სითამამე თუ მოქმედება?(მერვე თავი)
-ჯერ დაფიქრდი მერე ილაპარაკე-მივაძახე და ოთახში ავედი... ტანსაცმელი გავამზადე და აბაზანაში შევედი, როცა გამოვედი ლიზა, სალო და ლოლა იქ დამხვდნენ -ოჰო, დღის გამარჯვებულიც აქ არის-გამოაცხადა ლოლამ მოვიდა და ხელი კაცურად გადამხვია,მივხვდი რაზეც მეუბნებოდა და მეც ვუპასუხე -ეჰ ჯერ მთელი დღე წინაა და მარტო დღე კი არა მთელი თვე-ამაზე ორივეს გაგვეცინა-ხო ოღონდ შენ თუ არ გეწყინება, მაინც შეიძლება მომავალი რძალი იყოს-ვითხარი ლიზას -გადი გოგო, ნუ მწყევლი, რძალი არა ის კიდეე-მითხრა რაზეც ოთხივეს გაგვეცინა -აუ არა მართლა ძაან ღადაობაა, ძაან გავამწარებთ მაგ საწყალს-თქვა სალომ -აუ აბა გავაქცევთ ალბათ-მეც ვუპასუხე-ისე თათია მეცოდება, მაგასთან ერთად ვერ გაძლებს ოთახში -აუ ხოო-კიდე დიდხანს ვიყავით ოთახში სანამ ბიჭები არ შემოგვივარდნენ-ჩვენ გარეშე რა პრაზნიკებს აწყობთო, ჩამოდით უნდა დავლიოთო-ჩვენც ჩავედით, მაგიდა გავშალეთ და წავიდა გუგუნი, თავიდან პროსტა ვსვავდით და ვხურდებოდით, მერე უკვე ყველას რომ გვქონდა მოკიდებული, სალომ და ნიკამ დაახეთქეს... -მოდი ვითამაშოთ-თან აღტაცებულები იყვნენ, ღმერთო ოღონდ ეს არაა, იტყვიან ეხლა რაღაც საოცრებას და მეც რამე საოცრებას ვიზამ -რა?-კითხა ყველამ ერთად -რა დაა...მოიცა რაა??-კითხვით შეხედა ნიკას -მე რავიცი შენ გინდოდა თამაში -მე რა მინდოდა შენ არ მითხარი?! -მე როდისს გითხარი, შენ ალაოდ ხო არ ხარ-უთხრა ნიკამ რაზეც გამეცინა -ხო კარგი მოვიფიქრე-თქვა ისევ სალომემ-უნდა ვითამაშოთ “მე არასოდეს” და ვისაც ის მოქმედება გაკეთებული ექნება ის დალევს. ხარაშო?! -ბაზარი არაა-უთხრა ლოლამ და თამაშისთვის მოემზადნენ, მე კი არ მინდოდა თამაში, ავდექი და დივანზე გადავედი -სად წახვედი გოგო-მკითხა ლიზამ -აუ მეზარება რაა არ მინდაა-შეწუხებული სახე მივიღე და ისე ვუთხარი -აბა, აბა ეხლა ეგეთები არ გვინდაა-მითხრა ალექსამ,ხელზე დამეჯაჯგურა და მაგიდასთან დამაბრუნდა, მეც მივყევი, აშკარად სხვა გზა არ მქონდა -ისე რატო არ გინდა თამაში?!-მკითხა ტატომ -ვინ ვინ და შენ ნაღდად არ უნდა მეკითხებოდე მაგას-შევუბღვირე, რაზეც მას გაეღიმა. აუუ რატო მაგიჟებს ეს ბიჭი, მაგრამ არა! არ მაგიჟებს, თან ნინუცა როგორ ეფერება, ღმერთო, ხო შეიძლება ერთხელ ცალ-ცალკე დასხდნენ -კაი აბა დავიწყოთ, მე არასოდეს მიჭამია ავოკადო-თქვა სალომ,რაზეც რამოდენიმემ დალია, მაგრამ მე არა, საშინელი შესახედაობა აქვს -აუ ეს პირველი მაგრამ ესეთი დებილობები აღარ თქვათ რაა-გვითხრა ვასკამ -კარგი მაშინ...მე არასოდეს მიკოცნია ბიჭისთვის-თქვა ნიკამ, რაზეც მე თათიამ და ნინუცამ დავლიეთ და დავინახე ტატო როგორ მიყურებდა და იღიმოდა -ვაიმე თქვენ ჯერ პატარები ხართ-ირონიულად ვთქვი და სალოს, ლიზას და ლოლას გადავხედე -ოჰ შენც ეხლა სულ სიყვარულით არ გქონდეს ნაზასავები რა-მითხრა ლოლიტამ -საზიზღარო-ბავშვურად ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა -მე არასოდეს მიკოცნია არავისთვის თამაშის გამო-თქვა ტატომ,ნაგლი ბიჭი იცის რომ მე უნდა დამალევინოს ამით, ყველას გაეცინა და მე შემომხედეს -უბრალოდ აზარტული ვარ-სასხვათაშორისოდ ვთქვი და გადავკარი არაყი -ე ე ე ჩემი ძმები მე მელოდებით ბრატსი?! დავაი ლუკამ და ტატომ გადაკარით-გაკვირვებული სახეებით მიყურებდნენ-ხო რა იყოთ, შენ სხვათაშორის შენი ინიციატივით მაკოცე-ვუთხარი ლუკას-შენ კიდე... მართალია მე გაკოცე მაგრამ ხო თამაშის გამო იყო-თავი ვიმართლე და მაინც დავალევინე -ბარემ მანდვე თქვი რამდენჯერ გიკოცნია თამშისთვის-მითხრა ალექსამ, რაზეც “მკვლელი” მზერით გავხედე, ხანდახან მინდა მოვკლა ეს ადამიანი -ორჯერ-ვთქვი, რაზეც მათაც “მკვლელი” მზერით შემომხედეს-ხო კაი სამჯერ -ოჰო მალადეც შენ, ისე მესამე როდის იყო-მითხრა ვასკამ, ღმერთო მეზიზღება ჩემი თავი, სად მქონდა ტვინი თავის დროზეე?!?! -საინტერესო არაფერი-ხელის აქნევით ვუთხარი და მეგონა თემას სხვა რამეზე გადაიტანდნენ მაგრამ... -არა მართლა გვაინტერესებს-მითხრა ტატომ -ოოო ვიღაცას აკოცა რა წყნეთში, სითამამე თუ მოქმედებას ვთამაშობდით და მაგარი ფანტაზია აღმოაჩნდა ქალბატონს და ვიღაცას ეძგერა, თან პირველი კოცნა ეგრეე გაატყაპუნა, არა მერე კი გვითხრა მომეწონა და მაგიტომ ვაკოცეო მაგრამ...-მთელი ამ მონოლოგის მანძილზე ვცდილობდი სალომე გამეჩუმებინა მაგრამ არ გამომივიდა, როდესაც ტატოს გავხედე იღიმოდა, აუ ისევ იღიმოდაა, რატო?!?! -არ მომწონებია იმიტომ გითხარით რომ ხასიათზე მოსულიყავით, ამიტომ დაგაბოლეთ საყვარლებო, თორე ვაბშე არ ვიცნობდი-ვთქვი და ისევ ტატოს შევხედე, ის კი ისევ მე მიყურებდა და ისევ მიღიმოდა -მალადეც-მითხრეს და ისევ განვაგრძეთ თამაში, ტატოს შემდეგ ნინუცა იყო -მე არასოდეს...მე არასოდეს-დაიწყო ერთი საათი ფიქრი -გადამიშლია წიგნი-სალომეს ვუჩურჩულე და ნინუცას წინადადება დავამთავრე, მაგრამ მივხვდი რომ ყველა გაჩუმდა, როცა გავიხედე თურმე ხმამაღლა მომსვლია და ყველა მე მიყურებდა, სალომე იცინოდა, სხვებიც ფხუკურებდნემ, მათაც ეცინებოდათ, ტატო და ნინუცა კი ნაპერწლებს ყრიდნენ თვალებიდან და როდესაც მათ სახეებს შევხვდი ვთქვი-ხო რა იყო ისე მიყურებთ გეგონება რამეე ცით მოვლენილი ტყუილი ვთქვი-ამაზე კი ყველას ხმამაღალი სიცილი აუტყდა, მათ შორის მეც, “ზატო” ტატოს და ნინუცას აშკარად არ ეცინებოდა, მაგრამ გავატარეთ და ისევ გავაგრძელეთ თამაში, დიდხანს ვითამაშეთ და საბოლოოდ ძაან დავთვერი, დილით როცა გამეღვიძა, აზრზე არ ვარ ოთხაში რანაირად მოვხვდი, არადა აშკარად მახსოვს დივანზე ვიწექი, წამოვიზლაზნე, აბაზანაში შევედი, გავემზადე და ქვემოთ ჩავედი, სამზარეულოში შევედი სადაც ყველას თავი მოეყარა -ოჰ ძილისგუდავ მადლობა რომ პატივი დაგვდე და გაიღვიძე-ესე ომახიანად მომესალმა ლუკა -მადლობა დაფასებისათვის-ვუთხარი და ხელი გავუწოდე რომ მასზე ემთხვია, მანაც რევერანსი გააკეთა და ხელზე მაკოცა -ღმერთო ჩემო რა ჯელტმენი ბრძანდებით-მეც გავითამაშე რაზეც ორივეს გაგვეციან -კაი დაამთავრეთ თქვენი სპექტაკლი და ვისაუზმოთ-თქვა თათიამ ჩვენც მაგიდასთან დავჯექით, და თვალში აშკარად ვიღაც მაკლდა, და აი ისიც ტატო და ნინუცა ხელი-ხელ ჩაკიდებულები შემოვიდნენ, გავძიძგნი ეხლა ამათ, ვაიმე ანა მემგონი ეჭვიანობ, არაა არ ვეჭვიანობ რატო უნდა ვიეჭვიანო ვიღაც ტატოზე ან ნინუცაზე, ჩემს თავში ბრძოლა მიდიოდა, სამაგიეროდ სკამზე მჯდომი ტატოს კალთაში მშვენივრად მოკალათდა ნინუცა, ღმერთო ალბათ გული ამერეოდა, სალომე ისევ გვერდით მეჯდა -აი ეხლაა შეიძლება ეს გავწეწო, ცალკე ხომ შეიძლება დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები-გადავუჩურჩულე სალომეს, ამჯერად ნამდვილად ვერავინ გაიგო -რა ვიცი ერთი, გეუბნები მე შენ ესენი იმდენსს იზავენ დამასვავენ ცხოვრებისეულ დაღს-ამაზე ჩამეცინა, დაახლოებით ოც წუთი უბრალოდ ვიჯექი და არ ვჭამდი -ან რატო არ ჭამ?!-მკითხრა თათიამ -უბრალოდ არ შემიძლია ჭამა -რატო? შემიფასე რა ნახელავი-სახე გებადრა და ისე შემომხედა -იცი არ შემიძლია ვჭამო მაშინ როდესაც ჩემს წინ პორნო აქვთ მოწყობილი-ზიზღით ვთქვი და ტატოს და ნინუცას შევხედე -ვაიმე ძალიან გაწუხებთ?-მკითხა ტატომ -კი ძალიან-შევუღრინე მე -დიდი არაფერი როგორმე გადაიტან-გამაჩუმა და ისევ თავისი საქმიანობა განაგრძო, ღმერთოო როგორ მომეშალა ნერვები, როგორ გამაჩუმა ჰაა?! თან რა მითხრა “გადაიტანო” მაგასაც ვნახავთ ვაჟბატონი როგორ გადავიტან რაა-ჩემს თავს ველაპარაკებოდი და საოცარი გეგმა მომაფიქრდა, რაც ალექსასთან უნდა განმეხილა აუცილებლად საუზმის შემდეგ გარეთ ვიყავი და ჰამაკში ვიწექი, ალექსას მივწერე მოსულიყო რადგან ჰამაკი სახლთან არც ისე ახლოს არის და ამიტომ ვერავინ გაიგებდა ჩვენს ლაპარაკს. ისიც წამებში აქ გაჩნდა -ზე გენიალური გეგმა მაქვს-აღტაცებით ვუთხარი -დავაი დაფრქვი-მითხრა და მეც დავიწყე -ესეიგი მოგეხსენებათ და ტატო და ნინუცა ძალიან მიშლიან ნერვებს, ისიც მოგეხსენებათ რომ მე ტატო მომწონს და ალბათ ისიც რომ ძალიან მესაკუთრე ვარ, ამიტომ ნერვები უნდა მოვუშალო ერთსაც და მეორესაც, ნუ პრინციპში ერთზე უკვე ვმუშაობ, მაგრამ მეორე ცოტა მოურჯულებელია-გავუცხადე და მის პასუხს დაველოდე -აუუ ანა რას ერჩი?! რომ შეგიყვაროს სად მიდიხარ?! -აუ მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მე მაგის გამწარებას ვაპირებ და მაგან რატო უნდა შემიყვაროს, რა მაზოხისტია?!-ვუთხარი ნიშნის მოგებით -მაინც არ აქვს აზრი ლაპარაკს-ხელი ჩაიქნია და ისე მითხრა-მითხარი აბა რა მოიფიქრე -რა და შეყვარებული მჭირდება-ხელი დავარტყი მხარზე და ისევ გაბადრულმა ვუთხარი -ხო მაგრამ მე უკვე დაკავებული ვარ, გაგვგლიჯავს სალომე-მითხრა დაბნეულმა -ოოო ნუ ხარ დებილი, შენ არა, შენი და ჩემი ძმაკაცების მეტი ვინ არის, ვინმეს უნდა ვთხოვოთ ამოვა და მერე ნახოს როგორ უნდა “გადავიტანო”-ბოლო სიტყვაზე გავამახვილე ყურადღება, თან ტატოს გავაჯავრე და ისე ვუთხარი -ისე ბაზარი არაა მეც გავერთობი, მაგარი ზაფხული გვექნებაა რააა-სიცილით მითხრა -აუ აი მაგიტომ მიყვარხარ რა-ჩავეხუტე და ჰამაკში ერთად წამოვკოტრიალდით, ცოტა ხანი ჩუმად ვიწექით, სიჩუმე კი მე დავარღვიე -და ვის ვუთხრა?-ვკითხე მე -აუუ არ ვიცი ვფიქრობ...ლევანი?! -რომელი?! ჩემზე რომ აბოდებს -ხო ეგ -ოო კაი რაა , მაგას ისედაც მოვწონვარ და ტვინს წაიღებს-წუწუნით ვუთხარი -მაშინ დემეტრეე -ეეეე მართალი ხარ, დემეტრე მშვენიერია-დემე ჩემი და ალექსას საერთო მეგობარი არის-ვინმე ხო არ იცნობს ჩვენებიდან? -არა, არავინ-თავი გააქნია -უეჭველი? -კი უეჭველი -ხოდა ძაან კარგი, უთხარი ამოვიდეს-ეშმაკურად ჩავიცინეთ და მანაც დაურეკა... დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ♥️ შემაფასეთ, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია♥️♥️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.