შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი გოგო/ცუდი გოგო +18 (7თავი)


7-03-2019, 18:29
ნანახია 2 298

-ნატალი კარი გამიღე გთხოვ.
წამოვდექი და კარი გავაღე. ის ოთახში შემოვიდა. კარი ისევ ჩავკეტე.
-ცუდად ხარ?
-უკვე აღარ.
-ყველაფერს აგიხსნი...
-გისმენ
-მე არ მომწონს ეს ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ეს ცხოვრება მე არ ამირჩევია. ჯესიკაზე დაქორწინება მითუმეტეს... ეს მამაჩემის ბიზნეს გეგმის ნაწილია. შენი ვინაობა რომ გამიმხილე არ ვიცოდი როგორ მეთქვა სიმართლე, რადგან ჩემს გამო მოგიწია ამდენი ტყუილის თქმა.
ის მართალი იყო. მე უფრო ბევრი რამ მოვატყუე და ბოლომდე გულახდილი არც ახლა ვიყავი მასთან. უბრალოდ ახლა ამის დრო არ იყო. მის წინ დავჯექი.
-ახლა რა იქნება?
-ხომ იცი რომ მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
-მგონი ჯობს წავიდეთ
-წავიდეთ?
-ხო ჩვენს სახლში
-ჩვენს ერთოთახიანში?
გამეღიმა.
-ხო. ჩვენ მეგობრებთან, თანამშრომლებთან, კურსელებთან. იქ სადაც მე მაწანწალა ვარ და შენ სტომატოლოგის შვილი.
-კარიდან ვერ გავალთ. ჟურნალისტებით იქნება სავსე.
მან ფანჯარას გახედა , მივიდა და გადაიხედა.
-სიმაღლის გეშინია?
-ფანჯრიდან გადაძრომას მთავაზობ?
მან თავი დამიქნია.
-მაშინ მოგიწევს კაბის გახდაში დამეხმარო
-ჩემი საყვარელი საქმიანობაა
-ჰეი ახლა მაგის დრო არაა
მან კაბის შესაკრავი გამიხსნა და ზურგით შებრუნდა.
-ჰაჰა რას აკეთებ?
-ვიცი რომ თავს ვერ შევიკავებ და ახლა სე*სის დრო არაა.
მაისური და შორტები ჩავიცვი. სამკაულები საწოლზე დავყარე. მხოლოდ მობილური ავიღე და პატარა ზურგჩანთა.
-პირველი მე წავალ
-ვითომ რატომ?
-მოვსინჯავ და გეტყვი როგორ ჩამოხვიდე
-ჰაჰაჰა კარგი რა... გგონია პირველად ვძვრები აქედან? გამოცდილები გაუშვით წინ თუ შეიძლება.
ეისი გავწიე და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ფეხები გარეთ გადავწიე და სართულებს შორის გამოყვანილ დეკორატიულ ჩარჩოზე დავდგი. როდესაც გავიმართე და ჩარჩოზე დავდექი უკვე მთლიანად გარეთ ვიყავი. ნელ-ნელა სახლის უკანა მხრისკენ წავედი და სახლის კუთხეში ჩარჩოს ჩამოვეკიდე და ჩამოვხტი. ეისი მიყურებდა. შემდეგ პიჯაკი გაიხადა და თავადაც გადმოძვრა. ჩემს მსგავსად ჩამოვიდა. ხელი მოვკიდე და გავიქეცით. ტაქსი გავაჩერეთ. გაგვიმართლა რომ მივუსწარით რეისს რომელზეც მოცდა არ მოგვიწევდა.
-სახლში დიდი ხანი არ დავბრუნდები
-მგონი უკვე მეც.
-ოფიციალური ტანსაცმელი გიხდება
-შენც ძალიან ლამაზი იყავი. ყველაფერში ლამაზი ხარ.
მას ჩავეხუტე და მალევე ჩამეძინა. ამ ორ დღეში ორივეს საიდუმლო გამჟღავნდა და მთელი სტრესი მომეხსნა. ის რომ ეისი ალექსანდერი აღმოჩნდა, არაფერს ცვლიდა. მე ის მიყვარდა და ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი. ყველაზე მეტად ის ფაქტი მსიამოვნებდა რომ ჯესიკა საკურთხეველთან მიატოვეს და მისი ოცნების ქორწილი ჩაიშალა. ხო ეს ცუდია, რომ მისი უბედურება მიხარია, მაგრამ მისი ბრალია, რომ მე ასე ვფიქრობ და სხვა არავისი.
სახლში დავბრუნდით გამთენიისას. ცოტა გამოვიძინეთ, ვისაუზმეთ და ორივე სამასახურში წავედით.
კრისტა საქმიანად დარბოდა და არც კი შევუმჩნევივარ სანამ წინ არ დავუდექი.
-კრის! როგორ ხარ?
-ნატ დაბრუნდი? კარგად შენ?
-ისეთი რამ მოხდა ერთი სული მაქვს მოგიყვე
-ამას ჯესიკასთან აქვს კავშირი?
-კი. საიდან გაიგე? უკვე ატლიკინდნენ ჟურნალისტები?
-არა მოსული იყო და გეძებდა. ხალხი რომ შეცოტავდება მომიყევი.
მუშაობა დავიწყე. ტელეფონი დილიდან გათიშული მქონდა. ვიცოდი რომ ყველა რეკვას დაიწყებდა.
შესვენებაზე კრისტას მოვუყევი ყველაფერი
-მეღადავები?!
-არა
-თქვენ ორნი... მოიცა ანუ ის თუ სომერსია თქვენ შეგიძლიათ ერთად იყოთ.
-ჩვენ ისედაც ერთად ვართ. შენ მომიყევი რა ხდება. სები არ გინახავს?
-საინტერესო არაფერია, სწორი იყავი, ის საჩემო ტიპი არაა.
მან თვალი ამარიდა.
-ჰეი მოხდა რამე?
-არა...უბრალოდ
-კრის... მე ყველაფერი მოგიყევი
-იმ ღამეს, ფართიზე, ოთახში ვიჯექით ვლაპარაკობდით, მას სე*სი უნდოდა, მე კიდევ პირველივე შეხვედრისას არ მინდოდა ასე დამეწყო ურთიერთობა, შენც ხომ მითხარი... რომ არა ლესტერი ალბათ გამაუპატიურებდა.
-რა? ვწუხვარ კრის...
-არაფერია, მთავარია რომ ჩაიარა...უბრალოდ ახლა ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ეგ მაწუხებს.
-ანუ ლესტერი და სებასტიანი ნაჩხუბრები არიან? არაუშავს სებასტიანმა დაიმსახურა.
-არ მინდა რომ ჩემზე ცუდად იფიქრო, მაგრამ არ მომწონს მაგათთან რომ მეგობრობ. ვგრძნობ რომ კარგ გარემოცვაში არ ხარ... ალექსის გარდა... არონი საერთოდ არ მომწონს. რაღაცნაირი ტიპია... რომ ვერ ენდობი.
-მე ეისს ვენდობი... არონთან და სებთან მიმართებაში ისიც კი ფრთხილადაა. ლესტერი კიდევ უწყინარია, ამაში 1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ძალიან კეთილია და დროდადრო ცოტა ბავშვურიც.
-მგონი მოვწონვარ...
-ლესტერს?
-ხო... უცნაურად იქცევა, იმ საღამოს მერე სულ ცდილობს დამელაპარაკოს ან მნახოს.
-და შენ?
-მე რა?
-შეიძლება ვიზუალურად შენი მამაკაცის იდეალი არ იყოს, მაგრამ მას თუ მოწონხარ იცოდე მე მის მხარეს ვარ და თუ აწყენინებ...
-მე? მე როგორ უნდა ვაწყენინო? უბრალოდ არ ვიცი... არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც პოტენციურ პარტნიორზე...
-დაფიქრდი

დარჩენილი სამუშაო დღე უაზროდ გავიდა. სახლში მივედი და კართან დედაჩემი დამხვდა.
-დედა? აქ რა გინდა? საიდან გაიგე სად ვცხოვრობ?
-შენს მეგობარ გილბერტს ვესაუბრე და ახლა მთავარი ის კი არაა მე რომ აქ ვარ, სასაუბრო გვაქვს პატარა ქალბატონო.
კარი გავაღე და შევედით.
-გისმენ...
-რითი ფიქრობდით შენც და შენი იდიოტი შეყვარებულიც ამ ქორწილის ჩაშლა რომ დაგეგმეთ
-ჩვენ არაფერი დაგვიგეგმავს
-ნუ მატყუებ! იცი რამდენი დაჯდა ეს ცერემონია?! თქვენს გამო კიდევ ჟურნალისტების მოსყიდვაც დაგვჭირდა რომ ეს ყველაფერი გაზეთში არ მომხვდარიყო! ტეილორები ჩვენი ფირმიდან თავის წილს ითხოვენ, გასვლა უნდათ... შენ იცი ეს რამხელა თანხაა?
-არ მაინტერესებს! ფული სულ არ მაღელვებს! მითუმეტეს ჯესიკას და მამამისის ფული! შენნაირი მატერიალისტი არ ვარ...
ვერც კი გავიაზრე რა მოხდა, მხოლოდ ინსტინქტურად ლოყაზე ავიფარე ხელი, რომელიც მწარე გარტყმისგან ამეწვა. გავბრაზდი.
-გაეთრიე აქედან!
-რა მითხარი? კიდევ გინდა გაგარტყა?
-გამარტყი რამდენიც გინდა... შენ დედობა არ იცი და იმითიც ბედნიერი ვარ გარტყმა მაინც რომ გამოგდის კარგად. ეს ჩემი სახლია და ჩემი ცხოვრება... დამანებეთ თავი!
-ამ სოროს სახლს ეძახი... სულელი ხარ...
მან ჩაიცინა და გავიდა ოთახიდან. კარებში მობრუნდა.
-მამაშენი საავადმყოფოშია, ისე თუ გაინტერესებს.
კარი მივხურე. მის სიტყვებზე ავღელდი. მამას გული სულ აწუხებდა, იმედია არაფერი სერიოზული არ ჭირს. ლოლას დავურეკე და მან დამამშვიდა.
მალე ეისიც მოვიდა სახლში. ამ აურზაურის მერე ჩვენც სერიოზულად უნდა გვესაუბრა.
მან მაკოცა და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ?
უეცრად სახე შეეცვალა
-რა გჭირს სახეზე?
-არაფერი
-ნატ?
-დედა იყო მოსული.
მან ლოყაზე ხელი გადამისვა.
-ვატყობ რთული საუბარი გქონდათ
-არაფერია, ოდესღაც უნდა მეთქვა მისთვის რასაც ვგრძნობდი და არც ეს დარტყმა იყო გამორიცხული.
-რა ხდება ბანკში?
-არაფერი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
-იცოდი ლესტერმა და სებმა რომ იჩხუბეს?
-მართლა? რაზე?
-კრისტას გამო. მერე მოგიყვები.
-კარგი. ლესტერი მაინც მომიყვება დღეს რომ ვნახავ.
-მე ჩვენზე მინდოდა მელაპარაკა
-მეც.
-გუშინ შოკში ვიყავი და იმ სახლში დარჩენას ყველაფერი მერჩივნა, მაგრამ დღეს მინდა გკითხო დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან გინდა ყოფნა? და არის თუ არა რამე რაც უნდა ვიცოდე კიდევ?
-მე დარწმუნებული ვარ რომ შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ... მეტი საიდუმლო არ მაქვს, გარდა ჩემი ვინაობისა. და შენ? გინდა რამე მითხრა?
-არა... მეც უბრალოდ ვინაობა დაგიმალე.
-ძალიან კარგი, რომ ყველაფერი გავარკვიეთ.
-ორ დღეში რბოლაა.
-ხომ გახსოვს მეც მოვდივარ.
-აუცილებლად.
მას ვაკოცე და კალთაში ჩავუჯექი. წელზე ხელი მომხვია. სულ სხვანაირად შევიგრძენი მისი კოცნა და შეხება, ახლა როცა თავისუფალი ვიყავი ტყუილებისგან და მშვიდად ვუყურებდი მას თვალებში. მან ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. მალე შიშველი აღმოვჩნდით ორივე.
-ჰეი პრეზ*რვატივი გაქვს?
-არა...
-ეის!
-კარგი რა...
-ამ არეულობაში ისღა გვაკლია დავორსულდე
-რატომაც არა
თვალები გადავატრიალე და მკაცრად შევხედე. მიხვდა რომ შენსი არ ჰქონდა ჩემთან კამათში და უჯრიდან ამოიღო პრეზერვატივი. მის ქცევაზე დავფიქრდი. ნუთუ მართლა უნდა რომ ბავშვი გვყავდეს... მისმა კოცნამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ფეხები წელზე მოვხვიე და მივეკარი მის სხეულს. ეს სე*სი იმდენად სხვანაირი იყო... თითქოს ორი უცხო ადამიანი პირველად ვიწექით ერთად.
რბოლის დღეც დადგა და რბოლაზე წასვლა არ მინდოდა. ვიცოდი ისევ რაიმე მოხდებოდა. და ჩემი და ეისის სიცოცხლის გარისკვა ამად არ ღირდა. მეისონს დავურეკე და უარი ვუთხარი. ამის გამო ჯარიმის გადახდა მიწევდა მისთვის. ბანკომატში ბარათი შევაცურე, მაგრამ დაბლოკილი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, საყვარელი დედას ნამოქმედარი იყო. მეტი გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი რბოლას.
-ნატ? ეს მანქანა რატომ გამოიყვანე? ის წითელი არ არის ყველაზე სწრაფი?
-ის კი სწრაფია, მაგრამ გზა ნახე? ძალიან ბევრი მოსახვევებია, ის სისწრაფეს სწორ გზაზე კრიფავს, მაგრამ აქ გაუჭირდება მოსახვევების გამო, ამიტომ ეს მირჩევნია.
-რომ წავაგოთ
-მთავარია ცოცხლები გადავრჩეთ.
რბოლა დაიწყო. ერთ ხაზში გავსწორდით. დროშა აფრიალდა და სამივე მანქანა მოწყდა ადგილს. ვიგრძენი რომ ჩემი მანქანა არ იყო მწყობრში. არადა ის ბოლოს რომ შევამოწმე გამართული იყო.
-ნატ? რაღაც ძალიან სრიალებს მანქანა.
-არ ვიცი რა სჭირს. მწყობრში იყო.
მოსახვევში მივხვდი რომ მუხრუჭი იყო დაზიანებული. ყოველი მოხვევისას სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა მანქანის დამორჩილება. არცერთი აღარ ვფიქრობდით მოგებაზე. ერთადერთი მიზანი გადარჩენა იყო ახლა. ფინიშიც ხაზამდე საკმაოდ ადრე დავიწყე დამუხრუჭება რომ ხალხის ბრბოში არ შევვარდნილიყავი და როგორც ვივარაუდე მესამემ დავასრულე შეჯიბრი. ამისი განხილვის დრო არ იყო, რადგან წინ დიდი ძარცვა გველოდა/ რბოლას თავს დავანებებდი როგორც კი მეისონის ჯარიმის ფულს ვიშოვნიდი.
ძარცვის დღე დადგა. ძალიან ვღელავდი. ბიჭები მთელი დღე დარბოდნენ და სხვადასხვა საქმეებს აგვარებდნენ. მე პროგრამას ვამოწმებდი. ეისი და ლესტერი საღამოს ბანკში მორიგე იყვნენ. ეისმა ბანკის საცავის დაცვა გაიტყუა და საპირფარეშოში ჩაკეტა. მისი ბარათი და ბეიჯი თვითონ აიღო. ლესტერს ტუალეტში ერთი კვირით ადრე შენახული ფორმები ქონდა რომელიც ეისს გაატანა საცავში. ეს ფორმები გამოსვლისას გამოადგებოდათ. ეისმა ჩვენს მიერ დაყენებულ პატარა კამერაში მანიშნა რომ ჩემი სვლა იყო. კამერები და სიგნალიზაცია გავთიშე და მანქანიდან გადავედი. ბანკში მომსახურე პერსონალი შემხვდა და ჩემი ძვირფასეულობის ასაღებად საცავამდე გამომყვა. საცავში მე, ბანკის თანამშრომელი და ეისი აღმოვჩნდით. როცა თანამშრომელმა გისოსები გააღო ეისმა ის გათიშა და ლესტერს ანიშნა ემოქმედა. ლესტერმა დარბაზის ცენტრში ბოლის გამშვები შაშხანა ისროლა და სახანძრო სისტემას სიგარეტი მიუშვირა. უეცრად წარმოქმნილმა ბოლმა და სახანძრო სისტემის ამოქმედებამ ხანძრის ილუზია შექმნიდა და ბანკის თანამშრომლები გარეთ გაიქცნენ. საეჭვო აღარ იყო როდესაც ორი მეხანძრის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა ბანკში და საცავისკენ გაემართნენ სადაც ეისს და მე უკვე ჩალაგებული გვქონდა ძვირფასეულობა ჩანთებში. ეისმა და ლესტერმაც ჩაიცვეს მეხანძრის ფორმები და გარეთ გამოსვლას ვაპირებდით როდესაც სროლის ხმა გაისმა. ზევით მხოლოდ აარონი იყო, მაგრამ სავარაუდოდ პოლიციამ მოგვასწრო მოსვლა. წასასვლელი არ გვქონდა. ეს ხაფანგი იყო. მივხვდით რომ გავებით. ეისმა მიმიხუტა. კიბეებზე ვიღაც სამი პოლიციის ფორმიანი კაცი ჩამოვიდა და ორიც ნაცნობი.
-მამა?!
-გეყოფათ განგსტერობანა, ალექსანდერ ყველაფერზე პასუხს აგებ!
მამაჩემს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ იმედგაცრუებული მზერით მიყურებდა. გული შემეკუმშა იმის გააზრებაზე, თუ რამხელა ტკივილი იყო მისთვის ეს. ბიჭები პოლიციამ წაიყვანა. მე პირდაპირი რეისით ნიუ იორკში აღმოვჩნდი. შიდა პატიმრობა მინიმუმი იყო იმ სასჯელთაგან რაც შეიძლებოდა ჩემთვის მოესაჯათ, მაგრამ მამაჩემი ამითიც დაკმაყოფილდა. ბებიაჩემიც კი გაბრაზებული იყო მაგრამ მაინც მე მამხნევებდა. ლოლას და კესიდის ჩემი საქციელი რატომღაც ძალიან სახალისო და მაგარი ეჩვენათ. დედაჩემი კიდევ ყოველ დღე სასამართლომდე მინი ლექციებით შემოიფარგლებოდა. ჩემი ადვოკატი ყოველ დღე მისვამდა შესაძლო კითხვებს ისე რომ სიზმარშიც კი მისი ხმა ჩამესმოდა. სასამართლოს დღეც დადგა. ეს სასიკვდილო განაჩენის მოსასმენად წასვლას გავდა ჩემთვის. ეისისთვის კი ალბათ თვითონ სიკვდილს. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ იძულებული ვიყავი რომ წავსულიყავი. იძულებული ვიყავი მეთქვა ის რასაც სხვა დროს არც კი ვიფიქრებდი.
სასამართლოს სხდომა დახურული იყო. მხოლოდ მცირე რაოდენობის ხალხი ესწრებოდა. ბიჭები, ოთხივე ერთად ისხდნენ მსჯავრდებულისთვის გამოყოფილ ადგილას. ეისი ჩემსკენ იყურებოდა, მაგრამ მე ისევ არ შემეძლო მის თვალებში ყურება. როგორც იქნა გამომიძახეს დაკითხვაზე. მოვყევი ისტორია რომელშიც მე ბანკის ჩვეულებრივი ვიზიტორი ოთხი მძარცველის მძევალი გავხდი. ეისსი სკამზე ცივად დაეშვა თითქოს ტყვია ესროლესო. მესმოდა ახლა მისი დამოკიდებულება და ბიჭებისაც. ჩემს გამო მათ სასჯელი დაუმძიმდებოდათ კიდეც. მაგრამ მე არჩევანი არ მქონდა. ყოველშემთხვევაში მაშინ ასე ვფირობდი, როდესაც მოსამართლემ ჩემს საყვარელ მამაკაცს 8 წელი მიუსაჯა.



№1  offline წევრი Niniko11

Auu es ra ikoo rat gindoda ase male rom dabdi axal tabss hmmm :D
Ar iko am gogos saqcieli sworii dzaan guli damwkda :(( danarcheni kvelaferi kargi iyo♡♡♡

 


გთხოვ გევედრები მალე დადე რა ახალი თავი

 


№3 სტუმარი მარუსაა

ეს რაიყოო მალე დადე რაა

 


№4  offline წევრი Mariami^^)

აუუუ ცუდად მოიქცაა ნატალი :((( ეისიშემეცოდა (( მალე დადერააა

 


№5  offline წევრი Marita_G

8 წელი? ოუუუუუ შით!!!! ძააან მაგარია... იმედია წერას გააგრძელებ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent