შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /სრულად/


8-03-2019, 14:38
ავტორი Tamta.k
ნანახია 4 372


სიმღერა ირთვება და პირველი რაც ესმის "მოდი წავიდეთაა” , გარემოს ათვლიერებს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თავდაყირა დგანან. ჩარკვიანის სიმღერაზე თავს მარჯვნიდან-მარცხნივ და მარცხნიდან-მარჯვნივ ამოძრავებენ, ალკიჰოლის სუნს მთელი კლუბი მოეცვა. თუმცა ეს დიდად არავის ადარდებდა, რადგან ისინიც გაჟღენთილები იყვნენ. თეთრ საროჩკას ისწორებს და დგება, აქედან დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ვერ მიხვდა რა აყოვნებდა ამდენ ხანს, ბარმენს მიუახლოვდა და ოც ლარიანი მიაწოდა,ხურდას არ დალოდებია ისე წავიდა თუმცა ის უკანასკნელი დაბრუნებას არც აპირებდა.
სუფთა ჰაერმა ფილტვები უფრო გაუხსნა და გაუწმიდა, დილის ხუთი საათი იყო ხალხი ალაგ-ალაგ ირეოდა ქუჩაში. ტელეფონს ბლოკი მოხსნა და რომელი სიმღერაც შეხვდა პირველი ის ჩართო, ყურსასმენები გაიკეთა და ბათუმის ნაწვიმარ ქუჩას გაუყვა. სიმღერას გულში იმეორებდა როდესაც მისი სახელი მოესმა
- ალისაა - უკან შეიხედა და ნაცნობი ინსპეკტორის დანახვისას შეიკურხა,უხალისოდ გამორთო სიმღერა.
- ისევ თქვენ ინსპეკტორო? - კაცი მიუახლოვდა და თვალებ დაწვრილებულმა შეხედა.
- ისევ მე დიახ და თქვენ ისევ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ?
- ოჰ, ეხლა თავიდან არ დაიწყოთ რა.
- რა არ დავიწყო? - გოგონამ მობეზრებით გააქნია თავი და კაცს დააკვირდა, 23-24 წლამდე იქნებოდა, სწრაფად დაუპყრია ვარკვლავებიო გაიფიქრა - ალისა აქ ხართ?
- რა არ დაიწყოთ და ის რომ, ქუჩაში ამ დროს ნასვამი არ უნდა დავდიოდე და ბლა ბლა ბლა.
- მომისმინე, მე არც შენი უფროსი ძმა არ ვარ და მითუმეტეს მამა. გითხარი მერამდენედ რომ შტორმია გამოცხადებული და გარეთ მითუმრტეს, ამდროს ასეთ მდგომარებოში არ უნდა დადიოდე.
- ბატონო ისპეკტორო - დაიწყო ლაპარაკი ცინიზმით რაზეც კაცს სახე დაემანჭა - ათი დღეა მაგას იმეორებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ზღვა მშვიდად და აუღელვებლად ღელავს.
- ეგ არის ყველაზე საშიში ალისა. - სახელიც დაუმახსოვრებიაო დაასკვნა გოგონამ და წასასვლელად მოემზადა - სახლში წაბრძანდით და ასეთმდგომარეობაში გარეთ არ გამობრძანდეთ.
ისე შეტრიალდა ახალგაზრდა ინპკეკტორს არც კი შეხედა. კლავ ჩართო სიმღერა და წვიმის ახალ წამოსულმა წვეთებმა მალევე დაუნამა თმები.

***
სისხლის წყურვილმა გამოაღვიძა, მხარი იცვალა თუმცა დაძინება ვერ შეძლო. ამიტომ გადაწყვიტა გარეთ "სასადილოთ" გასულიყო. იქ მყოფებს მოავლო თვალი და რადგან ყველას ღრმად ეძინა მარტო წავიდა, შავი ღრულები ცას ნელ-ნელა ფარავდა.
- გაიგეთ? პოლიციელები ხალხს აფრთხილებენ შტორმის შესახებ, ჩემმა ორმა მეზობემა ქალაქიც კი დატოვა.
გაიგონა ასაკოვანი ქალის ლაპარაკი რომელის მისივე ასაკის ქალს ელაპარაკებოდა. გზა განაგრძო და ათიოდე წუთში იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც ნარკომანებს დაედოთ ბინა. ერთ-ერთი მადგანი ცივ კედელს მიყრდნობოდა და უგონოდ იჯდა შენობის კუთხეში, გვერდით კი რამოდენიმე ნემსი ეყარა. მარჯვენა ხელი აიღო და მომჩქეფარე სისხლის გრძნობისას აზროვნება დაკარგა, მხოლოდ წამიერად. ეშვები მოდუნებულ კანს დაარსო და ორად გააპო, კაცი ოდნავ შეირხა მაგრამ არ გამოფხიზლებულა. საკმარისზე დიდ ხანს პარავდა კაცს სისხლს. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და მოშორდა, თითქოს თავიდან დაიბადაო. სისხლი მოაშორა კაცს და გაეცალა.
- სად იყავი ადრიან? - შესვლისთანავე მიახალა უფროსმა.
- მშიოდა. ორი დღის უჭმელი ვიყავი... - თავი იმართლა, თუმცა მართლსაც ამბობდა. პოლიციელების გაძლიერებული ძალების შემდეგ გარეთ გასვლა ცოტათი საშიშიც კი გახდა.
- იმედია არავის დაუნახიხარ, ეხლა იცი როგორი რთული პერიოდი გვიდგას.
- ვიცი როლანდ, მაგრამ უბრალოდ ვეღარ მოვითბნე. - თანამოძმეებს გადახედა, ყველას კვლავ ეძინა.
- რა ხდება გარეთ?
- გავიგონე როგორ ლაპარაკობდა ქალო - მონასმენი უამბო. - თუმცა ისინი ვერ ხვდებიან რა არის შტორმი, უფრო სწორედ ხვდებიან თუმცა არ იციან რომ ეს დაშიფრული სიტყვაა.
- ძალიან კარგი, მათ ეს არც უნდა იცოდნენ. პანიკა ატყდება და ათასი უაზრობა დატრიალდება ჩვენ კი ეს არ გვაწყობს.
- დიახ, ვიცი.
- ყველა გააღვიძე, სალაპარაკო მაქვს შემდეგ კი მივდვართ. - იცოდა მივდივართში რაც იგულისხმებოდა. უნდა წასულიყვნენ სხვა თავშესაფარი უნდა ეპოვნათ და კარგად, საიმედოდ დამალულიყვნენ.
ლოლა, ნიკი, მარტინი, სოფია და სფიქრი ერთი ვაივაგლახით გააღვიძა.
- რა ხდება? - წუწუნი დაიწყო სოფიამ და მუცელზე ხელი დაისვა.
- უნდა დაგელაპარაკოთ. - უფროსმა ხუთი სისხლის პაკეტი დადო მაგიდაზე, შემდეგ ადრიანს გადახედა სახით " შენ უკვე ისადილეო"
- უჰჰ, როგორ მშიებია. - რადგან ყველა დანაყრდა რონალდი მათ წინ დივანზე დაჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
- ძალიან ცოტა დრო გვრჩება, ის გოგო უნდა ვიპოვნოთ შემდეგ კი წავიდეთ.
- საიდან იცით რომ ცოტა დრო დარჩა?
- მხოლოდ ამინდსაც კი ეტყობა. შემოჭრა მალე დაიწყება, ძალიან მალე. ჩვენ კი მომზადებულები უნდა ვიყოთ.
- გოგონა ვიცით სადაც არის, ისედაც ამიტომ არ ჩამოვედით აქ?
- ვიცით მაგრამ მარტო ჩვენ არ ვიცით, ისინი ელოდებიან როდის გავიტაცებთ გოგონას რადგან ორი კურდღელი ერთად დაიჭირონ. ჩვენ და ის გოგო...
- და რას ვაპირებთ? - რონალდი ფანჯარას მოუახლოვდა და შავ ღრუბელს დააკვირდა.
- ჩვენ მათ მისი და უვნებლად წამოყვანა უნდა დავასწროთ.

***
სახლის კარი შეაღო, უცებ თვალწინ ცოცხალი მოგონებები აებლანდა.
- მოხვედი ალისაა? - ქალი შვილს მოეგება და სკოლის ჩანთა გამოართვა.
- დედა, მოვედი აბა სად წავიდოდი? - იცინის და სამზარეულოსკენ მიდის სადაც მადის ამღვძრელი სურნელი ტრიალებს.
- შენი საყვარელი სოუზი გაგიკეთე, მიდი ხელები დაიბანე და მოდის - გოგონას დაღლილობა მაშინვე ავიწყდება, ხელებს იბანს და სოუზის ჭამას იწყებს.
- მამაშენი რომ ყოფილიყო, მის საყვარელ სადილსაც მოვამზადებდი...
- დედა! - სოუზის ჭამას შეეშვა და გაბრაზებული შეხედა დანაღვლიანებულ ქალს. - ის წავიდა! გთხოვ ეს უნდა გაიაზრო... წავიდა და აღარ დაბრუნდება!
- კი მაგრამ შვილო...
- ის რომც დაბრუნდეს ეხლა, აღარ მივიღებთ. - ქალმა ცრემლი "შემოუმჩნევლად" მოიწმინდა სახიდან
- იცოდე მის გამო თუ კიდევ ერთხელ დავინახავ შენს თვალზე ცრემლს, მოვკლავ! - ქალი გაფითრდა და შვილის ხელი მისაში მოიქცია
- არა ალისა, ასე ნუ ლაპარაკობ. ის მამაშენია...
- მამა რომელმაც მიმატოვა! გთხოვ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს რომ მან ერთადერთი შვილი მიატოვა.
- კი მაგრამ მე ხომ შენს გვერდით ვარ...
- ვიცი დეე, ვიცი.
კადრები შეიცვალა და რეალობაში დააბრუნა, ეხლა სახლში მადისამღვძვრელი სურნელი აღარ ტრიალებდა, აღარც განათებული იყო ყველაფერი და რაც მთავარია კარებთან დედა აღარ ელოდებოდა. სინათლე აანთო და მოწოლილ ბოღმას გაქარვების საშვალება მისცა. სამზარეულოში არ შეუხედავ იცოდა არაფერი დახვდებოდა, ამიტომ წყალი გადაივლო და საწოლში შეწვა. გაახსენდა მამის უგრძნობდი წერილი " მე მივდივარ, არ მომძებნოთ, ალისას გაუფთხილდი მერიემ.
დედაჩემი ძალიან კარგად მიფთხილდებოდა მის წასვლამდეც, თუმცა ცოტათი მეუცნაურა, რა მჭირდა დასაცავი? თუმცა ამაზე საფიქრალი დრო მაშინ არ ჰქონდა რადგან დედის დამშვიდება მთავარი პრიორიტეტი იყო,საყვარელი ქმრის/მამაკაცისგან მსგავსი ქცევა არასდროს წარმოედგინა. გოგონამ გვერდი იცვალა და თვალზე მოწოლილი ცრემლი მოიწინდა. სასმელმა თავისი ქნა და გოგონა ვრცელ უსასრულო ძილში გადაეშვა.

***
სახლი ონლაინ იყიდეს, ერთ სართულიანი მყუდრო სახლი ჩანდა. შიდა ფოტოებიც ჰქონდა სახლის მეპატრონეს მოთითებული-ნაჩვენები, რადგან ყველას ერთხმად აღიარეს რომ სახლი მშვენიერი იყო იყიდეს. მეპატრონეს კი გაუკვირდა რომ ამხელა ფული გადაიხადეს და სახლი არ ნახეს თუმცა რონალდის თქმით მათი გარეთ გასვლა სახლის სანახავად დღისით უგუნური საქციელი იქნებოდა.
- ეხლა რა იქნება? - ლოლა სისხლის პაკეტით ხელში დადის და ბოლთას ცემს.
- წადით და რაც შეიძლება მეტი სისხლი მოაგროვეთ. - როლანდი თავს წევს და იდუმალ თვალებს მალევე წევს ქვევით
- და სად უნდა ვნახოთ სისხლი? თუ წავიდეთ და ხალხლი თავდაყირა ჩამოვკიდოთ,შემდეგ კი წვეთ-წვეთობით ვადინოთ სისხლი?
- ნიკ, მსგავსი რამ გითხარი? თუ დამამთავრებინებ გეტყვი კიდეც. ორი ქუჩის იქეთ ჰოსპიტალია, სისხლი აქვთ. შეგიძლიათ წამოიღოთ, მაგრამ მხოლოდ ერთიდან არა, მოხვდებიან. დაიყავით ორ-ორი სხვადასხვა ჰოსპიტალებში.

მარტინი და სფიქსი ერთად, ლოლამ მარტო გადაწყვიტა წასვლა, ნიკი და ადრიანი კი ერთად ოდნავ მოშორებით სისხლის ბანკში წავიდნენ. უკვე ღამდებოდა თუმცა გარემომ ელფერი არ იცვალა, რადგან, ის ისედაც ჩაბნელენული და უსიცოცხლო გახლდათ.
- რა გეგმა გვაქვს? - ეკითხება ნიკი როდესაც სისხლი ბანკში შედიან.
- ვკითხოთ იმ გოგონას მოსაღებში რომ ზის, რა გვევალება. მთავარია მეორე სართულზე მოვხვდეთ. - ოცდახუთ წლამდე გოგონა ქაღალდების დასტას გაკვირვებული უყურებს, მათ მოსვლასაც კი ვერ ამჩნევს
- გამარჯობა - ადრიანი გამომწვევლად უღიმის თუმცა არც სჭირება ეს რადგან, მისი სახის ნაკუთები და ღია ფერი თმა, მაღალი და დაკუნთული ტანი ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს.
- მმმ გამარჯობა, დიდი ხანია მელოდებით? - მორიდებით შეხედა ახალ მოსულევს და ქაღალდები საქაღალდეში ძალით ჩაატია.
- არა, ეხლახანს მოვედით.
- რა გნებავთ? სისხლი თუ გაცემა?
- სისხლი რა თქმა უნდა - ნიკმა სიცილში თქვა მაგრამ ადრიანის სახის დანახვისას გაჩერდა.
- გვინდა სისხლი გავცეთ, როგორც ვიცით ვირუსის გამო ბევრი ადამიანია ჰოსპიტალში. - გოგონამ უფრო გამომწვევლად შეათვალიერა ბიჭი
- ოჰ დიახ, დიახ მართალი ხართ... ეხლა გაგატანთ დანიშნულებას, რომელი ჯგიფი ხართ?
- მეორე, ეს კი მეოთხე.
- ძალიან კარგი, აი აქ მოაწერეთ ხელი - თაბახის ფურცელზე ორივემ არასწორად მოაწერა ხელი - ეხლა კი მეორე სართულზე აბრძანდით, აი საშვი.
მეორე სართულზე არავინ არ ჩანდა, გოგონამ თქვა რომ მეხუთე ოთახში უნდა შესულიყვნენ თუმცა მეორე კარებზე წარწერა " მხოლოდ თანამშრომლები დაიშვებიან" წაიკითხეს თუ არა პირდაპირ შევიდნენ. სისხლის არომატმა და სუნმა ორივე გააბრუა.
- ძმაო, უნდა ვჭამო და მანამდე შენ ჩაალაგე. - ნიკი ერთ-ერთ პაკეტს წვდა და ტუჩებს შუა მოიქცია რაზეც ადრიანც გაეცინა.
მთავარი გასასვლელი ისე გაიარეს გოგონა აღაც შეხვედრიათ, მისი ცვლა შეცვლილიყო.
- უჰ კიდევ კარგი. - ნიკმა სხვა გოგოს მოკრა თუ არა შვება მოგვრილმა ამოილაპარაკა - ტკიპასავით ვარ.
- მე მკითხე - დაეთანხმა მეგობარს გზას სწრაფი ნაბიჯებით გაუყვნენ.
- ვინმეს ხომ არ შეუმჩნევიხართ? - იკითხა რონალდმა, როდესავ ბიჭები სახლში დაბრუნდნენ
- არა, დღეს ვიწყებთ?
- ერთ საათში კლუბში იქნება, ჩვენ იქ უნდა დავხვდეთ. მოემზადეთ

ყოველთვის ამ დროს გადიოდა სახლიდან. კონვერსები, შავი შარვალი და თეთრი ზედატანი ჩაიცვა. სახლის კერები საიმედოდ ჩაკეტა და ყურსასმენები მოირგო.
ისევ ზღვის ნაპირით გადაწყვიტა წასვლა, რადგან სიბნელე იყო მხოლოდ ტალღების ხმა ესმოსა, ერთი პერიოდი შეეშინდა მართლაც არ დაიწყოს ცუნამიო თუმცა მის ნათქვამზე რატომღაც გაეღიმა და კლუბის ნათებას დააკვირდა, კვლავ ბევრი ხალხი შეკრებილიყო გარშემო.
- ალისა, შედიი - დაცვამ ბროსგან გამოარჩია და თვალის ჩაკვრით მიიპატიჟა გოგონა. აქ პირველად მაშინ მოვიდა როდესაც სახლში მარტო ყოფნის გამუდმებით ეშინოდა, აქ ჰპოვა თავშესაფარი სადაც უამრავი ხალხია და საშიშიც არაფერი. ბარმენს ერთი ბოთლი ლუდი გამოართვა და მის საყვარელ ადგილას დაჟდა, კლუბის კუთხეში პიფზე, ყველაფერი იდეალურად ჩანდა აქედან.
ეს ადგილი სამას კვადრატამდე იქნებოდა, შიგნით შავად იყო შეღებილი, ამაღლებულზე დიჯეი ხელებს ატრიალებდა მის ქვევით კი ორი უზარმაზარი დინამიკი მოჩანდა. კლუბი როგორ ყოველთვის სავსე იყო და ხალხი გიჟივით, მონდომენით ცეკვავდა. სიმღერა შეიცვალა, Live for today ჩართო თუ არა დიჯეიმ ალისა ფეხზე ადგა და ღიმილით აყვა სიმღერის რიტმს, მისი საყვარელი სიმღერა იყო და იშვიათად შეეძლო ეცეკვა ესე ხალისით. თვალები დახუჭა და გაახსენდა დრო როდესაც აქ მის საუკეთესო დაქალთან ელასთან ერთად ცეკვავდა,უდარდელად. ჰაერში ხტუნავდნენ და ბოლო ხმაზე ყვიროდნენ სახლში კი ძალა გამოცლილები ბრუმდებოდნენ, თუმცა ელა დედის გარდაცვალების შემდეგ დაკარგა თავისი ხასიათით.
მხარზე ძლიერი ბიძგი იგრძნო, მთვრალი კაცი ვერც კი მიხვდა ისე დაეჯაზა და ძლიერი ხელების დახმარება რომ არა, ალისა იატაკზე აღმოჩნდებოდა.
- კარგად ხართ? - აიხედა და ბიჭის სახის დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ელანდებოდა თუ მართლაც ასეთი სიმპათიური იყო?
- დდიახ - ხელი გაუშვა თუ არა ინანა
- ძალიან კარგი - ზურგი აქცია და ხალხში გაუჩინარდა.
სიმღერაც დამთავრდა და ალისა თავის ადგილს დაუბრუნდა, ბოთლი ბოლომდე დაცალა,ბარმენთან წასასვლელად წამოიმართა თუ არა კლუბში სიმღერის ხმა კივილმა გადაფარა. ყველამ კივილის წყაროს დაუწყო მოძებნა, ბოლოს კი მოპირდაპირედ მინასთან გოგონას სხეული დასახიჩრებული მიეგდოს და სისხლს დიდი გუბე დაეყენებინა, პირველი დამნახველი კი ყურის წამღებად კიოდა. შემდეგ კი სრული ქაოსი დატრიალდა, ერთმანეთის მიყოლებით ძირს ეცემოდა ადამიანები. ალისა ვერ ხვდებოდა რა მოხდა? ერთ ადგილზე გაიყინა. გონზე მოსვლა ვერ მოახერხა სანამ მის წინ კაცი არ დაინაზა, ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა თვალები კი წითლად უელავდა.
- გამარჯობა ალისა - შემდეგ კი ათმა ადამიანმა მისკენ დაიწყო სვლა, უკან მოუხდავად გაიქცა თუმცა დარწმუნებული იყო მათ ვერსად გაასწრებდა.

ძველი დრო, 1890 წელი.
წითელ შლიაპიანმა ქალმა ქუჩა გადაკვეთა და კაცს გაუღიმა, თუმცა შიში თვალებში ემჩნეოდა, აღარ იცოდა რა გაკეათებინა ბნელ კუთხეში კაცს მიუახლოვდა.
- სალვა, როგორ გიკითხო? - კაცმა სიგარეტი მოისროლა და ქალს მყარი გამომეტყველებით დააკვირდა.
- ყველაფერს თუ სწრაფად მომიყვები ნინა, მით უფრო კარგად ვიქნები ვიდრე ეხლა ვარ. - ქალმა ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი სწრაფი ტემპით დაიწყო.
- საბჭომ აირჩია საძმო, რომელისაც რონალდი უდგას სათავეში. ის დაიცავს გოგონას წლების შემდეგ.
- შემდეგ? - ნინამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ფიქრობდა ღირდა თუ არა ამის თქმა ამ კაცისთვის, რაიმეს დაუშავებდა?
- შემდეგ, გოგონა არ ვიცით სად ან როდის დაიბადება, მაგრამ ამას თქვენ იგრძნობთ. როგორც ყოველთვის შიშის საფრთხეს - ბოლო სიტყვები ჩუმად თუმცა გარკვევით ჩაილაპარაკა - მაგრამ, დარწმუნებული ვარ მალევე მოუღებთ ბოლოს.
- არასდროს თქვა მაგრამ ნინა. რონალდი ჭკვიანი და მიზანდასახული ვამპირია ამიტომაც აირჩია ის საბჭომ.
- მაგრამ თქვენ ბევრად ძლიერი ხართ...
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. რონალს კი ეხლა ვერ გავანადგურებ...
- კი მაგრამ რატომ? - დაინტერესდა ქალი
- იმიტომ რომ მიხვდებიან ვინც ნადირობს გოგონაზე. ეს კი მე არ მაწყობს, საბჭოში ჩემი ადგილი მიჭირავს და ამ ადგილს თუ დავკარგავ... ყველაფერი გაფუჭდება გესნის? - ქალმა თავი დაუქნია - ერთ კვირაში ისევ გნახავ ნინა, ახალი ინფორმაციას ველოდები შენგან.
შემდეგ შეტრიალდა და ადგილზე გაუჩინარდა.

ახალი დრო, კლუბი.
კივილის ხმა აყრუებდა კლუბის ყოველ კუთხეს, ალისა კი მთელი ძალით გარბოდა.
- დაედევნეთ! - უბრძანა კაცმა და ქვეშევდომებიც მთელი სისწრაფით მოსწყდნენ ადგილს.
ღმერთო ეხლა გადამარჩინე, გულში იმეორებდა გოგონა რომელიც საპირფარეშოს ოთახში ჩაკეტილიყო.
- ვიცით, რომ მანდ ხარ გამოდი! შენი სუნი მცემს ძვირფასო - ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა, ერთ ადგილზე გაიყინა. რამოდენიმე წამში ჩხუბის და შეძახილების ხმა გაისმა შემდეგ კი კარის შემომტვრევა, თავი მუხლებში ჩარგო და ეცადა სხვაგან წარმოედგინა თავი და არა ამ საშიშ და სისხლით სავსე გარემოში.
ალისა.
ღმერთო აი ეხლა მომკლავენ, არა არაა.
- ალისა, შემომხედე. დრო არ გვაქვს უნდა წავიდეთ. - აიხედა და გოგონა დაინახა, ლამაზი იყო მაღალი და გემოვნებიანად ჩაცმული, თუმცა არ იცოდა რატომ ეუვნებოდა ამ სიტყვებს
- ალისა - გაიმეორა - წამოდი, მე არაფერს დაგიშავებ გპორდები და არც ძალით წაგიყვან. თუ აქ სიკვდილი გირჩევნია... - ალისა ხმას არ იღებდა, ამ უბრალოდ არ შეეძლო.
- კარგი, დარჩი აქ. რამოდენიმე წამში კი ისევ მოგაკითხავენ - გაბრუნდა და წასვლა დაიწყო
- მოიცადე! - გოგონამ ღიმილით შეხედა ალისას - წამოვალ შენთან ერთად.
კივილის ხმა აღარ ისმოდა, საპირფარეშო გზიდან სანახაობა იწყებოდა ხალხი იატაკზე, ზოგი მკვდარი ზოგი კი ტკივილით ოთხად მოღუნულიყო. ხალხი გიჟივით დავბოდა და გზას რბოში იკვლევდა, შემოსასვლელში კი გზას მუშტებით იკვლევდნენ
- აქეთ - დაუძახა გოგონამ და ვიწრო გასასვლელისკენ მიუთითა - ალისა სწრაფად, გვეძებენ.
ალისა კი ვერ ხვდებოდა სად ან რატომ მიდიოდა, ვინ იყო ეს გოგონა და რატომ ეხმარებოდა. უცებ უკნიდან ბიძგი იგრძნო და შეშინებულმა წამოიყვირა.
- ის ჩვენია. - წარმოთქვა შავებში გამოწყობილმა კაცმა და ალისას ხელში წვდა, თვალები წითლად უელავდა.
- არა! ხელი გაუშვი - სწრაფად მოქნილი მოძრაობით მოაშორა ალისა და დანა გულში გაუყარა გოგონამ, კაცს.
- კი მაგრამ...
- ახსნის დრო არ არის, გამომყევი. - გარეთ გავიდნენ,უკანიდან ხმები ისმოდა ამიტომ უცნობმა გოგონამ ალისას ხელი უბიძგა და შავ მანქანაში ძალით ჩააჯინა, თვითონ კი წინ დაჯდა და სწრაფად დაქოქა მანქანა.

***
- სწრაფად მომიუვანეთ, მანქანა! - იყვირა ერთ-ერთმა და შავ მანქანას დააკვირდა რომელიც ადგილს მოწყდა და გოგონაც თან გაიყოლა.
- ის რონალდის საძმოს წევრია, დაგვასწრეს!
- არაა ჩვენ დავასწარით თუმცა მათ წაიყვანეს. როგორ? როგორ მოახერხეს! - წითელი თვალები ეხლა შემზარავად უელავდა, მოყვანილ მანქანაში მარტო ჩაჯდა და იქით წავიდა სადაც ბოლოს მოკრა შავ მანქანას თვალი.

***
- მეტყვით რა ხდება?! - არ ცხრებოდა ალისა და სისხლიან ხელს იზილავდა.
- გპირდები მივალთ თუ არაა ყველაფერს გაიგებ.
- ის მაინც მითხარი ვინ ხარ...
- ლოლა მქვია. მგონი ეს საკმარისია ამ დროისთვის. - შემდეგ ტელეფონის ხმა გაისმა ლოლამ სწრაფად უპასუხა - მე მყავს. ყველანი კარგად ხართ? კარგი, კარგი იქ შეგხვდებით. მოგვსდევენ კვალი უნდა ავურიო.
შეშინებულმა ალისამ უკან გაიხედა და ვერცხლისფერ მანქანას მოკრა თვალი რომელიც დიდი სიჩქარით უახლოვდებოდა მათ მანქანას.
- სროლა იცი? - ეკითხება ლოლა
- მომეცი იარაღი. - თავისმა გამბედაობამ თვით ალისაც კი გააკვირვა. ლოლას იარაღი ხელებში მოიქცია და ფანჯარა ჩაწია. ერთჯერ, ორჯერ,სამჯერ გაისროლა და ბოლოს მიზანსაც მიაღწია. წინა ბორბალი გასკდა და მანქანამ რამოდენიმე ბრუნი გააკეთა.
- ყოჩაღ ალისა. ათ წუთში მივალთ.
ალისა ფიქრობდა რომ ამ გოგონას უბრალოდ შეეცოდა ის, მაგრამ დაჟინებით რატომ მოითხოვდა მასთან ერთად წასულოყო? ან ვინ იყვნენ ის კაცები? რატომ იყვნენ ესეთი უცნაური გარეგნობის, თუმცა ლოლაც დიდად არ განსხვავდებოდა მათთან.
- მოვედით. - ლოლა მანქნიდან გადავიდა, ალისამ ძალა მოიკრიბა თუმცა სისხლიანი ხელის შემხედვარემ და ყველაგერმა ერთად ძალა გამოაცალა. სახლს დააკვირდა ერთ სართულიანი პატარა სახლი იყო ყველასგან მოშორებით, ხეებში ჩაფლული. ფანჯრიდან სინათლე არ მოჩანდა როგორც ჩანს სახლში არავინ იყო. მანქნის კარები გააღო, ძალა მოიკრიბა რომ გადასილიყო, კარებს დაეყრდნო მაგრამ უენერგიობამ ძლია და მინდორზე უსულოდ დავარდა.

- რონალდ, მომეხმარე ალისამ გონება დაკარგა - კაცი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება გოგონას გულწასულ სხეულს და სისხლიან ტანსაცმელზე იკრავს, სახლში დივანზე აწვენს და პულს ისინჯავს
- სწრესი აქვს, იყოს ესე ძალებს აღიდგენს და გონს მოვა.
- დანარჩენები სად არიან? - შეშფოთებული ლოლა ყოველ წამს კარებისკენ იყურება.
- პერიმეტრს იცავენ. შენით ყველა ვამაყობთ ლოლა...
- ეს ჩემი მოვალეობა იყო რონალდ. თან ალისაც დამეხმარა...
- კარგი იქნება ყველაფრის მოყოლის შემდეგ თუ დაგვიჯერებს, ჩვენ მისი სიცოცხლის დასაცავად წლებია ვემზადებით.
- ხო მაგრამ მან არ იცის რომ ვამპირები ვართ და არც ის რომ კლუბშიც, ვამპირები შემოიჭრნენ.
- ყველაფერს ვუამობობთ ლოლა...
- რას მიამბობთ? - ალისას ხმოს გაგონებაზე ორივე შეკრთა თუმცა რონალდს ეს არ დატყობია.
- გამარჯობა ალისა, მე რონალდი ვარ. - მიუახლოვდა და მიესალმა
- სად ვარ? რა დამემართა?
- უბრალოდ გონება დაკარგე, ყველაფერი გახსოვს?
- მახსოვს. - ადგა მაისური შეისწორა და ორივეს დააკვირდა - ეხლა კი მე გისმენთ თქვენ.
ორივემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი რონალდმა ლაპარაკი დაიწყო.
- პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ადამიანები რომლბიც კლუბში შემოიჭრნენ ვამპირები იყვნენ.
- რაა? - სიცილი აუტყდა ალისას
- და ჩვენც ვამპირები ვართ.
- ეს სრულებით არ არის სასაცილო - გოგონა დაიძაბა და მათ თეთრ გლუვ კანს დააკვირდა.
- ალისა, სიმართლეს გეუბმენებით. მაგრამ ჩვენ არაფერს გავნებთ. პირიქით ჩვენი მოვალეობა შენი დაცვაა.
- კი მაგრამ რატომ? რაში მჭირდება დაცვა? ეხლავე უნდა წავიდე, ვამპირები? ღმერთო ჩემო...
- ალისა გთხოვ ბოლომდე მოგვისმინო - ლოლა შეევედრა და მიუახლოვდა თუმცა ალისამ ნაბიჯი უკან გადადგა.
- ჩვენი ნუ გეშინია. - დაამშვიდა რონალდმა და მოშორებით დაჯდა - გთხოვ დაჯექი და მომისმინე, ძალიან დიდი ხნის წინ მითხრეს რომ უნდა დამეცვა ადამიანი რომელიც იყო განსაკუთრებული, მას ჰქონდა განსხვავებული სისხლი და ენერგია. ეს იმას ნიშნავს რომ შენს სისხლს შეუძლია გაანადგუროს ბმელი ლორდი რომელსაც შეუძლია ყველას და ყველაფრის განადგურება. აპოკალიფსი იწყება ალისა, "შტორმი" როგორც ამბობს ხალხი უბრალოდ მოგონილი სიტყვაა. მზე ბმელდება, ღრუბელი შავდება. მხოლოდ შენ შეგიძლია ადამიანების და არა მხოლოდ ადამიანების გადარჩენა.
- კი მაგრამ მე? გეშლებით, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არავისგან განსხვავებული
- არა. შენ ყველასგან განსხავავებული ხარ, შენ ამისთვის დაიბადე ალისა...
- გთხოვთ გაჩუმდით და ამას ნუ იმეორებთ.
- ჩვენი საძმო დაგიცავს, სისხლის ბოლო წვეთამდე.
- ჩემი სისხლი თქვენც მოგკავთ?
- ეს არ ვიცით, თუმცა არც მინდა ვცადო - რონალდს ბაგეენი ოდნავ გეუპო
- შეიძლება სახლში წავიდე?
- სამწუხაროდ არა ალისა, თქვენ ეხლა უამრავი ადამიანი გეძებთ.
- ჩემს გამო მოხა კლუბში ყველაფერი არაა?
- ისინი შენ გეძებდნენ და გიპოვეს კიდეც მაგრამ ლოლამ მოახერხა შენი აქ მოყვანა. ისინი პირველი შემთხვევაში მოგკლავენ რათა მათი ლორდი გაახარონ და საფთხე გამორიცხონ შენი სახით.
- ეხლა რა მოხდება?
- დაისვენე, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ, ლოლა შენს ოთახთან მიგაცილებს.
- კი მაგრამ...
- დამიჯერე ალისა, მესმის შენი რომ ძნელია თუმცა უნდა დამიჯერო თუ შენი სიცოცხლე და არა მარტო შენი რაიმედ გიღირს. ჩვენ არაფერს დაგიშავებთ.
ოთახში შევიდა, ლოლამ კარებთან გაუღიმა და უკან გაბრუნდა. იმდენად ძალა გამოცლილი იყო შიშის, ფიქრის თავი არ ჰქონდა. უბრალოდ მხოლოდ ძილი უნდოდა, ოთახი პატარა და მყუდრო იყო. კარადაში ტანსაცმელი, პიჟამა, საცვლები და ყველა ჰიგიენური ნივთი მოეთავსებინათ. პიჟამა ჩაიცვა, დაწვა და თვალები დახუჭა.
უკვე თენდებოდა რომ გამოეღვიძა, კელდის საათს შეხედა დილის ექვსი საათი იყო. ფეხაკრებით გააღო ოთახის კარი და შემოსასვლელი გაიარა. სიჩუმე იყო, არც არავინ მოჩანდა.
- სახლში მოსიარულე სისხლი - უკან შეტრიალდა და ბიჭი დაინახა, ქერა თმა უსწორმასწოროდ ჰქონდა, სახის მოყვანილობა კი უნაკლო, სწორი პატარა ცხივრი და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა გარშემო კი წითელი, დაღლილი სახე ჰქონდა.
- შენ? - ალისას გონება გაუნათდა და გაახსენდა ბიჭი კლუბიდან.
- ოჰ ღმერთო შენ ხარ ალისა? - სიცილი დაიწყო და გოგონას მიახლოვდა. - მაცდური სისხლი გაქვს თუმცა ვერ შემაცდენ. - გაუღიმა და გვერდით ოთახში ღიღინით შევიდა.

- ეხლა რა იქნება? - ამბობს სფიქსი როდესაც ყველა საძმოს წევრი ერთად შეიკრიბნენ.
- ცოტა ხნით მოვიცდით და შემდეგ ისევ ესპანეთში დავბრუნდებით.
- და ის? - ეკიხება ადრიანი, რონალდს
- ის ჩვენთან ერთად წამოვა რა თქმა უნდა, რით ვერ შეიგნეთ? ის მისი სიცოცხლის ბოლო წამამდე, მანამ სანამ ბნელი ძალები არ განადურდებიან და რაც მთავარია ნოჰამი ერთხელ და სამუდამოდ არ დაკარგავს ძალებს.
- როგორ ფიქრობ რას მოიქმედებენ?
- არ ვიცი, მისი ხელში ჩასაგდებად ყველაფერს. ამიტომაც მინდა ესპანეთში მალევე დაბრუნება, აქ არავინ და არაფერი მეგულება.
- და მასზე რას ფიქრობ? წამოგვყვება? - ლოლამ დაეჭვებული შეხედა საძმოს უფროსს
- სხვა გზა არ ექნება. ეს თვითონაც იცის.

***
სულგანაბული ვუსმენდი მოშორებით მათ ლაპარაკს, ცუდი ჩემს მიმართებაში არაფერი უთქვამთ ასე რომ ცოტათი დავიმშვიდე თავი. თუმცა ვგეგმავდი როგორ უნდა გავქცეულიყავი აქედან, სახლს მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა და ისიც შემოსასვლელ ოთახში. იქ კი ყოველთვის ვიღაც იყო, ყოველთვის. ღამით კი რომელიმეს ეძინა და ჩემს ოდნავ გავლაზე გაიღვიძებდნენ, სად ადამიანის სმენა და სად ვამპირის... ცოტათი მეცინება როდესაც ვიაზრებ რომ ისინი არსებობენ, დღეს დილით დავინახე როგორ სვამდა პაკეტიდან სისხლს ის ქერა ვამპირი, ადრიანი. დამინახა თუ არა თვალი ჩამიკრა მე კი შეშინებულმა იკან ოთახში შევედი. იმდენად არეული ვარ შიშის და ტირილის თავიც კი არ მქონია. ესპანეთში რა უნდა გავაკეთო? ან იქ რა მინდა... რა ჯანდაბაა განსხვავებული სისხლი? მე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ადამიანის სისხლი ჯგუფის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან და მეტი არაფრით.
- ალისა. - ლოლას ხმა გაივიგომე და კარები ოდნავ შემოაღო- წამოდი ორი დღეა არაფერი გიჭამია.
- არ მშია. - ოუარა, მუცლის ბუყბუყს ყურადღება არ მოვაქციე.
- ლისა ვიცი რომ გშია, ისიც ვიცი რომ დღეში რამოდენიმეჯერ უნდა ჭამო. არ დაგავიწყდეს მეც ვიყავი ადამიანი...
- ლოლა...
- გაცივდება, ადექი. - ყველაფერი აინტერესებდა, ვამპირებზე, მათ ერთიანობაზე, იმაზე თუ რამდენი ხანი ცხოვრობდნენ და რატომ მაინდამაინც მე.
ბოლოს მაინც გადავწყვიტე გავსულიყავი, ჩემო კუჭი ამდენს ვეღარ გაუძლებდა, მხოლოდ რონალდი, ლოლა და როგორც მახსოვს ვამპირი სფიქსი დამხვდნენ. სამზარეულოს მაგიდაზე შემწვარი ერბო კვერცხი, ფორთოხლის წვენი და სალათი დამხვდა. ჭამას მალევე მოვრჩი რადგან ძალიან მშიოდა, გადავწყვიტე მათთან ერთად მისაღებში დავმჯდარიყავი.
- აბა მოგეწონა ჩემი შემწვარი, კვერცხი? - მეკითხება და მიკვირს ესე გახსნილად რომ მელაპარაკება
- გემრიელი იყო.
- ამის შემდეგ ან კვერცის ჭამა მოგიწევს მხოლოდ ან შენ უნდა მოამზადო ხოლმე - მიღიმის
- აქ დარჩენას აღარ ვაპირებ ასე რომ აღარ შეგაწუხებთ - სამივემ შემომხედა, სფიქს ღიმილი სახეზე შეეყინა
- სიკვდილი გინდა ალისა? - მეკითხება რონალდი და ტანში ჟრუანტელი მივლის
- არა, ცხრამეტი წელი ვიცოცოხლე და არავის მოვუკვლივარ. ეხლა რატომ უნდა გააკეთონ ეს?
- მაშინ უბრალოდ ცადე. - კარები იღება და ადრიანი ქერა ვამპირი შემოდის - გაიარე რამოდენიმე კილომენტრი და შედეგს თვითონვე ნახავ.
- გეყოფა ადრიან, ალისა არსად არ წავა. - რონლდს სახე უმკაცრდება
- კარგი. - ვდგები და მასთან კარებთან მივდივარ - გამატარე და წავალ
- ალისა. - ლოლა ფეხზე დგება და ანდრიას თავს უარის ნიშნად უქნევს
- გამიშვი. - ადრიანს ბაგეები ეპობა და ირონიულად მიცინის
- No quieres - მეუბნება - არ გინდა, შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ისევ.
გაბრაზებული ვბრუნდები და უკან ოთახში შევდივარ, რამოდენიმე წუთში ლოლა მიკაკუნებს თუმცა ხმას არ ვცემ და კარებს ვკეტავ.
გაბრაზებულს დამძინებია, კედლის საათი ღამის თერთმეტს მიჩვენებს. ვუყურადებ თუმცა ხმაური არ მესმის და გავდივარ, სახლში არავინაა არც მისაღებშია ვინმე. შემოსასვლელ კარებს ვაღებ და რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ.
- ალისა. - მეძახიან და შეშინებული ვიყურები გვერდით, ხის მორზე რონალდი ზის.
- მეგინა აქ არავინ იყო. - მის გვერდით ვჯდები და აკაშკაშებულ ცას ვუყურებ.
- შენთვის პროდუქტების საყიდლად და ბილეთების განრიგის გასარკვევად გავგზავნე ყველა. - ბილეთებზე ესპანეთში წასვლა მახსენდება - დრო აღარ გვაქვს.
- მათ მართლა უნდა ჩემი მოკვლა? - ვეკითხები გულწრფელად - მხოლოდ მე ვარ ესეთი?
- წარმოუდგინე მათი ლორდი, რომელსაც შეუძლია მზე დააბნელოს, წყალდიდობები, მიწისძვრა და ვამპირების გამეფება შეუძლია მსოფლიოში. ქუჩაში ეხლა როგორც ადამიანები დადიან ისე ივლიან ვამპირები და ისე დაიმალებიან ადამიანები როგორც ეხლა ვამპირები იმალებიან. - ამის გაფიქრებაზეც კი გულში ტკივილი ვიგრძენი. ეს ხომ საშინელება იქნებოდა?
- და სად არის ის? - რონალდი თავს აქნევს
- ის საუკუნეებია იმალება და ძალებს იკრებს, ის ძალიან ასაკოვანი ვამპირია. ძლიერი და ჩამოყალიბებული.
- და როგორ აპირებთ ჩემი სისხლით მის მოკვლას? - გამიკვირდა რადგან ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ
- ბევრი გზის გამონახვა შეგვიძია. რა თქმა უნდა როდესაც ხალხში-ვამპირებში რომ გამოჩნდება. ის ძლიერია და მისი შეჩერება ეხლა არ შეგვიძლია. შენ ხარ ერთადერთი იმედი.
- საიდან გაიგეთ ჩემზე და როგორ ხართ დარწმუნებული რომ ნამდვილად მე ვარ?
- წინასწარმეტყველებაში წერია გოგონა Alicia. შენი პორტრეტიც კი იყო ნაჩვენები... - შოკირებული ყბა ჩამომივარდა, ძალიან ბევრი წლის წინად იცოდნენ რომ დავიბადებოდი ვიღაც საშიში ლორდის მოსაკვლელად.
- ეხლა რა მოხდება? - ვკითხე შეშინებულმა.
- უნდა დაგმალოთ მანამ,სანამ მისი მოკვლის საშვალება არ გვექნება.
- კი მაგრამ...
- გინდა ვინმეს დაემშვიდობო? - დავფიქრდი ვინ მყავდა ისეთი. არც დედა, არც მამა. მეგობრები და რამოდენიმე ახლობელს თუ არ ჩავთვლით რომლებსაც საერთოდ არ ვედარდებოდი საერთოდ არავინ გამაჩნდა საკუთარი თავის გარდა.
- მე დედა ერთი წლის წინ გარდამეცვალა, მამა კი სამი წელია უბრლოდ წავიდა ჩვენგან.
- ვწუხვარ ალისა, მაგრამ შენ ეხლა ახალი ოჯახი შეიძინე - მის მიმართ გული მილბება და ვუღიმი. რონალდ ბრძენი,ჭკვიანი თვალები აქვს, ღიმილის დროს ეშვები მოუჩანს თუმცა შიშის შეგრძნება აღარ მაქვს, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა.
- მოდიან. - თქვა მან
- ვინები? - შეშინებულმა წამოვიყვირე
- დამშვიდდი ძვირფასო. ლოლა, ნიკი, მარტინი და სოფია. - ახალი სახელების გაგონებისას ინტერესმა შემიპყრო.
- რონალდ შენ ხარ? - სიბნელიდან ოთხი სილუეტი გამოვიდა, ძალიან სწრაფად მოგვიახლოვნენ.
- გაიცანით ალისა. - თითვეული ლოლას გარდა გამაცნო. ნიკი საშვალო სიმაღლის სისტი შავგრემანი ვამპირი იყო სახეზე კეთილი ღიმილით, მარტინი კი დიდი ზორბა და დაკუნთული თავი დამიქნია და სახლში შევიდა. სოფია მოკლე კაბიანი ვამპირი კი უკან გაყვა.
- მათ ყურადღებას ნუ მიაქცევ - დამამშვიდა ლოლამ. - რონალდ უნდა ვილაპარაკოთ.
რონალდი ნიკს და ლოლას გაყვა მარტო დავრჩი, გზის ბილიკს გავუყევი. ხალხის ხმა მომესმა, სერინდობდნენ და იცინოდნენ. გული შემეკუმშა, ნეტავ გავივლიდი ესე თავისუფლად კიდევ გარეთ? გადავწყვიტე ცოტა გამევლო, ნელ-ნელა დავდიოდი და პერიმეტრს ყოველ წამს ვათვალიერებდი. ტაქსი დავინახე თუ არა ხელი დავუქნიე და სწრაფად ჩავჯექი. ტაქსის მძღოლს სახლის მისამართი ვუთხარი.
თხუთმეტ წუთში ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა, ფული არ მქონდა ამიტომ ვერცხლის ბეჭედი გავუწოდე რომელიც ბევრად აღემატებოდა გადასახდელ თანხას. გადავედი, სახლის კარები ღია დამხვდა თუმცა მიკეტილი. ათი წუთი სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული დავათვალიერე, შემდეგ სუფთა საცვალი ავიღე და სააბაზანოში შევედი. ოც წუთში გამოვედი,თმები გავიშრე და ჩანთაში ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი. ყველა საჭირო ნივთი ჩავალაგე მათ შორის ჩემი და დედას ფოტო. უკვე უნდა გავსულიყავი როდესაც ფანჯრის მინის დამტვრევის ხმა გავიგონე, ზურგზაკი გავიკეთე და შეშინებულმა კედელს ავეკარი. ოთახში შავებში ჩაცმული ვამპირი შემოვიდა, სახე თეთრი, თვალები კი წითელი ჰქონდა. გული ამიჩქარდა, აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემკენ ნელა მოიწევდა და ბოროტად იღიმოდა
- გთხოვთ არ მომკლათ - შევევედრე, დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების აზრი დავკარგე. მაგრამ ეხლა ამ საბედისწერო მომენტში სიცოცხლე კვლავ მინდოდა.
- ლორდისთვის! - ხელები ყელზე მომიჭირა, ვეღარ ვსუნთქავრი ვეგუებოდი იმას რომ რამოდინიმე წამში ჩემი სიცოცხლე საკუთარ სახლში დასრულდებოდა. ბოლო წამს კი ერთი აზრი მომივიდა თავში, დამსხვრეულ მინაზე გაჭირვებით დავუსვი ხელი და თითქმის გონება დაკარგულმა დავინახე ვამპირის სახე როდესაც სისხლის სუნი იგრძნო, ხელი გამიშვა მე კი ხველებით დავარდი იატაკზე. ჩემი ხელი აიღო და მისი ბასრი კბილები დამარსო, წამოვიკივლე თუმცა ყელი ისე მეწვოდა არაფრის თავი არ მქონდა. რამოდენიმე წამში ვამპირდა კრუნჩვები და ხავილი დაიწყო
- შენ, შენი სისხლი დაწყევლილი... - ამოილაპარაკა და გონება დაკარგა, ის მოკვდა ჩემი სისხლით, მოკვდა.
- ალისა - ათი წუთი გავიდა ალბათ რაც კუთხეში გაშეშევული ვიჯექი.
- ის მოკვდა, მოკვდა. - ვიმეორებდი, ადრიანი მომიახლოვდა
- რა მოხდა? ის როგორ? - ჯერ ვამპირს შემდეგ კი მე დამაკვირდა
- მახრჩობდა, ყელზე მომიჭირა ხელები. შემდეგ ჩემი სისხლი დალია...
- და?
- და შემდეგ ჩემი სისხლი დალია... - მე, არ მინდოდა - რამოდენიმე წამში მოკვდა.
- კარგი, დამშშვიდდი. წამოდი უნდა წავიდეთ, სანამ სხვებიც მოვიდნენ.
ზურგზაკს ხელი გავავლე და ადრიანს ხელი ჩავკიდე.
ქვევით ყველა საძმოს წევრი დაგვხვდა.
- ალისა ესე როგორ მოიქეცი - ლოლა გაბრაზებული მიყურებდა
- დამშვიდდი ლოლა. რა მოხდა ანდრიან? - იკითხა რონალდმა
- Sangre, sangre matada - უთხრა ადრინმა რის შედეგაც ყველა მე დამაკვირდა. მივხვდი სისხლზე და იმ ვამპირზე უთხრა რაღაც.
- მოდიან, ათ წუთში აქ იქნებიან. - შეშიმებულმა გავხედე გზას - ესპანეთში ვბრუნდებით.

ბათუმის საერთაშორისო აერიპორტი ხალხით იყო სავსე, პირდაპირი ფრენები რადგან ორ თვეში ერხელ იმართებოდა ამიტომ ყველა ბილეთი გაიყიდა, რონალდი დაკვირვებული იყო და ბილეთები კლუბში თავდასხმამდე იყიდა. მანქანაში ვკანკალებდი, ვამპირის სახე თვალწინ მედგა როგორ დაიწყო ხავილი და იატაკზე დავარდნა. აეროროპორტში ვკანკალებდი არ ვიცოდი რა მექნა როდესაც ზურგით ვიღაც დამეჯახა.
- ალისა? - ღმერთო ოღონდ ეს არა.
- ისპეკტორო ისე თქვენ? - ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი ცუდად ყოფნა
- თქვენ რა ალკოჰოლი დღეს არ მიგიღიათ? - ჩაიცინა.
- არა და შტორმიც არ დაწყებულა არა?
- სასიხარულოდ არა. თუმცა აღარაფერი აკლია - არემარეს მოავლო თვალი - ყველგან არიან.
- ვინები? - შეშინებულმა ვკითხე.
- ხალხი ალისა, ხალხი... - რონალდმა დამიძახა ჩასხდომა იწყებაო
- ოჰო ესპანეთში რატომ მიდიხართ?
- მე... - ვერაფერი მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა - ვთხოვდები - ღმერთო რა ვთქვი?
- თხოვდები? - აშკარად გაუკვირდა - მოიცა და მარტო მიდიხარ საქმროს სანახავად?
- იცით...
- არა, ერთად მივდივართ. - ჩემს უკან ადრიანი ამოდგა და ხელი გადამხვია
- თქვენ? - ორივე მეც და ინსპეკტორი ადრიანს დავაკვირდით
- მე მისი საქმრო ვარ, ადრიან ფრანკო - ხელი ჩამოართვა შემდეგ კი გამიღიმა, თვალებით ვკითხე რა ჯანდაბას აკეთებდა, მან კი თვალებითვე მიპასუხა, შენ წამოიწყეო.
- გულწრფელად რომ გითხრათ მიკირს რადგან ალისა ყოველთვის მოწყენილი და ნასვამი დადიოდა ქუჩაში - თვალები გადავატრიალე
- მართლა? - ადრიანმა თეატრალურად გაიკვირვა
- ჩვენ უნდა წავიდეთ - ადრიანს შევხედე - ჩასხდომა დაიწყო
- მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ორივეს და ბედნიერებას.
- მადლობა ინსპეკტორო - თავი დავუქნიე და ადრიანს წინ გავასწარი.
თვითმფრინავის კიბეებზე ავდიოდით, დანარჩენები უკვე შიგნით იყვნენ
- რა ჯანდაბა გააკეთე? - შევუბღვირე
- შენი გაფუჭებული საქმე გამოვასწორე - მხრები აიჩეჩა
- მე თვითონაც მოვაგვარებდი.
- შებრძანდით, საცოლევ. - შევუბღვირე და ლოლას გვერდით ცარიელ ადგილას დავჯექი.
- აბა ხომ არ გეშინია? - მეკითხება ღიმილით.
- ცოტათი - სტიუარდესამ ღვედები შეგვაკვრევინა და თვითფრინავმა აფრენაც დაიწყო.
საქართველოს საზღვრებს არასდროს გავმცდარვარ, მითუმეტეს არასდროს მიფიქრია ესპანეთში წასვლაზე. არასდროს მიოცნებია ესპანეთში მოგზაურობაზე და ასე შემდეგ.
- რომელ ქალაქში უნდა ვიყოთ? - ვკითხე ლოლას რომელიც ხედს მინიდან უცქერდა
- ქალაქს ავილა ჰქვია, ლამაზი და პატარა ქალაქია. როგორ მომენატრა იქაურობა ვერც კი წარმოიდგენ
- რამდენი ხანია რაც ჩამოხვედით?
- ორი წელია, ბოლოს კი მეგონა აღარც კი დავბრუნდებოდით. მაგრამ აი უკვე მასაც ვხედავ - თვითმფინავმა ოთხ საათში დაშვება დაიწყო. დაშვების უფრო შემეშინდა და მუცელში სპაზმები ვიგრძენი.
- ალისა - ადგომის დროს რონალდი მიახლოვდება - უცხო ვამპირია თვითფრინავში ამას ვგრძნობ. სანამ ხალხი არ ჩავა ადგილიდან არ დაიძრეთ, ლოლა დაიცავი.
სწრაფად გაიარა ხალხის აურზარში, ქურთუკების ჩაცმაში და მეორე მხარეს გადის.
- რა მოხდა? - ვეკითხები თუმცა ლოლაც გაკვირვებული იყურება.
ათ წუთში სოფია გვიახლოვდება
- ლოლა ის წაიყვანე, ადრიანი მანქანაში გელოდებათ. ჩვენ შეგვაგვიანდება...
- რამე მოხდა? - შეტრიალდა და როგორც ყოველთვის უთქმრლად გაგვეცალა - ღმერთო ჩემო, ამას ხომ სიტყვას ვერ დააცდენინენ!
- სულ ესეთია?
- დაიკიდე - ჩანთას მაწვდის - როდესაც გაიცნობ მოგეწონება.
დიდი იმედი არ მქონდა თუმცა ეხლა ამის დროც არ იყო. თავი უხერხულად ვიგრძენი როდესაც წარმოვიდგინე ჩემს გამო რამოდენა საფრთხეში იგდებდნენ თავს ისინი, ჩემს გამო უწევდან მათ სამშობლოსგან ასე შორს ყოფნა. ქართულის სწავლა რომელიც ყველაზე რთულ ენად არის აღიარებული. ეხლა კი ჩემი ჯერი იყო მესწავლა ესპანური რადგან არ ვიცოდი რამდენი ხნით მომიწევდა აქ ცხოვრება. ადრიან მანქანა უკვე ამუშავებული ჰყავდა ჩავჯექით თუ არა სწრაფად მოწყდა ადგილს.
- აი მოძრაობა, ღმერთო არ მჯერა რომ აქ ვაართ! - წამოიყვირა რაზეც შევხვტი.
ქალაქი ლამაზი და მყუდრო აღმიჩნდა როგორც გავიგე მისახლეობის რიცხვი ორმოცდაათიათას აჭარბებდა. ჩემი ქვეყანა და ქალაქი უკვე ტკივილამდე მენატრებოდა და ის ფაქტი როდის წავიდოდი უკან ისიც კი არ ვიცოდი მაგიჟებდა, ან ვიცოცხლებდი განა?
- რონალდი როდის მოვა? - ვკითხე როდესაც მანქანა სახლთან გაჩერდა
- ნუ ღელავ, მას ვერავინ ავნებს. - მითხრა ადრიანმა და სახლის ეზოს კარები გააღო.
გამიკვირდა, გარშემო სიგრძეზე სახლები იყო სულ ჩაყოლებული, ჩვენი სახლი უფრო სწორად მათი შუაში იდგა, ეზო პატარა ქვებით იყო გაკვალული და ოციოდე ნაბიჯში პატარა სახლი/კოტეჯი იდგა. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ლოლას გავყევი, ხეებით იყო დაფარული სახლი. გარეთ კი საქანელა სკამი ეკიდა, გარემო იმდენად მომეწონა სახლში შესვლა აღარ მინდოდა
- შემოდი ალისა, წვიმას იწყებს მანდ აპირებ დარჩენას?
სახლში სტის სუნი იდგა ამიტომ ვთხოვე კარები ღია დაგვეტოვებინა, სამ წლიანი ჩაკეტილობის გამო ყველაფერს მტვერი ედო. თვითმფრინავში კარგად ვჭამე ასე რომ ჯერ სახლს დავალაგებდი და შემდეგ მოვამზადებ რაიმეს თქო გადავწყვიტე.
- ჩვენ სისხლი უნდა ვიშოვოთ, თვითფრინავში ვერ ავიტანეთ ასე რომ ხომ ხვდები - თავი დავუქნიე, როგორც მე მჭირდებოდა კვება ისე იყვნენ ისინიც...
ადრიანის და ლოლას წასვლის შემდეგ, ლოლამ ჩემი ჩანთა რომელ ოთახშიც შეიტანა შევიხედე, პატარა ოთახი იყო ერთსაწოლიანი ლოგინით და პატარა ფანჯრით. კარადაში ზურგსაკიდან ამოღებული ტანსაცმელი დავალაგე და სახლი დალაგებას შევუდექი.
ორი საათის შემდეგ გათიშული დივანზე ფეხმოთხრით ვიჯექი. შემდეგ ძალა მოვიკრიბი და წყალი გადავივლე სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი და კარტოფილის სოუზი გავაკეთე, ვისადილე და მათ ლოდინში ფანჯარასთან ჩამძინებია.
- ალისა - ხმა ჩამესმა თუ არა წამოვიკივლე
- რონალდ? - მაგრამ ადრიანი დამხვდა
- რონალდი კარგადაა ნუ ღელავ, ყველანი ერთად არიან სისხლისთვის და პროდუქტებისთვის, საჭირო ნივთებისთვის
- ღმერთო როგორ ვინერვიულე...
- სახლი ესეთი სუფთა არასდროს ყოფილა - მაიკა გადაიძრო
- რას აკეთებ? - მივაშტერდი
- უნდა ვიბანაო, რა მოხდა? - კუნთებზე თვალს ვერ ვაშორებდი
- არა არაფერი, როდის მოვლიან?
- შევალ ვიბანავებ და მარტო არ დარჩები ნუ ღელავ - თვალს მიკრავს და სააბაზანოში შედის.
რამოდენიმე წუთში კი რონალდ ვხედავ და კარებს სწრაფად ვაღებ, ვეხვევი.
- ალისა ესე თუ ნერვიულობ ძვირფასო - თმაზე ხელს მისმევს - მომავლისთვის უფრო ძლირი უნდა იყო დამიჯერე.
- არ შემიძლია - ხმადაბლა ვეუბნები - არ მინდა ჩემს გამო რომელიმეს რაიმე მოგივიდეთ.
- არა ალისა არა, შენს გამო კიარა მთელი მსოფლიოთვის ძვირფასო.
- არც კი ვიცი შევძლებ თუ არაა...
ყველა სახლში იყო, დანაყრებულები. არ ვიცოდი ესეთი სახით რატომ იჯდნენ
- რამე მოხდა? - ვკითხულობ
- მან ყველაფერი უნდა იცოდეს - ამბობს სფიქსი და რონალს უყურებს
- რა უნდა ვიცოდე?
- ალისა დაჯექი - ცარიელ ადგილზე მიმითითებს
- ნუ მაშინებთ.
- ძალიან დიდი ხნის წინ - იწყებს საძმოს მეთაური - საბჭომ მე ესეიგი, ჩემი საძმო აირჩია რათა შენ დაგვეცავი. მათ არ იციან რომ ყველა ვამპირის სიცოცხე შეგიძლია დაასრულო თუ რომელიმე მათგანი გიკბენს. ნოჰამი, ვამპირი რომელიც ჩვენ ყველა ერთად აღებულზე ძლიერი და უფრო დიდი ხნისაა ყველაფერს მოიმოქმედებს რათა ხელში ჩაგიგდოს, მანამ სანამ შენ ცოცხალი ხარ ის სუსტია რადგან შენი ეშინია. შენ ხარ ის ერთადერთი ვისიც ნოჰამს ეშინია, სხვა არაფერი... როგორც გითხარი მას უნდა ვამპირების გამეფება. ჯერ ადამიანებმა არაფერი არ იციან, რამოდენიმეს და დაცვის თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანები სუსტი არსებები არიან
- მეც ადამიანი ვარ - შევუსწორე
- დიახ მაგრამ შენ ყველასგან განსხავდები. ალისა, არსებობს წინასწარმეტყველბა რომელშიც შენ ხარ მოხსენიებული
- ჩემი პორტრეტით?
- არა, ის სინამდვილეში შენი პორტრეტი არ არის.
- ეს როგორ? - დავიბენი
- ნოჰანს ძალიან ადრე ჰყავდა ცოლი რომელსაც სახელად Alice ქართულად წარმოსათქელად კი ალისა ერქვა. ნოქამის მეორე ცოლი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. ხალხის დახმარება უყვარდა, ცდილობდა ნოჰამის გამოსწორება და ეს თითქმის შეძლო
- თითქმის?
- დიახ, რადგან ნოჰამის პირველმა ცოლა შელიამ ის დაწყევლა და შემდეგ მოკლა.
- რაა? - ენა დამება - ის მე მგავდა?
- დიახ, ის შენი უფროსწორედ მისი ტყუპისცალივით ხარ...
- რატომ?
- ალისა, როგორც ვთქვი დაწყევლა და თქვა " Después de un año, mátalo con tu mano. "
- და ეს რას ნიშნავს?
- იმას რომ " მას შენივე ხელებითვე მოკლავ" ამის შემდეგ გამოიკვლიეს ყველაგერი, რომ წლების შემდეგ დაიბადებოდა გოგონა სახელად ალისა თუმცა არ ეცოდენიბოდათ სად, როგორ და რამდენად ახლოს ნოჰამთან.
- და ესეიგი?
- წყევლა მოქმრდებს ალისა და შენ ამის ცოცხალი მაგალითი ხარ.

ოთახში ვიჯექი, სარკმლიდან შემომავალ შუქს თვალს ვაყოლებდი. უკვე კარგად დაბნელებულიყო და სახლში აღარავინ დარჩა. როგორც მივხვდი ჩვენ ადამიანების თეორია სწორი აღმოჩნდა და მზე ვამპირებს წვავს, რაც აქ ჩამოვედი მზე არ მინახავს არადა უკვე მეექვსე დღე ოლეოდა, რონალდის თქმით ამ ქალაქში იშვიათად იყო მზე. ზოგადად მზეს ხალხი ყველა ქვეყანაში ნატრულობდა, მხოლოდ ღრუბელს ისიც შავს და ჩაშავებული ცის ხილვა შეეგვეძლო.
- შეიძლება? - ლოლამ თავი კარებში შემოყო, შემდეგ კი გვერდით მომიჯდა
- მეგონა შენც წახვედი.
- მე უკვე მოვედი, გინდა? - ლუდის კათხა მომაწონა
- მიყვარხარ - გამიღიმა და თვითონაც მოსვლა
- ვიცი რომ ლუდი გიყვარს, კლუბში ზედიზედ სამი ბაკალი გამოცალე.
- ხო, ალკოჰოლში ვახშობდი დარდს.
- გინდა მომიყვე? - ლაპარაკი არ მაწყენდა მითუმეტეს ლოლასთან
- არ ვიცი, სამი წლის წინ მამაჩემის წასვლამ მე და დედას ბოლო მოგვიღო, დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი ვიყავი ცუდად. ბოლოს კი როგორც ხდება ადამიანი ყველს ეჩვევა ან ეგუება. ასე რომ უბრალოდ როდესაც ყველაფერი დავიწყებას მიეცა, დედაჩემმა თავი მოიკლა. უფრო სწორედ ნერვიულობამ მოკლა, ექიმის დასკვნა ასეთი იყო. ვერავინ გაუძლებს ამოდენა ტკივილს, ბოლოს როდესაც დედაჩემი მიწას მივაბარე მივხვდი რომ საერთოდ ვერ ვხხვდებოდი რაც განიცდიდა და როგორ იყო მაშინ როდესაც მე ყველაფერი კარგად მეგონა.
- საკუთარ თავს არ უნდა იდანაშაულებდე - ხელს მკიდებს - შენი ბრალი არ არის რაც მოხდა.
- ვიცი,ვიცი. არც ვიდანაშაულებ, მე ორივე მშობელმა დამტოვა. დედას ჩემზე უნდა ეფიქრა და არა მამას წასვლაზე ენერვიულა. იცოდა რომ არც ახლობლები გვყავდა სტუმართ მოყვარე და არც არავინ დედამიწის ზურგზე.
- ეხლა ჩვენ გყავართ ალისა...
- კი მაგრამ როდესაც ყველაფერი დამთავრდება შემდეგ შეგიძლია ჩვენთან დარჩე.
- არ ვიცი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. არც სოფია და სფიქს მოვწონვარ. რონალდი უბრალოდ მიცავს, ნიკი თბილია და ძალიან კარგია, მხოლოდ შენ ხარ ჩემს მიმართ კარგად განწყობილი...
- და მე? - კარებში ადრიანი ჩნდება, ტუჩზე ვიკბინე ამდენი ხანი გვისმენდა?
- შენ რა გვისმენდი? - ლოლამ დაეჭვებით შეხედა საძმოელს.
- დაგავიწყდა ალბათ რომ სმენა ადამიანებზე განვითარებული გვაქვს.
- მოიცა და ყველა სახლშია? ყველამ გაიგონა? - შევიცხადე
- დამშივდდი. მხოლოდ მე - ლოლას გადავხედე მანაც ხელი მომიჭირა და შევამჩნიე როგორ ჰქონდა თვალები ჩაწითლებული
- ლოლა, სისხლი არ მიგიღია არა? - მის ღრმად ჩაწითლებულ თვალებს დავაკვირდი
- როგორ არა...
- ლოლა არა წადი, გინდა რაიმე მავნო? უფრო სწორედ მე ვერ მავნებ, არ მინდა ჩემს გამო რაიმე დაგემართოს.
- არა მე მოთბენების უნარი მაქვს
- ვიცი ლოლა, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. მაგრამ გთხოვ წადი, აი მარტო აღარ ვარ ადრიანი ჩემს გვერდითაა, ჩემზე არ იდარდო კარგი?
- კარგი, კარგი - წამებში დატოვა სახლი მე კი მასზე გულ აჩუყებულს მომეძინა
- ეი შენ რა იძინებ და მე გიყურო? - ხელით გამაღვიძა - წამო ყავას გაგიკეთებ.
მოშორებით ბუხართან ვიჯექი და ადრიანის გაკეთებულ ყავას ვაგემოვნებდი.
- როგორია? - ვეკითხები
- რა?
- ვამპირობა.
- არ ვიცი, ვეღარ ვხვდები.
- რამდენი წელია რაც - ვეღარ დავამთავრე
- რაც ვამპირი ვარ?
- ჰო.
- ასოცდაათის ვარ. ოცდაორი ვიყავი როდესაც მომაქციეს
- ვინ რონალდნა?
- არა, ჩემმა შეყვარებულმა - ჩაიცინა
- იცოდი ვამპირი რომ იყო? - გულწრფელად გამიკვირდა
- ვიცოდი რა თქმა უნდა, მიყვარდა. პირველი სიყვარული ცოტა ისეთი თემაა, მან ეს იცოდა, იცოდა რომ მიყვარდა და ამიტომაც მითხრა ყველაფერი.
- და შემდეგ მოგაქცია?
- ჰო, ჩემივე თხოვნით
- რაა?
- მინდოდა უსასრულოდ მეცხოვრა მასთან ერთად - სიგარტს მოუკიდა და ერთი ღერი მომაწოდა, მეც გამოვართვი
- და გამოგივიდა უსასრულოდ ცხოვრება მასთან ერთად?
- ხომ ხედავ მე სრულებით მარტო ვარ - ავდექი, დავაკვირდი
- და შენ ალისა?
- რა მე ადრიან?
მაისური იმდენად სწრაფად გავხადეთ ერთმანეთს აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი. ვნებამორეული ვუსმევდი ხელებს მის დაკუნთულ სხეულს რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი. კედელზე აკრობილი მის ყელში მქონდა თავი ჩარგული და მის კოცნაზე ხმას ვუმატებდი, რბილი ტუჩებით და ენით ყოველი "საშიში" თუ არასაშიში ორგანო მოიარა.
- გაჩერება არც კი გაბედო! - ამოვიწივლე და მის თვალებზე სიცილი ამიტყდა თუმცა დავინახე ჩემი შიშველი ნუ ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისას როგორ გაეზარდა ეშვები და შეშინებულმა ხელი ძლიერად ვკარი.
- ალისა მე... მაპატიე
- ადრიან დამშვიდდი. მე არ მეშინია რომ რაიმეს მავნებ პირიქით, არ მინდა მე არ გავნო.
მაისურს ხელი დავავლე და ოთახში ჩავილეტე. გული ისე მიცემდა ასე მეგონა ამომივარდებოდა, რა დამემართა? როგორ ვერ შევძელი საკუთარი მოვთხოვნილებების მოთოკვა? საკუთარ თავზე ვბრაობდი და ოთახში ბოლთას ვცემდი. ადრიანის დანახვისას ყოველთვის ესე ვიყავი, ვიბნეოდი და ყოველი უჯრედი იყვიძებდა. ეხლაც ესე დამემართა...
- ალისა - რონალდის ხმაზე კარები სწრაფად გავაღე
- მოხვედით?
- ჩაიცვი მივდივართ - გაკვირვებულმა შევხედე რადგად ყოველთვის მიკრძალავდნენ გარეთ გასვლას.
- სად მივდივართ? მეეც?
- საბჭოს შეკრებვაზე. დროა გამოჩნდე საზოგადოებაზე ისინი უნდა გიცნობდნენ რათა შენი დაცვა შესძლონ.
მანქანაში ვიჯექით უკვე. მე, სფიქსი, ადრიანი და რონალდი.
- არ ინერვიულო ალისა - მამშვიდებს რონალდი - საბჭოს სამი უხუცესი მართავს. კოლენი, ნოა და არტური, შენ არ შეგეხებიან ასე რომ არაფერი თქვა.
- მაგრამ ყველა იგრძნობს რომ ადამიანი ვარ და დაკვირვებას დამიწყებენ, ასე არ არის?
- დიახ მაგრამ ნუ ღელავ. გვერდიდან არ მომწორდე.
სფიქსმა მანქანა ავტოსადგომშო გააჩერა, მეგონა ზევით ავიდოდით მაგრამ ლიფტი ქვევით ჩავიდა. შავ გრძელ შესასვლელს გავუყევით, ადრიანი ჩუმად მიყურებდა ამას ვგრძნობდი რადგან მეც ვაპარებდი თვალს თუმცა ჩვენს შორის დაძაბულობა და უხერხულობა აშკარად იყო. ხმაური ნელ-ნელა ახლოვდებოდა, ორმა ვამპორმა რომელიც კარებთან იდგნენ ჯერ რონალდს შეუმოწმეს თვალები შემდეგ კი რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს, მე დამაკვრდნენ შემდეგ კი ფართოდ გააღეს კარები. სადაც უამრავ ვამპირს შეეკრიბა თავი, შავ მრგვას დიდ მაგიდასთან კი წრეში იჯდნენ ყველა.
- ამდენი თუ ვიქნებოდით უნდა გეთქვა - ვუთხარი ადრიანს
- და რას იზამდი უკან წახვიდოდი?
ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე რადგან რონალდმა მის გვერდით დამაჯინა.
- მოგესალმებით, დღეს ჩვენ აქ შევრიბეთ რათა ვიმსჯელოთ... - დარბაზში დამაყრუებელი ხმა გაისმა და შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა
- ჩემს გარეშე დაიწყეთ ლაპარაკი? - ძალიან ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა დარბაზში.
- ეს ვინ არის? - გადავუჩურჩულე რონალდს
- პირველად ვხედავ, ის არ ჩნდება მაგრამ ამბობენ რომ ნოჰამის მრჩეველია და საბჭო მის სიტყვას ითვალისწინებს.
უცნობმა კაპიუშონი გადაიძრო და სახე გვაჩვენა.
- მამა? - სიტყვა ჰაერში გამეყინა რადგან თვითაც შემამჩნია.

სახე უქვავდება, შვილის გამომეტყველებას ამჩნევს. მის გარემოცვას, რონალდს. გარშემო ყველა და ყველაფერი ქრება, მხოლოდ ალისა რჩება, შავი გრძელი თმით. ლამაზი სახით და ნაცრისფერი თვალებით რომელიც ემუდარებოდა პატარაობისას მის კალთაში დაეძინებინა. ალისა რომელიც მუდამ მამას გოგო იყო და ყოველთვის ცდილობდა გვერდიდან არ მოეშორებინა. იცოდა, მან იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, თუმცა ასე მალე? ასე მალე დაუდგა მის პატარა გოგონას ცხოვრების ბოლო წუთები? დაინახა როგორ ადგა ალისა და სწრაფად გავიდა დარბაზიდან, უკან ერთ-ერთი ბიჭი გაყვა. გონება მოიკრიბა და რონალდის დაეჭვებულ სახეს გადააწყდა, ამის დრო არ არის, ჩაილაპარაკა და საბჭოს შეუერთდა.

***
- ალისაა დამელოდე - ადრიანის ხმა მესმის თუმცა ამ ადგილას გაჩერება ერთი წამითაც კი აღარ მინდა
- მანქანაში ვიქნები, შენ წადი - თუმცა მაინც მომყვება
- რა მოხდა? - მაჩერებს - რატომ წამოხვედი? შენ საბავშო ბაღი ხომ არ გგონია? - გაბრაზებულმა ხელი გავაშვებინე
- მომისმინე, შენ არ იცი ეს რას ნიშნავს არ იცი გრძნობა როგორია როდესაც საკუთარ მამას ხედავ იქ სადაც არ და ვერც კი უნდა ხედავდე!
- რას ამბობ? - გაუკვირდა
- იმას რომ ის კაცი, კაპიუშონით, მამაჩემია! - თვალები დაუწვრილდა
- ხუმრობ არა?
- ადრიან, არ მაქვს ახსნის თავი და მოთუმეტეს იმის რომ რაიმე აგიხსნა. მე ტაქსით წავალ
- ალისა, მანქნით წადი ჩვენ წავალთ ტაქსით.
პირდაპირ მანქნისკენ ავიღე გეზი და მალევე დავქოქე, სახლში სოფია დამხვდა ტელევიზორს უყურებდა და სისხლის პაკეტს ხელში ათამაშებდა.
- მოხვედით? - ჩემი დანახვისას კარებს შეხედა
- მხოლოდ მე. ადრიანი,სფიქსი და რონალდი იქ დარჩნენ.
- რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს
- არაფერი. - წყლის ჭიქა, წყლით გავავსე
- იცი შენს გამო ბევრი ადამიანი ზარალდება და შენ იმის თქმასაც კი არ კადრულობ, რა დაგემართლა?
- სოფია გთხოვ ოღონდ ეხლა არა!
- მომისმინე, არ მომწონხარ და არა იმის გამო რომ შენს გამო ჩვენ ვზარალდებით არამედ იმის გამო რომ გვიწევს სიცოცხლე გავწიროთ.
- და მე რა გავაკეთო? - ჭიქა იატაკზე მოვისროლე - შენ რა გგონია მინდა უცხო ქალაქში უცხო ადამიანებთან ერთად ყოფნა? ამის დედაც! ყელში ამომივიდა
- ალისა! - თუმცა მის დიდ წითელ ტუჩებს აღარ ვუსმენდი უკვე ქუჩას მივუყვებოდი
- Hola hermosa - მომესალმა მაღაზის გამყიდველი რომელიც პომიდორს წყალს ასხამდა გავუღიმე და გზა განვაგრძე.
ადამიანი როდესაც სასწაულს არ მოელის ზუსტად მაშინ, იმავე წამს დაგატყდება ყველაგერი თავზე. რას ვიფიქრებდი რომ ადამიანი რომლის წყალობითაც გავჩნდი ეხლა ჩემი მტერი იყო. ნუთუ არსებობს მშობელი რომელიც საკუთარ შვილს სასიკვდილოთ გაიმეტებს? მაშ იყოს ისე როგორც არის, დავამთავრო სიცოცხლე მანამ სანამ რომელიმე საძმოელს ჩემს გამო რაიმე დაემართება.
- ალისა - უკან ვიხედები და ნიკს ვხედავ რომელიც ჩემსკენ მორბის
- ნიკ აქ რა გინდა? - გამიკვირდა
- ორი საათია გეძენ, წარმოიდგინე სოფიაც ნერვიულობს ჩემს გამო წავიდაო. კარგად ხარ?
- გარეგნულად მშვენივრად, წამოდი იქ დავსხდეთ. - ხის სკამზე დავაჯინე
- ის სიმართლეა?
- რომ ნოჰამის მრჩეველი მამაჩემია?
- ჰო...
- სიმართლეა. სიმართლე გითხრა არც მე მჯერა. სახლიდან რომ წავიდა გვეგონა ვინმე ყავდა თუმცა მგონი ჯობდა ვინმე ყოლოდა...
- ის შენთვის ხომ მაინც მკვდარი იყო?
- იყო. როდესაც მიგვატოვა იმ დღიდანვე თუმცა საკუთარ თავს ვერ მოვატყუებ და ვერ ვიტყვი რომ ჩემზე არ იმოქმედა.
შავი მანქანა ჩვენს წინ გაჩერდა, რამოდენიმე შავებში ჩაცმული პიროვნება გადმოვიდა და იარაღი ნიკს დაუმიზნა
- ნიიკ - შევხედე უკვე მზად ყოფნაში
- ალისა არ გაინძრე, დამიჯერე. ნოჰამის ხალხია.
ნოჰამის გაგონებაზე მუცელში სპაზმები ვიგღძენი მინდოდა გავქცეულიყავი, ყველაფერს და ყველას. მაგრამ ამის შანსი ნიკსაც კი აღარ მიეცა როდესაც მე ნიკის სხეულს აკრული ვუყურებდი როგორ მოგვიახლოვდნენ უცნობები, ამასობაში ერთერთმა ნიკს ორჯერ ესროლა, ნიკის უგრძნობ სხეულს ვანჯღრევდი თუმცა აზრი არ ჰქონდა.
ერთ-ერთმა მათგანმა ხელზე მომიჭირა და ძალით წამიყვანა მანქნისკენ. ბოლო ხმაზე ვკიოდი ჩემი საძმოელის სახელს თუმცა აზრი არ ჰქონდა მას ჩემი აღარ ესმოდა.
უკან ორ ზორბა კაცთან ერთად ვიჯექი წინ კიდეც ერთი და საჭესთან სხვა იჯდა.
- ვინ ხართ? - ვიცოდი ვინც იყვნენ თუმცა მაინც მანც ვკითე თან სლუკუნს ამოვაყოლე რადგან თვალ წინ მედგა ნიკი რომელიც ბოლო წამამდე მემუდარებოდა გაქცეულიყავი, ბოლოს ჩემს ფეხებთან უსულოდ წაქცეულიო. გული გახეთქვაზე მქონდა, ხო გქონიათ არა ისეთი შემთხვევა დარდისგან გულო გახეთქვაზე რომ გქონდეს. ცრემლები შეუშრობად მომდიოდა როდესაც მანქანა გაჩერდა, შავ დიდ შენობასთან.
- სად ვართ? სად მიგყავართ? - ისევ სიჩუმე ხმას არცერთი იღებს. ვკლავ უხეშად მკიდებს ერთი მადგანი ხელს და ძალით მივყავარ, შენობასთან ორი ვამპირი დგას. ჩვენს დანახვისას მოდიან
- ვინ ხართ? - ეკითხებიან
- მე ბრაუნი ვარ, ნოჰამმა ამ გოგონას აქ მოყვანა დამავალა. - ყველა მე მიყურებს
- ეს ის არის?
- ის არის. შეგვიშვით ეხლა...
- არა. - აჩერებს ვამპირი - მხოლოდ გოგო, მაქციების შეშვების უფლება არ მაქვს.
- კი მაგრამ გოგო ჩვენ მოვიყვანეთ! - მაქცია? როგორ ვერ მივხვდი? სახეზე არც თეთრი და რაღაცნაირები იყვნენ, უფრო საშიშები და ზორბა კაცები.
- ეს ნოჰამს ისედაც ეცოდინება ასე რომ დამშვიდდით და გოგო გადმომეცით.
- კარგი, კარგი. - ხელიდან ხელში გადავდივარ, ვითომ სათამაშო გასაყიდი თოჯინა ვიყო.
ორივე ვამპირი ხელს მკიდებს და მივყავარ. გარედან დიდი შენობა მეგონა თუმცა შევცდი, კიბეებით ქვევით ჩავდიოდით. უკუნითი სიბნელე იყო ამიტომ ვერაფერს ვერ ვხედავდი და უბრალოდ მათნაირად ვდგამდი ფეხს. მინდოდა უბრალოდ რამოდენიმე წუთი მარტო ვყოფილიყავი საკუთარ თავთან იმიტომ რომ მხოლოდ ეს მამშვიდებდა ყოველთვის, სხვა არაფერი.
დაახლოებით ოცდაათი საფეხური გავიარეთ ზევიდან, ქვემოთ. ბოლოს ჩავახწიეთ, მკრთალი სინათლე ანათებდა იქაურობას. დაკეტილი ოთახებიდან კი ხმები ისმოდა, გამაჯრჯოლა. შემდეგ ერთ,ორ, სამ კარს გავცდით და სუფთა მისაღებდი ამოვყავით თავი, ყველაფერი თეთრი იყო, ვამპირებმა დამტოვეს და უკან წავიდნენ. როგორ მიმატოვეს? გულში მწარედ ჩავიცინე, იცოდნენ რომ აქედან ვერასდროს გავაღწევდი. კიდევ ერთი შეკითხვა მიღებდა ბოლოს, მამაჩემი აქ იყო? თუ ეს ადგილი ნოჰამის საცხოვრებელი იყო ესეიგი აქ იყო, მის გვერდით.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალისა - ხმა მომესმა და შეშინებულმა შევტრიალდი, უცნობი კაცის დანახვისას გავშრი
- თქვენ ხართ?
- ნოჰამი? ოჰ არა, მე ლეონი ვარ აქაურობის მცველი. - ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა - მცველში დაცვას არ ვგულისმობ ძვირფასო, ძლიერი საერთოდ არ ვარ.
- და მე რა უნრა მიქნათ? - ვკითხე
- ნოჰამს შენი ნახვა სურს. ის გადაწყვიტას ყველაგერს,თუმცა დარწუნებული იყავი რომ ასე უბრალოდ გარეთ ვერ გაგიშვებს.
- და ეხლა რა მოხდება?
- რონალდმა შენი დაცვა ვერ შესძლო ასე რომ ყველაფერი მას დააბარე და არა სხვას.
- კი მაგრამ მე თვითონ წამოვედი...
- ჩუუ, ამას მნიშნელობა არ აქვს ეხლა.
- კი მაგრამ...
- წამოდი, შენს ოთახში მიგაცილებს.
ლეონი ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, არც ისე სისტი თუმცა თავისუფალი ლაპარამით მომეწონა, შიშით ვკანკალენდი როდესაც რამოდენიმე საკანი გავიარეთ და დამეგონა მეც რომელიმეში მიკრავდნენ თავს თუმცა ჩემდა საბედნიეროთ ერთ დიდ ოთახში შემაცილა ლეონმა.
- ალისა, მას ძალიან გავხარ. - და კარები გაიხურა, მას?
ლეონის სიტყვებზე ვფიქრობდი თუმცა ხელების ტკივილმა შემაწუხა. კარები მოვსინჯე თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, ოთახდი მხოლოდ ერთი საწოლი და სკამი იყო, ფანჯარაც კი არ იყო არსად.
ორი დღე გავიდა ორი უსასრულად გაწელილი დღე, საჭმელი ლეონს მოჰქონდა თუმცა საერთოდ ვერ ვჭამდი. თვალები უკვე დამიმძიმდა, უნდა დამეძინა როდესაც ლეონი შემოვიდა.
- უნდა წავიდეთ. - გამიკვირდა
- სად?
- ნოჰამს შენი ნახვა სურს.
შეშინებულმა კედელს ავეკარი და ლეონის სახით მივხვდი რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთების ათვლა დაიწყო.

წითელ კარებამდე მიმაცილეს, მითხრეს რომ პირდაპირ მევლო და მას თვითონ ვიპოვიდი. შეშინებული,ფეხებაკანკალებული მივდიოდი წინ და ვფიქრობდი რა მოხდებოდა ეხლა? თუმცა ცხოვრება რა სიურპრიზს მოგიწყობს არც კი იცი. ისე დაგაცხრება თავს ვითომაც აქ არაფერიო. მარტოდმარტო მიტოვებული ვათვალიერებ ყველაფერს, საკუთარი ფეხის ხმისაც კი მეშინია რომელიც დამაყრუებელ სიჩუმეში ექოსავით კედლებს ეხეთქება და უკან ისვრის. სად ხარ? დამთავრდეს ეს ყველაფერი. ნუთუ ამისთვის მომავლინა ღმერთმა ამ ქვეყნად, რაღაც წყევლის ასასრულებლად? ნუთუ მეტად არაფრად ვღირვარ? დედა... მივსტირი ჩემს შემქნელს, შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი, შენ მაინც მომძებნიდი.
- ალისა - მომესმის წინიდან ხმა, თითქოს ნაცნიბი და ამავდროულად უცნობიც. მინდა გამეღვიძოს და ყველაფერი ცუდი კოშმარი აღმოჩნდეს თუმცა ორი კვირაა ამ კოშმარში ვარ. ვერ ვიღვიძებ.
- ალისაა - ისევ მესმის და ნაბიჯს ვუმატებ. მისაღებში შევდივარ, ის ზურგით დგას. დიდი მისაღებია, ერთი დიდი მაგიდა დგას ოთახის ბოლოში მასწე კი თაბახების დასტააა მიმოფანტული, წითელი დივანი და სკამები. კედელზე კი დიდი პორტრეტიი მოჩანს, ჩემს სახეს ვუყურებ, იქ ჩემი სახე ხატია. თვალებ ამღვრეული, თმებ გაშლილი. ზუსტად ჩემნაირი დიდი, შავი თვალებით.
- ზუსტად შენი ორეულია არა? - ტრუალდება, შეშუნებული ვუყურებ ძალიან, ძალიან დიდი ხნის ვამპირს რომელიც ჩემს წარმოსახვაში მოხუცი და ფერმკრთალი წარმომედგინა თუმცა შევცდი, კიდევ ერთხელ შევცდი. 1,88 სანტიმეტრი მაინც იქნებოდა, შავი ბამბის შარვალი და თეთრი უმკალაო მაისური ეცვა. თმები კუპრივით შავი, როგორც თვალები და წარბები. მისი შეხედულება ოცდახუთ წელს არ აღეტებოდა. ძალიან, საშიში და ამავდოულად სანდობიანი გამომეტყველება ჰქონდა.
- ალისა - იმეორებს კვლავ.
- გეყოფა ერთი და იგივე! ალისა... დიახ ალისა მქვია! - ეღიმება და დივანზე ჯდება.
- ხმის ტემბრითაც კი მას გავხარ, თუმცა შენნაირი ფიცხი ხასიათი არასდროს ჰქონია.
- მე ის არ ვარ, ეს უნდა გესმოდეს!
- რა თქმა უნდა ის არ ხარ, ის რომ იყო ეხლა ჩემს მკლავებში იქნებოდი მოქცეული და მანდ არ იდგებოდი გაშეშებული. - ეს რა დამცინის?
- თუ ჩემს მოკვლას აპირებ, ჯობს ეხლავე გააკეთო ეს და ამით დაასრულო. - ვუთხარი ის რის სათქმელადაც აქ მოვედი.
- ყველაფრის დაჩქარება ცუდი მომასწავლებელია. იქნებ დაჯდე? - მის გვერდით მიმითითებს.
- არ ვაპირებ, არ მინდა. პირდაპირ სათქმელზე გადადი, არ გვინდა თეატრალური სიტვაციები.
- იცი როდესაც ჩემი ცოლი პირველ დავინახე, მივხვდი როგორი იყო ქალის ნამდვილი სილამაზე. შენსავით ლამაზი დიდი თვალები, კუპრივით შავი თმა, წითელი ტუჩები და თხელი ტანი. ჩემი პირველი ცოლი, ოჰ ის საერთოდ ამოვარდა ჩემი გინებიდან... მხოლოდ ალისას ვხედავდი, სხვას არავის.
- მე ის არ ვარ - გავაწყვეტინე.
- დარწმუნებული ხარ? - იღიმის - შეხედე როგორ გავხართ ერთმანეთს, ამ წყევლით ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი დამემარა. ცუდი ის რომ შენი სისხლი მანადგურებს კარგი კი ის რომ კვლავ შევძელი ამ სილამაზის ხილვა... - კვლავ პორტრეტს შევხედე, ქალს რიმელიც არაფრისთვის მოკვდა, ქალს რომელსაც ეს კაცი რომელიც ჩენს წინაა, მთელი არსებით უყვარდა.
- და მე? მე რა შუაში ვარ? - ცრემელები წამომივიდა მივხვდი როგორ დაიძაბა ნოჰამი.
- არა, გთხოვ არ იტირო კარგი? ალისას არასდროს არ ვაძლევდი ტირილის საბაბს, მხოლოდ სიხარულის ცრემლებს ვხედავდი მის ლამაზ თვალებზე. - მომიახლოვდა და ახლოდან დამაკვირდა
- გთხოვ გაჩუმდი - შევევედრე
- წასვლა გინდა? - თავს ვუქნევ - სად მიდიხარ? მამაშენი ჩემი "მონაა" , დედა გარდაგეცვალა, რონალდთან გინდა წასვლა? ნუთუ ეს მართლა გინდა?
მწარე რეალობას მახსენებს, ვუყირებ თუმცა მისი მზერა მწვავს და თვალებს ვხრი.
- არავისთან, უბრალოდ გამიშვი.
- არ შემიძლია...
- გამიშვი! - ხმას ვუმატებ
- არა ალისა!!! შენ არ უნდა დამტოვო! მეორედ ამას ვეღარ გადავიტან!! - ბოლო ხმაზე ყვირის მე კი კედელს ვეყრდნობი და შეშუნებული ვუყურებ. ის ძალიან საშიში ხდება, მთელი სხეული მტკივა თუმცა არ ვიცი რატომ.
- მე ის არ ვარ! შეიგნე მე სხვა ალისა ვარ! მე არ მიყვარხარ და არც შენ გიყვარვარ გესმის? თუნუ ვერ ხვდები?
- ანუ სიკვდილი გირჩევნია? - მეკითხება უკვე დამშვიდებული
- ესეიგი ან სიცოცხლა შენთან ერთად ან სიკვდილი?
- ასე გამოდის. - აზრებს სწრაფად ვალაგებ თავში და ვცდილობ ხმა ამოვიღო.
- დრო მჭირდება...
- დაბრუნდი შენს ოთახდი და იფიქრე რამდენი ხანიც გინდა...
- არა, გამიშვი. ხომ იცი რომ ვერასდროს დაგემალები...
- არა!!! მირჩევნია ეხლავე ამოგხადო სული, ჩემი ხელებით!
- კარგი. მიდი გააკეთე ეს და ამით მოვრჩეთ!
- ალისა.
- მომკალი. ეს შენთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება
- წადი. - ამბიბს რამიდენიმე გაწელილი წუთის შემდეგ.
- რა? - გაოცებას ვერ ვმალავ
- წადი. მაგრამ მხოლოდ ოცდაცხრა დღე გაქვს, ახალ მთვარემდე. ან სიკვდილი ან სიცოცხლე, თუ არასწორად მოიქცევი პირელ რიგში მამაშენს მოვკლავ, შემდეგ კი რინალდის საძმოს ყველა წევრს ტანჯვით მოვკლავ, მამაშენთან ერთად და გაყურებინებ როგორ ხდებათ მათ სული. შემდეგ კი შენ... თუ გგონია რომ ვერ მოგკლავ, ძალიან ცდები!
- მამაჩემი...
- დაივიწყე! მამაშენი ისეთივე ცივსისხლიანი არსებაა როგორიც ყველა სხვა დანარჩენი.
- კი მაგრამ...
- წადი. - გამაწყვეტინა - წადი, სანამ გადავიფიქრე. - ნაბიჯი გადავდგი, კარებთან მისულს კი მისი ხმა მიმესმა
- თავს გაუფრთხილდი ალისა.
- შენ შენს თავს მიხედე, "ბნელო ლორდო" - დავინახე როგორ იღიმებოდა თუმცა სწრაფად მინდოდა გავცლოდი აქაურობას. ადგილს სადაც მოკვდავი ადამიანი ვერ იცხოვრებდა,აქ ჟანგბადის უკმარისობა იყო და ეს მგუდავდა. აქაურობა ჯოჯოხეთს გავდა სადაც მხოლოდ დემონები იცოცხლებდნენ... წინ ვამპირი სადღაციდან ამეტუზა და ხელით მანიშნა გავყოლოდი.
ათ წუთში კიბეები ავიარე და გარეთ სუფთა ჰაერით ფილტვები გავისუფთავე. ქუჩას დავუყევი რიმელიც ჩაბნელებულიყო და ლამპები საცოდავად ანათებდა. წვიმის წვეთებმა სახე დამინამა, ოთხად მოვიკეცი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე
- რატომ მე? - ვეკითხებოდი ჩენს თავს და გულის წამღებად ვტიროდი.
- ალისა? - მომესმა უკნიდან ხმა.
ადრიანი.

ყოველი მცდელობა გაექცე მარტოობის შეგრძნებას განწრილურია დამარცხებისთვის, ეს აზრი თავად სიცოცხლის არსის საწინააღმდეგოა. ის კი არაა საჭირო, რომ მარტოობას გაექცე, არამდეს ის, რომ გააცნობიერო შენი მარტობა. ეს ისეთი მშვენიერი გამოცდილებაა, აცნობიერებდე შენს თავს მარტოს. ეს არის განთავისუფლება სხვა ადამიანისგან, სოციუმისგან, ბრბოსგან. ეს არის შენი თავისუფლება, იმ შიშისგან, რომელსაც მარტო ყოფნა ეწოდება
პირველი რაც უნდა გააცნობიერო არის ის, რომ გინდა ეს შენ თუ არა შენ მარტო ხარ! მარტოობა თავად შენი ბუნებაა. შენ შეგიძლია დაივიწყო ის, შეგიძლია არ იყო მარტო, იყო მეგობრებთან,ახლობელთან, ან თუნდაც ხალხს შეერიო, მაგრამ რაცარუნდა გააკეთო შენი ქმედებები ზედაპირული ინქნება, ხოლო სიღრმეში ეს შენს მარტოობას არ ეხება. ის ხელშეუხებელი რჩება.

ძველი დრო. ნოჰამი
აგურის შენობებს უყურებდნენ, ნოჰამს ხელი ქალზე შემოეხვია, თმაში კი თითებს ასრიალებდა.
- მიყვარს დაისი, მხოლოდ შენთან ერთად... - კაცს გაეღიმა
- ალისა ყოველთვის ესეთი მოკრძალებული ნუ ხარ - ცოლს დააკვირდა, მანაც შემოხედა და თავი გააქნია.
- მე ასეთი ვარ, შენ კი ასეთი შეგიყვარდი.
- მართალი ხარ ძვირფასო, მაგრამ უფრო გახსნილი უნდა იყო ჩემთან.
- არაფერი მაწეხებს. შენ და ჩვენი მომავალი შვილის გარდა... - მუცელზე ხელი ჩამოისვა.
- გრძნობ მას? - დაინტერესდა ნოჰამი
- რა თქმა უნდა, ვგრძნობ რომ ჩემს სხეულში სხვა სიცოცხლეა. თუმცა... ჯერ ხომ ორი თვის არის.
- კარგი ამას მნიშნველობა არააქვს, მთავარია რომ მალე შვილი გვეყოლება.
- ძვირფასო, რაღაც უნდა გითხრა...
- მითხარი - ალისა შემოტრიალდა და ქმარს სიყვარულით ჩამოუსვა სახეზე ხელი
- შელიას ჩემი ნახვა სურს. - ნოჰამი დაიძაბა თუმცა ცოლს არ აგრძნობინა
- არ მინდა მასთან ახლო ურთიერთობა გქონდეს.
- მესმის, მაგრამ ის ვერაფერს დამიშავებს და არც მგონია რომ დაშავება სურდეს. მინდა ვნახო, მუცლის გაზრდამდე...მისთვის მტკივნეული იქნება, ის შენი ცოლი დიდი ხნის მანძილზე იყო მაგრამ შვილი არ ჰყავდა... - ცოლის კეთილშობილებით მონუსხულმა კაცმა თავი დაუქნია და ჩამავალ მზეს დაუწყო ცქერა.
- კარგი, მაგრამ ვინმე გაიყოლე კარგი?
- კარგი, თუ შენ უარს იტყოდი არ ვნახავდი...
- შენ, შენი სურვილები გაქვს ძვირფასო, ცოტათი თავქარიანიც უნდა იყო, სანამ დედა გახდები. - ალისას ხელი მოხვია და ცივი ქარის ასარიდებლად სახლის კარი გაუღო.

ახალი დრო.
ყველა ერთად ისხდნენ მისაღებში, ალისა კი დივანზე ფეხმოთხრით იჯდა. არავის ელაპარაკებოდა და ერთ ადგილს სივრცეში თავდადებული თვალს არ აშორებდა.
- ოცდაცხრა დღე? - წამოიწყო ლაპარაკი ნიკმა რომელიც სისხლიან ნაჭრებს წყალში ასველებდა და ისევ ჭრილობაზე იდებდა.
- ბევრი არ ილაპარაკო - სოფია მიუახლოვდა, ტკივილისგან სახე დასიებულ ბიჭს - ხვალ კარგად იქნები, უკვე მეოთხე დღეა. ალბათ ჩვეულებრივი ტყვია არ იყო რადგან ამოღების შემდეგ ჩვეულებრისამებრ შეხორცდებოდა, თუმცა ეს ჭრილობები ნელ-ნელა ხორცდება.
- მაპატიე ნიკ, ყველაფერი ჩემი ბრალია. - აცრემლებული თვალებით შეხედა ალისამ საძმოელს
- არა, მე უნდა დამეცავი. მაგრამ ვერ მოვახერხე... - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და სოფიას ხელი შეაშველა
- ალისა, იქნებ მარტო ვილაპარაკოთ? - რონალდი ადგა და ალისას ხელი გაუწოდა, ოთახში ყველა გაისუსა. უნდოდათ გაეპროტესბებინათ მარტო ლაპარაკი რა საჭიროაო, თუმცა ხმა არცერთს ამოუღია. ადრიანის სახე შეამჩია ალისამ ფერმკრთალი, ნანერვიულებული.
- ალისა კარგად ხარ? - უთხრა როდესაც მომტირალ ალისასთან ჩაიმუხლა- ხმა ამოიღე! მე ხომ მესამე დღეა გეძებ! - ალისა ხმას კვლავ არ იღებდა. ჩუმად ქვითინებ და მის ხელს ეყრდნობოდა.
- რატომ მე? - ჩაილაპარაკა ჩუმად, ადრიანი ეცადა აეყენებინა.
- წამოდი, მანქანა ქუჩის კუთხეში მყავს გაჩერებული.
- რა იცოდი აქ რომ ვიყავი? - თქვა ბოლოს, სახლისკენ მიმავალ გზაზე.
- ყველამ იცის რომ ნოჰამი ან აქ არის,ან ამ ადგილთან რაღაც აკავშირებს. თავიდან გვეგონა შენ თვითონ წადი, თუმცა დაჭრილი ნიკი რომ ვიპოვეთ მივხვდით ვისი ხელიც ერია.
- ნიკი ცოცხალია? - თვალები გაუპრწყინდა.
- დამშვიდდი, სამი ტყვია ამოვუღეთ. ეხლა კარგად არის და შენ? შენ როგორ ხარ?
- არ ვიცი, ვერ ვხვდები. უბრალოდ, დასვენება და ფიქრი მჭირდება.
- კარგი, მთავარია კარგად ხარ.
თვალი არრიდან ადრიანს და რონალს უკან გაჰყვა.
- ყველაფერი ჩემი ბრალია. დიდი ხნის წინ როდესაც შენი მოვლა და სიცოცხლე ჩამაბარეს, დარწმუნებული ვიყავი რომ ყველანაირად გაგიფრთხულდებოდი თუმცა ეხლა დარწმუნებული აღარ ვარ. ნოჰამს მხოლოდ ვამპირები არ უჭერენ მხარს, მაქციებიც მის მხარეს არიან
- და რატომ? - ეს ყოველთვის მაინტერესებდა ეს ალისას, მის შემდეგ რაც გაიგო რომ მაქციებმა მოიტა
- იმიტომ რომ ეშინიათ მისი. ის იმაზე საშიშია ვიდრე წარმოდიგენია, ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველას და ყველაფერს გაწირავს. მათ შორის შენც ალისა. მისთვის მნიშნელოვანი ისაა რომ ვამპირებმა და მის მომხრეებს პირველი ადგილი ჰქონდეს დედამიწაზე, რა თქმა უნდა მის შემდეგ.
- მას ჩემი მოკვლა შეეძლო მაგრამ ეს არ გააკეთა. - არ იცოდა რატომ მაგრამ ნოჰამი დაიცვა.
- ალისა ის შენში მის მკვდარ ცოლს ხედავს და არა შენ. გარეგნობა ადამიანის, მსგავსება იგივე ადამიანად გთვლის ვინც მას უყვარდა. მან შენ კი არა ის არ მოკლა, მისი მეორე ცოლი.

ძველი დრო. ალისა
ცხენები გზას იკვლევდნენ ხალხლით გავსილ ქუჩებში, ალისას ეშინოდა მგზავრობით ბავშვზე არაფერი ევნო. ჩაიხანასთან შეილია შენიშნა, ლამაზი ქალი შავებში მიმგლოვარი ქალივით გამოწყობილი, თეთრი სახით. გული აუჩქარდა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის როგორ გაუგებდნენ ერთმანეთს.
- შელია, როგორ ხართ? - ქალს მიუახლოვდა და თავი დაუკრა
- ალისა როგორც ხედავ მშვენივრად. თავად? - კითხა მზრუნველად
- კარგად, მეც კარგად ვარ. - ჩაიხანის კარი გამოაღო და ჯერ ალისას დაუთმო გზა. შემდეგ ვამპირს დააკვირდა რომელიც ალისას იცავდა და ჩაეღიმა, ვერასდროს ისწავლის ჭკუას ნოჰამიო გაიფიქრდა და ალისას უკან გაყვა.
ჩაიხანა ცარუელი იყო, მხოლოდ ერთი კაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა, სათვალეები ცხვირის წვერზე ჩამოედო. კუთხის მაგიდაზე კი ალისა შავი თმის ანათებდა, მოპირდაპირედ შელია.
- თქვენი ნახვა იმიტომ მსურდა რომ არ მინდა ფიქროვდე რომ მძულხარ. განა არ მაქვს მიზეზი?
- შელია მე... - სიტყვა ქალმა ხელის აწევით შეაწყვეტინა.
- დამამთავრებინეთ სათქმელი. მე და ნოჰამი ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, ორივე შეუპივარი და ძალაუფლების მოყვარულნი ვართ. როდესაც შევუღლდით ვფიქრობდი რომ ჩვენი სიყვარული ძალიან დიდი ხანი გასტანდა. მე ადამიანი ვიყავი თუმცა როგორც ეხლა ხედავ, ჩვეულებრივი ვამპირი ვარ. - ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოთქვა - შენ კი კვლავ ადანიანი ხარ... როდის აპირებ ალისა მოქცევას? - ალისა დიდი ხანი ფიქრობდა ამაზე, ის რამოდინიმე წელში დაბერდებიდა ნიჰამი კი ისევ ისეთი დარჩებოდა, ახალგაზრდა და ბებერი ცოლი არაფერში დასჭირდებოდა...
- არ ვიცი, მე და ნოჰამს ამ თემაზე არ გვისაუბრია. რატომ გაწუხებს ეს საკითხი შელია?
- არა, არ მაწუხებს ძვირფასო. უბრალოდ მაინტერესებს, ამ ორ უკანასკნელს შორის კი დიდი განსხვავებაა. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, არც პირველი ვიქნები და არც ბოლო ვინც ამ საქმით დიანტერესდება. ნოჰამი ვამპირთა მეფეა და ეს შენც კარგად იცი, მის გვერდით კი მუდამ შენ ხარ ადამიანი...ყოველთვის საინტერესო თემად დარჩება ეს.
- მართალია - საგონებელში ჩავარდნილმა ალისამ, ნერვიულობით მუცელში სპაზმები იგრძნო.
- როგორ გაფითრდი... რაიმე გჭირს? - შელია თვალებ გაფართოებული უყურებდა ალისას რომელიც მუცელს შეჰყურებდა და წუხდა.
- არა, არაფერი. მგონი დრო სახლში დავბრუნდე, უკვე დაბნელდა და ნოჰამიც მელოდება.
ეტლი ბნელ ქუჩაში იკვლევდა გზას როდესაც მოწყვეტით გაჩერდა, ალისა შეშინებული ადგა და გარეთ გაიხედა. მუცელს ხელი ჩამოუსვა და მუცლად მყოფი, ბავშვის დამშვიდება დაიუწყო. ნელ-ნელა გადავიდა და მისი მცველი თავ მოჭრილი დაინახა თუ არა დამაყრუებლად იკივლა. უკნიდან ფეხის ხმა მოესმა, ნაცნობი სილუეტის დანახვისას კი შეკრთა.
შელია.
ქალის მომღიმარი სახის დანახვისას, ალისას შიშით გააჟრჟოლა.
- ნუ ნერვიულობ ძვირფასო, ბავშვს ავნებ.
- კი მაგრამ შენ...
- მე, დიახ მე ყველაფერს მივხვდი.
დანა რომელიც მარცხენა ხელში ეჭირა შეშინებულ ალისას პირდაპირ მუცელში გაუყარა. ამას მოჰყვა ალისას კივილი, რომელიც ყველას და ყველაფერს აყრუებდა.
- შენივე ხელებით მოკლავ მას, ძვირფასო.
ქალის უგონო სხეული კი მინდორზე დაეცა. მწვანე ბალახი კი წითლად შეიღება, წყევლა რომელიც შელიამ წარმოთქვა წ....ბის შემდეგ, ახდა.

ახალი დრო. საძმო
დილით როდესაც ალიონი იწყებოდა, მზე აღარ ამოდიოდა თუმცა ნათელი სხივები მაინც ანათებდა გარემოს. რონალდი მთელი ღამე იკვლევდა ყოველ დეტალს, საბჭოზე, ალისაზე,ნოჰამზე და წინასწარმეტყველებაზე.
გაიზმორა და საათს დახედა, დილის რვა საათი იყო, გაკვირვებულმა გაიხედა გარეთ, შემდეგ კარები გამოაღო და შეძრწუნებულმა, წამოიყვირა.
- ნოჰამმა თამაში დაიწყო. მუდამ სიბნელე, სინათლის ნაცვლად.

დედამიწას ერთი დაუწერელი კანონი მართავდა, დილას ყოველთვის თან მოსდევდა ღამე და პიქით. ეს არასდროს იცვლებოდა, ყოველთვის ერნაირად ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა, ხალხი გარეთ არ გამოდიოდა. შეშუნებულები სახლში საკვებს იმარაგებდნენ და გარეთ არ გამოდიოდნენ შიშით იმისა რომ სიბნელეს კვლავ ახალი არაამქვეყნიური ძალა მოიცავდა და ახალი უბედურება დაატყდებოდა თავს. ქვეყნის პრეზიდენტები, მეცნიერები თუ მკვლევარები ამ შემთხვევას ვერ ხსნიდნენ. ერთ-ერთ გადაცემაში გამოაცხადეს რომ ვარსკვლავების, დედამიწის ბრუნვის დაკვირვების შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იყო და რაც მთავარია დედამიწასთან სხვა პლანეტა არ შეიმჩნეოდა. მზის დაბნელებას ვერ დაარქმევდნენ რადგან მზეს ამ შემთხვევაში არავინ უჩიოდა... მხოლოდ წვდიადის შიში ედგა ხალხს თვალებში.
- რას აკეთებ? - მეკითხება ადრიანი, როდესაც ვცდილობ შევამოწმო ინტერნეტი თუ მუშაობს თუმცა დაბალი სიხშირე აქვს.
- ვცდილობ გავარკვიო რა ხდება, საქართველოში. მაგრამ ინტერნეტი არ ირთვება. - ლეპტოპს ვხურავ და ნერვებ მოშლილი ჩემს საწოლზე ვწვები
- ნუ ღელავ. ნიჰამს ძალები დიდი ხანი არ ეყოფა.
- არა. - თავს ვაქნევ - რონალდის თქმით ის იმაზე ძლიერია ვიდრე ჩვენ გვგინია, მას საკმარისი ენერგია აქვს. ამ ძალებს კი ის დიდი ხნის მანძილზე იკრებდა.
- მასზე ისე ლაპარაკობ ასე მგონია კარგად იცნობ - დაეჭვებით მიყურებს
- არა, არ ვიცნობ. მე მას სრულებით არ ვიცნოვ, არც მინდა გავიცნო.
- არ მინდა რაიმე დაგემართოს... - გული საგრძნობლად მიჩქარდება და ამჩნევს, ბაგეები ეპობა და მიღიმის.
- ნუ მიღიმი... - მეც მეცინება.
- გინდა ღამით გარეთ გავიდეთ? - სიცილი ხმამაღალ კისკისში გადამდის
- როცა დაბნელდება?
- ხო აი ზუსტად მაშინ - პირველ ვიცინი ესე გულიანად, პირველად ვხედავდი ადრიანს ესეთ მხიარულს. ყველაფერი თითქოსდა დამავიწყდა, ისიც რომ დედამიწის ბედი ჩემს ხელშია.
- ერთ საათში მზად იყავი გავდივართ - მეუბნება და გადის. მიკვირს ადრიანთან ერთად სად უნდა წავიდე მაგრამ ახალ თეთრეულს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ. შავ შორტს და თეთრ ბრეტელებიან მაისურს ვიცმევ და მისაღებში გავდივარ, ლოლა ნიკს ელაპარაკება.სოფია, სფიქსი და რონალდი არსად ჩანს.
- ნიკ როგორ ხარ? - ვეკითხები და თმაზე ხელს ვუსმევ
- კარგად, ჭრილობები თითქმის შეხორცდა
- დანარჩენები სად არიან?
- რინალდი ლაბორატორიაშია, ტყვია წაიყო რათა გაარკვიოს რა იყო მის შემადგენლობაში, სოფია და სფიქსი სისხლისთვის და შენთვის საკვებისთვის წავიდნენ. გარეთ საშინელება ხდება...
ტელევიზოს ხმა ავუწია, ჟურნალისტი ამბობდა რომ მაღაზიები, ბანკები და ძვირადღურებული ნივთები მოიპარეს, ხალხი ერთმანეთს დაერია და საბოლოოდ მიაღწია მისას ნოჰამმა გავივლე გულში.
- წავედით? - კაღებიდან მეკითხება ადრიანი
- სად მიდიხართ? - ლოლა გვიყურებს
- ალისას ახალი ტანსაცმელი უნდა, ნუ ღელავ ნოჰამი მაქსიმუმ ოცდახუთი დღე მოძებნას არ დაუწყებს.
- კარგი, არ დააგვიანოთ ალისა - თვალს მიკრავს ნიკი და მეც ღიმილით მივყვები უკან ადრიანს მანქანამდე.
- და სად მივდივართ? - ვეკითხები როდესაც ჩვენს ქუჩას გაცდა.
- ჯერ ტანსაცმელი ვიყიდოთ და შემდეგ არ გეტყვი სად.
ქალაქში მართლაც საშინელება ხდებოდა, სურსათის მაღაზიები რომელიც რკინის კლეტკებით, არ იყო დაცული ყველა მინა ჩამოტეხილიყო. ხალხი გიჟივით დარბოდა და შეშინებული აცეცებდა თვალებს.
ერთ საათში უკვე როდესაც ჩანთები ტანსაცმლით გავავსე და ადრიანმა საცოდავი გამომეტყველებით გადაუხადა გამყიდველს გული გზას დავადექით.
იქ სადაც ვიყავით ხალხი არ იყო, მხოლოდ ფანჯრებიდან მოჩანდა განათებული ოთახები. ბოლოს მანქანა თეთრ დიდ სახლთან გააჩერა
- სად ვართ? არ მეტყვი? - ვუთხარი გადმოსვლის შემდეგ
- ერთ დროს ამ სახლში მე ვცხოვრობდი, უფრო სწორედ ჩემი დიდი დიდი ბაბუის აშენებულია. ვამპირი გავხდი თუ არა რონალდთან ერთად გადმოვედი, თუმცა მანამდე ბევრი დაბრკოლება გადამხდა თავს. შევიდეთ? - თავს ვუქნევ და უკან მივყვები.

***
- დავიღალე - ამბობ სოფია და სფიქსის ხელს ეყრდნობა
- ცოტაც მოიცადე, მესმის შენი... - ბნელ პარკში სხდებიან სადაც აღარც ჟრიამულია და არც ბავშვების დამაყრუებრლი ხმა.
- შენი აზრით როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- არ ვიცი სოფია, ის მის მოკვლას ვერ შეძლებს. მის ორივე გადაწყვეტილებაში ჩვენ ვიქნებით წაგებულნი ასე რომ აზრი არ აქვს.
- მეშინია.
- მესმის...
- არა არ გესმის!
- სოფია...
- გთხოვ ეხლა არ გინდა.
- მიყვარხარ, ხომ იცი არა?
- ვიცი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი ორივე დავიხოცებით.
- რონალდის დატოვება არ შეგვიძლია და ეს შენც კარგად იცი.
- მე მისი დატოვება არც მინდა სფიქს, უბრალოდ მინდა რომ რაიმეში ჩვენს აზრს ითვალისწინებდეს. ის ადგილი სადაც ეხლა ცხოვრობთ არანაირად არარის კარგი, სუფთა და დაცული, მილიონჯერ ვუთხარი მაგრამ აზრი?
- დამიჯერე მას მეტი საფიქრალი აქვს ვიდრე ჩვენ ყველას ერთად აღებულს. თვითონაც იცის, მაგრამ ის...
- ის გაღიზიანდა რადგან ალისა უკვე ერთხელ წაართვა ნიჰამმა და რომ მონდომებიდა მოკლავდა.
- იცი მგონია ალისამ ნიჰამი რომ აირჩიოს, რონალდი არ გაატანს. ასე მგონია, ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებააა ამ საკითხზე.
- მესმის ძვირფასო - სოფოამ მზრუნველად მოკიდა ხელი - არც უნდა გაუშვას. ესეიგი რა გამოვა? რომ ალისა წავა დ ნიჰამთან ისე იცხოვრებს როგორც მისი მეორე ცოლი? ეს ხომ საშინელება იქნება... ნოჰამი ალისათი უფრო ძლიერი გახდება და შემდეგ...
- შემდეგ ყველაფერს გაანადგურებს. ვამპირებს გაამეფებს, მაგრამ საბჭოს ყველა საძმოს ვამპირს ამოხოცავს.
- სფიქს რა გგონია მას ცუდად ვექცვი? - სოფიას ეს კითხვა დიდი ხანი აწუხებდა, ხედავდა როგორ არიდებდა ალისა თვალს და თუ მისაღებში თვითონ იყო ცდილობდა მაშინ არ მისულიყო.
- იცი ის არ გიცნობს, არ იცის რომ ახლად გაცნობილ ადამიანებს თავიდან ვერ უგებ. მეც ხომ ეგეთი ვარ არა? დამშშვიდდი, ოდესღაც გაიგებს, თუ ვერ გაიგო ამაზეც არ ინერვიულო, კარგი?
- ოჰ ძვირფასო - უხვევა
- გრძნობ სურნელს? - ეკითხება ქალს
- ოჰ ტკბილი სისხლი - ორივეს თვალები სიბნელეში წითლად გაირლვებს და სწრაფად წყდებიან ადგილას.

***
სახლს სიძველე ემჩნეოდა თუმცა ისიც შესამჩნევი იყო რომ თავის დროზე სახლი ძალიან მდიდრული და ლამაზი იყო. მტვრის ფენას ყველგან, შემაჩნევდით.
ადრიანი ფანარით დადიოდა და ყველაფრს ათვალიერებდა.
- ეს სახლი რატომ დატოვე?
- ამხელა სახლში მარტო ცხოვრება საშინელება, იქნებოდა. - ხელებს შლის
- ხო მაგრამ ამხელა სახლის მარტო დატოვებაც, ცოდოა არაა?
- ხო მაგრამ, მეც ცოდო ვიყავი.
მეორე სართულზე მივყვები, სადაც დიდ ვერანდაზე გავდივართ.
- ძალიან ცხელა - ვამბობ, მართლაც საშინლად ცხელა ამას ემატება მე და ადრიანის მარტო ყოფნა, მისი გარეგნობა და ღმერთო როგორი სექსუალურია
- მე არასდროს მცივა. - მიცინის და ვერანდის დივანზე ჩემს გვერდით ჯდება
- ყოველთვის მომწონდა ვამპირები, ფილმებში. მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ რეალურები იყავით - მეცინება
- აი მე რომ ვამპირი გავხდი და გავიგე, მაშინ ეგეთი პოპულარული არ იყო როგორც ეხლაა. ვამპირები, მაქციები, ნეფილიმები...
- დაცემული ანგელოზები? - მახსენდება წიგნი " არ ილაპარაკო" სადაც ნეფილი, დაცემული ანგელოზია მთავარი გმირი.
- დიახ, შენ მხოლოდ მცირედი იცი ამ ყველაფერზე. არსებობენ მაქციების ხროვა, ვამპირების საძმოები და არა მხოლოდ საძმოები, ჯადოქრები როგორიც იყო შელია - მის ხსენებაზე შიში მიყრობს თუმცა არ ვიმჩნევ - დაცემული ანგელოზები რომელიც ასე თუ ისე გამოჩნდებიან ხოლმე საბჭოზე.
- მეგონა საბჭოში მხოლოდ ვამპირები იყვნენ? - მართლაც ესე მეგონა რადგან საბჭოს კრებაზე ვამპირები შევამჩნიე მხოლოდ
- ესეც არის. თუმცა როგორც ადამიანებს გჭირდებათ ყველა ქვეყანასთან თუ გავლენიან პირებთან ურთიერთობები და წდომები ასე ვართ ჩვენც.
- ესეიგი მარადიული თანაცხოვრება? - მეცინება ადრიანის სახეზე
- მარადიული? - იცინის - მარადიული არაფერია.
- არაფერი?
- არაფერი.
- ალისა, მინდა იმ დღეზე დაგელაპარაკო.
- როდესაც მაკოცე?
- თუ შენ მაკოცე?
- რა მნიშნელობა აქვს?
- არანაირი.
- მე ადამიანთან, შენთან ერთად ყოფნას მივეჩნია. ხომ ხვდები?
- აქ ამის სათმელად მიმიყვანე?
- არა მე...
- ადრიან, მოდი არ გვინდა სიცურუე.
ალბათ არ ელოდა კოცნას, რადგან ჩემმა ჰორმონებმა ვეღარ მოითბინეს და მისი ტუჩების ვკლავ დაგემოვნება მოვინდომე. მის ცივ და ამავდროულად ცხელი ხელებიი ჩემი მაისურის ქვეშ შესრიალა. სწრაფად მოვიშორე შორტი და მაისური და თვითონაც მომბაძა.
- ადრიან - ჩავჩურჩულე - დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?
- სრულებით - მეუბნება და წევიდან მიქცევს. არასდროს წარმიმედგინა რომ ესპანეთში, სადღაც ვილაზე და მითუმეტეს ვერანდაზე, დივანზე გავაკეთებდი ამას.
მისი ძლიერი ხელები, ყველგან მეხებოდა და ჩემს ხმას უფრო და უფრო ვუმატებდი, როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩვენი სხეულები გაერთიანდა, ვნებისგან ცრემლებ მირეულმა სამი რაუნდის შემდეგ თავი ადრიანს დავადე.
- გითხარი რომ საოცრება ხარ? - მეკითხება
- არა. შეგიძლია ეხლა მითხრა - ვუცინი და ქვედა ტუჩზე ვკოცნი
- შენ საოცრება ხარ ალისა! - ხმამაღლა ამბობს რაზეც ვკისკისებ და მის ბაგეებს ვნებიანად ვიპყრობ.

***
ლაბორატორიიდან ახალ დაბრუნებული რონალდი, სისხლის დიდ პაკეტს ცლის და მისაღებში ჯდება. რამოდენიმე წუთში სოფია და სფიქსი მოდიან შემდეგ კი კისკისის შედიან სახლში ალისა და ადრიანი.
- ალისა - ეძახის რონალდი და მისი კაბინეტისკენ მიუთითებს შესვლას.
- რაიმე მოხდა? - ეკითხება კაბინეტში ალისა რონალდის სახის დანახვისას
- ალბათ გაიგე რომ ლაბორატორიაში ვიყავი, ტყვია შევისწავლე.
- და რა გაარკვიეთ?
- მასში შენი სისხლია, შენი დეენემი.
- ეს როგორ?
- ვიღაცამ სისხლი აგიღო, შემდეგ კი ტყვიის გაკეთებისას ძალიან ცოტა შეურია.
- ეს ვის უნდა გაეკეთებინა? ჩემი სისხლი საიდან ექნებოდა?
- ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ გაქტი სახეზეა, ნიკი მალე ვიპოვეთ და ტყვია ამოვუღეთ ესე რომ არ ყოფილიყო მოკვდებიდა, ტყვია ორგანიზნს მოუწამლავდა.
- მამაჩემი. - ამბობს ალისა
- რა?
- ეს მამაჩემმა გააკეთა, სისხლი მან ამიღო წლების წინ.
- რას ამბობ? - გაკვირვებული უყურებს რონალდი
- მამაჩემი უნდა ვნახო, დღესვე.

ვთხოვე არავინ გამომყოლოდა, იმ ადგილას მივედი სადაც ორი დღე გავატარე, ადრიანი მანქანაში მელოდებოდა ქუჩის კუთხეში. ორი ვამპირი ისევ გარეთ იდგნენ, ჩემი დანახვისას ერთამენთს გაკვირვებული სახეებით გადახედეს.
- მამაჩემის ნახვა მინდა - ვუთხარი ერთ-ერთს.
- მამაშენი? - მითხრა გაკვირვებულმა
- მიხერილის, იმედია იცით ვისაც ვგულისხმობ. - თავი დამიქნია - აქ არის?
- არა, ის აქ იშვიათად მოდის - კიპასუხა მეორემ
- ნიჰამის ნახვა არ გსურს? - ირონიულად შემხედა მეორემ
- მე უკვე გითხარი რომ...
- ალისა აქ ვარ. - ზურგს უკან ხმა მომესმა და შევტრიალდი, აი ისიც, მამაჩემი.
ქუჩის მეორე მხარეს პატარა სკვერში მოპირდაპირე მხარეს მასთან დავჯექი. ხმას არ ვიღებდი, მაინტერესებდა იტყოდა ეს უკანასკენლი რამეს თუ არა. ბოლოს მოთბინება დაკარგულმა ვკითხე
- ეს რატომ გააკეთე? - აქ მის სანახავად, მხოლოდ ერთი კითხვისთვის მოვედი. მაგრამ ეხლა მივხვი რომ ბევრი შეკითხვა მქონდა პასუხ გაუცემელი
- ვერ აგიხსნი, არ შემიძლია. მაპატიე - მაპატიემ უფრო გამაღიზიანა ვიდრე იმან რომ ვერ მეტყოდა. რატომ არიან ესეთები ადამიანები? მაპატიე? გონიათ ამ სიტყვით ყველაფერს გამოასწორებენ და უბრალოდ ვამაპიებთ? არადა როგორ ცდებიან.
- ვერ ამოხსნი? მე შენი პატიება სიცოცხლის ბოლო წამამდე არ შემიძლია და არც მინდა!
- ალისა მე...
- გაჩუმდი! - ვუყვირე - სად იყავი როდესაც დედამ ჩემს ხელებში განისვენა? სად იყავი როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი?!
- ალისა ძალიან ვწუხვარ. - მისი დანახვა,ხმის გაგონებაც კი მაღიზიანებდა.
- წუხარ? ნუთუ?! რატომ მოიყვანე ცოლად დედაჩემი და რატომ გეყოლა შვილი თუ მისთვის არ უნდა მიგეხედა?! - ვუყვირე სიმწრისგან, თვალზე მომდგარ ცრემლს უკან დაბრუნება ვუბრძანე, არ მინდოდა სუსტად ჩავეთვალე.
- ნოჰამს მე ვჭირდებოდი, უნდა წამოვსულიყავი, ეს ჩემი მოვალეობა იყო...
- ნოჰამს? არსებას რომელსაც ჩემი მოკვლა ან მისაკუთრება უნდა? შენ როგორი მამა ხარ...
- მას უნდა დათანხმდე, მასთან უნდა იყო. ყველას მოკლავ, მეც შვილო
- შვილს ნუ მეძახი, შენ შვილი სამი წლის წინ დაკარგე! ისევ შენს თავზე ფიქრობ არა? მხოლოდ შენი სიკვდილის გეშინია.
- ალისა ამიტომ გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?
- არა. მახსოვს შენს წასვლამდე რამოდენიმე თვით ადრე სამჯერ წაიყვანეს სისხლის ასაღებად, მარწმუნებდი რომ ამას იმ ადამიანებისთვის ვაკეთებდით ვინც ცუდად იყო და სჭირდებოდა. დედაც ბედნიერი იყო რომ ვინმეს დახმარება შეგვეძლო. როცა გთხოვა მეც წამოვალო უარი უთხარი, მაშინ გამიკვირდა თუმცა ეხლა მივხვდი რატომაც... ჩემი სისხლი ნოჰამს რატომ მოუტანე? და მაქციებს რატომ ჰქონდათ ის?!
- შენი აზრით უფრო ადრე რატომ არ წამოგიყვანეს? შენი სისხლი რომ მივეცი დრო კიდევ გადავაწევინე, ასე შენი გულისთვის მოვიქეცი...
- თავს ნუ იმართლებ. ეხლა კი მითხარი, რაში ჭირდებოდათ სისხლი? მათ ისედაც ხომ ყველაფერი უცოდენენ ჩემზე.
- მაქციებისთვის, ცდები ჩაატარეს.
- ცდები? - გაკვირვებულმა ვკითხე
- ერთ-ერთ შენის სისხლი ორგანიზმში შეუყვანეს, ის ჯერ მგლად გადაიქცა შემდეგ კი დაიწვა და ფერფლად იქცა.
- რაა? - წამოვიყვირე
- ხო. რადგან გაირკვა რომ ვამპირებიც და მაქციებიც შენი სისხლით კვდებოდნენ, იწვოდნენ და ასე შემდეგ, სისხლი ტყვიებისთვის გამოიყენეს. ჩვეულებრივი ტყვია ვამპირს დიდი ხნით არ აჩერებს და ეს ტყვიები...
- გაჩუმდი. უნდა წავიდე - გულის რევის შეგრძნება მქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი ტრიალებდა და თავს საშინლად ვგრძნობდი.
- ალისა, ნოჰამს უნდა დაუჯერო შენ მას...
- მოკეტე!!! - ვუღრიალე - შენ აღარ გაქვს უფლება, რაიმე მიკარნახო. მე შენნაირი მხდალი არ ვარ...
და გავეცალე, ცრემელბმა მძლია და ატირებული ჩავჯექი მანქანაში. ადრიანი ვგრძნობდი მიყურებდა თუმცა არაფერი უკითხავს, ამისთვის მადლიერი ვიყავი მისი.


- ესეიგი მაქციებს ჯერ გარდაქმნის და შემდეგ წვავს? - ყველაფრის მოყოლის რა თქნა უნდა პირადულის გარდა, რინალდი კითხვების კორიანტელს მაყრის.
- ჰო, ესე მითხრა. მეტი არაფერი უთქვამს...
- და ვამპირებზე ეგრე რატომ არ მოქმედებს? - იკითხა ლოლამ
- ვამპირი რად უნდა გარაიქმნას? ადამიანად? - დაცინის ნიკი
- აი მერე აღარ გაგეცინება ადამიანი თუ გახდი - თავზე ურტყამს სფიქსი
- თქვენ გეცინებათ მაგრამ უნდა გავარკვიოთ რა ხდება.
ერთ საათში სადილობის შემდეგ ითახში შევედი, ადრიანი უკვე იქ დამხვდა.
- როგორ ხარ? - მეკითხება
- არ ვიცი, ეხლა უკეთ. უბრალოდ, მეგონა მამაჩემი ცოტათი კეთილი მაინც იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა.
- მოდი ჩემთან - გულზე მიხუტებს - ის შენი ნერვიულობის ღირსი არ არის. წავალ დაისვენე კარგი?
- ადრიან, დარჩი. მარტო დარჩენა არ მინდა...
პიჟამა ჩავიცვი და გვერდით მივუწექი, თავი გულზე დავადე და ჩამეძინა. რამოდენიმე საათში გავიღვიძე, დღის და ღამის გარკვევა შეუძლებელი იყო. საათს დავხედე ღამის ოთხი საათი იყო, ყველას ეძინა. შემდეგ ისევ ადრიანს მივუწექი და ტუჩზე ნელა ვაკოცე, მეგინა ეძინა.
- მაგას კოცნას ეძახი? - ქვევით მომიქცია და ბაგეებზე დამეწაფა. ესე ჯერ არ უკოცნია, ვნებით, მთელი არსებით.
ორივე დედიშობილა ვიყავით, ძალა გამოცლილი ფინიშისთვის მზად როდესაც ანდრიანმა ვნებით ჩანჩურჩულა ყურში
- მაგიჟებ, ჭკუიდან გადაგყავარ - სიცილი ამიტდა და ყელში ხანგრძლივად ვაკოცე
- მეტი არ შეგიძლია? - ვუთხარი როდესაც მკერდს გასცდა
- გინდა შენი ხმა ყველამ გაიგოს? - პირზე ხელს ვიფარებ და ვკისკისებ.
ადრიანი, ის სულ სხვანაირია აქ მყოფებისგან, განსხვავებული. იმდენად მომწონს რომ მგონია ეს მოწონება საზღვრებს ნელ-ნელა ცდება, პირველ როდესაც კლუბში დავეჯახე იმ წამიდან... მხოლოდ მას შეუძლია გამაცინოს, ოღონდ ნამდვილ სიცილს ვგულიხმობ.
მაგრამ ამავდოულად რაღაც შავ კედელს ვასკდები, თვალ წინ ნოჰამის სახე მიდგას. რომელიც მიზიდავს და მაშინებს. მინდა შევეხო,თუმცა შიში უფრო დიდია ვიდრე ლტოლვა მის მიმართ...
მგონია რომ მხოლოდ მისთვის ვარ შექმნილი, ბევრი მიზეზი მაქვს ამის საფიქრელად რა თქმა უნდა. მაგრამ... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნები, ის ბოროტი არსება შენში სულ სხვას დევას და არა სხვას თქო. ადრიანის ბოლოს და ბოლოს დაძინების შემდეგ, გადავწყვიტე გარეთ გავიდე,სული აფორიაქებული მაქვს. სწრაფად გადავიცვი ტანსაცმელი და გარეთ გავედი, ქუჩაში დამაყრუებელი სიჩუმე სუფევდა. ხალხი ალაგ-ალაგ დადიოდა სწრაფი ნაბიჯებით და უკან ყოველ წამს იყურებოდნენ. ნელი ნაბიჯებით დავდიოდი და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნქავდი. ჩარკვიანის სიმღერებს ვღიღინებდი თან. უკანიდან ნაბიჯების ხმა მომესმა, შევიხედე და არავინ დამხვდა, გზა განვაგრძე მაგრამ ჩემს წინ ის დავინახე, შავი თმით. ნაწრის შავი შარვალი აცვია კოჭებამდე, თეთრი უმკალაო მაისური რომელიც მის ნავარჯიშებ სხეულს გამოკეთს. თვალებში მიყურებს, გულის საშინლად სწრაფად მიცემს, მგონია ამომივარდება და მოვკვდები.
დიახ მოვკვდები, მსგავსი გრძნობა არასდროს მქონია. ნეტავ ესე იყო ალისა? ის ალისა რომლის გამოც მოვევლინე ქვეყანას, ის ალისა რომელმაც ან კაცისთვის კაწირა თავი...
თვალს არ მაშორებს, არ ვიცი რატომ მაგრამ თვალიდან ცრემლი მივარდება. საკუთარ თავს ვეკითხები, რა მჭირს? რატომ ვტირი? არადა არ მინდა... ტირილი არ მინდა! ნუთუ ის ალისა ჩემს სხეულს მისი დანახვისას იპატრონებს და ჩემს თავს ვკარგავ...
არა მე ეს ვარ, მე ალისა ვარ.
- ალისა... - მეუბნება და ადგილიდან არ იძვრის.
- აქ რას აკეთებ? - ვეკითხები
- შენს სანახავად მოვედი.
- რატომ?
- არ ვიცი...
- იცი.
- ამას არანაირი აზრი არ აქვს.
- შენი მეორე ცოლი მოგენატრა არა?
- ხომ ამბობ რომ ის არ ხარ?
- ის მოკვდა.
- მოკლეს.
- მოკვდა, მოკლეს. ამას არანაირი აზრი არ აქვს. - ვიმეორებ მის სიტყვებს.
- რატომ ტირი? - არ ვიცი როგორ ამჩნევს - რატომ ხარ აფორიაქებული?
- არ ვარ. - ვცრუობ, მიახლოვდება. ძალიან ახლოს მოდის და ჰაერს ღრმად ისუნთქავს.
- შენი სურნელი. ჭკუიდან გადავყავარ.
- გაჩუმდი... გთხოვ. - მინდა რომ შემეხოს, მინდა რომ ყველაფერი გაქრეს მის გარდა, რა მჭირს? ღმერთო დამეხმარე. დამეხმარე ჩემს თავს გავუმკლავდე, ის საშიშია.
- დრო, ის ძალიან იწელება... შენ კიდევ არ ხარ, ჩემთან უნდა იყო. შენ ჩემთვის ხარ შექმნილი.
- არა, გეშლები. - ძლივს ვახერხებ ლაპარაკს - შენ ცივსისხლიანი, ბოროტი არსება ხარ...
- ილაპარაკე, ილაპარაკე ალისა... - თმაზე ხელს მისმევს, თვალებ დახუჭული ლაპარაკს განვაგრძობ
- შენ მე იმისთვის გჭირდები მხოლოდ რომ შენი ცოლის არყოფნა შეივსო, მხოლოდ ამისთვის! მომკლავ, შემდეგ კი ორივე დავისვენებთ.
- შენ მას არ გავხარ. - მეუბნება რაზეც თვალებს ფართოდ ვახელ გაოცებული, ის უფრო ახლოს მოდის ჩემთან, მისი ცხვირი ჩემსას თითქმის ეხება.
- კი მაგრამ... - კვლავ ვერ ვლაპარაკობ.
- შენ და ის მხოლოდ ჰგავხართ ერთმანეთს, შეხედულებით და არა ხასიათით. შენ არავის გავხარ...
და მკოცნის, პირველად ვტირი კოცნის დროს. მისი რბილი ბაგეები ჩემსას მთელი არსებით იპყრობს, ხელს სახეზე ვადებ. ვგიჟდები, მგონი ვგიჟდები. ადრენალინი სწრაფად იმატებს ჩემს ორგანიზმში და სისხლი მიდუღს, მინდა ის კვლავ მინდა. მაგრამ მალევე მშორდება.
- ისევ ტკბილი ხარ ან უფრო ვიდრე ადრე იყავი.
თვალებს ვახელ, არსად აღარ ჩანს. წავიდა... მე კი დამტოვა აფირიაქებული, დაბნეული და ატირებული ცარიელ ქუჩაზე.

თავი სიზმარში მეგონა, ისე სწრაფად მოვიდა და გაქრა რომ ნორმალური ადამიანი ვერც კი დაიჯერებდა...
თუმცა დამიტოვა ერთადერთი ფაქტი იმისა რომ აქ იყო, მისი სურნელი... რომელნაც მთლიანად მშთანთა.
დღეები-დღეებს მისდევდა, მე კი გადაწყვეტილება მიღებული ამ მქონდა. განა შეიძლება ადამინი ამხელა დილემის წინაშე დააყენო? როგორმე მომეკლა ნოჰამი და გადამერჩინა პლანეტა, რომელიც წყვდიადმა მოიცვა თუ ვყოფილიყავი მასთან, უსასრულოდ. ჯერ ჩემს გრძნობებში უნდა გავრკვეულიყავი, ეს ყველაფერი ლოგიკურად მიმაჩნდა. მე ხომ მას არც კი ვიცნობდი, ზოგადად ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს არ ვიცნობდი. ხოდა გადავწყვიტე თითვეული მათგანი გამეცნო მაგრამ, არ მინდოდა შევჩვეოდი მათ. მათი დაკარგვა შემდეგ უფრო გამიჭირდებოდა...
ოთახში ვიჯექი როდესაც ლოლა შემოვიდა, ტოსტებით და ფორთოხლის წვენით.
- ვიცი გიყვარს, ფორთოხლის წვენი - მიღიმის და გვერდით მიჯდება
- მადლობა - ვართმევ - ლოლა, შეიძლება რაღაც გკითხო?
- რაც გინდა.
- როგორ გახდი ვამპირი? - შეშმუშნა, უხერხულ მდგომარებაში ჩავარდი - თუ გინდა არ მითხრა, არ მეწყინა მართლა.
- არა, გეტყვი. ოცდაორი წლის ვიყავი, სიცოცხლით სავსე. მინდოდა ყველა ქვეყანა შემომევლო და მათ ტრადიციებს გავცნობოდი. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა, ასე რომ მხოლოდ მე, მამა და ორი ძმა ვიყავით სახლში, მამა მხიარული იყო. ყოველთვის ახერხებდა სახლში, მხიარული გარემო ყოფილიყო. წვიმიანი დღე იყო, ჩემი დაბადების დღე როდესაც მე გავჩნდი და დედაჩემი დაიღუპა. სასაფლაოდან ნამტირალები მოვდიოდი როდესაც ავარიაში მოვყევი, მოვკდი. თითქმის, მძღოლი რომელიც დამეჯახა, გაიქცა. ტკივილისგან გათიშული გული ფეთქვას ვეღარ აგრძელებდა, ბევრი ტრავმა მივიღე. მაშინ კი რონალდმა მიპოვა... ვკვდებოდი და მანაც გადაწყვიტა მოვექციე.
- როგორ? - გამიკვირდა.
- მე არაფერი მახსოვს, რამოდენიმე წამი გული გამიჩერდა, რინალდმა კი უბრალოდ ცადა და გამუვიდა კიდეც.
- შენი ოჯახი? - დავინტერესდი
- დაკარგულად გამომაცხადეს. მამაჩემს ახალ გარდაქმნილი ვერ ვნახავდი, მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი, ყოველ წამს სისხლი მინდოდა თან ვერ ვაანალიზებდი რა არსება ვიყავი. რონალდს არ ველაპარაკებოდი და გიჟივით დავდიოდი ოთახში. ესეთ მდგომარეობაში სამმა თვემ განვლო, მამაჩემს და ჩემს ძმებს ესეთი თეთრი სახით თან სამი თვის შემდეგ ვერ დავუბრუნდებოდი, თან მე ხომ არ ვბერდები... ერთი სიტყვით ჩემი ოჯახი მე მგლოვობდა, დიდი ხანი... ეხლა ასსამოცი წლის ვარ.
- ნანაობ? ნანობ რომ რონალდმა გადაგარჩინა?
- არა, არ ვნანობ. თავიდან კი როდესაც ჩემი ძვირფასი ადამინების სიკვდილს შორიდან ვიყურებდი... მაგრამ მივხვდი რომ მარადიული სიცოცხლე ეს სასწაულია... ამას ყველა თუ არა ადამინების სამოცი პროცენტი ოცნებობს.
- და ამდენი ხანი რონალდის საძმოში ხარ?
- კი, არც მინდა წასვლა და არც არასდროს მდომებია. თავიდან მე სოფია სფიქსი და რონალდი ვიყავით. შემდეგ ადრიანი და ნიკი.
- ნიკს რა მოუვიდა?
- ნიკის მამა ვამპირი იყო, რონალდის ახლო მეგობარი. ნოჰამმა მამაც მოუკლა და დედაც რადგან მამამისი საბჭოში დიდი პრიორიტეტით სარგებლობდა. ნიკი რონალდმა შეიფარა და ზდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ გადააქცია.
- ნოჰამმა? მან მოუკლა მშობლები? - ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე
- ჰო ალისა, ის თუ ჩვენამდე მოვა,ჩვენც მოგვკლავს.
- სოფია და სფიქრსი? - ამ წყვილის ამბავი ყოველთვის, ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
- ეს მათი სურვილით მოხდა, მათ ვამპირობა უნდოდათ...
- ეგ როგორ? - გაკვირვებულმა ვკითხე
- საბჭოს ყავს ადამიანები რომლებმაც იციან ჩვენს შესახებ. უბრალოდ სისხლს აწვდიან, სოფია და სფიქსიც ამ სიაში შედიოდნენ. ბოლოს კი რამოდენიმე ხნიანი თანამშრომლობის შემდეგ, საბჭომ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
- ასეთი შემთხვევა ბევრია?
- გააჩნია ადამიანს, საბჭო გულდასმით შეისწავლის თითვეულ მათგანს.
- ესეიგი ადამიანობაშიც ერთად იყვნენ?
- ასეა. რონალდზე თუ გაინტერესებს,არვიცი. ამაზე არასდროს უსაუბრია და ჩვენც არასდროს ვეკითხებით
- რატომ?
- ის ხუთასი წლის ვამპირია ან მეტი თუმცა არ აქვს ძალა მის დაბერებას როგორც ნიჰამი აკეთებს ისე შეუშალოს ხელი... როგორ ხედავ ჩველებრივი ადამიანის ორმოცდაათი წლის შეხედულება აქვს.
- და ნოჰამი რას აკეთებს იმისთვის რომ არ დაბერდეს?
- მას უდიდესი ძალა აქვს ამისთვის.
მე და ლოლა კიდევ დიდ ხანს ვსაუბრობდით, ბოლოს დაღლილობა მომერია და ჩამთვლიმა, ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ მიმიწვა გვერდით ადრიანი, თუმცა არანაირი შეგრძნება არ მქონია, უბრალოდ ძილი განვაგრძე.

მხოლოდ ცხრა დღე დამრჩა.
ცხრა დღე რათა გადამეწყვიტაა ისეთი რამ რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ ადამიანების სიცოცხლე ჩემს თავზე უნდა ამეღო. ჩემზე არავინ ფიქრობდა, სრულებით არავინ. გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა სოფია, რინალდს. ის უმტკიცებდა რომ მე არ შემეძლო გონივრული გადაწვეტულების მიღება, მე ნოჰამი უნდა მომეკლა და ეს ყველაზე გონივრული საქციები იქნებოდა.
ამ დროს კი, დედამიწა იცვლებოდა. დაბნელების გამო საგიჟე გახდა ყველაფერი, ქვეყნების პირველი პირები კი ვერაფერს აკეთებდნენ ხალხის დასამშივდებლად.
ადრიანი გამუდმებით ცდილობდა ჩემს გამხიარულებას.
- ღამითაც ლამაზია არა? - მეუბნება როდესაც გვირიელბიან მინდორს მივუყვებით
- ძალიან, ის ერთადერთი ყვავილია რომელიც მიყვარს.
- მოიცა სხვა ყვავილები? - ეცინება
- არა, არ მიყვარს ყვავილები.
- და მე? - მაჩერებს და ჩემს წინ დგება.
- რა შენ?
- მე გიყვარვარ? - მისგან ჯერ ამ შეკითხვას არ მოველოდი, დავიბენი
- ადრიან... - მიყურებდა არც იღებდა ხმას.
- მეტყვი რა ხდება? - აღელვებული ხმით მეკითხება, ვიძაბები.
- რა ხდება? რა არ ხდება?! ნუთუ ვერ ხვდები რამოდენა ტვირთს ვატარებ?
- ვიცი მესმის ალისა მაგრამ მე ჩვენზე ვლაპარაკობ.
- ჩვენზე? - ოხეშად მომხვდა ყურში სიტყვა
- ალისა შენ შეიცვალე, რა მოხდა?
- მე, მე - დანაშაულის შეგრძნება მახრჩობდა ყველაფრის გახსენებისას
- რა შენ ალისა?
- მე არ მიყვარხარ. - თვალებ მოჭუტული მიყურებს, შემდეგ რამიდენიმე ნაბიჯს უკან დგამს
- არ გიყვარვარ? - მიმეირებს.
- არა, ადრიან არ შემიძლია. გულს ვერ ვუბრძანებ! - მანქნის გასაღებს შარვლის ჯიბიდან იღებს და მაწვდის
- აიღე, მე ჩემით მოვალ.
- ადრიაან! - მაგრამ უკვე შორსაა, ვერ გამიგო, მანაც ვერ გამიგო.
სახლში მისულს არავინ დამხვდა, გამიკვირდა მაგრამ პატარა ფურცელზე დაწერილი წერილი დამხვდა, საბჭოს კრება დაუნიშნია და იქ ყოფილნან.
ბოლთას ვცემდი, ადრიანზე ვღელავდი თუმცა აზრი არ ჰქონდა ეხლა მასთან ლაპარაკს.
ქუჩაში გავედი, არ ვიცი რატომ მაგრამ მისი ნახვა მინდოდა. ბევრი გაუცემელი კითხვის გამო ალბათ... რა დაემრთა შელიას, ალისას მოკვლის შემდეგ?
ორი საათი დავდიოდი თუმცა ის არსად ჩანდა...
ბოლოს სახლში წასვლა გადავწყვიტე, შუქები აენთოთ ესეიგი მოვიდნენ. ნაბიჯს მოვუმატე, კარებთან მისულს კი მათი ლაპარაკი მომესმა, ადგილზე გავიყინე.
- მისი მოკვლა? ამდენი წლის შემდეგ? - ამბობს სფიქსი
- ისინი ამბობენ რომ თუ ალისას მოვკლავთ, ნოჰამი ცოტა ხნით გადაიტანს ყურადღებას ამაზე. ამ დროს კი ჩვენ შევუტევთო. - პასუხობს რონალდი და ვგრძნობ როგორ უთრთის ხმა.
- მას ასე ვერ გავიმეტებთ - ლოლა ხმამაღლა პასუხობს
- ჩვენ საბჭოს ვერ შევეწინააღმდეგებით და სხვა გზა არ გვაქვს. - სოფიას სიტყვრებზე თვალები ცრემლებით მისველდება
- სოფია მართალია, ჩვენ უძლურები ვართ.
უკან გამოვბრუნდი და მთელი ძალით გავიქეცი, მძულდა ყველა! ამ ქვეყნად არავის ვადარდებდი, არავის აინტერესებდა ვიცოცხლებდი თუ არა.
ოც წუთიანი სირბილის შემდეგ, ცვრიან მინდორზე მოვიკეცე. ჩემს წინ ვიღაც იგივე პოზაში დაჯდა და ხელი თმაზე ჩამომისვლა.
ნოჰამი.

- კარგად ხარ? - მეკითხება იმის შემდეგ რაც დავმშვიდდი
- კარგად ვარ. აქ რას აკეთებ? - ზურგით ხელს ეყრდნობა
- შენი ნახვა მინდა, დაგინახე როგორ გამოიქეცი სახლიდან. რა მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ გარეთ გასვლა მინდოდა - ვცრუობ, არ მინდა ყველაფერი გაიგოს - დიდი ხანია იცი რონალდის სამალავი?
- კი, მას ეგონა თუ ხალხმრავალ ადგილას იცხოვრებდა ვერავინ იპოვიდა თუმცა ცდება.
- რონალდი ჭკვიანია, შენნაირი ბოროტი არ არის და დედამიწის განადგურება არ უნდა. - სიცილს იწყებს რაზეც ვკრთები
- შენ იმ რონალდზე ლაპარაკობ რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მოვაქციე? - შოკირებული ვუყურებ
- რა ქენიი? - მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, ფეხზე დგება და შარვალს ისწორებს.
- მოვაქციე. მემუდარებოდა, გადამერჩინა თუმცა ეხლა როგორ მიფასებს მარადიული სიცოცხლის ჩუქებას? - თეატრალურად ლაპარაკობს რაზეც ნერვები მეშლება, მახსენდება ლოლას სიტყვები. რონალდი არასდროს ამბობს როგორ გადაიქცა ვამპირადო...
- კვდებოდა? - მისი ამბავით დავინტერესდი
- მისი დრამის მოსაყოლად არ მოვსულვარ აქ.
- აბა რისთვის მოხვედი? - მეც ვდგები
- დრო იწურება დაგავიწყდა?
- არა. ყოველთვის ისეთ დროს რატომ ჩდები როდესაც ცუდად ვარ?
- შენ თვითინ მიხმობ - გულზე ხელს მადებს - შენ თვითონ გინდა რომ მნახო როდესაც ცუდად ხარ...
- მოიცადე, არ წახვიდე.
- მაპატიე ალისა, მაგრამ უსაქმური ნამდვილად არ ვარ. - ხელს ვკიდებ და ვაიძულებ შემოტრიალდეს
- რა დაემართა შელიას? - მის სახელზე სახე ეცვლება და ჩემს ხელს იშორებს
- მისი ბედი ესე განაღვლებს?
- არა. მაინტერესებს საკადრისად დაისაჯა თუ არა! - მართლაც ესე იყო, მხოლოდ მისი ბრალი იყო რომ ალისა მოკვდა და მე ესეთი ბედი მარგუნეს.
- დამშვიდდი,ძვირფასო. - ხელს სახეზე მისმევს - ბოლოს თვითონ მთხოვდა რომ მომეკლა.
შემდეგ კი წავიდა. არ შემიჩერებია, მაგრამ მაინტერესებდა როგორ დაისაჯა შელია.
ეხლა რა გავაკეთო? საძმოს სახლში უნდა მივსულიყავი მაგრამ პირდაპირ ჩემი მოკვლა რომ გადაეწყვიტათ? საბჭოშოს წევრებთან წამიყვანდნენ?
ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტე, სახლთან რონალდი იდგა და თვალებს აცეცებდა, ჩემი დანახვისას სწრაფად მომიახლოვდა.
- სად ხარ ალისა? მანერვიულე
- მე... ვსეირნობდი. რამე მოხდა?
- უნდა ვისაუბროთ. - გული ამიჩქარდა. ის ჩემს მოტყუებას დაიწყებდა?
- კარგი. სახლში შევიდეთ შემცივდა.
სამზარეულოში შევედით, ადრიანს ჩემთვის არც კი შემოუხედავს როდესაც სავსე მისაღები გავიარე. ლოლამ გამიღიმა, მეც გავუღიმე. ამდენ ხალხში ცხოვრებას და ყოფნას ვერ ვეგუებოდი, არ იყო ჩემი სტილი ბევრ ხალხთან ცხოვრება...
- დაჯექი ალისა, გინდა ფორთოხლის წვენი? - თავი დავუქნიე, ჭიქა გამივსო და მომაწოდა
- მადლობა. - ჩემს წინ ჩამოჯდა, ემჩნეოდა სახეზე გადაღლილობა. სისხლის პაკეტი გამოვუღე და მივაწოდე
- იმდენად დავიღალე ეგეც აღარ მშველის - გამიღიმა და პაკეტი ბოლომდე ჩაცალა - აბა მომიყევი ნოჰამმა რა გითხრა? - რაო?
- რაა? - კვლავ გამიღიმა და მივხვდი ყველაფერი იცოდა - არაფერი, უბრალოდ ვსეირნობდი, შემთხვევით შემხვდა.
- ეჰ ალისა. როგორი მიამიტი ხარ... ის შენზე მანიპულირებს. როდესაც რაიმეს განიცდი და ცუდად ხარ მაშინ გამოჩნდება რადგან დაგამშივდოს, თუმცა ამით მხოლოდ შენს გულს იგებს...
- ესე არ არის. მე ჩემი გადაწყვეტილება მაქვს, ის ვერაფერდ შეცვლის.
- გადაწყვეტილენა?
- არა, იმას არ ვგულისხმობ რომ ჯერ გადავწყვიტე.
- ამ თემაზე არ დაგელაპარაკები, ჯერ მაინც. ალისა, დღეს საბჭოს გადაუდებელი კრება იყო, მათ შენი სიკვდილი გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობენ რომ ამით ნოჰამს ბოლოს მოუღებენ და ცოტა ხნით შეაფერხებენ, ამ დროს კი მათ დრო ექნებათ...
- რონალდ, მე შენი აზრი მაინტერესებს. - ცოტათი გაკვირვებული ვიყავი, არ მოველოდი რომ ესე პირდაპირ მეტყოდა ყველაფერს თუმცა კიდევ ერთხელ შევცდი.
- მე? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ალისა ეს შენ ამ ბედს არ გარგუნებდი. ვეცადე შენს გადაწყვეტილებამდე მოეცადათ და დამიჯერეს... მე არ მინდა შენ რაიმე გავნონ.
- მადლობა. გპირდები ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ შენს საძმოს არაფერი დაუშავდეს.
- არა, მომისინე, შენ მხოლოდ სხვაზე არ უნდა ფიქრობდე. შენც გაქვს უფლება იცხოვრო და ბედნიერი იყო.
- ჩემს გადაწყვეტილებაზე მილიარდობით ადამიანების ბედია დამოკიდებული, ეს მესმის და შენც იცი.
- უნდა დავისვენო კარგი? - დგება - შენც გჭირდება დასვენება, ოღონ ჯერ ჭამე.
რონალდის გასვლის შემდეგ სამზარეულოში სოფია შემოდის.
- ესეიგი ჩემი სიკვდილი გირჩევნია? - ვეუბნები მოულოდნელად, ტრიალდება და გაოცებული მიყურებს
- რას გულისხმობ? - არ მიყვარს ადამიანები რომლებიც თავს ისულელებენ ვითომ აქ არაფერიო ისე იქცევიან.
- იცი უფრო პირდაპირი ადამიანი მეგონე. რატომ გინდა ჩემი სიკვდილი სოფია? მიპასუხე.
- არ ვამპირებ შენთვის არაფრის ახსნას. - პირველად დავინახე ეს ამაყი ქალი უხერხულ მდგომარებაში, გაწითლება რომ შესძლებოდა ალბათ წითელ ვაშლს დაემსგავსებოდა.
- ხომ შეიძლება მითხრა? გპირდები აღარ გავიქცევი.
- გაინტერესებს? ეს გადაწყვეტილება ყველაზე ჭკვიანურია, ამიტომაც გადაწყვიტა საბჭომ ესე.
- და აი ესე უბრალოდ მოდი მოვკლათ ალისა გავიმეტოთ და მორჩა? - გავღიზიანდი თუმცა არ შემივჩნიე და ყურძნის ჭამა გავნაგრძე
- ერთი ადამიანის სიკვდილი ჯობია ამდენი ადამიანის გაწირვას.
- კარგი, მაგრამ მე ესე ჩვეულებრივად სიკვდილს არ ვაპირებ. შენ როგორ მოკვდი სოფია? - დავინახე როგორ დაიძაბა
- შენი საქმე არ არის. ენას კბილი დააჭირე ჯობია. - უკან გატრიელდა
- სოფია, შენი სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული ამიტომ ჯობს შენ დააჭირო ენას კბილი.
გაცეცხლებული შემომხედა და დავინახე მისი ეშვები როგორ გაეზარდა, თუმცა მიხვდა რომ ამით მის სიცოცხლეს უფრო დააჩქარებდა, ამიტომ სწაფად გამშორდა.

ძველი დრო. ნოჰამი

ალისას გარდაცვალების შემდეგ, ნოჰამი იმ კაცს აღარ ჰგავდა რომელსაც შეეძლო ყველა და ყველაფერი მიწასთან გაესწორებინა. ალისას დაკრძალვის შემდეგ მას მხოლოდ ერთი სურვილი ახრჩობდა, შელიას სიკვდილი.
ღამით როდესაც მთვარემ,მზე ჩაათაცვლა მსახური ნოჰამთან მოწიწებით, შიშით შედის.
- ბატონო.
- გაეთრიე! ხომ გიბრძანე არ შემოხვიდეთ თქო? - ცოლის პორტრეტს თვალი არ მოუშორებია ისე დაიღრიალა.
- თქვენთან არიან ბატონო, თქვენი პირველი ცოლი. - როგორც იქნა ნოჰამი ადგილს მოსწყდა და არ დალოდებია ისე გამოაღო შემოსასვლელი კარები და შელიას დანახვისას ხარხარი ატეხა. თვით შელიაც კი გაოცებული უყურებდა მის ყოფილ ქმას. შემდეგ თმაში ხელი ჩაავლო და ალისას პორტრეტთან მოწყვეტით დააგდო.
- შენივე ფეხით მოხვედი ჩემთან არაა? - სიცილი განაგრძო - შენი ადგილის დასაბრუნებლად მოხვედი?
- დიახ! - ამაყად ადგა და მოსაცმელი ხელის გაისუფთავა - მას ნუ გლოვობ! შენ არ ხარ ეგეთი!
- ხმა. ხმას ნუ იღებ, უფრო ვღიზიანდები თუ კი შესაძლებელია ეს. ალისას რას ერჩოდი?!
- რას ვერჩოდი? იმ ქალს რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია? იმ ქალს რომელმაც საკუთარი ქმარი წამართვა და შვილის გაჩენაც კი უნდოდა?! - ნოჰამი შვილის ხსენებაზე შეკრთა
- როგორ გაიგე? ამის გამო მოკალი?!
- მის მოკვლას ისედაც ვაპირებდი! თუმცა ბავშვმა მოვლენები დააჩქარა. ნუთუ არასდროს გიფიქრია ეს? რომ მე ასე ადვილად არ დაგთმობდი!
- მე შემიყვარდა პირველად ის! კარგად იცი რომ არა მამაშენი ცოლად არ მოგიყვანდი, არასდროს მყვარებიხარ და არც კი ვიცოდი რა იყო სიყვარული სანამ ალისა არ გამოჩნდა და შენ რა ქენი? ისიც წამართვი! - მოულოდნელად წვდა ყელში და ეშვები ყელში ჩაარსო, ქალის ყვირილმა მთელი ნოჰამის სასახლე აიღო, თუმცა ნოჰამს ეს არ აინტერესებდა. კბილები მოაშორა და სისხლი გადმოაფურთხა.
- გთხოვ! - ევედრებოდა ქალი რომელიც სისხლში მოსვრილიყო
- შენს სისხლსაც კი არ დავლევ! - სახე ნაჭრით მოიწმინდა და ქალს დააკვირდა - მუცელში ამიტომ გაუყარე არა დანა? პირველი ჩემი შვილი მოკალი.
- დაივიწყე ის, ჩვენ - გაჭირვებით ლაპარაკობდა - ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ორი ძლიერი ადამიანი. ის კი ერთი მიამიტი ქალი იყო, ეს შენც კარგად იცი!
- მასზე კიდეგ იტყვი ცუდს და უფრო გაწამებ ვიდრე ეხლა!
- ვერ მომკლავ, არ შეგიძლია ჩემი მოკვლა. მე ხომ შენი ცოლი ვიყავი.
- როგორ არა, შენ ხომ მოკალი არაა ჩემი ცოლი?
- გთხოვ! ყველაფერი დაივიწყე და ისევ ისე დატოვე როგორ ორი წლის წინ იყო.
- ყველაფერი ეხლა იწყება შელია, მოემზადე.

ახალი დრო.
ათი საათი მეძინა, სიბნელის გამო დღეს და ღამეს ვეღარ ვარჩევდი ასე რომ სანამ კუჭმა არ შემაწუხა არ ავნდგარვარ. გავიგონე სახლში შეძახლები
- რა ხდება? - ვეუბნები რონალდს რიმელიც დიდ ჩანთაში წიგნებს სათითაოდ აწყობდა
- გაიღვიძე? ისაუზმე და შემდეგ ჩანთა ჩაალაგე.
- სად მივდივართ? - გაკვირვებულმა შეხედა
- ნოჰამმა საბჭოს ოცი წევრი დახოცა. ადამიანების დატყვევება დაიწყო, სისხლისთვის. გარეთ საშუნელება ხდება. ასევე საბჭომ აზრი კვლავ შეიცვალა და შენს წასაყვანად მელე მოვლენ.
- რა? ნოჰამმა გააკეთა ეს ყველაფერი?
- დიახ ალისა, სწრაფად მალე უნდა გავიდეთ.
- სად გადავდივართ?
- ჩემი მთის სახლში.
- რონალდ. - დავიწყე
- ალისა ლაპარაკის დრო არ გვაქვს.
- გადაწყვეტილება მივიღე, ნიჰამთან უნდა წავიდე და დაველაპარაკო. ჩემს გარეშე მოგიწევთ წასვლა.
- ალისა რა გადაწყვეტილება? ალისა სად მიდიხარ?!
ოთახში შევედი და სწრაფად ჩავიცვი. დღეს ის დღე იყო რომელსაც ყველა ასე ელოდა.

როდესაც წყალი და ცეცხლი ერთმანეთს ხვდება ან წყალი გაგყინავს ან ცეცხლის ალში დაიფერფლები... ვერავინ გადაგარჩენს, ვერც ერთი მოკვდავი.
ბედს ისე ემორჩილები როგორც მას უნდა, სადაც კი გზას გაგიკვლევს იქ მიდიხარ.
შემდეგ იწყენა, დინება. ბედის დინება რომელიც კალაპოტს ვკლავ შენს დაუკითხავად იკვლევს.
ეხლა იმ ადგილს მივუყვები სადაც პირველად ვნახე ნოჰამი, გავიარე დაკეტილი კარებები საიდანაც ტირილის ხმები მესმოდა. შეგნებულად არ მივაქციე ყურადღება და გზა განვარგძე, ფეხები მიკანკალებდა თუმცა ძალის და ენერგიის მოზღვავებას ორგანიზმში მაინც ვგრძნობდი... ლეონი წინ მიდგება, არ ვიცი როგორ აკეთებენ ვამპირები ესე მაგრამ მე ნერვები მეშლება.
- ალისა, მიხარია შენი კვლავ ხილვა ძვირფასო - მოჩვენებით ღიმილს ვაგებებ
- ნოჰამი უნდა ვნახო, გამატარე.
- სამწუხაროდ ვერ ნახავ...
- და რატომ?
- აქ არ არის.
- როგორ თუ აქ არ არის? გაგაფრთხილა არაა?
- ვინ გამაფრთხილა ალისა? ნოჰამმა
- მითხარი სად არის უნდა ველაპარაკო გთხოვ ლეონ - სხვა გზა აღარ მქონდა დღესვე უნდა მენახა ნოჰამი
- ის მოცლილი არ არის, ასე რომ არ ცალია ალისა.
- მოდი ეს თვითონ გადაწყვიტოს კარგი?
ხელი ვკარი და კარები სწრაფად გავაღე. ქერა მაღალ ქუსლებზე, მოკლე კაბით და ღრმა დეკოლტე მომხვდა პირველ რიგში თვალში, შემდეგ კი ნიჰამი რომესაც ჩემი დანახვისას ქალისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა.
- ლეონ, აბა არ სცალიაო? - გავიცინე და კარებთან ატუზულ ლეონს შევხედე.
- აქ რას აკეთებ ალისა? - მკითხა ნოჰამმა, მისკენ წავედი და ქალს შევხედე, გაოცებული მიყურებდა ამაყი თვალებით.
- გამარჯობა ძვირფასო მე ალისა ვარ - ხელი გავუწოდე, მანამ წამოიყო თუმცა უკან მალევე გავწიე - არა არ მინდა შეგეხო, რა იცი მაგით ხელით რა უბედურებას სჩადიხარ.
- უკაცრავარ? - გაიკვირვა, ამზერით შევხედე და დივანზე ჩამოვჯექი
- ლეონ წაიყვანე ეს. - ქალისკენ მიუთითა - შენ კი მოგვიანებით დაგელაპარალები. - ლეონის სახეზე გამეცინა, ისე შემომხედა ცოტა შემეშინდა
- აქ რას აკეთებ ალისა - უსირცხვილოდ მეკითხება
- მაპატიე, ცუდ დროს მოვედი. თუმცა შემდეგ შეგიძლია გააგრძელო.
- ალისა მომისმინე... - ხელის აწევით ვაჩუმებ
- შენ მომისმინე! დღე საერთოდ გააქრე! შემდეგ ეს არ გეყო და ადამიანების დახოცვაზე გადახვედი ამის შემდეგ მეუბნები რომ შენ აგირჩიო?! ამ ყველაფერს აკეთებ და ხალხი იტანჯება შენ კი აქ რა დღეში ხარ! - ბოლო ხმაზე ვღრიალებდი
- მაშინ თავიდანვე უნდა დარჩენილიყავი ჩემთან!
- თავიდანვე? და რას იზამდი? უფრო სასტიკად მოიქცეოდი და გაძლიერდებოდი არა?!
- მე ისედაც ძლიერი ვარ და შენ ეს კარგად იცი.
- არაფერიც, საერთოდ არ ხარ ჩემს თვალში ძლიერი. პირიქით ერთი ცივსისხლიანი არსება ხარ რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და სხვა არავინ.
- მორჩი ლანძღვას? - ხმამაღლა მითხრა
- არა, გადაწყვეტილება მივიღე. - სახეზე რამოდენიმე ემოცია ერთად გამოკვეთა.
- გისმენ, ალისა. - ძალა მოვიკრიბე
- მომკალი.
- რა თქვი? - გაოცება დაეტყო.
- მომკალი ამის დედაც! აი ადექი და მომკალი. არ მინდა ასეთი სიცოცხლე სადაც ადამიანები იხოცებიან და მუდამ სიბნელეა. არ მინდა მზის სხივების გარეშე გარეთ სეირნობა და არც მინდა ადანიანების დამფრთხალი სახეების ყურება. უბრალოდ მომკალი! და ამით დავასრილოთ...
- მოგკლა არაა? და ამით რას მიაღწევ? მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ?
- არა. - ესეა, სათქმელი ტექსტი მილიონჯერ გავიმეორე გულში თუმცა მისი დანახვისას ყველაფერი ამერია. - მე წავალ, კვლავ მოკვდება ალისას ორეული, შენ კი დაიტანჯები არა შენი მეორე ცოლის მონატრებით არამედ ჩემი! - მივუახლოვდი, მისმა სურნელმა რომელიც ესე მომნატრებოდა თაბრუ დამახვია. - მოგენატრები. - ყურთან ახლოს ვუთხარი და ნიკაპზე ვაკოცე. უკან გამოვბრუნდი მაგრამ მისმა ძლიერმა ხელმა არ უკან დამაბრუნდა.
- რის მიღწევას ცდილობ ალისა? - ვნება მორეულმა მითხრა. მის ხმაში კი იმდენად დიდი დაბნეულობა ვიგრძენი ჩამეცინა
- არაფრის. მოდი უბრალოდ სწრაფად დავამთავროდ ყველაფერი - თვალებში შევდეხე, ყველაზე წითელ და ამავდროულად ლამაზ თვალებში რომელიც იმდენად მაბნევდა და მის მიმართ ლტოლვას მიმატებრა ფეხები ამიკანკალდა.
- შენც კარგად იცი რომ არ შემიძლია ამის გაკეთება - სახეზე ხელი ჩამომისვა
- მაკოცე გთხოვ. - წამომცდა უნებურად, ჩაიცინა და დაიხარა, ტუჩებთან ახლოს მოვიდა თუმცა არ მაკოცა. - რას ელოდები? - შევიცხადე.
- ალისა გიყვარვარ? - მიყურებს და მიღიმის
- ნოჰამ - ვცილდები და კარებისკენ მივდივარ - დამიმტკიცე რომ შენს მეორე ცოლს არ ხედავ ჩემში და შეკითხვაზე გიპასუხებ.
- სად მიდიხარ?
- ჩემს საძმოს ვუბრუნდები, თუ ჩემი სიკვდილი შენ არ შეგიძლია ამას მალევე გააკეთებს საბჭო.
- რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა შემომხედა
- ისინი ჩემს მოკვლას აპირებენ. ასე რომ საშიშო ლორდო, გადაწყვიტეთ მარადიული სიცოცხლე ჩემთან ერთად თუ ბოროტად დარჩენა ჩემს გარეშე. - სათქმელი აშკარად გაიგო რადგან დავინახე როგორ დაიძაბა
- ალისა. - შემოვბრუნდი კარებთან და გავუღიმე
- და კიდევ, ქერა ქალები არ გიხდება. მხოლოდ სისხლით ისარგებლე მისგან - ბოლოს მაინც დავინახე მისი ღიმილი, ის ქალი კი ნამდვილად იმსახურებდა ამას.
გარეთ გამოსულმა სიმსუბუქე ვიგრძენი, ნოჰამს ყველაფერი თვითონ შეუტრიალდა. ეხლა მას ჰქონდა გადაწყვეტილება მისაღები და არა მე. მას ან მე უნდა ავერჩია ან ის ადამიანი რომელიც ეხლა იყო. მე ავირჩიე სიკვდილი თუმცა მას ეს არ უნდა, სიმართლე გითხრათ ამოვისუნთე რადგან საძმოს სახლიდან წამოსული სულ იმაზე ვფიქრობდი შეძლებდა თუ არა ჩემს მოკვლას ნოჰამი, იქნებ შეძლოს? ვეკითხებოდი საკუთარ თავს შეძრწუნებული თუმცა უკან არ დამიხევია. რა აზრი ჰქონდა ნიჰამი მომკლავდა თუ საბჭო, ორივე ხომ სიკვდილი იყო.
ტაქს ფურცელზე დაწერილი მისამართი ვაჩვენე, რონალდმა მთხოვდა როგორმე ცოცხალი დავბრუნებულმიყავი, მისი თქმით ეხლა არა მხოლოდ ნოჰამისგან არამედ საბჭოსგანაც მოცავდა.
ხალხი ქუჩებში გამქრალიყო, რაც ვამპირებდა მათი წაყვანა დაიწყეს. ასევე მათი არსებობაც გამოაშკარავდა, ტაქსის მძლოღი თავიდან შეშინებული მიყურებდა თუმცა შემდეგ რომ მიხვდა ადამიანი ვიყავი გამიღიმა და მანქანა დაძრა. რადიოში რამოდენიმე ადგილას აფეთქებებს და შეშინებული ხალხის ხმას ვგებულობდი. ტაქსის მძღოლმაც ლაპარაკი დაიწყო
- გარეთ გასვლა შეგეშინდება, თუმცა ეხლა ფული იმაზე მეტადაა საჭირო ვიდრე ადრე იყო, ეხლა უფრო ძვირია პროდუქტი და სხვა ყველაფერი. - შემეცოდა, ამაზე ადრეც ბევრი მიფიქრია თუმცა მე ნოჰამთან უძლური ვიყავი.
- და თქვენ არ გეშინიათ გარეთ ყოფნა?
- როგორ არა შვილო, მაგრამ რა გავაკეთო? ორ შვილს როგორ უნდა მივხედო?
- მართალი ხართ.
- ეს არსებები კიდე რა უბედურებაა, სისხლით კვება პირველად გავიგე. თან როგორ აწამებენ ადამიანებს. მანქანაში ვინმე რომ მიჟდება ყოველ წამს სიკვდილს ველი... თან ეს სიბნელეც როგორი გამაღიიზიანებელია.
ოცი წუთი კაცის განცდებს ვისმენდი, მაგრამ არ გამიჩუმებია, ვიცი ლაპარაკი როგორც ჭირდებოდა.
- იქ ვეღარ ავალ, შენით უნდა წახვიდე. - პატარა გორაკის ქვევით გამიჩერა, სახლი მაღლა მოჩანდა იქიდან კი სანთლე. ფეხით მინდორს გავუყევი და ძალა გაოცლილი ბოლოს სახლამდეც ავაღწიე. დავაკაკუნე, კარები ლოლამ გამიღო.
- ღმერთო ალისაა, როგორ ვინერვიულე - მომეხვია და გახარებულმა სხვებსაც შესძახა.
- ალისა კარგად ხარ? - ერთად მკითხეს ნიკმა და რონალდმა.
- კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა.
ყველაფერი დეტალურად მოვუყევი რაც მათ აინტერესებდათ.
- ესეიგი მასთან ყოფნა გადაწყვიტე? - მკითხა სფიქსმა.
- რას გულისხმობ? - კარგადაც ვიცოდი რას გულისხმობდა, თუ ნოჰამი ჩემს შემოთავაზებას დათანხმდებოდა მე მასთან ვიქნებოდი.
- იცი რაც ალისა - მწარედ ჩაიცინა ადრიანმა
- დიახ, მის პასუხს ველოდები. ამის შემდეგ თქვენც უსაფთხოდ იქნებით და ხალხიც.
- და ეს გინდა შენ? ხომ იცი...
- რონალდ - ლაპარაკი გავაწყვეტინე, ვიცი რასაც გულისხმობდა - ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ, არ ინერვიული.
ორი დღის შემდეგ როდესაც ახალ გასაჭირს და უბედურებას ველოდებოდით და მივხვდი რომ ნოჰამს არ ვაინტერესენდი. დილით რონალდი მაღვიძებს, სინათლე თვალს მჭრის მიკვირა რა ხდება თუმცა ფანჯრაში აშკარად განათებულ გარემოს ვხედავ და გაოცებული ვიყურები.
- გათენდა? - რონალდი თავს მიქნებს და მეც პიჟამით გარეთ გავრბივარ.
ეს ადგილი იმდენად ლამაზი აღმოჩნდა გაოცებას ვერ ვმალავ. რამოდენიმე წუთში კი მზის სხივები სახეზე მანათებს და მეღიმება ამ დროს კი წარმოვიდგენ როგორ მეუბნება ნოჰამი " ალისა შეგიძლია ისეირნო მზეში " სიხარულისგან ვფრინავ... დედამიწას კვლავ ამშვენებს განთიადი და მზის ამოსვლა.
ამ დროს კი სამ რაღაცას ვხვდები.
პირველი ის რომ მზე მართლა ამოვიდა და არ მეჩვენებოდა.
მეორე ის რომ ნოჰამს მე ვუყვარდი და არა მისი მეორე ცოლი ალისა.
მესამე კი ის რომ ნოჰამი მეც თავდავიწყებით შემიყვარდა...

სახლში შევედი, სააბაზანოდან გამოსულმა სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი და საუზმის შემდეგ რონალდის ერთ-ერთი წიგნი ავიღე წასაკითხად როდესაც სრული გადატრიალება მოხდა. სახლში საბჭოს წევრები შემოცვივდნენ და რაც ხელში მოყვათ დალეწეს და ყველა შეიპყრეს სანამ ჩემამდე მოაღწევდნენ. შემდეგ კი თავში რაღაც მომხდა, ბოლოს სოფიას მომღიმარი სახე დავინახე და გავითიშე.

ძველი დრო. შელიას წყევლა
შელია რომელიც სისხლის სწურვილით დიდი ხანი იტანჯებოდა ექვსი თვე, თვალებ დათხრილი საპყრობილეში მისვენებულიყო უძრავად. ნოჰამმა რკინის ურდული ჩამოსწია და შევიდა, ქალის დანახვასე ჩაეცინა
- რამდენი საათი დაგრჩა ნეტავ - ხმამაღლა თქვა, ქალის გასაგონად.
- შენი ცოლი უარესად უნდა მეწამებინა, ბავშვი მუცლუდან ამომეგლიჯა და დამენახებინა მისთვის! - სიმწრით ამოილაპარაკა მხედველება დაკარგულმა.
- ენის მოჭრაც ხომ არ გინდა? - მწარედ მიუგო - ბოლოს ჩემი ხელით უნდა გამოგასალმო სიცოცხლეს.
- წყევლა, მხოლოდ მისით ვცოცხლობდი ამდენ ხანს.
- რას გულისხმობ?
- წყევლა რომელიც შენს ცოლს სიკვდილამდე ვუწილადე... წლების შემდეგ დაიბადება გოგონა სახელად ალისა, ისეთივე გარეგნობის როგორიც ის იყო. მაგრამ სხვნაირი... ის შენ მისივე ხელებით მოგკლავს. ამით ვიძიებ შურს შენზე, ეს ყველაზე კარგი გრძნობაა დამიჯერე როცა მომავალში ვიცი რაც მოგელის!
- რა გააკეთე? - გაიცინა - მე ვერავინ მომკლავს შელია, ეს კარგად იცი.
- არა მხოლოდ შენ, მას ყველას განადგურება შეეძლება.
- ეს სისულელეა,სრული სისულელე.
- ვიცი რომ გჯერა, შენ ჩემი ძალების ყოველთვის გჯეროდა.
- მაშინ მადლობა უნდა მოგიხადო რადგან ალისას კვლავ ვიხილავ...
- არა, ის სხვანაირი იქნება.
- თუმცა ის მაინც მისი სულის ნაწილი იქნება - კაცს სახეზე სიხარული ეტყობოდა
- ნოჰამ - დასძინა ქალმა - მასში შენი ცოლი გაიღვიძებს, თუმცა ის შურს იძიებს მისი შვილი სიკვდილისთვის, იმისთვის რომ შენს გამო ორივე მოკვდა, ეს კი შენი საბოლოო დასასრული იქნება.
ნოჰამმა ქალს გაკვირვებული შეხედა, განმარტება აინტერესებდა თუმცა ქალმა საბოლოოდ დალია სული.

და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში. და თქვა უფალმა: “მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე და ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.


იმდენად დაბალი ნათებაა მხოლოდ გისოსებს ვხედავ, აზრზე ვერ მოვდივარ, რა ხდება? თაბრუხვევას ვგრძნობ და თავზე ხელს ვიკიდებ, ძალიან მეწვის. შემდეგ კი მახსენდება, ხმაური, სრული ქაოსი, საბჭოს წევრები, რონალდის შეშინებული სახე რომელიც თვალებით გაქცევას მემუდარებოდა, სოფიას მომღიმარი სახე და თავში ჩარტყმა. ხო შემდეგ კი გავითიშე... არა, არ მიყვარს სიბნელე, პატარაობიდანვე ესე ვიყავი მუდამ მეშინოდა წყვდიადის, ხან რას მოვიმიზეზებდი დედასთან რომ დამეძინა ხან რას. მაგრამ ეხლა სრულებით მარტო ვარ, გაჭირვებით ვწევ თავს და ვცილობ რაიმე დავინახო მაგრამ ის ვიცი მხოლოდ რომ ცივ საკანში ვარ საშინლად არაჰიგიენურში... ხელებზე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჭიები მასევია და შეტევა მემართება, საშინელი ხველება მიტყდება, სულ ესე ვიყავი არაჰიგიენურ გარემოში. რა საჭირო იყო ჩემი გათიშვა, ვერ ვხვდები, მათზე ძლიერი ვარ თუ რა? იდიოტები,ჩავილაპარაკე და ყელი ჩავიწმინდე
- აქ არის ვინმეე? - ვიყვირე რაც ძალა მქონდა. - სასტუმროს მომსახურება?
- [ ] კიდევ ერთს ვერ ვხვდებოდი, მათ ხომ უნდა მომკლან, რატო იქცევიან ესე? პირდაპირ მომკლან. საქმეს იორმაგებდნენ მე კი საშინლად მღლიდნენ. რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი ვერ ვხვდებოდი. ყელი ძალიან მტკიოდა ყვირილით და წყლის დაუომებელი სურვილით, ამიტომ ისევ ძილი გადავწყვიტე.
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ რკინის გისოსევის ხმა გავიგონე და თვალები ოდნავ გავახილე.
- დაგეხმარები - მომიახლოვდა ოცდახუთ წლამდე ბიჭი და წამოდგომაში დამეხმარა
- ვინ ხარ? - თვალებ მოჭუტულმა შევხედე.
- მნიშვნელობა აქ აქვს - ჩემი "გალიიდან" გამიყვანა, სიარული მიჭირდა ამიტომ ცოტა ხელის შეშველება დამჭირდა.
- სად მივდივართ ის მაინც მითხარი?
- საბჭოს უხუცესთან. - მითხრა და მკაცრი სახით განაგრძო სიარული
- შენ რაა? - გაოცებულმა შევხედე - ადამიანი ხარ?
- კი და წინ იარე - ესეიგი ყველაფერი, მართალი იყი.
- ეშინოდათ რომ ცდუნრბას ვერ გაუძლებდნენ და ჩემს სისხლს დალევდნენ? - ჩემთვის ვლაპარაკობდი - და შენ რას შეგპირდნენ ვამპირად გცევას?
ბიჭი დაიძაბა თუმცა გზას მაინც სწრაფად მაფარვინებდა ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის მომიშორებდა.
- შენც ვამპირობა გინდა არაა? - დავასკვენი ბოლოს, გამახსენდა ადამიანები რომლებიც ვამპირებისთვის სისხლს თვითონ ვამპირობისთვის იღებდნენ.
- შენი საქმე არ არის. - მითხრა ცივად
- კარგი როგორც მივხვდი, შენგან ვერაფერს გავიგებ. ის მაინც მითხარი სად მიგყავარ?
- საბჭოს უხუცესთან - რკინის კიბეები ავიარეთ და ცივილიზაციას დავუბრუნდით - შეგიძლია შენ თვითონ გააგრძელო გზა, აი ის კარებია.
ბორდოსფერ კარებზე მიმანიშნა და თავის დაკვრით წავიდა. ძალა მოვიკრიბე, ძალიან დასუსტებული ვიყავი მაგრამ არავისთვის არ უნდა შემენიშნა ჩემი სისუსტე. ეხლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა როგორ იყვნენ რონალდი და დანარჩენები. კარები გავაღე, ოთახში პირველ რიგში წიგნები მომხვდა თვალში, სავსე იყო წიგნებით ოთახი. ხის მაგიდასთან კი კაცი იჯდა. შემომხედა და გამიღიმა, თეთრი როგორც ყველა ვამპირი და მოხუცებული იყო.
- მოდი ალისა, მე ჯინასი ვარ. - მივუახლოვდი და მოპირაპირე მხარეს დავჯექი.
- წყალი შეიძლება - ვთხოვე, ფეხზე წამოიმართა და მინის ჭიქაში წყალი ჩამისხა.
- აიღე - მომაწოდა, ერთი ამოსუნქვით დავცალე ჭიქა - კიდევ გინდა?
- არა, აღარ. - ისევ ადგილს დაუბრუნდა
- რონალდი და საძმო როგორ არის?
- კარგად, დამშვიდდი. რონალს კვალში ვედექით და ვიცოდით სად იყავით. რონალდს ეს არ უნდა გაეკეთებინა, არ უნდა დაემალე მან იცოდა რომ გიპოვიდით.
- რონალდი თქვენი დაქირავებული მსახური არ არის და ეს კარგად იცით თქვენც. ჯერ ჩემი დაცვა დაავალეთ შემდეგ კი მოკვლა. ეს როგორი საქციელია?
- ჩვენ საბჭოს ყოველი წევრი ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მას არ ჰქონდა უფლება ჩვენს წინააღმდეგ წასულიყო.
- თქვენ არ გესმით... ადამიანური არაფერი შეგრჩათ? - გამიღიმა და თვალები წითლად აუელდა.
- ამდენი წელი რომ ადამიანი არ იყო არც შენ დაგრჩებოდა არაფერი ძვირფასო... მომიყევით ნოჰამის შესახებ? - ცოტა დავიბენი, ამას მე რატომ მეკითხებოდა?
- მოსაყოლი არაფერი მაქვს.
- ნუთუ? - ირონიით ჩაილაპარაკა
- დიახ და თუ გგონიათ რომ ჩემი მოკვლით დროს იხელთებთ ან თუნდაც შეაჩერებთ, ძალიან ცდებით.
- კი მაგრამ მას ხომ თქვენ უყვარხართ? - დამაკვირდა - ნოჰამს ძალიან დიდი ხნის წინ მის მეორე ცოლთან ერთად ქუჩაში შევხვდი, ის ძალიან გგავდათ. მოკრძალებული ქალბატონი იყო და ნოჰამს თვალებში უყურებდა, მაშინ მივხვდი რომ სანამ ის ქალი იცოცხლებდა სანერვიულო არაფერი ექნებოდა არავის. თუმცა მალევე გავიგე მისი და შელიას სისხლიანი ამბავი, ნოჰამი დიდი ხანი იკრებდა ძალებე. შემდეგ კი წყევლაზე გაირკვა და შენც დაიბადე.
- თქვენ... კი მაგრამ - ხელის აწევით გამაჩერა
- დედაშენს ყოველ დღე გამოყავდი გარეთ სასერინოთ, მომღიმარი სახით გატარებდა აქეთ-იქით.
- თქვენ გვითვალთავლებდით? კი მაგრამ რატომ?
- სხვას ვერ ვანდობდი,უნდა მცოდნოდა სად იყავი და რაც მთავარია როგორი. იმის შემდეგ რაც გაიზარდე და მივხვდი რომ ალისას, ნოჰამის პირველ ცოლს ძალიან ემსგასებოდი, დავწმუნდი რომ ის ნამდვილად შენ იყავი.
- აქ რატომ მომიყვანეთ? ეხლა რა მოხდება? - ჩაფიქრებული თვალებით შემომხედა, ემჩნეოდა ზედმეტად გადაღლილი იყო.
- ჯერ ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ გაგაცნობ თუმცა არ მოგკლავთ. - ამოვისუნთე თუმცა რა გადაწყვეტილებას გულისხმობდა ეს უკანასკენელი არ ვიცოდი.
- მე იმ საკანში უნდა დავბრუმდე? - იქაურობის გახსენებაზე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
- არა, უკეთეს ადგილას გადაგიყვანთ პირველ სართულე. - ოჰ გამახარა, ისევ საპყრობილეში უნდა ვყოფილიყავი, განუსაზღვრელი დროით.
- რამდენ ხანს აპირებთ ჩემს გაჩერებას?
- არ ვიცი, ჯერ უნდა მოითბინო.
- ნოჰამი ამას არ გაპატიებთ. - ვუთხარი თუ არა ენას კბილი დავაჭირე.
- ნოჰამი გვეთამაშება, მან მზე დააბნელა შემდეგ კი წყვდიადი გაამეფა.
- კი მაგრამ თქვენ ხომ გაწყობდათ ეს?
- გვაწყობდა? ეხლა ისევ თენდება, კაშკაშა მზეც არის მაგრამ მან მისი ძალები დაგვანახა, გვაჩვენა რომ ის ძლიერია და ჩვენ უძლურნი ვართ ის წინაშე.
- კი მაგრამ ვამპებისთვის, თქვენთვის ეს ხომ კარგი იყო?ყოველთვის შეგეძლოთ გარეთ გასვლა.
- ოჰ ალისა, საბჭოს და დედამიწას ერთი დაუწერელი კანონი მართავს. ადამიანები გამეფებულნი არიან დედამიწაზე. ღმერთმა თავიდანვე ამიტომ შექმნა ადამიანი და ევა, ადამინები... მე მწამს მისი.
- რა უფლებით საუბრობთ ღმერთზე? - ვკითხე გაბრაზებულმა
- რატომ რადგან ვამპირი ვარ?
- დიახ - სწრაფად ვუპასუხე
- არა, მე მწამს მისი. - წამოდგა - და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს.
- თქვენ... - ბიბლის სიტყვების წარმოთქის შემდეგ გამიღიმა
- ნიკოლოზ - დაუძახა და ის ბიჭიც გამოჩნდა - წაიყვანე ალისა ახალ ოთახში, დემდეგ დაბრუნდი, სისხლი მჭირდება.
- კი მაგრამ რონალდი... - შევევედრე
- ისინი სახლში დავტოვე, არაფერი ემუქრებათ.
მივხვდი არაფერს მეტყოდა ამიტომ ნიკოლოზს უკან გავყევი, რამოდენიმე წუთში საპყრობილის კარი გამიღო რომელიც, თეთრი კარებით იკეტებოდა. შიგნით შევედი, პატარა ლოგინი, ხის მაგიდა სადაც ბოთლით წყალი და თეფშზე საჭმელი მოეტანათ.
სწრაფად შევჭამე, საშინლად მშიერი ვიყავი, შემდეგ კი ლოგინში ჩავწექი პლედი დავიფარე და უსასრულო ფიქრებში გადავეშვი.

***
ნოჰამი საკუთარ სახლში რომელიც,მისთვის და ალისასთვის აააშენებინა, ბოლთას ცემდა.
სამ სართულიანი სახლი, უამრავი ფერადი ნივთრბით გაეფორმებიათ. სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო. ნოჰამს კაცი მიუახლოვდა
- მოხვედი? სად ჯანდაბაში ხარ?! - იყვირა, კაცმა თავი მაღლა ასწია
- ყველაფერი ახლახანს შევიტყვე.
- ალისა საბჭოს სამალავში ჰყავთ. როგორ გააკეთეს ეს? გავანადგურებ! საკუთარი ხელებით ამოვაცლი გულს! - მისი ხმა და ქცევები იმდენად საშიში იყო რომ კაცს გააჟრჟოლა თუმცა ლაპარაკი განაგრძო
- ისინი თქვენს გასანადგურებლად იყენებენ მას, მათი დიდი იარაღია ის
- ის? შენი შვილია! მომისმინე, წადი! ეხლავე და ალისა დღის ბოლომდე აქ მომიყვანე.
- იქ საბჭოს გაფრთხილების გარეშე, ვერ მივალ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა
- ყველა ინფორმაცია მოაგროვე რასაც მას უპირებენ და წადი არ მინდა, შენ გიყურო!!!
კაცი გაეცალა, ნოჰამი ალისას ახალ პორტრეტს დააკვირდა და ნერვიულად განაგრძო სიარული.

***
ნოჰამი და ადრიანი დამესიზმრა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ორივეს ეშვები წინ გამოსწროდა, გეგინებებიდათ ერთმანეთს, ეცენიან და თავებს დააქრევინებენო. შემდეგ ორივემ მე შემომხედა, მათკენ წავედი და თან გამომეღვიძა.
წყალი დავლიე თუ არა კარების დამაყუებელი ხმა გაისმა და ვიღაცამ მთელი ძალით შემოანგრია.
- ალისა კარგად ხარ? - მიყურებს
- აქ რას აკეთებ? ან რა ჯანდაბაა... - მამაჩემმა ხელი დამავლო და მიბიძგა
- ისინი შენზე ექსპერიმენტების ჩატარებას, აპირებენ.
- რა თქვი? - ამას ვერ წარმოვიდგენდი.
- და კიდევ ერთი რაღაც... მათ უნდათ ვამპირად გადაგაგციონ.
- რაც თქვი? - გავშრი.
- გაიქეცი, ეხლა არ გვაქვს. გაიქეცი!
კარებთან შევტრიალდი და მასდავაკვირდი
- და შენ?
- მე მათ შევაკავებ, წადი...
- მადლობა. - ტირილი მინდოდა, ის ბოლოს მაინც ჩემს გამო მოკვდებოდა.
გავიქეცი, უკან კი ვამპირთა ხმა მიახლოვდებოდა.

რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.


სრულ წყვდიადში მივბროდი, სანამ ფილტვებმა და გულმა გაჩერებისკენ არ მიმანიშნა. გასასვლელი არსად ჩანდა და ვერც კი ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩიხში შევუხვია. აქაურობა ძალიან დიდი აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც მე მეგონა. ჩიხს ნელი ნავიჯებით გავუყევი რადგან, სუთქვა ძალიან მიჭირდა მაგრამ გაჩერებაც არ შემეძლო. ჩემს სუნს ყველგან იგრძნობდნენ მაგრამ მიკვირს როგორ ვერ მიპოვეს უკვე შემდეგ, მამაჩემი გამახსენდა კაცი რომელიც იქ დარჩა, სიმართლე ვთქვათ და გული მის გამო ძალიან დამძიმებული მქონდა.
მან მე და დედა მიგვატოვა თუმცა ის მაინც მამაჩემი იყო, კაცი რომელმაც გამზარდა. სიჩუმეში უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგონე და ერთ ადგილას გავიყინე, შეშინებული ვაცეცებდი წყვდიადში თვალებს მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავდი. შევტრიალდი და გზა განვაგრძე, ზურგზე შეხება ვიგრძენი და წამოვიყვირე, ტუჩებზე ხელი ამაფარა.
- ჩუმად გაიგონებენ, მე ნოჰამთან ვმუშაოვ, არ იყვირო ხელს გაგიშვებ - ხელი ჩამოწია და ტელეფონის შუქი სახეზე მომანათა, ისიც ვამპირი იყო ახალგაზრდა ბიჭი.
- ვინ ხარ? - ვკითხე შეშინებულმა
- როგორც გითხარი მე ნოჰამის კაცი ვარ. მაგრამ ეხლა ახსნის დრო არ არის, მოგსდევენ და უნდა გავიქცეთ.
- მოიცადე - დაიმედებულმა რომ მარტო არ ვიყავი შევევედრე - იქ მამაჩემია, უნდა დავბრუნდეთ და წამოვიყვანოთ.
- ხუმრობ არა? - ჩაიცინა - იქ დაბრუნება სიკვდილის ტოლფასია.
- კი მაგრამ იქ მამაჩემია!
- ჩუუ, მომისმნე, მამაშენი ეხლა ან მკავდარია ან შეიპქრეს. არანაირი შანსი არ გვაქვს მისი წაყვანის...
- მაგრამ...
- არა! იქ თუ წავალთ ორივეს მოგვკლავენ, ეს კი არც მე და არც შენ გაწყობს. მამაშენს ეს არ მოუმდებოდა, ასე არ არის?
- კარგი - თვალზე ცრემლი მოვიწმინდე.
- ძალიან ვწუხვარ. აი აქეთ უნდა წავიდეთ, გასასველი აქეთ არის.
- შენ საიდან იცი? - უკან გავყევი
- ნოჰამს საბჭოში ბევრი ჯაშუში ჰყავდა. თუმცა მხოლოდ მე შემოვრჩი ეხლა...
- და დანარჩენი? - დავინტერესდი
- საბჭოს წევრები ჭკვიანები არიან და ადვილად მიხვდნენ, ეხლა ჩემზეც მიხვდებიან მაგრამ ნიჰამისთვის შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ასე რომ ამად ღირდა - გული ამიჩუყდა მის სიტყვებზე, ნიჰამის ხსენებაზე იმდენად დიდი მონატრება ვიგრძენი, თაბრუც კი დამეხვა.
- კიდევ შორია? - ვეკითხები რამოდენიმე წუთში, დაღლილი.
- არა, აი მოვედით - ამ დროს კი უკნიდან ორი ვამპირი გვწვდება, ერთი ხელს მიჭერს ყელზე მეორე კი ჩემს "გიდს" უკნიდან ახტება. რამდენჯერმე გავიბძნოლე თუმცა ადამიანი ვამპირზე ძლიერი ვერასდროს იქნება. წამებში თვალებში ბურუსი მეფინება, აშკარად ამჩნევს ვამპირი და გაოცებული მიყურებს
- შენი თვალები ნაცრისფერია - ვერ ვხვდები რას გულისხმობს თუმცა ასე მგონია ჩემს სხეულს სხვა ისაკუთრებს, ვამპირი დანის გულში ჩასარტყმელად ემზადება
- არც კი გაბედო - ამბობს ჩემი უცნაური ხმა, ვამპირი იბნება და დანას უმისამართოდ მირტყამს, დანა ხელს მიჭრის - დალიე, ჩემი სისხლი დალიე - ვამბობ მაგრამ ამავდროულად მე არ ვამბობ, თითქოს საკუთარ სხეულში გამომწყვდიოსო. ხელიდან ჩემი სისხლი წვეთავს, ვამპირს თვალები უწითლდება და მისი ბაგეები ჩემს ხელს ეხება, სისხლს თანაბრად ყლუპ-ყლუპად სვანს. ამ დროს არ ვექანები, რადგან ის მაინც გაწირულია.
რამოდენიმე წამში, იკან იხევს და სისხლს რომელიც მიიღო უკან იღებს, შემდეგ მიყურებს და სიცოცლეს თუ ესე შეიძლება დავარქვათ, ემშვიდობება. ჩემს ხელს ვუყურებ, ღრმა ჭრილობაა, თაბრუ მეხვევა და გონს ვკარგავ.

ძველი დრო. ნოჰამი
გარეთ წყვდიადი გამეფებულოყო, ნოჰამი გარეთ ეზოში იჯდა და ვარსკვლავებს უყურებდა. უკნიდან კაცი მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა
- დროა იმოქმედო, შენი სახელი და დიდება ნელ-ნელა ვარდება, ცოტაც და ყველას დაავიწყდები.
- მე მხოლოდ მისით ვიყავი, ძლიერი. ეხლა ის აღარ არის...
- მესმის რომ ცუდად ხარ მაგრამ ათი წელი გავიდა, შენ კი ისევ ისე ხარ.
- გჯერა წყევლის? - კაცის ნათქვამს არ უსმენდა, თავის ფიქრებს ააშკარავებდა.
- შელია ყოველთვის წლიერი იყო. შენ ეს თვითონაც იცი არაა?
- იქნებ მომატყა? - კითხა ნოჰამმა
- რაში აწყობდა? - თავი გააქნია - რაში აწობდა ალისას ორეულის კვლავ შექმნა?
- არ ვიცი, მაგრამ ის სადაც არ უნდა იყოს ვიპოვი.
- და ის ისეთი აღარ იქნება როგორც ალისა იყო, ის ბევრად განსხვავებულ სამყაროში დაიბადება.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- გიჟივით სიყვარული როგორ შეგიძლია? - გაეცინა კაცს.
- ეგ დღემდე არ ვიცი.
- და ეხლა რა იქნება ნოჰამ?
- ხვალ ჩემი ხალხი შეკრიბე, რამოდენიმე ამოარჩიე და მიმიყვანე,ცალკე.
- და რად გინდა? - დაინტერესდა კაცი
- ჯაშუშებად, მაგრამ არავინ უნდა გაიგოს რადგან მე თუ მყავს ჯაშუშები მათთაც ეყოლებათ.
- ჭკვიანი ხარ - მხარზე ხელი დაკრა და გაუღიმა.
- შენ როგორ ხარ?
- მე კარგად ვარ, ეხლა ძლიერი უნდა იყო. მე წავალ - ფეხზე წამოიმართა
- რონალდ, არასოდეს დამივიწყო.
კაცმა გაუღიმა და ფიქრიანი თვალებით დააკვირდა ნოჰამს.
- არასოდეს, შენ როგორ დაგივიწყენ ნოჰამ.
ნოჰამმა თვალი, ღიმილით გააყოლა და მისთვის ჩაილაპარაკა
- შენც მიღალატებ რონალდ, ოდესღაც მიღალატებ.
კვლავ ვარსკვლავს დააკვირდა და ფიქრების მორევში გადაეშვა სადაც მხოლოდ ალისა ტრიალებდა.

***
თავის ტკივილმა გამაღვიძა, ჯერ ვერ ვხედობი სად ვიყავი სანამ ნოჰამს არ მოვკარი თვალი, ოთახში ბოლთას ცემდა.
- ნოჰამ - ჩემი ხმა ვერ ვიცანი იმდენად წვრილი და უსიცოცხლო იყო
- ალისა გონს მოხვედი? - მომიახლოვდა და სახეზე ხელი დამისვა - კარგად ხარ?
- რა მოხდა? - ბოლოს ჩემი გათიშვა მახსოვს, არ ვიცი როგორ გამოვედი საბჭოს სამალავიდან
- ნიკომ გამოგიყვანა, უბრალოდ უგონოდ იყავი. ძალიან შემაშინე - ესეთი შეშინებულს პირველად ვხედავდი, ვგრძნობდი ხელები როგორ უთრთოდა
- კარგად ვარ, მართლა - შევეცადე წამომდგარიყავი, ხელი საერთოდ არ მტკიოდა - ჩემი ხელი?
- ნუ ღელავ, შეგიხორცდა. - დამაკვირდა, გაოცებული შევხედე ჯერ მას შემდეგ კი ჩემს ხელს, ბინტის სქელი ფენა შემოაეხვიათ, სისხლის კვალი ემჩნეოდა
- რამდენი დღე ვიყავი გათიშული? - რადგან ხელი შემიხორცდა ესეიგი დიდი დრო გავატარე ესე
- დღე არა, რამოდენიმე საათი.
- კი მაგრამ ხელი? - ბინტის მოძრობა დავიწყე თუმცა ნოჰამმა თვითონ დაიწყო მოძროვა, ნანახით კი გაოცებული ვიყავი. მხოლოდ ვამპირის ორი ნაწიბური იყო, ის ჭრილობა კი რომელიც დანით მომაყემა გამქრალიყო.
- ალისა ხელი სწრაფად შეგიხორცდა, არც კი ვიცი რა და როგორ.
- ესეიგი უბრალოდ შემიხორცდა? კი კაგრამ როგორ? - კვლავ ჩემს ხელს ვუყურებდი, ნოჰამმა ნაწრით დაიწყო სისხლის მოშორება და ვგრძნობდი როგორ უწირდა ამის გაკეთება.
- მომეცი, არ მინდა გავნო. - ნაწერი ძალით გამოვართვი - იმ ვამპირმა რომელმაც მიკბინა, წამებში დაასრულა სიცოცხლე.
- დამშივიდდი, მე ყველა ვამპირს არ ვგავარ. - შემომხედა და გამიღიმა
- შეიძლება სააბაზანოში შევიდე? - იმდენად მინდოდა სისუფთავე, გამოცვლა და სხვა ყველაფერი რომ ცუდად ვიყავი
- რა თქმა უნდა, ოთახში აქ ყველაფერი შენია - ეხლა დავაკვირდი ოთახს, თეთრი ნათელი ოთახი იყო, ღამის მიუხედავად მაინც ანათებდა ყველაფერი. ერთ კედელზე კი დიდი ყვითელი მზე ეხატა, გაოცებული შევხედე
- სად ვართ? - გამიღიმა და ადგომაში დამეხმარა
- ეს ჩვენი სახლია. მე და შენი - მუცელში პეპლები ამიშრიალდა, ბედნიერებისგან მოვავლე თვალი ყველაფერს, ყოველ დეტალს.
- ჩვენი სახლი? კი მაგრამ როგორ...
- ხო, ორმოცდაათი ადამიანი მაინც აშენებდა ამ სახლს, დიდია მაგრამ ყველაფერი ისე მოვაწყვე შენ რომ მოგეწონოს - ვეცადე თვალიდან ცრემლი არ ჩამოვარდნოდა მაგრამ ამაოდ
- ღმერთო ჩემო...
- არ იტირო ძვირფასო, ოღონდ ეგ არა. - თავი დავუქნიე - მიდი იბანავე და ქვევით ჩამოდი, ვიცი მშიაერი იქნები.
გარდეროფი გამოვაღე და გაშტერებული დავრჩი. ფეხსაცმელები, მაღალი თუ დაბალი. ტანსაცმელენი იმდენად ბევრი იყო რომ თავი რომელმე ძვირიან ბუტიკში მეგონა. შავი მოკლე ბრეტელებიანი კაბა და თბილი ნაცრისფერი მოსაცმელი ავიღე, სუფთა საცველი და სააბაზანოში შევედი. სააბაზანო დიდი იყო, ჯაკუზით. წყალი მოვუშვი, სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე და გვერდით გასარეცხად დავდე.
ალბათ ერთი საათი მაინც არ გამოვსულვარ, მანამ სანამ წყალმა, სისხლი არ გააქრო. სიმწრის ცრემლები წამომივიდა მამაჩემის და საძმოს გახსენებაზე, არ ვიცოდი რონალდი როგორ ან სად იყო. სოფიას გახსენებაზე კი ბრაზისგან გამაჟრჟოლა, როგორ გაკეთა ეს? არა მხოლოდ მე. მისი ტყავის გადასარჩენად, რონალდ უღალატა, იმ რონალდ რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მის გვერდით იყო. ტანი შევიმშრალე და კაბა მოვირგე, გავედი და სახლის მეორე სართულს დავუყევი.
სახლი მთიანად თეთრი იყო, ნახატებით და სუვენირებით დეკორირებული. კიბის მოაჯირს სიყვარულით დავუსვი ხელი და პირველ სართულზე ფარფაშიც ჩავედი.
- ნიჰამ - დავუძახე
- აქ ვარ - მომესმა ხმა მარჯვნიდან, სადაც სამზარეულო იყო დიდი და ლამაზი, ისიც თეთრი.
- რას აკეთებ? - მივუახლოვდი, თეთრი გრხელმკავიანი მაისური და ნაცრისფერი ბამბის შარვალი ეცვა. წინსაფარი შემოეხვია და ზღაპრიდან გადმოსულ პრინცს გავდა, საოცნებო პრინცს.
- დაჯექი, ტოსტები გაგიკეთე - წითელ მაგიდანსთან დავჯექი, თეფშე ორი ტორსტი დამიდო
- მადლობა - გავუღიმე
- რომელი წვენი გინდა?
- ფორთოხლის - უცებ გამახსენდა რონალდი რომელმაც იცოდა რა მიყვარდა.
- აიი - ჩამისხა და ჩემს წინ დაჯდა.
კარგად დანაყრების შემდეგ, წითელი ღვინო ჩავისხით და მისაღებში გავედით სადაც შავი ტყავის დივანი იდგა, კედელზე კი პორტრეტი ეკიდან. ჩემს თავს დავაკვირდი, ბათუმის ქუჩა უკან მოჩანდა, შავი თმა მიფრიალებდა და ყირსასმენები მეკეთა, გვერდით ვიყურებოდი. ესეთი ლამაზი ვარ? ვკითხე საკუთარ თავს და ნიჰამს შევხედე
- ამ ნახატს დიდი ხანი ვხატავდი - გაოცებულმა დავაკვირდი
- შენ ხატავ? - გამიღიმა
- კი, მაშინაც როდესაც პატარა ვიყავი.
ვერ წარმოვიდგინე, ნოჰამი ადამიანი ჩემი აზრით მას არც კი მოუხდებოდა.
- მოდი - დავანზე მის გვედით დავჯექი და შევხედე მის უნაკლო სახეს, თეთრ გლუვს რომელსაც შავი თმა იდალურად უხდებოდა, ბოლოს კი მზერა მის წითელ ტუჩებზე გავაჩერე, საშინლად მინდოდა შევხებოდი. შეამჩნია და გამიღიმა
- ალის, ვწუხვარ მამაშენის გამო. - ნოჰამისგან ამ სიტყვრებს არ ველოდი რადგან ყოველთვის, ცუდად მოიხსენიებდა მას.
- ხო, მან მე გადამარჩინა. - ღვინის ჭიქა ბოლომე დავცალე
- დაგისხა? - თავი დავუქნიე.
ხუთი ჭიქის შემდეგ, ვიცინოდი და ნოჰამს ათას უაზრობას ვეუბმებოდი. ბოლოს ხელში ამიყვანა და მეორე სართულზე ამიყვანა, ოთახში საწოლზე დაწვენისას ვეცადე არ მოვშორებოდი, იმდენად მინდოდა მასთან ყოფნა, რომ სულსაც მივცემდი. ამ დროს გამახსენდა სიმღერა
"შენ, ზღვას გავხარ დამშივდებულს, რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?"
სიმთვრალისგან თაბრუ დახვეულმა მივაღწიე მის ტუჩებამზე, ჩაიცინა და დამაწვინა, მალევე ჩამეძინა.
დილით ვიღვიძებ, უცებ გონს მოვდივარ და მახსენდება კოცნის დროს როგორ ჩამეძინა.
- ჩამეძინაა? - ვიყვირე - როგორ ჩამეძინა, ამის დედაც!
ნოჰთან ღამის გატარების ნაცვლად ჩამეძინა, ღამის თეთრი პიჟამა მეცვა. საყვარელი როგორ უზრუნვია ჩემზე... სარკეში ჩავიხედე და თმა დავივარცხნე, ატლასის ხალათი მოვიცვი
- ალისაა, გავიგონე შენი ხმა, ჩამოდი - ნოჰამმა დამიძახა და პირზე ხელი ავიფარე.
კიბეები სწრაფარ ღიმილით ჩავირბინე
- როგორ არ გამაღვიძე? - მისაღებში მივაძახე თუმცა ნოჰამი მარტო არ იყო და სიტყვა გამოწყდა მასთან ერთად რონალდი იყო.
რონალდი...
გავიქეცი და მოვეხვიე, მანამ არ მოვშორდი სანამ ნოჰამის სიტყვებმა არ გამაშეშა.
- თავიდან უნდა გაგაცნო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ძმა რონალდი.
გაოცებით შევხედე ჯერ ნოჰამს შემდეგ კი რონალდს რომელიც თვალს მარიდებდა.


ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.


რონალდს დავაკვირდი რომელსაც თვალები მაღლა ჰქონდა აწეული, დაბნეული ვუყურებდი ორივეს
- რონალდ არ ითქვამს? ოჰ მეწყინა ძამიკო, ნუთუ გრცხვენია ჩემი? - ირონიით ალაპარაკდა ნოჰამი
- რონალდ - ხელი მოვკიდე - ეს მართალია? შენ და ნოჰამი ძმები ხართ?
- იცი რა - ნოჰამი წამოდგა - მე ალისას საუზმეს მოვუმზადებ შენ კი შეგიძლია მოუყვე ყველაფერი, ხაზგასმით ყველაფერი.
წავიდა, რონალდთან მარტო დავრჩი.
- ალისა - ხმადაბლა მომმართა - მოდი დავსხდეთ.
- რონალდ რა ხდება? - მის გვერდით დავჯექი დივანზე
- მომისმინე, ოღონდ კარგად. არ მინდა ამ ამბის გახსენება მაგრამ მომიწევს.
- კარგი - და მოყოლა დაიწყო
- მე და ნოჰამი მშობლების ორი შვილი ვიყავით, ნოჰამი ჩემზე პატარა იყო სამი წლით. მდიდრები ვიყავით, იმდენად შეძლებულები რომ ესპანეთში ყველა გვიცნობდა, ნოჰამს უყვარდა ჩვენი ვილა, ცხენების დიდი ჯოგი გვყავდა, მიწები გვქონდა და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა. დედაჩემი დიასახლისი, ლამაზი,თბილი ქალი იყო, ფუშფუშა კაბებით. მამაჩემი კი სტუმართ მოყვარე, კეთილი კაცი... მე კი წიგნების კითხვა ყველაფერს მერჩივნა, ოთახში ჩავიკეტებოდი და არ გამოვდიოდი. ნოჰამი კი, ის ძალიან აქტიური იყო, მამას ყველაფერში ეხმარებოდა. ერთ მზიან დღეს კი მამას გულმა უმტყუვნა და გარდაიცვალა, რადგან მე არაფერი ვიცოდი ამიტომ ნოჰამმა ჩაიბარა მამას საქმიანობა, მე ვერაფრით ვეხმარებოდი. დედა მალევე გარდაიცვალა ნერვიულობით, დავრჩით მე და ნოჰამი მარტო. ერთ დღეს ჩვენს სახლს ქალი მოადგა, თეთრი, ლამაზი და გაჭირვეუბული გვეგონა მაშინ, ნოჰამმი გიჟდებოდა ლამაზ ქალებზე და უთხრა ერთი ღამე გაეტარებინა ჩვენთან. იმ ღამით ნოჰჰამის საძინებელში შევიდა ქალი და ღამე ერთად გაატარეს, ნოჰამი მოაქცია. დილით ქალი არ დაგვხვდა თუმცა ნოჰამი ძალიან ცუდად იყო, ვერაფრით ვუშველეთ... ნოჰამი მესამე დღეს უკვე ვამპირი იყო. არ ვიცოდით რა არსება გახდა თუმცა ის მაინც ჩემი ძმა იყო, შემდეგ მოაკითხეს მათ შორის იმ ქალმაც და ნოჰამი დაიყოლიეს წასულიყო მათთან ერთად. - ლაპარაკი გაუჭირდა ვხვდებოდი როგორ უკანკნალებდა ხელები მე კი მაინტრესებდა ამბის დასასრული, ლაპარაკი განაგრძო - ორი წელი ჩემი ძმა არსად ჩანდა, ერთ დღეს ღამით როდესაც დაღლილი წიგნს ვკითხულობდი კარები გაიღო და შემოვიდა, უკვე ჩამოყალიბებული, ძლიერი და გაწრთვლნილი ვამპირი იყო. ყველაფერი მომიყვა და ამიხსნა, ვუყვირე რომ წასულიყო მისი დანახვაც კი არ მინდოდა და ამ დროს მიკბინა, შემდეგ კი მომაქცია. მან სამაგიერო გადამიხადა და მითხრა რომ ამით მივხვდებოდი თუ როგორი იყო მან. შემდეგ კი წავიდა, ძალიან გამიჭირდა ყველაფერი, სიხლის გამო ორი ადამიანი მოვკალი რომელიც ჩვენს სახლს ალაგებდა... ნოჰამი მის შემდეგ ალისასთან ერთად შემხვდა, პირველად. - გამახსენდა მისი მონაყოლი როდესაც ალისა და ნოჰამი ახსენა - შემდეგ კი საბჭომ საძმოს მეთაურის წოდება მომანიჭა, როდესაც გავიგე რომ შენ უნდა დამეცავი მეგონა ამით გავანადგურებდი მას თუმცა შევცდი, მე შენი ცუდი არ მინდა და არც ნოჰამის დანარჩენი კი შენ თვითონაც იცი...
- რონალდ - ხელი მოვკიდე - მადლობა რომ მომიყევი, ამას ვაფასებ. ვხვდები და მესმის ეს აქამდე რატომაც არ მომიყევი, ვიცი ძნელია.
- მადლობა ალისა, შენ ბედნიერებას იმსახურებ. - კვლავ გადავეხვიე როდესაც ნოჰამი გამოვიდა
- ალისას საუზმე მზადაა, სისხლზე დამეწვევი ძამიკო? - რონალდს შევხედე რომელსაც თვალები ძალიან გასწითლებოდა
- არა, არ მინდა. ჯობია წავიდე - ხელი მოვუჭირე
- არა დარჩი, სისხლი დალიე და მომიყევი რა მოხდა იმ დღეს როდესაც გამიტაცეს.
სამზარეულოში სამივე ერთად შევედით, ჯერ კარგად ვერ აღვიქვამდი რა მოხდა და დაჯერება მიჭირდა იმის რომ ნოჰამი და რონალდი ძმები იყვნენ თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ნოჰამს ჩემთვის ბეკონი და ერბო კვერცხი შეეწვა
- აი აიღე - სისხლი მიაწოდა ძმას რომელსაც ნოჰამი უჯებდში ინახავდა
- მადლიბა - ბოთლი მიიყუდა და ერთი მოთქმით გამოცალა.
- წვენი დაგავიწყდა?- ღიმილით ვკითხე ნოჰამს
- ხო მართლა ფორთოხალი
- არ გინდა, მე თვითონ...
მაცივრიდან ფორთხალი გამოვიღე და დასაწურად დაჭრას შევუდექი როდესაც მეორე ფორხოლაზე ხელი დანის პირით ღრმად გავიჭერი და სისხლმა თეფშზე გუბე მალევე დააყენა, ტკივილისგან ამოვიბმინე. მან შევხედე ორივე სისხლს და ხელს უყირებდა
- არა,გადით სანამ სისხლს გავაქრობ - შევხედე შეშინებულმა, სისხლი ისევ წვეთავდა
- არა, მე მივხედავ. ნოჰამი გაგიყვანს და წრილიბას შეგიხვევს - მითხრა რონალდა და ნოჰამმაც ხელი მომკიდა
- კი მაგრამ...
- ალისა ჩემზე არ მოქმედებს, ნუ ღელავ.
დავემორჩილე და ნოჰამს მისაღებში გავყევი, ბინტი და სპრიტი ამოიყო
- მეშინია მაინც, იქნებ შევიდე? - ვკითხე ნოჰამს რომელიც ბინტს კრავდა
- ნუ ღელავ, მას მთბინების დიდი უნარი გააჩნია ჩემთან შედარებით.
- შენ რას ვერ ითბენ? - წამომცდა და მის თვალებს დავაკვირდი რომელიც ჩემს სხეულს ჭამდა
- ვერაფერს, მაგალითად შენ.
- მე? - გამეცინა
- შენ, მთლიანად. - საკოცნელად მივუახლოვდი, მაგრამ ხმამ გამაჩერა
- ჩემი წასვლის დროა - წამოვდექი და კარებთან მივყევი რონალდს.
- ხვალ მოვალ კარგი თქვენთან? სოფიას ვერასდროს ვაპატიებ რაც გააკეთა.
- ნუ ღელავ სოფიამ იცოდა არც მე რომ არ ვაპატიებდი.
- ეს რას ნიშნავს? - ჩავეძიე
- ცოტა ხნით გავუშვი. ლოლას ენატრები, ნიკსაც ასე რომ მოდი
- მოვალ. ადრიანი?
- მას თვითონ უნდა დაელაპარაკო.
თავი დავუქნიე და გადავეხვიე, უკან შევტრიალდი კარები უნდა მიმეხურა როდესაც ნოჰამმა კედელზე ამაკრა
- დროს ნუ გავიყვანთ. - ჩამხურჩულა და კოცნით, ვამპირული სისწრაფით ამიყვანა ოთახში, მისი დიდი და რბილი ბაგეები ჩემსას შთანთქავდა და მეგონა ვერასდროს გამოვაღწევდი. საწოლზე მაწვენს და პიჟამას მხდის, მზის სქელ ფარდაში ვხედავ როგორ ჩადის მზე მაგრამ ნოჰამის ბაგეების შეხებისას ჩემს სხეულზე ცუდად მხდის, ყველაფერს მიკოცნის და ლავიწის ძვალთან ჩერდება. როგორღაც ვხდი ტანსაცმელს და ზევიდან ვექცევი
- ჩემი წესებით ვითამაშოთ. - ყელში ვკოცნი და ისიც აღტაცებით მიჭერს ხელს უკანალ*ზე, მეცინება და ჩვენი სხეულების გაერთიანების ჟამს გონება მებინდება, ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ ფრთები მაქვს და შემიძლია ყველაზე ბედნიერი, ქალი ვიყო. გრძნობს ჩემს დაბნეულობას და ქვევიდან მაქცევს, ხელს ნელა მისმევს მკერდზე და ცდილობს ყოველ წამს მაკოცოს. სისწრაფერს უმატებს და ჩემი ხმაც მატულობს...
- ალისაა - ჩამჩურჩულებს მაგრამ ვნება არეულს ხმები შორიდან მესმის
- რა? - ვპასუხობ უგონოდ და ყელში ვკოცნი
- შენ საერთოდ არ გავხარ მას - ამ თემაზე სალაპარაკოთ ცუდი მომენტი შეარჩიე თქო უნდა მეთქვა მაგრამ ნოჰამი სიჩქარეს არ უკლებდა ასე რომ ლაპარაკის უნარი აღარ მქონდა
- ვიციი - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ზურგი კლანჭებით დავუსერე.
- მიყვარხარ - ჩამჩურჩულებს და სიჩქარეს უმატებს თუმცა ეს უფრო მსიამოვნებს ამიტომ მის სიტყვებს ვერ ვიაზრებ - მიყვარხარ ალისა - ყურთან საამურად ჩამესმის მისი ხმა
- მეც, მეც მიყვარხარ - ვკოცნი და ვცდილობ ის ბედნიერება, ვნება და ყველაფერი რავ ამ კაცმა მე მომანიჭა, ჩავაქსოვო.
ბოლოს არ ვიცი რამდენი რაუნდის შემდეგ, არც კი დავღლილვარ რადგან ნოჰამი ენერგიული და მოსიყვარულე იყო, თავი გულზე დავადე.
- უფრო ძლიერი მეგონე - მეუბნება სიცილით
- უფრო ძლიერი? - ვიცხადებ - მე ხომ შენ გაგიძელი - კვლავ მეცინება და ხელს მის სხეულზე დავატარებ
- წამოდი - მაყენებს
- სად?
- ღვინო დავლიოთ და ვჭამოთ.
ნოჰამი ჭამას მაძალებდა და ვეჩხუბებოდი ბოლოს გამასუქებ თქო, მაგრამ შემდეგ მეც გამეხსნა აპეტიტი.
თეთრ ხალიჩახე დამაწვინა და ისევ დაიპყრო ჩემი სხეული, გიჟივით ვიცინოდი და უაზრო ხმებს ვიშვებდი.
- ვნება მორეულს სასაცილო სახე გაქვს - მეუბნება რაზეც ნერვები მეშლება
- ხო არაა? - ღვინის ჭიქას ვცლი
- აღარ დალიო, ჯერ არ დამისრულებია - ტრუსების ამატა შემოვეხვიე მის სხეულს როდესაც ზარის ხმა გაისმა
- ავალ ჩავიცვმევ და ჩამოვალ - ვკოცნი და მივდივარ, ზევით ასული მესმის როგორ ელაპარაკება ვიღაც კაცს.
კაცის წასვლა და ჩემი ჩასვლა ერთი იყო, უცებ გონება მებინდება და სხვა ქალის სახით ვხედავ სამყაროს, გაბრაზებული ქალის სახით, ვხედავ ნოჰამს რომელიც ფურცლებს უყურებს თუმცა არ ვიცი როგორ მივდივარ მასთან.
- ალისა - მეძახის და მეც სწრაფად ვპასუხობ
- დიახ ძვირფასო - დიახ? ძვირფასო? მიკვირს რეებს ვლაპარაკობ თქო
- ალისა რა გჭირს? - თვალზე ბურუსი ქრება
- არაფერი უბრალოდ თავი ამტკივდა
- წამოდი, გამაყუჩებელს დაგალევინებ.
სამზარეულოში მასთან ერთად შევდივარ, გამაყუჩებელს მალევინებს თვითონ კი სისხლს იღებს. ნახევარ ბოთლს ცლის თუ არა, კრუნჩხვას იწყებს
- ნოჰამ? - მასთან მივდივარ და ოთხად ვიკეცები როგორ ის.
- ალისაა - ჩხავის
- რა დაგემართა? - ვუყვირივარ და შეშუნებული ვანჯღრევ
- შენი სისხლი...
- როგორ თუ ჩემი სისხლი? - გაოცებული ვუყურებ
- სისხლში რომელიც დავლე შენი სისხლი იყო გარეული.
შემდეგ კი ტკივილისგან იწყებს კივილს. მე კი ვტირივარ და მის სხეულს ჩემსაში ვიქცევ, მაგრამ ამ დროს მახსენდება ერთი რამ, როგორ მოხვდა ჩემი სისხლი ნოჰამის ბოთლში? და ბოლოს მახსენდება ის...
რონალდი.

ძველი დრო. შელია
ქალი შავი შლაპით გადავიდა გზაზე სადაც ცხენები ყოველ წამს დაქროდნენ. დუქანში კაცებს გვერდი აუარა და პატარა ოთახში შევიდა სადაც ქალი იჯდა, წინ კარტების დასტა დაედო და ჩუმად ლაპარაკობდა. შელიას დანახვისას გაეღიმა
- მოხვედი? - ჩაიცინა
- სხვა გზა არ მქონდა. ეს ორ დღეში უნდა გავაკეთო... - თვალებით შეევედრა ქალს.
- ძვირი დაგიჯდება, ეს ძალინ ძლიერი შელოცვაა - ცხრიან აგური წინ გადმოდო და მეორე კარტი ზევიდან დაადო
- მნიშნვნელობა არ აქვს. ეს რამდენ წელში მოხვდება?
- არ ვიცი. შეიძლება ხუთ, ათ ან ას წელიწადში - ჩაიცინა და შელიას შეხედა
- მისთვის ასი წელი აღარ მემეტება, თუ მან არ მიმიღო...
- არც მიგიღებს. შენც კარგად იცი ეს
- ვიცი. - გამოტყდა შელია და მოხუცს დააკვირდა
- მის სხეულში რამდენი ხანი იქნება? - შეეკითხა ჯადოქარს
- სანამ ის გოგო არ მიხვდება და წინააღმდეგობას არ გაუწევს.
- ამ დროს კი ნიჰამი მოკლული ეყოლება - ხმამაღლა გაიცინა და ქალს ოქროთი სავსე ქისა მიაწოდა - ეს საქმე გამიკეთე და ერთ ასეთს კიდევ მიიღებ.
- შელია - დაუძახა ქალმა.
- შენ ხომ ის გიყვარს? რატომ აკეთებ ამას?
- ის თუ ჩემთან არ იქნება, არც სხვასთან უნდა იყოს.
შელია სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და პატარა ოთახში ქალი მარტო დატოვა.
- უჭკუო - ჩაილაპარაკა ჯადოქარმა და დამა გული წინ გადადო.


ფეხის ხმა გავიგონე და შეშინებულმა წამოვიყვირე
- მომეხმარეთ!! - კარებში რონალდი გამოჩნდა და სწრაფად მიუახლოვდა ოთხად მოკეცილ ძმას.
- რა დაემართა? - მკითხა და დანა მოძებნა
- ეგ შენ უნდა იცოდე! - ვუყვირე, დანას სპირტი გადაასხა და შემომხედა
- ალისა თქვი! როგორ თუ უნდა ვიცოდე?
- ჩემი სისხლი! მის ბორთლში სისხლი ჩაასხი არა?! - გაოცებულმა შემომხედა
- მსგავსი არაფერი გამიკეთებია! - ნოჰამი გააკავა - დაიჭირე - ნოჰამის სხეული რომელიც ტკივილისგან თრთოდა მანიშნა დამეკავებინა
- რის გაკეთებას აპირებ? - ვკითხე შეშინებულმა
- დაიჭირე! - მიყვროდა მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. დანა ყელის არტერიასთან დაუმიზნა და ბასრი პირით კანი გაუჭრა, შეშინებულმა წამოვიყვირე. სისხლმა გამოსვლა დაიწყო, თეთრი მაისური რომელიც ნოჰამს ეცვა წითელმა სითხემ შეღება, ისტერიული ტირილი დამეწყო.
- დამშივდდი, მალე მოვედი და კარგად იქნება - ნოჰამმა გონება დაკარგა.მეგონა დავკარგე, დავკარე ის ადამიანი რომელისაც ყველას ეშინოდა, მე კი სიგიჟებმდე მიყვარდა. იმდნად რომ შემეძლო მისი სიცოცხლე ჩემში გამეცვალა და გადამრჩინა. შემდეგ კი ხელზე ოდნავ მომიჭირა ხელი, მაგრძნობინა რომ ის ისევ ჩემთან იყო. ის იქიდანაც, ტკივილით გათიშული ჩემზე ზრუნავდა.
ერთ საათში მე და რონალდი საძინებელში ვიყავით და ვუყურებდით ყელზე ბინტ შემოხვეულ ნოჰამს რომელიც უგონოდნესვენა.
- კარგად იქნება? - ვკითხე რონალდს რომელსაც თავზე ხელები შემოეწყო
- იქნება. ცოტაც რომ დამეგვიანა სისხლი მთელ ორგანიზმს მოივლიდა და მოკვდებოდა.
- მადლობა.
- მადლობას ნუ მიხდი, ის ჩემი ძმაა და მე ის გადავარჩინე. ის ყოველთვის კარგი ძმა იყო, როდესაც მამა მსაყვედრობდა, რომ უსაქმური ვიყავი ის - ნოჰამისკენ მანიშნა - ცდილობდა საქმე ორმაგად გაკეთებინა და მამას ჩემთვის საყვედური არ ეთქვა. მე რომ მისთვის გამეგო, გამეგო რომ ვამპირია და ისევ ჩემი ძმა იყო ისეთი არ გახდება როგორიც იყო... მაგრამ შენ ეხლა შეგიძლია ეს შეძლო.
- შენ თუ არ ჩაგისხმას სისხლი ეს ვინ გააკეთა? - ვკითხე და რონალდი ფეხზე ადგა
- შენ გააკეთე ალისა. - შოკირებულმა შევხედე
- მე გავაკეთე? შენი აზრით მე მინდოდა მისი მოკვლა? მე ის მიყვარს!
- არა ალისა, შენს სხეულში ნოჰამის მეორე ცოლი ალისაც არის გამომწყვდეული. ნუთუ ამას ვერც კი ამჩნევ? - თავში ყველაფერი აირია, იმდნად იმოქმედა მისმა სიტყვრბა ჩემზე რომ ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.
როდესაც პირველად ნოჰამი ვნახე გული ისე ამიჩქარდა მეგონა ჩემს ძველ სიყვარულს შევხვდი რომელიც კვლავ მიყვარდა. როდესაც პირველად მაკოცა ცრემლები წამომივიდა ისე რომ ვერ მივხვდი რატომ? თუმცა მე ნოჰამი მართლა მიყვარდა და რაც არ უნდა მეორე ადამიანი ყოფილიყო ჩემს სხეულში ეს მისი მიზეზი არ იყო...
- ეხლა რა უნდა გავაკეთო? - დამშვიდების შემდეგ ვკითხე
- შენი აზრით საძმოს სახლი ამდენი წიგნები რატომ მქონდა? ამ წყევლას დიდი ხნის, წლენის მანძილზე ვიკვლევდი... ნოჰამის დანახვისას მისი ნაწილი, ყოველთვის იღვიძებს. მაგრამ მას შურისძიება სწყურია... მას მხოლოდ უნდა რომ შური იძიოს. მარტო საცხოვრებლად რომ გამოხვედით ამიტომაც მოვედი და ნოჰამს პატიება ვთხოვე, არ მინდოდა თქვენი უყურადღებოდ დატოვება...
- ღმერთო ჩემო - ცრემელბი წამომივიდა, თუ ნოჰამს ოდესმე რაიმე დაემართებოდა ჩემი ბრალი იქნებოდა
- Él te matará con tus manos - მითხრა და მწარედ გაიღიმა
- ეს რას ნიშნავ? - სიტყვები მეცნო თუმცა ბოლომდე ვერ მივხვდი
- შენივე ხელებით მოკლავ მას. ეს წყევლის ბირთვია...
- მე... მე უნდა წავიდე. - წამებში მომივიდა ეს აზრი თავში და სწრაფად წამოვიმართე
- სად ალისა? ნოჰამი შენ მოგძებდნის თვალს გაახელს თუ არა - ნოჰამს მივუახლოვდი, ბაგეებზე ნაზად ვალოცე, ჩემმა ცრემლებმა მისი თვალები დანამა.
- მე ვერ გავხდები მისი სიკვდილის მიზეზი. გთხოვ მას აუხსენი ეს - ხელი ჩამკიდა მაგრამ მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა.
ოც წუთში უკვე გზას გავუყევი არსად მქონდა წასასვლელი, ამ უცხო ქვეყანაში არავინ და არაფერი გამაჩნდა. ერთადერთი ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ლოლას დავურეკე მეორე ზარზე მიპასუხა
- ალისა? - ხმაში გაოცება ეტყობოდა
- ლოლაა - ტირილი ამიტყდა, გარეგნულად ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ვახდენდი სხვაზე თუმცა შინაგანად იმდენად სუსტი ვიყავი როგორ გავუძლი ამდენს მე თვითნაც გაოცებული ვიყავი.
- სად ხარ? რა დაგემართა? - მოვახერხე რომ ტირილი შემეწყვიტა
- არ ვიცი, რომელიღაც ქუჩაზე ვარ. ოქროს ბანკის წინ... ლოლა მოსვლა შეგიძლია?
- რა თქმა უნდა ძვირფასო, მოიცადე - ადრიანის ხმა გავიგონე, ეკითხებოდა ვინ იყო და შემდეგ ნიკის - ალისა? ნიკი ვარ
- ნიკ, როგორ ხარ?
- მოიცადე ტირიხარ? - ხმის ამოღება ვერ მოვახერხე - დაგველოდე მოვდივართ.
ბანკის წინ ტროტუარზე დავჯექი და შევეცადე არაფერზე მეფიქრა თუმცა ჩემი მეორე მე ალისა ამის საშუალებას არ მაძლევდა. გამუდმებით ნოჰამზე ვფიქრობდი რომელიც ცუდად მყოდი დავტოვე, რომელოც მთელ სამყაროს მერჩივნა. ვკლავ ტირილი დავიწყე, რამოდენიმე წუთში ხელზე შეხება ვიგრძენი, ავიხედე და მონაცისფრო წითელ თვალებს წავაწყდი....
ადრიანი.
ხელები მოვხვიე და ტირილი დავიწყე
- დამშვიდდი,ალისა - ჩამჩურჩულებდა სანამ გულისცემა არ დამიმშვიდდა
- ალისა ძვირფასო - ერთად თქვეს ნიკმა და ლოლამ, ანდრიანის მოშორების შემდეგ ორივე გადამეხვია.
ადრიანმა მანქანა ერთ ტრიალ მინდორზე გააჩერა, ყველაფერი მოვუყევი სამივეს
- როგორ თუ ძმები არიან?! - ლოლამ პირზე ხელი აიფარა
- ღმერთო ჩემო - ამოილაპარაკეს ბიჭებმა
- მე ყველაფერი მოგიყევით, რონალდისთვის ეს მძიმე თემაა და ამიტომაც არ ამბობდა.
- ალისა მართალია, რონალდს უნდა გავუგოთ - თქვა ადრიანმა და საძმოელებს გადახედა მათაც თავი დაუქნიეს.
- ეხლა რა იქნება? - ამ დროს როდესაც ნიკი ხელს მკიდებს, ყველაფერი თეთრდება, ვიღაც ორგანიზმში, ტვინში და გონებაში მიძვრება და მშთანთავს, ის მე მთლიანად მისაკუთრებს.

***
ნოჰამი თვალს ახელს, უჭირს გაანალიზება რა ხდება, გვერდით სკამზე მჯდომ ძმას ამჩნევს.
- რონალდ სად არის ალისა? - კაცი ხმის გაგონებისას სწრაფად იმართება და უახლოვდება
- კარგად ხარ?
- მე კარგად ვარ - ისე დგება ვითომ აქ არაფერიო
- ძალიან კარგი - რონალდი მხრებს იჩეჩავს
- სად არის ალისა თქო?! - ხმაში გაბრაზება ეტყობა - რონალდი ყველაფერს უყვება, თითვეულ დეტალს.
- სად წავიდა? - კარადიდან ახალ მაისურს იღებს
- ლოლამ დამირეკა ერთად არიან
- სად?!
- ტყესთან, ალისას დამშვიდება სჭირდებოდა.
ტელეფონის ხმა გაისმა, რონალმა შარვლის ჯობიდან ამოიღო და უპასუხა
- ლოლა? დამშვიდდი რა მოხდა? - ნოჰამი დაიძაბა და ძმას მიუახლოვდა
- ალისას გული გაუჩერდა ნოჰამ.
- როგორ თუ გაუჩერდა? - იღრიალა
- შენმა მეორე ცოლმა მისი ადგილი ჩაანაცვლა.
- სად არიან?!
- წავედით - ორივე ძმა სირბილით გავარდა სახლიდან და მანქანა ადგილს მოწყდა.

***
ტრიალ მინდორზე, სადაც ბალახი ბიბინებდა. ალისა სადღაც ფრინვდა, რა არ უთხრეს ლოლამ, ადრიანმა და ნიკმა თუმცა ალისა მხოლოდ მისთვის ბუტბუტებდა სანამ მანქნიდან გადმოსული ნოჰამი არ დაინახა და მისკენ არ გაიქცა
- ძვირფასო - შემოეხვია და სახე დაუკოცნა
- რა ხდება? - ჩუმად გადაულაპარაკა ადრიანმა რონალდს, მანაც სწრაფად მოუყვა მთავარი სათქმელი და ყველა ალისას დააკვირდა.
- ალისა? - დააკვირდა ნოჰამი
- მე შენი ალისა ვარ! მე ისევ შენს გვერდით ვარ ძვირფასო - მონატებულ მამაკს თვალს არ აშორებდა
- მოიცადე - ნოჰამის სულში საშინელება ბობოქრობდა, მის წინ მისი წლების ნანატრი ცოლი იდგა რომელის ხილვასაც ამდენი ხანი ელოდა, ცოლი რომელიც ერთ დროს მთელ მსოფლიოს ერჩივმა. მაგრამ, ეხლა ალისა უყვარდა, მისი შეუპოვარი და მამაცი ხასიათი. მისი ენამახვილობა თუ ცინიზმი, ენატრებოდა ალისას უბრალოება და ყველაფერი ალისასი.
- ნოჰამ - კვლავ დაუძახა, ნოჰამი დაიხარა და ქალს მკლავები მოხვია
- მაპატიე ალისა, ჩემი ბრალია... ჩემი ბრალია ჩვენი შვილის და შენი სიკვდილი. - ქალს სახეზე ტკივილი დაეტყო, ხელი მომუშტა შემდეგ ისევ გახსნა და გაიღიმა
- არაუშავს ძვირფასო, წლების შემდეგ შეგვეძლება ერთად ვიყოთ, ეს შეგვიძლა... მე და შენ ისევ ერთად.
- ალისა უნდა მომისმინო - ქალი კლდის მინდორს გაყვა და გადაიხედა უდიდეს ხრამში.
ალისა ძალიან ლამაზი იყო, შავი კუპრივით თმებით, თხელი მოქნილი ტანით, ლამაზი სახის ნაკუთებით. გაოცებული უყურებდნენ საძმოს წევრები , რონალდი მშივდად მიუახლოვდა ნოჰამს.
- ის უნდა მოკლა. - უთხრა და ძმას შეხედა.
- ქალი რომელიც მიყვარდა ჩემი ხელებით მოვკლა? - კითხა ნოჰამმა და მზერა ალისას მოსწყვიტა
- თუ ალისას დაბრუნება გინდა ის უნდა მოკლა, გულში უნდა დაუმიზნო. შემდეგ კი გადაქცევა მოგიწევს...
- მას ეს არ მოეწინებოდა - უთხრა ნოჰამმა
- ალისას შენთან ყოფნა უნდა.
- არ მინდა მისი დაკარგვა, მე ჩემი მეორე ცოლი დავკარგე მაგრამ ალისას დაკარგვას ვეღარ გადავიტან.
- გააკეთე ის რასაც გეუბნები, მე შენს გვერდით ვარ.
- მადლობა რონალდ -გამოწვდენილი ბასრი დანა გამოართვა და უკანა ჯიბეში ჩაიდო.
- ნოჰაამ - მხიარულად დაუძახა ალისამ
- გისმენ - მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა კლდის პირას მდგომ ალისას.
- ეს კაბა მიხდება არაა? ადრე სულ სხვანაირი ვიყავი - ჩაიცინა - უცნაური შეგრძნებაა
- ჰო - ალისას სახე დაეძაბა. - რა მოხდა?
- შენ მასთან იწექი ნოჰამ, მას ისეთივე სიყვარულით უყურებდი როგორც მე ადრე.
- ალისა - ლაპარაკი დაიწყო თუმცა გოგონამ პირზე ხელი ააფარა
- ნოჰამ ვიცი რომ გიყვარვარ, როგორ არ უნდა გიყვარდე. შენ ხომ მასთან იმიტომ ხარ რომ მე მგავს?
- გეყოფა! - დაიყვირა ნოჰამმა
- არა ძვირფასო, მე ეს ვარ... შენი ალისა. მე... მე ყველაფერს დაგიჯერებ გპირდები, მე როგორც ყოველთვის მხოლოდ შენს სიტყვაზე ვიქმები დამოკიდებული. - ნოჰამი წყნარად უსმენდა ქალს ბოლოს კი მისმა ხმამ საძმოელებიც რომლებიც მოშორებით იდგნენ და ალისას კი შეძრა
- გაჩუმდი!!! არ მჭირდება! გთხოვ, დააბრუნე ალისა, მე ის მჭირდება - შეევედა, ალისა გაფითრდა და მასთან მიახლოვება სცადა
- არა, არა არა ძვირფასო, არაა
- მე ის მიყვარს! მე ის მჭირდება გესმის? დამიბუნე!
ამ დროს ორი რამ ერთად მოხვდა. ალისა კლდეს მიუახლოვდა და რონალდი მათ დიდი სისწრაფით მიუახლოვდა
- ეს არ გააკეთო ალისა - შეევედრა ნოჰამი - გთხოვ, არ წამართვა მისი თავი, გთხოვ...
- დიადი ნოჰამი ქალის გადარჩენას მემუდარება - ხმამაღლა გაიცინა - იმ ქალის რომელსაც ჩემი სხეული აქვს და ჩემი ორეულია.
- მე ის მიყვარს! - რონალდმა ნოჰამს დამშივდების ნიშნად ხელი მხარზე დაადო
- და აი ესე უნდა დამთავრდეს ყველაფერი? ჩემი შვილი მოკვდა! ჩვენი შვილი! შენი პირველი ცოლის გამო, მან მუცელში დანა გამიყარა უმოწყალოდ, შემდეგ კი მომკლა ეს ვის გამო? მხოლოდ შენს გამო! მე კი შენი პატიება გადავწყვიტე! რადგან მიყვარხარ, გესმის? თავდავიწყებით მიყვარხარ... შენ კი გინდა წავიდე?
- მაპატიე, რომ მცოდნოდა ამის გაკეთებას აპირებდა გეფიცები ჩემი ხელებით მოვკლავდი. გთხოვ მოდი ვილაპარაკოთ
- ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, შენ კი არჩევანი გააკეთე ის აირჩიე. მე კი ჩემი ხელებით მოგკლავ, გაგანადგურებ მისი სიკვდილით.
- გთხოვ ალისა...
- მეც მიყვარხარ, მიყვარხარ.
ამ დროს როდესაც ალისამ ნოჰამს თვალი მოაცილა და ხელები გადასახტომად გაშალა, ტყვიის გასროლის ხმაც გაისმა. ალისას გულში მოხვდა ტყვია, ცისფერი სარაფანი კი წითელმა სისხლმა ჩაანაცვლა. კლდის მორევზე უგონოდ დაეცა. ნოჰამმა გარშემო მოავლო თვალი და რონალდი დაინახა რომელიც იარაღით ხელში უკვე ალისასკენ მირბოდა, გონს მოვიდა თუ არა თვითონაც გაიქცა. ალისამ თვალები ოდნავ გაახილა
- ნოჰამ, რონალდ - თვალიდან ცრემლენი სდიოდა
- არ ილაპრაკო ძვირფასო, არა - მისი თავი ფეხებში ჩაიდო და ჩვილი ბავშვივით დაუწყო რწევა
- თურმე როგორ გყვარებივარ... - ამოილაპარაკა სიმწრით - მეც მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
- ალისა - თვალიდან ცრემლი მოაცილა და რონალდს შეხედა
- წყევლა მოხსნილია ნოჰამ, დროა. - ალისამ თვალები დახუჭა და როდესაც მისი გული ძალიან ნელა ცემდა, ნოჰამმა ყელში ეშვები ჩაარსო. დიდი ხანი იყვნენ ესე სანამ ალისამ ხმამაღლა არ ამოიგმინა.
- ალისა - მევედრებელი ხმით დაელაპარაკა ნოჰამი.
მთელი საძმო ამ ცენას პირდაღებული უყურებდა, ლოლას კი ცრემლებით სახე დასველენოდა.
ბოლოს კი როდესაც ნოჰამმა თავი მის თმებში ჩარგო, გაიგონა ალისას ჩუმი ხმა.
მაგრამ ის ალისა აღარ იყო, შავი თვალებით.
მან ნოჰამს სისხლივით წითელი თვალებით შეანათა და ტკივილ მორეულმა ბოლო ხმაზე იკივლა.

გარდაქმნა, დღე პირველი.
ფილტვები მეწვის, გული საერთოდ აღარ მაქვს.

მეორე დღე.
მგონია ყველაფერი წითელია, სისხლივით წითელი,მგონი ჩემი სულიც, წითელია.

დღე მესამე.
ყველაფერი უკეთ მესმის, ვხედავ და ვგრძნობ. ლანდები მთლიანად მშთანთქავს...

დღე მეოთხე.
ჩემს სახეს ვუყურებ, თვალები... ის წითელია, სისხლივით წითელი.

დღე მეხუთე.
მხოლოდ სისხლის წყურვილი.

დღე მეექვსე.
უკეთ ვარ, მენატრება, სად არის?

დღე მეშვიდე.
მისი ხელით მასმევს, წითელ სითხეს, მიღიმის.

დღე მეცხრე.
უფრო ლამაზი ყოფილა, მხედველება გაორმაგებულმა უფრო ლამაზი მეჩვენა.

დღე მეათე.
მე ვამპირი ვარ.

სამი თვის შემდეგ.
საბჭოს სხდომაზე ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის, ვიღაცას ელიან. რამოდენიმე წუთში კარები იღება, მაღალი შავგრემანი კაცი შედის, ყველა შიშით ან ზიზღით უყურებს, თუმცა კაცს იმდენად ბედნიერი სახე აქვს არცერთი აინტერესებს.
შემდეგ საბჭოს სამ მთავარ ფიგურას უახლოვდება მათ გვერდით ჯდება და ლაპარაკს იწყებს.
- მე ნოჰამი ვარ, ყველამ იცით ვინც ვარ. მე აქ მშვიდობისთვის მოვედი, მე აღარ ვაპირებ იმის ჩადენას რასაც აქამდე ვაკეთებდი, მშვიდობა ადამიანებს და ვამპირებს! მაგრამ... - მაგრამზე ვამპირები უფრო დაიძაბნენ, ნოჰამმა თვალით ძმა მოძებნა და შეუმჩნევლად ჩაუღიმა - მე არ ვაპირებ უსაქმოდ ჯდომას, მოვითხოვ საბჭოს სრულ უფლებიამი მთავარი ფიგურა ვიყო. აბა რას ფიქრობთ? - ყველამ ერთმანეთს გადახედა შემდეგ ასაკოვანი ვამპირი წამოიმართა რაზეც ყველამ თავი დახარა, ნოჰამის გარდა.
- მშვიდობა ადამიანებს და ვამპორებს!! - დასტურის თანახმად ნოჰამს თავი დაუქნია. სხდომაზე რონალდმა გადაწყვიტა რომ მას აღარ ჰქონდა ძალა საძმოს მეთაურობისთვის და ადრიანს ირჩევდა ახალ მეთაურად, ლოლას და დანარჩენებს ადრიანის ყბაჩამოვარდნილ სახეზე გაეცინათ. ბოლოს მხოლოდ რონალდი და ნოჰამი დარჩნენ დარბაზში
- აბა როგორი გამოსვლა იყო? - ნოჰამმა ღიმილით შეხედა ძმას.
- იდეალური - ჩაიცინა რონალდმა
- ჩემი წასვლის დროა - ძმას ხელი ზურგზე დაჰკრა
- მე კი შენს ხალხთან უნდა მივიდე და საბჭოში გადმოსვლის ბრძანება გავაცნო - მხრები აიჩეჩა რონალდმა
- ცოტა გაგიჭირდება, ჩემნაირი ჯიუტები არიან.
- ნოჰამ, შენი მორჯულება კი მხოლოდ ალისამ შეძლო. - ღიმილით გახედა კართან მდგომ ძმას.
- ხვალ შემოგვიარე რონალდ და ხო მართლა, ალისას ახალ მოსული ფორთოხალი წამოუღე.
- რა თქმა უნდა - ბედნიერ ძმას თვალი გააყოლა და თვითონაც ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას.

****
მზე ახალ ჩასული იყო, ამიტომ ალისა წყლის ჭურჭლით გამოვიდა სახლიდან და ყვავილების მორწყვა დაიწყო თან ჩარკვიანის სიმღერას ღიღინებდა
- ალისაა - ზურგზე აეკრა და თავი საყვარელი ქალის თმებში ჩარგო.
- ვეღარ შემაშინებ, შენს სუნს კილომეტრებში ვგრძნობ. - სახე დაუკოცნა და ბოლოს რბილ ბაგეებს მიწვდა
- მიყვარხარ - უთხრა ვნება მორეულმა.
- წამოდი სახლში შევიდეთ - რამონიმე ნაბიჯი გადადგა და ნოჰამს დააკვირდა, სარაფანა რომელიც ეცვა ნელ-ნელა გაიხადა და ნოჰამის სახის დანახვისას სიცილი აუტდა.
- მიწვევ? - უთხრა და ალისასკენ ნაბიჯი გადადგა.
- როგორ ყოველთვის. - სწრაფად გაიქცა, ნოჰამიც უკან დაედევნა.
სიცილის ხმა კიდევ დიდი ხანი გამოდიოდა სახლიდან, ბოლოს კი ხმები მიწყდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ბედნიერება გაქრა, პირიქით მათი ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა, იმაზე დიდ ხანს ვიდრე შენ წარმოგიდგენია.



ვგიჟდები შენზე, როგორ მესიამოვნა ამის მეორედ წაკითხვა რომ იცოდე

 


№2  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ვგიჟდები შენზე, როგორ მესიამოვნა ამის მეორედ წაკითხვა რომ იცოდე

ჩემი ტკბილი ხარ შენ

 


№3 სტუმარი მარიამ.ოო

მიყვარს ეს ისტორია...
აზრიანი და ფანტასტიკურიაა ❤️

 


№4  offline მოდერი Tamta.k

მარიამ.ოო
მიყვარს ეს ისტორია...
აზრიანი და ფანტასტიკურიაა ❤️

ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№5  offline წევრი ჯინე

ფილმსაცკი ვერ ვუყურებ ვამპირებზე იმდენად მეშინია. ..შენ კი ეს შიში დამაძლევინე...მადლობა შენ

 


№6  offline მოდერი Tamta.k

ჯინე
ფილმსაცკი ვერ ვუყურებ ვამპირებზე იმდენად მეშინია. ..შენ კი ეს შიში დამაძლევინე...მადლობა შენ

მადლობა, ძალიან გამახარე❤️

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

ვაიმეეე ძალიან ძალიან დიდი ხანი ველოდი რომ ეს ისტორია სრულად დაგეედო რადგან საშინლად არ მომწონს რაიმის თავებად წაკითხვა და ნამდვილად გამაბედნიერე სრულად რომ დადე ძალიან გამიხარდა <3 მომწონს და ვგიჟდები ამ ისტორიაზე თავისი პერსონაჟებით სიუჟეტით და ყველაფრით. საერთოდ ვამპირებზე ყველაფერი მიყვარს და სულ ვუყურებ ხოლმე ფილმებსაც სხვათაშორის კარგი ფილმი გამოვიდოდა ამ ისტორიიდან <3 ნუ როგორც არის ბევრს აღარ ვიბოდიალებ უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს შეიძლება არ ვაკომენტარებ მაგრამ სულ ვკითხულობ ველოდები შენს ახალ ნაწერს და იმედია ძალიან მალე დადებ მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც <3 <3

 


№8  offline მოდერი Tamta.k

მარტო სახლში
ვაიმეეე ძალიან ძალიან დიდი ხანი ველოდი რომ ეს ისტორია სრულად დაგეედო რადგან საშინლად არ მომწონს რაიმის თავებად წაკითხვა და ნამდვილად გამაბედნიერე სრულად რომ დადე ძალიან გამიხარდა <3 მომწონს და ვგიჟდები ამ ისტორიაზე თავისი პერსონაჟებით სიუჟეტით და ყველაფრით. საერთოდ ვამპირებზე ყველაფერი მიყვარს და სულ ვუყურებ ხოლმე ფილმებსაც სხვათაშორის კარგი ფილმი გამოვიდოდა ამ ისტორიიდან <3 ნუ როგორც არის ბევრს აღარ ვიბოდიალებ უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს შეიძლება არ ვაკომენტარებ მაგრამ სულ ვკითხულობ ველოდები შენს ახალ ნაწერს და იმედია ძალიან მალე დადებ მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც <3 <3

იცი ახლა როგორ გამახარეეე?! ვერც კი წარმოიდგენ... ხშირად თუ გამოჩნდები უფრო გამიხარდება მართლაა❤️
მადლობა შენ ამ უთბილესი სიტყვებისთვის, გული გამითბე❤️
მეც მიყვარხარ შენ, როგორ არ უნდა მიყვარდე?!

 


№9  offline მოდერი მარტო სახლში

Tamta.k
მარტო სახლში
ვაიმეეე ძალიან ძალიან დიდი ხანი ველოდი რომ ეს ისტორია სრულად დაგეედო რადგან საშინლად არ მომწონს რაიმის თავებად წაკითხვა და ნამდვილად გამაბედნიერე სრულად რომ დადე ძალიან გამიხარდა <3 მომწონს და ვგიჟდები ამ ისტორიაზე თავისი პერსონაჟებით სიუჟეტით და ყველაფრით. საერთოდ ვამპირებზე ყველაფერი მიყვარს და სულ ვუყურებ ხოლმე ფილმებსაც სხვათაშორის კარგი ფილმი გამოვიდოდა ამ ისტორიიდან <3 ნუ როგორც არის ბევრს აღარ ვიბოდიალებ უბრალოდ მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია ძალიან მიყვარს შეიძლება არ ვაკომენტარებ მაგრამ სულ ვკითხულობ ველოდები შენს ახალ ნაწერს და იმედია ძალიან მალე დადებ მიყვარხარ შენც და ეს ისტორიაც <3 <3

იცი ახლა როგორ გამახარეეე?! ვერც კი წარმოიდგენ... ხშირად თუ გამოჩნდები უფრო გამიხარდება მართლაა❤️
მადლობა შენ ამ უთბილესი სიტყვებისთვის, გული გამითბე❤️
მეც მიყვარხარ შენ, როგორ არ უნდა მიყვარდე?!

არაფრის საყვარელო <3

 


№10  offline წევრი manonreom

ისეთი კარგი დასასრული ჰქონდა რომ მთლიანად გავითიშე. არასდროს არ მომწონდა ისტორიები ვამპირებზე ,მაქციებზე და ა.შ. მაგრამ ყველაფერი თავის ბალანსში იყო და ამან გამაოცა . ყოჩაღ .
--------------------
ი.მ.

 


№11  offline მოდერი Tamta.k

manonreom
ისეთი კარგი დასასრული ჰქონდა რომ მთლიანად გავითიშე. არასდროს არ მომწონდა ისტორიები ვამპირებზე ,მაქციებზე და ა.შ. მაგრამ ყველაფერი თავის ბალანსში იყო და ამან გამაოცა . ყოჩაღ .

ნეტავ იცოდე ახლა როგორი ბედნიერი ვარ.
მადლობა, დიდი მადლობა შენ❤️

 


№12  offline წევრი manonreom

Tamta.k
manonreom
ისეთი კარგი დასასრული ჰქონდა რომ მთლიანად გავითიშე. არასდროს არ მომწონდა ისტორიები ვამპირებზე ,მაქციებზე და ა.შ. მაგრამ ყველაფერი თავის ბალანსში იყო და ამან გამაოცა . ყოჩაღ .

ნეტავ იცოდე ახლა როგორი ბედნიერი ვარ.
მადლობა, დიდი მადლობა შენ❤️


მადლობა შენ ! მომწონს შენი სტილი და შენი ერთ-ერთი მკითხველი ვარ აწი.
--------------------
ი.მ.

 


№13  offline წევრი ყვავილი

საოცრებაა ძალიან კარგი ისტორიააა ბრავო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent