შემიყვარდა (7 თავი)
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არ იყო, მაინც საკმაოდ იყო ხალხი, თან სულ ჩვენი თაობის , თურმე ჩვენნაირი დარტყმულები სხვებიც ყოფილან და არვიცოდით. სანაპიროზე ვისხედით ყველა ზუკას გარდა, ალბათ ვინმე გოგო ააგდო და მოვა მალეო დაასკვნა ეკემ. შეზლონგზე ვიწექი, ჩემს გვერძე 1 შეზლონგზე ისხდნენ რეზი და დემე და ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, მაგრამ ვცდილობდი არშემემჩნია იმაზე მინდოდა მეფიქრა, რომ სახეზე მაინც შემტყობოდა ის რომ ზღვაზე ვიყავი, ზუკას ხმა ვიცანი - ნახე გვანც რა მაქვსო - მეც ავხედე სათვალის ზემოდან და ინსტიქტურად დავიწყე კივილი და წამოვხტი ფეხზე - აუუუუ... მოაშორეეე... ვაიმეეე.... მიშვველეეთ - ხელში პატარა აკვარიუმი ეჭირა, სადაც პატარა ზაზუნა იჯდა - აუუ ხოიცი რომ მეშინიაა, წაიყვანე გთხოოოოვ რაა - საცოდავი თავალებით გადავხედე ზუკას - აუ ვიღაც გოგომ , მიმიხედე ცოტახანსო, ძაან დაცემა გოგოა და ეხლა ხო არვერყოდი ჩემდას ეშინია და არწავიყვანთქო? აუ თან ნახე რასაყვარელიაა - ეს თქვა და წამოვიდა ჩემსკენ - არააა - ავდექი და გავიქეციი, ზუკაც უკან მომდევდა ოღონდ აკვარიუმის გარეშე, ან მე რას გავრბოდი ან ეს რას მომდვენდა არვიციი, მაგრამ მთელი ბავშობა ამომიტივტივდა, დეჟავუს გრძნობა მქონდა, რაც უზომოდ სასიამოვნო კვალს ტოვებდა ჩემში, დამიჭირა ზუკამ და ღუტუნი დამიწყო, ამიყვანა და დამატრიალა, მთელი სანაპირო ჩვენ გვიყურებდა, ასე სიცილით მივედით შეზლონგებამდე და გოგოების სახეზე მაშინვე შევამჩნიე, რომ რაღაც მოხდა, ანუ მოკლედ 2 წუთიც არშეიძლება მათი მარტო დატოვება, ბიჭებს აშკარად გაბრაზება ერყობოდათ, ახლაღა შევამჩნიე, დემეს ჩემინტელეფონი ეჭირა. მოიცა, მოიცაა? რახდება? დემეს რატომ უჭირავს ჩემი ტელეფონი? ახლა ჩამერთო განგაშის სიგნალი - რა ხდება შეჩ*ემა? იკითხა ზუკამ - რა სახეები გაქვთ? - გვანცა კიდევ გაქვს იმ ს*რთან ურთიერთობა? - თქვენთვის ვისთანაც ურთიერთობა მაქვს ყველა ეგეთია გიო - ირონია არ დავაკელი და მაშინვე მივხდი, რომ თორნიკეზე იყო საუბარი. როგორც გითხარით თორნიკე ჩემი სკოლელი იყო და არა ერთხელ ჰქონდა ბიჭების მუშტები მოხვედრილი. - იცი შენ ვისზეც გეკითხებით - რეზიმ გააგრძელა - მოიცა, რახდება იტყვით ნორმალურად? - ამოეწურა ზუკას მოთმინება - ისევ იმ არაკაცთან აქვს კონტაქტი, რაუნდა ტო? ციხეში უნდა ჩავჯდეთ მაინც და უნდა შემოგვაკვდეს,რომ დააყენოს ერთი ადგილი? - ახლა ეკე ჩაერია. დემე ხმას არ იღებდა, იდგა და ჩემს ტელეფონს ხელში ათამაშებდა. აშკარად ეტყობოდა დაბერილი ძარღვები, თვითონაც დაძაბული იჯდა, ცოტაც და ამოხეთქავდა. - ან შენ გოგო ტვინი ვაბშე სად გაქვს? - რამდენი ხანია რაც შერიგდით? - არცერთი არ ჩუმდებოდა, მე გაოცებული ვუყურებდი მათ საქციელს, ნუ ლოგიკურია, რომ მობილურზე დამირეკა, მაგრამ რამითხრა ეგეთი?გოგოებს გაოცებული ვუყურებდი, რომლებიც თავს იქნევდნენ უარყოფის ნიშნად და მანიშნებდნენ მშვიდადო. - მოიცა შენ მართლა აპატიე ის ს*რობები რაც გააკეთა? - აუუ შენ ჭკვა ვერ გასწავლე, ვერ გაგაბებინე, რომ ეგეთ არაკაცებთან არ უნდა დაიჭირო ურთიერთობა, მითუმეტეს თორნიკე დადეშქელიანთან გვანცა - არ ცხრებოდა ეკე - ზედმეტი ხომ არ მოგდით? დგახართ აქ და მიყვირით პატარა ბავშვივით? რა დავაშავე მე? მე რა შუაში ვარ? იმან დამირეკა მე, ხომ არ დამირეკია? როდის აქეთ არ გაქვს ერთი ჩემი ნდობა? ან რა ვერ მასწავლეთ ძაან მაინტერესებს, გგოიათ თქვენ გარეშე ვერაფერს ვიზავ? ძააან ცდებით, ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, მუდმივად ამაყი დავდიოდი,რომ თქვენ მყავდით გვერდით, არავის მაკარებდით, ყველასთან ჩხუბი მოგდიოდათ, ძაან დიდი მადლობა, მაგრამ მგონი ჩემი ცხოვრებაა ეს და არ გაქვთ თქვენ ჩემს მაგივრად მიიღოთ გადაწყვეტილებებბი მუდმივად - ეხლა შევამჩნიე, რომ ვყვიროდი და თან ცრემლები ღაპა- ღუპით ჩამომდიოდა, ბავშვების გაოცეული სახეებიც ეხლა შევამჩნიე. წამში მოვეგე გონს, დემეს ტელეფონი ხელებიდამ ამოვაცალე და სახლში გავიქეცი, ოთახში შევედი და ბალიშების სროლა დავიწყე აქეთ-იქით, ვბრაზობდი ბიჭებზე,თან უზომოდ მტკენდა გულს ის, რომ ჩემი ნდობა არ ქონდათ და ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, გარკვევის გარეშე მეჩხუბებოდნენ. ამდენი ხნის განმავლობაში, მსგავსი რამე მეორედ ხდება, რომ ასეთი ტონით მელაპარაკებიან. ის საზიზღარ ადამიანთან საერთოდ არმქონია 2 წელია ურთიერთობა. ოთახში გაბრაზებული დავდიოდი აქეთ- იქით და თავს ვერ ვიკავებდი, რომ არ მეტირა. ვიცოდი, რომ ახლა აქ ვერ დავრჩებოდი, ჩავალაგე ტანსაცმელი, ტელეფონით მარიშკას მივწერე, უბალოდ მარტო დანრჩენა მჭირდება, არ ინერვიულოთთქო, ტელეფონი საწოლზე დავაგდე და წამოვედიდა გავედი ქუჩაში, ტაქსი გავაჩერე და წნეთის მისამართი ვუკარნახე, ეს ყველაფერი სულ რაღაც 10 წუთში მოხდა. წყნეთის სახლი მამაჩემმა მაშინ მიყიდა ამერიკიდან, რომ ჩამოვიდენენ, როცა ცუდად ვიყავი ან მარტო ყოფნა მჭირდებოდა სულ იქ ავდიოდი ხოლმე და ახლაც ზუსტად ის მომენტი იყო, როცა ორმაგად მჭირდებოდა მარტო ყოფნა, ახლა უარესად გავხდებოდი ბიჭები, რომ მენახა. ისე გაიწელა დრო , მეგონა მთელი დღე მანქანაში ვიჯექი. ნაცნობი ადგილის დანახვისას უკვე ვიგრძენი სიმყურდოვე , ფული გადავუხადე მძღოლს და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი, მანქანა იდგა ჭიშკრის წინ, არც მიმიქცევია მანქანისთვუს ყურადღება, ვიფიქრე ალბათ სხვასთან არიანთქო და კარების გასაღებას წავედი, ნაცნობი ხმა მოსმე უკნიდან - გვანცა - დენდარტყმულივით შევბრუნდი, მანქანის წინ დემე იდგა და მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით, ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა. - დემეტრე, აქ რაგინდა? - ვეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა - მივხდი, რომ აქ იქნებოდი - გული საოცრად გამითბა, არც ის ვიცოდი საიდან გაიგო, არც ის ბიჭები სად იყვნენ, საერთოდ არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ ახლა დემეს ჩახუტება მინდოდა, ვერც კი გავიაზრე, წამის მეასედში მივედი მასთან და ჩავეხუტე, ძალიან, ძალიან ძლიერად ვუჭერდი ხელებს თითქოს გამექცეოდა სადმე, დაიბნა თავიდან, მაგრამ მალე მოეგო გონს, მანაც მომხვია ხელები, მივხვდი, რომ გაეღიმა, ალბათ სხვა სიტუაციაში სირცხვილით მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა დემეს ჩახუტებაზე ვფიქრობდი მხოლოდ, ალბათ 5 წუთი ვიდექით ასე, რომ არა დემეს მიხვედრილობა, რომ წვიმა დაიწყო დავსველდებოდით, მე კიდევ დიდხნას ვიდგებკდი ალბათ ასე. - წამოდი სახლში შევიდეთ, გაცივდები-უზომოდ მსიამოვნებდა მისი ყურადღება. სახლის კარები გავაღე და წამში დაისადგურა ჩემში სიმშვიდემ, ვგიჟდებოდი ამ ადგილზე. დემეც შემოვიდა, გათბობა ვერ ჩავრთეთ, სამწუხარო რაღაც დაზიანება იყო. დემემ შეშა მოიტანა და ბუხრის ანთება დაიწყო, არცერთი ვიღებდით ხმას, უზომოდ მინდოდა, რომ დავლაპრაკებოდი, მაგრამ როგორც გზაში ვერ ვბედავდი ხმის ამოღებას ან ძალა არ მყოფნიდა. - მგონი აინთო - ალელუიაა, ამოიღო ხმა - ჩაის გავაკეთებ, დალევ შენც? თუ ყავა გაგიკეთო?- არვიცი ეს რაშუაში იყო ბუხრის ანთებასთან. - ჩაის დავლევ. სამზარეულოში შევედი და ჩემი საყვარელი შავი ჩაი გადავაკეთე ორივესთვის, მაგრამ მერე გამახსენდა დილანდელი საუზმე, სადაც დემე ამბობდა, რომ ჩაი არუყვარდა. სასწრაფოდ გადავღვარე და ყავის გაკეთება დავიწყე, როცა წელზე ხელი ვიგრძენი, შევხტი. დემეს ერთი ხელი ჩემს წელზე ქონდა შემოხვეული, მეორეთი მაგიდას იყო დაყრდნობილი. - ჩაისაც დავლევდი, არიყო გადაღვრა საჭირო, ისეთი ბოხი ხმით ამოილაპრაკა - მაშინვე ვიგრძენი მუცელში მოსიარულე ცხოველი, გჯერაათ? მის ხმაზეც კი რეები მემართებოდა? - შენ ხომ ჩაი არ გიყვარს - ჩემთვის მართლა უცნობი ხმით ვთქვი ეს წინადადება მეც გამიკვირდა. - შენ გაკეთებულს დავლევდი - თმა გადამიწია, მაგრამ წამში მიუბრუნდა - მაგიჟებს შენი თმის სურნელი - და ზუსტად ისე, როგორც მაშინ ოთახში, ყელში მომაკრო ცხელი ტუჩები, ჩემს დაყრილ ტაოზე, გაეღიმა ვიგრძენი, შემიძლია დავიფიცო რომ გაეღიმა თავისი უსაშინლესად საყვარელი ღიმილით გაიღიმა. არვიცი რა ძალით, მაგრამ გავწიე და მისაღებში გავედი, არა ამას გასვლა არ ერქვა, გავიქეცი და სწრაფფად მოვკალათდი სავარძელში. მალე თვითონაც გამოვიდა და გვერდით მომიჯდა, ყავის დალევა დაიწყო და ზოგჯერ გადმომხედავდა ხოლმე. არ მინდოდა რაიმე დიდი მნიშვნელობა მიმენიჭებინა წუთის წინ მომხდარისთვის, უფროსწორად არმინდოდა, რომ ეს დემეს დაენახა. ავდექი და ლაპარაკის ინიციატივა მეთვითონ გამოვიჩინე - საიდან იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი? - დაახლოებით 3 წლის წინ შენთან ვიყავით ბიჭები და გიომ რომ გიკითხა , ირმამ უთხრა წყნეთშიაო, ნუ მოკლედ, მივხდი, რომ აქ მოდიხარ როცა ცუდად ხარ. - თვალი არ მოუშორებია ბუხარში მოგისგიზე ცეცხლისთვის. - მეგონა მარტო მინდოდა ყოფნა, მაგრამ მადლობა, რომ აქ ხარ - შემომხედა და გამიღიმა. - მოდი ჩემთან, ხელით მიმწია და მიმიხუტა, არ გამიწევია წინააღმდეგობა, მესმოდა მიდი გულის ცემა და ალბათ ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში. დაახლოებით ნახევარი საათი ვისხედით ასე, ხმას არცერთი არ ვიღებდით როგორც ყოველთვის, ჩემი აზრით სიტყვები ახლა ძალიან ზედმეტი იქნებოდა, მაგრამ სიჩუმე დემე დაარღვია - ბიჭებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ აქ ხარ. ძალიან ნერვიულობენ. - ცოტა ინერვიულომ არაფერი მოუვათ. - ნუ ამბობ მასე, ცუდად რომ მოიქეცი აქ რომ გამოიქეცი შენც იცი, რომ ვამბობ პატარა ბავშვი ხართქო არმიჯერებ. - არ ვარ პატარა დემე, უბრალოდ ყველაზე მეტად მტკივა გული, როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები არ მენდობიან. - რაუნდა გაკეთებინაათ ტო? ის ს*რი გირეკავს და ჩემო სიცოცხლევ როგორ ხარო გეუბნევა, და რაუნდა ექნათ? - არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მაგ იდიოტთან, 2 წლის წინ დავამთავრე მე ყველაფერი- ბიჭების საქციელის გახსენებაზე მივხდი როგორ ამევსო ცრემლებით თვალები. - გვანცა არ იტირო, არც კი იფიქრო, იმ ახვ*რის გამო ტირილი. - ვხდებოდი, რომ ბრაზდებოდა. - ბიჭები ძალიან გაბრაზდნენ? - ქვევიდან ავხედე საცოდავი სახით - კი ძალიან, მაგრამ ძალიან ინერვიულეს, ამიტომ დაურეკე შენთვითონ და უთხარი, რომ კარგად ხარ. - არ მაქვს ტელეფონი მე - ჩემიდან დარეკე, მე გარეთ გავალ და ისაუბრე მშვიდად. - შეგცივდება დემე გარეთ - ინსტიქტურად ვუთხარი , უფრო ახლოსნმოვიდა და ლოყებზე მიჩქმიტა, - ჩემი მზრუნველი პატარა გოგო. მითხრა და გავიდა გარეთ. რეზის ნომერი ავკრიფე და დავურეკე, საუკუნედ გაიწელა ის დრო სანამ მიპასუხებდა - ხო დემე, რა ქენი? ჩახვედი? მანდააა? კარგადაა? - მიაყრა რეზიმ, სიცილი ძლივს შევიკავე, გამახსენდა, რომ ნაწყენი ვიყავი - მე ვარ რეზი - გვანცი კარგად ხარ? სად გავარდი გოგო? რო გნახავ ცოცხალი ვერ გადამირჩებიი გეფიცები , ხალხოო გვანცა რეკავსს. ისევ მიაყარაა ტლინკებივით, და ბოლოს ისე იყვირა ტელეფონი გავწიე, ყურის ბარაბანი არ გამსკდომოდა შემეშინდა. ტელეფონის იქიდანაც გავიგე ბავშვების ხმა. - გვანცა სად ხარ? ან კარგად ხაარ?- ეხლა გიო იყო. იქიდან კიდე რაღაცეებს ეუბნეოდნენ გადაეციო, მაგრამ არმესმოდა ნახევარი. - ერთ წუთს, ერთ წუთს რააა - ვეცადე გამეჩერებინა. კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს, ცოცხალი ვარ, უბრალოდ ცოტახანს მარტო მინდა ყოფნა და ჩამოვალ 2 დღეში ისევ. - გინდა ჩამოვიდეთ? - არაააა - გავუწელე სიტყვა, ასე უკეთესია დამიჯერერეთ, მიუხედავად დღევანდელისა უზომოდ მიყვარხართ, გკოცნით და არაფერი ჩაიდინოთ სანამ ჩამოვალ. - აქეთ გვაარიგებს ჭკუას ნახეთ რაა - ეკე იყო - ჩამოხვალ ქალბატონო აქ - ეხლა ზუკა - დემეტრე სადაა? - მკითხა გიომ - გარეთაა გასული - მიდი მიეცი ტელეფონი და შედი შენ სახლში არ გაცივდე. ნუ რათქამუნდა მივხდი, რომ რაღაც უნდა ეთქვა დემესთვის ,თორე ესეთ უაზრობას რ მეტყოდა. გავუტანე ტელეფონი და შემოვბრუნდი სახლში, სადღაც თეთრი ღვინო უნდა მქონოდა, მიყვარს დიდიხნის შენახულ რაღაცეებს, რომ ვპოულობ რაა , 2 ბაკალი მივიტანე მაგიდასთან, ხილი დავჭერი და დაველოდე დემეს. როგორ მაინტერესებდა ამდენ ხანს რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მოსმენას ხომ არ დავუწყებდი? ესეც ახალი თავი♥️ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობთ, დიდი მადლობა მათ ვინც იმეტებთ დამატებით დროს ჩემთვის და კომენტარს მიწერთ♥️ ახლა ნამდვილად მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ჯობია მოვლენები მალე განვითარდეს? თუ უფრო ხანგრძლივი იყოს?♥️ ველოდები თქვენს შეფასებას და აზრებს♥️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.