ასოციაცია (სრულად)
-ასოციაცია ვითამაშოთ რა,აი ანბანის მიხედვით.–ანანო მოულოდნელად ფეხზე დგება და,აღტაცებული გვიყურებს. ისეთი მთვრალია,ბარბაცებს და ისევ სავარძელს უბრუნდება. 7 იანვარია,შობა შემოგვათენდა და, დაყინულები ყველა ერთმანეთს ვეკვრით. –ამ შობას რა ასოციაცია აგიტყდა?!–მარი არყის ჭიქასაა ჩაფრენილი და გვერდულად უყურებს აწითლებულ ანანოს. ვერც ახალმა წელმა,ვერც არაყმა და, ვერც ჩაკიდულმა ვერ დაათბო მათი ურთიერთობა. მეც,განტევების ვაცს,მომბეზრდა მათ შორის ყოფნა,ვოხრავ და, დივნიდან ვდგები, ანანოს პირისპის ხალიჩაზე ვჯდები. –მიდი აბა,გისმენ.–ვეუბნები და,ენერგეტიკულს და არაყს ვწრუპავ. არც მე ვარ ფხიზლად, საღამოს მერე გაუჩერებლად ვსვამთ, სახელად შობას აღვნიშნავთ, ისე კი, თეთრი შარფის ჩასაგდებად შევიკრიბეთ ყველა გიოსთან. როგორმე,მთელი დღე რომ გვესვა და,ჩავწოლილიყავით სასმელში, ანანო და მარი უნდა შეგვერიგებინა. ანანოც მალევე მხიარულდება და, ჩემიდან ვიწყებთ. ის ერთადერთია სამეგობროში, ვისაც სასაუბრო,სამხიარულო,სათამაშო–არასდროს ელევა. –ოღონდ რაც პირველი მოგადგება გონებაში ის უნდა თქვა,ფილოსოფია–ეგზისტენციის გარეშე რაა!–ტაში შემოკრა და დავიწყეთ. ისეთ ჭ....ტვაში ვარ, ვთბები. ამხელა ბინაში, რატომღაც, ყველაზე პატარა ოთახში ვიკრიბებით ხოლმე 10 კაცი და, ვინ სად, როგორ, ვის აზის ვერ გაარკვევ. მეთერთმეტე,გარეშე პირიც გვახლავს,რატომღაც,ახალი წლის მერე,მეშვიდე დღეა, ისე შემოიჭრა ათეულში,არ გვეზედმეტა არავის, ბუნებრივად გავმრავლდით. მეთერთმეტე გოჭს–როგორც ანანომ შეაქვა–დათუნა ერქვა,გიომ ასე გაგვაცნო,მაგრამ,დათოს ვეძახდით თითქმის ყველა, გიოს ბავშვობის მეგობარი იყო, უბრალოდ,ყველას გვიკვირდა, აქამდე რატომ არ ჩანდა და, მხოლოდ მეშვიდე დღე რატომაა,რომ გავიცანით. ფიზიკურად,თორემ, დათუნას სახელი გიოს მაგალითად სულ ენაზე ეკერა და რამდენჯერ გავბრაზებულვართ ვინიცის.. მე,ეგოისტობის მომენტი მქონდა,ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა და,ყველამ იცის,რაღაც თუ დავიჩემე,იქ სრულდება ყველაფერი. ა–ანანო იწყებს და იმწამსვე ერთადერთი ასოციაცია მიტივტივდება. –ასმათი–დედაჩემი!–მეღიმება და,მუღამში შევდივარ. ბ–ბალუ.–მიყვარს ეს ანიმაცია. გ–გვირილა.–ვუყვარვარ,არ ვუყვარვარ–მეცინება და ,უკვე ყველა ინტერესით გვისმენს, ანანო ეშხშია,ფეხზე დგას და, ტკვარცალებს. მარისაც ულბება სახე. დათუნა ცოტა მოშორებით,პატარა ოთახში რამდენადაცაა ეს შესაძლებელი,დგას და,გვიყურებს. დღეს საერთოდ არ დაულევია,ტაიმ აუტი ერთ დღიანი,თორე,ცეროზი მეწყებაო,გამოგვიცხადა და,მაყურებლის როლშია. დ–დათო!– მცდება და ყველა მისკენ ვიხედებით.. ისე მწარედ ვიკბინე ენაზე,ტკივილისგან სახე ამეშალა. მას მხოლოდ ეღიმება და, რეპლიკის გარეშე ვაგრძელებთ. ამოვისუნთქე, ათას პლუს კიდევ ერთს ვუმატებ–უხერხულობას ამარიდა და,ვითომც არაფერი,არ შეიმჩნია.. ე–ელარჯი.ღმერთების საჭმელი.–სახე მებადრება და მთლიანად ვცლი სასსმელს. ენერგია ყველას გადაედო. ვ–ვინსენტ კასელი.ჩემი ოცნების მამაკაციი!–ვიწელები ელარჯივით და თვალებს ვაჟუჟუნებ,ყველამ იცის,ვინსენტზე რომ ვგიჟდები. ამასობაში,დათო გაზავებულს მაწვდის და, ღიმილით ვართმევ. ვწრუპავ. ზუსტად ისეა შეზავებული, როგორც მე მიყვარს:ორი არაყი,ნახევარი ენერგეტიკული და ერთი თხელი ნაჭერი ფორთოხალი. იდეალურია. მასაც ეღიმება და თვალს მიკრავს. ზ–ზეთისხილი–მეზიზღება! თ–თავისუფლება–ხელებს რამდენადაც შემიძლია ვშლი. ამასობაში,მარის გაბრაზება სრულიად ეშლება სახიდან. ანანო ისევ ფეხზეა და პაუზებზე თითოს სვამს. დათომ ფანჯარასთნ გადაინაცვლა და ეწევა. უხდება. გასაგიჟებლად უხდება მოწევა. საერთოდ, მგონი, მეშვიდე დღეა აფსოლუტურად ყველა მავნე–მარგებელი ჩვევა აკვდება. ი–იამაიკა.ისე არ მოვკვდები,მანდ რომ არ წავიდე.–მტკიცედ ვამბობ. დათოს ეღიმება,რატომ–არვიცი.. კ–კოდალა.–მეთვითონ მეცინება ასოციაციაზე და ყველა მყვება. გიო თავის გონკებშია ისევ. ტყუპებს ისე მიეძინათ,ბომბი რომ ააფეთქდეს,მაინც ვერ გაიღვიძებენ. ლ–ლომი–ჩემი ზოდიაქო.–მეღიმება და ვსვამ. მ–მშია!–სიტყვა რომელსაც ყოველთვის ვამბობ! ნ–ნენე..–ჩემ შვილს დავარქმევ..–გაუცნობიერებლად ვიხედები დათოსკენ. იღიმის..–კმაყოფილი მზერააქვს. რატომ–ისევ არ ვიცი. მომენტალურად ვარიდებ თვალს. ანანო ისე დათვრა, ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა ო–ს შემდეგ და ფარხმალი დაყარა. დალევის მის მაქსიმუმს რომ მიაღწევს, მთელი სანახაობა მერე იწყება ხოლმე და, 11 კაციდან შვიდმა,თავი შევიმაგრეთ. თამაში ვიღას ახსოვდა, ანანო უკვე ჩაწითლებული თვალებით ედგა თავზე მარის და, ასაფეთქებლად გამზადებულ ბომბს გავდა. ჩუმად გამოვლაგდით ყველა ოთახიდან, ტყუპების გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა, ასეც და ისეც,ვერაფერს გავაგონებდით და, იქვე დავტოვეთ. დიდ ოთახში მოვეწყვეთ. ჩამთბარს მალევე შემამცივნა და გიოს ჩავეხუტე. აღარ მესიჯობდა. –აღარ იტყვი ვინაა??–შემომიტია ჩემებურებმა. წარბაწეულმა გავხედე. დათოს ისევ ჩაეღიმა, ეს მთელი დღე რატომ იღიმის? ნერვები მომეშალა. –ჯერ ადრეა.–თვალს მიკრავს. –თუ ადრეა მე წავედი.–გაბრაზებული ვდგები და შემოსასვლელში გავდივარ, პატარა ოთახიდან სლუკუნის ხმა გამოდის, მეღიმება, გვეღირსა, შერიგდნენ! ვიცმევ და გავდივარ. ისეთი სიცივეა, მაკანკალებს. გიოდან ახლოს ვცხოვრობ, ფაქტობრივად, 5 ბინის შემდეგ, ხუთასი ნაბიჯიც არაა, მილიონჯერ მაქვს გადაზომილი, ბავშვობიდან დღემდე. ქუდი ჩამოვიფხატე და დუტის კაპიუშონიც დავიხურე. საშინლად ყინავს. –კარგი გოგოა,გიოს დიდი ხანია მოსწონს.–მეათე ნაბიჯზე დათოს ხმა მესმის. ნაბიჯები ოდნავ შევანელე და რომ გამითანაბრდა,გვერდულად გავხედე. ისევ იღიმოდა. –შენ რატომ იცი და მე არა?–ვბრაზდები,საშინლად! –ასეთი ეგოისტი რატომ ხარ?–გულწრფელად მეკითხედა და ინტერესიან მზერას მავლებს. ვწითლდები. ჩემს ეგოისტობაზე თითქმის არავინ საუბრობს,პირდაპირმა კთხვამ დამაბნია. უპასუხოდ ვდგამთ ოციოდე ნაბიჯს. მე ჩემს ხასიათზე ჩავფიქრდი, ის,არვიცი.. სახეზე ისევ ინტერესი ეხატა და კიდევ რაღაც, სითბოს მსგვსი. მერე ფიქრს ვწყვეტ და, ნაბიჯს ვაჩერებ. –ო.–ვუბრუნდები და , მის დაბნეულ სახეზე მეცინება. ცოტათი გავთბი. წამის შემდეგ სახე უნათდება და, ასოციაციას გაწყვეტილიდან ვაგრძელებთ. –ოოოოო–ეცინება და, მთელი სახე უბრწყინდება. ღიმილი ჰოდა,სიცილიც გასაგიჟებელი აქვს... გავაფრენ რა!. პ–პოპკორნი.–იღიმის და გზას უყურებს.–შენ გიყვარს? –კი,ოღონდ ტკბილი. –მაშინ, ხვალ,პოპკორნზე გეპატიჟები.–წამით ჩერდება და ჩემს რეაქციას ელოდება. ვუღიმი და , ნაბიჯებს ვაგრძელებთ. კმაყოფილებისგან სახეს ვერ უყრის თავს,მისი აღტაცება მსიამოვნებს და, ვთბები. ჟ–ჟირაფი...–მის ასოციაციზე სიცილს ვერ ვიკვებ და გულღიად მეცინება.. –რატომ დამცინი,ისეთი ასოა,სხვა ასოციაცია ფაქტობრივად არ მიჩნდება.–თვითონაც იცინის და, მკლავზე მეხება. ფრთხილად ჩამოაქვს თითები მტევნისკენ და, ისეთი გაყინულია, გამაკანკალა. წამით შემეხო თითებზე, უცებ გასწია, ალბათ სახეზე ფერი რომ დავკარგე,მანაც შეამჩნია და, დისტანცია დააგრძელა. მომდევნო ასო კიარა,რაც მანამდე ვიაუბრეთ, ისიც ამომიფრინდა გონებიდან. არ მიყვარს როცა ვიბნევი,თან ბიჭთან და თან რომ მეტყობა.. სახეს კაშნეში ვრგავ რომ მისი მზერა ავიცილო და ჩემს სახლს სიტყვის გარეშე ვუახლოვდებით. მზერით მემშვიდობება და, მიდის.. მის სიარულს წუთი ვკვირდები. წელში გამართული, ამაყი, მედიდური ნაბიჯებიაქვს. უკან არ მოუხედავს,ალბათ გრძნობდა რომ ვუყურებდი და, უხერხულობა ამარიდა. ისევ! შემოსასვლელში ვტოვებ ყველა ნივთს და, ფრთხილი ნაბიჯით შევდივარ ჩემს ოთახში. გახდაასაც ვერ ვასწრებ,ოთახში დედა რომ შემოდის. –მოხვედი დე?–უძინარი სახე აქვს, დაღლილი. –ისევ არ დაგიძინია?–ხმაში საყვედური მეპარება,თუმცა,მისი მზრუნველობისგან გული მილღვება. მიახლოვდება და მკოცნის. –ხომ იცი არა? სანამ არ მოდიხარ,ვერ ვიძინებ.–მიღიმის და, მშვიდი სახით გადის. ვწვები. ოთხში სითბოა,მაგრამ,მაინც ვკანკალებ. მთელი შვიდი დღე მიტრიალებს ალკოჰოლით გაბრუებულ გონებაში და, ვერ ვხვდები, როდის დაიწყო მისი შეხებისგან გამოწვეული ჩემი აღელვება. თუმცა, ეს პირველი იყო. პირველი პირდაპირი კავშირი! გამაჟრჟოლა. განვლილი დღეების კადრებში ვიძირებოდი, ტელეფონი რომ ანათდა და გამოვფხიზლდი. შეტყობინება იყო მოსული დათოსგან. წარმოდგენა არ მაქვს,როდის ჩავიწერე მისი ნომერი. სანამ გავხსენი,ლამის მოვკვდი. –„რ?“–მხოლოდ ერთი ასო და, ისე გამეღიმა, ბედნიერებისგან ავივსე. –„რატომ?“–რაც ამომიტივტივდა გონებაში,ის დავწერე, სიცილის სმაილების შემდეგ, ისევ მომწერა. –„ს?“ –„საუბარი–გულწრფელი“–შენ?“ –„სიცილი–გულღია და,სიმშვიდე–სიცილისგან გამოწვეული“–მპასუხობს და, თვალები მიფართოვდება.. –„ტ–ტაო–სიცილის შემდეგ,სხეულში დავლილი ელექტროდები“ შეიძლება გავგიჟდე. ღრმად ვსუნთქავ და, ბოლლო ორ შეტყობინებას მეათედ ვკითხულობ. –„შენ“–რომ დავუგვიანე,მწერს. –„ტ–ტკბილი..სნიკერსი..–გული რომ დავიმშვიდო,დამუხტულ ატმოსფეროს ვანეიტრალებ ჩემი ჭკუით. ისევ მიცინის, წარმომიდგენია, როგორ დაჰყურებს ეკრს და მაციებს... სააბანში უფრო მჭიდროდ ვეხვევი. უჩვეულო,მოულოდნელი,წარმოუდგენელი დიალოგისგან უკვე თავბრუ მეხვევა. პასუხს აგვიანებს. ტელეფონს დავყურებ,თუმცა,აღარ ანათებს. ვბრაზდები. უკმაყოფილოდ ვდებ ტუმბოზე ტელეფონს და, თვალებს მაგრად ვხუჭავ. 10 წუთის შემდეგ, როცა უკვე აღარაფერს ველი მისგან, ტელეფონი რეკავს. ისე ვარ გაორებული, ვერ ვთიშვ და, ვერც იამას ვბედავ,ავიღო. წუთის შემდეგ,შეტყობინება მომდის. –„უ–უპასუხე“ ბალიშში თავს ვრგავ და, ისევ ანათებულ ტელეფონს ყურადღებას აღარ ვაქცევ,თუმცაა,სულ რამოდენიმე წამით. მერე ვიღებ და, მეღიმება. დადებითი ემოციებისგან მაკანკალებს. –გამარჯობა!–სიცილნარევი მისი ხმა მესმის და , მეც მეცინება. თვითონაც დაბნეულია.. წუთით ვჩუმდებით ორივე. არ ვიცი რა ვთქვა, თუმცა, უხერხულობას არ ვგრძნობ, პირიქით, დავმშვიდდი და, გაღიმებული ველოდი, როდის გააგრძელებდა. –ფ–მისი ხმა მესმის და, ვიბადრები. –ფერები–ფერადი.–ღიად ვპასუხობ და მისგან ველოდები. –ფიქრი–ბოლო ერთი კვირაა შეუწყვეტელი...–მპასუხობს და, ისევ ვიძაბები,თუმცა,სასიამოვნოდ. დავიმუხტე. ღრმად ამოვისუნთქე და , თვალები მაგრდ დავხუჭე.. ასე თუ გააგრძელა,გავგიჟდები! –ქ–მაფხიზლებს. –ქალთევზა.–ვპასუხობ და,მის სიცილს გარინდული ვუსმენ.–შენ? –„ქემელი“–ბოლო 5 წელია მაგას ვეწევი.–ეცინება და, ხმით ვხვდები, უკიდებს. გამაკანკალა. კატასტოფულად მომინდა მოწევა. მერე რაღაც ხმა მესმის და, მხოლოდ მაშინ ვხვდები, აქამდე საჭესთნ რომ იჯდა და, ახლა, გადავიდა. –საჭესთან იყავი და ისე მესაუბრებოდი?–ხმაში პანიკა ისე გამეერია,ვერც გავაცნობიერე. მთელი ცხოვრებაა გიოს ამაზე ვეკამათები, ვერ ვიტან,როცა საფრთხეს იქმნიდა და, მართვასთნ ერთად საუბრობდა. ახლა, ამწამს, ძალიან ავნერვიულდი და, წამოვჯექი. თვალებიდან ცეცხლებს ვყრიდი, ალბათ მიხვდა ჩემი ხასიათის ცვლილებას და, მომიბოდიშა. –ბოლო თერთმეტი ასო ისეთია,მარტო საჭმელ–სასმელი მახსენდება.–თავადაც ეცინება და,მეც მაცინებს. –მგონი,ვიწყებთ,არა?–რომ არაფერი ვუპასუხე, ისევ თვითონ დაიწყო. სუნთქვა შემეკვრა. გავიყინე. ასოციაციიდან–დასაწყისამდე და, მხოლოდ შვიდი დღე იმისთვის, რომ, სტარტი აგვეღო? სიგიჟეა.. კატასტროფული სიგიჟე.. ისევ ვდუმდი და, ისევ თანხმობა იყო.. –ა?–სულ,პირველიდან დავიწყე და, გავირინდე. სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი, ალკოჰოლისგან თავი ასე მარტივად,ასე სწრაფად,არასდროს დამიღწევია.. ერთდოულად ბოლო დღეებია ძალიან ბევრ რამეზე ავირიე–დავირიე–დავლაგდი და,კვლავ–ავირიე. სიჩუმე წამიერი იყო, მერე მისი პასუხიც გავიგონე.. –ანასტასია!–ყველაზე ლამაზი სახელი დედამიწაზე! _____ მოგესალმებით. თავისუფალი და მსუბუქი,ერთადერთი დღის აღმწერი,პატარა,ლაკონური მინდოდა გამომსვლოდა და, იმედია, გამოვიდა. ხანდახან, ათში თუნდაც ერთი, ასეთი უნდა იყოს.| მხოლოდ ღიმილს რომ მოგგვრის და, ფიქრებისგან განგათავისუფლებს.. გამომივიდა?–შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც, მაგრამ,იყოს ეს ასე...| ჰო და, ბოლოს,თუ სურვილი გაქვთ,თუნდაც 10 ასოს ასოციაცია დაწერეთ. სახალისოა და საინტერესო,ვცადოთ. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.