სექსი და აღზევებული 18+ (3)
სიბნელეში გახვეულ ტყეში შევაბიჯეთ და იმ ბილიკს გავყევით, რომლითაც მოვედით -მეგონა რამე განსაკუთრებული ნიჭი გექნებოდა-ხუთწუთიანი სიარულის შემდეგ დავიწუწუნე. ის გაჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა. -მაინც რომელი?-სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ აშკარად შუბლი შეკრა. -აი მაგალითად ტელეპორტაცია-გავიღიმე -რატო დაიღალე? -არა ისე უბრალოდ-თავი მოვიქავე უსიტყვოდ შებრუნდა და გზა გააგრძელა -არ შეგიძლია რომ ტყე გაანათო? -სიბნელის გეშინია?-ისე მიპასუხა არც კი შემობრუნებულა -ვგავარ პიროვნებას ვისაც რამის ეშინია?-გავჩერდი და შევუღრინე. ისიც გაჩერდა და შემობრუნდა. -არაფრის გეშინია? -არაფრის!-მკაცრად ვუპასუხე გაიცინა და ისევ უსიტყვოდ გააგრძელა გზა -და რა გქვია? როგორ მოგმართო?-მეც უკან გავყევი -ძველი თუ ახალი? -ორივე -ერთერთი აირჩიე -ძვლი-(ნუ მე ძველი უფრო მაინტერესებს ახლით ალბათ არავინ იცნობს) -სვიმეონი -ჩემი სახელი არ გაინტერესებს? -კესანე -ეგ სახელი საიდან იცი?-ეს ჩემი პირველი სახელია, რაც მარტო შვიდმა ადამიანმა იცის. არა ახლა მერვეც დაემატა. -სხვა თუ არაფერი იმ პიროვნების სახელი უნდა მცოდნოდა ვისშიც ჩემი ძალა ჩავდე-(აჰ დამავიწყდა ძალა) -და მე რატომ ვერ ვგრძნობ მაგ ძალას?-მართლა მაინტერესებს -არც უნდა გრძნობდე! რატომღაც მგონია რომ არ იცი დემონი რომ ვარ და გადამოწმება გადავწყვიტე -ჩემი სახელის გარდა კიდევ რა იცი? -მხოლოდ ის რაც მე მჭირდება-იაზვურად მიპასუხა -მე შემიძლია ბიჭს ველაპარაკო ეგრე მაგრამ ბიჭს არა!-გავბრაზდი მის ასეთ საუბარზე. თან ისიც ვერ გავიგე რაც მაინტერესებდა, უფრო რომ ჩავაცივდე შეიძლება რამეს მიხვდეს. არაფერი არ მიპასუხა. ისევ მივდიოდით, მივდიოდით და კიდევ მივდიოდით გზა არ დაილია. ჩემს ცხოვრებაში პირველად დავიღალე. ალბათ გიკვირთ ხომ? მაგრამ არასდროს არ დავღლილვარ. ის ლეშის სუნიც ახლა გაქრა, ალბათ უკვე გავდივართ ტყიდან. ხო მაგრამ ვეღარ დავდივარ, იმდენად დავიღალე ფეხი ამერია და დავეცი.მეტკინა ცხოვრებაში პირველად. -კარგად ხარ?-სვიმეონი შემობრუნდა და მკითხა -არა-ჩემს თავზე გაბრაზებულმა ამოვილუღლუღე -წინ უნდა იყურო-(ძალიან გამაღიზიანებლად ლაპარაკობს)მომიახლოვდა, ცოტა დაიხარა და ხელი გამომიწოდა. იმდენად გავღიზიანდი მისი მოკვლა მომინდა. (ჩვეული გრძნობაა) -არ მჭირდება დახმარება მითუმეტეს შენი-ხელი ხელს მივურტყი და ჩემით წამოვდექი. -როგორც გინდა-მიბრუნდა და წავიდა ფეხი მტკიოდა და მივჩანჩალებდი. არ მეგონა როდისმე რამე თუ მეტკინებოდა. რაღაც სითხეც წამომივიდა თვალებიდან. რამაც ძალიან გამაკვირვა.თვალებზე ხელების სმა დავიწყე -ეს რა არის? -ცრემლები-მოკლედ და კონკრეტულად ამიხსნა სვიმეონმა -ამის დედაც-მკლავი ავისვი სახეზე. ხელზე შემხმარი სისხლიც ვიგრძენი და გამაჟრჟოლა. 5 წუთში გზაზე გავედით, სადაც ის მანქანა ეყენა რომელმაც იქ მიგვიყვანა. ორი ბიჭი ჩვენსკენ გამოიქცნენ და სვიმეონის წინ გაჩერდნენ. -მანქანაში ჩაჯექი-გამომხედა და მანქანისკენ მანიშნა. -კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ?-დაჯდომა არ მაწყენდა. ფეხისთრევით გავემართე მანქანისკენ.მანქანისკარებთან ისევ დავეცი. უკვე მეორედ, მივხვდი ბიჭებმა გამომხედეს და ნელა სექსუალურად წამოვდექი. კარი გავაღე და სწრაფად ჩავჯექი. ისევ გავითიშე თვალს საავადმყოფოში ვახელ, ექთანი მიხსნის რომ: გამაუპატიურეს და სადღაც გზაზე, ვიღაც წყვილმა მიპოვნა. მეუბნება რომ ჩვენება უნდა მივცე, რაზეც უარს ვამბობ.(არავის გავუუპატიურებივარ) ვკითხულობ ჩემს ნივთებს, მიღების შემდეგ კი ვტოვებ შენობას. სასტუმროში რომ დავბრუნდი, მაშინ ვნახე საათი. 5 საათია გასული. შხაპი მივიღე, და დავიძინე. მეორე დღეს თიკას ვუამბე ყველაფერი -ახლა რა უნდა ქნა?-მშვიდად მკითხა -არ ვიცი. ვფიქრობ საქართველოში დავბრუნდე. -აქაც შენ ხარ იქაც შენ ხარ მოუშორებელი ჭირი ხარ-გაიცინა -ვინმე ალქაჯს ხომ არ იცნობ?-დავინტერესდი -ძველი თუ ახალი? -ძველი-ყველაფერი ძველი მირჩევნია -ისე შენც იმდენს იცნობ ჩემი რად გინდა?-გაუკვირდა(გვიან) -შენი მირჩევნია-თვალი ჩავუკარი -საქართველოში ხომ ჩავალთ და შეგახვედრებ-გაიცინა-ეგ კი არა შეიტყუე საწოლში მწვანე თვალება რა იცი რახდება -თავიდან ძალიან კი მომინდა მაგრამ გადამინდა-დავიჭყანე -ბილეთებს დავჯავშნი-წამოდგა და გავიდა 3 დღეში საქართველოში ვიყავით. ჩემი 4 სართულიანი სახლი ცარიელი დამხვდა. არც გამკვირვებია, მაგრამ ვიმედოვნებდი ვინმე დამხვდებოდა. დიდი, ლამაზი, ძველი-ახალი სახლი მაქ. ლამაზი მწვანე ბაღით, რომლის ერთ წერტილში თუ მოხვდი, გაგიჭირდება გასვლა.(ვინც არ იცნობს აქაურობას) თიკამ ალქაჯთან შეხვედრა დამინიშნა. რომელიც 2 დღეში შედგებოდა. მანამ გადავწყვიტე კაფეში წასვლა და ცოტა გონების დასვენება. ლამაზი ვარდისფერი კაბა ჩავიცვი, მუხლამდე, არანაირი დეკოლტით. ფეხების და ხელების გარდა მთელ სხეულს ფარავდა. ზედმეტად წესიერი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი, მას შემდეგ რაც კედები ჩავიცვი და თმა დავიკოსე. კაფეში ყველაზე ლამაზი ადგილი ავირჩიე, ფანჯარასთან.შოკოლადის ნამცხვარი და წვენი შევუკვეთე. თან ძველი წიგნი მქონდა, ზებუნებრივ არსებებზე. ძველის ძველი ანბანით დაწერილი და კითხვა დავიწყე. შუა კითხვაში წინ ვიღაც ბიჭი ჩამომიჯდა. სვიმეონოს მივამსგავსე, მაგრამ მაინც სულ სხვანაირი იყო. -ეს ჩემი ადგილია ლამაზო-ფართოდ გამიღიმა წვენის ჭიქა თავისკენ მიწია და მოსვა.(ალბათ წყნარი მშვიდი და დამთმობი გოგონა ვგონივარ) -როგორც ჩანს ახლა ჩემია-მეც გავუღიმე და წვენის ჭიქა ძველ ადგილას დავაბრუნე. -ეს ადგილი მუდამ და ყოველთვის ჩემია პატარა-საყვარლად გაიღიმა ამ დროს ხმამაღლა გადავიხარხარე და დავივიწყე მარტო რომ არ ვსხედვართ კაფეში. -რატომ იცინი?-გაკვირვებულმა გამიღიმა-ჩემთვის პატარათი არავის მოუმართავს-სიამოვნებით ვაჩუქე ღიმილი("პატარამ" ხასიათი შემიცვალა) -ხო? აბა რას გეძახიან? -სჯობს არ გავამხილო-გავუცინე-თუ გინდა სადაც ზიხარ იჯექი მე ადგომას არ ვაპირებ-ისევ წიგნს მივუბრუნდი -კარგი-ტუჩი ოდნავ ჩატეხა. ოფიციანტს შეკვეთა მისცა და ჩემს წიგნშიც ჩაიჭყიტა. მაგრამ რომ ვერაფერი გაიგო, თავის ძველ მდგომარეობაში დაბრუნდა. -საშინაო დავალებას აკეთებ?-"დაინტერესდა" -ის რასაც მე ვაკეთებ მერწმუნე ძალიან შორს არის შაშინაო დავალებისგან-ისე ვუპასუხე წიგნისთვის თვალიც არ მომიშორებია -აბა რა არის? -მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძებნა-მართალია სახეზე დაიტყო გაკვირვება, ამ უძველეს წიგნში რა მნიშვნელოვანი უნდა მეპოვნა. მაგრამ მაინც შემომთავაზა: -გინდა დაგეხმარო? -დამეხმარები? -ხო რატო არა თვალები ზევით ამოვწიე და შევხედე -ჩემი ალღო მკარნახობს ამ წიგნში ჩახედვის მერე ან გაგიჟდები ან მე ჩამთვლი გიჟად -ცდა ბედის მონახევრეა მისთვის დახმარების უფლების მიცემას ვაპირებდი მაგრამ თიკამ დამირეკა და მასთან ასვლა მთხოვა ისიცდააყოლა რომ ვიღაცას ჩემი ნახვა სურს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.