მიენდე გრძნობებს...თავი 12
კვირა საღამო დაპირებისამებრ ბერიძეებთან გაატარეს.დიდხანს ემზადებოდა ტატიანა,ნიკოლას მოთმინება დაელია და ბოლოს პირდაპირ სააბაზანოში შეუღო კარი. ისეთ ფორმაში დახვდა ცოლი,პირს მომდგარი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -ასე მოდიხარ? -კი,რა იყო?-მხრები აიჩეჩა გოგომ. -მოიცადა რამე ხდება იქ ისეთი რაც არ ვიცი? -არა,რა უნდა ხდებოდეს? -აბა ასეთი გამოპრანჭული რატომ ხარ? -შენთვის საყვარელო,-გაუცინა გოგომ და ჩაეხუტა.-მინდა სულ ლამაზი ვიყო,სულ ასე გამოვიყურებოდე, უკეთესადაც კი,რადგან გვერდით ასეთი მამაკაცი მყავს და ნებისმიერ დროს შეიძლება ვინმემ თვალი დაადგას.. -ეს რაღაც ახალია?ეჭვიანობის შემოტევები დაგეწყო.-გაეცინა ნიკოლას. -ახლა,როგორც არასდროს,ისე მეშინია შენი დაკარგვის. -ეგ არ მოხდება.-უპასუხა ნიკოლამ,- თუ მზად ხარ წავიდეთ. -წავიდეთ,მზად ვარ,ისე მიხარია,რომ იმ კლასიკურ სამოსს თავი დააღწიე, ასე უკეთესია.-გაეცინა გოგოს… ბერიძეების ოჯახი სრული შემადგენლობით შეკრებილიყო. ტატიანას გაუკვირდა კიდეც,ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი. -როგორ არ მიყვარს ეს ხალხმრავლობები და წვეულებები. -კიდევ ერთი მიზეზი იმის რომ დამიბერდი,-გაეცინა ტატიანას. -ხომ შევთანხმდით,-თითქოს ნაწყენმა უპასუხა ბიჭმა. -რა ვქნა მიყვარს შენთან კამათი,შენი გაბრაზება…-გაუღიმა გოგომ და ამირეჯიბიც მაშინვე დატკბა… -მაგის გამო დაისჯები,-უჩურჩულა ყურში და მანქანიდან გადავიდა. უკან მიჰყვა ტატიანაც.ხელჩაკიდებულები შევიდნენ სახლში… ნიკოლას მშობლებიც მოეწვიათ,ჯინამ როგორც კი დაინახა შვილი და რძალი მაშინვე მათკენ წამოვიდა,თბილად მოიკითხა ორივე და საყვედურებიც არ დააკლო. -თქვენ გართობის და ერთმანეთის გარდა გახსოვთ ვინმე საერთოდ? -დედა ახლა არ დაიწყო.გთხოვ,- უპასუხა შვილმა. -რა არ დავიწყო რაა? წეღან მე და ქეთინო ვლაპარაკობდით. ისიც ნაწყენია თქვენზე,თურმე არც მათთან მოდიხართ სტუმრად. -დედა,ჩვენ ერთმანეთის გაცნობიის პროცესში ვართ და რა გიკვირს რომ აქეთ-იქით სიარულის მაგივრად ერთმანეთის გაცნობას ვუთმობთ დროს. -მართლა?ესეგი გაუგეთ ერთმანეთს? -ვცდილობთ ჯინა და მგონი ეს კარგად გამოგვდის,-ჩაერთო ტატიანა. -ჩემო გოგო,ნეტავ იცოდეთ როგორ მიხარია,-მოეხვია ჯინა. -ოჰ,სიძეს ვახლავარ,სიძეს,-გამოჩნდა სერგო და ნიკოლას ხელი ჩამოართვა, მეგობრულად ჩაეხუტა. -როგორ ბრძანდებით ბატონი სერგო? -აბა უყურე ეხლა ამას?რაღა დროს ბატონობაა ბიჭო?სერგო დამიძახე,- გაეცინა კაცს. -აბა სუფრასთან მობრძანდით, ყველაფერი მზადაა,-ჩაერთო ქეთინო. სერგომ სიძეს ხელი მოხვია და გვერდით მიისვა სუფრის თავში,რასაც ტატიანას უკმაყოფილება მოჰყვა. -რა გჭირს ქალბატონო?ცოტა ხნით მათხოვე შენი ქმარი,სულ სახლში არ გყავს? -მამაა,ახლა არ დაიწყოთ იცოდე ყანწებით დალევა და რაღაცეები.- დაიწუწუნა გოგომ -შვილო შენ ხომ არ გავიწყდება რომ ქართველები ვართ და ეს ჩვენს გენშია? -მამა...ნიკოლაა..-გაბრაზებულმა ვერაფერი მოიფიქრა და გაიბუტა. ნიკოლა გვერდით მიუჯდა და ყურში ჩასჩურჩულა: -ტატი საყვარელო,დღეს მამაშენთან ერთად ვიქნები,მასთან ერთად ვიქეიფებ და ვეცდები გავუგოთ ერთმანეთს და უკეთ გავიცნო ის.არ გაბრაზდე გთხოვ. -შეხედეთ ერთი ამათ.როგორ ეპრანჭებიან ერთმანეთს და როგორ უყურებენ.-ხმამაღლა წამოიძახა ჯინამ. -ბოლოსდაბოლოს ორივე საკმაოდ კარგები არიან და რა გასაკვირია ეს?- ჩაერთო ქეთინო. -დედა გეყოფა,მორჩით ჩვენზე საუბარს. ჩვენი ქორწინების მიზეზი და მიზანი ყველამ კარგად ვიცით და ნუ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. მალე ამოიწურება კონტრაქტის ვადა,ალბათ ჩვენი ერთად ყოფნის დროც და მერეც ასე ილაპარაკებთ? ეწყინა ნიკოლას,მერედა როგორ ეწყინა ტატიანას სიტყვები. არადა ჯერ კიდევ გუშინ საბოლოოდ გამოუტყდა სიყვარულში ამდენი ხნის დუმილის შემდეგ.ახლა?ახლა რა იქნებოდა?ნუთუ ისევ ძველ მდგომარეობას უბრუნდებოდნენ? -ხვალ სამსახურში მიდიხარ და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,რომ დღეს დალიო,მითუმეტეს მამაჩემს აჰყვე,-გამოაფხიზლა ტატიანას სიტყვებმა. -თუ ცუდად ვიქნები გავაცდენ,- უპასუხა უხეშად და სიმამრის გვერდით გადაჯდა,გაოცებული დატოვა გოგო. სერგომ ჭიქები შეავსო და ფეხზე წამოდგა. -მინდა ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გაგაცნოთ ყველას. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა,ზუსტად 35 წლის უკან მე და ქეთინომ ერთმანეთს დავუკავშირეთ ჩვენი ცხოვრება -დავქორწინდით და მას შემდეგ ერთად მივდივართ. ერთად ვუმკლავდებით ცხოვრების სირთულეებს,გავზარდეთ და გზაზე დავაყენეთ ოთხი შვილი,რაც დამეთანხმებით არც ისე ადვილია. მინდა გისურვოთ ცხოვრებაში ყველას ისეთი სიყვარული როგორიც ჩენ გვაქვს.მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრა მას როგორ ძლიერად მიყვარს ისევ ისე,როგორც მაშინ,-სერგომ სასმელი ბოლომდე გამოცალა.დანარჩენებმაც მიულოცეს და იგივე გაიმეორეს... სასმელმა რომ გაჭრა სიმღერა შემოსძახეს.ტატიანა დაბოღმილი იჯდა და თითქმის არაფერი უჭამია, არც საერთო მხიარულებას უერთდებოდა. ამჩნევდა ნიკოლა ამას რომ უხასიათოდ იყო,მაგრამ არ იმჩნევა და არც რამე სანუგეშოს ეუბნებდა. -ისე იცით ტატიანას მუშაობის დაწყება უნდა,-თქვა მერე და ყველას ყურადღება მიიქცია. -ეს რაღაც ახალია,-გაეცინა ქეთინოს.. -რატომ გინდა მუშაობა შვილო?- ჰკითხა მამამ.-რამე გაკლია? -არაფერი მამა,ყველაფერი მაქვს,მაგრამ უსაქმოდ ჯდომა არ მინდა.მთელი დღე და ნიკოლას მოლოდინში. -ესეგი არ მოგწონს მე რომ მელოდები? -არა,პირიქით,ძალიან მომწონს და სასიამოვნოცაა,მაგრამ მეც მინდა ჩემი საქმე მქონდეს და შემდგარი, დამოუკიდებელი ქალი ვიყო. -მშვენიერია,რას ჩააცივდით ამ გოგოს? მე გიშოვი რამეს ჩემო ლამაზო,ამათ არ მიაქციო ყურადღება.-მიეფერა ჯინა. -თუ გინდა ჩვენს ბანკში დაიწყე მუშაობა,შენთვის ერთ ადგილს გამოვნახავთ როგორმე. -ეგ მეც შევთავაზე მამა,მაგრამ უარი თქვა.. -მაშინ აჯობებს ჩვენთან დაიწყო მუშაობა,ჩვენს კომპანიაში. ბოლოსდაბოლოს ერთ-ერთი მემკვიდრე ხარ. -ჯერ ჩემით ვეცდები მამა,თუ ვერ ვნახე ვერაფერი,მერე მოგმართავთ თქვენ,ახლა კი თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. დავიღალე და დასვენება მინდა. -ამას ხასიათი რატომ შეეცვალა? -გადაულაპარაკა ქეთინოს ჯინამ. -არ ვიცი.არა, ნაკლები არ იყო, მაგრამ ახლა ნამეტანია. -იქნებ გათხოვებამ შეცვალა?ხომ იცი როგორ იცვლებიან გოგოები ასეთ დროს? -კი,მაგრამ მე უფრო სხვა რამეს ვფიქრობ.მათ შორის ყველაფერი რიგზეა?იქნებ პრობლემები აქვთ?იქნებ ჩვენ გვეჩვენება რომ ყველაფერი კარგად აქვთ?ან იქნებ ყველაფერი მოჩვენებითია? -მეც სერიოზულად შევშფოთდი ეხლა.მემგონი ჩვენი მცდელობა რომ ერთმანეთს დაუხლოვდნენ უშედეგოა. -ამასწინათ ტატიანა იყო მოსული და თითქმის გამოტყდა რომ ნიკოლა უყვარს.არ შემეშლებოდა.მე დედა ვარ და ყოველთვის ვხდები ის რას გრძნობს. -მეც ვფიქრობ რომ ნიკოლა შეყვარებულია,რამდენიმე დღის უკან,როცა ჩემთან იყო სტუმრად ისე მელაპარაკა,როგორც შეყვარებული. -აბა ახლა რა დაემართათ?ვაიმე არაა.-წამოიკივლა და უცებ აიფარა ქეთინომ პირზე ხელი,-იქნებ ორსულადაა და მისი ხასიათის ეს ცვლილება ამან გამოიწვია? -უჩურჩულა ჯინას. -ნეტავ მართლა ასე იყოს, -სიხარულისგან ხელი ხელს შემოჰკრა ქალმაც და უკვე მთვრალ და მომღიმარ შვილს გადახედა.. . ტატიანა კი გაბუტული იწვა საკუთარ ოთახში და ელოდა,ელოდა ქმარს, რომელიც სულაც არ აპირებდა მგონი ამაღამ დაძინებას.მითუმეტეს რომ ქვემოდან მუსიკის ხმაც მოესმა.. ნიკოლა სპეციალურად აგვიანებდა ასვლას,არ უნდოდა კამათი მოსვლოდათ, მითუმეტეს მისი მშობლების სახლში და მათ ენახათ ეს. ყველანაირად იკავებდა თავს. უხმოდ მიუწვა გვერდით ჩაძინებულ გოგოს.ხელები შეეტყუპებინა ტატას,ლოყებქვეშ ამოედო და მშვიდად და თანაბრად სუნთქვდა. ულამაზესი იყო ან ნიკოლას ეჩვენებოდა ასე.როცა შეყვარებული ხარ,საყვარელ ადამიანზე ლამაზი და ანგელოზი არავინ გეჩვენება. უყურებდა ცოლს და მასზე ბედნიერი არავინ იყო,მაგრამ საქმე იმაშია რამდენხანს გასტანდა ეს?ამაზე დღეს სერიოზულად დაფიქრდა და პირველად,ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ტატიანას დაკარგვის… მის ოთახშიც,მის სახლშიც უცნაურად გრძნობდა თავს. ეს სულ სხვა იყო,ეს ოთახი ტატიანას ბავშვობას,ტატიანას ლამაზ მოგინებებს ინახავდა. ხო,სწორედ ამ ოთახში მოემზადა პირველად ნიკოლასთან და მის ბედთან შესახვედრად,სწორედ აქედან გამოიყვანა მამამისმა ქორწილის დღეს და მასთან მიიყვანა.კიდევ ერთხელ მოავლო,ოდნავ განათებულ ოთახს თვალი,თავი გააქნია,აბეზარი ფიქრები მოიშორა,გოგოს წელზე მოხვია ხელი,ზურგიდან აეკრო და ჩაეხუტა,თვალები დახუჭა,ცოლის სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა და მასთან ერთად გადაეშვა სიზმრების სამეფოში… მეორე დღეს რა თქმა უნდა თავი უსკდებოდა,ნაბახუსევზე გაეღვიძა, ტატიანა გვერდით არ დახვდა,საათს დახედა,სამუშაო დღე კარგა ხნის დაწყებული იყო. ამოიხორა და საბას გადაურეკა დღეს არ მოვალო განუცხადა,რასაც მისი მხრიდან მორიგი ხუმრობების კორიანტელი მოჰყვა. მასთან საუბარს რომ მორჩა,მაშინ შემოაღო კარი ტატიანამ ხელში ლანგარი ეჭირა და მასზე ცხელი წვნიანი იდო. -ჩემს საყვარელ ქმარუკას საყვარელი ცოლისგან,-გაეცინა გოგოს,თითქოს სულაც არ ყოფილიყო გაბრაზებული გუშინდელზე.. -ასე გათამამებაც არ შეიძლება, -გაუღიმა ნიკოლამ და საწოლში წამოჯდა.ტატიანამ წინ დაუდო ყველაფერი და მობრუნდა რომ წასულიყო. -სად მიდიხარ?-კოვზი უკან დააბრუნდა ნიკოლამ და მას მიაჩერდა. -დედას უნდა მივეხმარო. -იქნებ მე გამირბიხარ. -რატომ უნდა გაგირბოდე?-მობრუნდა გოგო. -ეგ შენ უნდა მითხრა,იქნებ ნელ-ნელა ცდილობ უშენობას შემაჩვიო, მითუმეტეს რომ მალე კონტრაქტის დრო ამოიწურება?- როგორც იქნა სასურველ თემას შეეხო ბიჭი. -ეგ რა შუაშია?ან რატომ ფიქრობ ასე? -წუხანდელიდან გამომდინარე. -ჭამე და მერე შხაპი მიიღე,ქვემოთ დაგელოდები.ნუ ფიქრობ მაგაზე,-აუღელვებლად უპასუხა გოგომ,მობრუნდა და წასასვლელად მოემზადა,მალე მოესმა ნიკოლას ხმა. -ჩემ ცხოვრებას შენი სურნელი აქვს უკვე,ისევე როგორც ამ საწოლს,ასე რომ რაც არ უნდა ეცადო არ გამოგივა ჩემგან წასვლა. ტატიანას ბედნიერებისგან გაეღიმა, მაგრამ კარის სახელურისთვის ხელი არ გაუშვია, მარტო დატოვა ნიკოლა.. ****** სამსახურის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა,როგორც ელოდა.ვერც მისმა გავლენამ და ცნობადობამ გაჭრა,ან სადაც გაჭრა იქ სიტუაცია არ მოეწონა.დადიოდა გასაუბრებებზე და ყოველი გასაუბრებიდან იმედგაცრუებული ბრუნდებოდა. მითუმეტეს ცოტა აირია,როცა ნიკოლასთან ურთიერთობა დაეძაბა, რატომღაც გაურბოდა ქმარი.ამის დაგვირგვინება იყო,ორ დღეში რომ გამოუცხადა საქმიან შეხვედრაზე მივდივარო,ცოტა გაბრაზდა და გული დასწყდა. -ახლა შენ გამირბიხარ?-ჰკითხა საღამოს სახლში დაბრუნებულს. -არა რატომ ფიქრობ ეგრე? - მთელი კვირაა უცნაურად იქცევი,არ მეკარები,ისე იძინებ არ მკოცნი. -კარგია თუ შეამჩნიე.მაგრამ უფრო კარგი იქნება მიზეზს თუ მიხვდები. -ესეგი საქმე ჩემშია?-გაუკვირდა ტატიანას. -კი,შენშია.-ნიკოლა ნივთების ჩალაგებას განაგრძობდა. გაუკვირდა გოგოს და ტანსაცმელი გამოართვა,გვერდით გასწია,თვითონ განაგრძო ჩალაგება. -მე მეგონა უკვე გავიარეთ ეს სიტუაცია,ეჭვიანობა და ამბები. -ახლა არ მცალია სალაპარაკოდ, თვითმფრინავზე მაგვიანდება.. -მარტო მიდიხარ? -არა,ჩემი ასისტენტიც მოდის. -შენი ასისტენტი გოგოა? ნიკოლა მიხვდა ტატიანა ეჭვიანობდა ,გულში ჩაეღიმა,მაგრამ არ შეიმჩნია.ცოტა იწვალოს,რომ დავრწმუნდე მის გრძნობებშიო. -კი გოგოა,თანაც საკამოდ სიმპატიური და ლამაზი. -შენი ჩემოდანი მზადაა,შეგიძლია წახვიდე. -არ გამაცილებ? -არა,-უპასუხა გულმოსულმა და თავის ყოფილ საძინებელში შეიკეტა. არ დამშვიდობებია ნიკოლა,ისე წავიდა.გული ეტკინა,ძალიან ეტკინა იმდენად რომ ცრემლი მოერია, ფანჯრიდან მაინც გაიხედა და გააყოლა თვალი,როგორ ჩაჯდა მანქანაში.გვერდით საბა ეჯდა დაცოტა დამშვიდდა,ესეგი ისიც მიდიოდა.. აუტანელი იყო მისთვისაც და ნიკოლასთვისაც ცალ-ცალკე ყოფნა. ბიჭს სინდისი ქეჯნიდა რომ აწყენინა და ასე დაუმშვიდობებლად დატოვა და წამოვიდა. არადა ტატიანას ერთი კოცნა,გაღიმება და ჩახუტება ქვეყანას ერჩივნა… ტატიანაც არ იყო ნაკლებ დღეში.ვერ ხვდებოდა ეს რა იყო ან რა ეწყინა ბიჭს ან რატომ. დადიოდა და გაბრაზდბული ეძებდა სამსახურს მაგრამ მაინც ვერაფერი.ბოლოს ისევ მამის შემოთავაზებას დათანხმდა და მის კომპანიაში დაიწყო მუშაობა ფინანსურ დეპარტამენტში.. ნიკოლასთან მისი საუბრები მოკლე და არაფრისმთქმელი იყო, ყველანაირ თბილ სიტყვებს მოკლებული.ის რაც აქამდე არყოფილა ახლა იყო.გაუგებრობას აბრალებდა ყველაფერს და მაინც არ უტყდებოდა საკუთარ თავს რომ ბიჭს აწყენინა.მისმა ჯიუტმა ხასიათმა აქ იჩინა თავი. პირველი სამუშაო დღე ჰქონდა.როგორ უნდოდა ახლა ქმარი გვერდით ჰყოლოდა და მისი სიხარული გაეზიარებინა,ის თუ რამდენად აღფრთვანებული იყო რომ მუშაობას იწყებდა. სარკეში უკანასკნელად შეისწორა თმები,ბოლოჯერ დატრიალდა, ყველაფერი რიგზე იყო, ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა.კარის სახელურს წაეტანა,ჩამოსწია და ადგილზევე გაშეშდა.მის წინ ნიკოლა იდგა. -სიუპრიზიი,-გაუღიმა მან. დაიბნა და ვერაფერი მოიფიქრა. -როგორც ჩანს მიდიხარ. -ნიკოლა,-გონს მოეგო,ხელები გაშალა და ჩაეხუტა.-როგორ მომენატრე. -მეც მომენატრე ჩემო პატარა,-ჩაეხუტა ისიც. -ესეგი აღარ მიბრაზდები? -ვფიქრობ საკმარისად გაწვალე, მიუხედავად იმისა დარწმუნებული არ ვარ მიხვდი თუ არა შენგან რა მეწყინა. -მივხვდი,მივხვდი,მაგრამ ახლა რომ მეჩქარება,რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი? -სად მიბრძანდები? -სამსახურში.მამასთან დავიწყე მუშაობა. -გილოცავ,როგორც ჩანს ბევრი რამ გამოვტოვე. -დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს,ვერ დავაგვიანებ და ხალხს ვერ ვათქმევინებ რომ უპირატესობით ვსარგებლობ.იქ მე ჩვეულებრივი თანამშრონელი ვარ. -წადი,მე დაგელოდები,საღამოს კი ყველაფერს მომიყვები. -შენც,-ტატიანამ ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა. -ტატი,შესანიშნავად გამოიყურები,-მიაძახა ნიკოლამ და ბედნიერი გაუშვა გოგო.. ******* დამღლელი იყო პირველივე სამუშაო დღე,მითუმეტეს რომ გული და სული სახლისკენ ჰქონდა.ისე მონატრებოდა ნიკოლა,რომ ეს მონატრება მთელ სხეულს მოსდებოდა და სტკიოდა. მალ-მალე დახედავდა საათს,როგორც კი ექვსი გახდა,მაშინვე დაემშვიდობა ყველას და სახლისკენ წავიდა. არც ნიკოლა იყო ნაკლებ დღეში. ძლივს გაძლო საღამომდე. ცოტა ხანს გამოიძინა,მერე კი გადაწყვიტა სიუპრიზი მოეწყო მისთვის. მაშინვე გადარეკა რესტორანში და მზა კერძები შეუკვეთა,სანთლები და ყვავილები იყიდა და მაგიდაზე მიუჩინა ადგილი,ოღონდ ისე დადგა ყველაფერი რომ როგორც კი ტატიანა სახლში შემოვიდოდა,მაშინვე დაენახა. ყველაფერი უკვე მზად ჰქონდა,სკამზე დაჯდა,ფარდები გადასწია რომ ყველაფერს ეფექტი ჰქონოდა… ბინდი შეეპარა ქალაქს,დაინახა როგორ მოვიდა ტატიანა,სანთლები აანთო და სინათლე ჩააქრო. კარი შეაღო ტატამ და ადგილზევე გაშრა.პირველი რაც თვალში მოხვდა სანთლებანთებულ მაგიდასთან მჯდომი ნიკოლა იყო.კარი მიხურა და ნელ-ნელა დაიძრა მისკენ. -არც კი ვიცი რა ვთქვა.ეს..ეს შესანიშნავია,-ჩაილაპარაკა დაბნეულმა გოგომ და მაგიდას მიუახლოვდა. -მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ ტატიანა.კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე.ისე გიყვარვარ რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ,რაც არ უნდა მოხდეს ჩემთან დარჩები? -რა თქმა უნდა,ამას არ უნდა კითხვა, ამაში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, რადგან დიდი ხანია კონტრაქტიც, მამაჩვენებიც და სხვა ყველაფერი დავივიწყე.მე მხოლოდ შენთან მინდა.. სახე გაუნათდა ნიკოლას,გაიღიმა და წამოდგა,ტატიანას მიუახლოვდა, სახე დაუჭირა და ვნებიანად აკოცა.მერე სკამი გამოსწია და უთხრა. -დაბრძანდით ქალბატონო და ივახშმეთ თქვენზე ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცთან. -მიყვარხარ ნიკოლა,-გაუმეორა კიდევ ერთხელ გოგომ და სუფრას მიუჯდა. ******** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.