გაქცეული /8/
10 წლით ადრე. - ფეხი გამოადგი! - არა გთხოვ! ისევ მანდ ნუ ჩამკეტავ, სიბნელის ძალიან მეშინია. - მოკეტე აქ არის შენი ადგილი. - ახლა, რომ დედა გხედავდეს ამას არ შეგარჩენდა! - დედაშენი მკვდარია პატარავ! - ასე, რომ ისტერიკებს მორჩი და უბრალოდ წყნარად იჯექი . - და რამდენ ხანს? - რამდენიც საჭირო იქნება!.. შენ ძალიან გეშინოდა სიბნელის, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა, რადგან შენ მისთვის მხოლოდ უსარგებლო ტვირთი იყავი, რომელიც არაფერში სჭირდებოდა. მას მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებდა. შენ კი უბრალოდ ფეხებზე ეკიდე და ამიტომაც ცდილობდა ხშირად ისე მოქცევას თითქოს შენ არცკი არსებობდი მის ცხოვრებაში. თუმცა შენ ამდროს ჯერ კიდევ ბავშვი იყავი და ვერ აანალიზებდი იმას, რომ ამ ადამიანს მთელი შენი მომავლის შეცვლა შეეძლო. შენი ლაღი ბავშვობაც მაშინ დასრულდა , როცა შენს ცხოვრებაში ეს კაცი გამოჩნდა. მან ჯერ დედაშენის გული მოიგო და მოგვიანებით შენი მამინაცვალიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან არც ისე კარგი ურთიერთობა გქონდათ მაინც ცდილობდი საერთო ენის გამონახვას და ამით კომფლიქტებსაც ირიდებდი თავიდან. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყავი და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდი იმას თუ რამხელა ძალაუფლება შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მამინაცვალს შენს ცხოვრებაში. მოჩვენებითმა ოჯახურმა იდილიამ სულ ორი წელი გასტანა. მანამ სანამ დედა სიმსივნით გარდაგეცვლებოდა. თერთმეტი წლის ასაკში უკვე თავს ობლად გრძნობდი და საკუთარ ტკივილთან გამკლავებას მარტო ცდილობდი. ეს კი იმიტომ, რომ ფსევდო” მამას “ შენთვის არ ეცალა. ის ხომ მთელ დღეებს ალკოჰოლის სმაში ატარებდა და მთელ სახლს თამბაქოს კვამლში ხვევდა. ალბათ ასე ცდილობდა ტკივილს გამკლავებოდა, მაგრამ ამის მაგივრად საკუთარ თავს ინადგურებდა და ამასთან შენც. ხშირად ის სარდაფში გკეტავდა და ამით დროებით თავიდან გიშორებდა. შენ კი ფაქტიურად ნახევარი ბავშვობა იქ გაატარე, რადგან მას ზოგჯერ კარის გაღება ავიწყდებოდა , რისგამოც იქ საათების ნაცვლად დღეების გატარება გიწევდა. თუმცა შენ წარმოდგენა არ გქონდა ამას რატომ აკეთებდა და როცა ცდილობდი მის წინააღმდეგ გაგებრძოლა პასუხად ქამრით გამათრახებას იღებდი. ამიტომაც შენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებდა სიტყვა არავისთან დაგცდენოდა და მის კანონებს დამორჩილებოდი თუ რათქმაუნდა სიცოცხლე გწყუროდა! ხოლო ეხლა , როცა როგორც იქნა შენს წარსულს თავი დააღწიე აღარ გინდოდა იმ ყველაფრის გახსენება რისი გადატანაც მოგიხდა. მითუმეტეს არ შეგეძლო ეს ყველაფერი ანდრესთვის მოგეყოლა, რადგან მისი დაკარგვის და კვლავ მარტო დარჩენის გეშინოდა. ამჯერად ხომ ყველაფერი იმაზე უკეთ მიდიოდა ვიდრე ოდესმე. შენ ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი გეძლეოდა და თითქმის დარწმუნებული იყავი იმაში, რომ ყველაფერი გამოგივიდოდა. ანდრემ დანაპირები შეასრულა და მისი დის რესტორანში დაგაწყებინა მუშაობა. რამაც შენს ნაცრისფერ ცხოვრებაში უფრო ნათელი ფერები შემოიტანა. რისგამოც მისი უსაზღვროდ მადლიერი იყავი და ერთადერთი რაც გაშინებდა მისი ნდობის დაკარგვა იყო. არიყავი მზად მისთვის ყველაფერი მოგეყოლა, რადგან მისი რეაქციის გეშინოდა. არგინდოდა ერთიხელისმოსმით ყველაფერი დაგეკარგა. ლილიენთანაც კარგი ურთიერთობა გქონდა და ამ ურთიერთობის გაფუჭება არ გინდოდა. იცოდი, რომ თუ სიმართლეს გაიგებდნენ მაშინ შენზე წარმოდგენას შეიცვლიდნენ და შენს ნდობასაც დაკარგავდნენ. შენ კი ისევ მარტო დარჩებოდი, სრულიად მარტო ამ უზარმაზარ სამყაროში. ამიტომ გერჩივნა სიმართლე დაგემალა და შენს წარსულსზე არაფერი მოგეყოლა. მართალია ამისგამო სინდისი გქენჯნიდა, მაგრამ არაფრის თქმა ტყუილის თქმას ნამდვილად სჯობდა. სულ რაღაც ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ანდრე გაიცანი. შენ კი მის გვერდით თავს ისე გრძნობდი თითქოს ამ ადამიანს წლებია იცნობდი, რადგან მასთან ურთიერთობა ძალიან მარტივი იყო. ანდრეს არასოდეს დაუძალებია შენთვის ის, რომ მისთვის ყველაფერი მოგეყოლა. ის უბრალოდ მხარში გედგა და სულ უანგარიდ გეხმარებოდა. შენგან კი სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა. ალბათ სწორედ ასეთია ნამდვილი მეგობრობაო ფიქრობდი. მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდი და მომავალზე არც კი ღელავდი. უბრალოდ აწმყოთი ცხოვრობდი და იმ ცხოვრებით ტკბებოდი, რომელიც სწორედ მისი წყალობით გაგაჩნდა. *** დღეს სამსახურში ბევრი საქმე გელოდა ამიტომ გადაწყვიტე ადრე წასულიყავი და ყველაფერი მოგემზადებინა, მაგრამ მაღვიძარას არ დაურეკავს. რისგამოც გვიან გაგეღვიძა და სამსახურში გაგვიანდებოდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად მოემზადე და ქუჩაში გამოხვედი. ტაქსი გააჩერე და მძღოლს რესტორნის მისამართი უკარნახე. მერე კი მობილური მოიმარჯვე და ლილიენს მისწერე, მოუბოდიშე, რომ დღეს ცოტა დაგაგვიანდებოდა. მძღოლს კი სთხოვე, რომ სიჩქარე გაეზარდა , მაგრამ მას პასუხი არ გაუცია. რისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევია. თავი ფანჯრისკენ მიაბრუნე და ფიქრებში ჩაიკარგე ამასთან რომის ქუჩებსაც ვერ სწყვეტდი თვალს. ამიტომაც მხედველობიდან არ გამოგრჩენია ის, რომ მძღოლმა სხვა ქუჩაზე გადაუხვია. - უკაცრავად მგონი შემთხვევით სხვა ქუჩაზე გადაუხვიეთ. მაშინვე აღელდი და მძღოლს შეცდომაზე მიუთითე, მაგრამ ის არც კი შერხეულა. - არ გესმით? არასწორი გზით მივდივართ. კვლავ იგივე გაუმეორე, მაგრამ პასუხი ისევ არ ყოფილა. მერე გაიფიქრე ალბათ ინგლისური არ ესმისო და დამტვრეული იტალიურით სთხოვე მანქანა გაეჩერებინა, მაგრამ მძღოლს არც ამაზე მოუხდენია რეაგირება. ამან კი ძალიან შეგაშინა. კარის სახელური ფრთხილად მოსინჯე, მაგრამ გაღება ვერ შეძელი. რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მძღოლს კარი ჩაეკეტა. ეს რაში დასჭირდა? მოტივს ვერ ხვდებოდი. ნუთუ ის მანიაკი იყო? რომელსაც მიზნად შენი გატაცება ჰქონდა?! უკვე პანიკა გეწყებოდა და სუნთქვის რიტმი გიჩქარდებოდა, მაგრამ არ გინდოდა ეს მას შეემჩნია. ტელეფონი მოიმარჯვე და ის ის იყო პოლიციაში დარეკვას აპირებდი, რომ მანქანამ სწრაფად დაამუხრუჭა და ტელეფონი ხელიდან გაგივარდა. მძღოლმა თავი შენსკენ მოატრიალა და ნაცრისფერი მრისხანე თვალები სახეზე შემოგანათა. - პოლიციაში დარეკვაზე არც კი იფიქრო! მგზავრობის მანძილზე პირველად დაამყარა შენთან კონტაქტი და მაშინაც დაგემუქრა. თუმცა შენ მის მუქარაზე მეტად მისმა სუფთა ქართულმა გაგაკვირვა. აშკარა იყო ის, რომ მძღოლი არიყო იტალიელი და არც უბრალო გამტაცებელს ჰგავდა. ამაში კი მაშინ უფრო დარწმუნდი, როცა მისი შავი კეპის მიღმა კაცის წითურ თმას მოჰკარი თვალი. “ ეს ხომ ის რიჟაა სასტუმროდან! “ გაიფიქრე და გადაწყვიტე ხმა არ ამოგეღო და უბრალოდ მშვიდად მჯდარიყავი. ის ფაქტი, რომ გაგიტაცეს უკვე ცხადი იყო და ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდი. წითურმა გამტაცებელმა მანქანა დაქოქა, ფანჯრის მინა ჩასწია და შენი ტელეფონი ქუჩაში მოისროლა. შენ კი ჩუმად იჯექი და შოკისგან ხმას ვერ იღებდი. მანქანა კი სწრაფად აგრძელებდა სვლას შენთვის გაურკვეველი მიმართულებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.