შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

90-იანების ბავშვები (5 თავი)


5-03-2019, 00:50
ავტორი Ioana
ნანახია 1 633

თვალები რომ გაახილა, პირველი რაც დაინახა, ღიად შეღებილი კედლები იყო,ყურში კი აპარატის გამაყრუებელი წუილი ჩაესმოდა.თვალები გაახილათქო,რომ ვთქვი მგონი ცოტა გადაჭარბებული ნათქვამი იყო,რადგან მარცხენა მხარე ისეთი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა,რომ ვერც ახელდა და მარჯვენა თვალიდანაც კი ხედავდა დიდ ამობურცულ მთასავით რაღაცას.სანამ ყველაფერს გონებაში გადახარშავდა და გაანალიზებდა,მანამდე ყურადღება მარჯვენა მხარეს,კუთხეში მდგარმა სავარძელმა მიიქცია,რომელშიც მამაკაცის სხეული მოთავსებულიყო.მაღალ და ჩასხმულ სხეულს თავი ხელებს შუა ჩაერგო და კაცი ვერ გაარჩევდა,ფიქრობდა თუ ეძინა.თუმცა,რიას არც უფიქრია ამ ყველაფერზე,ერთადერთი რაც იგრძნო სიმხურვალე იყო,რომელიც ფეხებიდან ტალღისებურად გავრცელდა მთელს ორგანიზმში და გულამდე მიაღწია თუ არა,მანაც ორჯერ სწრაფად,შემდეგ კი ლამის სამჯერ სწრაფადაც იწყო ცემა.აპარატი უფრო სწრაფად აწრიპინდა და ყოველი მომატებული პულსაცია ეკრანზე გამოისახა.მამაკაცს თვალი მოაშორა და ამ გულისცემის მაჩვენებელი აპარატისკენ ისე მრისხანედ გაიხედა,თითქოს მზერით საქმეს უშველიდა.
-ჩემს დანახვაზე ისევ გიჩქარდება გული?!-გაისმა ჩახლეჩილი და ოდნავ დაღლილი ხმა.თუმცა გაურკვეველი იყო,ბატონმა სანდრომ კითხვა დასვა,თუ რეალური ფაქტი გააჟღერა ხმამაღლა.რიამ იცოდა,პირველივე წუთიდან იცოდა ვინც იყო,მაგრამ უკანასკნელ მომენტამდე ფიქრობდა,რომ რაღაც ეშლებოდა.ყველა ემოცია ახლა მასში გიზგიზებდა და ნება რომ მიეცათ,ალბათ ამ საავადმყოფოში ყველაფერს დალეწავდა,ყველაფერს ერთ წამში გაანადგურებდა,მაგრამ რეალურად თეთრ ფითქინა საწოლში იწვა და მამაკაცისკენ მიხედვასაც ვერ ბედავდა.თითქმის დავიწყებული სახის დანახვის და თითქმის დავიწყებული ემოციების გახსენების ეშინოდა.რა სასაცილოა,ქალს,რომელსაც არც ციხის,არც პოლიციის,არც სიკვდილის არ შეშინებია,ეშინოდა იმის,რაც მხოლოდ სანდროს შეეძლო მასში გამოეწვია.წამიერად მარჯვენა თვალზე მლაშე სითხის კვალი იგრძნო,მაგრამ სანამ მამაკაცი მასსა და სავარძელს შორის დარჩენილ მანძილს დაფარავდა,სითხე ოსტატურად მოიშორა სახიდან და გაუბედავი მზერით გაბედულად მიიხედა მისკენ.პირველი რაც თვალში მოხვდა,მისი შავი და მნათობი თვალები იყო.ის თვალები,რომლის წაშლაც მეხსიერებიდან ვერ შეძლო,რომელიც წლები ესიზმრებოდა,ეს სწოედ ის თვალები იყო,რომლებმაც ხელი კრეს და სანაგვეზე მოისროლეს,მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ისინი.
-მეგონა აღარასდროს გაიღვიძებდი-მშვიდი იყო მამაკაცი,თავადაც უკვირდა,ასეთი სიმშვიდე წლებია არ ეგრძნო მის სულსა და გონებას.
-შენც ეგ არ გინდოდა?-ირონიულად გამოსცრა კბილებს შორის და მომენტალურად სახეზე ისეთი ტკივილი იგრძნო,რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი ვეღარ შეიკავა და ატირდა,ამდენი ხნის შემდეგ პირველად ატირდა.შეშინებული სანდრო მისკენ წაიწია და იმდენად ბუნებრივად და უცებ შეეხო მის სახეს,რომ გააზრება ვერცერთმა მოასწრო.
-ყბის ძვალი გაქვს გაბზარული და შენთვის ცოტახანი ლაპარაკი არ შეიძლება-ნაზად ეფერებოდა ლოყებზე და იმხელა სითბოს უზიარებდა ამ მცირე შეხებითაც,რომ რიას აღარც ფიზიკური და აღარც სულიერი იარები აღარ აწუხებდა-ასეთი სახით ნუ მიყურებ,ხომ იცი,აქ რომ ვყოფილიყავი არავის მივცემდი უფლებას შეგხებოდნენ!
-ხელები გაწიე!-ძლივს წარმოთქვა ორიოდე სიტყვა და მისი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა.მხოლოდ ახლა შენიშნა,რომ მარცხენა ხელზე ბორკილები ეკეთა და მეორე ბოლოთი საწოლზე იყო მიბმული.სიმწრიისგან გაეცინა და კვლავ იგრძნო მასში აშლილი გრძნობების კორიანტელი.თავის თავს უმეორებდა,რომ არ ეტირა,რომ ამაზე ცუდი დღეებიც გამოუვლია და რომ ყველაფერს ჰქონდა დასასრული.-მეღადავებით?-ირონიულად გახედა სანდროს და თვალით მარცხენა ხელისკენ მიუთითა.
-პატიმარი ხარ და როგორც კი გამოკეთდები,იზოლატორში გადაგიყვანენ.კარებთან დაცვა მორიგეობს და ჩემგან გაქცევის იმედიც არ გქონდეს! ცოტა ხანში ინსპექცია მოვა და უნდა დაგკითხონ,ითანამშრომლე გამოძიებასთან და გპირდები,რომ შენ თავს გამოვაშვებინებ!
-ეს ალბათ ისეთივე დაპირებაა,როგორც ყველა დანარჩენი შეუსრულებელი დაპირება-გვერდულად გაეღიმა რიას,რამდენადაც შეეძლო მისი სახის პატრონს-და რაც შეეხება დარანჩენს,იქნებ მინდა რომ მთელი ცხოვრება ციხეში გავატარო? ეს უკვე შენი საქმე არაა.მედდას დაუძახეე!
-გტკივა რამე?
-დაუძახე მეთქი!-სიბრაზისგან ცისფერი თვალები უელავდნენ და ერთი სული ჰქონდა ვინმეს ეს კაცი აქედან გაეყვანა.სანდრომ მისი ბრძანება შეასრულა და ახალგაზრდა 25წლამდე გოგონა შემოვიდა პალატაში.
-ეს კაცი აქედან გაიყვანეთ და გამაგებინეთ რა მჭირს?-გაბრაზებულმა მიახალა შემოსულს,რომელიც ზედმეტად ნაზობდა და მამაკაცს თვალს არ აშორებდა-გასაგებია რაც ვთქვი?-უკვე საშინლად აღიზიანებდა ყველა და ყველაფერი.
-კი მაგრამ,ის ხომ პრემიერ-მინისტრია-დაიბნა გოგონა და აღარ იცოდა რა ექნა.
-მადლობა,რომ ცოდნა ამიმაღლეთ-თბილად გაუღიმა პატარა ეშმაკის მოციქულს.
-იცით.. არაფრის-მედდა გაწითლდა და ისევ გვერდულად გახედა სანდროს.
-რა თქმა უნდა ვიცი ვინცაა,იდიოტო.ახლავე გაიყვანე აქედან ან მე წავალ-გაცეცხლებული რია საწოლიდან წამოიწია და მასზე შეერთებული ათობით კაბელების მოხსნა დაიწყო.
-კარგი,დამშვიდდი და ნუ ბავშვობ.ათი წლის სულელი გოგო ხომ აღარ ხარ-ირონიულად გაიღიმა და რიასთან ისე ახლოს მივიდა,რომ ქალს წამით სუნთქვა შეეკრა.მის ოდნავ წამოზრდილ წვერს ლოყასთან გრძნობდა,გულის ცემა აუჩქარდა და მასზე მიერთებულმა აპარატმა კიდევ ერთხელ გაყიდა ქალი-ახლა წავალ,პატარავ,მაგრამ დავბრუნდები.შენ კიდევ ეცადე გულის ცემა დაირეგულირო-ყურთან ჩასჩურჩულა ხავერდოვანი ხმით და პალატიდან ისე გავიდა,რომ უკან არც მოუხედავს.ერთ ადგილზე მიყინული რია კი ვეღარც გულის ცემას გრძნობდა და ვეღარც თავზე წამომდგარ მედდას,რომელიც დაწოლას სთხოვდა.

რიას აყვანიდან და რიკის გარდაცვალებიდან უკვე 11 საათი იყო გასული.სამეულის ტელეფონი კი დუმდა და ყველამ იცოდა,რომ ეს სიჩუმე კარგის მაუწყებელი არ იყო.ერთად შეკრებილიყვნენ იმ ბარში,რომელიც ლამის მათი მეორე სახლი გამხდარიყო და არცერთი იღებდა ხმას.მათ შორის არსებული დაძაბულობა,თითქოს მთელს ბარში გავრცელებულიყო და უჩვეულო სიჩუმე იდგა ირგვლივ.
-რატომ არ რეკავს,სად ჯანდაბაშია?-ყოველ ხუთ წუთში სვამდა ანერვიულებული თათა ამ შეკითხვას და იმის წარმოდგენაზე,რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ ყოფილიყო უფრო ცუდად ხდებოდა.
-ხომ ვთქვი,უნდა გავყოლოდით! ან შენ არ უნდა წამოსულიყავი იქიდან-ტირილისგან თვალებდაწითლებული მარიამი ნატას შეცქეროდა იმის იმედით,რომ იქნებ მას მაინც ეთქვა რამე საიმედო.
-დამშვიდდით და უაზრო პანიკას ნუ ატეხავთ.დაგავიწყდათ? ეს ხომ რიაა? რია,რომელიც ექვსი წლის გაიქცა ბაღიდან,რია რომელიც სამივეს გვივლიდა მაშინ,როდესაც თავად ორმოცი სიცხისგან იტანჯებოდა,ეს ხომ რიაა, რომელიც ხუთჯერ დაუსხლტა პოლიციას და სამჯერ გააცურა უფროსობა,ეს ხომ ის გოგონაა,რომელიც ვერავინ და ვერაფრემა გატეხა.განა რა უნდა მოსვლოდა ისეთი,რომ ამდენ ნერვიულობად ღირდეს.რაც არ უნდა იყოს ჩვენზე ბევრად ჭკვიანი და ფრთხილია.
-ხომ მაგრამ,ეს არ ცვლის იმის ალბათობას,რომ შეიძლება დაიჭირონ!
-ან ეს რიკი სადღაა,მას მაინც რატომ არ არეკინებს?-ანერვიულებული მარიამი ტელეფონს ატრიალებდა ხელში და ყოველ წამს ზედ დაყურებდა,სწორედ ამ დროს განათდა მისი მობილურიც.მაგრამ უცხო ზარი იყო,წამიერად მღელვარების ტალღამ მოიცვა მისი სხეული და ხელები ისე აუკანკალდა,რომ ყველამ შენიშნა ეს ცვლილება.
-რა ხდება? ვინ გირეკავს-მარიამის შემყურვალე მუდამ თავდაჭერილი ნატაც კი ვეღარ იკავებდა ემოციებს.
-უცხო ნომერია,არ ვიცი ვინაა,ვუპასუხო?
-აბა რა უნდა ქნა-გაკვირვებულმა ნატამ ცისფერი თვალები შეანათა და გოგონას ანიშნა სპიკერზე ჩართეო.
-გისმენთ-გაუბედავად გაიჟღერა წითურის ხმამ ოთახში.
-მარიამ შენ ხარ?-მოისმა მამაკაცის უხეში ხმა.
-დიახ,თქვენ ვინ ბრძანდებით?
-სანდრო ვარ აბულაძე,თქვენი და გოგოების ნახვა მინდა,სასწრაფოა!-ნატა ხელით ანიშნებდა ამ დროს უარი უთხარიო,მაგრამ დაბნეულმა მარიამ რისი თქმაც მოახერხა მხოლოდ თანხმობა იყო.
-ძალიან კარგი,თქვენ ბარში შევხვდეთ,ოც წუთში ადგილზე ვიქნები! გოგოებიც გააფრთხილე-მამაკაცი ზედმეტად სერიოზული და პირდაპირი იყო.
-ჩვენ აქ ვართ და გელოდებით!-სიტყვა დაამთავრა თუ არა,ტელეფონი გათიშა და ნატას გაცეცხლებულ მზერას წააწყდა-რა იყო?
-სულელი ხარ? მე რა გითხარი? შენ კიდე რა უპასუხე,რატომ დათანხმდი? ეგ კაცი სანდო არაა,იქნებ დაგვაყენოს აქ პოლიცია თავზე,საერთოდ ფიქრობ მარიამ რამეზე? იურისტი როგორ გახდი ზოგჯერ მართლა მიკვირს!-ნატას უკვე ნერვები ღალატობდა და გამწარებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით.
-ნატა დამშვიდდი,იქნებ რა საქმე აქვს-გამოეპასუხა თათა და მარიამს ანიშნა,მართლა სულელივით მოიქეციო.
-თქვენი აზრით,სანდროს რომ ჩვენი აყვანა უნდოდეს,წინასწარ გაგვაფრთხილებს და გვეტყვის,გოგონებო მოვდივარ და ბარემ ერთად შეიკრიბეთ,რომ ყველა დაგიჭიროთ და სათითაოდ არ გსდიოთო?-გაკაპსებული წითური იშვიათად ენახა ვინმეს.
-არ ვიცი,მაგრამ რია არ ენდობოდა,ხო და ჩვენ რატო ვენდოთ?-წარბაწევით გადახედა ჟღალს ნატამ და ქერა თმა უკან გადაიყარა.
-თუნდაც იმიტომ,რომ საჭმლის გარეშე დარჩენილებს,ბევრჯერ დავუპურებივართ.თუნდაც იმიტომ,რომ შუა ზამთარში ახალი ფეხსაცმელები გვიყიდა,რომ ზაფხულის ფეხსაცმლით ყინვაში არ გვევლო.
-კარგი რაა მარიამ,ესეთი გულუბრყვილო როდემდე უნდა იყო? ის მაინც არ გაგიგია? ვინამც ჩაგაცვა,ისევ ის გაგხდისო?
-გულუბრყვილობა არაფერ შუაშია,უბრალოდ ზოგჯერ ადამიანების ნდობა უნდა ვიცოდეთ.ნდობის გარეშე ცხოვრება რთულია!-წყნარად წარმოთქვა უკანასკნელი რამოდენიმე სიტყვა და ბარში მაღალი სხეულიც გამოჩნდა.ყოველგვარი ოფიციალური მისალმებების გარეშე დაჯდა თავისუფალ სკამზე,რომელზეც ყოველთვის რია ჯდებოდა ხოლმე და გოგონებს ერთი შეხედვით მოავლო მზერა.
-გაზრდილხართ და გალამაზებულხართ!-თბილად გაუღიმა სამივეს და მიმტანს ერთი ჭიქა წყალი სთხოვა.
-შენ კიდევ დაბერებულხარ-ირონიულად გაუცინა ნატამ მამაკაცს და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა.
-ირონიაში რიას სკოლა რომ გაქვთ გავლილი გეტყობათ და ასე არხეინადაც იმიტომ სხედხართ,რომ ალბათ არ იცით,რომ რია დაიჭირეს-ისე უდარდელად და ცივად თქვა,თითქოს ვინმე რეციდივისტი აეყვანოთ.
-რა ქნეს?-ერთხმად წამოიყვირა სამივემ და სამივე ისე წამოხტა მაგიდიდან,თითქოს უნდა გაქცეულიყვნენ.
-წყნარად,ასე თუ იყვირებთ წამებში შეყრით აქ ჟურნალისტებს! დასხედით და მომისმინეთ-ისე მკაცრად გამოსცრა,რომ შეწინააღმდეგება არცერთს უცდია.-მე საფრანგეთში ვიყავი,როდესაც სპეც-ოპერაცია ჩატარდა და რა თქმა უნდა,საქმე შსს-მ აიღო.ჩემს ჩამოსვლამდე აყვანაც მოუსწრიათ და დაკითხვაც-ეს თქვა თუ არა,მარიამმა შეშინებულმა წამოიყვირა.
-ნაცემია?
-საკმაოდ ბევრი მოხვდა,მაგრამ ახლა საავადმყოფოშია და სანამ არ გამოკეთდება იქ ეყოლებათ-რიას დასახიჩრებული სხეულის წარმოდგენისას ისევ აეწვა თავის ქალა და სისხლი თვალებზე მოაწვა-მოკლედ ამ წამიდან,ჩემი ზედამხედველობის ქვეშაა!
-და რა გინდა,რომ წყნარად ვიყოთ,რადგან შენ პატრონობ?-ირონიული იყო ისევ ნატა.
-თუ უკეთესი ვინმე გეგულება,ამ ქვეყნის მასშტაბით,ვინც პრემიერ-მინისტრზე უკეთ შეძლებს თქვენ დახმარებას,მაშინ გისმენთ!-ირონიითვე უპასუხა და საპასუხოდ დუმილი რომ მიიღო,ჩაეღიმა-მოკლედ,დღეს დაკითხავენ,მინდა რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და შევეცდები,უმტკივნეულოდ გამოვიყვანო ამ საქმიდან.
-ანუ უნდათ რომ...-სიტყვა ვეღარ გააგრძელა თათამ.
-შენი აზრით,რია რომელიმეს ჩაგიშვებთ?-მამაკაცი მიუხვდა სათქმელს.
-რია არა მაგრამ რიკი ჩაგვიშვებს!
-ეგ ბიჭი,სამწუხაროდ განეიტრალებულია!
-რააა?-შეშინებულმა მარიამმა წამოიყვირა და პირზე ხელი აიფარა-რიკი მოკალით?-თვალებზე მომდგარი ცრემლი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
-გეყოფა მარიამ,რია გვყავს ჯერ მისახედი,რა დროს ეგ ჩერჩეტია-უდარდელად შეხედა ნატამ მეგობარს.
-ესეთი... ესეთი უგულო...როგორ ხარ-ძლივს საუბრობდა ასლუკუნებული წითური.
-უგულო არ ვარ,უბაროდ ცივი გონებით ვფიქრობ.რიკიზე გლოვით რიას ვერ ვუშველით.შენ კიდევ „სუპერმენო“-უკანასკნელ სიტყვაში რაც შეეძლო მეტი სარკაზმი ჩააქსოვა-რატომ უნდა გენდოთ და რა ვიცით,რომ რიას ჩაშვების გარეშეც არ დაგვიჭერ?
-აღარასდროს გავაკეთებ იმას,რაც მას ზიანს მიაყენებს!-მტკიცე და შეუვალი იყო სანდრო.
-ამას ამბობს მამაკაცი,რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა მას წლების წინ?
-შეცდომებს ყველა უშვებს,სხვათაშორის თქვენ სამიც და თუ წარსულს ჩავუღრმავდებით,დიდად სანდო არც შენ უნდა იყო!-გვერდულად გახედა სანდრომ ქერას და ნამიოკიც აშკარად მისახვედრი იყო ქალისთვის.
-კარგი და რა გეგმა გვაქვს მაშინ?-თითქოს არაფერიო ისე იკითხა თათამ და ინტერესიანი მზერა მიაპყრო.
-პირველ რიგში მარიამი წავა საავადმყოფოში და დაკითხვას დაესწრება,როგორც რიას პირადი ადვოკატი....
იმ დღეს მთელი გეგმა გააცნო მამაკაცმა სამეულს,რომელიც უნდა განეხორციელებინათ,რათა რია ციხისგან,თავიანთი თავები კი სიკვდილისგან ეხსნათ.

საავდმყოფოში იწვა გაბზარული ყბის ძვალით,დალურჯებული და დასიებული მარცხენა თვალით,დაბეჟილი სხეულით და ბორკილისგან გადახეხილი მარცხენა ხელით,მაგრამ ერთადერთი რაც აწუხებდა და სტკიოდა ეს გული იყო.თეთრ ჭერს უაზროდ უყურებდა,მისი გონება კი კვლავ სანდროს თვალებს დასტრიალებდა და მათი წარმოდგენისას,მომენტალურად გრძნობდა მამაკაცის სასიამოვნო სურნელს ცხვირთან,რასაც მისი პულსაციის მომატება და აპარატის წრიპინის გახშირება მოსდევდა.ამ მოწყობილობის გახსენებისას ისევ გაღიზიანდა და ღილაკს გამეტბით დააწვა,რომელიც მედდას გადასცემდა ზარს.რამდენიმე წამიც და კარები ისევ იმ ახლაგაზრდა გოგონამ შემოაღო.
-დიახ,გისმენთ-თბილად გაუღიმა პაციენტს და მისკენ წავიდა.
-ეს დამპალი აპარატი მომაშორეთ აქედან და ამის ხმა აღარ გავიგო მეტად!-გაბრაზებული მარჯვენა ხელს მოწყობილობისკენ იშვერდა.
-კი მაგრამ არ შემიძლია.ეს თქვენს წნევას და გულის ცემას გვიჩვენებს,რომ ვიცოდეთ როგორ ხართ.
-მერე ვის რა ჯანდაბად აინტერესებს ჩემი გული როგორ ცემს,ახლავე გაიტანეთ და მომხსენით ეს დამპალი შლანგები,თორემ დავლეწავ-უკვე სრულიად გაგიჟებული იყო და ხვდებოდა,რომ ენერგია უნდა დაეხარჯა.ვინმეზე უნდა ეყარა ჯავრი,რადგან ამდენ ემოციურ სტრეს ვეღარ უძლებდა,ჯერ იყო და რიკის ესროლეს.გონება წამიერად გაეყინა და ის კადრი ამოუტივტივდა,თუ როგორ შეღება ბიჭის სისხლმა ყველაფერი და ამის გახსენებაზე იმხელა ადრენალინი,იმხელა ტკივილი იგრძნო,რომ საწოლიდან წამოხტა.მარცხენა ხელზე გაკეთებული ბორკილი საერთოდ არ გახსენებია და მთელი ძალით გაიწია კარებისკენ,უკვე ტკივილსაც ვეღარ გრძნობდა,მხოლოდ ხმამაღლა ყვიროდა და ამ საშინელი მარწუხებისგან დახსნას ცდილობდა.ხმაურზე ჯერ დაცვის წევრები,შემდეგ კი ექიმები შემოცვივდნენ.რია კი ნამდვილ ამორძალს ჰგავდა,თეთრი წელამდე თმა გაეშალა,საწოლიდან წამომხტარი მთელი ძალით ცდილობდა გათავისუფლებას,თხელ გამჭირვალე პერანგში კი ტიტველი სხეული მოუჩანდა და თუ ამ საგიჟეთს უბრალოდ შორიდან დააკვირდებოდით,ქალის ისტერიკის ნაცვლად,გრძნობების ქარბორბალს დაინახავდით,მის სხეულს შეიცნობდით,რომელშიც ერთად შერეულიყო სიბრაზე და იმედგაცრუება.ექიმები ქალს აკავებდნენ,ის კი ჯიუტად არ ნებდებოდა.ყველა შეყურებდა მას,როგორც კანონდამრღვევ ადამიანს,რომელსაც შესაძლოა ფსიქიკა რიგზე არც კი ჰქონოდა.ერთადერთი კარების ჩარჩოზე მიყუდებული,იმ წამს მოსული მაღალი მამაკაცის სხეული იყო,რომელიც რიაში იმ ამორძალს და ამავდროულად იმ სექსუალურ ქალს ხედავდა,რომელიც ასე ეძვირფასებოდა.
-გამიშვით ნაბ*ჭვრებო,არ შემეხოთ,არ მინდა დამაწყნარებელი,გამიშვით!-ბოლო ხმაზე ყვიროდა და იმ დასუსტებული სხეულით მაინც არ ნებდებოდა.
-შეეშვით!-მამაკაცის ცივმა ხმამ დაფარა მთელი პალატა და ყველამ უკან დაიხია,ბრძოლისგან დაღლილი რიას გარდა.ისტერიულად ყვიროდა,ხელებს იქნევდა და ზურგით მდგარი საკუთარ მარცხენა ხელს დაყურებდა,რომელიც მთლიანად გადახეხვოდა და სისხლი წვეთავდა-გადით და მარტო დაგვტოვეთ!-გასცა ბრძანება თუ არა,ყველანი სწრაფად გავიდნენ და ორი სხეული დატოვეს პალატაში.
თავჩაღუნული რია ზურგით იდგა და არ აინტერესებდა,რომ თითქმის მთელ სხეულს ამზეურებდა,არაფერი ადარდებდა.უნდა რომ ამ მარწუხებისგან თავი დაეხსნა და გაქცეულიყო,სუფთა ჰაერი ჭირდებოოდა,უნდოდა ესუნთქა,თავისუფლად უნდოდა სუნთქვა.სანდრო კი ნელა უახლოვდებოდა,ქალის ათრთოლებულ სხეულს თვალს ვერ აშორებდა და უკვე მასთან ახლოს მყოფი,მისი სურვილისგან გაგიჟებული ქალს ნაზად შეეხო.
-რია!-მისი შეხება და ემოციების მეორე ტალღის დატრიალება იგივე იყო.
-რააა? რა რია? რიაა? შენთვისაც რია გავხდი? შენ რა დაგავიწყდა,რომ ნინა მქვია? აღარაფერი გახსოვს,აღარაფერი დაიტოვე ხო ჩვენი? ის რაც ჩვენ გვეკუთვნოდა,დამიკიდე და მიმაგდე,ისე როგორც ამას ყველა აკეთებდა.იცი რატო შევიცვალე სახელი? ყოველი ნინას დაძახებისას ცუდად ვხდებოდი,ყველას ხმაში შენსას ვეძებდი,მინდოდა,რომ შენ დაგეძახა მხოლოდ ჩემთვის ეს სახელი.მე სულელი გელოდებოდი,გელოდებოდი,შენ კიდევ არ ჩანდი-ისტერიულად ყვიროდა და მარჯვენა ხელს მთელი ძალით ურტყამდა გულ-მკერდზე-ახლა კი უბრალოდ რია ვარ,დიდი,გაზრდილი,მტკიცე ქალი,რომელიც წლების მერე ისევ ნახე შემთხვევით,ისევ მოგეწონა და მოგინდა შენი ვითომ თბილი სიტყვებით მოგეხიბლა? ნაბ*ჭვარი ხარ,ისეთივე ნაბ*ჭვარი როგორიც მამაშენი იყო.ჩემგან რა გინდა? რას ითხოვ? არ გეყო რაც გამიკეთე? ვერ მიიღე ბოლომდე რაც გინდოდა? დაგრჩა კიდევ რამე წასაღები?-ყვირილისგან დაღლილს ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა და აღარ ადარდება ის ფაქტი,რომ დიდი გოგოები არასდროს ტიროდნენ-მითხარი? რატომ ხარ ჩუმად? გეცოდები? რა თქმა უნდა,შენნაირ მამაკაცებს ჩემნაირი ქალები ყოველთვის ეცოდებათ.მე ხომ ერთი უპატრონო,საწყალი გოგო ვარ,რომელიც დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს ან ერთ დღეს ვინმე გამოასალმებს სიცოცხლეს.გეცოდები და ამას შენს თვალებში ვხედავ! რიკი მომიკალით,ის მომიკალით ძაღლებო-ბიჭის გახსენებაზე კვლავ ხმამაღლა აყვირდა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი სანროს მკერდს,რომელიც მთელი ეს დრო ამღვრეული მზერით დაჰყურებდა ქალის უმწეო სხეულს და ერთადერთი რასაც გრძნობდა ტკივილი იყო,ტკივილი რომელსაც რია განიცდიდა მის გამო.ვეღარ შეეძლო ამ ყველაფრის შორიდან ყურება,ისიც ხომ ადამიანი იყო.წამიც არ დასჭირვებია ამ ჩიტივით მჩატე სხეულის მკლავებში მოსამწყვდევად,იხუტებდა და თან მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა.თითქოს ქალის სხეულიც ამას ელოდებოდა,მომენტალურად მოდუნდა და მიენდო იმ სხეულს,რომელიც ოდესღაც მისი საყრდენი იყო. მამაკაცის მკლავებში გახვეული ჩუმად ტიროდა და ამადენი ემოციის,ამდენი ტანჯვის შემდეგ,მართლა პირველად გრძნობდა სიმშვიდეს.სანდრო კი იკრავდა გულში,ისე როგორც ბავშვობაში და ახლა უფრო მეტად გრძნობა ამ ქალის ფასს.


პ.ს. პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის და მეორე რიგში მადლობა დიდი ყველას.უთქვენოდ,ალბა, მარტო ჩემთვის თუ დავწერდი რაღაცეებს და არავის გავუზიარებდი.ყველა კომენტარი ძვირფასია და ყველა თქვენი დაფიქსირებული აზრი,ხშირად მკარნახობს ახალი თავის განვითარების გეგმას.ასე რომ მიყვარხართ და კომენტარებს სულმოუთქმელად ველი.თქვენი იო იო...[left][/left]



№1  offline წევრი დარინა

აი ჩემს წარმოდგენაზე მაგარი შეხვედრა იყო ისეთი ემოციებით დახუნძლული ლამის რიასთან ერთად მეც ვაღვარღვარე ცრემლები, ბოლო ემოციების პიკი იყოო, ასეთი სიყვარულის შემდეგ სანდრომ როგორ მოიქცა ასე, არ მინდა რომ სანდროს პერსონაჟზე გული ამიცრუვდეს, მინდა რომ რაღაც გასამართლებელი მიზეზი ქონდეს, რომ რიასთან ერთად ადვილად ვაპატიო, აწი იმედია დაიცავს რიას და მის სიტყვას შეასრულებს, უკვე იმდენად მიყვარს ეს ისტორია რომ არ მყოფნის რაც არ უნდა დიდი თავი იყოს, შემდეგს ველოდებიი, შენ კი მაგარი გოგო ხარ ამ ემოციების რომ
გვჩუქნიიი.

 


№2  offline წევრი ნანა73

ძალიან მომწონს! ემოციები მომწონს, რომელიც ნელ-ნელა გროვდება და ალბათ გადმოვა საზღვრებიდან... იმედს ვიტოვებ ასე იქნება. წარმატებები!

 


№3  offline წევრი Ioana

დარინა
აი ჩემს წარმოდგენაზე მაგარი შეხვედრა იყო ისეთი ემოციებით დახუნძლული ლამის რიასთან ერთად მეც ვაღვარღვარე ცრემლები, ბოლო ემოციების პიკი იყოო, ასეთი სიყვარულის შემდეგ სანდრომ როგორ მოიქცა ასე, არ მინდა რომ სანდროს პერსონაჟზე გული ამიცრუვდეს, მინდა რომ რაღაც გასამართლებელი მიზეზი ქონდეს, რომ რიასთან ერთად ადვილად ვაპატიო, აწი იმედია დაიცავს რიას და მის სიტყვას შეასრულებს, უკვე იმდენად მიყვარს ეს ისტორია რომ არ მყოფნის რაც არ უნდა დიდი თავი იყოს, შემდეგს ველოდებიი, შენ კი მაგარი გოგო ხარ ამ ემოციების რომ
გვჩუქნიიი.


დიდი მადლობა შენ ესეთი თბილი კომენტარისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ,თუ ემოცია ცოტათი მაინც მოვიტანე თქვენამდე ❤️ ❤️


ნანა73
ძალიან მომწონს! ემოციები მომწონს, რომელიც ნელ-ნელა გროვდება და ალბათ გადმოვა საზღვრებიდან... იმედს ვიტოვებ ასე იქნება. წარმატებები!


დიდი მადლობა ❤️ რა თქმა უნდა, ამდენი ხნის უმოქმედობის შემდეგ დიდი ტორნადო გველის ❤️

 


№4  offline წევრი mia miako 15

ძალიან მომწონს.მართლაც საინტერესო ისტორია და კარგად წერ.ველი შემდევ თავს

 


ეჰჰჰჰ,ეჰჰჰჰჰ, ძაან მაგარი ბრძანდები ქალბატონო, მე შენი მჯერა და ბოლომდე მოგყვებიიი

 


№6  offline წევრი Ioana

mia miako 15
ძალიან მომწონს.მართლაც საინტერესო ისტორია და კარგად წერ.ველი შემდევ თავს


მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️

სიყვარული გულს გვტკენს
ეჰჰჰჰ,ეჰჰჰჰჰ, ძაან მაგარი ბრძანდები ქალბატონო, მე შენი მჯერა და ბოლომდე მოგყვებიიი


მადლობა! არ დაგაღალატებთ ❤️❤️

 


№7  offline წევრი izabella

ისეთი რა მიზეზი ჰქონდა სანდროს, რომ საყვარელი ქალი მიაგდო და ტანჯვისთვის გაიმეტა?
ვერაფერი ვერ გაამართლებს მის ასეთ ქცევას.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 


№8  offline წევრი Ioana

izabella
ისეთი რა მიზეზი ჰქონდა სანდროს, რომ საყვარელი ქალი მიაგდო და ტანჯვისთვის გაიმეტა?
ვერაფერი ვერ გაამართლებს მის ასეთ ქცევას.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.


მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ❤️ რაც შეეხება სანდროს,სპოილერი არ მინდა გამომივიდეს,უბრალოდ სანდრო პოლიტიკოსია და პატიოსანი პოლიტიკოსები კი ამხელა წარმატებას ვერ აღწევენ ❤️

 


№9  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

უიმე მართლა ცრემლები ვღვარე რაა...♡♡♡
ძალიან კარგად გადმოსცემ თითოეული პერსონაჟის გრძნობას, აი ისე რომ მკითხველიც გრძნობს ყველაფერს...♡♡♡
მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და გელი, ყოველთვის...♡♡♡
წარმატებები...♡♡♡

 


№10  offline წევრი Ioana

MÔDÎLÎAŇI
უიმე მართლა ცრემლები ვღვარე რაა...♡♡♡
ძალიან კარგად გადმოსცემ თითოეული პერსონაჟის გრძნობას, აი ისე რომ მკითხველიც გრძნობს ყველაფერს...♡♡♡
მე ძალიან მომწონს ეს ისტორია და გელი, ყოველთვის...♡♡♡
წარმატებები...♡♡♡


მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის ❤️ იმდენად მახარებს თითოეული თქვენამდე მოსული ემოცია,რომ ვერ ავღწერ ❤️❤️

 


№11  offline წევრი Elea_Nora

აუუ ! რატო აწამებ ასე რიას? ღმერთო წარმომიდგენია რას გრძნობს! ჯერ რომ საყვარელი ადამიანი მიგატოვებს, შემდეგ უეცრად დაბრუნდება და ვითომც არაფერი ისე იქცევა. საშინელებაა რომ მეგობარს გიკლავენ შენ კი ვერაფერს აკეთებ. იმედია მალე მოეღება მის ტანჯვას ბოლო. რაც არუნდა იყოს გელი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent