შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალდანის საკუთრება. (1)


3-03-2019, 20:30
ავტორი Chandelier
ნანახია 1 822

უნივერსიტეტიდან გამოსულს სწრაფად მეფეთება თბილისის მდუღარე ჰაერი სახეზე და მეც მაშინვე ჩანთაში ქექვას ვიწყებ, როგორც მახსოვს ის ორლარიანი მარაო უნდა მეგდოს ვიღაც ქალმა , რომ შემომაჩეჩა თავისუფლებაზე .
რათქმაუნდა, როცა არ მჭირდება სულ თვალში მეჩხირება და ახლა გაქრა მაინცდამაინც !
გამწარებული ხატიაშვილის კონსპექტებს ისე ვაქნევ ლამისაა ყოველ შემხვედრს თავში გავარტყა, ნუ, ჩემი სიმაღლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ უფრო კოჭებში , მაგრამ ცოტა თავს გავიმხნევებ და თავში-თქო ვიტყვი .
გადატენილ ავტობუსში ერთი მხრიდან ვიღაც ღიპიანი კაცის და მეორე მხრიდან მოხუცი ქალის გვერდით ვეჭეჭყები .
სრული ბედნიერება მაშინ ვიგრძენი ჩხუბი , რომ გააბეს და ტრადიციულად იქაურობაც ბრძოლის ველს დაემსგავსა .
ღიპიანი კაცი ნოსტალგიით ყვებოდა როგორი კარგი იყო საბჭოთა კავშირი , თავის მხრივ ბებო ახალგაზრდებს ლანძღავდა ბიჭი ბიჭისგან ვეღარ გამირჩევია და გოგო გოგოსგანო .
ჩემი გაჩერება , რომ დავინახე სწრაფად გავძვერი ხალხს შორის და ისე ჩამოვხტი მთელი ქუჩის ყურადღება მივიქციე , მე თუ ჩემმა ფარშევანგიანმა მარაომ ეგ ცოტა რთული სათქმელია .
უცბად შევვარდი სახლთან მდგარ ნადიას მაღაზიაში და ორი სავსე პარკით მშრალი კანონის დროს აშენებული კორპუსისკენ დავიძარი .
ელენეს კარი გაღებული არ ჰქონდა პარკები , რომ ნერვიულობით გამომგლიჯა ხელიდან .
-გაგიჟდი გოგო შენ ?! შენთვის მძიმის აწევა არ შეიძლება, საერთოდ არ ზრუნავ საკუთარ თავზე ?
-სიცხე ხომ არ გაქვს ? შემომიშვი სახლსა შინა და ეს კონდიციონერი გამორთული რატომაა? ან შალის ხალათი რატომ გაცვია ნორმალური ხარ ? არა , ნამდვილად სიცხე გაქვს !
ოთახში შევვარდი და ლიკუნას გვერდით დივანზე დავეხეთქე.
-კარტოშკა შემიწვით , რა.
-ახლა რაღაცას გეტყვი და არ გაგიჟდე...
-ახლა ისე მშია არაფრის მოსმენის თავი არ მაქვს, თუ რათქმაუნდა ჰიტლერი არ აღდგა მკვდრეთით , ან ჩვენს კორპუსს არ ანგრევენ , ან უნივერსიტეტიდან თუ არ მაგდებენ ...
-ფეხმძიმედ ხარ.
-ჰა ?!
გამოშტერებული ვუყურებ ჩემს წინ მსხდარ ორ დაქალს , რომლებმაც ან მართლა რაღაც მოწიეს ძალიან დიდი დოზით, ან ჰაერის დაბინძურებამ იმოქმედა, ან მზემ !
-იმ დღეს ანალიზებზე , რომ წავედით ავიღოთ იქნებ ვკვდებითო შენ , რომ თქვი მაგის პასუხები მოვიდა , ექიმმა დარეკა დღეს და ანალიზის პასუხები მოვიდა და ანანო ფეხმძიმედააო.
უცბად კატასტროფული სიცილი მიტყდება , სულ ვიცოდი , რომ ქერები სულელები იყვნენ , მაგრამ ახლა აღფრთოვანებული ვუყურებ ჩემს წინ მყოფ დაქალს , რომელიც 1 წლის წინ გათხოვდა და მას მერე ყველანაირად ცდილობს ბავშვი ეყოლოს და საბოლოოდ იმდენად ქერაა , რომ იმის ლოგიკაც კი არ ყოფნის მოტვინოს , რომ ანალიზის პასუხები აირია !
-ღმერთო , ამდენი ხანია გიცნობ და ცოტა ჭკუა მაინც ვერ გადმოგედო ჩემგან ? ადექი, წავიდეთ უნდა გადმოგინერგო მთლიანად შენი იყოს ნახევარიც არ მინდა !
დაბნეულები მიყურებენ და ვერცერთი ვერაფერს ხვდება , ღმერთო, ნუთუ ასეთი რთულია ?!
-მე კი არა სულელო, შენ ხარ ორსულად ! ანალიზის პასუხები აირია აბა ფაქტია არაფერი მიმიქარავს და საკუთარ თავთან ბავშვს ვერ გავაკეთებდი !
ჩემი ხმამაღალი ხარხარი მთელ სახლში ექოსავით ისმის , ორი წუთიც და ელენე სიხარულისგან აქეთ-იქით ხტუნავს , ნენე კი სალტოებს აკეთებს და ეჭვი მაქვს ცუდად დამთავრდება ...
-აუ , ანანო რა მაგარია ! წარმოიდგინეთ , რა საყვარელი , ლამაზი და ბუშტი იქნება !
გახარებული ელენე ეგრევე ირაკლის ურეკავს და ყველაფერს ეუბნება, ისიც სავარაუდოდ სამსახურიდან რაკეტით მორბის .
-აღვნიშნოთ , დღეს დავლიოთ !-ნენე
თავში ხელს მთელი ძალით ვირტყავ.
-ნენე, ელენე ორსულადაა.
-მერე რა?
ელენეს სიცილი უტყდება და მეც მიყოლიებს , ნენე ჯერ გაკვირვებული გვიყურებს და მერე თვითონაც იცინის , მაგრამ მაინც ვერაფერს ხვდება .
იმ საღამოს ძალიან მაგრად გავერთეთ, ენენე , ნენეუსი , ირა , ლეო და მე მთელი საღამო ვფიქრობდით რამდენ რამეს გავაკეთებდით ბავშვისთვის.
-აუ, ირაკლის დაემსგავსება !
გახარებული ელენე ოდნავ გამობერილ მუცელს ხელებს უთათუნებდა , დაახლოებით ისე მამის ძმაკაცებმა , რომ იციან ხოლმე ბიჭებისთვის ფულის ჩაცურება, ჩემ სახელზე კაი ქალებში წადიო.
-არა, შენ დაგემსგავსება .
ასე გრძელდებოდა იმაზე ჩხუბი ვის დაემსგავსებოდა და თან ერთმანეთს რომანტიკულ ბოდვებს ეუბნებოდნენ რატომ უნდა დამსგავსებოდა ან ირაკლის , ან ელენეს.
-მე დამემსგავსება, ვსო !
ამაყად წამოვიყვირე და გრეიფრუტის წვენი პირისკენ გავიქანე .

მეორე დღეს ადრე გამეღვიძა.
სარკეში , რომ ჩავიხედე კინაღამ გულმა დამარტყა და ეგრევე გადავწყვიტე , რომ სახეზე ტონალურით ევრორემონტის ჩატარება კარგი იდეა უნდა ყოფილიყო .
ქურდივით შევიპარე ელენეს ოთახში და მაქსიმალურად ვეცადე ჩემით მეპოვნა მაკიაჟის ყუთი , მაგრამ არაფრით გამომივიდა .
-ელ, ის ტონალური მათხოვე რა ცოტა ღია ფერის როა და თან ცოტა მუქი და აი ცოტა თხელი.
-ჩორტივო ზნაეტ რა გინდა , მაგრამ დაგვაძინე , რა ! -ირაკლის ბუზღუნმა მაიძულა ისევ ჩემით გამეგრძელებინა გაჯის პოვნა.
უნივერსიტეტში შესულს თვალში პირდაპირ ნენე გამეჩხირა და მეც უცბად წავედი მისკენ .
-ნენეუს , რა გაქვს ?
-ანალიტიკური ჟურნალისტიკა , შენ ?
-მეც, დღეს რაღაც დავალებებს მოგვცემს და შესრულების მიხედვით დაგვიწერს ქულებსაც.
აუდიტორიაში შესულს პირდაპირ მეჩეხება ლომაიას მჟავე სახე. ამ ქალს სულ ისეთი სახე აქვს , თითქოს მჟავე ლობიო ჭამა და ზუსტად ამ ფაქტორის გამო, ძალიან ბევრს გაუღადავია და ტვალეტის ქაღალდი მიუწოდებია გამოგადგებაო , მიუხედავად იმისა , რომ მას მერე აღარავის გვინახავს ის უბედური ბედნიერები და თან სავარაუდოდ უნივერსიტეტიდან გარიცხვაც ელოდებოდათ , მაინც სასაცილო იყო ხოლმე ასეთი სცენა .
დავალებებს გვაძლევდა ჩემამდე , რომ მოვიდა , იმედია დონალდ ტრამპის პირადი დეტალების გარკვევას არ მთხოვს და დანარჩენს რაღაცნაირად გადავიტან !
-ანანო , შენი საძიებო ობიექტი ქალდანია , ყველაზე რთული თემა შეგხვდა შენი ქულებისა და გონების მიხედვით და იმედია თავს გაართმევ.
-ქალბატონო ლამზირა, რომელი ქალდანი ?
ლომაია ისე მიყურებს , რომ ფაქტია რაღაც ძალიან უაზრო დავაბრეხვე .
-რათქმაუნდა მათე , ძალიან რთული იქნება , ყველაფერი უნდა იპოვო , უნდა გააშუქო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და თუ იმას მომიტან , რაც მჭირდება , ჩათვალე ამ სემესტრს და მომდევნოსაც ყველაზე მაღალი ქულებით ხურავ !
ღმერთო , ოღონდ ქალდანი არა ! ოღონდ ქალდანი არა , არა , არა , არა !
ნეტავ დონალდ ტრამპი მოეცათ !
როგორ უნდა მოვიპოვო ცნობები ადამიანზე , რომელიც არასოდეს არავის უმხელს პირად დეტალებს ?!
ჯანდაბა , ჯანდაბა , ჯანდაბა !



№1  offline წევრი Gemini mood

Ukvee momwons dzaan kargia didi imedebit velodebi axal tavebs da mates personaji ukve shemikvarda❤❤warmatebebs gisurveb da velodebi axal tavs uaxloes momavalshi❤

 


№2  offline წევრი -Unknown-

რაღაც განსხვავებულიაა. ძალიან მომწონს და მალე დადე შემდეგი თავი ❤️

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან მომწონს და წარმატებებიიიი გააგრძელე და არ შეწყვიტო მომწონს უკვე ისტორიიააააა

 


№4 სტუმარი ნნდ

მალე დადე რა

 


№5 სტუმარი nii

Dzalian momwons gaagrdzelw ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent