შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ განათდი


7-03-2017, 00:35
ავტორი სკვინჩი
ნანახია 1 862

ვეღარ ვიხსენებ, მარადიულ ძილში გახვეულ
ჩემს ლურჯ სამყაროს და ცის ცრემლით თვალებს ვისველებ,
მოჯადოებულ ტყეში მძინავს, სადაც ხავსიან
მიწას სხეულით შევეზარდე და ვერ ვიხსენებ
იმ შემოდგომას, ქუჩის ბოლოს როცა განათდი,
როცა აივსო ჩემი სული შენი სინათლით,
არ მახსოვს, შუქი მოეტანოს ვინმეს ასეთი,
გამოჩენილა უამრავი თუმცა წინათაც...
მე არ შევცვლილვარ, წვიმის სუნი მიყვარს ისევე,
და თვითონ წვიმა - მაღალი და შველისფეხება,
მოჯადოებულ ტყეში მძინავს და ვერ ვიხსენებ,
როგორ მიყვარდა შენს თითებზე ხელის შეხება.
როგორ მიყვარდა შენი ცხელი სუნთქვის სიმძაფრე,
რომელიც ხშირად ტალღებივით ყელთან მიგრძვნია,
მოჯადოებულ ტყეში მძინავს და მაპატიე,
რომ აღარაფრის გახსენება არ შემიძლია.
მხოლოდ სავსეა ჩემი სული შენი სინათლით,
შენ რომ გამაცან იმ უფლით, იმ შუქით მარადით,
მოჯადოებულ ტყეში მძინავს და ვერ ვიხსენებ,
იმ შემოდგომით, ქუჩის ბოლოს როგორ განათდი...



№1  offline მოდერი bla.ell

Ra magari iyooheart_eyesdavtkbi...❤

 


№2  offline წევრი სკვინჩი

bla.ell
Ra magari iyooheart_eyesdavtkbi...❤

heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent