შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხუცი ბებო


17-02-2017, 13:42
ნანახია 3 190

დარაბებს მიღმა მოხუცი ბებო, წარსულის ცრემლით მომავალს ქსოვდა.
გული ტირის და დამეხმარეთო მისი თვალები არავის სთხოვდა.
სევდიან მზერას მიწისკენ დახრილს, თითქოს ამაყი იერი ჰქონდა
და მის სახელზე მტვრიან ქალაქში უფლის ცრემლები ფიქრებად თოვდა.

არ არსებობდა მისთვის ავდარი... წვიმაშიც, ქარშიც გვერდს ღმერთი ედგა,
გამოდიოდა ლუკმის საშოვნად და ქალაქს მისებრ... უცხო ხიბლს სძენდა.
სიჩუმით დაღლილს, მომჭკნარ ხელებით ტკივილით განვლილ გასულ დღეს ხევდა,
'მათხოვარი' ვარ დამეხმარეთო ვერა ბედავდა ვინმესთვის ეთქვა.

დატანჯულ დღეებს სიმწრით გათელილს წარსულის კვალი თვალებში ახლავს,
ნაწამებ მზერას, ხალხის განდევნილს დღეს მხოლოდ უფლის იმედით მართავს.
ვიღაც თავხედი ბებოს სევდიანს ჯერ გაუგონარ სიტყვებით ლანძღავს,
ალბათ არ იცის მოხუცს სხეულში თავისი ღმერთი მუდამ, რომ თან ჰყავს.

დღეს როგორც გარეთ, სულშია ბინდი, ამინდის ენით ვიტყვი, რომ - ჯერ თოვს
და ყველა დილის მოსვლასთან ერთად მოხუცის სახლში სანთლები ენთო.
გახელილ თვალებს ტირილი არ სურთ და ამდროს გუგა ცრემლებსაც ვერ თმობს,
მე ერთი მიკვირს, გავბედავ კითხვას - თუ ასე გიყვარს რად სწირავ ღმერთო?!

დარაბებს მიღმა, ხნიერი ბებო უკვე გარდაცვლილ სნეულ ქალს მოჰგავს,
გაქრა ტანჯვა და სულის წამება... გაქრა დღეების მტანჯველი გლოვა.
სამოთხის კართან ფიქრის თარეშით, ღიმილით სავსე მოხუცი მოსჩანს,
სიკეთით სავსე, თბილი თვალებით ღმერთს ხელში ჰყავს და თავისთან მოჰყავს.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

იმდენად კარგი იყო რომ ტანში დამიარა... გამახსენდა ვასილ კეჟერაძის სიტყვები რომ ყოველი შედევრის წაკითხვის დროს მას მთელ სხეულში "ბურძგლავს" heart_eyes
მეც ზუსტად ეგ დამემართა ეხლა და დარწმუნებით გეტყვი რომ ჩემთვის ეს შედევრი!!

 


№2  offline წევრი GirlFromEarth

ძალიან მაგარი ხარ❤️ოღონდ მართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent