შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სითამამე თუ მოქმედება?(მეცხრე თავი)


8-03-2019, 23:47
ავტორი My lucky star
ნანახია 1 307

ალექსა შეუთანხმდა დემეტრეს და დავგეგმეთ რომ ხვალ ჩამოვიდოდა, ვგეგმავდი როგორ გამემწარებინა ტატო, არ ვიცოდი რატომ მინდოდა ეს, უფრო სწორად ვიცოდი, რადგან მომწონდა და როცა ნინუცასთან იყო ვეჭვიანობდი, ხოდა ეხლა ნახოს როგორია აიტანო ისეთი ქცევები, როგორც ისინი იქცევიან.
ღამე როცა ალბათ უკვე ყველამ დაიძინა ისევ ჰამაკში ვიწექი, დღეს როგორც ჩანს მარტოობა მინდოდა. ყურსასმენები მეკეთა და ჩემს ძმას ველაპარაკებოდი, როცა უცებ ტატო დამადგა თავზე, შემეშინდა და კინაღამ ჰამაკიდან გადმოვვარდი...
-კაი ვატ, წავედი, ტკბილი ძილი, ხვალ დაგირეკავ-მივაყარე
-კაი მიდი, მიყვარხარ-მითხრა ვატომ
-მეც-ვუთხარი და ზარი გაწყდა
-აქ რა გინდა?-ვკითხე გაკვირვებულმა
-რავი ვერ დავიძინე და გამოვედი-ეს მითხრა და სიჩუმე ჩამოწვა-შეყვარებულს ელეპარაკებოდი?-მკითხრა რაზეც გულში გამეცინა
-აუუ ეხლა ბიძაჩემივით ნუ მელაპარაკები, ყოველთვის რომ ცდილობს გამომტყუოს შეყვარებული მყავს თუ არაა-სიცილით ვუთხარი
-აუ არაა პროსტა საუბრის წამოწყება მინდოდა-მანაც გამიღიმა
-ხოდა გამოგივიდა, არა შეყვარებული არ ყოფილა, ჩემი ძმა იყო
-ააა შენ ხო ის ხარ, “ღლაპ” შეყვარებულებს რომ დასცინის-ირონიულად მითხრა
-რომ დავცინოდე ეხლა აქ არ ვიქნებოდი-თვალი ჩავუკარი
-და ისე მაინც რას გვერჩი?-ეს “გვერჩი” თავის თავზეც რომ თქვა ნერვები მომეშალა მაგრამ გავატარე
-არაფერსაც არ გერჩით-“თ”-ზე ყურადღება გავამახვილე-პროსტა არ მჯერა სიყვარულის-მხრები ავიჩეჩე და ისე ვუთხარი
-ოჰო, აი ეს მესმის, დამიჯერე არსებობს, თან ისეთი შეგრძნებაა რომელიც გაგაგიჟებს, ისეთ რამეს გაგაკეთებინებს რასაც შენ თვითონვე ვერ წარმოიდგენ, შეიძლება შეგცვალოს კიდეც მაგრამ ნებისმიერ ფასად, როცა შეგიყვარდება მაინც სიყვარულს არჩევ-წყნარად საუბრობდა, რაც მომწონდა
-შეიძლება, მაგრამ ეგ არის შეგრძნებდა რომელიც ახალი და უცხოა იმ დროსთვის, მაგრამ როდესაც ეს ახალი ორივესთვის ძველდება, აღარაფერი რჩება და ის სიყვარული უბრალოდ ქრება-ის ჰამაკის ერთ მხარეს იყო გადაწოლილი, მე მეორე, ორივე ცას შევყურებდით და ისე ვსაუბრიბდით
-თუ სიყვარული ეგრე ადვილად გაქრება, ესეიგი არც არასოდეს ყოფილა
-ხოდა მეც მაგას ვამბობ, ყველას სიყვარული ქრება და საბოლოოდ შვილი თუ არა სინანული გრჩება-ცინიკურად ვთქვი
-და თუ სიყვარული არ გექნებაა რითი უნდა იცხოვრო?-მკითხა ირონიულად
-კარიერა, გართობა, მეგობრები, ოჯახი-ჩამოვუთვალე
-და თუ სიყვარული არ არსებობს, რა გაკავშირებს ოჯახთან და მეგობრებთან?-მკითხა დაინტერესებულმა
-შენ და ალექსამ რა, პირი შეკარით?!-შევხედე და სიცილით ვუთხარი, მასაც გაეცინა-ხო ეგ სიყვარულია. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ვიცნობ ჩემს თავს და ვიცი მალე მომბეზრდება ვიღაცასთან ერთად დიდხანს ყოფნა, თორე “გასართობები” ეხლაც მყვანან და მერეც მეყოლებიან-ინტრიგა ჩავუგდე რადგან ჩემი გეგმა გამახსენდა
-მაშინ ნუ აღიქვამ ყველას ერთნაირად თუ შენში ხედავ პრობლემას-ისევ წყნარად აგრძელებდა საუბარს
-იცი ოცდამეერთე საუკუნეში რამდენი ოჯახი ინგრევა?!-ვკითხე გაღიზიანებულმა, ის კი დუმდა და მივხვდი რომ ამით “ბევრს” გულისხმობდა-და იცი ნახევარზე მეტი რატო ინგრევა?! იმიტომ რომ არ იციან რა უნდათ, აყოლილები არიან იმ გრძნობას რომელიც შენი თქმით, გცვლის, გაგიჟებს და შენთვის გასაკვირ რაღაცეებს გაკეთებინებს და რომელსაც ვნება უფრო ქვია ვიდრე სიყვარული, გონიათ უყვართ მაგრამ ქორწილიდან ერთ წელიწადში (და არ დაგავიწყდეს, ეს ქორწილიც იმიტომ შედგა რომ “შეყვარებულობის” უფრო მაღალი ეტაპი ვერ ნახეს და სხვა გზა აღარ ქონდათ) აღმოაჩენენ რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს და ცხოვრებისგან სხვა რამ უფრო სჭირდებიდათ, ვიდრე გამუდმებით ერთ ქალთან ყოფნაა, ან ყოველ დღე სახლში ჯდომა, ან ღამეების თენება, იმიტომ რომ შვილი ნაადრევ ასაკში გააჩინა და ეხლა ვეღარც მუშაობას იწყებს და ვეღარც გართობისთვის იცლის, არადა აქამდე ორივე სხვანაირ ცხოვრებას იყო მიჩვეული, შემდეგ კი ამთავრებენ თანაცხოვრებას, მაგრამ იმ სამმა წელიწადმა უკვე გაიარა და აბსოლიტურად სხვა ცხოვრება შეგრჩა იმისგან განსხვავებით რასაც ელოდი-დავამთავრე ჩემი სიტყვა მაგრამ ტონი არც ამიწევია ისე ჩამოვარაკრაკე ყველაფერი
-და თუ ვინმე მოვა და შეგპირდება რომ გამუდმებით ეყვარები და ერთფეროვანი ცხოვრებისთვის არ გაგწირავს, მაშინ რას იტყვი?-მკითხა დაინტერესებულმა
-პირობის დადება ადვილი, შესრულება ძნელი და მაინც თუ მას ვენდობი, მომიწევს გავრისკო და ისევე დავკარგო ჩემი ის ძვირფასი წლები, როგორხ სხვებს მოუვიდათ-უკვე ამ თემით შეწუხებულმა ვუთხარი
-ცხოვრებაში თუ არ გარისკავ, ვერაფერს მიაღწევ!
-ხო მაგრამ ჩემთვის რისკზე უფრო მნიშვნელოვანი ის შიშია რომელსაც ამ ყველაფრის წარმოდგენა მგვრის-ამის თქმისას თითქოს ხმა გამებზარა
-ანუ შენ გეშინია, არადა მამაცი გოგო მეგონე, მაგრამ თუ ეცდები ძალიან ადვილია იმ სტერეოტიპის დანგრევა, რაც შენ რამოდენიმე წუთის წინ ჩამოაყალიბე-მითხრა ნიშნის მოგებით
-აშკარად არ ვარ მამაცი-დანარჩენი რაც მითხრა უბრალოდ დავაიგნორე, წამოვდექი და ოთახში ავედი, ბევრი წრიალის შემდეგ ძლივს დამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა, სალომეს, ლიზას და ლოლას ჯერ კიდევ ექინათ, გავემზადე და ქვემოთ ჩავედი, ბიჭები თათია და ნუცა იქ დამხვდნენ
-პრივეტ, პრივეტ-მისაღებ ითახში შევედი და მივესალმე
-ოჰ როგორ მოხდა ადრე ადექი?-მკითხა ალექსამ
-რავი ღამეც ვერ დავიძინე, მთელი ღამე ვწრიალებდი-წუწუნით ვუთხარი და გვერდით მივუჯექი, ისე პირველად რაც ჩამოვედით, ნინუცა და ტატო ერთად არ ისხდნენ და მაგრად გამიკვირდა
-ვაიმე რა კარგია როცა დილა ასე იწყებება-გადავუჩურჩულე ალექსას
-და როგორ?-ხმამაღლა მკითხა, გავკირვებულმაა
-აუუ ალექსს მე გეჩურჩულები და შენ რა პონტში გაჰყვირი?!-ვუხარი და ხელი ჩავიქნიე, მეც ავდექი და სამზარეულოში გავდიოდი, როცა ალექსამ ისევ ყვირილით დამაწიაა
-ააა ვსო ეხლა მივდივხიი, ბაზარიი არაა ტოო-მართლა მივხვდი რომ მიხვდა მაგრამ ცოტა გვაინ, მოვიდა და ხელი ჩასარტყმელად გამომიწია
-აუუ რა გენიოსი ხარრ ეეე-ცინიკურად ვუთხარი და ხელიც ჩავურტყი
-სხვათაშორის სზოგადოებაში ჩურჩული არ შეიძლება-გაიწელა ნინუცა
-ვა შენ ეგეთებიც იცი?!-ნაგლი ღიმილით ვუთხარი-არაუშავს, ხმამაღლა რომ მეთქვა ისედაც არ გესიამოვნებოდა-თვალი ჩავუკარი და გავტრიალდი, სამზარეულოში შევედი, წყალი დავისხი და უკან დავბრუნდი
-უი ალექსს დემეტრეს ელაპარაკე?!-ვკითხე ეშმაკური ღიმილით რადგან სპექტაკლი იწყებოდა
-არა, რა ხდება?-ისიც ამყვა, ვგიჟდები ნუ ამ ბიჭზე
-დღეს აქ ჩამოდის-მეც ვუთხარი სხვები კი ჩუმად იყვნენ
-მოიცა შენ რატო გითხრა და მე არა?!-მკითხა “გაკვირვებულმა”
-ხომ იცი რატომაც-წამწამები კეკლუცურად ავუფახურე
-აჰჰ გასაგებია-მანაც ეშმაკურად გამიღიმა, ბავშვები კი გაკვირვებულები გვიყურებდნენ
-დემეტრე ვინაა?-იკითხა ლუკამ
-ჩვენი ძმაკაცი-უთხრა ალექსამ
-და როდის ჩამოდის?-იკითხა თათიამ
-დღეს ჩამოდის, როგორ მომენატრაააა-ვთქვი აღტაცებით, ალექსას კი ეცინებოდა ჩემს ქცევებზე, რატომღაც მართლა ძაან კარგ ხასიათზე ვიყავი, ავიღე დინამიკი და ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკა, “conga” მქონდა ჩართული და სულ უკანალის ქიცინით ავვარდი გოგოებთან, მუსიკებით გავაღვიძე, კი იწუწუნეს მაგრამ მაინც ადგნენ, მერე ოთხივე ქვემოთ ჩავედით და საგიჟეთი მოვაწყვეთ, ვიცეკვეთ მერე ვიმღერეთ, ბიჭები გვიღებდნენ და თან დაგვცინოდნენ, ბოლოს მართლა დაღლილები დავეყარეთ დივანზე
-აუფ დავიღალე-თქვა ლოლამ-შენ რა იყო, რა ენერგიაზე ხარ გოგო?-მითხრა მე
-რავი კარგ ხასიათზე ვარ-ამოვიოხრე და ისე ვუთხრა
-რატო?-მკითხა სალომ
-უიმეე რა იყოთ ხალხნო, რა უჟმური გამოგყავართ, მიზეზის გარეშე არ ვარ კარგ ხასიათზე?-ვთქვი წუწუნით, და ბავშვებს გადავხედე, როცა ალექსას სახეს შევეჩეხე, თვალები დამიბრიალა, თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ მერე გამახსენდა და დავამატე-მაგრამ მართალი ხარ, მიზეზიც მაქვს-წარბები შევათამაშე-დღეს ჩემი ბიჭი ჩამოდის-ვთქვი თუ არა გოგოები და არა მხოლოდ გოგონები დამესივნენ და მივხვდი მათ კითხვას უთქმელად
-ხო რა იყოთ, თქვენ თუ ჩემგან ფარუკად სიყვარულობდით მე რა არ შემიძლია?-ვთქვი უდარდელად და ტატოს ვადევნებდი თვალს, ნერვები მომეშალა დიდად ვერაფერი რომ ვერ შევამჩნიე
-შენ რა შეყვარებული გყავს?-მკითხა სალომ
-დაახლოებით-ისევ უდარდელად ვაგრძელებდი
-ანუ?-იკითხა ტატომ, როცა შევხედე აშკარად წამოცდა და ისე თქვა, მე კი ჩემთვის ეშმაკურად ჩავიცინე
-ანუ სიყვარული არ ამიხსნია მაგრამ ნუ ერთად ვართ რა, დაახლოებით ესე-წარბაწევით ვუთხარი, ამის შემდეგ თითქმის ყველამ მისაყვედურა “რატომ არ გვითხარიო”, ალექსაც მსაყვედურობდა და ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ გამცინებოდა, ალექსაც ასევე თან მსაყვედურობდა თან ღიმილი ეპარებოდა, გადავაგორეთ ეს თემა ძლივს და ამასობაში დემეტრემაც მომწერა რადგან გაბრთხილებული მყავდა ეთქვა
-აუ ალექს დემემ მომწერა ჩამოვედიო და წამო რა დავხვდეთ არ იცის სად უნდა მოვიდეს-ვუთხარი, ისიც წამოხტა და სახლიდან გავედით
-ანა დემე აქ არის ნამყოფი და სად მიგყავარ?-მითხრა, მაგრამ მაინც ჩაჯდა მანქანაში
-შევხვდეთ და დაველეპარაკოთ, აქ რომ მოვა მერე ამათ რას გამოაპარებ-ხელი სახლისაკენ გავიშვირე და ისე ვთქვი
-ხო კაი მართალი ხარ, დაჯექი-მეც ჩავჯექი და იქ მივედით სადაც დემეტრე იყო, მანქანიდან გამოვედით და ერთმანეთს შევხვდით
-როგორ მომენატრეე-მივვარდი და ჩავეხუტე, მართლა ძაან ახლოს იყო ჩვენთან
-მეც, მეც ძაან-გვითხრა ორივეს
-რას შვრები აბა, რა ხდებოდა გერმანიაში?-კითხა ალექსამ
-აუ რავი ვსწავლობდი და ვიყავი რა, ეხლა ვფიქრობ უნივერსიტეტში სად გავაგრძელო სწავლა
-ეჰ ისევ იქ წადი, ჯობია აქ მაინც არაფერს დაგიფასებენ-ვუთხარი, თან ხელი ჩავიქნიე
-ხო რავი მეც ეგრე ვფიქრობ რა, თქვენ რას შვრებით, მაგრად მომენატრეთ ტოო-სიცილით გვითხრა, ისე დემეც ძაან სიმპატიური იყო
-რავი ჩვენც ვართ რა, მორჩა სწავლა და ვგულაობთ-უთხრა ალექსამ
-ოჰო, ისე რაღაზე გამოხვედით ვიცოდი სადაც არის შენი სახლი-უთხრა ალქსას
-ხოო-ალექსამ კეფა მოიფხანა და გააგრძელა-რაღაც საქმე გვაქვს
-რა საქმე?
-რა და ჩემი შეყვარებული უნდა იყო-მივახალე მე
-რაა? მე? ანა ხო იცი როგორც მეგობარს ისე გიყურებ ტო-მითხრა დაბნეულმა
-აუ ხო მაგრამ უნდა გაითამაშო რა
-და რატო?
-იმიტომ რომ ერთი ბიჭი ვაეჭვიანო-დამნაშავე ბავშვივით ამოვილაპარაკე
-ოჰ, პატარა ქალბატონი არც ისეთი პატარა ყოფილაა-წარბები აწკიპა და ღიმილით მითხრა-და ვინ უნდა აეჭვიანო?
-შენ მითხარი დამთანხმდები თუ არა და ეგ მერე იყოს-ვუთხარი მე
-ხო იცი შენთვის ყველაფერს გავაკეთებ-მითხრა და მიმიხუტა
-ჯიგარი ხარ რაა-ვუთხრაი და მეც მოვეხვიე
-და მაინც ვინ არის?
-ეხლა არ გეტყვი, მივიდეთ და მაინტერესებს შენ თვითონ თუ
მიხვდები-ეშმაკურად ვუთხარი
-ვიღაც აშკარად შეყვარებულია-მითხრა წარბების თამაშით
-არა არ მიყვარს მაგრამ მომწონს-ამოვიბურტყუნე
-ვნახოთ, ვნახოთ-ისე თქვა მივხვდი ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა მაგრამ ესე იყო და ჰაა
-კაი წავედით მაშინ-თქვა ალექსამ და მანქანისკენ წავიდა, მეც მას ჩავუჯექი, დემე კი თავის მანქანით იყო. მივედით სახლთან
-იცოდე ყველამ იცის რომ შენ გიყვარვარ, მაგრამ მე ჯერ არ მითქვამს შენთვის რომ მეც მიყვარხარ, ხო კიდე ერთმანეთისთვის ნაკოცნი არ გვაქვს და შემ გერმანიაში არ ყოფილხარ-ვუთხარი და სახლში შევედით, დემე ჯერ გაშეშებული იდგა და ყველაფერს იაზრებდა, შემდეგ ისიც შემოგვყვა და მისაღებში შევედით
-ბავშვებო გაიცანით ეს დემეტრეა
-დემეტრე ესენი სალომე და ნიკა-ერთად არიან, ასევე ლოლა და ვასკა, ტატო და ნინუცა-ეს ამაზრზენად ამოვილაპარაკე-ეს ლიზაა, ალექსას და ლიზას მოსწონთ ერთმანეთი მაგრამ არ აღიარებენ-გადავუჩურჩულე დემეტრეს-ასევე ჩვენი მარტოსული ხალხი თათია, სანდრო და ლუკა
-სასიამოვნოა-თქვა
-ჩვენთვისაც-თქვა ყველამ ერთად, ტატოს გამოკლებით რომლის რეაქციებსაც ზედმიწევნით ვადევნებდი თვალს, თავიდან ილაპარაკეს, ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ კიდეც, ჩვეულებრივად ჩაიარა იმ დღემ, შემდეგ დღესაც საინტერესო არაფერი მომხდარა ღამემდე, სანამ მივხვდი რომ კაცი-შვილი არაფერს ამბობდა ჩემს დაბადების დღეზე და ამათ თუ ეს დაავიწყდათ, სათითაოდ გამოვჭრი ყველას ყელს, მაგრამ არაა ალბათ ვერ გავიმეტებ. 22-ში იყო ჩემი დაბადების დღე, ეხლა კიდე 21-ია 11 საათი, ჰამაკში ვწევარ და ვფიქრობ, რას გამიკეთებენ ხვალისთვის, იმედი მაქვს მართლა არ დავავიწყდები, ამ ფიქრებში ჩამეძინა, დილით კი ისევ ოთახში გავიღვიძე, ნაწყენი კი ვიყავი ღამე რომ არავინ მომილოცა მაგრამ რას ვიზამ, გავემზადე და ჩავედი ქვემოთ, მივესალმე ბავშვებს, არავინ არაფერი მითხრა, ნათესავებმა და ოჯახმა კი მომწერეს და დამირეკეს მაგრამ ამათ სიტყვაც არ დასცდენიათ, ჩავედი და უხმოდ, მოწყენილი დემესთან დავჯექი და მივეხუტე, ტატოს ვუყურებდი და ისევ “დასტოინი” სახე რაც ბოლო სამი დღეა ეგრე აქვს, ვხვდებიდი ეჭვიანობდა და ძალიანაც მიხაროდა მაგრამ ეხლა მაგის თავი არ მქონდა, მეკითხებოდნენ რა მჭირდა მაგრამ მეც ვამბოდი რომ უბრალოდ ხასიათზე არ ვიყავი და დღემ ეგრე გაიარა, შუადღემაც, საღამოს ლიზამ მითხრა რომ რაღაც უნდოდა ჩემთვის ეთქვა და გამიყვანა სახლიდან, ალექსაზე მელაპრაკებოდა, მეუბნებოდა რომ მოსწონდა მაგრამ ვერ ეუბნებიდა და მეუბნებოდა რამე მერჩია, მეც ვეუბნებოდი რომ არ იყო საჭირო მას გამოეჩინა ინიციატივა, მაგრამ დიდად ნახევარზე მეტი არ მომისმენია რას მელაპარაკებოდა და ამასობაში მემგონი მთელი ყაზბეგი ფეხით მომატარა და როცა სახლში მივედი...



ესეც ჩემი სარვამარტო საჩუქარი, იმედი მაქვს მოგეწონებათ, დამიწერეთ რას ფიქრობთ, რადგან თქვენი კომენტარები სულ სტიმულს მაძლევს მალე დავდო♥️♥️♥️ და გილოცავთ გოგოებო 8 მარტს♥️♥️♥️



ვაიმეეე, შემდეგ თავს მოველიიი, იცოდე არ დაიგვიანო რა

 


№2 სტუმარი სტუმარი Tamcho

როგორც ყოველთვის შეუდარებელია და ძალიან საინტერესო მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ძალიან მაინტერესებს რამოხდება მადლობა სარვამარტო საჩუქრისთვის ძალიან კარგი ადამიანიხარ ძალიან გთხოვ ახალი თავი არ დააგვიანო

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია, შემდეგ თავს მოველი

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია მალე დადე

 


№5  offline წევრი My lucky star

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეეე, შემდეგ თავს მოველიიი, იცოდე არ დაიგვიანო რა


ყველანაირად ვეცდები მალე დავდო❤️❤️❤️

სტუმარი Tamcho
როგორც ყოველთვის შეუდარებელია და ძალიან საინტერესო მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ძალიან მაინტერესებს რამოხდება მადლობა სარვამარტო საჩუქრისთვის ძალიან კარგი ადამიანიხარ ძალიან გთხოვ ახალი თავი არ დააგვიანო

დიდი მადლობაა♥️♥️♥️♥️ვეცდები არ დავიგვიანოო♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია, შემდეგ თავს მოველი


მადლობაა რომ კითხულობ❤️❤️❤️

მარტო სახლში
ძალიან კარგია მალე დადე


აუცილებლად????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent