შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.თავი 9.


28-02-2019, 01:15
ავტორი zia-maria
ნანახია 2 697

გვიან ღამით იჯდა და წერდა,ნელა-ნელა მიიწევდა წინ თითქოს თითო ნაბიჯს დგამდა კვირაში და ამის გამო სასოწარკვეთილი იყო,სადღაც ჩიხში გაიჭედა და სივრცე მის გარშემო თითქოს დანაგვიანდა,ცუდი ენერგიით აივსო.კაცობაზე არაკაციც კი ალაპარაკდა თავად მხოლოდ თავის ინტუიციას ეყრდნობოდა,რადგან ის ყოველთვის განვლილი წლის შედეგებს ეყრდნობოდა,ამ დროს კი ის საკუთარ თავს უფრო ღრმად სწავლობს.ჰოდა ის ახლაც ფოქრობს,ფიქრობს რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა,მის გარშემო გარემოც შეიცვალა,ყველაფერი იცვლება ის კი შეცვლასთან ერთად იზრდება როგორც პიროვნულად ისე ასაკობრივად.უამრავი ადამიანის სახე შეისწავლა და ნამდვილად დასაფასებელია რომ მის ყველა ტკივილს ღიმილით ხვდება და ეს იმ ქარბორბალას შედგია რომელიც მან გამოიარა,უეცრად ტელეფონის ხმამ შეაშინა და უცხო ნომერს უპასუხა.
-გისმენთ.
-მინდა შეგხვდეთ ბატონო გამომძიებელო.
-ვინ ხართ და რატომ გინდათ ჩემთან შეხვედრა.
-ვფიქრობ ჩემთან შეხვედრა ძალიან სარგებელს მოგიტანთ,ნუ დაფრთხებით ნიკოლოზი კარგად მიცნობს.
-მითხარი ვინ ხართ.
-ის ვინც უკვე მკვდარი ჰგონიათ,მაგრამ მე დავბრუნდი და ველოდები თქვენს ზარს ხვალ საღამომდე.ლაერტიმ გაოცებულმა დახედა ტელეფონს და ფეხზე წამოდგა,კარი გააღო და ზედ კომისარს პირისპირ შეეჩეხა.
-კარგია აქ რომ ხართ კომისარო,თქვენთან მოვდიოდი.
-რა ხდება,ან ქამდე რატომ ხარ აქ.
-ეს წუთია უცნაური ზარი მქონდა,ვიღაც ჩემთან შეხვედრას ითხოვს.
-შეხვედრას?
-თან დაჯინებით.
-ვინ უნდა იყოს,ვინ არის არ უთქვამს რა თქმა უნდა.
-არა,არ უთქვამს.
-არ წახვალ,ეს შეხვედრა არ შედგება.
-ვინ თქვა რომ არ შედგება?
-მე ვთქვი,აქ მე ვარ უფროსი და მე უნდა გადავწყვიტო წახვალ თუ არ წახვალ.
-მითხრა,რომ ნიკოლოზს იცნობს კარგად და ნიკოლოზიც იცნობს.
-მაინც არ წახვალ,არ ვიცით ვინ არის და იქნებ მახეა?
-მე წავალ,ამ შეხვედრას ვერ ჩავაგდებ.
-არა,არ წახვალ ქობალია.
-კომისარო უნდა გავრისკოთ,მე არ მეშინია რადგან ვგრძნობ ამჯერად ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ შედგება.
-მარტო არ წახვალ,ჩვენც წამოვალთ.
-მე მარტო წავალ და გპირდები არაფერი არ მოხდება,მე მივაგენი უკვე ბოლო წერტილს,რომელიც დიდი საიდუმლოს ბოლო კვანძს გახსნის.
-როგორც ნიკოლოზი შენც პრობლემებს იზიდავ ლაერტი.
-კომისარო ბედი ამჯერად ჩემს მხარეს არის,თქვენც ჩემი ბედი ხართ ადამიანები, რომლებიც განუსაზღვრელ სიყვარულს მჩუქნით,მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ამჯერად,მე მარტო წავალ და შეგეხმიანებით.
-მეც მოვდივარ,ლაერტი დამელოდე.უყვიროდა ზაზა მაგრამ ლაერტიმ ჩქარი ნაბიჯით დატოვა განყოფილება და უცხო ნომერზე გადარეკა.
-რადგან დამირეკე ვფიქრობ გადაწყვეტილება უკვე მიიღე.
-ხომ გაგიგონიათ ძველი ანდაზა, ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი ჯობიაო,ჰოდა რატომ ველოდო ხვალინდელ დღეს,არ მიყვარს საქმის გადადება მომწერე მისამართი სად გნახო და გნახავ.რამდენიმე წუთში ლაერტიმ მისამართი მიიღო და უკაცრიელ ადგილზე მივიდა,ცოტა მოშორებით სიბნელეში ნახევრად დანგრეული შენობები დალანდა,მაგრამ არ შეშინებია მანქანიდან გადავიდა და დაელოდა,თუმცა არ იცოდა ვის ან რას ელოდა.ნახევარ საათში მანქანის შუქებმა მოჭრა თვალი და სულ მალე ფეხის ხმაც გაიგონა,დიდი ინტერესით უცქერდა როგორ უახლოვდებოდა მამაკაცის გაპრიალებული ფეხსაცმელი,როგორც იქნა შეჩერდა და მის წინ დადგა ის ვინც მკვდარი ეგონათ,ის ვინც ზვიადიმ თითქმის საიქიოს გაისტუმრა,უცნობი გოგიტა იყო გეგენავა.
-გოგიტა გეგენავა.
-დიახ,გოგიტა ვარ ის ვინც ვითომ მოკლეს მაგრამ მე აქ ვარ.
-როგორც ვიცი თქვენ უკვე გამოგიტირეს.
-ეს რუხვაძეს ჰგონია ასე,მაგრამ მე დავბრუნდი.
-რისთვის დაბრუნდი,გინდა სიმართლე აღიარო თუ ისევ ტყუილი ჩვენება უნდა მისცე გამოძიებას.
-არა,ამჯერად მე ყველაფერს ვიტყვი.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,რადგან ისე გამწირა არც დაფიქრებულა.
-გაბრაზებული ხარ მეგობარზე და სიბრაზე გალაპარაკებს.
-გაბრაზებული ვარ და ყველა ის ჩვენი მეგობრები ვინც კი დაიღუპნენ ეს ზვიადის ჩადენილი მკვლელობებია.
-რატომ გგონია რომ მან მოკლა ისინი.
-ჩემი ყურით გავიგონე როგორ გასცა ჩემი მოკვლის ბრძანება,მან ორჯერ შეეცადა ასევე ნიკოლოზის გზიდან ჩამოშორებას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-მომისმინე,თუ მართლა ყველაფერს იტყვი,მე შემიძლია ისეთ ადგილზე დაგმალო დღესვე და ახლავეს,რომ მხოლოდ მე მეცოდინება სად იქნები.
-თანახმა ვარ,მხოლოდ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო.
-გისმენ,მთხოვე რაც გინდა.
-რასაც მოგიყვები,მინდა ჩაიწერო რომ თუ რამე დამემართება მოულოდნელად ჩემი აღიარებითი ჩვენება გამოგადგებათ მკვლელის დაჭერაში.
-არაფერი არ დაგემართებათ,მაგრამ ეს ძალიან კარგი მოფიქრებაა.გოგიტამ ლაერტის ყველაფერი მოუყვა თუ რა მოხდა 22 წლის უკან და თავად რა როლი ჰქონდა ამ საქმეში.გაოცებული უსმენდა ლაერტი და ბოლოს უთხრა.
-თქვენ იმ სახლში 4 წლის ბავშვი ცოცხლად დაწვით.
-ეს არ ვიცოდით,იქ თუ ბავშვი იყო ეს არცერთმა არ ვიცოდით და როცა გავიგეთ უკვე გვიან იყო.
-სამწუხაროდ იყო.თქვა ლაერტიმ.
-ახლა რა ვქნათ?
-ახლა რა ვქნათ? ამ მანქანას აქ დატოვებ,შენი სისხლის კვალიც უნდა დავტოვოთ.
-ეს აუცილებელია?
-აუცილებელია შენი უსაფრთხოებისთვის,ჩემი მანქანით წაგიყვან და იქ ვერავინ ვერ მოგაგნებს.გოგოტამ ხელი გაიჭრა და სისხლი მანქანის საჭეს და კარებზე მოაცხო,ლაერტიმ კი ის თავის სოფელში წაიყვანა ლენტეხში და მამას უთხრა.
-ჩემი სტუმარია,რომელიც რამოდენიმე ხნით აქ იქნება,როცა დრო მოვა მე თავად მოვალ და წავიყვან.
-კარგი შვილო,ჩემს სახლში შემოსული სტუმარი ერთ ღამეს რომ გაათევს ის სტუმარი აღარ არის.აბა სტუმარო,მხოლოდ დღეს ხარ სტუმარი და ხვალიდან ეს სახლი შენი სახლიც არის.კატუშა სტუმრებმა დიდი გზა გამოარა აქ რომ მოსულიყვნენ თბილისიდან და პური უნდა გავტეხოთ.გოგიტას წლებია ასეთი სითბო არავისგან არ უგრძვნია და ცრემლი მოერია,ლაერტიმ მხარზე ხელი დაკრა და თვალი ჩაუკრა.
-მე მივდივარ,დილით ჩემს ადგილზე უნდა ვიყო,შენ კი გთხოვ გარეთ გასვლას მოერიდე და ჩემს ზარს დაელოდე.ლაერტი პირდაპირ განყოფილებაში მივიდა და ზაზას ხმაც გაიგონა,რაზედაც ჩაეცინა.
-მოვკლავ,მათ თუ გადაურჩა მე მოვკლავ.
-არჩევანში ხარ როგორ მომკლავ,იარაღით თუ ხანჯლით.
-სად ხარ,რამდენჯერ დაგირეკეთ და ზარს არ პასუხობ.
-ბოდიში რომ განერვიულეთ, ბატარეია დამიჯდა და ვეღარ დაგიკავშირდი.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავა,რა უნდოდა ან ვინ იყო და სად წაგიყვანა.
-დამშვიდდით და ყველაფერს გეტყვით.
-ჩვენ გავალთ.ფეხზე წამოდგა ლაშა.
-დაჯექით,ეს საქმე თქვენც გეხებათ მაგრამ სხვამ არ უნდა გაიგოს.ლაერტიმ ყველაფერი მოუყვა კომისარს და გაოცებული უსმენდა ნიკა და ლაშა.
-უნდა წამოვსულიყავი,რატომ არ მითხარი არაფერი.უთხრა ნიკამ.
-გვიან იყო ნიკა უკვე წასული იყავი,დაჯექით და ჯერ ეს მოვუსმინოთ.ჩანაწერიც მოისმინეს და დარწმუნდნენ გოგიტა ამჯერად სიმართლეს ამბობდა.
-ახლა სად არის.იკითხა კომისარმა.
-არ ვიცი წავიდა,როცა დამჭირდება დავურეკავ და მოვა.ბოლომდე არ თქვა სიმართლე ლაერტიმ რადგან შეამჩნია ლანდი კარებთან ვიღაც რომ უსმენდათ.უეცრად ქაღალდიზე რაღაც დაწერა და ნიკოლოზს მისცა რომელმაც გაოცებულმა შეხედა ლაერტის კომისარი კი ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს,ნიკამ კომისარს მისცა ფურცელი და ლაშას თავად გადაულაპარაკა.
-გამცემი გვყავს ჩვენს გვერდით და შესაძლებელია მოსასმენიც იყოს დაყენებული და ვინმე გვისმენდეს.კომისარმა წამოდგა,გაიარ-გამოიარა და ლაერტის უთხრა.
-მადლობელი ვარ რომ კარგად ხარ,კიდევ ძალიან ბევრი რამ გაქვს სასწავლი და დიდი გამოცდილება გაქვთ მისაღები.ბიჭებო ისეთი პროფესია გაქვთ,რომ ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცემით და ისევ ბევრჯერ წამოდგებით.თუმცა დღეს ძალიან მიხარია რომ თქვენ სამივე აქ ხართ ჩემს გვერდით,ამიტომ დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,თქვენით ვარ ბედნიერი.წადით დღეს დაისვენეთ,გამოიძინეთ და მოდით.
-ბატონო გაგა რა მოხდა,ქალბატონი ია ძალიან გაბრაზებული წავიდა.
-გაიგო რომ მომპანია კოტრდება.
-რა თქვი? კომპანია კოტრდება,ასე ცუდად გვაქვს საქმე?
-დიახ,კოტრდება ფული აღარ გვაქვს,ანგარიშიდან ფული როგორ ან ვინ მოხსნა ჯერ ესეც არ გარკვეულა,დღემდე ვერ მივხვდი ვის შეეძლო გაეკეთებინა ეს ყველაფერი.
-რატომ დამალე ასეთი მნიშვნელოვანი რამ ეს ყველამ უნდა იცოდეს.
-რას იზამდი,რას გააკეთებდი ასე იყო საჭირო და ამიტომ არ ვთქვი.
-შეიძლება თქვენ ჩათვალეთ საჭირო,მაგრამ ყველა ვალდებულია გაიგოს რა ხდება ამ ბოლო ერთ თვეში კომპანიაში.
-თორნიკე ეს არავინმა არ უნდა გაიგოს,არც ნოდარიმ.ეს ჩვენი ოჯახის თემაა და ჩვენ მივხედავთ.საღამოს ძალა გამოცლილი დაბრუნდა ია სახლში,გაგას შეხედა და უთხრა.
-განქორწინება მინდა.გაგამ გაოცებულმა შეხედა იას და შეეკითხა.
-რა თქვი?
-განქორწინება მინდა.
-ია საყვარელო,ოჯახები რომლებიც ცნობილი სახეები არიან მათთვის განქორწინება არ არსებობს.
-არსებობს,გაგა არსებობს და ეს შენც ძალიან კარგად იცი.
-აზრს არ შეიცვლი?
-აზრს მაშინ შევიცვლი,როცა ყველაფერი ჩემს სახელზე გადმოვა ისე როგორც ადრე იყო.
-ყველაფერი?
-ყველაფერი.
-დავფიქრდები.
-აქ დასაფიქრებელი არაფერია,ან ყველაფერს დამიბრუნებ ან განქორწინებაზე შევიტან ხვალ განცხადებას.გაგამ პირველად ნახა ია ასეთი გაბრაზებული და გადაწყვიტა მისთვის დრო მიეცა.შუაღამეს საშინელი ქარი ამოვარდა და ქარს წვიმაც თან მოჰყვა,მთელი ღამე მანქანით უბნებში დადიოდა და გამთენიისას დაბრუნდა სახლში.ყველას ეძინა სამზარეულოში მისთვის გამზადებული მაგიდა დაინახა,ჩაეცინა და დაღლილს არც ჭამა არ უნდოდა გადაწყვიტა დაწოლილიყო,მაგრამ მისი ფიქრები ლაერტის ნათქვამზე ტრიალებდა,არ დაეძინა რამოდენიმე ღერი სიგარეტი ჩაწვა,დარწმუნებულა ამ საქმეს მოიგებენ ერთობლივი ძალით,წამს და სწორედ რწმენას შეუძლია შეაძლებინოს ადამიანს შეუძლებელი.
-რა დროს მოხვედი,შენი მოსვლა ვერ გავიგე.
-თითქმის გათენებული იყო,მამა ნელა-ნელა ორკვევა დეტალები ამ დიდი საიდუმლოსი,იქნებ შენც გაქვს კიდევ რამე სათქმელი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
-ეს ტრაგიკული ამბავი დღესაც ბევრს ახსოვს და ზოგი რას იტყვის,ზოგი კიდევ რას.
-შენს გარდა არის კიდევ ვინმე,ვისაც შეულია იმ ღამის შესახებ მითხრას რამე?
-იყო ერთი ჩემთან ერთად მუშაობდა,მაგრამ ის სამწუხაროდ ორი წლის წინ გარდაიცვალა.ნიკოლოზ მინდა გთხოვო,რომ ფრთხილად იყო.ამ საქმეს ის ახალი ხომ იძიებს,შენ რატომ ერევი შვილო.
-რაღაც არ მასვენებს,მამა ვგრძნობ რომ ისე არ არის როგორც შენ ამბობ და აქ სულ სხვა რაღაც იმალება,მაგრამ რა ეს უნდა გავარკვიო.რა არის ასეთი დიდი საიდუმლო ამდენი დრო რომ წაიღო მისმა ამოხსნამ.რუხვაძეები რატომ არიან გარეული ამ საქმეში,რა საიდუმლო იმალება მათთან.მალიბუ უნდა წამოვიდეს იქედან,არ უნდა გაიგონ ვინ არის მალიბუ.
-მალიბუს შეეშვი,ისინი მას არაფერს დაუშავებენ.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული.
-რაც არ უნდა მოხდეს შვილო,მალიბუ ამ საქმეში არ ფიგურირებს.კარგი,ჭამე რამე?
-არა,ყავაც არ დამილევია.
-წამოდი,გამზადებული დატოვა საუზმე იზაბელამ და შეშფოთებული შემოვიდა შენს ოთახში დილით,ეგონა არ იყავი დაბრუნებული,მაგრამ შეგხედა თუ არა დამშვიდებული წავიდა.
-ხელებს დავიბან და მოვალ,მალიბუც წავიდა?
-ქალებმა დაგვტოვეს,ჩვენ მარტოები ვართ სახლში.ნიკამ სააბაზანოში შევიდა და ალექსანდრემ ჩაილაპარაკა.
-მალიბუ თავის სახელსაც დაიბრუნებს და ყველა იმას რაც წაართვა რუხვაძეებმა,არ არის ბევრი დარჩენილი იქამდე,რომ ყველამ თავის დანაშაულზე აგოს პასუხი.
-როგორ ხარ,დღეს უკეთესად გამოიყურები ზვიადი.
-კარგად შეამჩნიე,დღეს უკეთესად ვარ
-როდის გაგწერს ექიმი?
-ვფიქრობ ხვალ,როგორც კი ანალიზების პასუხები მზად იქნება. ხატია მინდა სიმართლე იცოდე ჩემზე,მომისმინე და შენ თავად გადაწყვიტე რას იზამ,გააგრძელებ თუ შეწყვიტავ ჩემთან შეხვედრას.
-გისმენ,მინდა ვიცოდე როგორი ადამიანი ხარ ან იყავი აქამდე.
-ბავშვობიდან ვიყავი მოუსვენარი ბავშვი,გვერდს ვუვლიდი ყველაფერს,მაგრამ მაინც მე ვიყავი ყურადღების ცენტრში.ბევრჯერ გამილახავს და მეც ბევრჯერ მომხვერია მწარედ,ამიტომ ნელა-ნელა ჩამოვყალიბდი შეუბრალებელ ადამიანად.ერთ პატარა შეცდომას არავის არ ვპატიობდი,არც ვუსმენდი მათ.
-რატომ,არ დაფიქრებულხარ არასდროს თუ რატომ აკეთებდი ამ ყველაფერს?
-არ ვიცი,აღრენილ ძღლს მეძახდნენ სკოლაში და გავიგონებდი თუ არა ,,აღრენილი ძაღლი მოდისო'' არ ვკითხულობდი ვინ თქვა,ვინც მომყვებოდა ხელში ვცემდი ძალიან სასტიკად,ვკარგავდი გრძნობას და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.არასოდეს არავისთვის გამიხსნია გული და ასე მშვიდად არ მისაუბრია.შენთან,მხოლოდ შენთან ვარ ასეთი გახსნილი და მშვიდი.
-მიხარია ეს რომ მესმის,მიხარია რომ ასე მშვიდად გრძნობ თავს ჩემთან.
-არ მჯერა მე თავად რასაც ვამბობ,რადგან თითქმის არც ვიცნობთ ერთმანეთს,არც საერთო არ გვაქვს არაფერი,მაგრამ შენთან სულ სხვა ვარ,მშვიდი და გაწონასწორებული.
-სწორედ ეს სიმშვიდე მაშინებს.
-ჩემი სიმშვიდე გაშნებს?
-ხო მაშინებს,რადგან არ ვიცი რამდენ ხანს იქნები ასეთი მშვიდი.
-ჩემი ნუ შეგეშინდება,შენ არასოდეს დაგიშავებ ხატია.ხატიამ შეხედა ზვიადის და უთხრა.
-როგორ მინდა დაგიჯ.................................ტელეფონმა დაურეკა და უცხო ნომერს შეხედა,არ შეიმჩნია ზვიადისთან არაფერი და მშვიდად უპასუხა.
-გისმენთ.
-ზვიადი რუხვაძე არ შეგიყვარდეს,ხატია შორს დადექი მაგ ადამიანთან ის შენს ცხოვრებას გაანადგურებს.
-რატომ დაგიჯერო?
-იმიტომ რომ მე ვარ მოწმე რომ ის მკვლელია,მან მამაშენი მოკლა და ამას თუ ვამბობ დამტკიცებაც შემიძლია.
-როგორ?
-მე მაქვს ხელთ ის მნიშვნელოვანი ვიდეო,სადაც ყველაფერი ნათლად სჩანს.ვიცი ახლა სადაც ხარ და რომ ვერაფერს მეტყვი,მაგრამ მხოლოდ მომისმინე,უფრო დამამტკიცებელი და მნიშვნელოვანი საბუთი მამაშენის ნივთებში უნდა ნახო და ეს ფულია,საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს ერთ საქმეში რომელიც მკვლელობით დასრულდა.წლები ინახავდა მამაშენი ამ საიდუმლოს და ხუთი წლის წინ სწორედ ზვიადიმ მოკლა მამაშენი რომ არაფერი ეთქვა პოლიციაში.ხატია ხმას ვერ იღებდა და როცა ტელეფონი გაითიშა რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა.
-კარგი,მალე წამოვალ.ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ზვიადის შეხედა.
-რა მოხდა,ფერი დაკარგე რამე მნიშვნელოვანი შეგატყობინეს?
-კი,ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდე,მელოდებიან.
-კარგი წადი,მაგრამ მე ყოველ საღამოს მოვალ იქ ჩვენს ადგილზე და დაგელოდები.
-კარგი,იქ შევხვდებით ერთმანეთს.საავადმყოფო დატოვა და ცრემლით სავსე თვალებით მიუახლოვდა მანქანას,ცალი ხელით მიეყრდნო და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ მხეცი იყავი,მაგრამ ამდენაც ცუდის გაკეთება თუ შეგეძლო არ ვიფიქრებდი.ნელა-ნელა შენზე აზრიც კი შემეცვალა,ახლა კი ისევ ზიზღმა იძალა და ვერ გიტან.მინდა ჩემივე ხელებით შევწყვიტო შენი სუნთქვა და შენი არსებობა.ცრემლები მოიწმინდა და მანქანის კარი გამოაღო,რომ შეტყობინება მიიღო ტელეფონზე.
-ნომერს გიგზავნი,ამ ნომერზე დარეკე და ის ადამიანი მოგისმენს,რჩევას მოგცემს,მაგრამ მთავარი სამხილი არ დაგავიწყდეს თან უნდა წაიღო და აჩვენო.სახლში წავიდა,საგულდაგულოდ შენახული მამის ნივთები მოძებნა და მართლაც ნახა ის რაც უცნობმა უთხრა და შემდეგ ლაერტის დაურეკა.
-სად ხარ,სასწრაფოდ უნდა გნახო.
-განყოფილებაში ვარ,მოხდა რამე.
-ვიღაც უცნობმა ტელეფნის ნომერი გადმომიგზავნა და მირჩია ამ ნომრეზე დავურეკო ადამიანს რომელიც მომისმენს და რჩევას მომცემს,მაგრამ საინტერესო ის არის ამ ნომრის მფლობელი შენ ხარ ლაერტი.
-მეეეე? ვინ გადმოგიგზავნა,სახელი გითხრა?
-არა,მოვდივარ განოფილებაში და მანდ გნახავ.
-დარწმუნებული ხარ,რომ აქ უნდა მოხვიდე?
-ისე როგორც არასდროს მეგობარო.
-კარგი,შენ უკეთ იცი რასაც აკეთებ და გელოდები.ლაერტი ანერვიულდა და მოუთმენლად დაელოდა ხატიას მოსვლას,ისიც არეული სახით შევიდა განყოფილებაში და წინ ნიკას შეეჩეხა.
-უკაცრავად,შეგიძლიათ მიმასწავლოთ ლაერტი ქობალია სად შემიძლია ვნახო?
-წამობრძანდით,მეც მასთან მივდივარ.ხატია უკან გაყვა ნიკას და ნიკამ ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა,მაგრამ პასუხს არ დაელოდა და უნდა გაეღო კარი ლაეტის ხმა რომ გაიგონა.
-შემოდი ნიკოლოზ შენს დაკაკუნებას უკვე ვცნობ.ნიკას გაეცინა და უთხრა.
-მარტო არ მოვსულვარ,სტუმარი მოგიყვანე.ლაერტიმ შეხედა ნიკას უკან მდგარ ხატიას და ფეხზე წამოდგა.
-ხატია? შემოდი,გელოდებოდი.
-უნდა დაგელაპარაკო,ეს ძალიან მნიშვნელოვანია.უთხრა ლაერტის და ბანკის წიგნაკი წინ დაუდო.
-ეს რა არის,აქ რა უნდა ვნახო.შეხედა გაოცებულმა ხატიას და წიგნაკი ხელში აიღო.
-ეს მამაჩემის ბანკის წიგნაკია,22 წლის წინ ძალიან დიდი თანხა ჩარიცხეს მის ანგარიშზე და მინდა გავიგო ვინ ჩაურიცხა ის ფული,რა თანხაზეა საუბარი რაოდენობა შეგიძლია თავად ნახო.ლაერტიმ წიგნაკი გადაშალა,მის გვერდით მდგარ ნიკამ კი გაოცებისგან დაუსტვინა,ლაერტიმ შეხედა და ნიკამ უთხრა.
-ბოდიში არ მინდოდა,მაგრამ ძალიან დიდი თანხაა.
-კომისართან შევიდეთ და იქ ვისაუბროთ,ვფიქრობ მან უნდა იცოდეს ამ ფულის შესახებ.სამივე შევიდა კომისართან და ლაერტიმ აუხსნა ხატია რისთვის იყო მისული მათთან.
-დაბრძანდი შვილო,სხვა შეგიძლია გვითხრა რამე რაც ამ საქმეს ეხება?
-არა,არაფერი ვიცი.მხოლოდ სიმართლე მინდა გავიგო და გთხოვთ მითხარით,მამაჩემი ზვიად რუხვაძემ მოკლა?
-სამწუხაროდ ეს სიმართლეა,მაგრამ............
-არ არსებობს მაგრამ კომისარო,რატომ არ იჭერთ თუ სამხილები არ არსებობს.
-ეს არ აერის ადვილი,მათი ოჯახი ძალიან ცნობილია და მყარი ზურგი აქვთ,ვერ დავაკავებთ სანამ დაზუსტებით არ დავადგენთ და ყველა მნიშვნელოვანი სამხილი ხელთ არ გვექნება.
-ეს მეც ვიცი,მეც მესმის იურდიული თემები,რადგან მეც თავად იურისტი ვარ.მამაჩემი სახლში არასოდეს საუბრობდა თავის საქმიანობაზე,მამა რომ გარდაიცვალა მე 20 წლის ვიყავი და იმ დღეს დავკარგე ჩემი ძალიან ახლობელი ორი ადამიანი,დედა და და.ეს თუ სიმართლეა რაც დღეს გავიგე,მინდა სასტიკად დაისაჯოს მამაჩემის მკვლელი.
-ყველაფერს მისი დრო აქვს და მოდი ნუ ვიჩქარებთ.
-კარგი,ამბებს ლაერტისგან გავიგებ.წიგნაკი აქ დავტოვო თუ წავიღო.
-არა,აქ დარჩეს ვნახავთ,შევამოწმებთ და შეგატყობინებთ.თუ კიდევ რამე იპოვოთ თქვენთვის უცნაური,ან ძველი ჩანაწერები აქ მოიტანეთ.
-გასაგებია,თუ რამე ვნახე მოვიტან.
-წარმოდგენა არ აქვს ვინ იყო მამამისი და საინტერესოა რას იზამს რომ გაიგებს.
-ნუ შეხედავ ამ გოგოს ცუდი თვალით,ნიკა თავად ხატიამ ძალიან ბევრი ტკივილი ნახა და ეს ყველაფერი ზვიადიგან მიიღო,დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ.
-შენ საიდან იცნობ მას.შეეკითხა ზაზამ ლაერტის.
-შემთხვევით გავიცანი,მტკვარში გადახტომას ცდილობდა,გადავარჩინე და მას შემდეგ დავმეგობრდით,ხატია ძალიან კარგი ადამიანია და მარტოხელა დედა.
-შვილი ყავს?
-შვილი ყავს იმ ადამიანისგან,ვინც ყველაზე მეტად ეზიზღება.
-არ მითხრა,რომ ის ადამიანი რუხვაძე არის.
-ყველაფერს გაიგებ როცა დრო მოვა.თქვა ლაერტიმ და კომისარის კაბინეტი დატოვა,ნიკამ კი გაოცებულმა შეხედა ზაზას.
-მე არ შემიძლია რამე გითხრა,გეტყვის ლაერტი.
-არ გეკითხები,რადგან უკვე ვხვდები რაც მოხდა.
-შეიძლება შემოვიდე ბატონო გაგა?
-მობრძანდით.ფეხზე წამოდგა გაგა და უცხო სტუმარს შეეგება.
-მოვედი რომ მნიშვნელოვანი რამ პირადად გაცნობოთ.
-გისმენთ,აქ დაბრძანდით.
-მე იურისტი ნატა ხარატიშვილი ვარ,ვწუხვარ ძალიან ბატონო გაგა რომ სამწუხარო ინფორმაციით მოვედი თქვენთან.
-გისმენთ,მითხარით რის თქმას ცდილობთ.
-თქვენი კომპანია დავალიანებაშია 4 000 000$-ით.
-გინდათ მითხრათ,რომ................
-რომ კომპანია გაკორტდა ბატონო გაგა.
-ეს შეუძლებელია,ჩემს კომპანიას ამხელა ვალი არ აქვს.
-ვწუხვარ,მაგრამ ასეა და გადაწყვეტილება მივიღე რომ უდედმამოდ დარჩენილი ბავშვთა სახლი უნდა დაიხუროს,ამით კი ხარჯებიც შემცირდება.
-თქვენ გესმით რას ამბობთ?
-მესმის,მაგრამ არ შემიძლია დაგეხმაროთ.
-არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ,იმ ბავშვების ტკივილი არ გინდათ გაითავისოთ,რადგან არ იცით რას ნიშნავს ეს ტკივილი.თქვა კაბინეტში შემოსულმა იამ და ნატას წინ დადგა.
-ქალბატონო ია მე მესმის თქვენი,დიდი შრომა გაქვთ ჩადებული თქვენს საქმეში,მაგრამ.................
-მაგრამ შენ არ გაქვს უფლება დახურო ის სახლი,რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ კომპანიასთან,ის ჩემია და ჩემი ხარჯებით ვუმკლავდები.ასეც რომ არ იყოს,თქვენ არ გაქვთ უფლება 100-ზე მეტი ბავშვი ქუჩაში საცხოვრებლად გაიმეტოთ უსახლკაროდ მიუსაფარი და უსახსროდ.თავშესაფარს ვერ შეეხები,ის არ დაიხურება,უფრო მეტიც მე ვფიქრობ კიდევ ერთი თავშესაფარი გავხსნა სადაც მოხუცებს შევიფარებ და თბილ კერძებს მივართმევთ.ბრაზით სავსე თვალებით შეხედა გაგას და კაბინეტი დატოვა.
-შენ რატომ მოდი,ლაეტი სად არის.
-დრო არ ჰქონდა და მე გამომიშვა შენთან შესახვედრად.უნდა გითხრა,რომ შენმა აღიარებამ გამაოცა.გითხარი ერთ დღეს თავად ამღერდებითქო და გამართლდა ჩემი სიტყვა.
-მე რა გავაკეთო.
-შენ წახვალ იქ სადაც ლაერტიმ დაგტოვა,არ უნდა წამოსულიყავი იქედან და აღარ შეეხმიანო ხატიას მასთან მხოლოდ ჩვენ გვექნება სატელეფონო საუბარი თუ შერხვედრები.
-მე შევეცადე დაგხმარებოდით.
-ვიცი,მაგრამ ახლა წადი და ზარს დაელოდე.
-ფატი მარტო შენ ხარ სახლში?
-თორნიკე? შემოდი,კი მარტო ვარ.
-დედაშენი სად არის,ადრე წამოვიდა კომპანიიდან და ვიფიქრე აქ ვნახავდი.
-არ არის აქ,გავიდა.რა მოხდა თორნიკე.
-კომპანია ჩაიძირა ფატი და შესაძლებელია თავშესაფარიც დაიხუროს.
-მამა? რა თქვა მამამ როგორ ფიქრობ დათანხმდება?
-კომპნიის გადასარჩენად,ჩემი აზრით დათანხმდება თავშესაფრი დაიხუროს.
-შენ? შენ რას ფიქრობ,რა აზრის ხარ.
-მე? მე რა უნდა ვიფიქრო,ვფიქრობ იმ პატარებზე,სად უნდა წავიდეს ის ბავშვები.არა,მე არ ვარ თანახმა და იას გვერდით დავდგები ამ საკითხში.
-მადლობა თორნიკე ვიცოდი რომ შენი იმედი უნდა მქონოდა და არც შევმცდარვარ.
-დედა ეს არ მოხდება,შეუძლებელია დაიხუროს თავშესაფარი.
-მოხდება არ მოხდება,მოვა შენი მამიკო და გავიგებთ.ან ერთად შევეჭიდებით და დავძლევთ სიძნელეს,ან ცალ-ცალკე გზას გავუდგებით და ვფიქრობ მოვიდა დრო მართლა ჩვენ-ჩვენი გზებით წავიდეთ.შესაძლოა ეს ყველაფერი უჩვეულო მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მწარე სინამდვილეა,ჩვენ ახლა ვდგევართ მწარე სინამდვილის პირისპირ.
ღიმილით დადიოდა და თავისი ხელით საგულდაგულოდ არჩევდა ყველა ნაირი ხილს და ჩანთებით დატვირთულმა შეაღო სახლის კარი,რამოდენიმეჯერ დაუძახა ლანას მაგრამ მუსიკა ისეთ დიდ ხმაზე იყო ჩართული რომ ვერ გააგონა.ჩანთები სამზარეულოში გაიტანა მაგიდაზე დააწყო და ლანასთან მივიდა.
-შეგიძლია ცოტა დაუწიო?
-ოჰ,როდის მოდი ვერ გავიგე საყვარელო.
-საყვარელო? ლანა ავად ხარ თუ იმდენად მომენატა ეს სიტყვა გავიგონო შენგან,მომესმა?
-არ მოგესმა,არ მოგეწონა?
-როგორ არა,ძალიან მოულოდნელი იყო და გავოცდი.ეს რა მაგიდა გაგიწყვია,რამეს ვზეიმობთ?
-ვზეიმობთ.
-და რას ვზეიმობთ?
-ჩვენს სიყვარულს.
-ჩვენს სიყვარულს?
-რატომ იმორებ ჩემს სიტყვებს და რატომ გიკვირს,თან გხედავ ეჭვიც კი გეპარება ჩემს სიყვარულში.
-არა,არა რას ამბობ,უბრალოდ მიუჩვეველი ვარ შენგან ასეთ სითბოს და მგონია რომ ავად ხარ.
-ავად ვარ? დიახ ავად ვარ,შენ რომ გელოდები და მინდა შენთან ერთად ვივახშმო მე მართლა ავად ვარ და ამ ყველაფერს ახლავეს ნაგავში ჩავყრი.
-მოდი უნდა გაკოცო,ჩემო გაბუტულო და გაბერილო ბუშტო.
-არ მინდა,აღარ გაკოცებ.ვიწვალე,ვახშამი მოვამზადე და ვისთვის? ამ უმადური ვირის გამო?
-მოდი ჩემთან,ამ უმადურ ვირს უყვარხარ ბუშტო.უთხრა სიცილით ლაშამ და მის მკლავებში მოიქცია გაგულისებული ლანა.
-არ მომეკარო,აღარ მიყვარხარ.
-რატომ,ასე მალე გადაგიყვარდი?
-შენ შემიწყვე ხელი რომ გადამყვარებოდი.
-შენ თუ გადამიყვარე, მეც გადაგიყვარებ და წავალ მაღაზიას დავუბრუნებ ჩემს მოტანილ საჩუქარს.
-საჩუქარს?
-ხო საჩუქარს.
-აბა საჩუქარი,მაჩვენე სად არის.
-აი აქ,გულის ჯიბეში.
-მე ამოვიღო?
-რატომ,შენ ხომ გადამიყვარე.
-საჩუქარს ვნახავ და ვინ იცის,იქნებ შებრუნებული გული ისევ შემობრუნდეს.
-ხოოოოო? მაშინ ნახე.უთხრა ლაშამ და ლანამ გულის ჯიბიდან წითელი პატარა და ლამაზი კოლოფი ამოიღო,გახსნა და ლაშას შეხედა.
-ეს,ეს მართლა ჩემია?
-შენია საყვარელო.
-ჩემია? შენ მე ბეჭედი მიყიდე?
-ლანა მინდა დავქორწინდეთ.
-დარწმუნებული ხარ რომ ნერვები არ გიმტყუნებს არასდროს?
-კარგი კითხვაა,ვიცი მთელი ცხოვრება შენს წუწუნს უნდა ვუსმინო,მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ.ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ,ბევრი ფული არ გვაქვს მაგრამ გვაქვს ის შრამი რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ და ვიყოთ ბედნიერები,ჩვენი ბედნიერება კი აი აქ ზის და ველოდები მოუთმენლად როდის დავიჭერ ხელში.
-ფული არ არის ბედნიერების მთავარი მიზეზი,ლაშა ბედნიერება ეს არის ეს წუთები და ეს წამები.ვიცი მალე მოგბეზრდები მაგრამ ბავშვს გვარი ხომ უნდა,ამიტომ მე თანახმა ვარ,თანახმა ვარ ასევე ასე ვიწუწუნოთ და ვესიყვარულოთ ერთმანეთს მთელი ცხოვრება.



№1 სტუმარი სტუმარი Rania

Auhĥhh. Armeyo kidev mindodaaa. Zalian magariaaaa. Gtxovt malw dadet raa

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Rania
Auhĥhh. Armeyo kidev mindodaaa. Zalian magariaaaa. Gtxovt malw dadet raa

heart_eyes ხვალ დაიდება საღამოს. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ესეც ასე წრე თანდათან იკვერება. ძალიან კარგია, სიუჟეტი გადასარევი, საოცარი მართლწერა, ასე დახვეწილად ამ საიტზე რამოდენიმე ავტორი წერს- წარმატებები.
ა,

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
ესეც ასე წრე თანდათან იკვერება. ძალიან კარგია, სიუჟეტი გადასარევი, საოცარი მართლწერა, ასე დახვეწილად ამ საიტზე რამოდენიმე ავტორი წერს- წარმატებები.
ა,

heart_eyes heart_eyes მადლობააააააა,მზადდება ახალი თავი და იმედია მოვასწრებ ცოტა დიდი,მაგრამ გემრიელი თაბვი იქნება. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent