შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 14


2-03-2019, 10:44
ავტორი katiusha
ნანახია 2 709

14
არაფრის მომცემი და უიმედო ერთი კვირა გავიდა,ნიკოლა იძულებით იჯდა სამსახურში,საქმეს გულს ვერ უდებდა, დროდადრო მოსწყდებოდა და ფიქრებში გადაეშვებოდა.მორიგი შეხვედრისთვის ემზადებოდა,როცა მდივანმა ამცნო რომ მასთან ადვოკატი იყო მოსული.სასწრაფოდ შემოყვანეო სთხოვა.
-დაბრძანდით,-მიუთითა სკამზე,-რამეს მიირთმევთ?
-არა ბატონო ნიკოლა,არაფერი მინდა.
-მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
-რა თქმა უნდა,ჩემთვისაც უკეთესია, ბევრი საქმე მაქვს.მოკლედ მე აქ ტატიანა ბერიძეს წარმოვადგენ.მას თქვენთან განქორწინება სურს.
ნიკოლამ გადაიხარხარა,დიდხანს იცინოდა,მერე უცებ დასერიოზულდა და მკაცრად განუცხადა.
-მე არ ვარ თანახმა,რის საფუძველზე სურს ქალბატონს განქორწინება?
-მიზეზად ცოლ-ქმრულ ღალატს ასახელებს.
-მაგას დამტკიცება სჭირდება..
-გვაქვს ამის მტკიცებულება.
-რა?ფოტო?უბრალო ფოტო,სადაც ყოფილ საცოლეს ვესაუბრები? მითუმეტეს რომ ეგ ძველი ფოტოა?
-ამის დამტკიცება არ გაგვიჭირდება,- ჯიუტობდა კაცი და მკაცრად ითხოვდა განქორწინების საბუთებზე ხელი მოეწერა.
-მისმინეთ ბატონო ადვოკატო, დარწმუნებული ვარ უამრავ მსგავს საქმეზე გიმუშავიათ,ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი მაინტერესებს განქორწინების უფლებას მაძლევს ის რომ ცოლი არ მენდობა?რომ მუდმივი ეჭვიანობის გამო მოსვენებას არ მაძლევს?
-ანუ თუ სწორად გავიგე თქვენ მას ადანაშაულებთ?
-მე არავის ვადანაშაულებ,ამას მე თვითონ მას ვეტყვი,გადაეცით თქვენს კლიენტს რომ საბუთებზე ხელს მივუწერ და განქორწინებაზე დავთანხმდები,მაგრამ ერთი პირობით უნდა შემხვდეს,შემხვდეს და პირისპირ მითხრას ის რომ არ ვუყვარვარ.
-ეგ უკვე ჩემი საქმე არაა,გრძნობებში ვერ ჩავერევი.
-მოკლედ თქვენგან ზარს დაველოდები. ამ საბუთებს დავიტოვებ და შეხვედრაზე მოვუტან ხელმოწერილს.
ნიკოლა ადვოკატს დაემშვიდობა და მარტო დარჩა,ისეთი შეგრძნრბა ჰქონდა,თითქოს ვიღაც შიგნიდან სერავდა და რაც უფრო მეტად ფიქრობდა ტატიანასთან შესაძლო დაშორებაზე, მით უფრო.ტკივნეული იყო ეს.
******
-მართლა ასე თქვა?ასე ადვილად დაგთანხმმათ განქორწინებაზე? -გაოგნებული უჯდა ტატიანა მაგიდას ადვოკატის წინ და ნერვულად აწვალებდა საკუთარ თითებს.
-დიახ ასე თქვა,შემხვდეს და თვითონ მივუტან ხელმოწერილ საბუთებს, სასამართლოში სიარული და მისი საქვეყნოდ შერცხვენა არ მინდაო.
-რა სულელი ვიყავი,როგორ მჯეროდა რომ ჯერ კიდევ ჰქონდა გრძნობები. - ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა
-არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა და მართალია თუ არა ის რაც თქვენ მიზეზად მოგაქვთ,მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ,რომ იმ ბიჭის თვალებში სიყვარული იკითხებოდა, მისი სიტყვები კი გულწრფელი მომეჩენა,დამიჯერეთ უამრავ ასეთ საქმეზე მიმუშავია და კარგად ვანსხვავებ ნამდვილ და ყალბ გრძნობებს.
-თქვენ ისიც გეცოდინებათ მაშინ,რომ არსებობს რაღაცეები,რისი პატიებაც არ შეიძლება..
-თუ გიყვარს ყველაფერი შეიძლება, ყველაფრის პატიება.კარგით მე წავალ ახლა,თქვენ კი დაფიქრდით,კარგად იფიქრეთ და მერე მითხარით როდის გნებავთ მასთან შეხვედრა.
-კარგით,დიდი მადლობა ყველაფრისთვის,დაგირეკავთ, ნახვამდის.
მარტო დარჩენილ ტატიანას ფიქრები შემოაწვა და დარდმა წაიღო,აღარც ყვარლის ტბის სილამაზე ხიბლავდა და აღარც აქაურობა,საერთოდ ნიკოლას გარეშე ადგილის პოვნა,სადაც თავს მყუდროდ და კარგად იგრძნობდა,გაუჭირდა. ხვებოდა რომ ადგილები კი არა ამ ადგილებს გვერდით მყოფი ადამიანები ანიჭებდნენ სიმყუდროვეს და ისინი ხდიან დასამახსოვრებელს..
ერთ კვირაზე მეტი იყო,რაც აქ წამოვიდა,რაც ნიკოლას გარეშე გაატარა,თავიდან ეგონა გადაუვლიდა და დამშვიდდებოდა,მაგრამ ვერა და ვერ მიაღწია სულიერ სიმშვიდეს. ძლიერად იყო შემოჭრილი ამირეჯიბი მის გულში და გონებაში..
ტელეფონი გამორთული ჰქონდა,არც კი უფიქრია რომ ჩაერთო ან ვინმესთან დაერეკა.მხოლოდ ერთხელ მიწერა ნანკას რომ კარგად იყო და არ ეძებნათ,თვითონ დაბრუნდებოდა…
კარგად გაიაზრა რამხელა გამოწვევის წინაშე დააყენა ცხოვრებამ დედა ხდებოდა და ისე მიდიოდა საქმე რომ მარტოხელა დედის სახელი დაერქმეოდა. საშინლად მოუნდებოდა ხოლმე ნიკოლას ჩახუტება და მის გვერდით ძილი,მის გვერდით გაღვიძება.მისი სურნელი ისევ შეეგრძნო. ღამით ხშირად ეღვიძებოდა გაოფლიანებულს და კოშმარებისგან გადაღლილს.
გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ უცებ მიიღო და მაშინვე დაურეკა ადვოკატს,რადგან იცოდა რომ ბევრს თუ იფიქრებდა აუცილებლად გადაიფიქრებდა…
ერთი კვირის შემდეგ სისუსტე უფრო მეტად დაეწყო და ტოქსიკოზიც მოემატა,ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა ბოლომდე რა მდგომარეობაში იყო.სასტუმროს ნომერში იწვა და იქიდან იშვიათად გამოდიოდა.ექიმის სიტყვები გაახსენდა ბათუმში რომ უთხრეს საავადმყოფოში,უცნაურმა შიშმა შეიპყრო.აუცილებლად უნდა დაერეკა ვიღაცისთვის,ნანკა არ გამოადგებოდა, გამოუცდელი იყო ამ საკითხში და თან შეიძლება ნიკოლასთვის ეთქვა.ვერავინ გაუგებდა ისე როგორც დედა.დიდხნს ყოყმანობდა და ფიქრობდა. საბოლოოდ მაინც დაურეკა,მაგრამ სხვა ნომრიდან.
-დედა როგორ ხარ?-უცნაური ეჩვენა საკუთარი სიტყვები.
-შვილო..ტატიანა?სად დაიკარგე?რა ხდება შენს თავს?
-დედა ახლა რაღაცას გეტყვი,გთხოვ და არ მკითხო რატომ.უბრალოდ ადექი და ჩემთან ჩამოდი და კიდევ არავის უთხრა ჩემთან რომ მოდიხარ…
-კარგი,შვილო,როგორც გინდა. მითხარი სად ხარ..
-ყვარელში,სასტუმროს მისამართს გამოგიზავნი..
-როგორ ვერ მივხვდი რომ მანდ იქნებოდი,შენ ხომ განსაკუთრებულად გიყვარდა ეგ ადგილი,-გაეცინა დედას და შვილს დაემშვიდობა..
სახლიდან რომ გადიოდა,სერგო შეეჩეხა კარში.გაუკვირდა წასასვლად მომზადებული ცოლი რომ დაინახა.
-სად მიდიხარ?
-საქმეები მაქვს,ჯერ მასაჟი,მერე სალონი და ასე შემდეგ,ბოლო პერიოდში დავივიწყე იქაურობა. -ოსტატურად იცრუა ქალმა.
-ქეთინო რამეს ხომ არ მიმალავ?
-რას უნდა გიმალავდე?-დაიბნა ქალი.
-მაგალითად ტატიანას..
-სერგოო,-ნაწყენმა შეხედა კაცმა.
-კარგი ხო,კარგი,წადი.გვიან მოხვალ?
-ალბათ,იქიდან მაღაზიებში უნდა გავიარო.
-მაშინ მძღოლს უთხარი და წაგიყვანს, მე ჩემი მანქანით წავალ სამსახურში.
-არა,იყოს,არ მინდა,ტაქსი უკვე მოვიდა,შენ წაიყვანე..
ქეთინოს უარმა დააეჭვა კაცი,ცოლს კარგად იცნობდა და მისი ეს სიმშვიდე მოჩენებითი იყო ხვდებოდა.როგორც კი ქალი ტაქსში ჩაჯდა,მაშინვე დაუძახა დაცვის უფროსს და უკან გაყოლა დაავალა.
-დარწმუნებული ვარ ტატიანასთან მიდის,ისე გაყევი,რომ არ შეგამჩნიოს, მერე კი როცა დარწმუნები რომ ნამდვილად მას შეხვდება,გამაგებინე მისამართი..
-დიახ ბატონო სერგო.-უპასუხა ბიჭმა და ნაჩქარევად ჩაჯდა მანქანაში…

რამდენიმე წუთი დედასთან ჩახუტებული იყო,ძლიერად ეხვეოდა და ძლივს იკავებდა ცრემლებს…
-შვილო ახლა დაჯექი და ამიხსენი რა მოხდა?აქ რატომ ხარ და საერთოდაც რა ხდება შენს თავს.
-ის ხდება რომ ადამიანი, რომელსაც ვენდე,ყველაფერი მივეცი და შევიყვარე, მოღალატე აღმოჩნდა.
-მაგას ვერ დავიჯერებ,-გაეცინა ქალს.
-საკუთარი თვალით ვნახე დედა.ჩემი არ გჯერა?
-ხანდახან საკუთარ თავს და თვალებსაც კი არ უნდა დაუჯერო შვილო.არსებობს მომენტები ან სიტუაციები,რაზეც ხანდახან თვალის დახუჭვა გვიწევს,ისევ ჩვენი ბედნიერებისთვის.
-მე არ შემიძლია ეს,-ტატიანა საწოლზე წამოწვა,თავი კალთაში ჩაუდო დედას და თვალები დახუჭა.
-ნიკოლამ იცის მიზეზი რატომაც წამოხვედი?
-ალბათ კიი.ადვოკატი ეტყოდა.
-შვილო შენ სულ გადაირიე?- აღშფოთდა ქეთინო,-შენ არ იყავი ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაგიწყო მამაშებმა,თავზე რომ დაგვამხე ყველაფერი ეგ მეორედ არ თქვათო?
-დედა აქ სასაყვედუროდ ჩამოხვედი თუ ჩემს დასახმარებლად?
-შენს დასახმარებლად და თვალის ასახელად რომ ჩამოვედი,იმიტომ გელაპარაკები ასე,დედა რომ ვარ,ეს უფლებას მაძლევს,ცოტა მკაცრი ვიყო შენს მიმართ.
-მე თვალის ახელა კი არა დახმარება მჭირდება,-წამოჯდა გოგო და დედას მიაჩერდა.-ორსულად ვარ
-რაა?-თვალები გაუფართოვდა ქალს.-ტატიი ეს ხომ ძალიან მაგარია, სახე გაუნათდა ქეთინოს.-ახლა უფრო მეტი მიზეზი გაქვს ნიკოლას დაელაპარაკო და შერიგდეთ.
-დედა აქ იმიტომ დაგიბარე,რომ სუსტი ორგანიზმი მაქვს და ბავშვის დაკარგვის საფრთხე არსებობს.გთხოვ დამეხმარე და კარგ ექიმთან მიმიყვანე, ეს ბავშვი ჩემი ერთადერთი იმედია.
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა, -აღფრთოვანებული იყო ქეთინო ახალი ამბით და დაბნეულს არ იცოდა რა გაეკეთებინა….
სერგოს მიერ გაყოლებული კაცი ყვარელამდე გაჰყვა ქეთინოს,რომ დარწმუნდა ტატიანა ნამდვილად იქ იყო,დაურეკა და ყველაფერი მოახსენა.უკან დაბრუნდიო უთხრა კაცმა და შესაბამისად აღარ გაუგიათ როგორ გამოვიდნენ დედა შვილი იქიდან და როგორ დაბრუნდნენ თბილისში…
ტატიანა თავს ისე გრძნობდა თითქოს ჰაერში დაფრინავდა ბედნიერებისგან.
პირველად რომ ექიმმა მუცელზე აპარატი დაადო,სიცივისაგან გააჟრჟოლა,მერე ეკალმა დააყარა და ყურებში უცანური ხმა მოესმა.
-ეს შენი შვილის გულისცემაა ტატიანა. ბავშვი ჯანმრთელია და ამ ეტაპისთვის შესანიშნავად ვითარდება,მაგრამ თქვენი ანალიზები არ მომწონს, დაბალი ჰემოგლობინი გაქვთ და ზოგადად ძალიან ხართ გამხდარი.
-ეს დიეტების ბრალია ექიმო,-ჩაერთო ქეთინო.
-ხოდა ამ წუთიდან გიკრძალავთ ყველანაირ დიეტას და მსგავს სისულელეებს,თავს უნდა გაუფრთხილდეთ,რადგან ახლა მხოლოდ თქვენ არ ხართ,ახლა ბავშვსაც უნდა მოუფრთხილდეთ,სხვა პასუხისმგებლობა გეკისრებათ.
-ყველაფერი ისე იქნება ექიმო, როგორც მეტყვით. -გაუღიმა შუახნის ქალბატონს ტატიანამ და დედას ხელი ჩაჰკიდა…
-ახლა რას აპირებ?-ჰკითხა დედამ, როცა საავადმყოფოდან გამოვიდნენ.
-არ ვიცი, წამლებს ვიყიდი და ალბათ უკან დავბრუნდები.
-მე ამას არ გეკითხები,ნიკოლამ უნდა იცოდეს ბავშვის არსებობის შესახებ.
-ჯერ არაფერს ვეტყვი,მერე ალბათ ისედაც მიხვდება და გაიგებს.არ მინდა ბავშვის გამო დარჩეს ჩემთან.
-სისულელებს ლაპარაკობ შვილო, მე ვნახე ის იმ დღეს როცა ჩვენთან ნასვამი მოვიდა,ნეტავ იცოდე როგორ დარდობდა და განიცდიდა შენს წასვლას..
-ალბათ სინდისი ქეჯნიდა.
-არაა მასე და ნუ ჯიუტობ,ახლა ამის დრო არაა,უნდა დაელაპარაკო.
-დედა,დავიღალე,ძალიან დავიღალე, წავალ მე კარგი?შენ კი სახლში დაბრუნდი.
-როგორ გაგიშვა იქ?შენ ახლა სხვანაირი მოვლა გინდა.სახლში მაინც წამოდი,თუ მასთან არ ბრუნდები
-დავბრუნდები სახლში დედა,ძალიან მალე,ახლა ცოტა დასვენება და მარტო ყოფნა მინდა.
-კარგი,როგორც იტყვი,რომ ჩახვალ დამირეკე,-ქეთინო შვილს ჩაეხუტა,მოეხვია,მერე ტაქსში ჩასვა და უკან გაუშვა.
*********
სერგო ბერიძემ რომ დაურეკა სამსახურს მორჩენილი იყო და სახლში წასასვლელად ემზადებოდა.
-ნიკოლა როგორ ხარ?
-კარგად არ ვარ,თქვენ როგორ ხართ?
-ახლა კარგად გახდები,-გაეცინა კაცს,- ტატიანას ადგილსამყოფელი გავიგე. მასთან მიდიხართ,.
-ვაღიარებ თქვენ ჩემზე მეტად მოგინდომებიათ.-აღფრთოვანება ძლივს დამალა ბიჭმა.
-მოკლედ მისამართი გამოგიგზავნეთ, დანარჩენი შენ იცი.მინდა ბედნიერები იყოთ,სხვა არაფერი.
-დიდი მადლობა,მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ,ახლა სხვანაირად უნდა ვიმოქმედო,მასთან იმიტომ არ მივდივარ რომ რამე შევეხვეწო,ისე უნდა მოვიქცე რომ მიხვდეს თავის შეცდომას და გთხოვთ,რაც არ უნდა მოხდეს არ შეიმჩნიოთ.ამყევით თამაშში.
-შენ იმაზე მეტად გიყვარს ის,ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.იყოს ყველაფერი ისე,როგორც შენ გინდა..
სიმამრს დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა. სეიფიდან საბუთები აიღო და კაბინეტი დატოვა.
მთელი გზა ფიქრობდა რას ეტყოდა ან როგორ შეხვდებოდა ტატიანა, როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა. ათასი ვარიანტი წარმოიდგინა,მაგრამ მაინც სულ სხვანაირი იყო ყველაფერი…
ძალიან მოშივდა,ვერაფრით მოისვენა ოთახში,ადგა და კაფეში ჩავიდა სავახშმოდ.შეკვეთა რომ მისცა, მიმტანმა გაოცებულმა შეხედა,ალბათ იფიქრა ეს გამხდარი გოგო ამდენ რამეს როგორ შეჭამსო. შეკვეთის მოლოდინში ეზოს დათვალიერებით იყო გართული.უეცრად მის წინ ვიღაც დაჯდა და მაშინვე შემოუღიტინა ცხვირის ნესტოებში ნაცნობმა სურნელმა…
ტატიანა რომ დაინახა,მაშინვე გაუნათდა სახე და ისევ ისე შეუფრთხიალდა გული,როგორც აქამდე მისი თითოეული დანახვისას.
როგორც კი მიმტანი წავიდა,მაშინვე დაიძრა მისკენ ნელი ნაბიჯებით, სკამი გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა. თვალებგაფართოებული უყურებდა ტატიანა და ხმას ვერ იღებდა.ისიც დუმდა.თითქოს მდუმარების ფიცი დაედოთ ორივეს.
-გამარჯობა ტატიანა,-დაარღვია დუმილი ნიკოლამ.
-გამარჯობა ნიკოლა,-გაპარული ხმით უპასუხა გოგომ.
-როგორ ხარ?
-ნორმალურად,შენ?
-გეტყობა რომ არ განიცდი უჩემობას, მადაც შესანიშნავი გაქვს და ფორმებიც დაგტყობია.
ტატიანას გულში გაჰკრა ვაითუ ბავშვზე გაიგოო და ფერი გადაუვიდა სახეზე,მაგრამ მაინც აიყვანა თავი ხელში და ამ თემაზე არაფერი უთქვამს.
-არც შენ არ განიცდი უჩემობას,ასე არაა?-ჭამა შეწყვიტა და ქმარს მიაჩერდა.
- მართალი ხარ,მეც ისევე არ განვიცდი,როგორც შენ.
-მე მარტო მაინც ვარ,შენ კი ლიკა გყავს.-გაბრაზებულმა უპასუხა გოგომ.
-აჰაა როგორც იქნა სასურველი თემისკენ წავედით.აბა მეტყვი რატომ წახვედი ასე უეცრად თუ ჩემით ვცადო გარკვევა?ხომ იცი არ გამიჭირდება ისევე როგორც შენი პოვნა არ გამიჭირდა.-მკაცრად უპასუხა ნიკოლამ
-უჩემოდაც კარგად ხვდები რატომ წამოვედი.კარგი იყო ბათუმში იმ ქალთან ერთად?
-ძალიან კარგი,შესანიშნავი.
-ხოდა შეგიძლია წახვიდე მასთან, გაგიმარტივებ ცხოვრებას და..
-მაგრამ უჯობესი იქნებოდა შენ ყოფილიყავი ჩემს გვერდით. -გააწყვეტინა ბიჭმა.
-რადგან აქ ხარ ესეგი უკვე იცი რატომაც წამოვედი.
-და მაინც შენ არ გიკითხავს სიმართლე იყო თუ არა ის ყველაფერი.
-არ მჭირდებოდა კითხვა,დავინახე ისედაც
-რა დაინახე ადამიანო რაა?ის როგორ მესაუბრებოდა ლიკა და გვერდით როგორ გადმომიჯდა?როგორ მოინდომა ჩემი მოფერება,რადგან შენ იქ იყავი,ეს კი მან კარგად იცოდა.-ხმას აუწია ნიკოლამ.
-და შენც უარი არ გითქვამს,-არ დაუთმო ტატიანამ.
-კარგი,ახლა რაღაცას გაჩვენებ და დანარჩენს მერე ვიტყვი.შენს მესენჯერში ვიდეო გადმოგიგზავნე, გახსენი და კარგად ნახე.მერე კი აუცილებლად მომისმენ.
ტატიანა დამუნჯებული უყურებდა ვიდეოს,რომელიც ნიკოლას უდანაშაულობას ადასტურებდა. სასტუმროს კამერის ჩანაწერი იყო,ხმაც კარგად ისმოდა თუ როგორ მოიშორა ნიკოლამ ლიკა და როგორ განუცხადა
„- ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი ქალი მიყვარს ტატიანა ბერიძე და მის გარდა ჩემთვის სხვა ქალი არ არსებობს,არც იარსებებს,თავი დამანებე და სამუდამოდ დაივიწყე ის რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან, წარსულში, დიდი ხნის უკან დაგტოვე, მაშინ როცა წახვედი,წერილი და ბეჭედი დამიტოვე და როცა საკუთარი ხელით დაანგრიე შენთან დაკავშირებული ყველა ოცნება. “
-ეს..ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს,-ცრემლი მოადგა თვალზე ტატიანას და ნიკოლას შეხედა, ყინული და სიცივე დაინახა მის თვალებში.
-ახლა მე ვილაპარაკებ და კარგად მომისმინე.,-ბიჭმა შეისვენა,მერე კი ლაპარაკი დაიწყო: -ზუსტად ერთი წლის უკან, მამაჩემმა რომ დამირეკა და სასწრაფოდ დაბრუნება მთხოვა, შიშით გადმოვფრინდი საქმიანი შეხვედრიდან,მეგონა რაღაც ცუდი მოხდა,არც შევმცდარვარ,ასე იყო ნამდვილად,როცა გავიგე რომ აეროპორტიდან პირდაპირ შენი ხელის სათხოვნელად წამოვედით. მაშინ,მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობდი,მაინც შენზე ვდარდოდბი, მამაჩვენებს ვამტყუნებდი რომ ახალგაზრდა გოგოს ცხოვრებას ვუნგრევდით და არ გვქონდა უფლება მისთვის ჩემზე დაქორწინება ეიძულებინათ.შენზე ცუდი წარმოდგენა იმ საღამოსვე შემექმნა,როცა საკუთარი ყურით გავიგონე,როგორ ესაუბრებოდი ჩემზე საუკეთესო დაქალს და როგორი სიტყვებით მამკობდი.სულ სხვა იყავი მაშინ,როცა ჩემს წინაშე წარსდექი და შენი ხელი ვითხოვე,ბეღურასავით კანკალებდი და გითრთოდა ხელები,როცა ბეჭედი მოგარგე ხელზე.შენი საშინელი ხასიათი მეორე დღესაც გამოავლინე და მერეც რამდენჯერმე,მაგრამ მაინც მჯეროდა რომ ამ აუტანელი გოგოს მიღმა არსებობდა სულ სხვანაირი ტატიანა, გოგო რომელსაც არავინ იცნობდა, გოგო რომელიც ვნახე ქორწილში, გოგო,რომლის მსგავსიც არავინ მეგონა.ბავშვური და გულუბრყვილო, რომელიც ვნახე ვენეციაში,იქიდან ჩამოსვლის მერე, გოგო რომელიც სახლში შემომისახლდა,მერე ოთახში და გულში, რომელმაც თავი სიგიჟემდე შემაყვარა…
-ნიკოლა გთხოვ არ გინდა..-ტატიანა უკვე ტიროდა.
-ნუ მაწყვეტინებ კარგი..
-თავს ცუდად ვგრძობ ასე რომ მელაპარაკები…
-ახლა გრძნობ ცუდად?შენ წარმოდგენა მაინც გაქვს მე რას ვგრძნობ?-ისევ აუწია ხმას ნიკოლამ. -რამდენჯერ ტატიანა?რამდენჯერ გთხოვე რომ ჩემი ნდობა გქონოდა და სხვისთვის არაფერი დაგეჯერებინა? როგორ გაები ლიკას მახეში?აი ესაა ის რაც მკლავს და მანადგურებს. რაც მაიძულებს იმას რომ შენი აღარაფერი აღარ მჯეროდეს..
-სხვა რა უნდა მეფიქრა ნიკოლა? ჯერ ფოტო,მერე საკუთარი თვალით დავინახე როგორ ჩაგეხუტა და მოგეხვია.იგივე მდგომარეობაში შენ რომ გენახე,თუნდაც დიტოსთან რას იზავდი?რას იფიქრებდი?
-ყოველშემთხვევაში არ გავიქცეოდი და შენგას ახსნას დაველოდებოდი. მოგისმენდი მაინც.
-ალბათ ასე უნდა ყოფილიყო და ის მოხდა,რასაც ორივე ველოდით.
-არა,მე არ ველოდი,მე ეს არ მინდოდა, მე შენთან ყოფნა მინდოდა ცხოვრების ბოლომდე, მე მინდოდა რომ ზუსტად ერთი წლის უკან,ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელებულიყო,გვყოლოდა შვილები,გაგვეზარდა და მერე მათ შვილებსაც მოვსწრებოდით ერთად. მაგრამ არა და არა,შენ არ მოინდომე, არ ირწმუნე ჩემი,ჩემი სიყვარულის და ერთგულების ბოლომდე და ბრმად, ისევე როგორც მე ვირწმუნე ეს. ერთი წელი...რამდენი რამე მოხდა ამ დროის განმავლობაში,თითქოს ბევრი არაა,მაგრამ არც ისე ცოტაა, სამაგიეროდ იმისთვის საკმარისია რომ ადამიანი შემოუშვა შენს გულში და მერე იმან ერთი პატარა ქცევით ბოლომდე გაგანადგუროს,გაგტეხოს…
აიღე,ეს ის საბუთებია,შენ რომ გამომიგზავნე ადვოკატის ხელით, ჩემი ხელმოწერაც აქვს,მორჩა დღეიდან აღარაფერი გვაკავშირებს, აღარ ვართ ცოლ-ქმარი, შარშან ამ დღეს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დღეს დასრულდა.ახლა თავისუფალი ხარ,ახლა შეგიძლია ბედნიერიც იყო…
ალბათ იპოვი მამაკაცს,რომელიც შეგიყვარებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ და როგორიც მე მიგიღე, ალბათ მეც შევხვდები ქალს, რომელთანაც ისევ შევქმნი ოჯახს, მაგრამ შენსავით მაინც ვერავის შევიყვარებ და ვერც შენნაირად გამანადგურებს ვერავინ..
ნიკოლა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა,ტატიანა დაჰყურებდა ფურცლებს და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ნიკოლამ ეს გააკეთა. რომ ისინი უკვე აღარ იყვნენ ცოლ-ქმარი და რომ ასე ადვილად დათმო კაცმა.
-მე.მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო.. -დაიჩურჩულა გოგომ.-ნიკოლა..
-ხო სხვათაშორის,ამ საქციელით მამაშენიც გაანადგურე და მისი კომპანიაც,კონტრაქტი გავწყვიტეთ და მას ახლა მოუწევს იმ ფულის მთლიანად დაბრუნება ან თავისი წილის გადმოფორმება ჩვენს სახელზე.ასე რომ მისი გეგმა ყველაფერი მის შვილს დარჩენილიყო, როგორც ამირეჯიბების რძალს ჩაიშალა და შენი თავგანწირვაც ამაო აღმოჩნდა.
ტატიანამ ნიკოლას თვალებში ისეთი რამ დაინახა რაც არასოდეს და ამან ძალიან შეაშინა,იმანაც შეაშინა,რომ მისმა დაუფიქრებელმა საქციელმა ოჯახი და ოჯახური ბიზნესი გაანადგურა...ღონეგამოცლილი დაეშვა სკამზე და წყალს წაეტანა, მაგრამ ვეღარ შეძლო და გულწასული გადავარდა იატაკზე….
გულნატკენი,მაგრამ ამავე დროს კმაყოფილი გამოვიდა ნიკოლა კაფიდან,თუმცა გულში საკუთარ თავს უჯავრდებოდა,ასე რომ დასაჯა და ატკინა ტატას.მანქანაში ჩაჯდა და საჭეზე ჩამოდო თავი,ცხოვრებაში პირველად ნიკოლა ამირეჯიბი ტიროდა…
ხალხის ჩოჩქოლმა მალევე მიიპყრო მისი ყურადღება,მანქანა უნდა დაექოქა, მაგრამ ვერ შეძლო,გულმა ცუდი უგრძნო და ფანჯარას ჩამოუწია. ვიღაცამ დაიყვირა ახალგაზრდა გოგოა ცუდად სასწრაფო გამოიძახეთო. ინსტიქტურად გადავიდა მანქანიდან და შიგნით შევარდა, იატაკზე დავარდნილი და გონდაკარგული ტატიანა რომ დაინახა, გადაირია და დასაბმელი გახდა.მისი ქმარი ვარო დაიყვირა და მის წინ მუხლებზე დავარდა.
-ტატიანა,ტატიანა საყვარელო, გონს მოდი გეხვეწები,გთხოვ..სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ…
უკან თავისი მანქანით გაჰყვა...საჭეს ძლივს იმორჩილებდა,ისე ნერვიულობდა.
ერთი საათი დაჰყვეს თელავის საავადმყოფოში,ისე რომ ნიკოლამ არაფერი იცოდა ტატას მდგომარეობის შესახებ.ექიმი რომ გამოჩნდა შვებით ამოისუნთქა და მაშინვე ჰკითხა როგორ არისო?
-კარგად არიან..-უპასუხა ექიმმა.
-ვერ მიგიხვდით,-დაიბნა ის.
-დედაც კარგადაა და შვილიც.გონების დაკარგა ძლიერმა ემოციურმა ფონმა გამოიწვია.
-რას ამბობთ ექიმო?ეს როგორ?
-შვილო შენ ამ გოგოს ქმარი ხარ თუ არა?არ იცი რომ ის ორსულად იყო?
-არ ვიცოდით,ეს ორივესთვის სიუპრიზია ექიმო. ძალიან კარგი და სასიამოვნო სიუპრიზი,-სახე გახსნა და გონს მოეგო ნიკოლა.
-თუ გნებავთ შეგიძლიათ ინახულოთ..
-ერთი უცნაური რაღაც უნდა გთხოვოთ ექიმო.არ უთხრათ მას რომ მე ეს ვიცი და აქ ვიყავი,მინდა სიუპრიზი მოვუწყო,სახლში რომ დაბრუნდება.
-უცნაური სურვილია,მაგრამ როგორც გენებოთ.-გაეღიმა ხანშიშესულ კაცს. -უცნაური ხართ ეს ახალგაზრდები, რას გაგიგებთ ადამიანი…
ნიკოლამ გზიდან სერგოს და ქეთინოს დაურეკა და ყველაფერი უთხრა,იმის გარდა რომ ბავშვზე იცოდა.საიმედო ხელში სტოვებდა ტატიანას, თვითონ კი უკვე თბილისში შემოდიოდა..

ჩაბნებულ ოთახში იჯდა და აგერ უკვე მერამდენე ჭიქა ვისკის სვავდა. არადა არ გაიარა ამ საშინელმა გრძნობამ,რაც იქიდან დაბრუნების მერე დაეუფლა.აქამდე რომ გაეგო, მანამდე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა,ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,არც იმ დაწყევლილ შეხვედრაზე წავიდოდა და არც იმ საშინელ სიტყვებს ეტყოდა ტატიანას.
ბავშვი..ბავშვი ყველაფერს ცვლიდა. მათი სიყვარულის ნაყოფი არსებობდა უკვე,მათი ოცნება ახდა,მართალია უკვე აღარ იყვნენ ცოლ-ქმარი,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლიდა. ბოლოსდაბოლოს ისევ დაქორწინდებოდნენ… მაგრამ იყო ერთი მაგრამ.იმ გატეხილ უნდობლობას ვინ გაამთელებდა და ვინ დაუბრუნებდა?..

საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წაიყვანეს ტატიანა მშობლებმა.გზაში ხმა არც ერთს არ ამოუღიათ.თითქოს ყველაფერი აქ სრულდებოდა.თითქოს გრძნობდნენ რომ მათი ოჯახის ბედი აქ წყდებოდა ან უკვე გადაწყვიტეა კიდეც მის გარეშე.მსგავს ფიქრებს მისცემოდა გოგო,მაგრამ რაზეც არ უნდა ეფიქრა,მაინც ნიკოლას უბრუნდებოდა მისი ფიქრებიც და გონებაც…
-ჩემს ოთახში ავალ,დავიძინებ,-თქვა ყრუდ და პასუხს არ დალოდებია,ისე აუყვა კიბეს.
-რა ვქნათ ქეთო?როგორ ვუშველოთ?- სასოწარკვეთილმა გადაულაპარაკა ქმარმა.
-იქნებ დაელაპარაკო ნიკოლას და შერიგდნენ,მან გადმოდგას პირველი ნაბიჯი..
-ის ბიჭი მართალია და მე არ ვთხოვ რომ ტატიანას დაუთმოს.დროა ჩვენმა ქალიშვილმა ისწავლოს თავის მოთოკვა და ემოციების მართვა.ახლა წამოდი დავიძინოთ,დღეს ძალიან დავიღალე.
ცოლ-ქმარი კიბეებს აუყვა საძინებლისკენ…



№1  offline წევრი დარინა

ერთმანეთის ნდობას თუ არ ისწავლიან არაფერი გამოუვათ, ტატიანამ ბავშვუარად მოიქცა იმპულსურად გააკეთა ყველაფერი, ისე მიიღო განქორწინების გადაწყვეტილება არც დაფიქრებულაა, ახლა არ ვიცი ნიკოლა რას გააკეთებს. იმედია მათი სიჯიუტის გამო ბავშვს არ დაკარგავენ და მაინც ვერ ვუძლებ რომ ცალკცალკე არიან ეს წყვილი, შენს ისტორიებში ნინიას და ლევანის შემდეგ ასე წყვილი არ მომწონებია. კიდევ უფრო ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

შემდეგს როდის ავტვირთავ.

 


№3  offline წევრი katiusha

ვეცდები რომ მალე ავტვირთო

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი თავი იყო ძალიან მინდა, რომ ახალი თავიც მალე ვიხილო...
წარმატებები შენ ჩემო საყვარელოო heart_eyes heart_eyes kissing_heart heart_eyes

 


№5  offline წევრი Nano Goduadze

ასე ძაან რატო აგვიანებ ახალი თავის დადებას? :| თითქმის არცერთ ისტორიაზე ასე არ დაგიგვიანია როგორც ბოლო ორზე :|

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent