შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #7 (+18)


3-03-2019, 20:56
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 144

7.
***


ალბათ დაღამებამდე, შემდეგ კი გათენებამდე, ასე გაუნძრევლად ვიწექით. ნახევრად ჩემს მკერდზე იწვა, ცალი ხელით ხან თმაზე, ხან ხორკლიან კანზე ვეფერებოდი. ერთმანეთს არაფრის დიდებით არ ვუყურებდით. ჩვენს შორის დუმილი გაბატონდა. იმას ვერ ხვდებოდა, რომ მისი აქ, ჩემს პატარა დამტვერილ ოთახში ყოფნა უადგილო იყო..
ადამიანს იქამდე არ იცნობ, სანამ მისი გადმოსახედიდან არ შეხედავ ყველაფერს, სანამ მის კანში და სულში არ გაჯდები და ამას როგორც საკუთარს ისე არ გაითავისებ. ნატალიას შესახებ, მგონი ბევრი არც არაფერი ვიცოდი, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო მისი სუნთქვა გამეგონა, მის ყინულის თვალებისთვის შემეხედა და თავს მშვიდად ვგრძნობდი. ალბათ ეს არის სიყვარული.. საინტერესოა, არც ისეთი ცუდი, საშინელი და მტანჯველი ყოფილა როგორც ამას გარშემომყოფთაგან ვისმენ. ალბათ სიყვარულსაც სწავლა სჭირდება. ამის შესწავლა ვაანალიზებდი ძალაუნებურად წამომეწყო, რისგანაც თავის დაღწევის საშვალებას ვეღარ ვხედავდი.
გაგონილი მაქვს, ადამიანები არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდეს და როდისო. ვატყობ, ყველა გამოთქმა, მოსაზრება რომელზეც ადრე სიცილით ვსკდებოდი ახლა კარმულად მიტევდა.
-დამიან..
ოდნავ შეირხა მაგრამ მკლავები ძლიერად მოვხვიე რომ ჩემგან არ წასულიყო. თითებით ჩემს მკერდის პირსინგს წაეთამაშა.
-ეს შენი სტილი არაა.- ჩაიცინა და თვალებში შემომხედა.
-გრძელი ამბავია- თვალები ავატრიალე და ჩამეცინა.-სკოლის ბანკეტზე, ნიკუშასთან წავაგე ნიძლავში.
თვალები მოვიფშვნიტე, იმდღის გახსენებისას მინდოდა ძალიან ბევრი მეცინა.
-ასეთი რაზე დანიძლავდით?
-ერთ გოგოზე.- ჩამეცინა და უფრო მჭიდროდ მივიკარი სხეულზე. როგორი სუსტი და მჩატე იყო.. ჩემს პასუხზე ოდნავ სახე შეეცვალა მაგრამ რისი ყინულის პრინცესაა რაიმე რომ შეემჩნია?!
-ჩემი კლასელი უნდა დამეკერა, იმგოგოს კიდე შეყვარებული ჰყოლია და ერთი ორი მითავაზა- ჩამეცინა და ცალი ხელი თავქვეშ ამოვიდე, ასე უკეთ ვუყურებდი ნატალიას.
-ანუ თინეიჯერული დრამა გამოგივლია.- სიცილში ამყვა და ოდნავ გაიმართა.
-მიდიხარ?
-ბუნებრივი მითხოვნილებები მიხმობენ -თვალები აატრიალა და თხელი პლედი ტანზეშემოიხვია.
-მაგის გარეშე უფრო ლამაზი ხარ.
გავუღიმე, ეს გულწრფელად ვუთხარი. მის ხორკლიან, არომატიან კანს, არ მომწონდა გახუნებული პლედი როგორც ფარავდა.
მაცდურად გამიცინა და ჩემი ოთახიდან გავიდა.ერთ წერტილს მიშტერებული გაღიმებული დავრჩი. ერთდროულად უამრავ რამეზე მეფიქრებოდა. უცნაური იყო, ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. ნატალია ის ქალი იყო, ვისი ჩემს სახლში ყოფნა არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც, როგორ ედებოდა მისი მძაფრი, გრილი სურნელი ჩემი სახლის ნესტიან კედლებს.
გაზაფხულის დილა იყო, ესეთი ფერადი არასდროს მინახავს ის. ვხვდებოდი ეს ყველაფერი ვისი დამსახურებაც იყო. არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ არა ეს ყველაფერი, რადგან სამყაროში ყველაფერი წარმავალია და იმის გააზრება, რომ ეს წუთებიც იხოცებიან, უკვე დრამას უდრიდა. ამიტომ ავდექი, მოვწესრიგდი და ფიქრი გვერდზე გადავდე.
სამზარეულოში გასულს, ნატალია დამხვდა, რომელიც უკვე ყავას ხარშავდა. ვგიჟდებოდი ამ არომატზე. ჩემით გაკეთება ყოველთვის მეზარებოდა. ნატალიას პლედი ოსტატურად ჰქონდა შემოხვეული სხეულზე,გვერდებში ჩატანიებული ნაჭრით დეკოლტე კაბად შეექმნა. ფეხშიშველი, გაზთან იდგა და ყავას ურევდა. მგონი, ჩემი ადგომა ვერც კი შეამჩნია.
პირველად მომინდა, გოგოსთან მივსულიყავი, მის წელზე ხელები მუცლამდე შემომეხვია და თავი მის კისერში უკნიდან ჩამეფლო. ხელები უკვე მექავებოდა, ასე რომ საკუთარ თავს წინააღმდეგობა აღარ გავუწიე და ეს გავაკეთე.
შეხტა, შეცბა, ვხვდებოდი არ ელოდა. “კეთილი იყოს შენი მობრძანება მოულოდნელობების კლუბში, ნატალია. ამას არც მე ველოდი”
ჩავიდუდუნე გონებაში და ოდნავ მოვშორდი, როდესაც გაზი გამორთო და ჩემსკენ მობრუნდა. მისტიურად მიღიმოდა და თვალებიდან ტუჩებამდე მთლიან სახეს მითვალიერებდა. პაწაწინა ხელით ნაზად შემეხო ლოყაზე და ყბის ძვლამდე ჩამოატარა. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი გასწია, მადუღარას ხელი დაავლო და ყავა ჭიქებში გადაანაწილა. იქვე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტი გააბოლა. მარლბორო შავი გოლდი, როგორც ყოველთვის. იმის თავი არ მქონდა რომ დამეტუქსა.ყავისგან ოდნავ გაყავისფრებული ტუჩები და სიგარეტი საშინლად ლამაზს ხდიდა.
ჩემი წუთიერი იდელეადან ტელეფონის ხმამ გამოგვაფხიზლა ორივე. ჩემი ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე და ოთახში გავბრუნდი.
-გისმენთ?
-ბიჭო, კლიენტი გაგიჩითე და რას იზამ, გცალია?
აჰ, რაფო. ხმაზე ვიცანი. ვინაიდან ნატალიასგან სრულიად გაბრუებულს არც დამიხედავს, ვის ვპასუხობდი.
-რაფიკ.. ხო, ოღონდ საღამოსთვის რა. სახლში საქმეები მაქვს.
- რა ხმა გაქვს? კარგად ხარ?
ჩაიცინა ძმაკაცმა.
-რა ხმა მაქვს?
წარბები შევკარი და საკუთარი თავი სარკეში შევათვალიერე. ვითომ ჩემს გარეგნობაში ვეძებდი ცვლილებას მაგრამ ეს მეც და ჩემმა მეორე თავმაც კარგად ვიცოდით, რომ გარეგნულ მხარეს არ ეხებოდა.
- რაღაც სხვანაირი. მოკლედ ექვსისთვის გამოვუშვებ.
- მშვენიერია.
წარბებზე თითები გადავისვი და შემდეგი ზარი კოტესთან განვახორციელე. ახლა ხომ ნარკო-მოვაჭრე პარტნიორი მყავდა.
-კოტე, დამიანე ვარ. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
ჩავახველე რომ ხმა ჩამეწმინდა. იქვე დადებულ მაგიდის საათს გავხედე. ისრები თეთრთმეტის წუთებს აჩვენებდა. ძალიან ადრეა ნატკოტიკზე სასაუბროდ, რა ჯანდაბაა!
-თუ იმას არ ჩავთვლით რომ გამაღვიძე, არა. რახდება ოფისი გაგიძარცვეს?
სიცილით მკითხა.
-არა რას ამბობ.
-ღმერთმა დაგიფაროს.
მის სიტყვებზე თვალები ავატრიალე. ახლა ესეც ღმერთზე ლაპარაკს მიწყებდა? ერთი მორწმუნე ისედაც მეჯდა სახლში.
-ეგ ვერ გვიშველის… მოკლედ, კლიენტი მოვა საღამოს და შენი წილიც შევთავაზო, თუ ამას შენით გააკეთებ?
-ვნახოთ, საქმეებიმაქვს. თუ მოვუსწარი მაგ შენს კლიენტს კარგია. თუ არა და, შენი საქმე იცი.
- მეწილევარ, რომ არ დაგავიწყდა?!
-ხუთი პროცენტი. კარგად მახსოვს.
დინჯად ამოილაპარაკა კოტემ. თვალები გამარჯვებულმა ავაციმციმე და ფართო ღიმილით მობილური ტუმბოზე დავაბრუნე.
შეტრიალებულს, რამის ფეხი ამიცდა და ძირს გავიშხლართე. ჩემს წინ მდგარი ქალის ყინულის თვალები მთელს ოთახს ანათებდა. წარბ-აზიდული მიყურებდა. ყველაფერი მოისმინა?!
დაბალი თმები ცალი ხელით მოვიქექე და გავუღიმე. ვიცოდი მე და ნატალიას სალაპარაკო ბევრი გვქონდა. ბევრ თემაზე, ჩვენზე და მათ შორის ჩემს საქმიანობაზე. გავიგებდი, თუ ჩემნაირ ადამიანთან ერთად ყოფნას არ მოისურვებდა.
ასე ხდება “შეყვარებულობა?”
-ჩასაცმელად შემოვედი. -სიტყვები ერთმანეთს მიაყარა და საკუთარ ტანისამოსს დაუწყო თვალებით ძებნა. ანუ გაიგონა. მაგრამ კონკრეტულად არაფერი მოხსენებია. საწოლზე მძიმედ დავეშვი და თვალით ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიყო.
-მადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ.. ვერ დავრჩები.
-ეს.. რის გამოა?
-უბრალოდ ძალიან შეგაწუხებ.
დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა.
-ნატალია, შემომხედე.
ნიკაპით თავი ავაწევინე და ოკეანესავით უძირო თვალებს ჩავაშტერდი.-შენი თვალები უკანასკნელია, რამაც შეიძლება მყუდროება დამირღვიოს.
ჩაეღიმა და მსუბუქი, უცაბედი კოცნა დამიტოვა ბაგეებზე. როგორი ტკბილი იყო!
-მაშინ თვალებს დაგიტოვებ.
მის ხმაში მხიარულება ნამდვილად იგრძნობოდა.
-არ ვხუმრობ.
წარბები ავუწიე.
-ახლა რა, დამიანე. ასე სექსი გვექნება და წავალ ხოლმე?
მხრები აიჩეჩა და უხერხულად დაიწყო ჩაცმა.
ერთიანად მოვიქუფრე.
-ზუსტად მაგიტომ. ჩემთვის მხოლოდ “სექს-თოი” არ ხარ. ერთად ვართ.
ბოლო ორ სიტყვაზე იმდენად ამაკანკალა, ვერ მივხვდი ეს ჩემი ორგანიზმი იყო თუ მიწისძვრა, რომელიც მთელს კორპუსს აყალყალებდა.
სახიდან თითქოს ფერი წაუვიდაო, მაგრამ მალევე მოედო მის სახეს კმაყოფილი ღიმილი. თავი მსუბუქად დამიქნია და ფეხსაცმელი ამოიცვა.
-მაინც მიდიხარ?
-მომწონს შენთან ყოფნა, დამიან. მაგრამ ამ მომეტისთვის ასე აჯობებს.
კისერზე ხელები მომხვია, ოდნავ თითისწვერებზე აიწია და ნაზად მომეკრო მხარზე. გულში ჩავიკარი. ალბათ მის გარდა გოგოს არც ჩავხუტებივარ ასე. ასე როგორც ნატალიასგან ვივსებოდი სითბოთი.
ოთახი მალევე დავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ნიკუშას გადავურეკე. ვთხოვე თუ რაფოსაც დაუკავშირდებოდა წამოეყვანა და ჩემთან მოსულიყვნენ.
დიდი დრო არ დაუყოვნებიათ, ერთ საათში დამადგენენ და ოფისსში ჩავედით. ოდნავ დამტვერილ მაგიდას ხელი სწრაფად გადავუსვი და ნიკუშამაც ექვს ბაკლიანი ლუდის შეკვრა მძიმედ დადო.
- რა გჟივით დამირეკე, მშვიდობა გაქვს?- იკითხა ნიკუშამ და ბაკალი გახსნა. ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა დამშრალ ყელში რამდენიმე ყლუპი.
- დილას მეც დავურეკე, კლიენტის თაობაზე და ისეთი ხმა ჰქონდა. აი ´მიკნუტებული´რა.
ახარხარდა რაფო, აბესაძეც მალევე აყვა სიცილში. მე კი სეროზული სახით ვუყურებდი ამ ყველაფერს. ალკოჰოლი რომ ალკოჰოლია, მაგისი დალევაც კი არ მინდოდა. მთლიანი ორგანიზმი ისედაც მიდუღდა ზედმეტი სპირტის გარეშე. ასეთია სიყვარული?! უბედურება მჭირს.
- ეხლა, ასეთი სახით აპირებ ჯდომას, თუ ამოღერღავ?!
- ძაან დაგაჩვიეს ამ მკაცრ ტონს სამსახურში შენ. რადღეში ხარ? - თემის შეცვლა ვცადე და ვეცადე გამღიმებოდა.
- ხო აი, თითქმის დაბადებიდან რომ არ გიცნობდე, მაგ თემის შეცვლის ხრიკს გავატარებდი. გელოდებით ეხლა, ამოღერღე.- ხელებით გამიგრძელა და ერთი ბაკალიც რაფოს გადააწოდა. საკუთარი ჩემითვე ავიღე და გავხსენი. ბიჭები, ალბათ ყველაფრის თქმას მოელოდნენ ჩემგან, მაგრამ არა სიყვარულის.
- შეყვარებული ვარ. - ამოვიბურტყუნე და მოვიყუდე. იქამდე ვსვავდი სანამ კუჭი არ შემეკუმშა. ყლუპს ყლუპზე ვუშვებდი მუცელში. თვალდახუჭული. ბიჭების რეაქციის მოლოდინში მაგრამ, მალევე გადმოაფურთხა ნახევარი სასმელი ნიკუშამ, რაფო კი რამის სიგარეტით დაიხრჩო. თავჩახრილი ვუყურებდი სიტუაციას. ორივე მე მომშტერებოდა. მე კი მათ. როგორი დაბნეულები იყურებდნენ, აბათ ახლა შესაფერის გუნებაზე რომ ვყოფილიყავი, მათი სახეების შემყურე კარგად ვიხარხარებდ და ერთ ორ ცინიკურ კომენტარსაც გავაკეთებდი.
დუმილი სადღაც ორი წუთი გაგრძელდა. მაგრამ ეს ორი წუთი ისე ძალიან შემომეწელა, მთლიანი ბაკალი ჩავამთავრე.
- რა ხუმარა ხარ დამიან- ხელი სერიოზულად აიქნია ნიკუშამ და ზედ დასხმული ლუდი თხელი პიჯაკით მოიწმინდა.
- არამგონია ხუმრობდეს, შეხედე რა სახეაქვს. ალბათ ახლა რამე ისეთი რომ ვუთხრათ, ტირილს დაიწყებს. - დამცინა რაფომ და ბიჩოკი სანაგვეში მოისროლა. თვალს არ მაშორებდა. მისმა სიტყვება მეც ამიყოლია.
- არა, მთლად ეგრეც არ ვარ.
თავი ვიმართლე და ტელეფონს დავხედე.
- თინეიჯერ ბიჭს გავხარ. რაიყო, ამოწმებ მოგწერა თუ არა? - ჩამეძია სიცილით ნიკუშა და მხარი გამკრა.
- არა, მაგას არა. ნახევარ საათში კლიენტი მოვა. თუ გინდათ დარჩით. ხელს არ შემიშლით. ბევრი ბევრი, კოტე გამოვიდეს და თქვენზე კითხვები დამაყაროს. აქ ძაღლს რა უნდაო. არ გეწყინოს ნიკუშ.- თავი მოვისაწ...., ბოლოს კი კბილებიც გამოვაჩინე.
- ეხლა სიტყვაც აღარ ამომაღებინო! მთელი ცხოვრება ჩემს სამსახურს უნდა კბენდე?
- შენი სამსახური ჩემნაირ ხალხზე ნადირობს. კარგი ყნოსვა აქვთ, მაგრამ აშკარად უსუნო ვარ.
გავეკრიჭე და სიგარეტს მოვუკიდე.
- ვინარის ეგ სასწაული, ასე რომ მოალბო შენი გული?- ჩამეძია რაფო.
- ყველაზე კარგი გულის გოგო, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს.
- მე კიდე, მეგონა ჩვენს ყინულის პრინცესაზე ამბობდი.- თვალები გაუფართვდა ნიუშას.
- ყინულის პრინცესა? ეგ ვინღაა?- დაიბნა რაფო და თმები აიქექა.
მათ შემხედვარე, ახლა ნამდვილად ვეღარ შევიკავე სიცილი და კარგად გადავიხარხარე. როგორ მიყვარდნენ ჩემი ბიჭები. ისიც ძალიან მიყვარდა, ჩემი ამბისგან ასეთი დაბნეულები რომ იყვნენ.
- კი ნიკუშ, ზუსტად მაგაზე ვამბობ. - ხმადაბლა ამოვიბურტყუნე
- სახელი არ აქვს?- წარბი აუთამაშდა რაფოს..
- ნატალია- ერთხმად ვუპასუხეთ მე და აბესაძემ. ოღონდ ჩემგან განსხვავებით ყინულის თვალებას სახელს მთელი მისი ჰაერი გააყოლა. ეს ამოხვნეშვას გავდა. ვიცოდი რომ ნიკუშას ნატალია დიდად არ მოსწონდა.
- მაგაზე ამბობ, კარგი გულის პატრონიო?- თვალები შუბლზე აუვიდა ძმაკაცს- აი რაფაელ, გეფიცები, ეგ გოგო რომ ნახო, თვალებით გაგყინავს. პროსტა ვერ დაიჯერებ რომ კარგი გულის პატრონია, თუ რაღაც მსგავსი. ზედმეტად ცივია.
- ასეთი განსაკუთრებულია?- აღტაცებულმა თვალები დამიბრიალა რაფომ .
- კი, არის, და მგონი ერთადაც ვართ. და ნიკუშ გთხოვ. მართლა კარგი გოგოა.
- კი, იმდენად კარგი გულის პატრონია, თავის ბრაზს ტყვიების სროლით უშვებს გარეთ.
- რა ტყვიები?
ვხვდებოდი რაფაელი, ჩვენ სამს შორის ყველაზე დაბნეული იყო. ნაკლები ინფორმაციის გამო. მის სახეზე უფრო და უფრო მეცინებოდა.
- არაფერი ისეთი, ბოდავს აბესაძე- ხელი ავიქნიე ნიკუშაზე და რაფაელს გავუგრძელე ახსნა- ერთდღეს ცუდ ხასიათზე იყო და ნიკუშას იარაღიდან ერთი ორი გავასროლინეთ. მოეშვა.
- ტემპერამენტიანი გოგო გყოლია- გამიღიმა რაფომ და თავისი სასმელი მოსვა.
- ნამდვილად არის, ვერ შეგეწინააღმდეგები- გვუცინე ძმაკაცს.
- რაღაც ფრთხილად იყავი, ეგ ტყვიები ერთხელაც შენ არ დაგახალოს - გამომესარჩლა ძმაკაცი. მისი სიტყვები უკვე გულზე მხვდებოდა. ადრე როცა ნატალიაზე ასე საუბრობდა, რეაქცია თითქმის არ მქონია. მაგრამ ახლა.. როცა უკვე გრძნობები გამაჩნდა, რომელსაც სიყვარული ერქვა, მაგრამ ამას მე ვერ ვამბობდი ხმამაღლა. გულს რაღაცნაირად მტკენდა.
ცუდია, როდესაც შენთვის უახლოეს ადამიანს, მეორე შენთვის უახლოესი ადამიანი არ მოსწონს. ამისთვის რამე უნდა მომეხერხებინა.
- ამდღეებში, თუ გინდა შენც გაგაცნობ, რაფო.
- აუცილებლად, ძალიან მაინტერეებს, მაგ გოგოს რა აქვს ასეთი, რომ აბესაძეს ვერ აუტანია.
***

- რა კარგია, ყველაფერი გეგმის მიხედვთ მიდის!- შემოჰკრა ტაში კოტემ და ჩემს სავარძელზე გადაწვა.
- ეგ ჩემი ადგილია- თითით მსუბუქად ვანიშნე. სახე შეეცვალა, წარბი აიწია და დინჯად წამოდგა. თვითკმაყოფილმა გავიღიმე. არვიცი რატომ. ამდენი თავდაჯერებულობა ერთ დღეში, ჩემთვის უცხო იყო. თითქოს ამას იმის ცოდნაც მმატებდა რომ ნატალია მყავდა გვერდით. ვუყვარდი. გამიგია, ქალი თუ შენთვის საჭმელს ამზადებს, თანაც გემრიელს, ნამდვილად უყვარხარო. ამაში ახლა ვრწმუნდებოდი. ვიცოდი, მისთვის რომ დამერეკა, აშინვე ჩემთან გაჩნდებოდა.
- ოჰო, რამ წამოგიარა, დამიანე?!
- არაფერი, შეგახსენე უბრალოდ რომ აქაურობის მეპატრონე მე ვარ.
მხრბი ავიჩეჩე.
- მერედა არ გინდა რომ მომყიდო? აბა სერიოზულად დაფიქრდი. ახალგაზრდა ბიჭი ხარ. რათ გინდა ცხოვრებას ამად რომ იქცევ.
დანაოჭებული თვალები ჩემს სარდაფს მოავლო და შემდეგ მოისრისა. ვგრძნობდი ისედაც აყროლებული ჰქონდა ფილტვები და ახლა სიგარეტით, უარესად უმატებდა. ეს არ მანაღვლებდა. უბრალოდ თითქოს გამჭირვალეს ვხედავდი და ზიზღის გრძნობა მემატებოდა. თავიდანვე ხომ კოტემ ჩამითრია ამ საქმეებში.
- აი მაგ პათხალიამობებს მოეშვი. ჩემს მომავალზე ოდნავაც რომ გეღელვა, 18 წლის ბიჭი რომ მოგადექი, მაშინ არ გამიშვებდი ნარკოტიკის გასაყიდად.
- კარგი, გამომიჭირე.- ხელებიჰაერში დანებების ნიშნით ასწია. პირი გააღო, რომ კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ დავასწარი.
- არა კოტე, ეს არც განიხილება. სარდაფი ჩემია. არ იყიდება.
- ერთი მიზეზი მითხარი, დამიან. რატომ?
- ამის გარდა არაფერი გამაჩნია.- ´´ნატალია გამაჩნია´´ დავამშვიდე საკუთარი თავი, ღრმად ამოვისუნთქე და განვაგრძე- ეს საქმე არც მაწუხებს დიდად, როგორც შენ ხარ ამით შეპყრობილი. ასერომ, მომეშვი ახლა.
ხელი ავუქნიე. იმედია მიხვდებოდა, რომ მისი წასვლის დრო იყო.
- იფიქრე დამიან, შემოთავაზება ყოველთვის ძალაში იქნება. მომწონს ეს ადგილი.
იატაკიდან ჭერამდე, თითო კუთხე აათვალიერა, ცივი ჰაერი ორთქლად გამოუშვა და კიბეები დინჯად აიარა.
***


´´თუ ოდესმე ვინმე შემიყვარდება მასთან სულ სხვანაირი სიყვარული მექნება.,..არ ვიეჭვიანებ არცერთ მის მეგობარზე .უკანა რიგებშიც აღარ ვიპოვოთ საკუთარ ადგილებს და არც წუთში სამოცჯერ გავუმეორებ, რომ მასზე ვგიჟდები.

ჩემი ადამიანი მთლიანად ჩემი იქნება და მე მასზე ყველაფერი მეცოდინება.. მეყვარება ის თავისი ნაკლოვანებებით. ყოველ დღე საქციელებით ვაგრძნობინებ ,რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
აუცილებლად ბევრს ვიცინებთ ერთმანეთის ნათქვამ სისულელებზე და შუა ღამეს, კორპუსის სახურავზე გულაღმა დაწოლილი ვეტყვი, რომ არ მინდა, გათენდეს.
როცა მოვიწყენ, და დარდი შემომაწვება დავურეკავ და აუცილებლად შევახსენებ, რომ მისი ხმა თებერვლის ყველანაირ სუსხიან დღეებს ათბობს.
თუ ვიჩხუბებთ და დამნაშავე მე ვიქნები ჯიუტად მის ზარს არ დაველოდები…მე დავურეკავ და სულ არ ვიფიქრებ, რომ პირველი ნაბიჯი მისი ვალდებულებაა.ვეტყვი, რომ ბედნიერი ვარ მისი არსებობით და ყველა ის წუთი, როცა ტანსაცმელჩაცმულებს ერთმანეთის გვერდით, გულაღმა გვეძინა, ყველაზე, ყველაზე სუფთა და ბედნიერი იყო.
ღამის 4 საათზე ფინჯანი ჩაით ხელში აივანზე გათენებამდე ვისხდებით და ერთმანეთს ჩვენი განვლილი ამბების შესახებ მოვუყვებით . გულწრფელად ვისაუბრებთ და მოვუსმენთ არა ვალდებულების,არამედ ინტერესის გამო და მაშინ, ის დრო, რაც ერთმანეთის შეხვედრამდე გვქონდა გატარებული, დაკარგულად აღარ ჩაითვლება.
როცა რაიმეზე ბრაზი შემომაწვება არ ავვარდები, გულში დავითლი და უნებლიე წყენა ათ თვლამდე გამიქრება.
ჩემს ადამიანს არასოდეს არ ვეტყვი ,რომ მე ის მიყვარს´´..

- საკამრისია!
ხმამაღლა დავუყვირე საკუთარ თავს და უაზრო პრესა გვერდით გადავდე. კაფეში შევეთილი საკუთარი ფინჯანი ყავა დავაბოლოვე და საზურგეს მივეყრდენი. ახლა ვხვდებოდი სულ ხელუხებლად, დამტვერილი რატომ ეყარა ეს პრესის უაზრო გაზეთები. აქ ხომ ათას სისუელეს წერენ. მაგაითა იმას, რაც წეღან წავიითხე.
მომდევნო კლიენტის მოლოდინში რამის მეორე ჭიქაც შევუკვეთე. მაგრამ გადავიფიქრე, როდესაც წინ კაპიშუონ წამოფარებული თვრამეტ-ცხრამეტ წლამდე ასაკის ბიჭი მომიჯდა.
- მალე მომეცი რა- ერთიანად კანკალებდა. თან ჩურჩულებდა. ეს არ იყო ლომკისგან გამოწვეუი ნერვიულობა. სხვა რამეში იყო საქმე.
- კარგად ხარ?
ვკითხე და ვეცადე მისთვის თვალებში შემეხედა.
ხა არ გამცა. ისევ ჩემს მოქმედებას ელოდდა, რომ მოსაწევს გადავაწვდიდი. მოსაწევი ლომკას არ იწვევს ახლაღა გამახსენდა.
- ბიჭუნავ, რაგჭირს?
- არ ვარ ბიჭუნა. უბრალოდ მომეცი. მეჩქარება!
მაგიდაზე ხელით მოკუჭული ორმოცდაათლარიანი დამიგდო და ხელი გამიშალა.
ღრმად ამოვისუნთქე და რაც სჭირდებოდა გადავაწოდე. წამებში აორთქლდა.
რა სჭირდათ ამ თინეიჯერებს.. რამდენ კლიენტს შევხვედრილვარ, მაგრამ მაინც თითოეული თუარა ხუთიდან სამი ახეხებდა თავიანთი განსაკუთრებული და აუხსნელი ქცევის გამო ჩემი ყურადღების მიპყრობას. ამ ბიჭში კი საკუთარი პატარა თავი დავინახე. ჯანდაბას მოსაწევი, ამას მეც ვაკეთებდი მის ასაკში. და ახლაც წელიწადში ორჯერ ალბათ. დაბადებისდღეზე და ახალწელს. გააჩნია, ნიკუშას თანამშრომლები თუ არ გვეხვეოდნენ ხოლმე თავს.
ბიჭს სერიოზული წამალი რომ შეეკვეთა, ალბათ არ მივცემდი. ამწარდებოდა მაგრამ ჩემხელა რომ ახდებოდა, ალბათ გამიხსენებდა და მადლობასაც მეტყოდა...
ნატალია უნდა მენახა. თაამად ვუმეორებ ჩემს თავს- ჩემი გოგო- უნდა მენახა. სიამაყით ავსავსე წამოვდქი, მისი ნომერი მოვძებნე და გადავურეკე.
სისულელე იყო ის სტატია რაც წავიკითხე. სიყვარული ასეთი არარის, როგორსაც აღწერენ. მე უფრო სხვანაირად მიყვარდა ნატალია. და რახან უკვე მან ჩემი თავი დაისაკუთრა, თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ როგორღაც ამეხსნა საუთარი შავი საქმიანობა.



გელით!



№1  offline წევრი elene2619

დამიანე არის სასწაული ბიჭი თავისი დიდი მინუსებით და ასე შემდეგ მაგრამ მაინც სასწაულია relaxed შეუყვარდა "ყინულის პრინცესა" და რა ქნას...
არ ვიცი მე მინდა რომ ნატალიაც იგივეს გრძნობდეს თუ ისტორია მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას მაგრამ ფაქტია რომ სასწაული წყვილი იქნებიან...
მალე მინდა რომ გავიგო ვინ იყო ის ადამიანი ვის გამოც ამხელა შურისძიების გეგმა დასახა რაფომ (ანუ დეტალები მაინტერესებს და რამდენად იყო დამნაშავე მაგ ამბავში დამიანე).
ნუ მოკლედ ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes
ვიცი რომ გაურკვეველს არ დატოვებ არაფერს და რა ვქნა რომ ვერ ვითმენ pensive scream joy
მოკლედ გელოდები ახალი ცხელ-ცხელი თავებით heart_eyes

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სიყვარული გვადებილებს ზოგჯერ ხალხს, რას ვიზამთ:დ ❤️❤️
elene2619
დამიანე არის სასწაული ბიჭი თავისი დიდი მინუსებით და ასე შემდეგ მაგრამ მაინც სასწაულია relaxed შეუყვარდა "ყინულის პრინცესა" და რა ქნას...
არ ვიცი მე მინდა რომ ნატალიაც იგივეს გრძნობდეს თუ ისტორია მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას მაგრამ ფაქტია რომ სასწაული წყვილი იქნებიან...
მალე მინდა რომ გავიგო ვინ იყო ის ადამიანი ვის გამოც ამხელა შურისძიების გეგმა დასახა რაფომ (ანუ დეტალები მაინტერესებს და რამდენად იყო დამნაშავე მაგ ამბავში დამიანე).
ნუ მოკლედ ძალიან მომწონს ეს ისტორია და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes
ვიცი რომ გაურკვეველს არ დატოვებ არაფერს და რა ვქნა რომ ვერ ვითმენ pensive scream joy
მოკლედ გელოდები ახალი ცხელ-ცხელი თავებით heart_eyes

 


№3  offline წევრი -Unknown-

აუუუუ ძალიააან ძალიააან მაგარიაააა.. მალე დადე❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

შევეცდები ????❤️
-Unknown-
აუუუუ ძალიააან ძალიააან მაგარიაააა.. მალე დადე❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent