შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანჯვისთვის დაბადებული (მეორე თავი)


5-03-2019, 18:52
ავტორი barbaresanti
ნანახია 1 320

მეორე თავი
მარიამის სახლიდან გამოვედი. მთელი გზა ჩემს სიზმარზე ვფიქრობდი, ნეტავ რისთვის ვარ დაბადებული, რა მისიისთვის, მართლა წამიყვანს? ვეკითხებოდი ჩემს თავს.
ამ ფიქრებში ერთ მანქანას წინ გადავუხტი.
-ფრთხილად შვილო, წინ არ იყურები?!
დაიღრიალა მძღოლმა.
-კინაღამ დაგეჯახე.
-ბოდიში. მხოლოდ ეს ვთქვი და ქუჩაზე გადავირბინე. მივუახლოვდი ჩემს სახლს, ლამაზი ალვის ხეები, ფოთლები ძირს ეყარა და ნაზი, სასიამოვნო ქარი უბერავდა. სახლში შესვლისას დედა მომეგება.
-ბარბარიკა მოხვედი? მითხრა დიდი სიყვარულით თან ყავა მოსვა.
არა ქუჩაში ვარ და გელანდები, გავიფიქრე მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვთქვი.
-ჰო, როგორც ხედავ. ვუთხარი მშვიდი ხმით.
-წადი ხელები დაიბანე, და საჭმელად გაემზადე, თან უნდა გელაპარაკო.
-კარგი.
სააბაზანოში შევედი, ონკანი მოვუშვი და სარკეში ჩავიხედე. ლამაზი ესპანური მიყურებდა. კაი თვალები მაქვს გავიფიქრე და გამეღიმა.
ხელ-პირი დავიბანე, პირსახოცით გავიწმინდე, აბაზანაში შუქი ჩავაქრე და გამოვედი.
ნეტავ რაზე უნდა მელაპარაკოს თამო? გავიფიქრე
დამავიწყდა მეთქვა, დედაჩემს თამარი ჰქვია, ჩემფერი თვალები აქვს, სწორი ცხვირი და ჩადგმული ქალბატონი მოყავისფრო-მოქერო თმებით. საბოლოო ჯამში ლამაზი ქალი გახლდათ.
მაგიდასტან დავჯექი. სადილად ძეხვი, ყველი, სალათი,ბეკონი, შემწვარი კარტოფილი და ომლეტი გვქონდა, დესერტად კი ჟოლოს ნამცხვარი.
მდიდრები არ ვიყავით მაგრამ არც ღარიბები გვეთქმოდა, შეძლებულად ვცხოვრობდით.
10 წლის ვიყავი,როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა და მისი ძმა გვეხმარება. ლონდონშია და ყოველ თვეს 1500 დოლარს გვირიცხავს. ეს სახლიც მან გვიყიდა.
სამ ოთახიანი., მყუდრო, თბილი, ლამაზად და თანამედროვედ მოწყობილი. მიყვარს ჩემი სახლი.
ომლეტი გადმოვიღე და გვედზე ბეკონი მივუწყვე, ფორთოხლის წვენიც დავისხი.
-ჰო შვილო… დაიწყო დედამ.-მიდა რაღაცაზე გესაუბრო.
ხლები მაგიდაზე დავაწყვე და მოვემზადე ამბის გასაგებად.
-ჩვენი მაკქანა უნდა გავყიდოთ. იმიტომ რომ „სისხლიანი ღამისთვის“ მჭირდება.
დედამ მიხვდა რომ რაღაც წამოსცდა და პირზე ხელი აიფარა.
-ნუ.. დაივიწყე რაც გითხარი საიდანღაც მოვიგონე რაც გითხარი, ბოდიში მოკლედ „მითსუბიში პაჯერო“ უნდა მივყიდო ერთ კარგ პიროვნებას, რომელიც ფულის გარდა კიდევ რაღაცას მომცემს, რომელიც ჩემი სამსახურისთვის მჭირდება.
-შენ არ მუშაობ და რა „სისხლიანი ღამე“?
-არაფერი არ იღელვო, უბრალოდ უნდა გავყიდო ფული არ გვაქვს.
-ნუ ცრუობ დედა, ფული გვაქვს ბიძიამ გამოგვიგზავნა გუშინ წინ და წინა თვეების დანაზოგიც გვაქვს.
-შვილო ფული არ მეყოფა.
-უთხარი მეტი გამოგვიგზავნოს. ვუთხარი მე
-სირცხვილია, ისედაც 6 წელია გვივლის და კიდევ მეტი მოვთხოვო?!
-მოკლედ, ჩემს „ პაჯეროს“ არ გაყიდი. ის ბიძაჩემმა მე მაჩუქა, დაბადების დღეზე და ძალიან მიყვარს. ამიტომ უარს გეუბნები.
მაგიდას ხელი დავარტყი ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში შევედი.
დედამ გაურკვევლობაში დამტოვა, უნდა გამერკვია რაზე საუბრობდა. აუცილებრად და თანაც მალე.



№1  offline წევრი izabella

სანამ პირველ თავს ვკითხულობდი მეორეც დადებულა და გამიხარდა.
როგორი ჩახლართულია ყველაფერი, ჯერ სიზმარი, ახლა სისხლიანი ღამეო. იმედია შემდეგ თავში მაინც გაიხსნება კვანძი ცოტათი.

 


№2  offline წევრი barbaresanti

izabella
სანამ პირველ თავს ვკითხულობდი მეორეც დადებულა და გამიხარდა.
როგორი ჩახლართულია ყველაფერი, ჯერ სიზმარი, ახლა სისხლიანი ღამეო. იმედია შემდეგ თავში მაინც გაიხსნება კვანძი ცოტათი.

მადლობა რომ კითხულობ.სულ მალე გაირკვევა ყველაფერი. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent