შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (4 თავი)


1-03-2019, 20:39
ავტორი Ioana
ნანახია 1 139

ოთხშაბათი დილა თენდებოდა, რია და ნატა რომ ვლადიკავკაზში გაემგზავრნენ რუსებთან შესახვედრად,მთელი ეს დრო კი სანდროს გაგზავნი ბიჭები დარაჯობდნენ ონიანის სახლს,ნაბრძანები ჰქონდათ,როგორც კი ქალი სახლში დაბრუნდებოდა პრემიერ-მინისტრისთვის ეცნობებინათ,თუმცა უკან არავინ დაბრუნებულა.ისე დაემთხვა,რომ სანდროს საფრანგეთში გამგზავრება მოუწია,უნდა შეხვედროდა ფრანგ მინისტრებს და ქვეყნის საგარეო კავშირებზე სხდომა ჩაეტარებინათ.ეს შეხვედრები იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა ვიდრე მამაკაცი ელოდა.მთელი გონებით საქართველოში იყო და არცერთ შანს არ უშვებდა ხელიდან,რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო უკან და საქმე თავისებურად წარემართა.რადგან შსს-ში ამბავი უკვე გასული იყო,მინისტრმა იცოდა თურქებთან მოლაპარაკების ამბავი და რადგან ქვეყანას და არც მათ ჯიბეებს არ აწყობდათ,რომ ამხელა ინვესტიცია დაკარგულიყო,ამიტომ მზად იყვნენ რია აეყვანათ და ოღუზისთვის საჩუქრად გადაეცათ.
კვირას დილით პირველივე რეისის ბილეთი აღებული ჰქონდა სანდროს და რომ არა აუცილებელი მოვალეობები,ალბათ ქვეყნიდან წასვლას ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა.საქმე კი თბილისში არც ისე კარგად მიდიოდა.ვლადიკავკაზში წასული ნატა და რია მოლაპარკებებს წარმატებით ასრულებდნენ და უნდა ითქვას,რომ პირველი შემთხვევა იყო,რუსებთან ასე მარტივად რომ მიდიოდა საქმე.თბილისში არცერთი დაბრუნებულა,რადგან ტვირთს რუსი მესაზღვრეები შემოუშვებდნენ და უკვე საქართველოს ტერიტორიიდან რიას უნდა მიეტანა დანიშნულების ადგილამდე.ხუთშაბათ საღამოს ნატა უკან გამოუშვა,მიუხედავად ქალის კატეგორიული უარისა,მაინც ასე მოუწიათ,რადგან დანარჩენებისთვის ვითარება უნდა ეცნობებინათ,სანაცვლოდ კი რიკი უნდა ჩასულიყო რიას დასახმარებლად.ტვირთი პარასკევს ღამის 2საათზე ადგილზე იყო,ერთ-ერთი ტყის სიღრმეში მიეყენებინათ სატვირთო და ელოდბოდნენ დამკვეთის გამოჩენას.რამოდენიმე წუთში წითელი ვოლვოდან ორი სხეული გადმოვიდა.რიამ მხოლოდ ბაბას სადიდუმლო კარტა ანახა დამხვედრ ადამიანებს და სატვირთოზე მთელი სისწრაფით შეხტა,მეორე მხრიდან კი რიკი მიუჯდა და თბილისისკენ აიღეს გეზი.
-არ გეჩვენება,რომ ყველაფერი ძალიან მარტივად წავიდა?-ჩაფიქრებული უყურებდა რია გზაზს და თან რიკის ესაუბრებოდა.
-სულ იმაზე წუწუნებ,რომ მუდამ პრობლემები გხვდებათ.ახლა ყველაფერი კარგადაა და მაინც წუწუნებ?-უაზროდ გაეკრიჭა და გრძელი გამხდარი ფეხები სიდენიაზე შეალაგა.
-არა,რაღაც საეჭვო სიწყნარეა და ხომ იცი,ასეთ სიმშვიდეს ვერ ვიტან!
-მოიცა რააა,გზას უყურე და ერთ საათში გამაღვიძე,ალბათ ამხელა სატვირთოთი არ აპირებ მთელი საქართველოს შემოვლას თურქეთის საზღვრამდე!
-რიკი რაღაც ბევრს ლაპარკობ და თან ცოტა ჭკვიანურსაც და შენც მაეჭვებ მგონი უკვე!-თვალებმოჭუტულმა გახედა მამაკაცს და ისეთი სისწრაფით გადატენა იარაღი,რომ მამაკაცმა შეკივლებაც ვერ მოასწრო-კაი გეხუმრებიი-სიცილი აუტყდა რიკის სახის დანახვისას და იარაღი ეგრევე ჩამოუშვა.
-ვერ ვიტან შენს ამ უაზრო ხუმრობებს!-გაბრაზებულმა გადახედა რიას და ისევ გზას დაუწყო ყურება.
ერთ საათში დანიშნულების ადგილას იყვნენ,სადაც ორი მინივენი დახვდათ.ორივეში გაანაწილეს მთლიანი ტავარი,მანქანებიც გაიყვეს და ბათუმისკენ აიღეს გეზი.
-იცოდე თბილისში აღარ გადავუხვევთ,ხომ იცი ცენტრებში სიარული შარია.ჯობია შორი გზით წავიდეთ,ჩემს უკან იარე და თუ რამე ისე ვერ იყო,ჩემი ნებართვის გარეშე არც სვლას გააგრძელებ და არც გაჩერდები!
-გასაგებია უფროსო!-გაეკრიჭა წინ მიმავალ ქალს და მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიდო,თანხმობის ნიშნად.
რია შავი ფერის მინივენში ჩაჯდა და მანქანაც დაქოქა.თან ნატას დაურეკა:
-გზაში ვართ მე და რიკი!
-გასაგებია!
-ვსო ვთიშავ,თუ რამეა გაგაგებინებთ!-სწრაფად უპასუხა და ტელეფონი საერთოდ გამორთო,ისედაც ფანრიან ნოკიას ხმარობდა,რომ ნაკლებად ხელმისაწვდომი ყოფილიყო,თუმცა სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

მზის პირველმა სხივებმა ცა სისიხლის ფრად შეღებეს,ზაფხულისთვის შეუსაბამო სიგრილე ტრიალებდა ირგვლივ,რასაც სრული სიჩუმე ერწყომადა,მხოლოდ გზატკეცილზე მიმავალი ორი მინივენის მანქანა არღვევდა ამ ჰარმონიას.შავ მანქანაში მჯდარი თეთრთმიანი ქალი სიგარეტს ეწეოდა და რადიოში გაჟღერებულ ჰანგებს მომენტებში ტანს აყოლებდა,რომ მორეული ძილი უკუეგდო და გზაში არ ჩაეთვლიმა.უკვე საკმაოდ შორს იყვნენ თბილისის ხმაურისგან და და არც ისე ბევრი აკლდათ ბათუმამდე.მერე იქ ცოტას შეისვენებდნენ,გამოიძინებდნენ და შაბათს ღამე უკე თურქეთის საზღვარი უნდა გადეკვეთათ.ამ ფიქრებში იყო რია გართული,რომ არსაიდან ორი შავი მანქანა გამოჩნდა,უკან მოსდევდნენ,მალე ამ ორ მანაქნას კიდევ ორი დაემატა და სანამ რიკისთვის რამის ნიშნებას მოასწრებდა წინიდან მომავალმა ჯიპებმა გზა გადაუკეტეს და სრულ ალყაში მოაქციეს.ერთადერთი რაც მოასწრო დამუხრუჭება იყო,მერე ყრუდ ჩაესმოდა სირენების და რაციის გამაყრუებელი ხმა.უბრძანებდნენ რომ მანქანიდან გადასულიყვნენ,სიმართლე გითხრათ სხვა გზა არც ჰქონდათ.ან დანებება ან სიკვდილი! რიამ კარები სწრაფად გააღო და თავზე ხელებშემოწყობილი გადმოვიდა მანქანიდან, თან თავი რიკის მანქანისკენ მიატრიალა,რომ თვალით ენიშნები შენც იგივე გააკეთეო.
-რიკი გადმოდი!-ტუჩების მოძრაობით და თვალების ბრიალით ცდილობდა მამაკაცის დამორჩილებას.ერთადერთი რაც მოასწრო რიკის გაფითრებული სახის დანახვა იყო,რომელიც პატიებას სთხოვდა,შემდეგ ძრავის ხმა გაიგო და ბიჭმა მანქანა მთელი სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან.სანამ სპეცრაზმის წრეს გაარღვევდა,სნაიპერს წამებიც არ დასჭირა,რომ რიკის სისხლით შეეღება ყველაფერი.რიამ გააზრებაც ვერ მოასწრო,რომ ჯავშანჟილეტებში ჩაცმული მამაკაცები მთელი სისწრაფით მასთან გაჩნდნენ.გაიბრძოლა,რიკის ნახვა უნდოდა,უნდოდა დარწმუნებულიყო,რომ პულსაცია კიდევ იგრძნობოდა მის ვენებში,მაგრამ ერთადერთი რაც იგრძნო ბლაგვი საგნის ჩარტყმა იყო თავში.
თვალები,რომ გაახილა პირველი რაც დაინახა შავი ხავსმოკიდებული კედლები და საწყლად,ძლივს მბჟუტავი ნათურა იყო.წამოდგომა სცადა,მაგრამ თავში ისეთი გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო,რომ განძრევა ვერც კი შეძლო.გაიბრძოლა,მაგრამ შეკრულმა ხელ-ფეხმა არ გაუშვა.
-შენი დედა ვ*ტირე...-ბოლო ხმაზე დაიღრიალა და იმის გახსენებისას,რომ რიკი შეიძლება ცოცხალი აღარ ყოფილიყო, მთელი სხეული აეწვა.-ნაბი*ვრებოო,რიკის რა უყავით, სადაა?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა,არ აინტერესებდა საკუთარი ბედი,არც ის თუ ამას რა მოყვებოდა,რიკი უნდოდა,თავისი მეგობარი რიკი.ცოტა აკლდა და საკუთარი ხელით გათხრიდა მიწას,გიჟდებოდა იმის გააზრებაზე,რომ შეიძლება მეგობარი გვერდით აღარ ყოლოდა.
-გაჩუმდი,შე ძ*კნა-რკინის კარები მაღალმა სხეულმა შემოგლიჯა და ისეთი სიძლიერით გაულაწუნა,რომ ონიანმა ლამის გონება დაკარგა-შემოდით და სკამზე მიაბით დროზე!-გასცა ბრძანება და მის უკან ადევნებულმა ორმა სხეულმა გოგონა ფეხზე წამოაყენეს ,მერე კი დაჟანგებულ სკამზე მთელი სიძლიერით დაახეთქეს.
-მგონი ცოტა გამოფხიზლება არ აწყენდა!-მეორე დაბალი სხეული გამოჩნდა კარებში,რომელსაც ყინულებით სავსე ვედრო ეჭირა ხელში და სანამ სიტყვას დაამთავრებდა,იქამდე შეასხა ქალის მოდუნებულ სხეულს.
ცივზე შეხებამ გონს მოიყვანა რია,მაგრამ მზერა ისეთი დაბინდული ჰქონდა უკვე ვეღარაფერს არჩევდა,გარდა ორი სხეულისა.ერთი ზედმეტად მაღალი,მეორე კი ზედმეტად დაბალი იყო,ან ერთმაენთის გვერდით ჩანდნენ ასეთები.
-აბაა,დროა მცირე ინტერვიუ ჩავატაროთ არაა?-ირონიულად გადახედეს ერთმანეთს, მერე კი მზერა რიაზე გააჩერეს-აბა მოგვიყევი,სად და ვისთვის მიგქონდა ამხელა ნადავლი?-ონიანმა რაც მოახერხა,მხოლოდ გაღიმება იყო და სანაცვლოდ კვლავ ძლიერი მუშტი მიიღო სახეში.
-მაინც და მაინც ცხვირს ნუ წაეტანებით,ლამაზი მაქვს და არ მინდა დამახინჯდეს-გამოსცრა კბილებში რიამ და წინ მდგარ სხეულებს კვლავ ქვევიდან ახედა.
-გვეღადავება კიდევაც ეს ძ*კნა,მადლობა თქვი რომ შენი თავი ცოცხალი გვჭირდება,თორემ ჯერ მაგრად გ*ხმარდით და მერე ცემისგან ორმაგად გაკვნესებდით,სანამ ეგ დამპალი სული არ ამოგხდებოდა!-დაიღრიალა დაბალმა და ქალის დასისხლიანებული სახე ხელებში მოიქცია,მერე კი საკოცნელად წაეტანა.რიამ პირი გაუღო და უფლება მისცა,რომ ეკოცნა,მერე კი ისეთი სიძლიერით დაარჭო კბილები ენაზე,რომ სანამ სისხლის გემო არ იგრძნო პირში მანამდე არც გაუშვია.კაცმა უკან დაიხია და გამწარებულმა საშინელი ღრიალი ატეხა.
-შე ბ*ზო-დასისხლიანებული პირი მოიწმინდა და ქალს გამხეცებული მივარდა,ძირს დააგდო და ზემოდან დააჯდა.შეურაცხადივით იცინოდა და თითოეული ქალის წინააღმდეგობისას,მთელი ძალით ურტყავდა დუბინკას,სანამ ტკივილისგან გულშეწუხებულმა გონება სრულად არ დაკარგა.
-რა ჯანდაბას აკეთებ-მაღალი სხეული მივარდა და ძლივს ააწიწკნა ქალს,ისე რომ ეს უკანასკნელი კიდევ ვერ წყნარდებოდა-შენ რა გინდა ჩვენც მოგვხვდეს? გვითხრეს დააშინეთო და არა მოკალით ცემაშიო,იდიოტო!-გამძვინვარებულ მამამკაცს ზედ დაჰყურებდა,მერე ქალისკენ წავიდა,რომ პულსი გაესინჯა,საბედნიეროდ ცოცხალი იყო.
ალექსანდრემ საქმეები ადრე დაამთავრა და შაბათს უკანვე დაბრუნდა.კერძო თვითმფრინავიდან ჩამოსულს დაცვის წევრები და კიდევ თავისი ორი კაცი დახვდა.მათი დახვედრა საეჭვო ეჩვენა და უკვე ხვდებოდა,რაც შეიძლება მომხდარიყო.
-ბატონო ალექსანდრე,დაიჭირეს!
-დედას შ*ვეცი-ანრვიულებულმა მამაკაცმა დაიღრიალა და რომ არა თავისი სტატუსი და თანამდებობა,ალბათ ამ ორ ს*რს აქვე ცემაში გახევდა-სად ყავთ?-გამოსცრა კბილებს შორის და მთელი სისწრაფით გაექანა ჯიპისკენ.
-ბუნკერში წაიყვანეს,მეორე მოკლულია,ქალი ცოცხალია!
-მადლობა,რომ ცოცხალი მაინც დამახვედრეთ-დაიღრიალა და საჭეს მთელი ძალით დასცხო მუშტი-და რა ჯანდაბა უნდა ბუნკერში,მანდ ხალხი გამახსენე რისთვის მიგვყავს?-ნერვებმოშლილი ბოლო ხმაზე ღრიალებდა და გაზის პედალს ბოლომდე აწვებოდა.
-წამებისთვის!-შეშინებულმა ბიჭმა ძლივს გასცა პასუხი.
-მერე?-იმხელაზე დაიყვირა,რომ დაცვის ერთ-ერთი წევრი მოულოდნელობისგან შეხტა-მე რა ვთქვი,უჩემოდ არაფერი გააკეთოთთქო არ ვთქვი? თუ საკმარისი არაა ჩემი ბრძანება თვქენთვის?-გაცეცხლებული მამაკაცი ღრიალებდა და ერთადერთი,რაც უნდოდა რიას სახის დანახვა იყო.
-დიახ,მაგრამ შსს-ს მინისტრმა გასცა ბრძანება და ბიჭებიც დაემორჩილნენ,გვეგონა იცოდით!
-თქვენთვისვე აჯობებს,რომ თმის ერთი ღერიც არ ჰქონდეს ჩამოვარდნილი,თორემ ხომ იცით რისი გაკეთებაც შემიძლია? ხომ იცით მეთქი?-კიდევ ერთხელ შეიკურთხა და გაზის პედალს ბოლომდე მიადგა ფეხი.
უკვე თენდებოდა,თბილისის გარე უბანში ,რომ ოთხი მანქანა გაჩერდა,იქიდან კი მაღალი სხეული,ისეთი სისწრაფით გადმოვიდა,რომ უკან ადევნებული ხალხი,ვეღარ ეწეოდა.მიწისქვეშ გათხრილი ბუნკერის კარი მთელი სისწრაფით გაიღო და პრემიერ-მინისტრიც წინ გაუშვეს.
-სად გყავთ?-ავად მოელვარე შავი თვალები მოავლო იქ მყოფ სხეულებს და ყველაზე უფროსის პირისპირ გაჩერდა.-სად გყავთ რია ონიანი,კიდევ ბევრჯერ გავიმეორო?-ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მისი ხმა ექოსავით მოედო მთელს ტერიტორიას.
-ჩვენ,არ ვიცოდით სერ,ჩვენ ბრძანებას ვასრულებდით-დაიბნა მაღალი სხეული,რომელიც რამოდენიმე საათის წინ ქალის ცემით ირთობდა თავს.
-მე რა ვიკითხე და შენ რას მპასუხობ შე გამოს*რებულო,დროზე გამიძეხი წინ და თქვენთვისვე აჯობებს არაფერი ჭირდეს,თორემ ჩემი ხელით დაგატეხავთ თითებს_გამოსცრა კბილებს შორის და მრისხანედ მოელვარე თვალებში იმხელა ცეცხლი აუგიზგიზდა,რომ ვერავინ შეძლებდა მათ დიდხანს ყურებას.
დაბალი მამაკაცი შიშით გამოეყო ჯგუფს და იმ ოთახისკენ გაყვა ალექსანდრეს,სადაც ქალი ბოლო უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში გადაეყვანათ,როგორც კი გაიგეს,რომ პერმიერ-მინისტრი მოდიოდა.რიასთვის სახიდან სისხლი ჩამოებანათ და შუბლზე რამოდენიმე ნაკერის დადებაც მოესწროთ,მაგრამ იმ სილურჯეებს და იმ ნახეთქებს ვერაფერი უშველიდა,რაც ქალის თავს ხდებოდა.
სანამ კარს გააღებდნენ სანდროს სუნთქვა მთელი ძალით შეეკრა,ეგონა თითქოს ვიღაც ძლიერად უჭერდა ხელს კისერზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.სულ რამდენიმე წამს გასტანა ამ გრძნობამ,სანამ საწოლში უგონოდ მისვენებული ქალის სხეული არ დაინახა.თეთრი თმა ჭუჭყიანი და სისხლიანი ჰქონდა,გამხდარ სხეულზე კი ათობით სილურჯე,ისეთ საშინელ ელფერს სძენდა,რომ წამით იფიქრა ცოცხალი არც არისო,სანამ მისი მოძრავი მკერდი არ შენიშნა.მთელი ეს დრო ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ვერ ახერხებდა რიამდე მისვლას.დანარჩენები კი ოთახიდან ისე გაპარულიყვნენ,რომ არც კი შეუნიშნავს.ერთადერთი ახლა რასაც ამჩნევდა ქალი იყო,რომელიც წლებია არ ენახა და ისიც ისეთი დასახიჩრებული და გაუბედურებული იყო,რომ წამით მამაკაცის თვალებში თეთრმა სითხემ გაიბრჭყვინა,თუმცა მხოლოდ წამიერად.
-რიააა-ძლივს წარმოთქვა მისი სახელი,თითქოს გულზე მარწუხები მაგრად უჭერდნენ ხელს-ჩემო რიააა,მე დაგპირდი,დაგპირდი,რომ ყოველთვის დაგიცავდი-ძლივს საუბრობდა მთასავით მამაკაცი,რომელიც წეღან რისხვას აფრქვევდა,ახლა ისე მოხრილიყო,ისე დაპატარავებულიყო,რომ მუჭშიც შეიძლებოდა მისი მოქცევა.ძლივს გაბედა მიახლოვება,ხელის კანკალით ეხებოდა მის სხეულს,სხეულს,რომელიც ყველაზე წმინდა იყო მისთვის.-მე ვერ დაგიცავი,პირობა დავარღვიე,ოდესმე მაპატიებ?-თავისთვის ლაპარაკობდა და ქალის სახეს ხელებით ეფერბოდა,მერე შეძლო და უგონო სხეული გულზე მიიკრა,ისე ენატრებოდა მისი სურნელი,ისე ენატრებოდა ეს ჩახუტება,მაგრამ არა ასეთი მტკივნეული.ისევ ისეთი თავისუფალი რია უნდოდა,როგორიც მაშინ იყო.ქალის სხეულს აკრობდა ტუჩებს და ათრთოლებულ ხელებს ყველგან დააცოცებდა-ამჯერად და ამის მეტად ვეღარავინ შეგეხება,გპირდები!-გამოსცრა კბილებს შორის და ოთახი მთელი სისწრაფით დატოვა.
გარეთ მდგარი ძაღლების ხროვას შეურთდა,წამიერად გარდაისახა მგრძნობიარე,გულჩვილი მამაკაციდან,ცივ სისხლისმსმელ არსებად.
-რომელმა დაკითხა?-გამოსცრა კბილებს შორის და ყველას მოავლო თვალი.შეშინებული ლეკვები ხმას ვერ იღებდნენ,თვალსაც კი ვერ უსწორებდნენ -იცოდეთ,ან ახლავე გამოვა ის ადამიანი ორი ნაბიჯით წინ,ან ყველა აგებს პასუხს-დაიღრიალა მოთმინება გამოლეულმა და კიდევ ერთხელ მოავლ ჩუმად მყოფებს თვალი.
-გივი და რეზო იყვნენ შესულები-ერთ-ერთმა შეშინებულმა მამაკაცმა წამოიყვირა და უკანასკნელ ორს საწყალი მზერით გადახედა.
-ძალიან კარგი,აბა გივი და რეზო ორი ნაბიჯით წინ-საშინელი ცეცხლი გიზგიზებდა მის თვალებში და ერთადერთი რაც სურდა,შურისძიება იყო-ეს ორი დაკითხვის ოთახში შეიყვანეთ,დაცვის წევრებს უბრძანა,შენ კი ჩამშვებო,გამახსენე რა გქვია?
-მე...მეე გიროგი,ბატონო ალექსანდრე-ძლივს წარმოთქვა სათქმელი გაფითრებულმა მამაკაცმა.
-ხო და ჩემო გიორგი,შენ წვრთვნისას არ გასწავლეს,რომ ინფორმაცია ესე არ უნდა გასცე? არ აქვს,მნიშვნელობა საქმე რას ეხება,შეგეშინდა და ეგრევე გაყიდე,ესეიგი ამ ბიჭებისთვის რა გამოდიხარ? ბ*ზი! ხო და ბ*ზებს როგორ ექცევიან იცი?
-დიახ,ბატონო ალექსანდრე!
-ხო და ახლა ვუბრძანებ,რომ კარგად გაგროზგონ,რათა სხვა დროს,იგივე შეცდომა არ დაუშვა!-გამოსცრა კბილებს შორის და ოთახი მთელი სისწრაფით დატოვა.
იმ ღამეს ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი სხეული გაიტანეს ბუნკერიდან,მესამეს ღრიალი კი გათენებამდე არ შეწყვეტილა.რია და ალექსანდრე კი სპეციალური,სამედიცინო მანქანით თბილისისკენ გაეშურნენ,ქალი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში იყო.

პ.ს. გთხოვთ, კომენტარები არ დაიზაროთ და შემიფასოთ



№1 სტუმარი toooliiiaa

ძალიან საინტერესოა კარგად იკიტხება გააგრრძელე წერა არ შეწყვიტო♥️

 


№2  offline წევრი Ioana

toooliiiaa
ძალიან საინტერესოა კარგად იკიტხება გააგრრძელე წერა არ შეწყვიტო♥️


ვაიმეე ❤️❤️ მადლობა ძალიან დიდი ❤️

 


№3  offline წევრი დარინა

ველოდი ველოდი სანდროს და რიას შეხვედრას როგორ არ წარმოვიდგენდი ვფიქრობდი ერთმანეთს დახოცავენმეთქი, მაგრამ აი ჩემს მოლოდინს გადააჭარბე, მინდოდა ასეთი ალექსანდრეს ნახვა ის რიაზე გიჟდება და მას მისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ახლა რიას გონზე მოსვლას ველოდები. ამ წყვილისთვის ყველაფერი კარგი მემეტება ისეთი დატანჯულები არიან. სანდრომ მისი წარსულის ცოდვები უნდა გამოისყიდოს. ახალი თავი მინდა სასწრაფოდ ისეთ ადგილზე გაგვიჩერე.

 


№4  offline წევრი Elea_Nora

იცი რაც ამას ვკითხულობ არ დამიკომენტარებია ხოდა ეხლა დავაკომებ. როცა ეწერა რომ საქმე ძალიან მარტივად მიდიოდა, ეჭვი გამიჩნდა და რაღაცას მოველოდი და აი უკვე რომ დაიწყე აღწერა სიტუაციის ჩემი ეჭვებიც დადასტურდა. შემეცოდა რიკი, გულრწფელად შემეცოდა. ნეტა არ მოგეკლა, მაგრამ რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია. სანდროსა და რიას შეხვედრა ყოველთვის სხვადასხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ იმ წარმოდგენილებს ეს რომ ჯობია მაგაზე ორი აზრი არ არის. აუუ მე მაინც მწყდება რიკიზე გული. მე რომ მომწონს იმ პერსონაჟებს ხომ არ აჩერებენ ცოცხალს. ნუ მიაქცევ ჩემ წუწუნს ყურადღებას, მე სულ ასე ვწუწუნებ. ხოდა წადი ახლა და შემდეგი თავი დაწერე. გელიიი.❤❤❤❤❤

 


ვაიმეეე, ახლა წავიკითხე და ძაან მაგარია, ხვალ ახალ თავს ველოდებიი

 


№6  offline წევრი Gemini mood

Vuaimeee dzaan mikvars es istoria ukvee da moutmenlad velodebi movlenebis ganvitarebas❤❤❤dzalian momwons da imedia dzalian male kidev gamaxareb axali tavit❤❤

 


№7  offline წევრი Ioana

გავიღვიძე და ეს კომენტარები,რომ დამხვდა ლამის გული გამიჩერდა ???? ????❤️❤️

დარინა
ველოდი ველოდი სანდროს და რიას შეხვედრას როგორ არ წარმოვიდგენდი ვფიქრობდი ერთმანეთს დახოცავენმეთქი, მაგრამ აი ჩემს მოლოდინს გადააჭარბე, მინდოდა ასეთი ალექსანდრეს ნახვა ის რიაზე გიჟდება და მას მისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ახლა რიას გონზე მოსვლას ველოდები. ამ წყვილისთვის ყველაფერი კარგი მემეტება ისეთი დატანჯულები არიან. სანდრომ მისი წარსულის ცოდვები უნდა გამოისყიდოს. ახალი თავი მინდა სასწრაფოდ ისეთ ადგილზე გაგვიჩერე.


ძალიან დიდი მადლობა შენ,რომ არცერთი თავი არ ყოფილა,რომ შენი აზრი არ დაგეფიქსირებინოს და ეს ყველაზე ძალიან მახარებს ❤️❤️❤️ თუ მათმა შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა,მაშინ ბედნიერი ვარ,რადგან ის გამოსულა რაც მინდოდა❤️❤️

Elea_Nora
იცი რაც ამას ვკითხულობ არ დამიკომენტარებია ხოდა ეხლა დავაკომებ. როცა ეწერა რომ საქმე ძალიან მარტივად მიდიოდა, ეჭვი გამიჩნდა და რაღაცას მოველოდი და აი უკვე რომ დაიწყე აღწერა სიტუაციის ჩემი ეჭვებიც დადასტურდა. შემეცოდა რიკი, გულრწფელად შემეცოდა. ნეტა არ მოგეკლა, მაგრამ რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია. სანდროსა და რიას შეხვედრა ყოველთვის სხვადასხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ იმ წარმოდგენილებს ეს რომ ჯობია მაგაზე ორი აზრი არ არის. აუუ მე მაინც მწყდება რიკიზე გული. მე რომ მომწონს იმ პერსონაჟებს ხომ არ აჩერებენ ცოცხალს. ნუ მიაქცევ ჩემ წუწუნს ყურადღებას, მე სულ ასე ვწუწუნებ. ხოდა წადი ახლა და შემდეგი თავი დაწერე. გელიიი.❤❤❤❤❤


მადლობა და შეგიძლია ბევრი იწუწუნო,პირიქით მახარებს ???? რიკი თავიდანვე სუსტ პერსონაჟად მყავდა დახასიათებული და ვიცოდი რომ რაღაც ესეთს მოვწევდი,ასე რომ რიკისთვის ბოდიში და მადლობა თბილი სიტყვებისთვის ❤️❤️❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, ახლა წავიკითხე და ძაან მაგარია, ხვალ ახალ თავს ველოდებიი


დიდი მადლობა,მიხარია რომ ასე დაგაინტერესათ ❤️❤️

Gemini mood
Vuaimeee dzaan mikvars es istoria ukvee da moutmenlad velodebi movlenebis ganvitarebas❤❤❤dzalian momwons da imedia dzalian male kidev gamaxareb axali tavit❤❤


ვეცდები მალე დავდო ახალი თავი და არ გალოდინოთ ❤️❤️ მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent