ბუმერანგი.თავი 11. 1 ნაწილის დასასრული.
-უკაცრავად? ვინ ხართ,რატომ მოხვედით. -ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთის ფასი არ ვიცით,თვალები დახუჭე და თქვენი გულის ხმას მოუსმინეთ,ვერაფერს გრძნობთ? თქვენი სურვილი სულის სიღრმემდე ჩადის,მიეცი თქვენს თავს ბედნიერების უფლება და ის მუდამ თქვენში დარჩება. -ვინ ხართ,ჩემგან რა გინდათ.შეშინებული მიაჩერდა მის წინ მდგარ მამაკაცს. -ნიკოლოზი ვარ პოლიციელი,მაგრამ არ შეშინდეთ მე ვიცი ვინც ხართ და არ მოვსულვარ თქვენთან როგორც პოლიციელი. -როგორ მიპოვეთ. -რამდენიმე დღეა გითვალთვალებთ და ასეც რომ არ გამეკეთებინა,ჩვენ პოლიციელებს ყველგან ჩვენი თვალები გვაქვს. -მამაშენმა................... -არა,მამაჩემმა არ იცის სად ვარ და არც ამ შეხვედრაზე იცის რამე,მე ვიცნობ თქვენი წარსულის უმეტეს ნაწილს,ვიცით რომ თქვენ უდანაშაულო ხართ,მაგრამ ვშიშობ თქვენი აქ ყოფნა თქვენივე მდგომარეობას დაამძიმებს. -ვერ გავიგე რაზე მიმანიშნებთ. -ქალბატონო ინდირა არ არის თამაშის დრო და დამალოთ ჩემთან თქვენი ვინაობა,გითხარით ვიცი ვინც ხართ და რაც გამოიარეთ.მე თქვენთვის ვამბობ,შეიძლება ყველაფერი უკუღმა შემოგიტრიალდეთ თქვენი აქ გაჩერებით. -რა გავაკეთო,მითხარი როგორ მოვიქცე. -უნდა დაბრუნდეთ უკან სადაც აქამდე იყავით და ჩემი თხოვნაა,ჩვენი შეხვედრის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. -ნიკოლოზ მომისმინე შვილო,ძალიან ბევრი სამხილი მოიძებნება ჩემი უდანაშაულობის. -ვიცი,მაგრამ ეს სამხილები არ არის საკმარისი,სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება საკმაო და დამაჯერებელი სამხილი,თქვენ აქ ვერ გაჩერდებით.რომ გაიგონ აქ ხართ,შესაძლებელია ცოცხლად დაგწვათ ვისაც თქვენი გამოჩენა არ ესიამოვნებათ.ისინი ყველაფერზეა წამსვლელები,რომ თქვენ გაგაქროს და ვინ დაგიწყებთ ძებნას? არავინ, თქვენ ხომ ისედაც მკვდარი ჰგონიხართ ყველას და ფაქტიურად არ არსებობთ. -ნიკოლოზ მე რომ შევიტანი განცხადება და მივცე ჩვენება რა როგორც მოხდა? -ეს ჩვენ ძალიან მოგვეხმარება,მაგრამ თქვენთვის ჯერ არ არის აქ ყოფნა კარგი.ვიცი,ბევრი გამოიარეთ აქამდე რომ მოსულიყავით,მაგრამ დამიჯერეთ უნდა წახვიდეთ. -მამაშენიდან იცი ეს ყველაფერი? -მამაჩემიდანაც ვიცი ზოგიერთი რამ,მაგრამ უფრო იმ სამხილებიდან რაც მოვიძიე და ხელთ მაქვს.არის ერთი სერიოზული სამხილი,მაგრამ უფროსობას არ მიაჩნია საკმარისად,უფრო მეტი უნდათ. -სხვა უფრო მეტი სამხილი არ არსებობს და არც მოიძებნება. -მოიძებნება,გპირდები რომ მე თავად ვიზრუნებ ამ საქმეზე,მაგრამ არა ჯერ,ჯერ უკან უნდა დაბრუნდეთ,რომ მშვიდად ვიმუშავო და თქვენი შიში არ მქონდეს. -წავალ,დავბრუნდები უკან მაგრამ ვერ დაგპირდები რომ დიდი ხნით გავჩერდები ისევ,მე დავბრუნდები ბუმერანგივით და მაშინ ყველა აგებს პასუხს ჩადენილზე.შენ კი დიდი მადლობა. -სამადლობელი არაფერია,ჩემს სამუშაოს ვასრულებ და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ამაში დარწმუნებული იყავით.ნიკა განყოფილებაში დაბრუნდა და კომისართან პირის-პირ ითხოვა საუბარი. -შემოდი ნიკოლოზ რა მოხდა,პრობლემები გვაქვს? -ვნახე და ველაპარაკე. -ვინ ნახე,ვის ელაპარაკე. -ინტერ-პოლით ძებნილი ქალბატონი ინდირა ვერულაშვილი საქართველოშია. -მოიცადე,კარგად დავჯდები და ისე მითხარი რა გააკეთე და ვის შეხვდი,თორემ ვფიქრობ გული დამარტყამს.უთხრა ზაზამ და ნიკამ თავის ხელით დასვა მის წინ ზაზა შემდეგ შეხედა გაღიმებულმა და უთხრა. -ვნახეთქო,არ გესმის? -სერიოზულად ამბობ? -სერიოზულად. -ახლა სად არის. -შესაძლებელია უკვე წავიდა. -როგორ ნახე,სად ნახე,სად იყო. -რამდენიმე დღეა ვუთვალთვალებ და დღეს შევხვდი. -მერე რა უთხარი. -ვუთხარი რომ უკან დაბრუნდეს. -შენ და ლაერტის გინდოდათ ეს საქმე ბოლომდე მიგეყვანათ. -მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე,მაგრამ ის რაც გუშინ გვითხარი შენ მართალი ხარ,ყველაზე მთავარი ისაა ჩვენთვის რომ ის ცოცხალია და მასთან კონტაქტი შეგვიძლია,როცა დრო მოვა ის თავად მოვა ჩვენთან ჩვენების მისაცემად. -ნიკოლოზ მოვა? -მოვა,მას ახლაც უნდოდა ჩვენების მიცემა,მაგრამ ახლა უკეთესია მისთვის უკან დაბრუნდეს.მართალი იყავი,მის თვალებში უზარმაზარი შიში დავინახე რომ გაიგონა პოლიციელი ვართქო. -ვინ ხარ შენ ნიკოლოზ ნახე,იპოვე და აქამდე არაფერი არ მითხარი? -ლოგიკურად მივუდექი საქმეს კომისარო,ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით მთავარს და უკვე აქედანვე ვოცნებობ როდის დადგება ის დღე,რომ რუხვაძეებს მე თავად დავადო ბორკილი ხელებზე. -ვფიქრობ არ დაგვაგვიანდება ბევრი და ეს მალე მოხდება. -მეც ეს მინდა,მალე მოხდეს და დასრულდეს ამ გაწელილი საიდუმლოს ამოხსნა. -ალექსანდრე დავიღალე და მიჭირს,ოცნებაც არ შემიძლია ნორმალურად.ძალიან ბევრი ცუდი ვნახე,ძალიან ბევრი ვიბრძოლე,მაგრამ ჯერ ვერ მივაღწევ სინათლეს.ვგრძნობ რომ დღითი-დღე მიჭირს აქ გაჩერება,ჩემთვის ყველა და ყველაფერი გაუფერულდა ძველებურად აღარაფერია.ადრე დილით ავდგებოდი თუ არა ფანჯრებს დავაღებდი და ღრმად ჩავისუნთქავდი განთიადის მსუბუქ ჰაერს,დღე იმედით სავსე იყო ახლა კი ცარიელი ვარ და მარტოსული.უიმედოდ ვახელ თვალებს და თითქმის არ ვარსებობ,მხოლოდ ერთი იმედიღა შემომრჩა,რომ ოდესღაც ჩემთვის სამუდამოდ დაღამდება,მხოლოდ მაშინ დავისვენებ. -რა მოხდა ინდირა. -ნიკოლოზი ვნახე ალექსანდრე და პირდაპირ მითხრა,რომ უნდა წავიდე.ძალიან ცუდად ვარ და დავიღალე,ძალიან დავიღალე. -ძლიერი უნდა იყო და ვიცი ძლიერი ქალი ხარ და თუ ნიკოლოზმა გნახა,თავად გითხრა წადიო,უნდა წახვიდე ინდირა რადგან მან უკეთ იცის რას აკეთებს რა იპოთესზეა ეს საქმე ჯერ-ჯერობით. -წავალ და უკვე მეორედ ვტოვებ აქ ჩემს სიცოცხლეს,მე ძალა აღარ მაქვს აქ ვიყო და ჩემს შვილს ვერ შევეხო.ჩემი სული წარსულის ლაქებით არის სავსე,მაგრამ არ მინდა ის დარდებმა ისე დახრას თუნდაც ერთხელ არ იგრძნოს შვილის სურნელი.მივდივარ და მგონია ამ წასვლით დედამიწას ვტოვებ,მაგრამ თქვენ ხართ აქ და თქვენ გიტოვებთ ჩემი სხეულის და სულის ნაწილს,ალექსანდრე გაუფრთხილდი მას. -არ ინერვიულო,დარწმუნებული ვარ სულ მალე მოგიწევს დაბრუნება უკან,რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდეს. -გულო გაყუჩდი და ნუ მეჩურჩულები,ვიცი რომ დავაშავე მაგრამ ერთხელაც შენც მომისმინე და მიხვდები თუ რას განვიცდი ამ წლების მანძილზე.გაყუჩდი,ნუ მკარნახობ რა გავაკეთო,თავადაც ვიცი რასაც ვაკეთებ. -მალიბუ არ გძინავს? -არ მძინავს,რა კარგია რომ მოდი ნიკა. -რა მოხდა,რა გჭირს,შენ ტირი? -უკვე რამდენი ხანია ვიღაც შეტყობინებებს მიგზავნის ჩემს ემაილზე. -რას გწერს,მინიშნებას გაძლევს? -რომ დედა ცოცხალია.იცის ჩემი ნამდვილი სახელი,იცის რომ მე არ ვარ არჯევანიძე და ჩემი გვარი ბიბილურია. -რატომ არაფერი არ თქვი აქამდე. -არ მინდოდა ვინმეს მახეში გაბმულიყავი,არ მინდოდა შენთვის დაეშავებინათ. -დღესაც მიიღე იგივე შეტყობინება? -გუშინ მივიღე,მაგრა გუშინ უარესი მოხდა. -რა მოხდა კომპანიაში. -გაგა შეწუხდა,უგონოდ იყო და ბოდავდა იქ ვიყავი და გავიგონე რპგორ თქვა ,,მაპატოე ინდირა''. -მაპატიე ინდირა? მალიბუ ხვდები რომ ნელა ნელა სიმართლეს ვუახლოვდებით? -და კიდევ არის რაღაც. -მითხარი ყველაფერი. -კომპანია რომელიც გაკოტრდა და ვალებში გადავარდა,ეს მე გავაკეთე. -რაააააა? -ნუ გაგიჟდები,კომპანიის ფული ანგარიშიდან მე მოვხსენი. -შეეეეეეენ? მალიბუ ეს შენ გააკეთე? -მე გავაკეთე,მაგრამ მარტო არ ვყოფილვარ. -ვინ დაგეხმარა. -ხატია დოლიძემ მომეხმარა. -ხატია დილიძე ეს ხომ ლაერტის მეგობარია,ლაერტრტიმაც იცის ამ ფულის შესახებ? -იცის,მაგრამ მეც თუ ვარ ხატიასთან ერთად ის არ იცის.ნიკა გაოცებული საწოლზე ჩამოჯდა და შეშინებული უცქერდა მალიბუს. -ნუ მიყურებ ასეთი გამოხედვით,გამახსენდა და აღვიდგინე ის ადამიანი ვინც მამას ესროლა. -ვინ იყო,ვის ამსგავსებ. -არ ვამსგავსებ,ის არის მკვლელი ზვიადი რუხვაძე.იმ ღამით როცა მამა ზღაპარს მიკითხავდა,ის ზღაპარი არასოდეს დასრულდება ნიკა.მე ვერ მოვკლავ მათ,მაგრამ გავანადგურებ ნელა-ნელა.გაგა უკვე შეიცვალა ჩემს მიმართ,მისი პირადი მდივანი ვარ და მითხრა მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერ კომპანიაში და ჩემს წინააღმდეგ ვერავინ ვერ შეძლებს წავიდესო. -გაოგნებული ვარ,ვიღაცამ ძალიან ბევრი იცის ამ საიდუმლოს შესახებ.ალექსანდრე სახლშია მას უთხარი ეს ყველაფერი? -არა,არ მითქვია არც არიან სახლში დედა წაიყვანა სადღაც და წავიდნენ. -კარგი,ჩვენ ვიცით მხოლოდ რა მოხდა იმ ღამით,მაგრამ არ ვიცით ეს ყველაფერი რატომ მოხდა,რა არის ამ საიდუმლოს მთავარი ღერძი და ვინ შეუკვეთა მამაშენის მოკვლა.გავიგებთ,ყველაფერს გავიგებთ. -ფულს რა ვუქნათ ნიკა. -ფული უნდა დაუბრუნდეს მალიბუ კომპანიას და არ მინდა სიტყვის გაგონება ამ თემაზე. -კარგი,როგორც შენ იტყვი. -დედა,არ მინდა განერვიულო მაგრამ იცნობ ვინმე ინდირას? -ინდირა? არა,არ ვიცი ვინ არის რატომ მეკითხები? გაოცებულმა შეხედა იამ შვილს. -ინდირა ვერულაშვილი არის დავითი ბიბილურის მეუღლე, რომელიც მოკლეს და მასთან ერთად მოკლეს კიდევ 4 წლის გოგონა,შემდეგ კი სახლი გადაწვეს,ინდირა კი წამოიყვანეს დააპატიმრეს შვილის და ქმრის მკვლელობაში. -თორნიკე? როდის მოდი ან ეს ისტორია შენ საიდან იცი. -ვიცი,შემთხვევით იმ სახლთან გავიარე ახლოს და დამაინტერესდა რა მოხდა სახლის ნანგრებვებს რომ შევხედე,მომინდა ის ადგილი მეყიდა,გავიკითხე და გავიგე,რომ ინდირა უდანაშაულო იყო,ეს ყველაფერი კი ისე მოაწყვეს რომ ის მაინც დაადანაშაულეს,ის ნანგრევებიც არ დაუტოვეს მის საკუთრებვაში და იცი ვინ გაიფორმა თავის სახელზე ის ადგილი? -ვინ,ვის რად უნდოდა ის ნანგრევები?იკითხა იამ. -ნუგზარიმ გაიფორმა თქვენმა ადვოკატმა და რომ შევეკითხე მიყურებდა თვალებში და უარი მითხრა,მე არაფერი ვიციო. -ინდირა და დავითი ვიცი კომპანიაში მუშაობდნენ,მაგრამ ეს ისტორია მე არ ვიცოდი,ვიცოდი ისიც მათთან ერთად დაიღუპა.ნუგზარის სახელზეა ის ადგილი გაფორმებული,თორნიკე დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ ნუგზარიმ ყველაფერი კარგად იცის და ახსოვს კიდევაც,მან ყველაფერი გააკეთა,რომ დამნაშავე დიდი ხნით არ ეძებნათ,თავად დადანაშაულა უდანაშაულო ადამიანი და რაც დარჩა იმ სახლიდან იმ ნანგრევების კედლებიც კი წაართვა საცოდავს. -გასაგებია,მადლობა რომ მითხარი ეს ყველაფერი სხვას მე თავად გავარკვევ,ვატყობ მე ძალიან ბევრი რამ არ ვიცი.შენ ამ დროს აქ რას აკეთებ,არის ისეთი სასწრაფო რამ რაც კომპანიას ეხება? -არა,არა მსგავსი არაფერია გავიგე ბატონი გაგა ცუდად გამხდარა დღეს და მის მოსანახულებლად მოვედი. -თორნიკე მადლობა რომ შეწუხდი,მაგრამ გაგას დამამშვიდებელი მივეცი და ძინავს,ხვალ შეგიძლია მოინახულო. -გასაგებია,მაშინ წავალ და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. -შენც ასევე,მშვიდობიანი ღამე.თორნიკე წავიდა თუ არ,იამ გაგას საძინებელში შევიდა და წყნარად,მშვიდად უთხრა. -არ მინდა განერვიულო ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ ძალიან მაინტერესებს პატიებას რატომ თხოვდი ინდირას სიკვდილის წინ. -პატიებას ვთხოვდი? -დღეს გული რომ შეგიღონდა და გონება დაკარგე,შენი ბოლო სიტყვა იყო ,,მაპატიე ინდირა''. რა უნდა გაპატიოს ინდირამ გაგა. -ის რაც მოხდა,იყო შემთხვევითობა. -შემთხვევითობა? და შენც შემთხვევით მომხდარზე თხოვ ინდირას პატიებას? -დიახ,ის რაც მოხდა შემთხვევითობა იყო. -გამოდის შემთხვევუთ დაიწვა სახლი,შემთხვევით მოკვდა დავითი და არაფლის გამო მოკვდა 4 წლის გოგონა და საინტერესოა ინდირას პატიებას რატომ თხოვ,ან სად არის აქ ინდირას დანაშაული რომ დაადანაშაულეს,ეს ხომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა გაგა. -დავითი მუშაობდა მამაშენთან,მამაშენის შემდეგ მას უნდოდა ყველა აქციები მის სახელზე გაეფორმებინა და შენ გტოვებდა არაფლის გარეშე.გავაფრთხილე,მაგრამ არ გაიგონა და გადავეწყვიტე შემეშინებინა,მოხდა შემთხვევითობა ის გარდაცვლილი იპოვეს სახლში როცა ჩვენი ხალხი მივიდა,ეს ვინ ჩიდინა ვერ გეტყვი,მაგრამ მოგვიანებით გავიგე რომ მამაშენმა უამრავი ფული გადაიხადა მის გასაჩუმებლად. -აააა,მამაჩემმა გადაიხადა ფული და დავითის მკვლელობა დააფინანსა,შენ მართალი ხარ მკვდარი ხომ არაფერს ამბობს და შენც მამაჩემს გადააბრალე ყველაფერი.არ გინდა სიმართლე თქვა გაგა მაგრამ ნუ ნერვიულობ,მე თავად გავარკვევ სიმართლეს. -როგორ გარკვევ? -წავალ და ინდირას ვნახავ ციხეში,სიმართლეს მისგან გავიგებ. -ვერ შეძლებ,ეს შეუძლებელია. -რატომ,შენ დამიშლი? -რატომ? რატომ და ის აღარ არის ცოცხალი. -როგორ,შეძელით და ისიც სამუდამოდ გააჩუმეთ? -არ ვიცი როგორ გარდაიცვალა,მაგრამ მას ვეღარ ნახავ. -გასაგებია,სახლი დაიწვა ინდირა დააპატიმრეს და თვეების შემდეგ თავადაც გარდაიცვალა.როგორ ფიქრობ, ნუთუ ესეც შემთხვევითობაა? -გეყოს ცინიზმი ია. -გაგა ეს ყველაფერი რასაც ამბობ,უცნაურად არ გეჩვენება? -მეჩვებება,მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო. -არაფერი,შენ რა უნდა გააკეთო ან რატომ უნდა გაკეთო არ ვიცი,მაგრამ საინტერესო ისაა პატიებას რატომ თხოვ ადამიანს,ვინც უკვე ცოცხალი აღარ არის.გაგა ჩვენ წლებია ერთ სახლში ვცხოვრობთ,მაგრამ ჩვენ არასდროს შევხებივართ ერთმანეთს.როგორც წყვილი ჩვენ არ ვარსებობთ და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს,ჩემს ოჯახს გავუფრთხილდე,რადგან მოდაში შემოვიდა ცეცხლით ხალხის სამუდამოდ გაჩუმება,მეც მეშინია ვინმემ არ გამოგვწვას ამ სახლში.ხო ნუ დაიჯერებ რომ მე დავიჯერე რაც მითხარი მამაჩემზე,როცა მზად იქნები სიმართლის სათქმელად მე მოგისმენ,მაგრამ იმ შემთხვევაში მოგისმენ თუ სიმართლეს მეტყვი,მხოლოდ სიმართლეს. -ია მომისმინე...................... -ახლა ჩემს თავს ვაკვდები ნერვებით,შენს გვერდით დავბერდი ისე მხოლოდ შავ-თეთრ ფერებით ვიცხოვრე.ვიცი რომ ცოლობა ვერ ან არ გაგიწიე,მაგრამ თუ რატომ ეს შენც ძალიან კარგად იცი.ვიცოდი სისხლში რომ გქონდა ხელები გასვრილი,მაგრამ თუ კიდევ გაიმეორებდი და იმ სისხლს კიდევ სისხლს დაუმატებდი არ მეგონა,ვერ ვიფიქრებდი თუ 4 წლის ბავშვსაც გაიმეტებდი იმის გამო,რომ კომპანიის უფროსი გამხდარიყავი,ეს ვერ წარმომედგინა.როგორ გძინავს,როგორ სუნთქავ ამ ცოდვას როგორ ზიდულობ ძალიან მიკვირს.ია გავიდა და გაგას ცრემლით აევსო თვალები. -მძინავს კი? მშვიდად ვარ მთელი ეს წლებია? არავინმა არ იცის ჩემი გული როგორ იხრჩობა უთქმელობით.გაგას არც იმ ღამით უძინია და დილით მისი საძინევლის კარი გაღიმებულმა ზვიადიმ შეაღო. -დილა მშვიდობის,როგორ ხარ ძმაო. -რისთვის მოდი,ზვიად აქ რა გინდა. -მოვედი,რომ გითხრა შეყვარებული ვარ. -მერე მოგილოცო? ჩემი ცხოვრება გაანადგურე,დღეიდან თვალში არ გამეჩხირო არც აქ და არც კომპანიაშო არ მინდა დაგინახო.მე გითხარი შეაშინეთქო და შენ რა გააკეთე,ოჯახი ამოწყვიტე და ბავშვიც კი არ დაინდე.აქამდე ყველა საქმეში შენს გვერდით ვიყავი,დღეიდან კი მე აღარ მყავს ძმა შენის სახით. -ძმაო................... -არ მყავს ძმა,მე აღარ მყავს ძმა. -რას ამბობ,შეგიძლია დაწყნარდე და ისე მითხრა? -ყველამ,ყველამ იცის რაც მოხდა 22 წლის უკან. -ვინ ყველამ. ფერი დაეკარგა ზვიადის. -იამ,ფატიმ,თორნიკემ. -თორნიკემ საიდან და როგორ გაიგო. -რა მნიშვნელობა აქვს როგორ გაიგო ეს განერვიულებს მხოლოდ? წადი,წადი და ჩემმა თვალებმა არც აქ და არც კომპანიაში არ დაგინახოს. -კარგი,კარგი მივდივარ,მაგრამ იმიტომ წავალ რომ ისევ არ დაგემართოს არაფერი,მაგრამ ჩვენ ისევ დავილაპარაკებთ. -შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს,დამთავრდი ჩემთვის და აღარ არსებობ.შენი წილი აქციები არც მოიკითხო,მისი ფული აღებული გაქვს,შენ თავად მოხსენი ის ფული ანგარიშიდან რადგან იცოდი ერთ დღეს ეს წუთი რომ დადგებოდა.ზვიადი უხმოდ გაეცალა გაგას და პირდაპირ სახლში წავიდა,მარტო იყო ტიროდა მის ჩადენილ დანაშაულზე და მარტო სვამდა. -არა,ამ ყველაფერს არ ამბობ იმიტომ რომ გაბრაზებული ხარ,შენ რაც გქონდა გულში ყველაფერი ახლა თქვი,დასრულდა ის ილუზია რაშიდაც ვცხოვრობდი,ნელა-ნელა ირკვევა სიმართლე და საიდუმლო რომელსაც ასე გულდაგულ მეგონა ვმალავდი სულ მალე სინათლეზე გამოვა.პირდაპირ კონიაკის ბოთლიდან მოსვა კონიაკი,ენა ებმებოდა და ფეხის ბორძიკით წავიდა კარის გასაღებას,როცა კარზე ზარის ხმა გაიგონა. -სულზე მომისწარი,ხატია ძალიან ცუდად ვარ. -რა გჭირს,რა დღეში ხარ. -იცი მე როგორი ადამიანი ვარ? მოდი,მოდი აქ დაჯექი სიმართლე უნდა გაიგო დღეს ვინ არის ზვიად რუხვაძე. ადამიანი რომელსაც უყვარს ფული,აქვს გამდიდრების დიდი სურვილი და ის დღე და ღამ მხოლოდ ამაზე ფიქრობს,რადგან მისი ოცნებაა იყოს ყველაზე მდიდარი ადამიანი.ის ურწმმუნოა ღვთისადმი,აქვს სხვისი ნივთების მითვისების მანია,ქურდობა და ძარცვა სწორედ ამ ადამიანის ხელობაა.მრისხანე და ცუდი ადამიანია,გონება ებინდება როცა გაბრაზდება,განრისხდება.უმართავი ხდება,ღვარძლიანი,უხეში და მკვლელია.ხო მკვლელია,რატომ შეგეშინდა? მე მკვლელი ვარ,მე ვკლავდი იმათ ვიზედაც მიმითითებდნენ,მაგრამ ჩემი შეცდომა იცი რა არის? არ ვკითხულობდი და არ ვსვამდი კითხვას,რატომ? აი ასეთი ადამიანი ვარ მე ხატია და 22 წლის უკან მომხდარი დიდი საიდუმლო ნელა-ნელა იხსნება.ჩემს ირგვლივ დახოცეს ჩემი საუკეთესო მეგობრები დოლიძე,გვენეტაძე,სანიკიძე,კანდელაკი. -ვინ თქვი,დოლიძე? დოლიძე არჩილი შენ მოკალი? -ესენი იყვნენ რომლებიც ჩეთან ერთად მოდიოდნენ ყველა საქმეში,დღეს კი აღარ არიან და ვინ,ვინ მომიკლა ჩემი ძმები. -შენ,ზვიადი შენ არ მოგიკლსავს არცერთი მათგანი ასეა ხომ? -ხატია მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ,ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული მაგრამ ჩემი ძმები არ მომიკლავს.ზვიადიმ ისევ აიღო კონიაკის ბოთლი,მაგრამ ხატიამ ის ხელიდან წაართვა. -საკმარისია,გეყოს საკმარისია ნუ დალევ მეტს. -მე ცუდი ადამიანი ვარ,ცუდი ადამიანი ვარ. -დაწყნარდი,დამშვიდდი. -მე ისინი ვცემე,შევაშინე მაგრამ არცერთი მათგანი არ მომიკლავს. გჯერა ჩემი? -არ ვიცი,შენ ახლა მთვრალი ხარ. -მთვრალი ვარ,მაგრამ სიმართლეს ვამბობ.მე მათ სიჩუმისთვის ფულს ვუხდიდი,არ მომიკლსვს ისინი,არ მომიკლავს. -შეგიძლია დაამტკიცო შენი სიმართლე? -დავამტკიცებ,აი აქ მაქვს ყველა ის გადახდილი ქვითრები.ზვიადიმ კედელში დატანიებული პატარა კარი გააღო და ქვითრები წინ დაუყარა ხატიას.ხატიამ ხელის კანკალით აიღო ქვითრები და თვალთ დაუბნელდა როცა არჩილ დოლიძის სახელზე 100,000$ იყო გადაგზავნილი.გაოგნებული იყო,ჩაეძინა თუ არა ზვიადის სახლი დატოვა და ლაერტის დაურეკა და ახალი ამბავი უთხრა,გაირკვა საბანკო წიგნაკში მიღებული დიდი თანხა არჩილ დოლიძეს გადაურიცხა ზვიადიმ სიჩუმის სანაცვლოდ.დღები აღარ გამოჩენილა,ძალიან რთული იყო ისევ ზვიადისთან შეხვედრა. გუნებაში მსჯელობდა,ფირქებს ჩაღრმავებოდა და მისი მზერა კი ხის წვერზე მოჭიკჭიკე ჩიტს უღიმოდა,ჩიტს რომელიც ამინდს გამოყოლოდა და მზის გულზე უდარდელად ჭიკჭიკებდა,თავად კი ამ მელოდიას რომელიც ჩიტის პატარა ყელი გამოსცემდა,ეგონა მიანიშნებდა მის წარსულზე,აწმყოს გაანალიზებაზე და მომავლის განჭვრეტაზე. -ადამიანმა ფიქრი რომ შეძლოს,ხელს არავინ და არაფერი უნდა უშლიდეს,მაგრამ დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია და უნდა დაგირღვიო ეს სიმყუდროვე.გაგას რობერტი მიუახლოვდა სკამი გამოსწია და ისიც მის ახლოს დაჯდა მზის გულზე. -როგორ ხარ,გავიგე რომ შეუძლოდ იყავი. -დიდი ხანია არც მე მინახიხარ რობერტი. -ერთ ეზოში ვართ და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. -მართალია,დილაობით როცა გხედავ როგორ ეფერები ეზოში ყვავილებს შენი მშურს. -ჩემი გშურს? -კი,მართლა მშურს შენი. -რატომ? -რატომ? შენ აქ ხარ სუფთა ჰაერზე,მე კი მთელი დღეს ოთხ კედელში ვარ ჩაკეტილი,იმ სკამზე ვზივარ რომელ სკამსაც ეკლები აქვს რობერტი და ჩემს გარშემო გველები დასრიალებენ. -აქაც არის ეკლები ბაღში და აქაც შემხვდა გველები,მაგრამ მე ვიცი მათ როგორ მივხედო. -შენ შეგიძლია ის ეკლები მოჭრა,გველი რომ არ გაგექცეს მოკლავ კიდეც,მე კი ეს არ შემიძლია.მინდა რაღაც შეგეკითხო,რობერტი თუ გაიგებ რომ შენს ბაღში ყველაზე კარგი ვარდის მოჭრა უნდათ,შენ რას იზამ ამ შემთხვევაში. -მთელი დღე იმ ვარდის ძირში ვიქნები და არავის მივუშვებ მის სიახლოვეს. -მართალი ხარ,არავის უნდა მისცე ნება შეეხოს ვინმე შენს ნაფერებს და ნალოლიავებს,გეთანხმები. -ადამიანი თავად ჰქმნის თავის ბედნიერებას და უბედობას,მე ვიცი რომ დიდი და მწარე გაკვეთილი გაქვს მიღებული წარსულიდან და გინდა გაექცე მას,მაგრამ ვერ გარბიხარ შორს,რადგან ტკივილი არ გიშვებს. -მტკივა,რობერტი ძალიან მტკივა.ვფიქრობ და ვცდილობ გამოვასწორო,მაგრამ არ შემიძლია.გაგა წამოდგა სევდიანი თვალებით შეხედა რობერტის და მშვიდობიანი ღამე უსურვა,რობერტიმ კი კიდევ დიდხანს უცქირა იმ კარს,სადაც გაგა გაუჩინარდა ცოტა ხნის წინ. -შენ ძლიერი ხარ გაგა მაგრამ შესაძლებელია წარსულის ტკივილმა დაგასუსტოს,თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე რაც ჩაიდინეთ,თუმცა შენს თვალებში გულწრფელ სინანულს ვხედავ.დილით გაგამ კომპანიაში მისვლისთანავე მალიბუს შეხედა თუ არა გული აუფრიალდა,გაუღიმა და უთხრა. -თუ რამე არის ხელმოსაწერი შემომიტანე. -ახლავეს ბატონო გაგა.ცოტა ხანში უამრავი ფურცლებით ხელში შევიდა გაგასთან და მაგიდაზე დააწყო ისინი. -ესენია და შუადღემდე მზად უნდა იყოს,ესენი კი საჩქაროა,რომლებიც ამ წითელ საქაღალდეშია ერთ საათში უნდა გადავაგზავნო. -დააწყვე შვილო და მინდა ცოტა ვისაუბროთ,შეიძლება? თუ დრო გაქვს რა თქმა უნდა. -კი მაქვს,გინდათ კიდევ რამე დამავალოთ? გაგა წამოდგა,მალიბუს ხელი მოკიდა და იქვე სავარძელში ჩასვა,თავადაც გვერდით მიუჯდა. -მინდა ვისაუბროთ,მაგრამ მინდა ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩეს. -გასაგებია,გისმენთ. -როგორც იცი,კომპანიაში ძალიან ცუდად მიდის საქმე. -ვიცი,მაგრამ ვხედავ ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა. -არა მალიბუ არაფერი არ არის გამოსწორებული და ამიერიდან იწყება უფრო დიდი პრობლემები,ყველას საშიშროება გველის ჩემო გოგო. -მეც? -შენც,მეც და ვინც აქ მუშაობს,მაგრამ არ შემიძლია ამ საახალწლოდ საჩუქრის გარეშე დგტოვო,შენ დაიმსახურე ეს საჩუქარი.გაგამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და უკვე გამზადებული ქვითარი ამოიღო და მისცა,მალიბუმ დახედა ქვითარს და თვალებგაფართოებულმა შეხედა გაგას. -ეს,ეს,ეს ძალიან ბევრი თანხა არის და რატომ? -არ არის ბევრი,3000ლარია მალიბუ და შენ ეს დაიმსახურე. -არ ვიცი რა გითხრათ,მადლობა ბატონო გაგა. -მალიბუ მინდა ბედნიერი იყო და რაც ვისაუბრეთ,ეს ჩვენს შორის დარჩეს.მალიბუ გავიდა და გაგამ დაკეტილ კარს ცრემლიანი თვალით შეხედა. -დაგიცავ,მე დაგიცავ შვილო და აგარიდებ ახალ ტკივილს,ეს კომპანია და ეს სკამი შენია,ვერავინ ვერ მოუახლოვდება ამ მაგიდას და სკამს შენს გარდა სხვა. ერთი ხისგან მილიონი ასანთის ღერი მზადდება,მხოლოდ ერთი ასანთის ღერია საჭირიო,რომ მილიონობით ხე დაიწვას.რამდენიმე კვირის შემდეგ როგორც ძლიერი ცეცხლი ისე მოედო კომპანიას გაგას ანდერძის შესახებ.ზვიადი,ნოდარი,ია,მაია,თორნიკე ყველა გაოცებული იდგა ხელში ერთი სიფრიფანა ფულრცლით და ყველას ფერი დაკარგვოდა სახეზე,ვიღაცამ გამიზნულად მიაყენა ზიანიც და ტკივილიც თითოეულ მათგანს,დღეს ყველამ დაინახა გაგა რუხვაძის ნამდვილი სახე,იმ დღეს დაპატარავდა გაგა და გახდა ძალიან სუსტი და თითქოს დაუცველიც. -დედა ეს რა არის,მამას ანდერძი აქ რატომ არის ან ვინ მოიტანა,ან მამამ უკვე ანდერძი რატომ დაწერა.გაოცებული იდგა ფატი და დედას უცქერდა. -რა ანდერძი რას ამბობ შვილო.გაუკვირდა იას. -აქ არის ნახე,შენც მოგივიდა და წაიკითხე.იამ კონვერტი აიღო და თავი შეუძლოდ იგრძნო.არ დარწმუნდა რაც წაიკითხა და რამოდენიმეჯერ გადაიკითხა,შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა. -გისმენ ია. -ყველა საქმე გადადე და ახლავეს სახლში მოდი. -შეუძლებელია,უბრალოდ ეს დაუჯერებელია ვინ არის მალიბუ არჯევანიძე დედა,ის ხომ რაღაც თვეებია მუშაობს ჩენს კომპანიაში.რატომ მიიღო მამამ ეს გადაწყვეტილება,რა მიზნით უტოვებს კომპანიის აქციებს მალიბუს. -არაფერი არ ვიცი,მოვა და აგვიხსნის.ვფიქრომ მის ამ გადაწყვეტილებას ლოგიკური ახსნა ექნება.კარი გაიღო და შემოვიდა სახლში,ჩქარი სიარულისგან სუნთქვა უჭირდა და წყალი დაისხა,ნელა ნელა სვამდა და თან იას უცქერდა,ია ფურცლით ხელში მიუახლოვდა და უთხრა. -შეგიძლია აგვიხსნა ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -რა უნდა აგიხსნა.გაუკვირდა გაგას იას მკაცრი და კატეგორიული მოთხოვნა,მაგრამ იას ხელში აფრიალებულმა ფურცელმა თითქმის მიახვედრა რაც ხდებოდა,აიღო ფურცელი და ერთი თვალის გადავლებით გადაიკითხა და ყველაფერი ნათელი იყო რის ახსნას ითხოვდა დედა-შვილი. -დაწყნარდით,დამშვიდდით და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ,მაგრამ ეს ანდერძი ჯერ არ უნდა გახსნილიყო,თუმცა რადგან გაიხსნა აქ არის და უკვე წაიკითხეთ გისმენთ, შემეკითხეთ რაც გაინტერესებთ მე მზად ვარ სიმართლე ვაღიარო. -მინდა სწორედ ეს სიმართლე გავიგო,ვინ არის მალიბუ არჯევანიძე შენთვის და რატომ გაქვს მის მიმართ ასეთი ძლიერი გრძნობა. -მამა ჩვენ იმ მალიბუზე ვსაუბრობთ ახლა ვინამაც წამართვა საყვარელი მამაკაცი,სწორედ იმ მალიბუზე რომელმაც სიყვარული წამართვა და თქვი რომ ეს ტყუილია მამა. -გაგა რატომ და რატომ მხოლოდ ეს გოგო,შეგიძლია ბოლოს და ბოლოს თქვა რა ხდება? -ყველაფერს აქვს მისი ახსნა. -რა ახსნა მამა,მე გთხოვდი და გევედრებოდი გაგეშვა სამსახურიდან და შენ არ გაუშვი,პირიქით ის შენს პირად მდივნად აიყვანე.გვითხარი და გაგვარკვიე მე და დედა რა ხდება ჩვენს თავს და ვინ არის ეს გოგო გველივით რომ შემოძვრა ჩვენს წყნარ ოჯახში და ყველა ერთმანეთს რომ დაგვაპირისპირა. -ხმა გააკონტროლე ფატი და მალიბუზე ცუდი არაფერი არ თქვა.შეხედე იმ სურათს,კარგად მახსოვს ახნას მთხოვდი თუ რატომ ჰგავდა ის ასე ძალიან შენს ბებიას.მალიბუ დედაჩემის ასლია,მისი ახალგაზრდობაა და იცი რატომ? იმიტომ რომ ის ჩემი ქალიშვილია,ჩემი შვილია.ეს რეალობაა და დიდი კავშირია ჩემს წარსულთან,ეს სამყაროს კანონია და მე ამ ყველაფრით ვიტანჯები,რადგან არ შემიძლია ვუთხრა რომ მე გაგა რუხვაძე მისი ბიოლოგიური მამა ვარ. -რა თქვი? გაოცებული მიაჩერდა ია გაგას. -დიახ,ის ჩემი ქალიშვილია. -ვინ არის მალიბუს დედა გაგა. -ვინ არის? რაც არ უნდა გაგიკვირდეს,მისი დედა ინდირა ვერულაშვილია. -ქალი რომელსაც ოჯახი გაუნადგურეთ,ქმარი მოუკალით და შემდეგ სახლი დაუწვით,იმ ინდირაზე ამბობ? -სწორედ იმ ინდირაზე ვამბობ ია. -როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით,ეს ბავშვი იყო,არსებობდა მაშინ? -როდესაც მე ბავშვის არსებობა გავიგე ჩვენ უკვე დაქორწინებულები ვიყავით,ეს ჩვენს დაქორწინებამდე მოხდა.ინდირა იყო ქალი ვინც მე გულწრფელად შემიყვარდა,მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა,ჩვენ დავშორდით ერთმანეთს და ისიც მალე გათხოვდა............ -გამოჩნდა მოულოდნელად და შემთხვევით ბატონი დავითი რომელმაც შეიკედლა ქალი და ვინ იცის რამდენი გადაუხადე დავითს ეს ქალი რომ შეერთო და შენ თავისუფლება გეგრძნო. -არ იცნობდი კარგად დავითის და მასზე ცუდს ნუ იტყვი,მას ინდირა უყვარდა და მალიბუ მის ხელში დაიბადა,მან გაზარდა 4 წლამდე ისე როგორც საკუთარი შვილი. -გინდა მითხრა,რომ მალიბუ ის პატარა ბავშვია რომელიც ცეცხლში დაიწვა? -არ დამწვარა,ის ერთ ერთმა ჩემმა ახლობელმა გადაარჩინა და იქაურობას გაარიდა,მალიბუ ამიტომ ბავშვთა სახლში გაიზარდა,უნივერსიტეტიც წარჩინებით დაასრულა და აქ რომ მოვიდა მეც მაშინ გავიგე რომ ჩემი შვილი არ მომკვდარა,ის ჩემს წინ იდგა და მე არ შემეძლო სიხარულის გამოხატვა,არ შემეძლო შევხებოდი მას და მოვხვეოდი,ის გადარჩა და შეუცვალეს სახელიც და გვარიც,მისი ნამდვილი სახელი და გვარი ანამარია ბიბილური არის. -შენ? შენ ახლა იგრძენი რომ მამა ხარ და გადაწყვიტე კომპანიის მთელი აქციები მისთვის დაგეთმო? -მე მხოლოდ ჩემი აქციები გადავეცი მას. -მალიბუმ იცის რომ მისი მამა ხარ?-არა,მან არაფერი არ იცის.არავინ არ იცოდა ეს საიდუმლო მხოლოდ მე,დავითმა და ინდირამ ვიცოდით.არ ვიცი ვინ გახსნა ეს ანდერძი,მაგრამ ეს აღარ არის მნიშვნელოვანი,ახალი ანდერძიც მალე დაიწერება. -მეხუმრები ალბად ხომ? -სულაც არა,მე არ ვხუმრობ. -როგორ გაიცანი ინდირა.გაგას თვალები გაუშტერდა,ღიმილი მოეფინა და ძველ მოგონებებს გადახედა. -როგორ გავიცანი? დედა რომ გარდამეცვალა,მამამ რამოდენიმე წელიწადში ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა,ძალიან კარგი ქალბატონი იყო მისი რჩეული,მაღალი წრის და არისტოკრატი.რამდენიმე თვის შემდეგ გოგონა მოიყვანა ჩვენთან სახლში 10 წლის იქნებოდა თეთრი და ცისფერთვალება იყო ინდირა.ჩვენს სახლში გაიზარდა ჩვენთან ერთად და ის 15 წლის იყო როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა,ჩვენს შორის ძალიან ასაკობრივი სხვაობა იყო ამიტომ ვერ ვამხელდით.ეს სახლი სადაც თქვენ კომფორტულად ცხოვრობთ მათი სახლია,ჩვენ პატარა სახლში ვცხოვრობდით და ერთ საღამოს გვითხრა. -გადავიდეთ ჩემს სახლში საცხოვრებლად,ის დიდი სახლია და ყველა დავეტევით.იმ კედელზე დედაჩემის ფოტო თავის ხელით დაკიდა.ალბად გიკვირს,მაგრამ სწორედ ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები,რადგან ჩვენ მომავალი არ გვქონდა,თქვენ და-ძმა ხართ,სულ ამ სიტყვებს მიმეორებდა მამა და მეც ვერ მივეცი სერიოზული სახე ჩვენს ურთიერთობას,მაგრამ ჩვენს შორის მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. -მე,მე ვინ ვარ შენთვის მამა.მე ხომ ის გოგო ვარ რომელიც სამსახურიოან დაღლილი მოსულს მუხლებზე აგაცოცდებოდა და მისი პატარა ხელების მოფერებით დაღლილობას გიხსნიდა.მე ხომ შენი ნაფერები შვილი ვარ,ახლა აღარ მაქვს ადგილი შენს გვერდით? -შენ ჩემს სახლში გაიზარდე და მე ყველაფერს ვაკეთებდი შენ თავი კარგად გეგრძნო,მაგრამ დროა უნდა იცოდე,ფატი შენ ჩემი შვილი არ ხარ.შენ გყავს მამა მაგრამ ვწუხვარ,ის ცოცხალი აღარ არის.ამ ისტორიას დედა უკეთ აგიხსნის,შენ კი არანაირი უფლება არ გაქვს მე რამე მითხრა და ჩემთან საუბრისას ტონი გააკონტროლე,მე ის გავაკეთე რაც ყველა მამა გააკეთებდა მისი შვილისთვის.უთხრა იას და ისევ წყალი მოსვა. -დედა რა მითხრა მამამ,ის თუ არა ვინ არის ჩემი მამა. -ყველაფერს აგიხსნი შვილო.უთხრა იამ ფატის და გაგას გაბრაზებულმა შეხედა. -ლანა სად ხარ,უნდა გნახო შენთან მოვდივარ. -სახლში ვართ,მოდი.მალიბუ ლანასთან მივიდა ჯერ მუცელზე მოეფერა,შემდეგ კი რამდენიმე წუთით ჩახუტებული ჰყავდა და თავად ცრემლებს ჩუმად ულაპავდა. -ლანამ ხელები მოხვია მეგობარს და გაკვირვებულმა უთხრა. -რა გჭირს,მალიბუ ყველაფერი კარგად არის? -მივდივარ ლანა. -სად,სად მიდიხარ. -დავიღალე,ლანა დამღალა ამ ბოლოდროინდელმა სიტუაციამ და გადავწყვიტე გავერიდო ქალაქს. -როდის მიდიხარ,მალიბუ მარტო მიდიხარ? გამომცდელი თვალებით შეხედა ლანამ მეგობარს. -არა,არ მივდივარ მარტო მე თორნიკესთან ერთად მივდივარ. -ახლა მეუბნები რომ მასთან ერთად მიდიხარ? როგორც ლანა ასევე ლაშაც გაოცებული უცქერდა მალიბუს და ბოლოს უთხრა. -მალიბუ მოდი აქეთ,მინდა ცოტა ვისაუბროთ.შენ პატარა აღარ ხარ 26 წლის ხარ და არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ ვფიქრობ რასაც აკეთებ ყველაფერზე კარგად იფიქრე და გადაწყვეტილებასაც ასე მიიღებდი. -ლაშა შეყვარებული ვარ,ბედნიერი ვარ მაგრამ წასვლაც მიჭირს.თორნიკეს მიმართ ჩემი გრძნობები ეს სულ სხვაა,უთქმელი სიტყვებით სიყვარული ოდესმე გაგიგონიათ ან გიგრძვნიათ? სწორედ ეს ხდება ჩემში.დიდი ხანი ვარიდებდი თავს,მაგრამ როცა ჩემს თავსაც გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში გადაწყვეტილებაც მივიღე და დავთანხმებოდი თორნიკეს შემოთავაზებას. -იცხოვრე შენი გრძნობებით,მხოლოდ გთხოვ რომ კარგად დაფიქრდე სანამ ნაბიჯს გადადგამ. -ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა,უნდა წავიდე რადგან აქ ჰაერი არ მყოფნის,ვიხრჩობი ყელში მიჭერს რაღაც.ჩემს გარშემო იმდენი აუხსნელი საიდუმლოა არ მინდა გავარკვიო,რადგან არ ვიცი სად და ვისთან მიმიყვანს საიდუმლოს გასაღები,ამიტომ ასე ვტოვებ ყველაფერს როგორც არის და მივდივარ. -შენ იცი რასაც აკეთებ,ეს შენი ცხოვრებაა მალიბუ.თხოვნაა ორივესგან როგორც კი ადგილზე ჩახვალ იქ სადაც მიდიხარ დამირეკე და მითხარი,კარგად ხარ და უკვე ადგილზე ხარ.უთხრა ლანამ ცრემლმორეულმა. -გაუფრთხილდი შენს გრძნობებს არ დაიტანჯო,სიყვარულს ტკივილი მოაქვს მალიბუ. -ვიცი რომ სიყვარული ტკივილია,სიხარულია.სიყვარულია ყოველი დღის გათენება,მზის ამოსვლა.იცი რომ სიცოცხლეზე მეტად გიყვარს და მასზე ფიქრობ,გინდა გაახარო და მისი ბედნიერებისაგან მოციმციმე თვალებს უცქირო,ან მის გამო თუ საჭიროებამ მოითხოვა დაუფიქრებლად უნდა გაწირო თავი.სიყვარული ასეთი მტკივნეული და შეუფასებელი გრძნობაა ლაშა და საგანძურია მთელი სამყაროს,რომ შეგაძენინებს და ცასავით უსასრულოა ამოუწურავი გრძნობებით. -ადამიანი ოჯახში პოვებს სითბოს, სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.აქამდე მარტოც კარგად ვგრძნობდი თავს,მაგრამ შენთან ერთად გაზიარებული სიხარული გაცილებით ძლიერია.ხატია მინდა დავქორწინდეთ,ხელი მოვაწეროთ და ერთად ვიცხოვროთ.ხატა დაიბნა გული აუფრიალდა და გონება მის დასახულ გეგმისკენ გაექცა,ესეც ხომ მისი გეგმის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. -კიდევ ბევრი უნდა იფიქრო? უთხრა ზვიადიმ რომელიც მოუთმენლად ელოდა მის პასუხს.ხატიამ შეხედა,ჩაახველა და უთხრა. -დარწმუნებული ხარ? -კი,დარწმუნებული ვარ. -როდის ვქორწინდებით? -ახლავეს მინდა ხელი მოვაწეროთ და ჩემი დაგარქვა. -დაფიქრებისთვს დრო არ მაქვს? -შენ როგორ ფიქრობ,გჭირდება დაფიქრება? -არა,არ მჭირდება,თანახმა ვარ.ზვიადიმ დრო აღარ დაკარგა და ნოდარის დაურეკა,უნდოდა მისთვის მნიშვნელოვან დღეს ის მაინც ყოფილიყო მის გვერდით.ნოდარიც გაოცებული მივიდა ზვიადისთან და მისი სიხარულიც გაიზიარა. -გილოცავ,შენმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა მეგობარო. -ჰოდა დღეს ჩემს გვერდით უნდა იყო. -აუცილებლად,სად მივდივართ? -ხელი უნდა მოვაწეროთ.ხატია არ იმჩნევდა,მაგრამ მისი გული ისე ძლიერ ცემდა ლოცულობდა დღეს არ ემტყუნა მისთვის.ცდილობდა ლაერტისთვის დაერეკა,მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა.დასრულდა ეს პროცესიც,ხელი მოაწერეს და ბედნიერები დაემშვიდობნენ ნოდარის.ვერასოდეს იქნები ბედნიერი,თუ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს მხოლოდ ტკივილს აყენებ,ნუ შეცდები თუ გგონია რომ მარტო ხარ და შენს ჩადენილს ვერ გაიგებენ.საწოლის თავზე ორივე ხელებით მიბმული და პირ აკრული,რამდენიმე დღის მშიერი და მწყურვალი ხატია ზვიადის ჩაკეტილი ჰყავდა საძინებელში და თავად ისევ ერთობოდა ბარებში,ის ახალ საკბილოს დაეძებდა,ლაერტი კი ხატიას ეძებდა და მის კვალს ვერსად ვერ მიაგნო.ხატიამ იმდენი იმოძრავა,ხელები თავად შეიხსნა,იქვე წყლის ბოთლი იყო და სულმოუთქმელად დაცალა,შემდეგ კი ლაერტის დაურეკა და უთხრა რაც მოხდა. -რას ამბობ,რატომ ჩერდები,რა ჩაიფიქრე ყველაფერი მიატოვე და წამოდი მაქედან არ გაჩერდე ერთი წუთით,დაბრუნდება და არ გაცოცხლებს. -გავუმკლავდები,დადგა დრო მისი სიცოცხლე ჩემი ხელებით დავასრულო. -გინდა ვინმე გამოგიგზავნო,ვინც მოგეხმარება და როგორც გაწამა შენც ისე აწამე. -ვფიქრობ არ დამჭირდება. -დაგჭირდება,მომწერე მისამართი ნუ გაჯიუტდები შვილი გყავს უკან არ დაგავიწყდეს. -კარგი,მოგწერ მისამართს და იჩქაროს. -უკვე გამოვიდა. -დაჯექი,ნუ დადიხარ აქეთ-იქით დამესხა ბრუ ფატი. -ვერ გავიგე ჯერ კიდევ,ვინ ვარ დედა მე. -შენ ჩემი შვილი ხარ,ჩემი ცხოვრების აზრი. -მთელი 22 წელი თეატრში და ტყუილში მიცხოვრია.დამალული და საიდუმლოებით სავსე ცხოვრება დედას,იგივე მამას და ვინ გამოვედი მე? ერთ დილით გამოჩნა ჩემს ცხოვრებაში ვიღაც მალიბუ და ცხოვრება ამიწეწა.ეს სახლიც მისია,ქონებაც მიაქვს და მე რა მაქვს დედა.გაგამ კიბეები სასწრაფოდ ჩაირბინა,კარები გამოაღო და ისეთი სიჩქარით გავიდა სახლიდან,იამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო.ჯერ მანქანით იარა,თითქოს დამშვიდდა და შემდეგ ერთ-ერთ ბინასთან მივიდა,ფეხით აიარა სამი სართული და ფრთხილად დააკაკუნა,თითქოს ელოდა გაგას კარიც მაშინვე გაიღო. -გელოდებოდი. -როგორც ხედავ მოვედი და აქ ვარ. -გისმენ,აქ ამ დროს არ მოხვიდოდი იმიტომ რომ მკითხო როგორ ვარ. -ვხედავ რომ კარგად ხარ,შენ გაავრცელე ჩემი ანდერძი? -რა თქმა უნდა არა. -რაც მოხდა გაიგებდი. -გავიგე,რადგან ეს ქაღალდი მეც მომივიდა. -დარწმუნებული ხარ,რომ შენ არ გაუგზავნე ყველას? -მე რომ მცოდნოდა ამ ანდერძის შესახებ ან შემძლებოდა მოსი ნახვა,არასოდეს არ გამოვაჩენდი,ვერც ვერავინ შეძლებდა მის გაგებას. -რა არის ნოდარ ასეთი რაც შენ გაშინებს. -ვფიქრობ,რომ ეს თავადაც კარგად იცი,მაგრამ მე უფრო საინტერესო კითხვა მაქვს,ვის უტოვებ შენს აქციებს ერთ პატარა და შეუმჩნეველ თევზს რომლის გარშენო უზარმაზარი ზვიგენები დაცურავს.ერთი პატარა თევზი რომელსაც რომელიმე ზვიგენი არც დაფიქრდება ისე გადაყლაპავს.ან მეორე კითხვაა რაც არ მასვენებს,რა კავშირი გაქვს გაგა ამ გოგოსთან ან რატომ არაფერი ვიცი მე მის შესახებ როგორც შენმა პირადმა ადვოკატმა.ვინ არის ანამარია ბიბილური შენთვის რომელსაც მთელ შენს სიმდიდრეს უტოვებ. -მე მას ჩემს სიცოცხლესაც დაუფიქრებლად მივცემ ნოდარ მაგრამ შენ ვერ გაიგებ თუ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს,ანდერძი ჩემი სიკვდილის შემდეგ უნდა გახსნილიყო,ვიღაცამ დააჩქარა რადგან ჩემს სიკვდილამდე ჯერ კიდევ დრო არის. -რატომ ფატის არ უტოვებ შენს აქციებს. -არ ვარ ვალდებული ჩემი ოჯახის ყველა მნიშვნელოვანი საიდუმლო შენ იცოდე,მე გავარკვევ ვინ დააჩქარა ჩემი ანდერძის გახსნა,დარწმუნებული იყავი რომ მწარედ დაისჯება. -ეს ისეთი გასაიდუმლოებულია,გაგიჭირდება მიაკვლიო დამხმარეს. -მივაკვლევ,მივაკვლევ და შემდეგ ვილაპარაკოთ.გაგა წავიდა და ნოდარი დაფიქრებული დარჩა. დიდ სიხარულით ალაგებს ბარგს,უსაზღვროდ ბედნიერი არის და მომავალს იმედის თვალით უყურებს.ტელეფონის ზარმა ღიმილი მოჰგვარა და გაბადრულმა უპასუხა ზარს. -გისმენ თორნიკე. -მალიბუ მზად ხარ? -თითქმის მზად ვარ. -ერთ საათში გამოვივლი და გარეთ დაგელოდები. -კარგი,ერთ საათში მზად ვიქნები. -მალიბუ ძალიან მიყვარხარ. -მეც ძალიან მიყვარხარ. -მხოლოდ დააგვიანე აღიარება. -არა უშავს,ამიერიდან ყოველ დღე გეტყვი რომ ძალიან,ძალიან მიყვარხარ. -მაბედნიერეს შენგან ნათქვამი ეს სიტყვები. -შეხვედრამდე. -ალექსანდრე უნდა გნახო სასწრაფოდ. -რა მოხდა რობერტი. -სად ხარ,მოვალ და გეტყვი. -გარეთ ვართ მე და იზაბელა. -კარგია ორივე ერთად რომ ხართ,ნაცნობ ადგილზე შევხვდეთ ერთმანეთს. -მე უკვე აქ ვარ და მოდი,გელოდებით.მოუსვენრობამ შეიპყრო ალექსანდრე და იზაბელამ შეეკითხა. -რა მოხდა,რამე სერიოზულია? -არ ვიცი,ანერვიულებული მომეჩვენა რობერტის ხმა. -აქ მოვა? თუ სადმე უნდა შეხვდე. -არა,აქ მოვა და მითხრა შენც უნდა იყო ჩემთან ერთად. -საინტერესოა,უცნაურად არ გეჩვენება? -უცნაურია,მაგრამ სანამ არ მოვა რობერტი ვერ გავიგებთ,აი მოვიდა. -მოვედი,უკვე გაიგო ყველამ მალიბუ ვინ არის სინამდვილეში ალექსანდრე. -როგორ,როდის. -წუხელ,გვიან ღამით და ყველაზე მთავარი არ მითქვამს ჯერ.გაგამ აღიარა რომ მალიბუ მისი ქალიშვილია და მის აქციებს მას უტოვებს. -გამოდის,მალიბუ იქნება კომპანიის მფლობელი? -ასეა,გაგას როგორც მივხვდი ეს აქვს ჩაფიქრებული,მაგრამ მეშინია ალექსანდრე. -რისი გეშინია,მალიბუ ჩემს სახლში ცხოვრობს.უთხრა იზაბელამ რობერტის. -მტერი მოგვიახლოვდა იზაბელა ის ფეხ და ფეხ მოსდევს მალიბუს. -ნიკოლოზის შიშით მალიბუს ვერავინ ვერ გაბედავს შეეხოს.თქვა ალექსანდრემ. -ნუ დაეყრდნობით მაგ იმედს,სულ ვერ იქნებით მის გვერდით.იზაბელა იცოდი რომ ინდირას შვილი გაგასგან ჰყავდა? -ვიცოდი,მე თავიდანვე ვიცოდი მაგრამ ახლა რა აზრი აქვს,ახლა მალიბუს უნდა მივხედოთ და დავიცვათ ის. -მე სხვა რამ მაღელვებს,გაიგონე რამე ინდირას შესახებ,რომ ის ცოცხალია? -არა,რაც მოვისმინე არ უხსენებნიათ ინდირა,მაგრამ ეს დიდი ხნით არ დარჩება გაუგებელი. -ვიცი და საშიში სწორედ ეს არის. -მე წავედი,ეს მინდოდა მეთქვა.რობერტიც შევიდა ეზოში და ზვიადიც გიჟივით შემოვარდა. -გაგა სახლშია? შეეკითხა რობერტის. -არ ვიცი შვილო,მე გასული ვიყავი და ვერ გეტყვი.ზვიადიმ თავი ანება რობერტისთან საუბარს და სახლში შევიდა. -დილა მშვიდობის ფატი მამაშენი სად არის. -არ ვიცი,წუხელ წავიდა და არ დაბრუნებულა.შენც გაიგე ახალი ამბავი? -გავიგე,მეც მომივიდა ჩემი ძმის ანდერძი. -შენც იცოდი,რომ მალიბუ მისი ქალიშვილია? -ვისი ქალიშვილია,მალიბუ ვისი შვილია ფატი რა თქვი? -მამასი,მალიბუ შენი ძმიშვილია ბიძია.ინდირა ვერულაშვილის და მამას შვილი. -რააააა? ინდირა და გაგა ერთად იყვნენ? შეუძლებელია,ეს შეუძლებელია. -მაგრამ შეუძლებელიც არაფერია,ყველაფერს მის ქალიშვილს უტოვებს და თავად ალბად იმ ქალთან წავა,მაგრამ ის ხომ ცოცხალი აღარ არის,ალბად შვილთან ერთად იცხოვრებს. -ცოცხალია,ინდირა ცოცხალია და ეს მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. -არ მჯერა,არ მჯერა რომ აქამდე ტყუილში ვცხოვრობდი. -პრობლემები დღეიდან იწყება.თქვა ზვიადიმ და სახლი დატოვა.ია მის საძინებელში იყო ჩაფიქრებული და ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და გაგას დაურეკა. -გისმენ ია. -სად ხარ უნდა გნახო. -მოვედი, უკვე სახლში ვარ. -კარგია,გელოდები.გაგა სახლში შევიდა და იას საძინებელში შევიდა. -შენც მოდი და მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ დაგელაპარაკო. -გისმენ,რა გადაწყვეტილება მიიღე. -გადავწყვიტე ჩვენი ამდენი წლიანი ურთიერთობის გზა აქ გაჩერდეს,მას გაგრძელება აღარ აქვს და მინდოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გცოდნოდა,მე და ჩემი შვილი მივდივართ ამ სახლიდან. -შეგიძლია ეს ყველაფერი მშვიდად და ხმაურის გარეშე გააკეთო? -მე მშვიდად ვარ,შენც შენი არჩევანი უკვე გააკეთე და ასე რომ ვფიქრობ ჩვენი ადგილი აქ აღარ არის. -ია სადაც არ უნდა წახვიდე,ჩემი ოჯახი თქვენ ხართ.ამ წლების განმავლობაში თქვენზე ვზრუნავდი,ყველაფერი გქონდათ და სადაც იტყოდით წასვლას იქ მიდიოდით.სულ რაღაც დღეების წინ გავიგე რომ ჩემი შვილი ცოცხალია,ის სხვა სახელით და გვარით ცხოვრობს,როცა თქვენ ყველაფერი გქონდათ ის გაიზარდა თავშესაფარში და მას არ ჰქონია მშობლების სითბო,ვფიქრობდი გაგებით მოეკდებოდი ამ ყველაფერს. -შენი მე კარგად მესმის,მაგრამ უნდა გეთქვა სიმართლე გაგა. -არ ვიცოდი,სიმართლე მეც ახლახანს გავიგე. -როცა გაიგე და დარწმუნდი შენს ეჭვებში მაშინ გეთქვა. -და დავიჯერო ასე მშვიდად შეხვდებოდი ჩემს აღიარებას? -გაგა შენ 22 წელი ჩემს შვილს მამობას უწევ,მე ურჩხულად შემიცანი რომ არ მომესმინა შენთვის და არ გამეგო შენი ტკივილი? შეცდი გაგა მეგონა გიცნობდი და მიცნობდი.მე შენ გაფასებდი,შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ახლო ფიზიკური ურთიერთობა და არც არაფერი უნდა გითხრა ამის გამო,შენ მამაკაცი ხარ,მაგრამ ჩვენს შორის რაც ხდება,ეს მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.ახლა დარწმუნებით ვიცი,რომ შენს გვერდით ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის და ვფიქრობ არც არასდროს ყოფილა.მშვიდობით გაგა.იამ იქვე გამზადებული ჩანთა აიღო,თავის საძინებელს თვალი მოავლო და გავიდა.გაგას თვალები გაუშტერდა,დარდობდა იას წასვლას თუ უკვე მომავლის გეგმებს ადგენდა ინდირასთან და მალიბუსთან ერთად. -ნიკოლოზ ახალი მკვლელობაა,ადგილზე უნდა ვნახოთ ყველაფერი. -ისევ მკვლელობა? -მთავარი მოწმეც მოიცილეს,გოგიტა გეგენავას ტელეფონიდან შეტყობინება მივიღეთ. -რა შეტყობინებაა. -წაიკითხე. -,,თუ ჩემი სიკვდილი გაიგოთ,ჩემი მკვლელი იცოდეთ რომ თორნიკე ქართველიშვილია''. -რაო? ეს შეუძლებელია,ეს რა ქაღალდებია როდის მოვიდა. -დღეს დილით მოვიდა აქ არ იყავი,შენს სახელზეა ერთი კონვერტი,იქ დევს შენს მაგიდაზე.ნიკოლოზმა გაკვირვებულმა შეხედა კომისარს და თავისი მაგიდიდან კონვერტი აიღო,გახსნა და ფერი წაუვიდა. -რა მოხდა,ნიკოლოზ რა ხდება. -კომისარო,მალიბუს საშიშროება ელის მე უნდა წავიდე. -ჩვენც მოვდივართ,მარტო არ წახვიდე.კომისარმა საჩქარო ბრძანება გასცა და ნიკას გაყვა უკან ლაერტისთან და ლაშასთან ერთად.ნიკა ტელეფონზე რეკავდა მალიბუსთან,მაგრამ ის გამორთული იყო,მოულოდნელად ვიღაცამ უცხო ნომრით დაურეკა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -ჩქარობ,მაგრამ დააგვიანებ,მალიბუს ვეღარ მიუსწრებ ცოცხალს.ეს კომისარმაც გაიგონა და თავადაც შეეშინდა. ადამიანს ცხოვრებაში რაც არ უნდა დაემართოს ბოლოს ყველაფერი უკან გიბრუნდებათ ბუმერანგივით და ერთ დღეს თქვენც ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდებით,როგორშიც სხვა ჩააყენეთ.სწორედ ასე დაემართა ზვიადის.ხატიასთან მალე მივიდა ლაერტის გაგზავნილი მამაკაცი და ხატიამ აუხსნა მას რა უნდა გაეკეთებინა,ისევ ისე დაწვა საწოლზე როგორც იყო და პირიც აუკრა მამაკაცმა და ასე ფოტოები და ვიდეც გადაიღო,ეს დამამტკიცებელ სამხილად.ზვიადი დაბრუნა თუ არა სახლში,თავში რაღაც მძიმე მოხვდა და ძირს უგონოდ დაეცა,რამოდენიმე საათში კი გონს მოვიდა და იგივე მდგომარეობაში იყო,როგორშიც ყავდა ხატია.აყვირდა,მაგრამ მისი ხმა მას არ ესმოდა,რადგან პირი აკრული ჰქონდა.ხატიამ იბანავა,თავი მოიწესრიგა და გემრიელი კერძიც გააკეთა,ბოლოს თეფშზე დესერტიც კი დაიდო და ზვიადისთან შევიდა. -ტყუილად ფართხალებ,აქედან მხოლოდ მაშინ გახვალ როცა მოკვდები და მკვდარს გიპოვნიან.ვიცი რომ ვერ მიპასუხებ,ამიტომ მე ვილაპარაკებ და შენ მომისმენ.იცი ვინც ვარ,მე არჩილ დოლიძის შვილი ვარ,იმ არჩილის რომელსაც ერთ დილით მის სახლში ცხოველივით შევარდნილმა ცოლი და შვილი მოუკალი,მისი ქალიშვილი გააუპატიურე.არჩილს 16 წლის შვილი დღემდე ვერ ლაპარაკობს შიშისგან,ეს ყველაფერი კი შენ ჩაიდინე და როგორ იფიქრე რომ მე შენ შემიყვარდებოდი.ის გოგონა რომელსაც იმ დილით 19 წელი შეუსრულდა და მამისგან საჩუქარს ელოდა,შენ მშობლები და და დაუხოცე,გააუპატიურე და ის გოგონა ახლა შენს წინ დგას.სწორედ იმ შეხებით ჩაისახა ჩემში ახალი სიცოცხლე და ვერ გავბედე,ვერ შევძელი ჩემში გაჩენილი ძალადობის ნაყოფი ჩამეკლა.გაგიკვირდა? დიახ ნამდვილად გასაკვირია შენისთანა საზიზღარი არსების შვილი როგორ გავაჩინე.აი შეხედე,ეს შენი შვილია მან კი შენი არსებობის შესახებ არ იცის და ვერც გაიგებს ვერასდროს,რადგან შენ აქ მოკვდები,შენი სიკვდილის შემდეგ კი შენი ქონება ჩემს შვილს გადაეცემა.ზვიადი აღარ ფართხალებდა,უსმენდა ხატიას და გაახსენდა ის დილა,როცა ქორფა ქალიშვილი გოგოზე ძალა იხმარა.ნანობდა? ეს მხოლოდ მან იცოდა,ხატია კი აღარც უცქერდა მას იჯდა და დესერტს შეექცეოდა.მალიბუმ ყველაერი ჩაალაგა,ჩანთები კარებთან მიიტანა და მოულოდნელად კარზე ზარი იყო,გააღო და კურიერმა რაღაც დიდი კონვერტი მოუტანა,გაოცებულმა ჩამოართვა კონვერტი და გახსნა,კარის დაკეტვაც კი დაავიწყდა რადგან თვალებგაფართოვებული კითხულობდა აკანკალებულ ხელში დაჭერილ ფურცელს,სუნთქვა შეეკრა და უეცრად ტელეფონი ჩართო,ნიკოლოზისგან უამრავი გამოტოვებული ზარები დახვდა,იფიქრა შემდეგ გადავურეკავო და ლანას დაურეკა,ნიკოლოზმა კი რადგან მალიბუს ვერ დაუკავშირდა,ალექსანდრეს გადაურეკა. -გისმენ შვილო. -სად ხარ მამა,სახლში ხარ? -არა,გარეთ ვართ მე და იზაბელა. -სასწრაფოდ სახლში მიდით,მალიბუ განსაცდელშია მამა.ნიკა თითქმის ღრიალებდა და ალექსანდრე შეაშინა მისმა ხმამ. -რას ამბობ ნიკოლოზ. -ნუ ხარჯავ დროს კითხვებში,სასწრაფოდ სახლში წადი მამა. -რა მოხდა ალექსანდრე,ფერი დაკარგე. -წავედით,მალიბუ განსაცდელშია. თქვა ალექსანდრემ და რობერტის გადაურეკა. -სასწრაფოდ მოდი ჩემთან,რობერტი შენ მართალი იყავი მალიბუ განსაცდელშია.მალიბუ კითხულობდა და უფრო და უფრო უჭირდა სუნთქვა. -მალიბუუუუ,ალოო გესმის? მალიბუ ხმა ამოიღე კარგად ხარ? -ლანა,ლანა ცუდად ვარ. -რა გჭირს,რა ხმა გაქვს გოგო. -ლანა გაგა რუხვაძის ანდერძი მომივიდა და მან იცის ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი,ის ჩემს სახელზე ტოვებს მისი კომპანიის აქციებს. -რა თქვი? რატომ,რისთვის აკეთებს ამას. -არ ვიცი,ლანა ცუდად ვარ.ეს არ მქონდა გაანგარიშებული,ეს არ იყო ჩემს გეგმაში ლანა და ძალიან ცუდად ვარ. -რა გეგმაზე მეუბნები მალიბუ. -ნიკოლოზი მირეკავს,გადმოგირეკავ მალე.გაუთიშა ლანას და ნიკოლოზს გადაურეკა. -რა მოხდა,ნიკოლოზ კარგად ხარ? -სად ხარ,სახლში თუ ხარ კარებები ჩაკეტე და სამალავში ჩადი ან სახლიდან გადი საერთოდ, მალიბუ გესმის ჩემი? -რატომ რა მოხდა. -მალიბუ გთხოვ ნუ სვამ კითხვებს და გააკეთე რასაც გეუბნები. -კარგი,კარგი ნუ ყვირიხარ.უთხრა და მოულოდნელად შეშინებულმა შეხედა მის წინ მდგარ უცნობ მამაკაცს და მან ხელით თხოვა ტელეფონი მიეცა,მალიბუმ ტელეფონი მისცა და ნიკას უთხრა უცნობმა ჩახლეჩილი ხმით. -უკვე გვიან არის, ნიკოლოზ გაგაფრთხილე რომ ვერ მიუსწრებთქო და მართალი ვიყავი.ბოლო სიტყვა გაიგონე მისგან,უთხარი რაც გინდა. -მიყვარხართ და მადლობა ყველას,მაპატიეთ არ მინდოდა გტკენოდათ.თქვა მალიბუმ და სროლის ხმაც გაისმა. -არაააააააააა,მალიბუუუუუ მოვდივარ მალიბუუუუუ.ნიკა გიჟს ჰგავდა და სადღაც ერთ წუთში სახლში შევარდა გიჟივით სადაც მალიბუს უგრძნობი სხეული დახვდა,რომელსაც თვალები ღიად დარჩენოდა.გაოგნებული იდგა ყველა,სახლში ალექსანდრე და იზაბელაც შემოვარდნენ და ისინიც მუხლებზე დაეცნენ,იზაბელას ხმამ თითქმის ზეცამდეც კი ააღწია.ღვთის ნებით ტოვებს ყველა ამქვეყნიურ ცხოვრებას,მაგრამ მალიბუს შემთხვევაში ეს ძალიან უდროო იყო. დედობა,არა მარტო დედამიწაზე ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, არამედ ზრუნვის, სითბოს, სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების გაზიარებაა.დედა ჩვენთვის ცხოვრობს და ჩვენთვის ზრუნავს, ამიტომ არასოდეს დავინანოთ ის ფრაზა, რომელიც უთუოდ გაახარებს მის გულს: “მიყვარხარ, დეე.ყველას მინდა მოგილოცოთ დედის დღე ჩემო ძვირფასებო.მინდა ბედნიერი დედები იყოთ და ხარობდეს თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენი დედობის ტიტულით.მიყვარხართ და დროებით გემშვიდობებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.