თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (11)
-ეს რა იყო?-ვკითხე გაკვირვებულმა. -არაფერი, დაიკიდე.-გაღიზიანება დაეტყო. -რა მოხდა და რა მოხდება? -რაც მოხდა წარსულია, გახსენება არაა საჭირო და მოხდენით არაფერი მოხდება.-ნაძალადევად გამიღიმა. -იმედია. -ჩემი არ გჯერა? -მჯერა, მაგრამ თან მეშინია. -რისი, ჭკუიდან ნუ შემშლი. -არაფრის. დაიკიდე.-თავი ჩავხარე და გზა განვაგრძე. ლუკა დამეწია, მაჯაზე მომკიდა ხელი და მაგრად ჩამეხუტა. -არაფერი მოხდება, გესმის? ტყუილა ნუ ნერვიულობ და ნურაფრის გეშინია. შენთან ვარ და ყოველთვის ვიქნები. ხმა აღარ ამომიღია. მინდოდა მეთქვა ვიცი-მეთქი, მაგრამ რატომღაც გავჩუმდი. ნელა მივსეირნობდით. თამოს სიტყვებს თავიდან ვერ ვიგდებდი, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემემჩნია. -საბაგიროზე გინდა?-ლუკამ უცებ მომანათა თვალები. -ძველი თბილისის ულამაზესი ხედი უნდა გადამიშალო?-ჩამეცინა. -ხო, არ შეიძლება?-გამიღიმა, თან ტუჩზე იკბინა. -შეიძლება, რატომაც არა. ხედები ყოველთვის უზომოდ მიყვარდა, თან ღამე. რომანტიული გარემო, საყვარელო ბიჭი, თბილი ჩახუტება, უნაზესი კოცნა ულამაზესი ხედის ფონზე. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი რაღაცნაირ არასასიამოვნო გრძნობას მიჩენს. მეშინია. -ნინა...-ლუკამ თვალებში ჩამხედა, შემდეგ კი ბავშვურად ჩაიცინა.-სისულელეა, მაგრამ მაინც...-ჩემი ხელი აიღო და თითზე საშუალო სისქის ვერცხლისფერი ბეჭედი გამიკეთა.-მეც ასეთი მაქვს.-გამიღიმა.-არასდროს მჯეროდა რომ ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიდი, მაგრამ თუ ეს მოხდებოდა, ყოველთვის მინდოდა რაღაც ასეთი გვქონოდა სიმბოლურად, ხოდა ახლა, სანამ სხვა ბეჭედს გაგიკეთებ, ეს გქონდეს. მოვა დრო და დაგიჩოქებ ცალ მუხლზე, შენ კი ღიმილი ყურებამდე აგივა. მოვა დრო და სამუდამოდ დავუკავშირდებით ერთმანეთს. ერთი თბილი ოჯახი გვეყოლება და მეც და შენც უბედნიერესები ვიქნებით, იმიტომ რომ ერთმანეთი გვეყოლება. სიკვდილამდე...-ვეღარ გავძელი და მაგრად ჩავეხუტე. ყველანაირად მჯერა მისი. ყოველი სიტყვა იმდენად სანდოდ მეჩვენება, უბრალოდ შეუძლებელია რამე ცუდი მოხდეს. ვერც თამო, ვერც ვერაფერი დაგვაშორებს ვერასდროს, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს და გვყავს და მორჩა. სახლში გვიან დავბრუნდით. ლუკამ ლოყაზე მაკოცა და სამზარეულოში შევიდა. -ყავას გაგიკეთებ.-გამიღიმა. -შენნაირი მეორე არ არსებობს.-ჩამეცინა. -ვიცი.-მასაც ჩაეცინა და ჩაიდანი დაადგა. მომიახლოვდა და მაკოცა. -ყოველთვის ასეთი სიახლოვე რატომ გინდა?-ვკითხე ჩუმად. -იმიტომ რომ არასდროს მყოფნი.-ცალყბად გამიღიმა. -შენი ვარ. -მაინც არ მყოფნი.-წელზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა. -რა მარტივი ფსიქოლოგია გაქვთ ბიჭებს.-ჩამეცინა. -საიდან დაასკვენი? -პირდაპირ გაწერია სახეზე რაც გინდა.-ლოყაზე ვაკოცე. -შენ თუ არ გინდა, მე თავის შემკავებელი ვარ.-გაეცინა. -მაშინაც შეგეკავებინა თავი...-ჩავიბურტყუნე უკმაყოფილომ. -რას გულისხმობ?-გაუკვირდა. -თამოს... -შენ რა იცი... -კარგი რა, მაგის მიხვედრას რა უნდა.-გამეცინა. -შეგიძლია დაივიწყო?-შუბლი შუბლზე მომადო და თვალებში ჩამაშტერდა. -დავივიწყებ, უბრალოდ არასასიამოვნო გრძნობაა, როცა წარმოვიდგენ... -ნუ წარმოიდგენ. მთვრალი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. -რამდენ გოგოსთან გქონდა სექსი მიზეზით "მთვრალი ვარ და არ ვიცი რას ვაკეთებ"? -მხოლოდ თამოსთან და ისიც მინდა დავივიწყო. მაშინ ერთად არ ვიყავით და ნუ დაინტერესდები ჩემი წარსულით, გთხოვ. -კარგი.-თვალები დავხუჭე და მაგრად ჩავეხუტე. ვნებიანად მაკოცა ლოყაზე, შემდეგ კისერში. ხელს ნაზად მისვამდა მაისურის ქვეშ, ზურგზე. სიამოვნებისგან მაჟრიალებდა. მხოლოდ მისი. ამის გაფიქრებისას გული მიჩქარდება და ისე ხმამაღლა მიცემა, მგონია რომ მთელ სამყაროს ესმის. ვნებების მორევში გადავარდნილი ვეღარაფერს ვამჩნევდი გარშემო, მაგრამ როგორც წინაზე, ახლაც ჩაიდნის სტვენამ გამოგვაფხიზლა. -ფუ, ამის...-ლუკამ წაიბურტყუნა და უკმაყოფილომ ჩააქრო გაზქურა. -არაუშავს.-ჩამეცინა. -შენ თუ გგონია მოგეშვები.-ლოყაზე მაკოცა და ჭიქები ცხელი წყლით აავსო. -ვიცი რომ არ მომეშვები.-ყავა ნელა მოვსვი. გამომწვევად ვუყურებდი თვალებში და პირდაპირ ვიზიდავდი. უკომპექსოდ, უყოყმანოდ. -რატომ მაგიჟებ?-ლუკამ მზერა ამარიდა. -გაგიჟებ? მე?-გავიკვირვე, ვითომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. -ხო, შენ! მიყურებ თვალებში და მაწამებ. მაწამებ ბოლო დონეზე. ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რა გინდა, ჭკუიდან შემშალო? -მე გიჟები მიყვარს.-გამეცინა. -გიჟები? -ხო, გიჟები, შიზოფრენიკები, არ ვიცი, ყველანაირად არასტანდარტულები. -ყოველთვის მეგონა რომ სტანდარტული ვიყავი. -არა, არ ხარ სტანდარტული. ეგეთი რომ ყოფილიყავი, არ შემიყვარდებოდი.-ჩამეცინა. ლუკამ ვნებიანად ამომხედა. -თუ მე არასტანდარტული ვარ, შენ საერთოდ არაამქვეყნიური ხარ. სხვა განზომილება... -ხო...ეგეთი ვარ.-ჩამეცინა. -აღარ შემიძლია... ლუკამ ჭიქა მაგიდაზე დადო. თვალებში ჩამხედა, გამომცდელად. თვალებით მჭამდა. მეც დავდგი ჭიქა მაგიდაზე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ დავთანხმდი... ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, თითქმის იდეალურად. როგორ ავხსნა რა გრძნობაა, როცა ვიღაცას მთლიანად ეკუთვნი. არ ვიცი. ჩემთვის ეს ცოტა უცხო, მაგრამ უზომოდ სასიამოვნო შეგრძნებაა. ჩემი ყველაფერი ლუკას ეკუთვნის და ეს რატომღაც უზომოდ მსიამოვნებს. ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი პირველი კოცნა...ლუკა ჩემი პირველია... დილის 6 საათიც არ იყო. ტელეფონმა დამირეკა. თავი გიჟივით წამოვყავი და მაშინვე დავიწყე მობილურის ძებნა. ეკრანისთვის არ შემიხედავს, უბრალოდ ვუპასუხე. -გისმენთ?-ნახევრად მეძინა. -ნინა...-გავიგე დედაჩემის ნამტირალევი ხმა.-...გთხოვ...მაპატიე... ბოდიშს გიხდით ასე დაგვიანებისთვის. რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე დადება. იმედია ისევ გააგრძელებთ კითხვას. მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.