შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #9 (+18)


10-03-2019, 22:15
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 504

9.

ელიზაბეტი*:

-კარგი, ვაღიარებ მაგრად ვიხალისე, რომ ვუთხარი შემეჩვიე მეთქი. მისი სახე უნდა გენახა- გადავიკისკისე და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი რაფელს გადავაწოდე. დივანზე ერთად ვიჯექით. ფეხები მასზე გადამელაგებინა და ტელევიზორში ალბათ ყველაზე უაზრო გადაცემას ვუყურებდით.
-ერთერთი ცნობილი ფრაზა უნდა გამოვიყენო, “ვერ გეტყვი, იქ უნდა ყოფილიყავი”.
-რაღაც, ძალიან აჟიტირებული ხარ. ზედმეტად დააჩქარე მოვლენები. არა?
ეჭვის თვალით, ინფორმაციისგან ნასიამოვნებმა გადმომხედა რაფაელმა და მუხლზე მომეფერა.
მხრები ავიჩეჩე.
-საკუთარი მსახიობობით კი, ნამდვილად ბადალი ვერ მეყოლებოდა.
-იქამდე უნდა გააქაჩვინო, სანამ ძაღლები ყეფვით არ დაადგებიან თავზე და ამავდროულად ემოციურ დონეზე, სიყვარული ბოლოს მოუღებს.
კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე. საკუთარი ფიქრებით იმდენად ნასიამოვნები იყო, მეორე ღერს მოუკიდა და ჩუპა-ჩუპივით მოქაჩა. ჩამეცინა.
-მოწონებით მოვწონვარ. სიყვარულის რა გითხრა.
- მე პირიქით ვფიქრობ. მაგ ბიჭს ასე თუ ისე ვიცნობ. იმედია შენნაირი არ არის, თორემ ყველაფერს წყალში ჩამიყრით.
მალევე შეეცვალა ხასიათი და სიგარეტი ნაჩქარევად დააბოლოვა.
-ჩემნაირი?!
-ისედაც იცი, რომ მიყვარხარ, ელიზაბეტ- როდესაც ასე, მთლიანი სახელით მომმართავდა, არასდროს იყო კარგის მომმასწავლებელი. თვალები შეუმჩნევლად ავატრიალე. - თითქმის სამი წელია. ერთადაც კი ვცხოვრობთ ახლა, მაგრამ რა.. კი ეუბნები იმ ლაწირაკ დამიანეს მიმეჩვიეო და შენ დავიჯერო ვერ შემომეჩვიე?!
ხმა გაუმკაცრდა. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. სადაც იყო ამომმვარდებოდა ვერ ნათქვამი სიტყვების გამო. თვალები ერთმანეთს მყარად დავაჭირე და ვეცადე ყველაფერი არ გამეხსენებინა.
-ალბათ, სხვანაირად რომ დაგეწყო ყველაფერი, მოგეჩვეოდი კიდეც.
ხმა ჩამიწყდა. ხასიათი საერთოდ წამიხდა და ფეხები რაფოს მოვაშორე. დივნის კუთხეში მოვიკუნტე, ისე რომ მას საერთოდ აღარ ვეხებოდი.
-მაგარი ‘დამპალი’ გოგო ხარ, ელიზაბეტ.
ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ტელევიზორში არხი შეცვალა.ხმა არ გამიცია. რაიმეზე უნდა გადავრთულიყავი თორემ ფიქრები წარსულზე, ჩემი და რაფაელის ურთიერთობაზე ერრთიანა მაცლიდა ყველანაირ ნამუსს რაც კი გამაჩნდა. მეგობრები არ მყავდა, არც ჰობი გამაჩნდა, ასერომ ისევ რურუაზე ფიქრს დავუბრუნდი. იქ გავჩერდი სადამდეც რაფაელს მოვუყევი. მას მერე რომ გიჟივით გამოვვარდი არ მითქვამს, თორემ ისევ კაცთა წესების ჩამოთვლას დამიწყებდა. მსახიობი მართლაც კარგი გამოვდექი, მაგრამ ახლა, რომ ვიხსენებდი რაც ვუთხარი და როგორც, ცოტა არ იყოს საკუთარი თავი მაშინებდა. ზედმეტადაც რომ შევჭრილიყავი ეჭვიანობის როლში, ასეთი რეაქცია ჩემში არ უნდა გამოწვეულიყო…


დამიანე*:


-იცი მაინც, რომ უკვე ალბათ მეხუთე მაღაზია მომატარე?
შევჩივლე ნიკუშას და მოლის სკამზე მოწყვეტით დავეშვი.
-ხუთი არაფერია დამიანე, უნდა მიეჩვიო. გოგოები მინიმუმ ოც მაღაზიას იცვლიან და მაინც ვერ არჩევენ იმას, რაც უნდათ.
-ამხელა ოფიცერი კაცი მაინც არ იყო, რას ცანცარებ ერთი.
გამეცინა მის ახსნა განმარტებებზე.
-ჯერ ერთი, ლეიტენანტი. მეორეც, რაიყო კლიენტები გყავს დღეს თუ რას მაჩქარებ?
-არა, არ გაჩქარებ. დავიღალე. მოგებაძა ჩემთვის და პირველივე მაღაზიაში გეყიდა.
მხრები ავიჩეჩე და თვალებით ჩემს პარკზე ვანიშნე.
-ოჰ, დამიან რურუა, ყველას შენსავით შავი ფულები არ გვილაგია ჯიბეებში რომ დიზაინერის შეკერილი შარვალ კოსტუმი ჩავიცვათ გამოსაშვებზე.
გამაჯავრა, მაგრამ ამით ჩემს სამუშაოს უფრო წაკბინა. თვალები ავატრიალე.
-გეთქვა თუ მოგეწონა, გგონია შენთვის მენანება რამე? მოგცემდი.
-მიცემ-მოცემაზე ასე გახსნილად ნუ საუბრობ შენ.
ხმამაღლა გადაიხარხარა და კიდევ ერთი მაღაზიისკენ გაიწია.
-მიეჩვიე დამიან, ყინულის პრინცესას რომ გაყვები ასარჩევად, მინიმუმ ოცს შემოგატარებს. მერე გამიხსენებ ძმაკაცს რომელსაც ხუთ მაღაზიაზე ეწიწუნე.
სახე მოისაწყლა.
-მგონი ნატალია მაღაზიებში არ დადის.
- აი ეხლა მართლა სისულელეს ამბობ. ყველა ქალი დადის. შესთავაზე.
-როგორ მოხდა, რომ არ კბენ?
- შენს გვერდით რომ ვხედავ მაშინ მაღიზიანებს.
-მგონი ეჭვიანობ შენ.- მხარი გავკარი ძმაკაცს.
-ეგეც მართალია, გოგოს გვერდით ამდენი ხანი არ მინახიხარ.
-ეგ ცუდია, თუ კარგი?
ეჭვით გავხედე.
-ამ სამყაროში ორი სახის ადამიანები არსებობენ. იმედგაცრუებული რომანტიკოსები და რეალსიტები. აი რამის დაბადებიდან გიცნობ და დღემდე ვერ ვხვდები შენ რომელი ხარ.
სიცილით გადმომხედა ნიკუშამ., მის ნათქვამზე პასუხი არც მე მქონდა.
-ეგ ნატალიას გამო მითხარი?
- ხო, ნატალიას გამო. ვსო ამას ვყიდულობ- თვალი შეავლო ღია ნაცრისფერ შარვალ-კოსტუმს და გადასახდელად წავიდა.
სანამ ნიკუშა ყველაფერს მოაგვარებდა დრო ვიხელთე და ყინულის თვალებას გადავურეკე.
-რას იტყვი გამოსაშვებისთვის რომ საყიდლებზე წამოგყოლოდი?
შევთავაზე, თუმცა გულის სიღმეში მინდოდა დადებითი პასუხი მომეღო. ვერ გავთვალე ნატალიას არაპროგნოზირებადობა და მისმა პასუხმა მოლოდინი ოდნავ წამიხდინა.
-უკვე რომ არჩეული მაქვს, გეწყინება?
-კი მაგრამ, როდის მოასწარი?
გამიკვირდა, მაშინვე ის გამახსენდა, პირველად რომ კაფეში დავპატიჟე ნიკუშასთან ერთად, როგორ სწრაფად დალია კაპუჩინო. ისე რომ აზრზეც ვერ მოვედი.
-არ მომისწრია. გამოვიწერე და პირდაპირ სახლის კართან მომიტანეს.
გაიცინა. ეს სიცილი სისხძარღვებს და თვალის გუგებს მიფართოებდა.
-ხედავ?! ფოსტალიონმაც კი იცის შენი მისამართი, ჩემგან განსხვავებით.
ოდნავ გაღიზიანებულმა ჩემსკენ მომავალ ნიკუშას გავხედე. ტუჩების მოძრაობით ვანიშნე ნატალიას ველაპარაკები მეთქი და უხმოდ ამიბა გვერდი. მოლიდან გამოვედით.
-კარგი რა, დამიანე. ახლა ფოსტალიონზე ეჭვიანობ?
-არა, არაფერი მაქვს საეჭვიანო.
- შენზე სიმპატიური მაინც არ იყო.
თითქოს დამამშვიდა, მაგრამ მის ხმაზე ვატყობდი, როგორ მაღიზიანებდა და მიწვევდა. წარმოვიდინე როგორ უნათებდა მისი ლურჯი თვალები მაცდურად და როგორ სიამოვნებით დავუკოცნიდი თითოეულ მათგანს.
-აჰა, ანუ შეთვალიერება კარგად მოასწარი არა?!
ჩემი ნათქვამი და მისი ხარხარი ერთი გახდა.
-დაწყნარდი, ქალი იყო. შენზე უკეთესი რომ ყოფილიყო, თვალებს დავთხრიდი.
-ჰა?!
-შენზე კარგი არავინ უნდა არასებობდეს, დამიანე.
-როგორი ეგოისტი ხარ, ნატალია.
თავი ღიმილით გავაქნიე. ჩემს სიტყვებზე ნიკუშას ჩაეცინა, ანუ მეთანხმებოდა რომ ნატალია მართლაც ეგოისტი იყო.
-ხოდა, შენს ეგოისტ გოგოს გამოსაშვებამდე განტვირთვა სჭირდება.
-რამე იდეა გაქვს?
-ორი დღეა დარჩენილი. თუ შენი წინადადება კიდევ ძალაშია.. შემიძლია ორი ღამით ჩაგისახლდე და ის ვაკეთოთ რაც მოგინდება.
წინადადება დაასრუალა თუარა, სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა და ოდნავ შევბარბაცდი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ხმა უნდა ამომეღო. რათქმაუნდა მინდოდა!
-ბლინებსაც გაგიკეთებ და წვნიანსაც.- ჩაიცინა. ეს წაქეზება იყო.
-ერთი პირობით, ამის მერე მსგავს აღარ მკითხავ. როცა გინდა მაშინ დარჩები. მგონი უცხოები არ ვართ.
დინჯად ავუხსენი, ვცდილობდი სიხარული გამომეხატა, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. შეიძლება ჩემს გვერდით მყოფი აბესაძის გამოც ვიკავებდი. ვხვდებოდი, შეყვარებულს ჯერ კიდევ ვერ მეგუებოდა.
-კარგად გამოგდის შეყვარებულობა. საღამოს შენთან გავჩნდები.
გამიცინა ტელეფონში.
-დაბლა ვიქნები საღამოს.. ოფისში და იქ ჩამოდი.
-არის, უფროსო. ნიკუშა მომიკითხე.
მხიარულად გამითიშა. ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. რა იცოდა მასთან ერთად რომ ვიყავი?!
-ნატალიას ესაუბრე?
ვკითხე ნიკუშას როცა მანქანაში ჩავსხედით.
-მე? არა გეშლები.
-ნიკუშა მომიკითხეო.
-მერე გიკვირს? მაგანაც შეატყო როგორი უჟმური ხარ, რომ კოსტუმის საყიდლად მარტო წასვლა შეგეზარებოდა.
დამცინა ძმაკაცმა და მანქანა დაქოქა.
-ეგეც მართალია, მაგრამ უჟმური არ ვარ.
სიცილით შევუღრინე და ღვედი კარგად გადავიჭირე.პოლიციის მანქანით მგზავრობისას თავს ყოველთვის უცნაურად ვგრძნობდი.
- შენც იმაზე ფიქრობ, რაზეც მე ხო?- გადმომხედა ნიკუშამ. ჩავიცინე და თავი დავუქნიე. სახლთან დამტოვა. სანამ ნატალია მოვიდოდა სუპერმარკეტში შევიარე. ბევრ სასუსნავთან ერთად ორი ბოთლი წითელი ღვინოც წამოვაყოლე ხელს და სახლში ავედი. ფილმებში მინახავს, ყოველთვის რომანტიულია, როცა გოგოს ბიჭი სახლში რაიმეს უწყობს. მტვრები მსუბუქად გადავწმინდე. საკუთარი ოთახი შეძლებისდაგვარად მივალაგე. სასუსნაოები სამზარეულოში დავტოვე და ღვინო ორ ჭიქასთან ერთად სარდაფში ჩავიტანე. მახსოვდა, ნათქვამი ჰქონდა რომ აქაურობა მოეწონა. “მყუდრო” იყო.
ბინძური ნარკოტიკი უჯრებში ჩავტენე და მგონი უკვე ყველაფერი მზად მქონდა, როდესაც ნატალიას მსუბუქი ნაბიჯების ხმა მომესმა. თვალი ჩემამდე მაგიდაზე დადებულ ღვინოსა და ჭიქებზე გაექცა. ცალი წარბი ზემოთ აზიდა და ოდნავ გაკვრვებულმა გადმომხედა.
-აქ.. რახდება?- ღიმილით მკითხა, მომიახლოვდა და კისერზე ხელები შემომხვია. მსუბუქად მაკოცა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა. პატარა ზურგჩანთა ჰქონდა. ძალიან უბრალოდ ეცვა, ჩვეულებრივი მაისური და ფართე ჯინსები.
-შენ გელოდებოდი. განტვირთვა გინდოდა, არა?
-შენ ალკოჰოლიკად მაქცევ- გამიცინა და იქვე ჩამოჯდა.
-არ მოგწონს?..
ცოტაც და იმედები გამიცრუვდებოდა. ალბათ უნდა მესწავლა რომ რაც ფილმებში ხდება რეალურად ყველაზე ბანალურია, ან სულაც არ ასოცირდება რეალობასთან.ალბათ ამაზე მეტი შემეძლო.
-რას ამბობ, დამიან. საუკეთესო ხარ!
თვალები დამიხამხამა და მანიშნა მის გვერდით დავმჯდაიყავი. არ დავაყოვნე. მაშინვე ვიგრძენი ის მძაფრი, გრილი არომატი რომელიც ვერცერთ პარფიუმს ვერ შეედრებოდა. უხერხულად გადავხვიე ხელი და საზურგეს მივეყრდენი.
-ლეპტოპიც მოგიტანია.
-ხო, ვუყუროთ რამეს თუ გინდა.
-ეროტიკას?- დამცინა და მკერდზე თავი მომადო. ჩამეცინა. როგორც ვატყობდი ჩვენს პირველ ღამეს ორივე ძალიან დავცინოდით.
ოდნავ წამოვიწიე და პირველივე ფილმი ჩავრთე, რაცთვალში მომხვდა.
-ეროტიკის ეკრანიზაცია რეალურად გავაცოცხლოთ, თუ ასე ძალიან გინდა.
ღვინის ბოთლს საცობი მოვხადე და ჭიქები სანახევროდ გავავსე. პატარა ხელი ჭიქას მოხვია და ტუჩებთან მიიტანა.
-მიხარია, რომ გაგიცანი.- გამიღიმა და ღლუპი მოსვა.- გემრიელია, შენ აარჩიე?
-კი, ჩემი საყვარელია. ესპანური. 2011წლის გამოშვებაა. მსუბუქი და მშრალი.
-რაღაც კარგად ერკვევი ხო, ასეთ რაღაცეებში.
ჩაახველა და საზურგეს მსუბუქად მიეყრდნო.ცალი ფეხი ზემოთ ასწია და იდაყვი ჩამოაყრდნო.
-შეძლებისდაგვარად.
გავუღიმე ამაყად და ღვინო მოვსვი.
-არ მანახებ კოსტუმს?
-შენ არ მანახებ კაბას?
-კაბა არ არის, კომბინიზონია.
თვალები ვჭყიტე. ახლაც ყველანირი უბრალოების საზღვრებს გასცდა ჩემი უბრალო ნატალია. როგორ შეიძლებოდა გამოსაშვებზე ყველა გოგოს დამსგავსებოდა და მასაც კაბა ჩაეცვა?! არანაირად.
-ერთი სული მაქვს ვნახო.
გავუღიმე.
-და კოსტუმი?
-ზემოთ მაქვს. პიერ კარდენში ვიყიდე, ნიკუშა რამის გამოშტერდა.
-ნიკუშა კიარა, ეხლა მე გამოვშტერდები. მაგდენი ფული გაქვს?!
თვალები გამოკარკლა. გულიანად გადავიხარხარე და საკუთარ სარდაფს თვალი მოვავლე.
-ამის მერე, გიკვირს?
-არა, მანდ ყველაზე მაგარი ტიპები იცმევენ.
-მერე, არ ვარ მაგარი ტიპი?
წარბები ავუწიე და ჭიქა მაგიდაზე დავდე. გამიცინა და ჩემსკენ გადმოიწია. ტუჩებზე ენა გადამისვა და შემდეგ თვალებში შემომხედა. მაგიჟებდა. მისი უბრალოება ჭკუიდან მშლიდა. წელზე ხელი მოვხვიე და ისიც მაშინვე ზემოდან გადმომაჯდა.
-თავიდან ძალიან გამომწვევი ტანსაცმლით მოძრაობდი.
ამოვიბურტყუნე მის კისერთან.
-დაივიწყე ეგ ნატალია, გთხოვ.- მისი სიტყვები თითქოს ვედრებას გავდა. არვაპირებდი ეს არაჩვეულებრივი მომენტი გამეფუჭებინა უამრავი უაზრო კითხვებით. ამიტომაც მის ტუჩებს წავეტანე. უნებართვოდ შევიჭერი მის პირში და მისი ენა დავაგემოვნე. მოგუდული ხმით ამოიკვნესა და ოდნავ მომშორდა. ალბათ ასე რომ გაგვერძლებინა, რამდენიმე წუთში ტანსაცმლის გარეშე დავრჩებოდით.
ღვინის ბოთლს ხელი დაავლო და ჭიქები ხელახლა გაავსო. პერანგის პირველი რამდენიმე ღილი შეიხსნა და ღრმად ამოისუნთქა.
მის ქცევაზე ჩამეცინა, როგორც ვატყობდი თავისთვის კონტროლის გაწევა უჭირდა.
-ძალიან ქართველული კითხვა რომ დაგისვა, გაბრაზდები?
შეპარვით ვკითხე, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. ჭიქა ხელში გადმომაწოდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-რა მოხდა, უკვე დათვერი?
-ოდნავაც არა.
თავი გავაქნიე.
-გისმენ.
-პირველი..პირველი ვინ იყო?
ჩაეცინა და მზერა ჭიქაზე გადაიტანა. ფრჩხილი რამდენჯერმე გადაატარა მის კიდეს და სითხე ერთიანად გადაუშვა მუცელში.
- მაგას მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, უბრალოდ თამამიხარ, მაგრამ არა ისეთი რომ ნებისმიერთან იკოტრიალო.
- ხოდა, ალბათ ისიც არ იყო ნებისმიერი. ეს რუსეთში მოხდა.
თავი დავუქნიე. ვხვდებოდი რომ ამით გავაღიზიანებდი. მსუბუქად გამიღიმა და მკერდზე მომეყრდნო. მის თმებში თითები ავხლართე და ცხვირი ჩამოვადე. ღვინით არა, მისი თმის სურნელით ვბრუვდებოდი. გიშრისფერი თმის არაჩვეულებრივი არომატი მათრობდა.
ფილმი იმაზე უაზრო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამას ალბათ ისევ ეროტიკული ხელოვნების ყურება სჯობდა. მაგრამ რას დავეძებდი, როცა ნატალიას ჩემს მკერდზე ეძინა… ეს ღამე ოფისსში გავატარეთ, კომფორტული აღმოჩნდა მართლაც. აქ პირველად მეძინა და მგონი, ცხოვრებაში იმის შემდეგ დავიწყე კარგად ძილი, რაც ნატალია გავიცანი.

***

ვგრძნობ როგორი ბედნიერები არიან ჩემი გრძნობები ამ მომენტში...
ზოგჯერ იმდენად ვივსები ემოციებით, რომ აუცილებელი ხდება მათგან დაცლა იმისთვის რომ არ ავფეთქდე ან თუნდაც იმისთვის, რომ მათში არ ჩავიძირო.. ზოგჯერ აფეთქება უკეთესია, ვიდრე ჩაძირვა, რადგან აფეთქებისას ოდნავ მაინც ვგრძნობ შვებას. მაგრამ ეს ყველაფერი ნატალიამდე იყო. ახლა ჩაძირვისას ვგრძნობ თავის გადარჩენის ყოველ მცდელობაზე როგორ მითრევს გრძნობები უფრო და უფრო ღრმად და მეც სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავემორჩილო რადგან წინააღმდეგობის გაწევით მხოლოდ ენერგიას ვხარჯავ. დაღლილი, იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილი ვეფლობი გრძნობებში და ვნებდები მათ...და ისინიც ბედნიერები არიან, რადგან იპოვეს ის, ვისი მართვაც შეუძლიათ... ვუყურებ ნატალიას, სიგრეტით ხელში როგორ მიცხობს ტკბილ ნამცხვარს, როგორ მიჭრის პარალელურად ხილს და მიდებს მაგიდაზე. აჩეჩილ თმებში და ჩემს მაისურში ალბათ ყველაზე ლამაზია.
ხვალ გამოსაშვებია. არც კი მჯერა რა მალე გავიდა მთლიანი სემესტრი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ზედმეტად კარგადაც კი. და ოდნავ მაშინებდა. კარგის შემდეგ ყოველთვის ცუდი ხდება და პირიქით.
-სალონში ხარ ჩაწერილი?
ვკითხე ხმადაბლა და უფლება მივეცი ჰალსტუხი ჩემთვის გაესწორებინა.
-არა ჩემით ვახერხებ.
-ჰა?! არხარ მგონი შენ ქალთა მოდგმიდან. ჩვენი ჯგუფელები ალბათ საათებს გაატარებენ იქ.
-იმის თქმა გინდა რომ თავის მოვლა მჭირდება?
დამებღვირა და როდესაც თავისი საქმე მორჩა, ოდნავ მომშორდა.
-სისულელეს ამბობ, სხვები საათებს ატარებენ სალონში იმისთვის რომ შენნაირად გამოიყურებოდნენ.
-მხოლოდ თმას დავიწორებ და მაკიაჟს ჩემით მივხედავ.
-ანუ სახლში მიდიხარ?
-ორ საათში შევხვდებით. დამშვიდდი.
თვალი ჩამიკრა და ტუჩებზე ვნებიანი კოცნა დამიტოვა.
-ზედმეტად მიგეჩვიე.
-მეც ეგ გითხარი. თუ გახსოვს.
ჩაიცინა და კარი გაიხურა. ყბა ჩამოვარდნილი კვლავ კარს მივშტერებოდი. რანაირი იყო..
-რანაირი და სხვანაირი.
საკუთარ თავს ჩემითვე გავეცი პასუხი და სარკეს მივუბრუნდი. არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი სისხლისფერ პერანგსა და შავ შარვალ-კოსტუმში. მხოლოდ, თმაზე სპრეის შესხმა დამრჩენოდა. ორსაათში როგორმე ამასაც მოვახერხებდი. ერთი სული მქონდა, ნატალია გამოსაშვების ტანსაცმელში მეხილა.
-ჰა, ოფიცერო. მზად ხარ?
ჩავძახე აბესაძეს ტელეფონში.
-სამსახურშივარ, მგონი პირდაპირ მომიწევს მოსვლა.
-არ მითხრა რომ უნიფორმით აპირებ.- მის წარმოდგენაზე გადავიხარხარე. ალბათ, კურსელებს გამოაშტერებდა.
-არა, გამოსაცვლელივარ, მაგრამ ამათი მანქანით მომიწევს. შენ რას შვრები?
-ნატალიას ველოდები.
-ყინულის პრინცესა იპრანჭება?
- საერთოდაც არა. სალონშიც კი არ მიდის.
-გამორიცხულია. გატყუებს.
იუარა ნიკუშამ.
-რას მატყუებს ბიჭო, მთელი დილა ჩემთან იყო.
-უფრთხილდი მაგ გოგოს.
გაიცინა ძმაკაცმა. ნიკუშას ყოველთვის გულიანი სიცილი ჰქონდა. აი სულ ცუდ გუნებაზე რომც ყოფილიყავი მაინც აგიყოლიებდა.
-ზურიმ დაიჩემა, გინდა თუ არა წამოგყვებიო, ხოდა ველოდები მაგას და ჩემს გოგოს. იქ გნახავ მოკლედ.
-ზურიკელა მომენატრა ძალიან.
ტელეფონი ღიმილით დავაბრუნე ტუმბოზე და სააბაზანოში გავედი. ლაქი ხელში ავიღე და ავანჯღრიე. ოდნავ მოშორებით დავიჭირე და თმაზე რამდენჯერმე შევისხი. ეს აქამდეც გამიკეთებია, მაგრამ ყოველ ჯერზე საკუთარი თავი ისეთ შტაბეჭდილებას მიტოვებდა, თითქოს პირველად ვაკეთებდი ამას.
კარები დაკაკუნების გარეშე მალევე შემოხსნა ზურიმ. თეთრი პერანგი და ლურჯი მოსაცმელი ეცვა. კულულა თმები გაეკრიჭა და ჩემზე ოდნავ ღია ფერის მოყვითალო თვალებს მაცდურად აცეცებდა.
-შენი ასაკის გოგო რომ ვიყო, მოგცემდი.
გავუცინე და თმები ცალი ხელით ავუქექე.
-დედ-მამას უნდოდათ წამოსვლა.
ხმადაბლა ამოილაპარაკა და იქვე ჩამოჯდა.
-მერე?- ურეაქციოდ ვკითხე. რაც არ უნდა ‘ნორმალური’ ურთიერთობა მქონოდა მათთან. მაინც არ მინდოდა არცერთის დანახვა.
-ვუთხარი არ არის საჭირო მეთქი და სანამ სიტყვას მომაწევდნენ, წამოვედი.
-კაი ბიჭი ხარ.
გავუცინე და პირიდან სიგარეტი გამოვტაცე.
-აქაურობა ზოგჯერ გაანიავე ხოლმე, სიგარეტის და ქალის მძაფრი სუნით ერთიანად ყარს.
-ხო მაგის შესახებ, მალე მოვა და კარგად მოიქეცი.
საკუთარ ოთახში ნივთების შესაგროვებლად გავბრუნდი. კოსტუმის ფართე შიდა ჯიბე კარგად გამოვიყენე და აზიური მოსაწევი ჩავიკუჭე. არა, დღეს არ ვაპირებდი გაყიდვას. ეს ჩემთვის და ნიკუშასთვის იყო. ერთი კარგად უნდა გვეგულავა ამ დაწყევლილი ადგილის დატოვების აღსანიშნავად.
-ვინმე ახალია?
-ნატალია. იცნობ კიდეც. რამდენჯერმე შეხვედრილხარ.
-ის.. ლურჯთვალება გოგო?
-ხო, ის ლურჯთვალება გოგო. -თავი დავუკარი.ხსენებაზე, კარზე ზარიც გაიხსმა. ზურიკელამ წარბები ამითამაშა და კარებს გახედა.
-მე გავაღებ. შენ არამგონია გესწავლა მანდილოსნებთან მოქცევა.
დამცინა უმცროსმა ძმამ და კარისკენ გაიქცა.
ოთახიდან მესმოდა მათი საუბარი. ზურიზე ოდნავ გაბრაზებული ვიყავი, ზედმეტად ენა მოგრძელებული და გათამამებული იყო.
მალევე ოთახში ყინულის თვალებმაც შემოანათეს.
-შენი ძმა ნელნელა რომ შენზე სიმპატიური ხდება იცი?!
მის ხმაზე შევბრუნდი, გავაანალიზებდი რას მეკითხებოდა თუ მეუბნებოდა, ყბა ჩამოვარდნილი ვუყურებდი მის სხეულს. ფიზიკურად ვერ ვახერხებდი თვალებში შემეხედა. ღია ცისფერი სხეულზე მომდგარი კომბინიზონი, სამკუთხედის ფორმის ჭრილით მკერდთან. თავი ოდნავ გავიქნიე, ჰაერი ხარბად შევისრუტე და როგორც იქნა მის თვალებს შევეგებე. ახლა მისი კომბინიზონის ფონზე უფრო ლურჯი ჩანდა.
-იცოდე, ჩემს პატარა ძმაზე არ მაეჭვიანო.
-ხო იცი, მეორე შვილი ყოველთვის უკეთესი გამოდისო.
ოთახში თავის ქებით შემოგვეჭრა ზური.
-მოდიხარ შენც?
კითხა ნატალიამ და აათვალიერა.
თავი მხიარულად დაუკრა ზურიმ და გაგვეცალა.
-არ არის საჭირო ასე მოჭუტული თვალებით უყურო შენს ძმას. შვილივით ვუყურებ, ხომ იცი.
დამცინა და მომიახლოვდა. ხელკავი მაცდურად ამომიდო და ოთახი დავტოვეთ. სრულიად დამუნჯებული ვიყავი მისი შემყურე. ალბათ რომ არა ჩემი ძმის გამოხტომები და ხუმრობები საერთოდ გავიპარებოდი რეალობიდან.
-საჭესთან მე ვჯდები.
ბრძანება გასცა ყინულის თვალებამ და გასაღები ისე სწრაფად გამომტაცა ხელიდან, ვერც გავიაზრე.
-მე წინ ვჯდები.-გამეკრიჭა ზური
-ეჰეე, თქვენ ძაან ხომ არ გაუტიეთ?მანქანა ჩემია, ხომ არ დაგავიწყდათ?
-გადამთიელის ტონის ნუ საუბრობ თორემ მართლა დავივიწყებთ.
თვალი ჩაუკრა ნატალიამ ზურის. მაგრად მამასხარავებდა ეს ორი, ვატყობდი. ზურის ძალიან მოსწონდა ნატალია, რათქმაუნდა მეგობრული თვალსაზრისით. თვალები ავუბრიალე და უკანა სავარძლისკენ ვანიშნე. ყურებჩამოყრილი შეძვრა და კარგად მოეწყო.
გვერდით მივუჯექი ნატალიას.
-ქუსლიანით არ გიჭირთ ქალებს მანქანის ტარება? სულ მაინტერესებდა.
ამოვიფრუტუნე და რადიოში მუსიკა ხმადაბალზე ჩავრთე.
-პირადად მე არ მიჭირს.
მხრები აიჩეჩა და დაქოქა.
-შენ ხო ქალი არ ხარ..
-აბა რა ვარ?!
-ყინულის ალქაჯი.
-ერთი მეორის საპირპიროა.
პასუხის დაბრუნება დავაპირე, თუმცა ჩემმა ძმამ გამაწყვეტინა.
-ნიკუშას არ ველოდებით?- გადმოგვძახა ზურიმ და ნატალიამაც პასუხის მოლოდინში თვალები ამიჟუჟუნა.
-არა, თან ეგ საწყალი პოლიციის მანქანით უნდა წამოვიდეს. დრო არ აქვს.
ზურის სიცილმა მთელი მანქანა მოიცვა. ნატალიას ნორმალურ სიჩქარეზე, ნორმალურად დაყავდა. თვალს მართლაც ვერ ვწყვეტდი. საშინლად ელეგანტურად გამოიყურებოდა.
-ეგ აქვე არ მუშაობს რომელიღაც ფილიალში?
-ვაკეშია. რაღა აქვე.
ნატალიამ ჩაიცინა და ჭავჭავაძეზე გადაუხვია.
-არმითხრა რომ შეგეცოდა და აპირებ რომ გავუაროთ.
-არა, უფრო მაგარ რამეს ვაპირებ. თქვენს ძმაკაცობას ოდნავ წავახალისებ.-მხრები მაცდური ღიმილით აიჩეჩა ნატალიამ.
-მომწონს ეს გოგო. ‘იმენა ოუ-ემ-ჯი”ა
ზურიმ ჩურჩულით გადმომძახა მეორე მხრიდან.ჩამეცინა.ნატალია ყურადღებასაც არგვაქცევდა. თავის პატარა გონებაში აშკარად დიდ ოინს აწყობდა.
-ეს არ არის? ნაცრისფერებში.
თითი მსუბუქად გაიშვირა გზის მოპირდაპირე მხარისკენ.
-საღოლ აბესაძე. მაგრად მოუხდა.
ჩემთვის დავილაპარაკე. ვადევნებდით თვალს, როგორ მოუარა პოლიციის მანქანას გვერდი და როგორ ჩაჯდა საჭესთან.
-ანუ ისევ სამუშაო დრო აქვს ამას?- იკითხა ნატალიამ ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ეგრე გამოდის, ნახევარი საათი კიდევ დრო აქვს, ასერომ იკატავებს და პირდაპირ იქ მოვა რა.
-ხოდა, მოდი ვაკატაოთ.
-რა?!
ვერც გავიაზრე რამოხდა.იმდენად სწრაფად მიადგა გაზს ფეხი და აბესაძის პოლიციის მანქანას წინ გადაუსწრო. დასაშვებ სიჩქარეზე ბევრად მეტით.
-უნდა გააგიჟო?
სიცილი ამიტყდა. უკან გახედვა ვადაპირე მაგრამ ნიკაპი ხელით დამიჭირა ნატალიამ.
-არც გაბედო, დაგინახავს. არც შენ გაიხედო ზური.
-ღმერთო ჩემო!!
ხელები ჰაერში ავწიე სიცილით.
-უკვე ღმერთს საკუთრებად მიიჩნევ, ხედავ?
-თუგინდა სულაც ვეთაყვანები ოღონდ მანქანა არ დამილეწო.
-ეს ცოლად მოიყვანე რა.
საუბარში ზური შემოგვეჭრა.
-რა?!
მე და ნატალიამ ორივემ ერთდროულად წამოვიყვირეთ. თავის გაბრუნება მინდოდა ჩემი ძმისთვის მაგრამ საპასუხად გვერდიდან მუშტი ნიკაპში მომხვდებოდა.
ზურის ნათქვამი მეც და მასაც აშკარად გულზე მოგვხვდა. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს ეს დადებითი რეაქცია იყო თუ უარყოფითი.
მალევე ჩაირთო სირენების გამაბრუებელი ხმა.
-თამაშიც დავიწყეთ. ვნახოთ ერთი რისი ტრ*კი აქვს.
გაიცინა ნატალიამ და სანაპიროზე მთელი სიჩქარით გადაუხვია. ფარებში ვიხედებოდი. ნიკუშა ალბათ გვლანძრავდა. ანდაც მიკვირდა, როგორ ვერ ცნობდა ჩემს მანქანას. მაგრამ ალბათ ყველაფრისგან თავგზა არეულს, არც წარმოიდგენია ასეთი რაღაცის გამკეთებელი თუ ვიყავი.
ალბათ მომდევნო ათი წუთი კუდში გვდია საპატრულო მანქანამ. შემდეგ, სერიოზულად დავშინდით ორივე, დამატებითი რაზმი არ გამოიძახოს აბესაძემთქო და სიჩქარეც შენელდა. პარატა ჩიხში შეუხვია ნატალიამ და მანქანა გააჩერა.
-ახლა გამოშტერდება.
ავხარხარდი მოლოდინში. ნიკუშა საბუთებთან ერთად უკვე ჩვენსკენ მოიწევდა. ფანჯარაზე თითი რამდენჯერმე დაგვიკაკუნა რომ მინა ჩაგვეწია. პროცესშივე დაზეპირებული სიტყვები გაგვაგონა:
-ლეიტენანტი აბესაძე, თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
-აბესაძე, აბესაძე. FBI-ში მუშაობა უფრო დაგაკვდებოდა ასეთი ფორმით.
გადაიხარხარა ნატალიამ და სიცილით ფანჯრიდან თავი გაყო. ნიკუშა მაშინვე დაიხარა და იდაყვებით მინას დაეყრდნო. ჯერ მე დამინახა, შემდეგ ზური. სერიოზული სახე ნელნელა მოულბა და ბოლოს გადაიხარხარა.
-არა, ვაღიარებ მართლა კარგად გამოგდის შენი საქმე.
-ჯარიმა რომ უნდა დაგიწერო, იცი?
სიცილით უპასუხა ნიკუშამ.
-ჯარიმა არა, ოქმი კიდევ. გაიწიე ერთი.
სიცილით გახსნა ნატალიამ კარი და გადავიდა. მეც და ზურიც მას მივყევით.
-რომც მოინდომო, პრავა არ აქვს.
დავემოწმე ნიკუშას და სიგარეტს გავუკიდე.
-შენ ბიჭო სულ გააფრინე?!
-არა, ნუ შეიძლება ცოტა გავაფრენინე.- ხელიდან კოლოფი გამომტაცა ნატალიამ და განაგრძო-ჩემი იდეა იყო, გაგიჩალიჩეთ. თორემ, ეგეთი ადრენალინის მოყვარულიც არვარ პოლიციელებს რომ ვეგონკაო.
მომდევნო ოცი წუთი ოთხმა ადამიანმა სიგარეტის მოწევასა და ლანზღანდარაობაში გავატარეთ. ნიკუშა და ნატალია ერთმანეთს როგორც ყოველთვის დასცინოდნენ და არა სახარბიელო კომენტარებს უკეთებდნენ. მე და ზურის მაყურებლის პოზიცია გვეკავა და მაგარს ვხარხარებდით.
იქაურობა მაგრად მოეწყოთ. რესტორნის ორივე სართული მთლიანად დაეხურად და ალაგ-ალაგ ყვავილების დეკორაციებიც იყო. გეგონება, ვინმეს ქორწილი ყოფილიყო. ვგრძნობდი, ნატალიას მარტო დატოვება არ შეიძლებოდა. ხუთიდან სამი ადამიანი მაინც ეუბნებოდა კომპლლიმენტს და თვალებს უჟუჟუნებდა, მაგრამ ჩემი გოგო ჯიუტად ხელს არ მიშვებდა, რაც ამაყად მაგრძნობინებდა თავს.
-ჩვენგან ორი მაგიდის მოშორებით სამი გოგო რომ ზის, სამივეს თვალებს დავთხრი ჩანგლით.
ყურში ჩამჩურჩულა ნატალიამ და იქვე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.
-რა დაგიშავეს?
-უსირცხვილოდ გიფათურებენ თვალებს.
-გამოდის ყოველი ამ მაგიდასთან მომსვლელისთვის მეც იგივე უნდა გამეკეთებინა?
გადავიხარხარე. დამებღვირა და ფეხზე წამოდგა.
-საით?
-საცეკვაოდ.
-იმედიმაქვს, არ გაიხდი.
-ან ჯობია გავიხადო და იმ გოგოებს დავანახო რომ მათზე უკეთესივარ.
-ეს არ გჭირდება, ნატალია. ჩემთვის საუკეთესო ხარ.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მის ტუჩებს დავაცხრი. მიუხედავად იმისა რომ წითელი ტუჩსაცხი ესვა, ამას არ შევუკავებივარ.
-ახლა იციან ვისთანაც ვარ. დამშვიდდი.
გავუიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე. ნიკუშას შორიდან ხელი დავუქნიე და ვანიშნე ჩვენთან მოსულიყო. თვალებით ზურის დავუწყე ძებნა და მალევე ვიპოვე, სავარაუდოდ პირველ კურსელებს ეარშიყებოდა. აქ კარგად იქნებოდა.
-მიბრძანე და გავჩნდი, ჩემო ბატონო.
-უჩემოდ დაბოლდი?
-არა, უბრალოდ მაგ შარვალ კოსტუმში დრაკულას ნაშიერს გავხარ და საკუთარი თავი უფლებას არ მაძლევს შენობით მოგმართო.
ჩემს წითელ პერანგს მაგრად დასცინა და გადამეხვია. ყველას გვიხაროდა უნივერსიტეტის დასრულება. ალბათ ერთერთი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ცხოვრებაში.
სამივე რესტორნის უკანა მხარეს გავედით.უკვე კარგად გახვეული ღერი ამოვაძვრინე პიჯაკის შიგნითა ჯიბიდან და გავუკიდე.
-ეს.. ა?
იკითხა ყინულის თვალებამ.
-ეე პრინცეს, აზრზე არ ხარ რა. გასინჯავ და მიხვდები.
დასცინა ნიკუშამ და ღერი გამომართვა. რამდენიმე წამი ფილტვებში ჩავიგუბე ნიკოტინ შერეული, აზიური მოსაწევი და შემდეგ გამოვუშვი. ისეთი შეგრძნება დამიტოვა, თითქოს ჩემი ნახევარი სული მას გაყვა. ერთი ღრმა ნაპასი იყო მხოლოდ და უკვე გარშემო ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი.
-შენ.. არ მოწევ.- ძლივს გადავაბი სუტყვები ერთმანეთს და ნიკუშას ღერი კვლავ გამოვართვი.
-სულ შენ დაგიჯერებ. აქ იმისთვის არ ვარ, ორ დაჩლუნგებულს რომ მე მოგხედოთ.
დამებღვირა ნატალია და ნახევრად დარტყმული ნაპასი პირიდან გამომტაცა. ტუჩებშორის მოიქცია და ძლიერად მოქაჩა.
-ყინულის სამფლობელოში არ გაგვეპარო.
აბესაძე უკვე ხარხარებდა.მისი შემხედვარე სიცილს ვერც მე ვიკავებდი. ვგრძნოდი თვალები იმდენად მეწვოდა, ალბათ ცოტახანში რომ არ გადაევლო თვალის გუგებს ხელით დავიჭერდი.
ნატალია ხმას არ აიღებდა, ბოლი ნელნელა,ცხვირიდან გამოუშვა, რამაც უზომოდ სექსუალური გახადა. თვალები გაახილა და ოდნავ შებარბაცდა.
-მეტი აღარ გინდა, უკვე კარგად ხარ.
სიცილით გამოვსტაცე ხელიდან და დანარჩენი მე და ნიკუშამ მოვწიეთ. გოგონა ხმას აღარ იღებდა. გაბადრული შემოგვცქეროდა, ხან ერთს ხანაც მეორეს.
გვარიანად ჩაკაიფებულნი დავბრუნდით დარბაზში. მუსიკის ხმა ექოდ მესმოდა ყურებში და გამოსახულებები მერეოდა. ნაბიჯებს ვდგამდი, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. თითქოს უხილავ თვითმფრინავში ვიჯექი და აქეთ- იქეთ დავფრინავდი.
-რაფაელი გვესტუმრა ბიჭო. არადა რა გამაზა, ცოტა ადრე მაინც მოსულიყო.
-რა?
ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა ნიკუშა, სანამ რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩემი ძმაკაცი, რაფო არ შევნიშნე.
-ნატალია, წამო ჩემი მეგობარი გაგაცნო.
-შენს მეგობრებს კაიფში მაცნობ?
ისტერიული სიცილი აუტყდა. რამაც მეც ამიყოლია. სანამ ჩემი შენელებული გონება სიტყვებს ერთმანეთზე დააწყობდა და ხმას ამოიღებდა, ნატალიამ ხელი დამავლო და სადღაც გამიყვანა.
-სად მივდივართ?
-ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, მაკიაჟს შევისწორებ.
-ისედაც.. ისედაც უნაკლო ხარ.
ამოვიბურტყუნე მაგრამ არ დამცალდა. საპირფარეშოში შევედით თუარა კარი მიაბრახუნა და გადაკეტა. სიცილს ვერცერთი ვწყვეტდით. რითი აპირებდა მაკიაჟის შესწორებას? თან თავისი პატარა ქისაც არ ჰქონდა.
ვეღარ ვძლებდი, ჩემს ორგანიზმში დაგროვილი ადრენალინი ერთიანად მაწვებოდა. მოწყურებული მის ტუჩებს ვეტაცე და კედელს მივაბჯინე. თვალები დავხუჭე და მისი ენა ვიგრძენი თუ არა, მივხვდი რომ უკვე სხვა განზომილებაში გადავედი.
-ვერაფერს ვგრძნობ.- სიცილით ამოვიბურტყუნე და სახე ხელებით დავუჭირე.
-ყოველთვის მინდოდა მეცადა.
თავი დაბნეულმა გავაქნიე. მგონი, სულ სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. წამის მეასედებში მუხლებზე დაემხო და ხელები მენჯებზე დამაწყო. თვალებში შემომხედა და აუჩქარებლად გამიხსნა შარვალი.
ნატალია არა…
წინასწარ, გაურკვეველი სიამოვნებისგან თვალები მიმენაბა.
-მე მიყურე.
თითქოს მიბრძანა და შარვალი ტრუსთან ერთად ჩამაძრო.
-ნატალ..
სიტყვა გამიწყდა როგორცვე მისი ტუჩები ჩემს ასოზე ვიგრძენი, ღრმად ამოვიხვნეშე, როგორცვე რამდენჯერმე სიგარეტივით მოქაჩა და მომუშტული ხელი კედელს მივარტყი.
ერთი ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავხარე. ბუნდოვნად ვხედავდი, რას როგორ აკეთებდა, მაგრამ სადაც იყო მუხლები სიამოვნებისგან მომეკვეთებოდა. გამათრთოლა, როცა ქმედებისას ასოს თავზე ენა გადამისვა, მაშინვე მხრებზე მოვეჭიდე. ენას ზემოდან ქვემოთ, თავთან ერთად ამოძრავებდა და დარჩენილ ნაწილზე ხელებს აშველებდა. უკვე გამკვრივებული ვიყავი, ვგრძნობდი სადაც იყო გავა*ავებდი.
-ჯანდაბა ნატალია!
ამოვიხვნეშე და თვალები მაგრად დავხუჭე. ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია დარჩენილ ნაწილს და ახლა ლამის მთლიანი ასო გადაუშვა ყელში. ვგრძნობდი, როგორ ვეხებოდი მის ხახას და ამის გააზრება მილიონ ჰორმონს მიწიოკებდა. წოვა დააჩქარა, სანამ მის ყელში გავათავებდი, კანკალით მოვკიდე ხელები და მოვიშორე, ფეხზე წამოვაყენე და კომბინიზონის ელვა შესაკრავი სწრაფად გავუხსენი. მუხლებამდე დაეცა თხელი მატერია. ზურგით შემოვატრიალე და მასში შევედი. ერთად ამოვიკვნესეთ ორივემ. ბევრი არ მქონდა დარჩენილი, ვიცოდი წუთი-წუთზე პიკს მივაღწევდი. გაოფლილი, ბიძგებს არ ვიშურებდი, მინდოდა მას იმის ნახევარი სიამოვნება მაინც ეგრძნო რაც წამების წინ მე მომანიჭა. მისი კვნესა, ალბათ გარეთ გადიოდა. მაგრამ არა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფებს, ეს ნაკლებად გვაინტერესებდა. საჯდომზე ხელი მაგრად მოვუჭირე და მისგან სწრაფად გამოვედი, ტუალეტისკენ მივტრიალდი და თეთრი სითხე წყალს შევურიე.
ისევ ვხვნეშოდით. ჩვენი სუნთქვა არ ცხრებოდა. ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსა. ახლა ყველაფერს ერთიანად ვგრძნობდი. სრულიად გამოფიტული შევტრიალდი მისკენ და შარვალი ავიწიე. ზურგის ელვა შესაკრავის აწევაში დავეხმარე და მხარზე ვაკოცე, შემდეგ მის ტუჩებსაც მივწვდი, საიდანაც ნახევარი ტუჩსაცხი გადასცლოდა და თვალებარეული შემომყურებდა. ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და მივიხუტე.
ვხვდებოდი, რომ ნატალია მეტრეველი ჩემთვის ენერგიის წყაროდ ქცეულიყო და მის გარეშე უკვე, წუთის გატარებაც არ მინდოდა.




გელით!



№1  offline წევრი ნანა73

გაოგნებული ვარ... ბევრი რამის თქმა მინდა ამ ისტორიის შესახებ... ის, რომ სრულიად განსხვავებულია, უჩვეულო აქ გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან, რთული თემაა, ერთმანეთში გადახლართული ურთიერთობები... თითქოს გონიერი და თავის თავში დარწმუნებული პერსონაჟები, მეგობრობა, ღალატი, სიყვარული და ისევ ღალატი... გულისამრევი საქმიანობა, გულისამრევი ტყუილი... მაინც სადღაც გაჩენილი იმედი, რომ შეიძლება არსებობდეს სულ ცოტა შანსი შხამი არ შთანთქავს ყველაფერს... საინტერესოა, წარმატებები ავტორს! ❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️
ნანა73
გაოგნებული ვარ... ბევრი რამის თქმა მინდა ამ ისტორიის შესახებ... ის, რომ სრულიად განსხვავებულია, უჩვეულო აქ გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან, რთული თემაა, ერთმანეთში გადახლართული ურთიერთობები... თითქოს გონიერი და თავის თავში დარწმუნებული პერსონაჟები, მეგობრობა, ღალატი, სიყვარული და ისევ ღალატი... გულისამრევი საქმიანობა, გულისამრევი ტყუილი... მაინც სადღაც გაჩენილი იმედი, რომ შეიძლება არსებობდეს სულ ცოტა შანსი შხამი არ შთანთქავს ყველაფერს... საინტერესოა, წარმატებები ავტორს! ❤️

 


№3  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️❤️
კლავდია
ადრე ვწერდი შურისძიების სუნი მცემს თქო მაგრამ ასეთს არაფერს ველოდი... ვერარ ვხვდები რომელი უფრო უარეს მდგომარეობაშია, ნატალია რომ სახიფათო გზას ადგას და სანამ ყველაფერს არ დაკარგავს ვერ მიხვდება რომ კარავს ფაქტია. თან ისეთ ამბავში არიან მერე არაფერი რომ აღარ იქნება კარგად... ძალიან საინტერესო ისტორიაა, განსხვავებული და სიანტერესო :))

 


№4  offline წევრი -Unknown-

ეს თავი იყო რაღაც საოცრება!! აუ ძალიან კარგია და უზომოდ შეყვარებულივატ ამ ისტორიახე❤️

 


№5  offline მოდერი Moonlight17

მადლობები ❤️❤️ მიხარია რომ მოგწონს
-Unknown-
ეს თავი იყო რაღაც საოცრება!! აუ ძალიან კარგია და უზომოდ შეყვარებულივატ ამ ისტორიახე❤️

 


გთხოვ რა მალე დადე ახალი თავი ეს თავი ყველაზე მაგარი იყო, ინტრიგაში ვარ

 


№7  offline მოდერი Moonlight17

ვეცდები ყველანაირად არ დავაგვიანო ❤️
გროსმაისტერი
გთხოვ რა მალე დადე ახალი თავი ეს თავი ყველაზე მაგარი იყო, ინტრიგაში ვარ

 


№8  offline მოდერი მარტო სახლში

მიყვარს ეს ისტორია იმედია მალე დადებ

 


№9  offline მოდერი Moonlight17

ვცდილობ ყველანაირად ❤️
მარტო სახლში
მიყვარს ეს ისტორია იმედია მალე დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent