ეს ხაფანგია პატარავ..! #4
მთხრობელი საშინელი სამი თვე გავიდა, სტასია ცოცხალი იყო მაგრამ არა ფიზიკურად, მხოლოდ სულიერად... მიკა თავს დასტრიალებდა სტასიას, დამიანეც არ შორდებოდა გვერდიდან... ყველა ამჩნევდა უფროსის საქციელს მაგრამ არავინ არაფერს იმჩნევდა თუნდაც რა უნდა შეემჩნიათ როცა განყოფილებაში სტასიას არყოფნით გაღიზიანებული უფროსი ყველაზე ჯავრს იყრიდა... ყოველღამეს სამითვის განმავლობაში დამიანე სტასიას გვერდით იყო და უყურებდა ქალის უმწეო სხეულს რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა ოდნავ მოძრავი მკერდის გარდა რომელიც რიტმულად ირწეოდა... გადიოდა თვეები, დღეები, საათები, წუთები, წამები და დამიანე უყურებდა როგორ ეცლებოდა ხელიდან ჯერკიდევ ახლად ნაპოვნი, აღმოჩენილი სიყვარული რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და საცაა ყველაფერს დანგრევდა ეს არგამჟღავნებული გრძნობა... დამიანე თავი სტასიას სუსტ ხელებთან მიდევს და თვალები მეხუჭება როცა გულის აპარატი ხმამაღალ წრიპინს იწყებს და ჩემს სახეს უძლური თითები წამით ეხება, მე თავს სწრაფად ვწევ და მზერას მონატრებულ თვალებს ვაგებებ... ფეხზე ვხტები და ექიმს სწრაფად ვუძახი, ისიც პალატაში შემორბის და ექთნებთან ერთად სტატიას გასინჯვას იწყებს მე კი პალატიდან მიშვებენ... მიკასთან ვრეკავ და ახალ ამბავს ვატყობინებ ისიც თხუთმეტი წუთიც არაა გასული რომ საავადმყოფოშია ჩაწითლებული თვალებით და თმააბურძგნული ალბათ კიდევ იტირა... მიკა ამ დროის განმავლობაში მიკას არცერთი დღე არ გაუტარებია ტანჯვის გარეშე... ის გრძნობდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის სტასია და ყოველ ღამე ტიროდა... დიახ, თავს მარტო დაიგულებდა თუარა ტირილს იწყებდა და იხსენებდა მის მეგობართან და არა მარტო მეგობართან მის არაბიოლოგიურ დასთან გატარებულ ყოველ წამს... ის ყოველთვის აფრთხილებდა სტასიას, რომ მოეშორებინა სისწრაფის სიყვარული რადგან იცოდა რომ ეს ერთ დღეს ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და ასეც მოხდა მაგრამ ახლა ასე არაა სტასია გონს მოვიდა და საერთოდაც ვინ იცის რა სიგიჟეს გვიმზადებს ცხოვრება?! სტასია თვალებს ძლივსძლივობით ვახელ და ვგრძნობ როგორ ვუბრუნდები სამყაროს... მთლიანი სხეულიტკივა და მზერას, მართალია დაბუნდულს, დამიანეს ვაპყრობ, რომელიც რამდენიმე წამი თვალებში მიყურებს და ექიმთან გარბის... მისი სითბოთი, მწუხარებით და დანაშაულის გრძნობით აღსავსე თვალების დანახვისას ჟრუანტელი მოვლის რომელიც ტკივილს მაგრამ ამავდროულად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან მახსოვს მისი გულუბრყვილო სიტყვები და პატარა უდანაშაულო ბავშვის თვალები რომელიც სიყვარულს მიხსნიდა და პატიებას მთხოვდა... დიახ მე ყველაფერი მახსოვს და ყველაფერი ვიცი... მართალია კომაში ვიყავი მაგრამ ამავდროულად ვიცოდი რაც ხდებოდა ჩემს გარშემო და იმედია ამას არასდროს დავივიწყებდი... ორო დღეა რაც გონს მოვედი და დამიანე გვერდიდან არ მომშორებია, ვუყურებდი როგორ ცდილობდა გრძნობების დამალვას და მეღიმებოდა რადგან მართლაც რომ არ მცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ ალბათ ვერაფერს მივხვდებოდი... მიკა წამითაც არ მომშორებია გვერდიდან და ყველა ჩემს თხოვნას ასრულებდა ყოველ ჩემს დანახვაზე უფალს მადლობას წირავდა რომ გადამარჩინა... -მიკა როდის გამწერენ?!-ვეკითხები და კარებში შემოსული დამიანეს დანახვისას სახეზე ღიმილი მეფინება... -ბოდიში ქალბატონო მაგრამ ჯერ მაგაზე ფიქრი ადრეა..-მეუბნება ბატონი დამიანე და იცინის -მართალია სტასია, ჯერ ძალიან ადრეა ხომ უნდა გამოკეთდე არა?!-ამბობს მიკა და დამიანეს აზრის დამტკიცებისას თავს უკრავს მას... -კარგი და დიდი ხანი მომიწევს დარჩენა?-ვკითხულობ და ორივეს კნუტ თვალებით ვუყურებ... -ეგეთი თვალებით ექიმებს არ შეხედოს თორემ დააბრმავებ-მეუბნება დამიანე და ცხვირზე თითს მკრავს... ამ პერიოდში სულ დამავიწყდა ის რომ გამომძებელი ვარ, დამიანე ჩემი უფროსია და საერთოდაც ძალაინ შევიცვალე... ერთი თვის შემდეგ... ორ ერთმანეთზე დაყრდნობილ სხეულს გული გამალებით უძგერს... ჰაერი არ ყოფნით მაგრამ არც სჭირდებათ რადგან ისინი არიან ერთმანეთოსთვის ჰაერი და საერთოდაც ყველაფერი რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება... ოთახი ვნებითაა სავსე და ერთმანეთის სურვილით ანთებული ორო ადამიანის სხეულით რომელთაც აღარ შეუძლიათ გრძნობების დამალვა და აღარც აპირებენ ამას, მათ ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი არსებობისთვის სჭირდებათ... სიმშვიდეს მხოლოდ ვნებისგან გამოწვეული ჰანგები არღვევს და ამ ღამეს სწორედაც რომ ამ ღამეს ორი სული ერთ არსებად იქცა... პ.ს ესეც ახალახალი თავი...♡♡♡ აბა იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ და მადლობა რომ კითხულობთ...♡♡♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.