შეშლილი ფსიქოლოგი (7)
დილით წვიმის სასიამოვნო ხმამ გამაღვიძა, კარადასთან მივედი და ტანსაცმელი გამოვიღე. აქ ყოველთვის მაქვს ტანსაცმელი, მეც არვიცი ზოგჯერ რა წამომივლის თავში და როდის მომინდება აქ ამოსვლა. შავი შარვალი, თბილი წინდები, უბრალო შავი მაისური და ნაქსოვი ჟაკეტი ჩავიცვი. ქვემოთ ჩვედი, წვიმის ხმა მალამოსავით მეცხობოდა მთელ სხეულზე. ბუხარი დავანთე. მამამ მასწავლა ყოველი შემთხვევისთვის. სამზარეულოში გავედი და ჩაი გავიკეთე, ლიმნით რათქმაუნდა. მე, ლიმონი და ჩაი. სამი განუყრელი მეგობარი.ჩემს აზრებზე გამეცინა, საათს შევხედე უკვე 4 იყო. ტელეფონს რომ დავხედე იმდენი გამოტოვეული ზარი იყო შემეშინდა რამე ხომ არ მოხდათქო. მაშინვე მათეს გადავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ აიღო. --მათეე რახდება რამდენს მირეკავთ, ჰოგითხარით წყნეთში ვართქო. მეძინა და ვერ გიპასუხე. --სესი, ამდრომდე ძილი როგორ შეიძლება? როდისუნდა დაქალდე ჩემო პატარა? იციროგორ ვინერვიულე გოგო? ლამის ამოგაკითხე. --კიდევ კარგი არ ამომაკითხე. ღმერთს უყვარხარ. --საქმე მაქვს უნდა ამოვიდე, არ გადაიდება ეს საქმე და ტყუილად ლაპარაკი არდაიწყო ახლა. გზაში ვარ, ნახევარ საათში მოვალთ მე და დაჩი. --ჰოარ დაგაცდიან მშვიდად ყოფნას რაა.-ჩავიბურტყუნე და თელეფონი გავთიშე. ოთახში კლასიკური მუსიკიდს ხმა გავაჟღერე, ბუხართან დავჯექი ჩაის ჭიქით ხელში და ცეცხლს მივაჩერდი. როგორი სიმშვიდე იყო სანამ მატე არ შემოაბიჯებდა სახლში. მოვიდნენ და ჩემი სიმშვიდეც გაქრა. --ეეე პიტკუუ, როგორი სიმყუდროვე გაქვს აქქ?-როგორც ყოვრლთვის როხროხი დაიწყო დაჩიმ. --გშიათ? გწყურიათ? რამე მოგიტანოთ?-ღიმილით გადავეხვიე ბიჭებს. --დაჯექი.-სერიოზული სახით მიმითითა მათემ სავარძელზე --რამე ხდება?-ჩემი ძმის საქციელით გაშტერებული მივაჩერდი დაჩის, რომელმაც უბრალოდ გამიღიმა. --შენ უნდა აგვიხსნა რახდება.-ხის მაგიდაზე ფეხები შემოალაგა მათემ და ჩემსჩაის ჭიქას დაწვდა. --რა უნდა აგიხსნა?-სერიოზულად გაშტერებული ვუყურებდი. --შენ და გაბრიელი დაგინახეთ გუშინ.-აქ გადამივიდა ფერები, როგორ? რანაირად? მოგკლავ გაბრიელ გასვიანო! ცოცხალს არ დაგტოვებ.-პირდაპირ გკითხავ...გიყვარს?-უცნაური იყო მათე და ტელეფონს უცნაურად ათამაშებდა ხელში. რა მეთქვა? სიყვარული? ამაზე არასდროს მიფიქრია. არვიცოდი რამეთქვა. ჩემს ყველა მოქმედებას გადავხედე რაც კი გაბრიელთან გამიკეთებია, ყველა გრძნობას გადავხედე რაც მასთან ყოფნის დროს მიგვრძნია. გუშინდელიც გავიხსენე და დავასკვენი რომ არ ვიცი! --არ ვიცი.-ძლივს გასაგონად ვთქვი. --როგორ თუ არიცი?-ღიმილი შეეპარა ჩემს აქამდე გაუცინარ ძმას და დაჩის გადახედა რომელიც უკვე ჩუმად ხითხითებდა. --ოოო, არ ვიცი, რას დამცინიხართ რაა, დამპლები ხართ ორივე რაა. ან რა გაცინებთ, შეყვარებული ყავს. თან ვინ? გოგო რომელმაც ბავშობა გამიმწარა. იდიოტი!-ვბუზღუნებდი პატარა ბავშვივით და სახე ისე სასაცილოთ მქონდა მოქცეული ხელებს შორის რომ ჩემი ლოყები მხედველობას მიხშობდა. --ჩემი პუტკუ ეჭვიანოობს, მათე გვეშველა მგონი ამანაც იგემა დიადი სიყვარული.-ხარხარებდა დაჩი და გულზე მიხუტებდა.-ჩემი ლოყებააა, ვაიმე რასაყვარელი ხარ შეგჭამ ეხლა.-ცანცარებდა დაჩი და ხან ლოყებზე მკბენდა ხან მკლავებზე. მე კიდე ისევკისკისებდი მთელი სახლი შევარყიე.-აუუ პუტკუუ, აღარ გახდე რააა, მერე ლოყები აღარ გექნება და რავქნა მეერე მეე?-საცოდავად მიყურებდა. --გაუშვი ჩემ დას ხელი, ჩემთანაც მოუშვი მომენატრა. დამიცარიელდა სახლი ეს როარ კისკისებს. --გუშინ არ წამოვედი? ისადა მართლა რამაინტერესებს, გუშინ შენ და თეკლა შერიგდით თუ თავი გაგიტეხა? --მომიგე დაო, მომიგე. შერიგდნენ.-მხარი გაკრა დაჩის რომელიც დებილივით იცინოდა და თავი სავარძლის კიდეზე ქონდა გადაწეული.-შეხედე როგორი დებილივით იყურება. ვის უყურებ ?-ხარხარებდა მათე და მე მეხვეოდა. --ოჰჰ, შენზე და მიაზე რას მეტყვი ჩემს დაჩიკოს რო დასცინიხარ?-ნიშნისმოგებით ავხედე. --შენ გყავს ყველაზე იდიოტი ძმა იცი რატო? იმიტორო ეს და მიაკო სვანეთის მერე ერთად არიან და კაციშვილმა არვიცით რახდება. ანდრიამაც კი არიცის. ნუ იასნია ის იცოდა მია რო გიყვარდა მარა მაგის დასთან როხარ რაპონტში დაუმალე ტოო?-ცოტა გაბრაზებით ელაპარაკებოდა დაჩი. --ტელეფონი მომეცი მალე.-ვკისკისებდი და მათეს ტელეფონს ვძალავდი. მიას დავურეკე და დაველოდე როდის მიპასუხებდა. --ჰოო პუსკუ.-სიყვარულით და სიხარულით სავსე ხმა გაისმა ტელეფონში. --პუსკუს გაჩვენებ მე შენ, მულს როგორ დაუმალე იდიოტო ასეთი ამბავი?-სიცილით ველაპარაკებოდი. --ისე იცინიხარ ესეიგი არ ბრაზობ ჰოდა, ეხლა მათე დამალაპარაკე თორე გხიე რღაც და გადაგიმტერე ამხელა ფილარმონია მული.-კისკისებდა ისიც და სიცილით მივეცი მათეს ტელეფონი. ცოტახანს ილაპარაკეს, მათეს გაბრწყინებული თვალებბი რომ დავინახე გულში სითბო ჩამეღვარა. ბიჭები გვაცილე და ტელეფონს დავხედე. არ არსებობს! ჩემი დაქალი მირეკავდა რომელიც უკვე 2 წელია არმინახავს. უნივერსიტეტში გავიცანი, მარტო მიას გავაცნი, ბიჭები მაშინ არიყვნენ საქართველოში. დაიჟინეს ბარსელონას თამაშზე უნდა წავიდეთო ჰოდა მე ფეხბურთი არმიყვარს და ყველაფერს რაგბი მირჩევნია, ამიტომ არ წავედი. გაცნობიდან რამდენიმე თვეში წავიდა ამერიკაში მაგრამ არ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ისეთი საყვარელი გოგოა მგონია რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ნინია ერისთავი არის ყველაზე საყვარელი გოგო ვინც კი ოდესმე მინახავს. ნინია მიასთან შედარებით უფრო ცანცარა, კომუნიკაბელური და მხიარულია. თეკლა სერიოზულია მაგრამ ისიც კარგი გიჟია. ნუცა? ჰოო ნუცა და ლილია ჯერ ვერ გაიხსნენ, მიზეზი რათქმაუნდა მოგეხსენებათ ლევანია. მაგრამ დარწმუნებულივარ ეს ორიც ისეთივეა როგორები ჩვენ ვართ. უცბათ ვუპასუხე ტელეფონს და მისი ხმის გასაგონათ მოვემზზადე. --ჩემო პუტკუნა ლამაზმანო როგორ ხარ? --კარგად ცანცუ შენ? --შესანიშნავი სიახლე მაქვს და შესანიშნავად ვგრძნობ თავს.-აღტაცებით ლაპარაკობდა. --აბა დაფქვი.-კისკისით ველაპარაკებოდი. --დეკემბერში ჩამოვალთ და ჩამოვალთ მე და მართა. ანუ სულ ჩამოვალთ რაა.-მიყვიროდა ყურმილში. --ვაიმე რამაგარიააააა.-მეც არდავაკელი.-მართა როგორ დაითანხმე მაიკლის მიტოვებაზე? --გოგო აღიარა რო არუყვარდა. ნაკოცნიც არ აქვს.-კისკისებდა.-დაიკიდა რა. მე კიდე ჰოიცი არ მაქვს ბიჭებთან ურთიერთობის სურვილი, არავის მივუზიდივარ ცხოვრებაში, ჩემი 22წლიანი ცხოვრების განმავლობაშ. --გიჟი ხარ დაია შენ, გიჟი.-ისევ ავკისკისდი.-ჩამოდი და გუდაურშ დავაწვეთ სასტავს გაგაცნობ. ახალწელს იქ შევხვდეთ. მოსულა? --აბა ბიჯოს მოსკოვს დავეკითხები რა.-ახარხარდა. --ჩემო გიჟო როგორ მენატრები იცი? --მონატრება იქით იყოს, შენკენ რახდება? გაბრიელიო თუ ვიღაცაზე რომწერდი გუშინ. მართლა იგემა შენმა ტუჩებმა ის ნანატრი კოცნა?-ისევდაისევ სიცილს ამოაყოლა ყოველი სიტყვა. --გაბედა იდიოტმა. ეგეც გაბედა, რაღა დარჩა ნეტა გაუბედავი?-გავბრაზდი. --აზვიადებ რაა. კაი წავედი მოგწერ მერე, მამაჩემს რაღაც დრესკოდზე მივყევართ. ყელშია უკვე ეს გაზულუქებული ბიზნესმენები რაა.-ამოიფრუტუნა სასაცილოდ. დავემშვიდობე, გავთიშე და ბალიშზე დავდე თავი. მეორე დღის მოლოდინში უგონოდ ჩამეძინა. მეორე დღეს ტელეფონის ბჟუილმა გამაღვიძა, ეტყობა მაგნიტური კვირეული მაქვს, ახლა ჩემმა მონატრებულმა მამიდაშვილმა დამირეკა, ნიკოლოზმა. --როგორ არის საუკეთესო ბიძაშვილი? --თავად როგორ გიკითხოთ ბატონო ნიკოლოზ? --კაი რა ნიკოლოზ ღადაობ? ნიკუშა დამიძახე ჩემო სიცოცხლევ. კაროჩე დეკემბერში ჩამოვალთ და გასვლითი არ გვაქვს დაოჯან? --რავა არგვაქვს? გუდაურში დავაწვებით როგორც ყოველთვის. რახდება პოლონეთში, შენი შეყვარებული როიყო მოიცა რაერქვა? --სოფია.-გადაიხარხარა. --რაგაცინებს ბიჭო, ჰოა ჯანზე? უძლებს ჩემი მამიდაშვილის შარმს?-ჩავიკისკისე. --ერთი კვირის წინ დამშორდა, სხვა გოგოებს რატო აკვირდებიო, მაგას ეტყობა რამის იმედი ჰქონდა.-დანანებით ჩაილაპარაკა. --როგორი საქონელი ხარ. შენნაირი იმდენი მყავს გვერდით სერიოზულად ვფიქრობ ორიენტაციის შეცვლაზე.-ავხარხარდით ორივე. --შენ იცოდე ჭკვიანად! რაღაც ამბები მომდის და მართლა გეუბნები, ფეხით არ ჩამომიყვანო. მათეს კიველაპარაკე მაგრამ მაინც ზედმეტი არაფერი მიქაროს, რამეროიყოს.-დაიწყო სერიოზულად. --ღრუზინსკი ნიკუშა.-ავკისკისდი.-ნეტა გაჩერდეთ რაა, სერიოზულად გეუბნებით არაფერი ხდებათქო და რას გაგიდით ვაი და ვუი ვერგავიგე რაა.-მობეზრებულად ვთქვი. --მე მაინც გაგაფრთხილე. კაი წავედი რაადა ჩამოვალ მალე ჩემო პატარა.-ხმა დაუთბა და გათიშა. ერთი თვე დავყავი წყნეთში, ყველაფრისგან შორს. რას მივხვდი ამ დროში? მაგალითად იმას რომ ჩემს საარსებო წყაროს გაბრიელი წაარმოადგენს. მიყვარს? რათქმაუნდა მიყვარს, ბევრად უფრო ძლიერად ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. არვიცი როდის ან როგორ მოვვასწარი მისი შეყვარება მგრამ ფაქტია მიყვარს. 4 დეკემბერს, მანქანაში ჩავჯექი და თბილისისკენ წავედი, ჩემი ცასვლის ამბავი ჩემი ძმის და დაჩის გარდა არავინ იცოდა, მთელი სამეგობრო შევაკრებინე, გაბრილიც იქ იქნება ვიცი. მანქანა ავტოფარეხში დავაყენე და სახლში უკანა კარიდან შევიპარე. ზოგი სვამდა, ზოგი საუბრობდა, მხოლოდ ანდრია აკლდა, მხიარულებას. გასაკვრირი რაიყო იცით? გოგოები სვამდნენ და ბიჭები საუბრობდნენ. მათ დანახვაზე გულში სითბო ჩამეღვარა. --ჩემგარეშე დაიწყეთ დალევა? უნამუსოები ხართ რაა.-ჩავილაპარაკე და მათ გაოცებულ სახეებზე კისკისი ამიტყდა. --ჩემი გოგო მოვიდაააა.-წამოხტა მია და ზედ შემომახტა.-როგორხარ? როგორმომენატრე იცი? სესი როგორ გახდი გოგო არაფერს ჭამდი?-ქოთქოთებდა მია. --კარგად ვარ რძალუკ, ნუ მომახრჩე.-ავკისკისდი.-გებრილო როგორ ხარ?-ნუცას მოვეხვიე. ყველა სათითაოდ ჩავკოცნე, ნუცა, თეკლა, მია, ლილია.-ჩემო პატარა ჭინკებო არმოგენატრათ მამიდათქვენი?-მოჩვენებითი წყენით გადავხედე ტყუპებს. --შეხედე რასაყვარელია რაა.-უთხრა ერეკლემ რეზის. --შევჭამ ახლა მე ამ გოგოს.-ჩემსკენ გამოიქცა რეზი და მაგრად ჩამეხუტა, ერეკლემაც რა დააკლო, მე კი მათ დიალოგზე გულიანად ვიცინოდი. მერე ბიჭებთან მივედი, ჯერ ალექსანდრეს მოვეხვიე მაგრად, მერე დაჩის, მათეს და გაბრიელს...მოიცა რაა? ახლა მე გაუაზრებლად გაბრიელს ჩავეხუტე? არაა? როგორ შეიძლება ასეთი დებილობები დამემართოს ხოლმე? ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! სწრაფად მოვცილდი და მის გაშტერებულ სახეს რომ შევხედე სიცილი ამიტყდა. --რაიყო გაბჩო, შენც მომენატრე.-მხარზე ხელი სიცილით დავკარი და გოგოებისკენ წავედი.-აუ როგორ მომენატრეთ რაა, ჩემი ანდრუშა მაკლია.-ჩავიდუდღუნე და ტყუპებს ჩავუჯექი შუაში. --სამი ბავსვი.-ჩაიხითხითა დაჩიმ და თეკლას საფეთქელზე აკოცა. --ძლივს ერთად ვნახე ესენი და რაღა მომკლავს? და ესენი კიდე.-მათეს და მიას გადავხედე.-აბა რძალუკ, არუნდა გამიგოროთ ძმიშვილი?-წარბები ავათამაშე. --ჯერ შენი შვილი იყოს მერე ჩემი, გაწყობს?-თვალი ჩამიკრა მათემ და სასაცილოთ გადახედა ერთიანად აწითლებულ მიას. --ვერ გამოვა ეგსაქმე ძმისგულ.-დანანებით ვთქვი. --რატო ვითომ? სიცოცხლით სავსე ბიჭი კიარის გენაცვალე და ერთი ბავშვი ვერ უნდა გააკეთოს?-ჩაიხითხითა და ბალიშიც მიიღო თავში. გაბრიელს შევხედე ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. საქონელი! --ორიენტაცია შევიცვალე და ჰოხვდები ვერგამოვა ეგსაქმე.-დანანებით ვთქვი. --ორიენტაციას გაჩვენებ ახლა შენ! უყურე შენ ამას. მე მიტოვებ იმ წარმოსადეგ ახალგაზრდას?-დაიბუზღუნა ჩემმა ძმამ. --მათე დაგახრჩობ ერთდღეს.-მეორე ბალიში გავუქანე და პირდაპირ ცხვირზე მოვარტყი. ასე სიცილ ხარხარით შემხვდა ყველა. --ვაიმეეეეე.-დაიკივლა ნუცამ.-წ....ბი დავღვარე ხალხო, დროშე წამიყვანეთ საავადმყოფოში.-სწრაფად ყველა გადავნაწილდით მანქანაშ და საავადმყოფოს გზას დავადექით. 4 საათი ვიდექით დერეფანში, აფორიაქებულები ბოლთას ვცემდით, ერთი სული გვქონდა როდის გავიგებდით პატარა ჩიხლაძეების ტირილის ხმას. ჰოდა დგა ეს დროც, ჯერ ერთის ხმა, რამდენიმე წუთში კი მეორესიც. ბედნიერების ცრემლები, ბიჭების ყვირილი და სიხარული, მილოცვები და ბედნიერი სახეები. ერთ საათში პალატაში გადაიყვანეს და შესვლის ნება მოგვცეს. ორი პატარა საყვარელი გოგო იწვა, დედიკოს გულზე. --რა საყვერლები არიაან.-აღმომხდა მოულოდნელად.-რა დაარქვი ნუცი? --სალომე და ქრისტინე.-გამიღიმა და ბავშვებს სიყვარულით სავსე თვალებით დახედა. --როგორ უნდა გავარჩიოთ?-გაკვირვებული უყურებდა ბავშვებს გაბრიელი, გეგონება პირველად ნახა ახალშობილიო. --გავარჩევთ დამშვიდდი.-მხარზე დაკრა ხელი ალექსანდრემ. --მეცმინდა ესეთი სათამაშო.-აბუზღუნდა რეზი.-დედა მიყიდი?-გაბრწყინებულმა ახედა ლილიას. --გიყიდის მამი შენ არ იდარდო.-ხითხითებდა ალექსანდრე. --უკაცრავად, ქალბატონო ნუცა, გვარი რა ჩავწეროთ? ანკეტისთვის გვჭირდება. --ჩიხლაძე.-გაიღიმა ნუცამ და ლილიას შეხედა რომელიც იღიმოდა და ცრემლები ცვიოდა. პალატაში მალევე შემოვიდნენ ლევანის მშობლები. ბავშვები აიყვანეს და ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ასე გავიდა რამდენიმე დღე გადავწყვიტეთ რომ ახალწელს, გუდაურის ნაცვლად წყნეთში ავიდოდით ჩემს სახლში, ამხელა გზაზე ბავშვებს ვერ წამოიყვანდა ნუცა. ორივეს მამამისის მსგავსად ცისფერი თვალები ქონდათ, ნუცას ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა როცა მის ორ ციცქნას უყურებდა, ისევე როგორც ჩვენ სიხარულს როცა მათ ვუყურებდით ერთად. 29 დეკემბერს წყნეთში ავედით ყველა, დალაგებაც დიდად არ უნდოდა, ახალი ჩამოსული ვიყავი იქედან. მე მართას და ნინიას ველოდებოდი და ისინიც ვნახე. ჩემი და ნინიას შეხვედრამ უემოციოდ ვერ ჩაიარა, მთელი ეროპორტი ჩვენ გვიყურებდა. ვინაიდან თბილისში არავინ უნდა ენახათ, ისინიც მაშინვე წყნეთში ავიყვანე. 30ში დილით ნიკოლოზი და თაია ჩამოვიდნენ, დილაუთენია დამადგნენ თავზე და ბალიშების ჩარტმით და კივილით გამაღვიძეს. --ვაიმეეეე.-ერთი შევკივლე და თაიას მაგრად ჩავეხუტე, მერე კი ნიკოლოზს ჩამოვეკიდე ყელზე. --როგორ მომენატრე ჩემო ცქნაფააა. --ნიკოლოოოოზ.-მაგრად მოვეხვიე და მთელი სახე დავუკოცნე. სიყვარულობანას რომ მოვრჩით მე და ნიკოლოზი დანარჩენებს მიესალმა. ყველაზე უცნაურად გაბრიელი მოიკითხა. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ცოტახანს მკვლელი მზერები გაცვალეს მერე კი ისეთი ხარხარი ატეხეს, ჩემი თავით ვიამაყე ნუცა და ბავშვები სახლის ამ მხარეს რომ არ დავაწვინე. მათი მხურვალე გადხვევის შემდეგ, ტანზე დავიხედე და მივხვდი რომ ჩემი საყვარელი კლეჩატი პიჟამები მეცვა და ყველა ოთახიდან გავყარე. ირმებიანი ნაქსოვი ზედა და კლასიკური შარვალი ჩავიცვი. ნამცხვრების გაკეთება დღეს უნდა დამეწყო და ამიტომ ძალიან თავისუფლად დავიწყე ყველაფრის კეთება, სანამ გაბრიელი არ შემომიძვრა სამზარეულოში. --რამდენს აკეთებ გოგო ერთად რაამბავია?-დახლზე ოთხი ნამცხვრის ფირფიტები რომ დაინახა თვალები შუბლზე აუვიდა. --ერთი ცხვება უკვე.-გავუღიმე და კრემის კეთებას დავუბრუნდი. წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი და თვალები სიამოვნებისგან მიმელულა, გავინაბე, მოვდუნდი.-შენს ბოლო სიტყვებზე პასუხი არ გამიცია ფეფო.-ყელში ცხელი კოცნა დამიტოვა.-შენ არასდროს ყოფილხარ ჩემი მეგობარი!-ხელის მარტივი მოძრაობით მისკენ მიმაბრუნა და ჩემს ტუცებს ისეთი ჟინით დატაკა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, უნებურად ავყევი, მონატრებული ტუჩემის შეხებამ უცბათ გამაცოცხლა.-ეს არასდროს დაივიწყო.-მითხრა, ყელში ნაზად მაკოცა, ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი...თავს დავდები გაეღიმა. მერე მომშორდა და როგორც გამოჩნდა ისე გაქრა. რას თამაშობ გაბრიელ გასვიანო?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.