უმისამართოდ შორს
უმისამართოდ შორს გამგზავრება და წვიმიანი ამინდი მინდა. მინდა მე შენი შორს გატაცება, ვფიქრობ, რომ ეს მზე ჯერ არ გაბრწყინდა... უმისამართოდ შორს გამგზავრება და სიყვარული ფაქიზი მინდა. ამ გრძნობების მსურს მე გამარჯვება, შენ ხომ ხარ ჩემი წმინდათა წმინდა. უმისამართოდ შორს გამგზავრება სიამოვნებას ძლიერს მე მგვრიდა. მე ყველა გრძნობის მსურს გააზრება, პირველ რიგში კი მე შენთან მინდა. შენი უარის შემდეგ მე წავალ ამ საშინელ და სისხლისმღვრელ ომში. თოფს და იარაღს ავიღებ მტარვალს, და მე გავჩნდები პირდაპირ ბომბში! უმისამართოდ შორს გამგზავრება განშორებასაც ნიშნავდა მგონი. უაზრობაა ყველა ზმანება, ერთად ვერასდროს ვიქნებით ორნი. უმისამართოდ შორს გამგზავრება და წვიმიანი ამინდი მინდა. მინდა მე შენი შორს გატაცება, ვფიქრობ, რომ ეს მზე ჯერ არ გაბრწყინდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.