთვის რომ ჩემი ოცნება ამეხდინა მომიწია ბევრ რამეზე უარის თქმა ვიკლებდი გართობას, მეგობრებს, როცა ისინი სადმე რამე დღესასწულს არნიშნავდენ მე მთელ დროს სწავლას უთმობდი ვიცოდი ეს დამიფასდებოდა, იურიდიულის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე პოლიციის აკადემიაში სადაც კვალ პირველი ვიყავი, ზოგადად არ მიყვარს აგდებული დამოკიდებულება და თუ რამეს ხელს მოვკიდებ ის საქმე ბოლომდე მიმყავს. 6 თვიანი კურსის გავლის შემდეგ მე შეუდექი იმ საქმიანობას რომლისთვისაც ამდენი ვიწვალე.

პირველი დღე როცა სამსახურში მივედი არასდროს დამავიწყდება ყველა რაღაც საბუთებით დარბოდა ვერ გამეგო რა ხდებოდა ან რა უნდა გამეკეთებინა დავიბენი, რამდენიმე წუთით ეჭვიც კი შემეპრა რომ ამის გაკეთება შემეძლო გარედან ხომ უფრო მარტივი ჩანდა, ჩემ თავს ვუთხარი რომ მე ამას შევძლებდი რადგან ამისთვის ამდენ ხანს ვემზადებოდი, მორიგე რომელიც მისაღებში იჯდა მომიახლოვდა მომესალმა და მითხრა თუ ვის ვეძებდი, მე აუხსენი თუ რისთვის ვიყავი მისული და რომ ეს ჩემი პირველი დღე იყო სამსახურში, მთხოვა ცოტა ხანს დავლოდებოდი და ისევ მისღებსი გავიდა ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაურეკე შემდეგ მობირუნდა და მითხრა რომ ავსულიყავი კიბეებზე და მეორე კაბინეტში შევსულიყავი, ვნერვიულობდი ნელ ნელა ავედი კიბეზე და მიუახლოვდი იმ კარებს რომელზეც მორიგემ მითხრა, ნელა დავაკაკუნე და პასუხის გაგებას არ დავლოდებულვარ ფრთხილად შევაღე კარები,
დავინახე მაგიდსთნ მჯდომი ადამიანი რომელიც ტელეფონის თამაშით იყო დაკავებული, არც შემოუხედავს ჩემთვის თავ აუწევლათ მითხრ რომ მივსულიყავი და მიმითითა მის მოპირდაპირე სკამისკენ დავმჯდარიყავი, როგორც იქნა მივაღწიე სკამამდე და თავდახრილი ველოდებოდი თუ როდის დამისვამდა პირველ შეკითხვას, თუმცა ის ისევ განაგრძობდა ტელეფონში თამაშს და იქცეოდა ისე თითქოს მე იქ არ ვიყავი, როგორც იქნა ტელეფონი გვერძე დადო ჩემსკენ მობრუნდა და საბუთების გადაცემა მთხოვა, 5 წუთი ჩემ მიცემულ ფურცლებს უყურებდა მაგრამ ჩემთვის ეს 5 წუთი საათებს გავდა,
-ესეიგი ეიმილი შენ ხარ ჩვენი დამწყები გამომძიებელი,
მე ღიმილი შემომეპარა და თავის დაქნევით დავეთანხმე,
-ნუ ნერვიულობ აქ თავიდან ყველა შენსავით ახალ ბედა ვიყავით ჩვენ დაგეხმარებით რომ ახალ გარემოს მარტივად შეეჩვიო, მე თემო მქვია და შენი უფროსი ვიქნები ეხლა კი სადაცააა ნიკაც მოვა რომელიც მეწყვილეობას გაგიწევს, მე ისევ ჩუმად ვიყავი ნერვიულობისგნ თითქოს ლაპარაკი დამავიწყდა მიხვდა რომ ძააან დაძაბული ვიყავი და ჩემთვის კითხვების დასმა შეწყვიტა ყავა შემოთავაზა რაზეც მე დავთანმდი, ამასობაში ნიკაც მოვიდა,
ნიკა ის ადამიანია ვიზეც ბატონამ თემურიმ მითხრა რომ ჩემი მეწყვილე იქნებოდა, ოთხაში გაბრაზებული შემოვიდა ხელში სბუთები ეჭირა რომელზეც ფოტოსურათი იყო მიმაგრებული, მაგიდაზე დაყარა და გაბრზებულმა წამოიყვირა ისევ ისევ დაიძვრინა თავი მის წინააღმდეგ არაფერი გვაქ როგორ როგორ ახერხებს რომ ყოველთვის ჩევნზე წინ დგას, თემური მშვიდად იჯდა და უსმენდა თითქოს ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას, შემდეგ კი ასევე მშვიდა უთხრა, მოთმინება ის აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, ახლა კი მინდა ვიღაც გაგაცნო და ჩემსკენ გამოიხედა მე ისევ დაბნეული ვიჯექი სკამზე, ეს შენი ახალი მეწყვილეა მინდა ასწავლო ყველაფერი რაც შენ იცი, მე სკამიდან წამოვიწე რაადგან ხელი ჩამომერთვა ნიკსთვის ისიც ჩემსკენ წამოვიდა ემილი დაბალი ხმით უთხარი ჩემი სახელი, რატომ ხარ დაძაბული მკითხა ნიკამ ჩემი ნერვიულობა შეუმჩნეველი არც მას დარჩენია ეს არც იყო გასაკვირი რადგან აშკარად ყველა ემოცია აისახებოდა ჩემ სახეზე, კარგი მოკლედ აჩვენე სამუშაო ადგილიდა და დაეხმარე მარტივად შეეგუოს ახალ გარემოს, ნიკას ხმა არ ამოუღია მაგიდაზე დაყრილი საბუთები ისევ ხელში აიღო და კარებისკენ წავიდა, კარები გააღო და ჩემსკენ შემობრუნდა, რას შვები მოდიხარ თუ გადაიფქრე აქ მუშაობა, მე ისევ ხმის ამოუღებლად გავყევი უკან, პირველ სართულზე ჩავედით დერეფნის ბოლოს კაბიენტში შევიდა ორი მაგიდა იყო ორივე ომპიუტერი და ფაილები ელაგე, მარჯვნივ შენი სამუშაო ადგილია დაჯექი და გაგცნობ იმ საქმეს რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ,
ფაილი სადაც სურათი იყო დამაგრებული ის ფაილი რომელიც უფროსს მაგიაზე დაუყრა ეხლა მე დამიდო წინ თვითონ ჩემ მაგიდაზე ჩამოჯდა და მითხრა ეს ლუკაა ადამიანი რომელიც მშვიდად არ უნდა დადიოდეს გარეთ, ის ყოველთვის ახერხებს დაიძვრინოს თავი არ გგვაქ არაფერი მის საწინააღმდეგოდ რის საფუძველზეც შევძლებთ მასზე დაკავების ორდერი გამოვწეროთ,
შემდეგ კი ჩუმად ჩილაპრაკა ამჯერად ვერ გამექცევიაუცილებლად დაგიჭერ, მე შევხედე და გამეცინა თვითონაც შენიშნა და თავი დახარა თითქოს თავისი ნთქვამის შერცხვა, ამასობაში ცოტა გვშინაურდი და უთხარი აუცილებლად დავიჭერთ თითქოს ვაგრძნობინე რომ ამ საქმეში მეც ჩავერთე და ჩემი დახმარებით აუცილებლად მიაღწევდა იმას რაც ესე ძალიან უნდოდა,
იმ საღამოს როცა სახში მივედი ემოციებისგან ვიყავი დაცლილი ჩემი ოცნება რეალური გახდა მქონდა საქმე რომელიც იყო ძალიან საინტერესო დამნაშავე რომელიც არ ტოვებდა კვალს, ლუკა ლუკა ლუკა ვინ ხარ ნუთუ მართლა არ უშვებ შეცდომებს, არა მე ვერ მაჯობებ მე აქ იმისთვის ვარ რომ შენნაირებისგან გავწმინდო ქალაქი, ამას ვეუბნებოდი ჩემ თავს თითქოს თავს უმტკიცებდი რომ ეს საქმე ჩემთვის სულაც არიქნებოდა ისეთი რტული როგორსაც ამას ჩემი მეწყვილე ნიკა ამბობდა,
მეორე დღე სამსახურში მივედი ამჯერა ნერვიულობა აღარ მაწუხებდა, კბინეტში შესვლის თანავე სამუშაო მაგიდასთნ დავჯექი ხელში ლუკას ფაილები დავიჭირე სადაც მისი ფოტო იყო მიმაგრებული და თითქოს ჩემ წინ იდგა ჩუმად ვუთხარი, დაგიჭერ მე შენ დაგიჭერ. ამ დროს ნიკა შემოვიდა ქურთუკი სწრაფად გაიხადა იქვე კარების უკან ჩამოკიდა, გამარჯობა ემილი რა ადრე მოსულხარ აი მესმის მუშაობის წყურვილი, მომიახლოვდა და დაინხა რომ ლუკას ფაილი მეჭირა ხელში, კაი შეინახე ეგ ფურცლები დღეს სხვა საქმე გვაქ თბილისში ქურდობა მოხდა მაღაზია გაძრცვეს და ეს საქმე ჩვენ მოგვცეს, ყავა დავლიოთ და გავიდეთ, მე თავი დაუქნია და ყავის მოსატანად გავედი, უკან რო დავბურნდი ნიკა უკვე სქმეში იყო ჩართული და მაღაზიის ფოტოებს ათვალიერებდა, ყავა მაგიდაზე დაუდგი და მის ზურგს უკან დავდექი რომ მეც დამენახა რა იყო სურათებში, ხედავ? ეს ბიჭი ახალბედააა არც ნიღაბი არც ხელთათმანები ხელზე ანაბეჭდების დასაფარად ალბათ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა და ეს გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო ყოველგავრი მომზადების გარეშე, დახურა ფაილი ყავა ოდნავ მოსვა და მითხრა მოკლედ ძააან მარტივი საქმეა დროა გავიდეთ, ადგილზე მისასვლელად 15 – 20 წუთი დაგვჭირდა, ნიკა ძაან იყო ამ საქმეში ჩართული ამბობდა რომ ეს მარტივი იქნებოდა მაგრამ ამის მიუხედავად ის სრულიად ამ საქმეზე იყო გადართული, მე კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში ლუკა ლუკა ვინ ხარ, როდის დავიჭერთ მძარცველს რომ ისევ შენ საქმეს დაუბრუნდეთ, ამ ფიქრებში გართული ისე მივედი დანაშაულის ადგილზე ვერც კი მივხდი, გარშემო სულ ექსპერტ პოლიციელები იყვნენ ერთ ერთ მათგანს ძაღლიც ყავდა რომლის მეშვეობითაც ცდილობდენ დაედგინათ თუ რომელ მხარეს გაიქცა დამნაშავე, ანაბეჭდები აღებულია და გდაგზავნილი მისი ანაბეჭდები ბაზაში არ აღმოჩდა ესეიგი ეს მისი პირველი დანაშაული იყო, ნიკამ მითხრა რომ ტერიტორია დაგვეთვალიერებინა და შეგვეწმომებინა თუ იყო სადმე შთვალთვალო კამერები იქნებ ეს დაგვხმარებოდა რამეში, მე ქუჩას ჩაუყევი ნიკა კი საპირისპირო მხარეს წვიდა, შევნიშნე კამერა რომელიც აფთიაქს ქონდა დაყენებული,
ნიკას დაურეკე მითხრა დამელოდე ეხლავე მანდ გავჩდებიო, 5 წუთში ნიკა მოვიდა აფთიასი შევედით და მოვითხოვეთ კამერით გადაღებული მასალები ეჩვენებინათ ჩვენთვის, მათგანაც უარი არ მიგვიღია ჩანაწერის ნახვის შემდეგ გამოჩდა პირი რომელიც ქუჩაზე ჩარბოდა სირბილისგან ქუდი ეგრედწოდებული კაპიუშონი მოხდილი ქონდა, მოხდა მისი ამოცნობა და არც საცხოვრებელი ბინის გაგება ყოფილა ძნელი, ნიკას ეჭვები გამართლდა ეს საქმე ზედმეტად მარტივი გამოვიდა, მე და ნიკა ორ პოლიციელთან ერთად გავემართეთ რადგან დგვეკავებინა დმნაშავე თავისი ბინაში, სადარბაზოსთნ მისვლის შემდეგ ნიკა წინ წავიდა და ჩუმად მითხრა ჩემს უკან იყავი და ეცადე არ დაიბნე ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, პირველი საქმე იყო როცა მე იარაღით ადამიანის დასაკავებლად მივდიოდი, მაგრამ შევძლებ კი მისთვის სროლას თუ ყველაფერი გართულდება? ის ხომ ადამიანია ვიცი ხო რომ დამნაშავე იარაღის გამოყენება ჩაითვლება თავის დაცვათ და ამისთვის მე პასუხი არ მომეთხოვება მაგრამ ვესროლო ადამიანს? და რომ მოკვდეს, ჩვენ მესამე სართულამდე ფრთხილად ავედით ზუსტად იქ იყო დამნაშავის ბინა მე კი მთელი გზა ეს ფიქრები მაწუხებდა თუ როგორ უნდა მესროლა საჭიროების შემთხვევაში ტყვია ადამიანისთვის, კარებზე დავაკაკუნეთ არ გვინდოდა არეულობა გვინდოდა ყველაფერი მშვიდად ჩაგვეტარებინა, კარებს არვინ აღებდა არც ბინიდან გამოდიოდა არვის ხმა, გადავწყვიტეთ გარები ძალის გამოყენებით გაგვეღო როცა უცბად კარები მოხუცმა ქალმა გააღო, ოთხი ადამიანი იარაღით ხელში რომ დაგვინახა შეეშინდა და ხმის კანკალით გვითხრა, რა მოხდა შვილო ვინმეს ეძებთ, ნიკამ მკაცრი ხმით უთხრა სახში იყო თუ არა ვ.ლ ქალს სახე შეეცვალა შევატყვე რო კარგად არ იყო, იარაღი ბუდეში ჩავდე ქალს ხელი მოვკიდე სახში შევიყვანე და იქვე მდივანზე ჩამოვსვი, დავინახე მაგიდაზე წამლებით სავსე პარკი იდო, ნიკამ და პოლიციმ სახლის ჩხრეკვა დაიწყეს, ქალი კი დაბნეული იყურებოდა ჩემკენ, ნუ გეშინით ყველაფერი კარგად იქნება ბებო, ვუთხარი თბილიხ ხმით მინდოდა ცოტა დამეწყნარებინა, რა დააშავა ჩემმა შვილიშვილმა რატომ ეძებთ მის გარდა არავინ მყავს მითხარით რა ჩაიდინა, ვცდილობდი ყველაფერი ამეხსნა მაგრამ ის გამუდმებით აგრძელებდა კითხვების დასმას, ამ დროს სახში ბიჭი შემოვიდა წორედ ის ვისთვისც ჩვენ აქ მოვედით, კარები ღია რო დაინახა შეეშინდა ეგონა ბებოს რამე მოუვიდა, შემოვრდა და ქალს ჩაეუხტა ჩვენთვის ყურადღებაც არ მოიქცევია თითქოს იქ არ ვყოოფილვართ, კარგად ხარ? რამე ხო არ მოგივიდა წამლები დალიე? კითხვები მიაყრა ბიჭმა ქალს, ამასობასი ნიკა მივიდა მხარზე ხელი დაადო და ქალის მაგივრად უპასუხო, ბებია კარგადააა მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვით, ბიჭმე ცრემლიანითვალებით ამოხედა მიხვდ თუ რისთვის ვიყავით აქ მოსულები, შეიძლება ცოტა ხანი ბებიასთან მარტო დამტოვოთ? არ გავიქცევი გპირდებით, არა არ შეიძლება მკაცრი ხმით უპასუხა ნიკამ და ბიჭი წმოაყენა შემდეგ ბორკილები ამოიღო და დაპირა ბიჭისთვის ხელზე დაედო, უცებ ცრემლიანმა ბებიამ წმოიძახა აკი ხელფასი მომცესო შენ ხო ეს წმლები შენი ხელფასით მიყიდე? მაშინ რა უნდათ ამ ხალხს შენგან რატო მიყავხარ? ბიჭი ეცადე ბებიას დაწყნარებას მაგრამ ქალი არ უსმენდა,
წამლებს ხელი მოკიდა და ღია ფანჯრიდან გადაყარა არ მინდა ეს წამლები თუ შენ ამის გამო ცხოვრებას ინგრევ არ მინდა არ დავლევ, მოვკვდე მე უშენოდ ისედაც მოვკვდები პატარა იყავი როცა მამა დაკარგე ისე გაგზაარდე როგორც შვილი როგორ გაგიშვა, ბიჭი ჩუმად იყო ცრემლებს ვერ იკავებდა ბოლოს კი როგორც იქნა უთხრა არ დამვიწყებია რა გააკეთე ჩემთვის, ვიცი რომ გული გტკივა ვიცი რომ ჩემგან მეტს ელოდებოდი მაგრამ მე არ შემეზლო მეყურებინა როგორ ათენებდი ღამეებს ტკივილით მაპატიე მე ეს შენთვის გვაკეთე, ნიკამ ბიჭი თავისკენ მიიზადა და სახლიდან გაიყვანა მე ქალთან დავრჩი მეშინოდა ცუდათ არ გამხდარიყო, წადი შვილო მე არაფერი მომივა ეხლა ჩემთვის სიკვდილი მადლი იქნება, მე ნელი ნბიჯებით გავედი გარეთ და ჩავყევი კიბეებს, დამნაშავე დავიჭირე უნდა მიხაროდეს რატომ ვარ ესე? განა მე ამაზე ვოცნებობდი? მე ეს მინდოდა? იქნებ სამართალი ყოველთვის არც არი სამართლიანი, ამ ფიქრებში სადარბაზოანაც გავედი დავინახე დაბლა პარკი რომელიც ქალმა ფანჯრიდან გადმოაგდო, ხელში ავიღე წამლებით იყო სავსე, მინდოდა უბრალოდ მეყვირა ან მეტირა მაგრამ ვერცერთი შევძელი, პარკი ბებოს უკან აუტანე მივაწოდე არ მართმევადა ამბობდა რომ არ ჭირდებოდა წამალი რომელმაც მას შვილიშვილი და იმედი წაართვა მე პარკი სახლთან დაუტოვე და დავბრუნდი სმსახურში,
ეს დღე ჩემთვის ძალიან მძიმე გამოდგა არ მავიწყდებოდა იმ ქალის და ბიჭის სხეები ვერ აღვიქვამდი იმ ადამიანს ისე როგორც დამნაშავეს, მესმის მან ჩაიდინა დანაშაული მაგრამ თუ პოლიციელი მოკლავს ადამიანს და ამას აქ გასამრთლებელი საბუთი მაშინ რატო არ ვამართელებთ იმ დამნაშავეს რომელსც უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა, როგორც იქნა მივედი ჩემ კაბინეტში, მაგიდაზე ფაილები დამხვდა ეს ხომ ლუკას საქმეა კი მაგრამ მე ის უჯრაში შევინახე როგორ აღმოჩდა ის ისევ ჩემ მაგიდაზე, იქნებ ნიკამ ამოიღო? კარგი ამას არ აქ მნიშვნელობა ეს იყო ის რაც მე მჭირდებოდა რადგან ამ დღეზე აღარ მეფიქრა,
მე არასდროს ვყოფილვარ სხვა გოგოებივით რომლებიც ყოველ დღე იმაზე ფიქრობდენ თუ როგორ გაელამაზებინათ დღეები როგორ გაეტარებინათ დრო საყვარელ ადამიანებთან ან თუნდაც მეგობარ ბიჭთან, გამოგიტყდებით და შეყვარებული არასდროს მყოლია არც მომწონებია ბიჭი რადგან მაგის დრო არ მქონდა ჩემი ოცნებისთვის მე ყველაფერი გვერძე გადავდე, არ მქონდა იმის გამოცდილება თუ როგორ მომეწონებინა ბიჭისთვის თავი თუმცა ამის მიუხედავად მე მომივიდა ერთი აზრი რაც გარკვეულ რისკებთნ იყო დაკავშირებული და ვყოყმანობდი არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ეს ჩემი მეწყვილისთვის და შემდეგ უფროსისთვის,
გადავწყვიტე ეს დღე ჩამემთავრებინა სახში მივსულიყავი ჩემი გეგმა დამეხვეწა და მხოლოდ ამის შემდეგ გამემხილა ნიკასთვის თუ რა იყო ჩემი განძრახვა.

მეორე დილა დღე როცა იყო დრო ჩემი ჩანაფიქრი სხვისთვისაც გამეზიარებინა და სისრულეში მომეყვანა, სამსახურში მისულს კაბინეტში ნიკა დამხვდა, ადრე მისულა და ხელში ისევ ლუკას საქმე ეჭირა, გამარჯობა ნიკა ნიკამ ხმა არ გაუცია თავის დაქნევით მაგრძნობინა რომ ჩემი მისალმება უპასუხოდ არ დაუტოვებია, ქურთუ ჩამოვკიდე ნიკასთან მივედი და გადავწყვიტე მომეყოლა ჩემი გეგმები, მისმინე მე მაქ გეგმა თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ყველაფერი ლუკაზე შეიძლება ეს ცოტა ბავშურია შეიძლება ჩათვალო რომ ბევრ ფილმს უყურებ და ეს იდეა მაქედან მაქ მაგრამ იქნებ არც ისეთუ ცუდი გეგმააა, იტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს გაბაზებული ხმით მითხრა ნიკამ, ცოტა შემეშინდა და ჩუმი ხმით დავიწყე ჩემი იდეის მოყოლა ნიკასთვის, მე მინდა ლუკასთან მივიდე ისე როგორც ჩვეულებრივი გოგო მას არ ეცოდინებ ვინ ვარ მე ვეცდები მისი ნდობის მოპოვებას თუ გარედან არა შიგნიდან შეიძლება გავიგოთ მასზე ყველაფერი რაც დაგვეხმარება მის დაჭერაში, ნიკამ სიცილი დაიწყო მადლობა რომ გამამხიარულე მაგრამ სათამაშოთ არ გვცალია დაჯექი და იმუშავე, მე ხმა აღარ ამომიღია დავჯექი და უყურებდი ისევ ლუკას ფაილს ვცდილობდი რამე სხვა მომეფიქრებინა, ამ დროს თემური შემოვიდა პოლიციიის უფროსი, ნიკა ჯერ კიდევ იღიმოდა ჩემი გეგმის გამო, ეს თემურის შეუმჩნეველი არ დარჩენია, რა კარგ ხასიათზე ხარ ნიკა რა მოხდა მითხარი იქნებ მეც გამომისწორო ხასიათი, არაფერი უფროსო უბრალოდ ახალი თანამშრომელი ზედმეტად მონდომებულია, მართლა? ეს ძაან კარგია მითხარით აბა რა ხდება, ნიკამ სიცილით მოუყვა ჩემი გეგმის შესახებ იმ იმედით რო თემურიც აყვებოდა სიცილში, არაჩვეულებრივია ხმამაღლა წმოიყვირა უფროსმა, ნიკას ამ დროს სახე შეეცვლე და გაკვირვებულმა იკითხა, უკაცრავად, რა ვერ გაიგე მე ვთქვი რო არაჩვეულებრივი გეგმაა, მეგონა უფროსი უბრალოდ დაცვინვისთვის ემზადებოდა მაგრამ ამ გეგმამ ისე მართლა მოხიბლა, კი მაგრამ თემურ ეს შეუძლებელია ესეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება კრგი მესმის რომ დამწყებია ახალგაზრდაა და ესეთი იდეეები ექნებოდა მაგრამ შენ შენ ხომ არ ხარ დამწყები, ნიკა აფორიაქებული აყრიდა შეკითხვებს თემურს, თემურს ესააა ლაპარაკი უნდა დაეწყო როცა ნიკა ფეხზე ადგა და ისევ განაგრძო, არა ეს ფილმი არააა ეს რეალობააა აქ ესეთი რაღაც არ ხდება არ მჯერა რომ ამას ეხლა სერიოზულად განვიხილავთ. თუ გინდა ამ საქმეს სხვას ჩავაბარებ და ემილის მეწყვილესაც შეუცვლი მკაცრი ტონით უთხრა ტემურიმ ნიკანს, ნიკ მიხვდა რომ თემური არ ხუმრობდა კარგით უფროსო როგორც თქვენ იტყვით ისე იყოს, შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა, იმედია იცი რასაც აკეთებ, ნიკა გაბრაზებული გავიდა კაბინეტიდან თემურიმაც გამიღიმა და უკან გაყვა, მე ხელში ლუკას ფაილი ავიღე მის სურათს შევხედე და ისევ ვუთხარი ხომ გითხარი რომ დაგიჭერდი.


როგორც იქნა მოვიდა დღე როცა ჩემი სულელური გეგმა სისრულეში უნდა მოგვეყვანა აფორიაქებული ვიყავი იმდენად ვნერვიულობდი რომ ის ღამე წამითაც არ მომიხუჭია თვალი, ვფიქობდი ლუკაზე თუ ვინ იყო წარმოვიდგინე კიდეც ჩვენი შეხვედრა ალბათ ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი იქნება რომელსაც შვი დახეული ჯინსები თავზე ბენდენა და ჯარგონებით ლარპაკი ეყვარება, რომელმაც არ იცის ადამიანების პატივისცემა, მოკლედ ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მას გისოსებს მიღმა, არ მყავდა ის ნანახი არ ვიცოდი ვინ იყო როგორი იყო მაგრამ მძულდა მთელი არსებით, ყველაფერ გავიღებდი მის დასაჭერად.
სასმახურში ადრე მივედი ერთი სული მქონდა ნიკა და თემური მოსულიყვნენ და როგორც იქნა გამოჩდა თემურის მანქნა გვერძე ნიკა იჯდა ალბათ ახლოს ცხოვრობენ და ერთად დადიან სასმახურში, მომიახლოვდა და მკითხა აბა აზრი ხომ არ შეგიცვლია, იმედი მაქ შეიცვალა ჩემ მაგივრად გაცა პასუხი ნიკამ, არა ბატონო თემურ მე მზად ვარ ვუპასხუე მე და შევედით მის კაბინეტში, თემურიმ ინიციატივა თავის თავზე აიღო და გეგმა გაგვაცნო, მოკლედ გეგმა ესეთია ლუკამ უნდა იფიქროს რომ შენ ის სრულიად შემთხვევით შეგხვდა ეჭვი არ უნდა გუჩდეს როგორც კი იგრძნობ რომ რაიმე ისე არ არის მაშინვე უკან დაბრუნდები, მე თავის დაქნევით მივეცი თანხმობა მაგრამ ამ საქმის შეწყვეტს არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი, თემურიმ კვლავ განაგრძნო ჩვენ იმავე უბანში გიქირავეთ ბინა სადაც ის ცხოვრობს ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ ის გენდოს და მიგიღოს საკუთარ წრეში, ნიკა გასაღები გამომართვი და ემილი ბინაში წაიყვანე,
ნიკამაც ხმის ამუღებლად შეასრულა თემურის ნათქვამი გზასი ნიკას ხმ არ ამოუღია თითქოს ჩმეზე გბრაზებული იყო, ეს ბუნებრივია მას ხო ეჭვი ეპარებოდა ჩემ გეგმაში, როგორც იქნა მივედის სადარბაზოსთან მეშვიდე სართული კარები მარჯვნივ ეს კი სახლის გასაღები დარანრჩენი შენ იცი, ეხლა კი წავედი აღარ მცალია ნაწყენი ხმით მითხრა ნიკამ, მეც გამოვართვი სახლის გასაღები და ავედი სადარბაზოში, ეს ზუსტად ის სადარბაზოა სდაც ლუკა ცხოვრობს ის მეოთხეზე ხოლო მე მეშვიდეზე, სახლი მტვრიანი იყო ეტყობოდა რომ დიდი ხანია არავის დაულაგებია ასე რომ მივხდი რა უნდა მეკეთებინა მთელი დღის განმავლობაში და დავიწყე სახლის დალაგება, უკვე ღამეა მე კი ეხლა მოვრჩი საქმეებს დროა აბაზანაში შევიდე და შემდეგ დავისვენო დღევანდელი დღე ემოციებით დატვირთული იყო თან არც წინა ღამეს მძინებია, სწორედ ამ დროს კარზე ზარის ხმა გავიგე მეგონა ნიკა მოვიდა ჩემ სანახავად და იმის გასაგებად თუ რამე ხო არ მჭირდებოდა, მაგრამ შევცდი.



როცა კარები გავაღე დავინახე ბიჭი 1.80 იქნებოდა სიმაღლეში სუფთა ტანსაცმელი კლასიკურად ჩაცმული ეტყობოდა ნაკითხი პიროვნება იყო სიტყვეა პასუხი არ ეშლებოდა კიბის დაბლა ძმაკცი ელოდებოდა როგორც ჩანს მარტო გადაწყვიტა ჩემთან მოსვლა, გამრჯობა შენ ალბათ ჩვენი ახალი მეზობელი ხარ, დიახ ახალი ვრ დღეს გადმოვედი ემილი მქვია, სასიამოვნოა ემილი აქ იმისთვის მოვედი რომ მინდა გითხრა თუ რაიმე პრობლემა გენქება მინდა შენს გვერდით მიგულო მეც აქ ვცხოვრობ მეოთხე სართულზე ყველა მიცნობს და თუ ვინმე შეგაწუხებს უბრალოდ მითხარი, სიმართლე გითხრათ მეოთხე სართულის შემდეგ ვერაფერი ვეღარ გავიგე რაც კი ილაპრაკა, მეოთხე? მეოთხე მეოთხე ნუთუ ესააა არააა მეოთხე სამი ბინააა ეს არ იქნება, ემილი მისმენ? ფიქრებში წასული გამომაფხილზა ისევ, კი კი გისმენ მადლობა რომ ყურადღება გმოიჩინე, არაფერს მე ლუკა მქვია სასიამოვნოა შენი გაცნობა ეხლა კი წავედი, წავიდა კარებში ვიდექი გაოგნებული იმის ძალაც არ მქონდა სახში შევსულიყავი, მეოთხეზე ცხოვრობს და ლუკა ქვია ისააააა ვფიქრობდი ჩუმად, მაგრამ როგორ სადააა თაავზე ბენდენა ან დახეული ტანსაცმელი სადააა ჯარგონული ლაპრაკი და მისი უწიგნნურობა, ვერ ვიჯერებდი რომ შეიძლებოდა ის ყოფილიყო ის დამნაშავე რომელზეც ყველა ნადირობდა, ცოტა დამშვიდება მჭირდება ყავა გავიკეთე და ლუკას ფაილი ავიღე ხელში სურათში ის სხვანირია ცხოვრებაში კი სხვანაირი მაგრამ ნამდვილად ერთი და იგივე პიროვნებააა,
იქნებ სწორედ ესააა მისი საიდუმლო მისი განათლება ის არააა ჩვეულებრივი დამნაშავე ალბათ სწორეთ ამიტომ არ ტოვებს კვალს, ათასი ფიქრი მომდიოდა თავში, ცხელი ყავა ისე დავლიე ვერც კი გავიგე, დრო მოვიდა დამესვენა და ამაე მეორე დღეს დასვენებულს მეფიქრა რადგან უკვე აღარ შემეძლო საღად აზროვნება,
მეორე დღეს მასთან დაახლოების მიზნით გადავწყვიტე მისთვის რამე მომემზადებინა სახში და ყურადღების გამოჩენის გამო მადლობა გადამეხადა, ეს ისააა რაც მე მჭირდებოდა იმაზე ადვილი აღმოჩდა მისი გაცნობა ვიდრე მე მეგონა ის თავად მოვიდა ჩემთან,
ნამცხვარი გამოვაცხე თეფშე ლამაზად დავდე და ლუკას სახლისკენ გავესურე კარი ქალმა გამიღო, გამარჯობათ ქალბატონო მე ლუკას ვეძებ, ლუკააა? ლუკა სახში არაააა თქვენ მისი მეგობარი ხართ? არა მე მე ,, სიტყვა არ დამამთავრებინა კაი შემოდი სახში რა გრეთ დგახარ, ლამაზი სახლი იყო სუფთა ვერ იფიქრებდი რომ აქ ის ადამიანი ხოვრობდა როგორიც ჩემწარმოდგენაში, მოდი თეფშს გამოგართმევ, მეც გაუწოდე ჩემი მომზადებული ნამცხვარი ქალმა რომ ნახა რაც იყო გაეცინა, :დ ლუკას მოუტანე? დიახ ქალბატონო, ლუკა ნამცხვარს არ ჭამს მაგრამ მე და შენ ეხლა ყავაზე გამოგვადგება, მეც გამეცინა და მდივანზე ჩამოვჯექი, ქალმა ყავა მოიტანა და თავისივე ინიციატივით დამიწყო ლუკაზე სუბრი, მე მისი დედა ვარ, ლუკა დილას მიდის და გვიანობამდე არააა სახში სიამრთლე გითხრა არც კი ვიცი რას აკეთებს მაგრამ ვიცი რომ ცუდს არაფერს რადგან ცუდ ადამიანად მე ის არ გამიზდია.
გეგონოთ ქალბატონო გეგონოთ, გულში ვფიქრობდი და თან ზდილობიანად უღიმოდი ლუკას დედას, ჩემი წსვლის დრო მოვიდა მადლობა გამასპინძლებისთვის ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, კარგი შვილო აუცილებლად ვეტყვი ლუკას რომ აქ იყავი, კარგით ქალბტონო დიდი მადლობა,
აი ისევ ავედი სახში ვიცოდი რო ლუკა სანამ მე სახში ვიჯექი ისევ ჩადიოდა დანაშაულს დრო არ ითმენდა მინდოდა ეს მალე დამემთავრებინა და დავბრუნებოდი ჩემ ძველ ცხოვრებას, ამასობაში კარზე იზევ ზარი იყო ამჯერად უკვე ნიკა მესტუმრა, აბა როგორ ხარ როგორ მიდის შენი ფილმი? გეყოფა ნიკა ეს ფილმი არააა მალე ამაში შენც დარწმუნდები, კაი ხო კაი აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ უბრალოდ მინდოდა მომეკითხე მენახე როგორ ხარ, სახლი დაგილაგებია ყოჩახ სიამრთლე გითხრა სწორედ მაგიტომ არ ამოგყევი გუშინ რო ისეთი არეულობა იყო არ მინდოდა შემოსვლა, გამეცინა :დ ეხლა როცა გინდა მოდი სულ დალაგებული დაგხვდება სახლი, მოდი ყავაზე დაგპატიჯებ ვუთხარი ნიკას და ყავის გასაკეთებლად ვაპირებდი წასვლას როცა კარზე ისევ გაისმა ზარი, ნიკა გააღე რა, ნიკა წავიდა გასაღებად გაიხედა და სამზარეულოში გამოიქცა, ლუკა ლუკა ის აქ არის არ უნდა შემნისნოს მე აფორიაქებული უცებ მივატოვე ყავა ნიკა სამზარეულოსი დავტოვე და აკრის გასაღებად გავედი, გამარჯობა ემილი, გამარჯობა ლუკა, მადლობა ნამცხვრისთვის დედაჩემს ერთი ნაჭერი შეუნახია ძააან გემრიელი იყო, ღიმილით მითხრა ლუკამ, კაი კაი ვიცი რო ნამცხვარი არ გიყვარს არაუშავს მადლობის ნიშნად სხვა რამეს გაგიკეთებ უბრალოდ მითხარი რა გიყვარს, მხიარული ხმით ვესაუბრებოდი მაგრამ თან ვნერვიულობდი რადგან სახში ნიკა იყო რომელსაც ლუკა აუცილებლად იცნობდა რომ დაენახა, შეიძლება შემოვიდე? მკითხა ლუკამ, იცი ეხლა გასვლას ვაპირებ, დაბნეული ხმით გავეცი პასუხი ლუკას, კარგი არაუშავს ნამცხვრითვის მადლობის აგდახდა მინდა და საღამოს თუ გეცლება იქნებ ქალაქში გავიდეთ თუ რათქმაუნდა სხვა საქმე არ გაქ? რათქმაუნდა მეც ეს მინდოდა მასთან დაახლოება მისი ცოხვრების შესწავლა და შემდეგ განადგურება, მაგრამ არ უნდა შეემჩნია ჩემთვის ნამდვილი მიზეზი მასთან ურთიერთობის ამიტომ პირდაპირ თანხმობა არ მითქვამს, არ ვიცი გასვლას კი ვაპირებ მაგრამ უარს არ გეუბნები თუ არ წავედი არსად აუცილებლად გთანხმდები, კარგი მაშინ მე დაგელოდები მითხრა ლუკამ და კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ჩავიდა,





უკან მივბრუნდი ნიკა სამზარეულოდან გამოსული დამხვდა, მდივანზე კმაყოფილი სახით იჯდა, ყოჩაღ ემილი შენ აღარ ხუმრობ დამცინვი ტონით მითხრა ნიკამ, აბა შენ რა გეგონა? ავყევი იგივე ტონალობაში მეც, კაი წავედი და აბა შენ იცი საქმე არ გაფუჭო,
ნიკას წასვლის შემდეგ გადავწყვიტე ლუკასთვის თანხმობა მეთქვა მის სახლთან ჩავედი ლუკა კიბეზე დამხვდა ეტყობა წასვლას აპირებდი, რომ დამინახა გაჩერდა, ემილი? ჩემთან ხო არ მოდიოდი? კი თუ შენი წინადადება ისევ ძალაშია და სხვა საქმე არ გაქ თანახმა ვარ, ლუკას კმაყოფილება შევამჩნიე სახეზე გევრძე მდგომ ძმაკაცს მიუბრუნდა და უთხრა დღეს უჩემოდ მოგიწევთ მაგის გაკეთება, დარწმუნებული ხარ რომ არ წამოხვალ? კითხა ლუკას მეგობარმა. კი დღეს უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქ, მეგობრის წასვლის შემდეგ ლუკსთან მივედი, თუ რაიმე უფრო მნისვნელოვანი საქმე გაქ წადი მე არ მეწყინება ვიცოდი რომ ისევ რაღაცას აპირებდენ, არა ეხლა ჩემი მნიშვნელოვანი საქმე შენ ხარ, ტყუილად არაფერს ვპირდები ადამიანს დღეს მე შენს განკარგულებაში ვარ, კარგი მოვემზადები და ჩამოვალ ვუთხარი და სწრაფად ავირბინე კიბეებზე, კარგი გელოდები დაბლიდან მომაძახა ლუკამ, ვნერვიულობდი ზედმეტადაც კი არ ვიცი რატომ იქნებ მეშინოდა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის არ უნდა დამავიწყდეს ვინ არის ის არ უნდა შემაცდინოს მისმა ქცევებმა ის მკვლელია მკვლელიიი ვუმეორებდი ჩემ თავს, ტანსაცმელი ბევრი არაფერი მქონდა ესეთი სიტუაციებითვის მაგრამ ვეცადე ყველაზე ლამაზი რაც მქონდა ის შემერჩია დიდი ვერფერია მაგრამ გამოდგება, თმები გავიშალე ჩავიცვი კაბა რომელიც მუხლებს ზემოთ მქონდა, არა ესეთ ჩაცმულობას არ ვარ მიჩვეული მაგრამ საქმეს ჭირდება სარკეში ველარპაკებოდი ჩემთავს და ამავდროულად თავს ვიმხნევებდი, როგორც იქნა სახლიდნ გავედი ლუკა უკვე ეზოში იყო მანქნასთან მელოდებოდა, უბრალოდ უნაკლო იყო გარეგნულად ძალიან ლამაზ გამოიყურები მითხრა და კარები გამიღო, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა, აბა სად მივდივართ? ვკითხე მე, მოითმინე და მენდე მიპასუხა ლუკამ, გენდო? ადვილი სათქმელია ენდო მანიაკს ვფიქრობდი გულში, ამასობაში როგორც იქნა მივედით იქ სადაც ლუკას უნდოდა უკვე ღამე იყო, ჩვენ გარდა არავინ ცოტა შემეშინდა რადგან იქ ვერავინ მიშველიდა მას რო ჩემი მოკვლა ნდომოდა, მაღლა ამიყვანა მთასავით ადგილი იყო იქიდან მთელი ქალაქი ჩანდა ძალიან ლამაზია, ჩვენგან ოდნავ მოშორებით შეყვარებულები ფრნებს უშვებდენ რომელიც წითლად ანათებდა უბრალოდ ძნელია ავხსნა სილამაზე რაც იქ იყო, ლუკამ შემომხედა და მითხრა ხედავ? რას? რას უნდა ვხედავდე, აი ამისთვის ღირს სიცოცხლე ესეთი მომენტებისთვის, შევხედე ხმა არ ამომიღია ჩუმად გავიფიქრე ნეტა რა იქნებოდა რომ არ ვიცოდე ვინ არის ან უფრო კარგი არ იყოს ის ვინც ეხლააა შეიძლებოდა ამის გარეშე ის უბრალოდ უნაკლო ბიჭი ყოფილიყო, წამით დამავიწყდა კიდეც რომ ჩემს გვერდით ჩვეულებრივი დამნაშავე იდგა რომელსაც საკუთარი დაჯგუფება ყავდა.



№1  offline წევრი izabella

ესე არა ასე.
სახში -სახლში
ძააან -ძალიან
მდივანი არა დივანი.
დიალოგები აუცილებლად ტირეთი უნდა იყოს გამოყოფილი.
სიუჟეტი არის ძალიან კარგი, თავის მოცულობაც იმხელაა უკმაყოფილებას არ იწვევს, რაც ზემოთ დავწერე თუ ეს ხარვეზები გამოსწორდება, ბევრი სიამოვნებით წაიკითხავს.
ველი შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი ninininiko

izabella
ესე არა ასე.
სახში -სახლში
ძააან -ძალიან
მდივანი არა დივანი.
დიალოგები აუცილებლად ტირეთი უნდა იყოს გამოყოფილი.
სიუჟეტი არის ძალიან კარგი, თავის მოცულობაც იმხელაა უკმაყოფილებას არ იწვევს, რაც ზემოთ დავწერე თუ ეს ხარვეზები გამოსწორდება, ბევრი სიამოვნებით წაიკითხავს.
ველი შემდეგ თავს.

მადლობა ვეცდები გამოსწორებას ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent