შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი შენ ხარ.! #2


10-03-2019, 09:12
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 273

ზუსტად დათქმულ დროს, მოწესრიგებული ფორმით, პატარა ჩანთით, სრულ მზადყოფნაში იდგა თათია აეროდრომზე და ავიაკომპანიის კუთვნილ ავტომობილს ელოდა.. მალე ბრიფინგ ოთახში შეაბიჯა. რამდენიმე წყვილი თვალი მისჩერებოდა, ყველა რენდგენში ატარებდა ახალ ბორტგამყოლს. მორცხვად იდგა კარებში და მუხლებთან დაეჭირა შავი ჩანთა.. უამრავი კითხვა დააყარეს, მის ცოდნას ამოწმებდნენ. მალევე ავიდა ბორტზე.
-თათია ეს შენი ინსტრუქტორია, რვა სექტორს მასთან ერთად იფრენ.. -უფროსი ბორტგამყოლი მაღალ ბიჭთან ერთად მიუხლოვდა.-რეზი წიკლაური.-პირისპირ დატოვა და თავის საქმეს დაუბრუნდა.
-თათია ხო?-მხარზე გადაკიდებული ჩანთა კარადაში შეინახა, ხელები საქმიანად ერთმანეთს გაუსვა. -მოკლედ 28 საათს ჩემი ზედამხედველობის ქვეშ იფრენ, თუ ამ დროის ამოწურვის შემდეგ შენი მუშაობა არ მომეწონება, დამოუკიდებლად არ დაიწყებ მუშაობას და შესაბამისად ხელფასიც არ მოიმატებს.-ბორტის უკანა მხარეს გადაინაცვლა და დოლიძეც უკან გაჰყვა.მთელი მონდომებით ცდილობდა რეზის დასმული კითხვებისთვის სწორი პასუხები გაეცა..მაგრამ რათქმაუნდა პირველი ფრენის ემოციებმა იმდენად ააღელვა, რომ რამდენიმე შენიშვნაც მიიღო ინსტრუქტორისგან.
-ვითვალისწინებ იმას რომ პირველი ფრენა იყო შენი.! ამიტომ გითვლი ამ საათებს, შემდეგში კი გაითვალისწინე რომ ყველა ჩემს შეკითხვაზე პასუხი უნდა გქონდეს.! -მკაცრად უთხრა და თავისი ადგილი დაიკავა. კრუიზში (ფრენის ის ეტაპი, როცა თავისუფლად შეიძლება ბორტზე მოძრაობა.) რომ იყვნენ ზედამხედველისგან იღებდა მითითებებს და მომღიმარი სახით დადიოდა სავარძლებს შორის.
-უკაცრავად.-ბიზნეს კლასში კაცის ბოხი ხმა გაისმა მაშინვე გაჩერდა დოლიძე, სავარძელთან ოდნავ დაიხარა.
-დიახ გისმენთ?-მომღიმარმა, ყურადღებით დაუთვალიერა სახე..“ასეთები უმდა მრავლდებოდნენ.! „-გულში გაიფიქრა და სერიოზულად მომზირალ კაცს, ბნელ თვალებში ჩააშტერდა.
-გამაგრილებელი სასმელი მომიტანეთ თუ შეიძლება.-ისე უთხრა მისთვის არც შეუხედავს.დოკუმენტებს დაუბრუნდა და საქმიანად გადაფურცლა.სამზარეულოში გასულმა, სხეულის დამორჩილება სცადა.
-თათია რა გჭირს? როდის იყო ასე კანკალებდი კაცების დანახვაზე?! მითუმეტეს ისეთ კაცების რომლებიც ყურადღებასაც არ გაქცევენ!-მკაცრად, გულში ელაპარაკებოდა საკუთარ თავს და მიახლოვებული უფროსი ვერც კი შეამჩნია!
-თათია მგზავრი გელოდება.-მკაცრად გაიჟღერა რეზის ხმამ.
-დიახ ახლავე.-სასმელი ხელებში მოიქცია, ბაკუნით გაემართა საოცარი მგზავრისკენ.-აი ინებეთ.-მაგიდაზე დაუდო.
-მადლობთ.-„აი ვსო თათია ცოტაც და აქვე დაიღვენთები!“ საერთოდ არ მოსწონდა ეს ფაქტი. ზოგადად ასეთი ხასიათის იყო თათია დოლიძე, იშვიათად მოსწონდა ვინმე, მაგრამ თუ მოეწონებოდა აიკვიატებდა და სულ მასზე ფიქრობა. დიდი წარმოსახვა ჰქონდა და მასთან ერთად დაძრწოდა.!
-მოგეწონა ხო?-გვერდით მომღიმარი გოგონა ამოუდგა.
-რა?-დაიბნა და ისე გახედა მისნაირ ფორმაში გამოწყობილს.
-ეს დამიან ერისთავია.! მუდამ ჩვენი კომპანიით დაფრინავს. ჩვენთან ვერ ნახავ მდედრობთ სქესს ვინც მასზე უგონოდ შეყვარებული არ არის.! -აღფრთოვანებული საუბრობდა და სიამოვნების ფერები გადასდიოდა სახეზე.
- მკაცრი ჩანს!
-ვაიიჰ, ნუღა მალაპარაკებ თორეე.-სახესთნ ხელი დაინიავა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და მგზავრებისკენ წავიდა. ნაცნობ სავარძელთან ოდნავ დაიხარა, აშკარად რაღაც უთხრა ბატონ დამიანეს და შემდეგ ორივე საპირფარეშოსკენ წავიდნენ..
-ეს შენ არ გაიმეორო!-გვერდით დაუდგა წიკლაური და ხელები გადაიჯვარედინა.-მაღლა ხალხი ჰყავს და ვერავვინ ვერაფერს უბედავს.აი შენ კიდე ისე გაგიშვებენ არც კი დაფიქრდებიან! -გვერდულად ჩაეღმა. -მეგობრული რჩევა, არავის ენდო! აკეთე შენი საქმე მხოლოდ.- ათ საათიანი ფრენის შემდეგ ისევ დაეშვა ემბრაერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მთლიანად დაცლილი გამოვიდა გარეთ..
-წამო გაგიყვან სახლში.-მანქანისკენ ანიშნა ინსტრუქტორმა.
-არ შეგაწუხებთ.-ჩანთა მხარზე შეისწორა.
-წამო წამო. ნუ გრცხვენია.-გაიცინა რეზიმ და გზა გადაკვეთა.-თან უკვე გვიანია და მარტო ხომ არ ივლი..
-დიდი მადლობა, ბატონო რეზი..
-რა ბატონო გოგო გაგიჟდი?-ახარხარდა წიკლაური და უკანა სავარძელზე დადო ჩანთა.-შენზე დაახლოებით შვიდი წლით უფროსი ვიქნები ალბათ მეტი კი არა.ხო და მკაცრი მხოლოდ სამსახურში ვარ, ისე შეგვიძლია ვიმეგობროთ კიდეც.
-შენთვითონ არ თქვი არავის არ ენდოო?-სიტყვები გაუმეორა და კეკლუცად გახედა.
-ეგ გოგოებს არ უნდა ენდო! -თვალი ჩაუკრა და ძრავი აამუშავა. უკვე მტრედისფერი იყო ცა სახლში რომ შევიდა, ფორმა სასწრაფოდ გაიხადა.. ფეხები ისე ტკიოდა ტერფს მთლიანად ვერ დგამდა..ფარდები ჩამოაფარა, მთლიანად ჩააბნელა ოთახი და ტკბილ ძილს მიეცა.
***
თბილისსში დაბრუნებულს, უამრავი ზარი დახვდა ნათლულისგან. მალევე გადარეკა ნაცნობ ნომერძე.
-რა იყო კეკე? არ ვიყავი ქვეყანაში.
-ვაიმე დამიანუს.! -აყვირდა გოგო.- დამიან მიშველე რაა.-მალევე დაწვრილა ანდრონიკაშვილმა ხმა.
-გისმენ პატარავ რა იყო?-მანქანის კარები გახსნა და საჭეს მიუჯდა.
-დედამ სახლიდან გამომაგდო..-შეპარვით თქვა.
-რა დააშავე?
-დამიანე როგორ ლაპარაკობ? რა უნდა დამეშავებინა?! გინდა თუ არა სამკურნალო ხარო და ექიმთნ მიპირებდა წათრევას.!
-ჩემთან მოდი და ვილაპარაკოთ.! -ხმა გაუმკაცრდა ერისთავ
-მიყვარხარ ძალიან.!
-აფერისტო.-თქვა და ტელეფონი მეორე სავარძელზე დააგდო. მშვიდი სახით მართავდა მანქანას. მე უცებ რაღაც შევამჩნიე! მის მზერაში გაკრთა უცებ.! დიახ დიახ აქ რაღაცამ გაიელვა.. მშვენივრად ვიცნობ ამ კაცს და ვერაფერს გამომაპარებს.! არც ის გამომრჩენია ახალ ბორტგამყოლს როგორ უყურებდა! კოჭებიდან რომ დაიწყო და ლამის კაბის ქვეშ რომ შეუძვრა.! არა ასე არავის მიუზიდავს! ისე უმზერდა პერანგის პატარა ჭრილიდან გამოკვეთილი ლავიწები, სულ დაკოცვნის სურვილს უჩენდა.!
სახლთან მისულს, კიბეებზე ჩამომჯდარი ნათლული დახვდა, თავისი ჩემოდნით.! უკმაყოფილოდ გაოლოკა ტუჩები და უკვე გახსნილ კარში ჯერ გოგონა შეატარა. არ ეთმობა თავისუფლება, მაგრამ სიტყვას ვერ გატეხავს.! წლების წინ მის ხელებში სულს რომ ლევდა უფროსი ანდრონიკაშვილი შვილის პატრონობა თხოვა! ვერ გაუცრუებს იმედს ძველ და კარგ მეგობარს.! დანაპირებს შეასრულებს და ბოლომდე თეკლა ანდრონიკაშვილის გვერდით იდგება.!
-გამომიშვა ქეთინომ.! -დაბალზე შეჭრილი თმის ქოჩორი შეისწორა..
-ოოო, და გინდა ჩემთან დარჩე?
-ჰოო რა, ძმურად გოგობესაც გავიყოფთ.. -გადაიხარხარა და სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა.
-არაა.!-წარბი ზევით აზიდა და ირონიულ ღიმილი ესროლა ნათლულს.ტუჩებს შორის მოქცეული ღერი გამოართვა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.-აქ ორგიებს არ გამიმართავ.!
-კაი კაი რა ბებერი კაცივით ლაპარაკობ, შე*ემა.
-ამას უყურე რაა.-ჩაეღიმა და თავში ხელი წამოარტყაა..
-მარტო მეგობერებს ამოვიყვან ხოლმე.. -ხელები მაღლა აწია და გაიცინა.
-კაი ხო.. მიდი აიტანე შენი ბაგრი-ბარხანა.. -წინ გაუძღვა ნათულულს და ოთახი აჩვენა.-ახლა ისეთი დაღლლი ვარ შენი თავი არ მაქვს ნამდვილად.! მოკლედ მე შხაპს მივიღებ და ვიძინებ.ხოდა..-თითი სახესთან დაუქნია.-სანამ არ გამეღვიძება შენი სუნთქვის ხმაც კი არ გავიგო.!
-კაი პატარავ.! -სიცილით უთხრა და ჩანთა შეიტანა ოთახში.
ტკბილად ეძინა დამიანე ერისთავს.! კი უთხრა კეკეს სუნთქვამაც არ შემაწუხოსო მაგრამ.. ვიღაცის სიცილი ისე საშინლად ხვდებოდა ყურში ლამის ჭკუიდან გადავიდა მძინარეც კი.! ფეხზე წამოდგა და წელს ზემოთ შიშველი დაეშვა კიბეებზე.
***
კიბის ბოლოში ყველაზე სასურველი მგზავრი რომ დაინახა დოლიძემ, თანაც ასეთ მდგომარეობაში პირში დაგროვილი სითხე გადასცდა და ლამის ხველებით მოკვდა.!


****
დილა მშვიდობისა მეგობრებო. <3
გუშინ უნდა დამედო ახალი თავი და საიტი არ მუშაობდა. <3 იმედია მოგეწონებათ.. ნელ-ნელა უფრო განვითარდება მოვლენები. <3



№1  offline წევრი mia miako 15

კარგი ისტორია.მომწონს ძალიან.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Gemini mood

Dzalian dzalian momwons da minda rom gaagrdzelo da es tavebi cota mepataravrba gamixardeba tu cota did tavs shemogvtavazeb shemdgomshi❤warmatebebii da geli axali tavit❤❤

 


№3  offline მოდერი Phoenix..

Gemini mood
Dzalian dzalian momwons da minda rom gaagrdzelo da es tavebi cota mepataravrba gamixardeba tu cota did tavs shemogvtavazeb shemdgomshi❤warmatebebii da geli axali tavit❤❤

Gavzrdi aucileblad❤️Mixaria Tu mogwobt ^_^

 


№4  offline მოდერი მარტო სახლში

კარგი იყო <3

 


№5  offline მოდერი Phoenix..

მარტო სახლში
კარგი იყო <3

მადლობა❤️

 


№6  offline წევრი LittleSnake

საინტერესო თავი იყო.
ბევრი რამ გველის აშკარად წინ და
ველოდები მოვლენების განვითარებას და ახალ თავს :D <3

 


№7  offline მოდერი Phoenix..

LittleSnake
საინტერესო თავი იყო.
ბევრი რამ გველის აშკარად წინ და
ველოდები მოვლენების განვითარებას და ახალ თავს :D <3

ნამდვილად ნამდვილად ბევრი რამ გელით წინ ❤️მიხარიაა თუ მოგწონთ^_^

 


№8  offline წევრი Takson

ახალი თავი როდის იქნება ?

 


№9  offline მოდერი Phoenix..

Takson
ახალი თავი როდის იქნება ?

დაახლოებით რამდენიმე საათში. <3

 


№10  offline წევრი Takson

Phoenix..
Takson
ახალი თავი როდის იქნება ?

დაახლოებით რამდენიმე საათში. <3

Daamate ? ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent