შავი გული (დასასრული)
_საგამოძიებო განყოფილებაში დაიბარეს ბატონი სანდრო, დაკითხვა ლევანს უნდა ჩაეტარებია რადგანაც ოთო სადღაც გაუჩინარდა. არაფერი დაუბარებია, მობილურიც გამორთული ჰქონდა..სანდრო თბილისში იყო და ნახევარ საათში გამოცხადდა. -ბატონო ლევან თქვენ რატომ ატარებთ გამოძიებას? ნინა? -ნინა თქვენ უნდა გვაპოვიოთ. -მე? როგორ? -მითხარით რას გვიმალავთ? რატომ მოგვეცით ერთნაირი ჩვენებები თქვენ და თქვენმა ქალიშვილმა? რა იცით ისეთი რაც ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? და სანამ რამეს მეტყვით ეს ვიდეო ნახეთ.. _ვიდეო ჩაურთო და აყურებია როგორ იტაცებდნენ ნინას.ლევანი რაღაც გასაკუთრებულ რეაქციას მოელოდა..არაფერი განსაკუთრებული, თავი ხელებში ჩარგო და -ვიცოდი, ვიცოდი-ო გაიძახდა.. -რა იცოდით? -მე და ანი ვხვდებოდით რომ ეს თათიას და ზაზას გაკეთებული იქნებოდა, მაგრამ ვერ ვამბობდით.. -ვინაა თათია? ის ანი არ არის ვიდეოში? -მისი ტყუპია, თათია.. -ანის ტყუპი ხომ არ ჰყოლია? -ჰყავდა. -ლელის არაფერი უთქვამს, ნუთუ დედამ ეს არ იცოდა? -არ იცოდა, როცა ტყუპები გაჩნდნენ ერთ-ერთი მადგანი გავყიდე. ძალიან გვიჭირდა, საავადმყოფოში ერთ ქალს ბავშვი დაეღუპა და ჩუმად მივყიდე..ლელის არაფერი გაუგია, წლების მერე კი მოვძებნე..მხოლოდ მე და ანიმ ვიცოდით ეს ყველაფერი. როცა ანი სახლში არ მოდიოდა თათია მოდიოდა და რჩებოდა.. რათქმაუნდა ნინი ვერ არჩევდა დებს. მეც კი მიჭირდა მათი გარჩევა.. თათიას ოფსესიურკომპულსური დაავადება სჭირს. ყველანაირად ვცდილობდი მისთვის ხელი შემეწყო და თავი კომფორტულად ეგრძნო, მაგრამ არ მეგონა თუ ესე მოხდებოდა. საშინლად ვარ. ასე გული არასდროს მტკენია. -თქვენ ხვდებით რა ჩაიდინეთ? -მე არ მინდოდა.. -სასწრაფოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეთ _დაიყვირა და დაცვას გააყვანია კაბინეტიდან..მობილური აიღო და ოთოს ურეკავდა..რამდენიმეჯერ დაურეკა მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა. -აქ რატომ მომიყვანე? -ბატონო დიმიტრი, თუ ნინა ნახევარ საათში აქ არ იქნება, ან მისი ადგილმდებარეობა არ მეცოდინება დედისსულს გეფიცები მეც ისევე გამოგჭრი ყელს როგორც ნინის.. -მე საიდან უნდა ვიცოდე ნინა ვის ყავს? ან რომ ვიცოდე არ ვიტყვი? -ალბათ სერიოზული მიზეზია..თქვენ ცდილობდით ამ საქმის სწრაფად დახურვას. თქვენ გინდოდათ ნინა მოგეშორებიათ საქმისთვის, რადგან გამოძიება არ გაწყობდათ.თქვენ და თქვენ ისევ. საფუძვლიანი საბაბია ვიფიქრო რომ თანამონაწილე ხართ.. -არც იფიქრო, მე მკვლელი არ ვარ! -სამაგიეროდ მოძალადე ნაბი*ვარი ხარ!იქნებ შენ გააუპატიურე და მერე ვინმე სხვამ დაასრულა საქმე? -მე პედოფილი არ ვარ! დაუკვირდი რასამბობ.. -ვიცი რომ იცი..ან იტყვი ან მოგკლავ. -კარგი, ტელეფონი მომეცი -უტვინო გგონივარ? -მომეცი თუ გინდა ნინა გადარჩეს. _მობილური არ მიაწოდა..ხელები შეკრული ჰქონდა, ამიტომ ნომერი ოთომ აკრიბა და ხმამაღალზე ჩართო. -ზაზა დიტო ვარ. ნინას რა უქენით? იმედია არ მოგიკლავთ? -არა ჯერ ცოცხალია. -გაუშვით სასწრაფოდ, მისი შეყვარებული ფეხზე აყენებს ყველაფერს ვერ გადაურჩებით. -ვერ გაუშვებთ. ყველაფერი იცი როგორ მოვკალით ნინი და თანაც ნინის მკვლელი ანი გონია..აჰაჰა -გაგიჟდი? რატო მოუყევით -მაინც უნდა მოგვეკლა და აზრი? ჯერ ვერთობით. -ადგილი მითხარი სადგყავთ მეც მოვალ.. ბოლოჯერ მინდა ვაგებიო პასუხი იმისთვის რაც მე მითხრა.. -ჭიათურაში წავედით. ბებიაჩემის სახლში გვყავს. -ხოხო ვიცი ეგ სახლი. ჩემს მოსვლამდე არაფერი უქნა. -კაი სიმამრ გელი. -ფუ შე ნაბო*ვარო.. _სახეში გაარტყა დიტოს.. შემდეგ აახსნევია ადგილმდებარეობა იმ სახლის და გიჟივით გაიქცა.. ლევანს დაურეკა კოორდინატები გადაუგზავნა და გააფრთხილა ფრთხილად ემოქმედათ, ყოველგვარი ხმაურის და სირენების გარეშე..ჩქარობდა რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო, იცოდა როგორ იტანჯებოდა ნინა.. ყველა საშინელი აზრი უტრიალებდა თავში. -ალბათ როგორ აწამებდნენ, ნეტა ჭამს რამეს? ანდა რა კითხვას ვსავ, ნინა მათ საჭმელს არც გაიკარებდა. რამე ხომარ დაუშავეს? ის გოგო ფსიქოპატია, შეშლილია ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს თავში. ჩემო საყვარელო გოგო, გპირდები გადაგარჩენ და ცხოვრებაში აღარასდროს აღარ გაგაკარებ ამ სფეროს. ოღონდ შენი თავი დამიბრუნდეს ჯამრთელი და ცივ ნიავს არ მოგაკარებ. _სამ საათში უკვე დანიშნულების ადგილას იყო. სახლის კარი ფრთხილად შეაღო, ღია დახვდა. ერთი ოთახიდან ხმამაღალი სიცილი და ნინას კივილის ხმა ისმოდა.. გონება დაებინდა როცა მისი კივილი გაიგონა, ვერ აზროვნებდა რა უნდა გაეკეთებია, პირველი რაც მოაფიქრდა იარაღი ამოიღო და კარი შეამტვრია. ოთოს დანახვისას ნინას სახე სიხარულის ცრემლებით აივსო, უკვე დიდი ძალა ჰქონდა და ვერავინ ვეღარ შეძლებდა მის დამარცხებას. ოთახში მხოლოდ ზაზა იყო რომელმაც დანა ამოიღო და ხელში დაატრიალა.. -არც იფიქრო პროკურორო, ნინა ხომარ მოგძულებია? -ოთო არ უსმინო, ესროლე. -თუ მესვრი იცოდე ნინას მოვკლავ. _დანა ყელზე ბიაბჯინა -ოთო ესროლეთქო რას უცდი? _რამდენიმე წამიანი პაუზა და ოთო გონდაკარგული ეცემა ძირს. მის უკან კი თათია დგას კეტით ხელში.. ნინას კივილი გამაყრუებელი სიხშირით ისმის და ადგილზე მთელიძალით ცდილობს იმ წყეული თოკებისგან თავი დაიხსნას.. თათია მივარდა, სასპრაფოდ თოკები შეუხსნა და მისი წაყვანა სცადა. ნინა მთელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას, ოთოსკენ იწევდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა თათიას მაგრად ურტყავდა.. ზაზამ დანა აიღო, იატაკზე დაცემულ ოთოს დანა მთელი ძალით ჩაარტყა ზურგში, თათიას ხელი მოკიდა და გაქცევა სცადა. ადგილზე გააქვავა ნანახმა სცენამ ნინა, კიოდა შველას ითხოვდა და ოთოს სახელს გაჰკიოდა. იარაღი აიღო და გაქცეულებს ესროლა. ზაზა ფეხში დაჭრა თათიას კი ვერ მოარტყა. არც უცდია მათი გაკიდება, მობრუნდა და ოთოს დაემხო. დანის ამოღებას ვერ ბედავდა, ხელები უკანკალებდა და უყვიროდა.. -ჩემსგამო უნდა იცოცხლო, ერთადერთი ბიჭი ხარ ვინც შევიყვარე, ვისაც ვენდე და ვისთანაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი. არაგაქვს უფლება დამტოვო, გაახილე თვალები გთხოვ ..მიშველეეეთ ვიღაცა დამეხმარეთ გთხოოვთ.ოთო მიყვარხაარ, გაიგეე ვიცი გესმისს. მიყვარხარ მიყვარხაარ და არმინდოდა ეს სიტყვები ასეთ ადგილას მეთქვა. _როგორც იქნა ლევანის ჯგუფიც მოვიდა, ლევანი ნინასთან დარჩა დანარჩენები კი დამნაშავეებს დაედევნენ. სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში და ოპერაცია დაიწყეს. ნინა ფერმკრთალი, ჭუჭყიანი ტასაცმლითა და გამურული სახით იქვე სკამზე მისვენებულიყო. თავს იგიჟებდა სახლში არ მიდიოდა ამიტომ სუფთა ტასაცმელი მიუტანეს და საავადმყოფოს სააბაზანოთი ისარგებლა. საჭმელს არ ჭამდა. მხოლოდ ყავას სვავდა ძალის აღსადგენად და ისიც ვერ შველოდა. ძალიან სუსტად იყო, ძალაგამოცლილი. დალურჯებული ხელებითა და ფეხებით. თვალის უპეები ჩაშავებოდა და თეთრი სახე გალურჯებოდა. ცოცხალი მკვდარი იყო. -გისმენთ -.... -მადლობა გასაგებია.. -..... -არა, ციხეში ჩასვით სასწრაფოდ! -ლევან რამოხდა? -არაფერი ნინა, დაწყნარდი.. -მითხარი გთხოვ -დააკავეს. -ოთო გამოკეთდეს და გპირდებით იმდენს ვიზავ რომ სამუდამო მისცენ მაგათ. -მაგას მე მივხედავ! -გთხოვ მაგის უფლება მაინც მომეცი. -მენდე. მივხედავ -ექიმი მოდის. -პაციენტს ძალიან მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული -გადარჩა? -... -ექიმო გადაარჩააააა? -დაწყნარდით გადარჩა. -ღმერთო მადლობა, ვაიმე რა ბედნიერებაა. -მაგრამ -რამაგრამ? -შესაძლოა ვეღარასდროს გაიაროს -რაა? შეუძლებელია. არაა! ოთო გაივლის, მატყუებთ ხომ? -ნეტავ გატყუებდეთ.. -რამე გზა ხომუნდა იყოს? -მაგას პაციენტის გაღვიძების მერე გავიგებთ.. -შეიძლება ვნახო? -ვერ შეგიშვებთ.. -ძალიან გთხოვთ.. მოვკვდები ექიმო ნუ დაიდებთ ცოდვას.. -კარგით, მხოლოდ ხუთი წუთი.. _ექთანმა ნინა პალატამდე მიაცილა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს, მუხლზე დაემხო და ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი.. -გესმის ხომ? ჩემი ყოველთვის გესმოდა. რამე რომარ მეთქვა მიყურებდი და ისე გებულობდი ჩემს სათქმელს. აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი ამხელა სიყვარულს? აქამდე რატომ ვერ მივხვდი რომ ასე ძალიან მიყვარხარ? ღმერთს ვთხოვ ოღონდ შენ გამოგაჯამრთელოს და ნებისმიერ სალოცავზე ფეხშიშველი ავალ, მუხლებზე დავეცემი და ღმერთს მადლობას ვეტყვი შენს გამო.მიყვარხარ ოთო, სიგიჟემდე მიყვარხარ.. -გთხოვთ გამოდით, არშეიძლება დიდხანს აქ ყოფნა.. -კარგით, ორი წუთიც და. გთხოვთ -კარგით, მალე გამოდით. -ჩემო სიყვარულო ახლა გავალ, იცოდე მალე გამოფხიზლდი უნდა გითხრა რომ ძალიან მიყვარხარ. _პალატიდან ლასლასით გავიდა, კედლებს ხელით ეყრდნობოდა რომარ წაქცეულიყო. თავბრუ ეხვეოდა დღეები ისე გადიოდა რომ საჭმელს საერთოდ არ იკარებდა.. საათები ჯოჯოხეთურად იწელებოდა, როგორციქნა ოთომ გამოიღვიძა. პალატისკენ სიხარულით გაიქცა, ექიმები გარს ეხვიენ და ამშვიდებდნენ, ფეხებ-ს კი არა ნინას სახელს ყვიროდა.. -აქვარ სიხარულო.. _ისე მაგრად მოხვია ხელები ლამის ჭრილობა გაუხსნა.. -როგორ მომნატრებიხაარ..ვაიმე ჩემი გოგო, შენი სუნი, რატკბილი და თბილია.. -მეც საშინლად მომენატრე.. -ბატონო ოთო უნდა გაგსინჯოთ. -ახლა? რადროსია? მაცადეთ! -ძალიან გთხოვთ. ხუთი წუთი გვჭირდება. _ოთო კარგად გასინჯეს, ფეხებში რეფლექსებზე რეაგირება ხდებოდა, მაგრამ ფეხებში მგრძნობელობა არ ჰქონდა.. -ექიმო ფეხებს რატომ ვერ ვგრძნობ? -დაწყნარდით, შესაძლოა ეს დროებითი იყოს.. -რადროებითი? ინვალიდი ვარ? ეს რას ნიშნავს? ახლა სიცოცხლე რისთვის მიღირს? -ჩემთვის ოთო! მიყვარხარ.. გაიწიეთ ყველა. _ხელები მაგრად მოჰკიდა და თვალებში უყურებდა.. -მიყვარხარ კი, მთელი გულით და სულით.. მთავარია შენ იწამო, გჯეროდეს რომ გაივლი..ხელები მომკიდე მაგრად და ადექი. არაფერზე იფიქრო. არშეგეპაროს ეჭვი რომ ვერ შეძლებ, შენს გვერდით ადამიანია რომელსაც სიცოცხლეხე მეტად უყვარხარ! _ხელები მაგრად ჩასჭიდა, თვალებში უყურებდა და იღიმოდა, წამოდგა ფეხები მყარად დადგა, უკანკალებდა მაგრამ ნინას ბედნიერ სახეს რომ უყურებდა არაფერი ადარდებდა. მაგრად გადაეხვია და ყურში უჩურჩულა: -პატარავ, ცოლად გამომყვები? -რა? რააა? -ცოლად გამომყვები? -ვაიმეე, კიკიკიკი დიდი სიამოვნებით. _ოთო რამდენიმე დღეში გაწერეს. ნინა ეს დღეები გვერდიდან არ მოშორებია. ხელს მაგრად სჭიდებდა და სიარულში ეხმარებოდა. სამუდამოდ მოშორდნენ საგამოძიებო განყოფილებას და ერთად ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით მოიარეს.. ნინის მკვლელები სამუდამო პატიმრობით გამოკეტეს ციხეში..მათი ოჯახი კი საქართველოდან სამუდამოდ გაემგზავრნენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.