შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობლები 1 თავი


8-03-2019, 15:16
ავტორი Miako_mia
ნანახია 1 018

სანამ სურვილი გაქვს,მიზანად ისახავ რაღაცას,დიდი შემართებით ხარ და მთელს ძალებს იკრებ იმისათვის რომ შენ მიიღო ის რაც შენთვის საჭიროდ მიგაჩნია,აკეთებ ყველაფერ მისაღებს და მიუღებელსაც კი ! მაგრამ,როდესაც შედეგი ცხვირ წინ გაქვს,როდესაც მიღწეულით ცოტა ხანს ტკბები მალევე აანალიზებ, იქნებ ეს შენთვის არც არასდროს ყოფილა საჭირო ? იქნებ უბრალო აკვიატება იყო ბავშვური,იქნებ ხარბი თვალების ბრალია ყველაფერი ? იქნებ ის რაც გინდოდა და მიიღე შენ სულაც არ გეკუთვნის და სხვისია ...


თებერვლის სუსხიანი და მივარდნილი დილაა..როგორც იტყვიან ხოლმე,ძაღლსაც არ გააგდებს პატრონი გარეთო ზუსტად ისეთია ამინდია.
საწოლში ლოკოკინისებურად დახვეული გაჭირვებით ვშლი მუხლებს და ხოშიანად ვიჭიმები,ფეხის თითებიდან წამოსულ არაადამიანურ სიამოვნებას თმის ღერებამდე ვგრძნობ და ჩემდაუნებურად მეღიმება..საბანს მთელი სიფრთხილით ვიძრობ სხეულიდან და ოთახში დაბუდებული ოდნავი სიგრილე ძვლებამდე მატანს.
ფეხის თითებით ვეხები იატაკს და თითის წვერებით პატარა ბავშვივით გავრბივარ კარადამდე..
მახსენდება ისევ..
კარადაში ყველაფერი მისია დარჩენილი,ჯერაც ვერ გამიბედავს ხელის ხლება და გადაყრა,ჯერაც ვერ ეგუება ჯიუტი გონება იმ ფაკტს რომ ახლა მარტოდ დარჩენილს მომიწევს ცხოვრება,დაძინება მის გარეშე და ყოველი დილის დაწყება მისი კოცნის გარეშე.
სიმწრის ღიმილს ცრემლებამდე მივყავარ,მტკივნეულად გაჭედილ ბურთულად ვგრძნობ ყელში და კარადის კარს მთელი ძალით ვეჭიდები. დღემდე ისევ ისე მტკივა როგორც სამი წლის უკან მტკიოდა,ჩემდაუნებურად ვაანალიზებ ისევ ახლიდან ყველაფერს და ახლა ორმაგად კი არა ასმაგად მტკივა...დავიღალე,დავიღალე რომ ყოველი დღე მწარეა და თავს კუბოში გამოკეტილ ადამიანად ვგრძნობ. გაჭირვებით ვეცემი იატაკზე და გულამოფსკვნილი ტირილს ვიწყებ,გაყინულ თითებს გულმკერდზე ვილაგებ ძლიერად რადგამ ვიგრძნო რომ ცოცხალი ვარ,როგორც ყოველთვის უბრალო ტირილი ღრიალში გადადის მაგრამ დღეს რაღაც შეიცვალა...
სლუკუნით ვდგები და კარადის მეორე კარსაც ვხსნი,კარგად ვაჩერდები დანიელის ტანსაცმელს რომლებსაც ჯერაც სისუფთავის სურნელი ასდით,ხელს ვკიდებ შავ როლინგს და კარგად ვშლი ორივე ხელით,შემდეგ იატაკზე ვაგდებ,შავ როლინგს სხვა დანარჩენს ვაყოლებ და გაუაზრებლად ყელამდე ნატანჯი ორივე ხელით ვეჭიდები კარადაში დარჩენილ ტანსაცმელს და ისე ვყრი თითქოს ნაგავს ვიშორებ სახლიდან.
ფანჯარას ვხსნი და ტანსაცმელს ერთმანეთის მიყოლებით ვყრი ფანჯრიდან,მინდა ვიგრძნო თავისუფლება,მინდა ვიგრძნო სუფთა ჰაერი ისევე როგორც სხვები გრძნობენ..
ფეხზე სახლის ჩუსტებს ვიცვამ,ხალათს ვისხამ და კინეებზე ბრაგუნით ჩავდივარ. შემოსასვლელ კარს მთელი ძალი ვხსნი,კარი კედელს ეჯახება და ვჩერდები,უკან ვბრუნდები ვამოწმებ კედელს და როცა ვრწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა გზას განვაგრძნობ.
ხალათის ჯიბეში კარგად შენახულ ასანთს ვიღებ და ზემოდან ვაშტერდები ნამოქმედარს,თითქოს ოდნავ შვებას ვგრძნობ,ღრმად ვისუნთქავ ცივ ჰაერს და ასანთს ისევ ჯიბეში ვიდებ.. "ეს ამად არ ღირს ელი,ასანთის ღერს ბევრად უფრო კარგ საქმეებში გამოიყენებ " ვარწმუნებ საკუთარ თავს და ტანსაცმელს ისე ვტოვებ ეზოში როგორც გადმოვყარე თვითონ კი სახლში ვბრუნდები..
ნუთუ შეიძლება ადამიანი ისე გაქრეს შენი ცხოვრებიდან რომ ვერც კი ხვდებოდე რა მოხდა ? ან რატომ დაგტოვა ასე საცოდავ მდგომარეობაში?

ტელეფონზე ზარი საზიზღარი ფიქრებიდან მექაჩება და გაბრუეული ვპასუხობ ზარს
-შეძლებ რომ ბარბარე დაიტოვო ცოტა ხნით? -როგორც ყოველთვის ბავშვის ამბით შეღონებული ნანი ისევ მე მომმართავს..
-რა ხდება ?
-ირაკლის ნახვა მინდა.. იქნებ რა უჭირს ციხეში? რამეს წავუღებდი თან..
-სახლში ვარ,მოიყვანე ბარბარე -მოკლედ ვუჭრი და ყურმილს ვკიდებ.ტელეფონს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ და თვალებ მოჭუტული ვაკვირდები ყველაფერს,აშკარაა სახლს მოაკლდა ჩემი ხელი.. ღრმა ოხვრით გავდივარ მისაღებ ოთახში და კიდებ ერთხელ ვშლი ხელებს ვიწელები გემრიელად და ტელევიზორს ვრთავ,ვპოულობ ყველაზე კარგ მუსიკალურ არხს და ხმას კარგად ვუწევ რომ ყველა ოთახში შემოაღწიოს და გონება გამიფანტოს ავი აზრებისგან.

ორ საათიანი ჭიდილის შემდეგ ვასრულებ ბრძოლას სახლთან და მისავათებული სავარძელში ვებერტყები. კარზე კაკუნის ხმა არ მაცდის ბოლომდე ამოსუნთქვას და ნელი ნაბიჯებით ვუახლობდები შემოსასვლელ კარს.
ბარბარე კივილით მაფრინდება და სიცივისგან დაწითლებულ ლოყას ლოყაზე მახებს
-ლოგოლ მომენატლე -ეშმაკურად იცინის და ქუდს იძრობს თავიდან,კურტკის გახდაში ვეხმარები და ახლაღა ვამჩნევ ჩემს წინ დაძეგლებულ ნანის
-რატომ მიყურებ ასე ?-წარბებს ვკრავ
-ბარბარე მიდი ითამაშე რამით,უნდა ველაპარაკო ელის-მარტივი ხერხით იშორებს ბავშვს და ფეხზე იხდის
-ამიხსნი რა ხდება ?- გაოგნებული მის ანთებულ თვალებს ვერ ვარიდებ მზერას
-ეს ტანსაცმელი ??
-დანიელის არის კი-მხრებს ვიჩეჩავ და ტიჩებს ვბრიცავ
-რამ გადაგაწყვეტინა გარეთ გადაყრა ? მართლა გამაკვირვე
-და როდემდე შეიძლება რომ წარსულს მივტიროდე ? -ისეთ სახეს იღებს ნანი თითქოს რაღაცა გასაოცარი გაეგოს
-სამი წელია მისტირი და როგორც მოხდა მიხვდი რომ აღარ ღირს?
-მივხვდი..მივხვდი-მაინც გულდაწყვეტით ვპასუხობ და ცოტა საკუთარ თავშიც მეპარება ეჭვი..
დანიელზე საუბარი იზენაესს ტკივილს მგვრის და ვცდილობ თემა შევცვალო
-რაო ირაკლიზს რა თქვი ?
-ვიფიქრე ვნახავ თქო დღეს,გზაში რომ ვიყავი გადავრეკე და ნახვის დრო რომ არ მიწევს ვერ შევძლებთ შენს დახმარებასო ხოდა ბარემ გზად ვიყავი,მაინც შემოგირბინე -იღიმის და მის თვალებში ისევ ბავშვურ ნაპერწკლებს ვხედავ..
-აბა რა გეგონა ? -მეცინება და სამზარეულოსკენ მივაბიჯებ,უკან ნანი მომდევს-ბარბარემ რამე ჭამა დღეს ?
-კი ჭამა
-ალა ალ მიჭამია-თვალებ გაფართოვებული ბარბარე სამზარეულოს გარებს ასკდება და მუცელზე ისვამს ხელებს
-არ გაჭამა დედამ ხო?-ვუცინი და არას ნიშნას მიქნევს თავს ისიც
-ლას მაჭმევ?
-დედამ საჭმელი ვაჭამეო და იოგურტს დასჯერდები?-მაცივრიდან მარწყვის იოგურტს ვიღებ და ბარბარეს ვაწვდი კოვზთან ერთად.
-ისე თუ შეამჩნიე რომ ახალი მეზობლები გადმოვიდნენ შენს გვერდით?-ნანი ფანჯრიდან იჭყიტება ფარდას ამოფარებული
-მართლა ? არც კი შემიმჩნევია,ვინ არიან ?-გაოგნებული ვუახლოვდები ფანჯარას მეც
-რავიცი მეც ვერ დავინახე ჯერ ვინ არის
-ისე,თუ აანალიზებ რომ ბებერ ჭორიკნებს ვგავართ ახლა ?-გულიანად ეცინება ჩემს ნათქვამდე ნანის და ხელს ნაზად მკრავს
-ზოგჯერ საჭიროა
-კარგი გეყოფა რა-ფანჯარას ვშორდები და ადუღებულ წყალს ყავის გრანულებს ვასხამ ..
როგორც იქნა ნანიც შორდება ფარდას და კადრულობს დაჯდომას.
მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი სიმშვიდის მომგვრელია ჩემთვის,გულწრფელად მიხარია როცა ახლოს მყავს,ცოტა გონება გაფანტული კია მაგრამ რას იზამ ? მეგობარია ხომ არ მოკლავ ამის გამო..
მთელ დღეს ლაპარაკში და წარსულის გახნებაში ვატარებთ,რატომღაც ყოველი შეხვედრისას თემად ეს გვაქვს.
უკვე მოსაღამებულს კი ვაცილებ ბარბარეს და ნანის და ისევ მარტო ვრჩები ვეებერთელა სახლში ჩემს თავთან მარტო..
გარედან შემომავალი ხმა სიმშვიდეს მირღვევს და ახლა მე ვუცუცქდები უნებლიედ ფანჯარას.
ჩენს მოპირდაპირე სახლში ახალ ადამიანებს ვხედავ,როგორც დავითვალე სამნი არიან,სამივე ბიჭი,ცოტა მშურს კიდეც მარტო არ არიან ჩემსავით...
რადგანაც სამეზობლოში არავის ვიცნობ და საკმაოდ ჩაკეტილ ადაკიანად მიმიჩნევს ყველა,ვფიქრობ ნამცხვარი გამოვაცხო და ხვალ დილით ახალ მეზობლებს მივართვა,გავიცნობ მაინც და იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც..
კომოიუტერში ყველაზე მარტივად გასაკეთებელ ნამცხვარს ვპოულობ და ვცდილობ ზედმიწევნით შევასრულო ყველაფერი,ჩემდა გასაკვირად გამომდის კიდეც და წარბ აწეული ჯერაც არ გამომცხვარს ისე ვუყურებ თითქოს გემოც კი ვიცი უკვე..ღუმელში ვდგამ და საკმაოდ მალევე ცხვება,მაგიდაზე ვათავსებ ლამაზ სანნამცხვრე თეფშზე დადებილს და ზემოდან ფეხსახმლის ცარიელ ყუთს ვაფარებ,რა იცი რა ხდებას მიზნით..
თორმეტ საათზე საწოლს ვეჯაჭვები და თვალებს ვლულავ,მალევე მეძინება..
დილით კვლავ აურზაური მაღვიძებს,საბან შემოხვეული ფანჯარას ვხსნი და ვიხედები,ისევ ისინი არიან,სადღაც მიდიან ყიჟინით ხოდა ცოტა მორცხვს ზუსტად ეს მაწყობს მეც,უცბად ვიცვამ ტანსაცმელს და ნაცხვარს ვავლებ ხელებს,კარს ვხსნი და იქამდე ვდგავარ სანამ მათ წასვლაში არ ვრწმუნდები.
სახლის კარს ფრთხილად ვხურავ,ფხაკუნით გადავდივარ გზაზე და ახალი მეზობლების კარს ვუახლოვდები,გარეთ ვიღაც კაცი დგას
-ყველა წავიდა?-ვეკითხებო და გაოგნებული კაცი ჩემს ფეხსაცმლის ყუთიან ნამცხვარს თვალს არ აშორებს
-კი ყველა
-კარი ჭაკეტეს ?
-არა სახლს ვასუფთავებთ ამიტომ ჩვენს გამო ღია დატოვეს
-კარგია-ვიღიკი და კარს ცალი ხელით ვხსნი დიდი გაჭირვებით.
ვერ ვხვდები რას ალაგებენ უკვე დალაგებულ სახლში მაგრამ მაინც ამაყად მივაბიჯებ,სამზარეულოს მალევე ვპოულობ და მაგიდაზე ვდებ ნამცხვარს.. უკან ვტრიალდები რომ გავიპარო იქამდე სანამ დაბრუდნებიან მაგრამ ნამცხვარი ხომ უნდა გავსინჯო ? იქნებ ცუდია ?
ისევ სამზარეულოსკენ ვტრიალდები,უჯრებს ვხსნი და ვცლობ სადმე დანა ვიპოვნო..
ყუთს ვხდი ნამცხვარს და ვჭრი გემრიელ ნაჭერს ჩემთვის,თვალებ დახუჭული ვიქანებ პირში და ...



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ცუდი არ ჩანს.გააგრძელე და ვნახოთ ავა რა იქნება.იდეა კარგია. საინტერესო. წარმატებები და მალე დადე. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline წევრი Miako_mia

მორი-ელი
ცუდი არ ჩანს.გააგრძელე და ვნახოთ ავა რა იქნება.იდეა კარგია. საინტერესო. წარმატებები და მალე დადე. <3

მადლობა ❤ ხვალ დავდებ შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent