შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ! (1თავი)


5-03-2019, 19:56
ავტორი -Unknown-
ნანახია 1 283

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი- 9 ასობგერა, 5 ხმოვანი, 4 თანხმოვანი..
ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟური, მეგობრული, სამშობლოს, სარწმუნოების, უფლის და ა.შ.
რა არის სიყვარული?
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის..მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა, ამ გრძნობას თავისებურად ხსნის...
ბიოლოგებისა და ქიმიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სიყვარულის შეგრძნებას სამი ძირითადი ჰორმონი განაპირობებს: დოფამინი, ადრენალინი და სეროტონინი.
"სიყვარული აქტიური ძალაა ადამიანში - ძალა, რომელიც ადამიანთა შორის აღმართულ ზღუდეებს არღვევს, აერთიანებს მათ." (ერიკ ფრომი)
"სიყვარული პარადოქსულია, რადგან ორი არსება ხდება ერთი, თუმცა ამავდროულად კვლავ ორია." (ერიკ ფრომი)
"სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება.."
"სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.” (ნოდარ დუმბაძე)
აი რას ამბობენ პატარები:
6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.
5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.
7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.
6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.
8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.
და მაინც რა არის სიყვარული???

..........
სახელი: ბარბარე
გვარი: მაღლაფერიძე
ასაკი: 20
სიმაღლე: 1.70
წონა:55
გარეგნობა: მაქვს წაბლისფერი, ხვეული თმა, ცისფერი თვალები(თითქოს მწვანეც), კურნოსა ცხვირი და საშუალო ზომის ატმისფერი ტუჩები..
მყავს საოცარი ოჯახი დედა-მაია, მამა-ზურაბი. მართალია და ძმა არ მყავს,მაგრამ მყავს სამი საუკეთესო მეგობარი ლილე, დეა და დემეტრე..დანარჩენს კი დროდადრო შეიტყობთ.
დღეს 4 მარტია და თითქმის ერთ თვიანი დასვენების შემდგომ გავაგრძელე სწავლა.. დილით 8 ის ნახევარზე ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი, ვისადილე და გავეშურე სამედიცინო უნივერსიტეტისენ. პეკინზე ვცხოვრობ, ამიტომ უნი ახლოში მაქვს და შესაბამისად და გაგიკვირდებათ 5-10 წუთში ადგილზე ვიყავი. საათს დავხედე და 9 აკლდა 10 წუთი. რა თქმა უნდა ისევ ადრიანად მივედი..იმდენს კივერ ვტვინავ, რომ შედარებით გვიან ავდგე და ძილი არ დავიკლო და თან დილის ძილი... საოცარი რამაა,5 წუთიც კი უკვე თემაა...მოკლედ, ადრიანად მომიწია მისვლა, ამიტომ ეზოში გავჩერდი და მოვათვალიერე არემარე, იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობს დავინახავდი, თუმცა ამაოდ. ტელეფონი დავაძრე და დეას მივწერე:
-მე უკვე უნიში ვარ, შენ რასშვებიი??სადხარ?
-...
-ჰეი??
-...
-დეა??
-...
-სულ მიბმული გაქ ხელზე ეგ ტელეფონი და მე როცა მჭირდები მაშინ გაქვს სადღაც ჯანდაბაში!!
-...
უკვე ცხრას ორი წუთი აკლდა და ამ ქალბატონისგან არაფერი ისმოდა.. ამიტომ დავურეკე.. რა თქმა უნდა, არაიღო ან რატომ მეგონა, რომ აიღებდა. გადავწყვიტე ჩატში დამეწერა (კურსელებს გვქონდა ჩატი ე.წ "შოკი, პიკი, პანიკა")
-მოსულიხართ ვინმე??
კურსელებთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს, პირიქით საკმაოდ კარგი. ნუუ ზოგადად არც არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა,ვცდილობ ხოლმე ყველასთან კარგად ვიყო და ვერიდები კონფლიქტებს.. მაგრამ ყველაზე კარგად მაინც დეასთან ვარ.
-5 წუთში მანდვარ (ანა)
-აუუ, ჩამეძინა და მაგვიანდება (გვანცა)
-მეეც ( სალომე)
-აი თითქმის მოვედი (მარიტა)
მარტო შესვლას ნამდვილად არ ვაპირებდი, ამიტომ სხვა რა გზა იყო..ამ დროს შეტყობინება მომივიდა დეასგან
-აუუ, ჯანდაბაა, ჩამეძინა, მაგვიანდება და თან მგონი ძააან..(დეა)
- ოხ ცოცხალი ხარ?? ნეტა რატო არ მიკვირს.. მიდი მალე ქენი.
-შევეცდები(დეა)
- ეეეეეეე ბარბი,როგორ ხარ? მომენატრე,რამდენიხანია არ მინანიხარ.. (დათო)
-კარგად ვარ, თითქმის ერთი თვე, თავად?
-რავი ნორმ რაა..(დათო)
დათო-სახელგანთქმული "ბაბნიკი", ისიც მესამე კურსელია, მაგრამ ჩემს ჯგუფში არაა, თუმცა რაღაც ლექციები გვიტარდება ერთად.. დათო საკმაოდ სიმპატიურა..მაღალი, ქერა,მწვანე თვალება,სწორი,პატარა ცხვირით,სავსე თუჩებით.. თაყვანისმცემლებს ნამდვილად არუჩიოდა და ასევე ისიც "თაყვანსსცემდა" ამჯერად კი მე ვიყავი ის გოგო,ვისაც თვალი დაადგა და "დაკერვა" უნდოდა.. მართალია დათი საკმაოდ სიმპატიური იყო,მაგრამ მხოლოდ გარეგნობა ხომ არაა?
დათოზე რასვფიქრობ?
საკმაოდ სიმპატიურია, საოცარი ღიმილი აქვს, მეგობრულია, ცოტა ძაან ნარცისი. მოკლედ ბევრი,რომ აღარ ვილაპარაკო და თქვენც თავი არ მოგაბეზროთ,ჩემი ლაყბობით, გეტყვით,ერთი შეხედვით კარგი ბიჭია..მაგრამ მაინც ბაბნიკია, დღეს ბარბარე მოსწონს,ხვალ თიკა,ზეგ ანანო და ა.შ. ჩემზე აშკარად დიდხანს შეჩერდა,განა რამე..უბრალოდ აქამდე ვის დაკერვასაც ცდილობდა,საწადელს ადვილად აღწევდა და შემდეგ ის გოგო აღარ აინტერესებდა. აი ჩემთან კი არაფერი გამოსდიოდა,ამიტომაც უკვე მთელი ნახევარი წელი "მეჩალიჩებოდა" ეს კი მისთვის,რეკორდი იყო. ჩემი კურსელი,სალომე, რომელიც მანამდე იცნობდა დათოს, მეუბნებოდა,რომ ძალიან საყვარელი იყო ჩემთან მიმართებაში, მგონი მართლა მოსწონხარო.. მართალია რაღაცნაირად "ბოთეაო" მაგრამ,ხანდახან ისეთი საყვარელია შენს მიმართო..მაგრამ მე არმჯეროდა.. ადამიანებს 100%-ით ვერასდროს ვენდობოდი და მითუმეტეს "ბაბნიკ" დათოს.


P.S გამარჯობა.. ეს ჩემი პირველი ისტორიაა და მაინტერესებს თქვენი აზრი.. აზრი აქვს გაგრძელებაზ?? თუ დავივიწყო.. :D ❤️



№1  offline წევრი Fifth Harmony

არც კი გაბედო დავიწყება გააგრძელე სხვა ტუ არა მე წავიკითხავ აგერ გყავს ერტგული მკითხველი ცემი სახიიიიით

 


№2  offline წევრი -Unknown-

დიდი მადლობა ❤️
Fifth Harmony
არც კი გაბედო დავიწყება გააგრძელე სხვა ტუ არა მე წავიკითხავ აგერ გყავს ერტგული მკითხველი ცემი სახიიიიით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent